ვიდრე თვითონ თოფის შესახებ ვისაუბრებდეთ , გავრკვეთ საიდან მოდის "ატა არმზი", როგორი წამოშობის ისტორია აქვს მას ...
ATA ARMS არსებობა დაიწყო გასული საუკუნის 50 წლებში როდესაც, კომპანიის დღევანდელმა მეპატრონემ (სალალ იოჰლუმ) , შექმნა თავისი პირველი გლუვ ლულიანი თოფი, ჰორიზონტალური და ცოტა მოგვიანებით ვერტიკალური და გადაწყვიტა მათი წარმოება , რაც წარმატებით განახორციელა კიდევაც. კომპანიას კი დაარქვა Vursan Salah . ასე გრძელდებოდა 1992 წლამდე ვიდრე თურქი კონსტრუქტორი არ გამოიგონებდა იმ დროისათვის ერთადერთ თურქულ ნახევრადავტომატულ თოფს , მისი წარმოება გრძელდებოდა ზუსტად ათი წელი ვიდრე არ შეიერთა ბერეტას ჯგუფმა, და მიანიჭებდა ახალ სახელს Stoeger Silah Sanay .
ვიდრე ეს ვითარება შეიცვლებოდა,ვურსანის პარალელურად, მეოცე საუკუნის უკიდურეს მიწურულს კომპანიის ხელმძღვანელმა ჩამოაყალიბა პარალელური კომპანია სახელწოდებით ATA ARMS-ი , ამ კომპანიას ძირითადად მარზთავენ კონსტრუქტორის შვილები. ვურსანის გაყიდვის შემდეგ კი ''ატამ'' გააგრძელა ტრადიციული თოფების გამოშვება. 2009 ში კი წარმოებაში ჩავიდა მოდელი "ატა ნეო" 12. ამ პერიოდისთვის ამ თურქულ ბრენდს საკმაოდ დიდი გამოცდილება და ცოდნა გააჩნია.
ATA NEO 12.
ესაა ინერციული სისტემის ნახევრად ავტომატური მოქმედების თოფი, რომელიც შექმნილია და დაპროექტებულია თურქეთში, კომპანიაში ატა არმზი. ინერციული სისტემა ავტორი ბრუნო ჩივოლინია, კონკრეტულად კი მისი პატენტის ბაზაზეა გაკეთებული. ეს უკანასკნელი კი იტალიელი კოსნტრუქტორ გამომგონებელია რომელიც რამდენი მე წლის განმავლობაში ბენელ არმზში მუშაობდა შემდფეგ კი ბერეტაში.
http://www.radikal.ru
როგორც ვთქვით თოფის კონსტრუქციაზე გავლენა იქონია იტალიურმა საიარაღო მიღწევებმა, მაგრამ მისი დიზაინი საკმაოდ ორიგიუნალურად გამოიყურება. ხელში აღებისას საკმაოდ სასიამოვნო შდაბეჭდილებები იქმნება, მეტალის ნაწილების დამუშავება "შეირაღებული" თუ შეუიარაღებელი თვალით ჩანს რომ მაღალ დონეზეა, არავითარი ზედმეტი მეტალის ნაწილები და უხეში წიბოები არ არსებობს, კონდახი და ტიპჟირი დახვეწლი დიზაინისაა, დამუშავება და მასზე დატანებული ბადე კი მაღალი ხარისხის, სამიზნე თამასა და კორა ყოველგვარი დეფექტების გარეშე ძალიან სიმეტრიულია ყველა თვალსაჩინო დეტალი, ხისა და რკინის შეერთების ადგილები მაქსიმალურად ზუსტი, საერთო ჯამში ვიტყოდი რომ თოფი ერგონომიკულია სრული ამ სიტყვის ნიშვნელობით, კონდახი მაქსიმალურად უნივერსალურია თუმცა დავამატებდი რომ კონდახის სიგრძე როგორც ასეთი მაღალი ადამიანისთვისაა გათვლილი, გრძელი ხელებით. თუ შეიძლება საერთოდ ნახევარავტომატურ თოფზე ითქვას დბალანსებული , "ატა ნეო'' 12 ნამდვილად მშვენიერი ბალასნისაა, მითუმეტეს თუ მჭიდში 1-2 ვაზნაა, აშკარაა რომ იარაღი კეთილსინდისიერაადაა გაკეთებული.
რათქმაუნდა თურქული იარაღი ევროპის ქვეყნებში მათ შორის საქართველოში არ გაიყიდება თუ ის შესაბამის გამოცდას არ გაივლის, არსებობს საყოველთაოდ მიღბული ევროპული და ამეიკული ტესტი რომელიც ნებისმიერმა საინპორტო იარაღმა უნდა დააკმაყოფილოს, ატას ამ დავალებას თავი მშვენივრად გაართვა.
ატა ნეო 12 ის მექანიზმის კოლოფი დღეისათვის ფართოდ გავრცელებული მსუბუქი შენადნობისგანაა დამზადებული, კერძოდ კი ალუმინის შემცველობის, რომელიც თავის კლასში იძლიერესია მარკაა 7012 T6. სალულე ფოლადი ასევე თანამედროვე, ქრომ მოლიბდენის შემცველობისაა და მისი მარკაა 42CrMo4-4140. ექსპლოატაციაში კი მისი მაჩვენებელია 1370 ბარი , რაც ორჯერ მაღალია მაგ. რიგითი რუსულუ თოფის მაჩვენებელზე.
საკონდახე მასალას რაც შეეხება თურქეთში მისი დეფიციტი ნამდვილად არაა, თუმცა ფირმა ბიუჯეტურ მოდელებზე მაღალი კლასის კაკლის დაყენებისგან თავს იკავებს. ეს ლოგიკურიცაა. აი ძვირფას მოდელებზე შესანიშნავი ხარისხის, პრემიუმ კლასის ფესვის მერქანით კეთდება ხის ყველა ნაწილი. რათქმაუნდა არც ატაა გამონაკლისი და თავის კონდახებში ისიც მიმართვს ე.წ. xtra wood ის ტექნიკას, დაიტანოს ნახატი ღარიბი ტექსტურის მქონე მასალაზე.
ატას ტესტირების დროს გსროლი იქნა 10 000 ვაზნა რომლის დროსაც თოფს არავითარი ცვლილება არ განუცდია, არავითარი დეტალი არ გამოსულა მწყობრიდან. თოფი უპრეტენზიოა ვაზნების ჭურვის წონის მიმართ, 28 დან 52 გრამამდე. თუმცა 24 გრამიანი ვაზნებიც უპრობლემოდ გადატენა, ჩვენი ტესტირების დროს მე მივედი იმ დასკვნამდე რომ : მცირე მუხტიანი ვაზნების გადატენვას ხელს უშლის ქარხნულ ვაზნებში მაღალი ქუდი, დაბალ ქუდიანები კი უპრობლებოდ გადაღეჭა თოფმა.
სვაზნე გაბურღულია 76 მმ ვაზნაზე, სადაც შესაძლებელი ჩეულებრივი 70მმ-ი და მაღალი სიმძლავრის ვაზნებსი გამოყენება წარმატებით.
http://www.radikal.ru
ზოგიერთ მოდიფიკაციებს აქვს სავაზნე 89 მმ.
ლულის სიგრძე შეიძლება იყოს 61 , 71 და 76. . სამიზნე თამასა გაგრილების ფუნქციით, სლაგ თოფებზე თამასა არაა. სამიზნე კორა ფლუორესცენტული, ფერადი ბოჭკოვანი მასალის, რომელიც ორი ძირითადი ფერისაა წითელი და მწვანე, იშვიათად თეთრი.
http://www.radikal.ru http://www.radikal.ru
თოფი აღჭურვლია საცვლელი ჩოკებით , კომპლექტში შედის 5 მობილური ჩოკი რომელიც ნებისმიერ სანდირო ობიექტზე ნადირობისთვის ნებისმიერი შევიწროების დაფიქსირების საშუალებას იძლევა. სურვილის მიხედვით კი შესაძლებელია ლულის დამაგრძელებლის ჩახრახნვა რომლიც 10 სმ. და მისი შეძენა სირთულეს არ წარმოადგენს
http://www.radikal.ru
საწრაფი დამიზნების დროს ასეთი კორა უდაოდ ძალიან მოსახერხებელია. ლულის შიდა დიამეტრი 18,4 მმ ია.
სავაზნე მჭიდი ტრადიციულია და მოთავსებულია ტიბჟირში, მისი ტევადობა 5 ვაზნაა 70მმ და 4 ვაზნა 76 მმ-ი.
ატა ნეო 3000გრამია, მოდელების მიხედვით ატას თოფები 2800 დან 3200 გრამამდეა, ეს უკანსკნელი მაჩვენებელი მაქსიმულია.
თოფი გამოდის 4 სხვადასხვა ტიპის კამუფლირებით ! ასევე რამოდენიმე ტიპის პლასტიკიური კონდახით და ცევიოთი.
თოფის დაშლა მექანიზმის გასუფთავების მიზნით ძალიან მარტივია, ყოველგვარი სპეც-ინსტრუმენტების გარეშე ხდება.
http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru
როგორც უმეტეს ნახევარავტომატურ თოფებს ატასაც ტრადიციუი მცველი აქვს, სასხლეტის უკან "ფარზე"
http://www.radikal.ru
ბალისტიკურ მონაცემებს რაც შეეხება არ დავკმაყოფილდით მშობლიურ საიტზე არსებული ინფორმაციით და შევეცადეთ ზოგადი წარმოდგენა შეგვექმნა თოფის მექანიზმის მუშაობასა და ბრძოლის ხარისხზე.
http://www.radikal.ru http://www.radikal.ru
ტესტური გასროლები ჩავატარეთ საყოველთაოდ მიღებული ტესტის მიხედვით, 100 X 100 სმ მაშტაბის ფორმატზე 35 მეტრ დისტანციაზე. სადაც მისროლის შემდეგ დაიხაზა 75 სმ -ი დიამეტრის წრე, მონაცემები შესაბამისი წესებით დადგინდა. კერძოდ:
1) ATA NEO 71 სმ ლულით, ჩოკური შევიწროება 0,5 მმ. სროლის მანძილი 35 მეტრი (მანძილმზომით) სფანთი #7 , ვაზნაში 34 გრამი ანუ 476 მარცვალი. ფორმატს მოხვდა 273 მარცვალი , 75 სანტიმეტრიან წრეში კი მოთავსდა 258 ცალი ჯამში 54 %
2)ჩოკური შევიწროება 0,75 მმ სროლი მანძილი 35 მეტრი, საფანტი #7 ,34 გრამი ანუ 476 მარცვალი,75სასნტიმეტრიან წრეში მოავსდა 303 ჟამში 63 %
3)ჩოკური შევიწროება 1 მმ სროლის მანძილი 35 მეტრი, საფანტი # 7 , 34 გ ანუ 476 მარცვალი, 75 სანტიმეტრიან წრეში მოთავსდა 298 მარცვალი ჯამში 62 % (პრადოქსია) მაგრამ ამ შემთხვევაში აშკარა იყო საფანტის ცენტრისკენ მიჯგუფება.
4)ATA NEO 12 ჩოკური ევიწროება 1მმ ლულის სიგრძე 81 სმ ფორმატი A3 (61X 86) საფანტი #7,24გ სულ ფორმატს მოხვდა 239 მარცავალი 50%
5)ატა ნეო12 ჩოკური შევიწროება 1 მმ ლულის სიგრძე 71სმ, ფორმატი A3 საფანტი #7,24გ 245 მარცვალი 51%
6)ატანეო 12 ჩოკური ჩევიწროება 1 მმ ლულის სიგრძე 81 სმ დისტანცია 50 მეტრი ! ფორმატი A3 საფანტი # 2 34გ ანუ სულ 108 მარცვალი,ფორმატს მოხვდა 55 მარცავლი ანუ 51%
7)ატა ნეო12 ჩოკური შევიწროება 1მმ-ი ლულის სიგრძე 81სმ 70მ #2 34გ სულ 108 მარცვალი, ფორმატს მოხვდა 19 მარცავლი 17%
8)ატა ნეო 12 ჩოკური შევიწროება 0,25მმ ლუის სიგრძე 71 სმ, მანძილი 20მეტრი ფორმატი A3 , საფანტი #9 31გ, ვაზნაში 672 ცალი, ფორმატს მოხვდა 472 ცალი ჯამში 70 %
შედარებისთვის მპ 153 , ჩოკური სევიწროება 0,25 მმ ლულა 71 სმ, მანძილი 20 მეტრი ფორმატი A3 საფანრტი იგივე ფორმატს მოხვდა 459 მარცვალი ჯამში 68% ამ ბოლო ორი მისროლის შედეგი ადვილად ჩანს სურათზე.
http://www.radikal.ru
მპ 153 ქვევით
http://www.radikal.ru
როგორც ზემოთ ავღნიშნე საფანტის სიბურჯღლესთან ერთად უნდა დადგენილიყო მისი ჭრა, ანუ მოხვედრის ძალის მაჩვენებელი. სროლა მიმდინარეობდა იმავე 35 მეტრზე იმავე # 7 საფანტით. მშრალ (რამდენიმე წლის) ფიჭვის ფიცრებზე. შედეგად შუაში მოხვედრლი საფანტები (ყველაზე დიდი ენერგიით და სიჩქარით) ისეთ სიღმეზე შევიდა ფიცარში რომ საერთოდ არ ჩანდა, სავარაუდოდ 3ჯერ ღმად საკუთარ სიმაღლეზე, გვერდითი და უკანა მარცვლები კი მეტნაკლებად სკუთარი სიმაღლის სიღრმეზე, ზოგიც საერთოდ არ შევიდა ფიცარში მაგრამ ეს უკვა საერთოდ გვერდითი და უენერგიო საფანტები იყო. ასეთი რათქმუნდა სულ რამოდენიმეცალი.
http://www.radikal.ru http://www.radikal.ru
დავინტერესდით ასევე ტყვიის სროლა რა შედეგებს მოგვცემდა, ამისთვის A3 ფორმატზე მოვათავსეთ სამიზნე დიამეტრით 17სმ-ი.
სროლის მანძილი 45 მეტრი. ჩოკური შევიწროება წმინდა ცილინდრი. ტყვიები გამოვიყენეთ ხელთ არსებული. კერძოდ "მონოლითი" და "გუალანდი"
http://www.radikal.ru http://www.radikal.ru
ამინდი იყო ტყვიის სროლისთვის ცუდი, ქროდა საკმაოდ ძლიერი ქარი. ვისროდით ჩოქელა მაგრამ თოფის ლულა არ იყო ფიქსირებული რაც შედეგზეც აისახა :
"გუალანდი" მოთავსდა 22 სმ-ი დიამეტრის წრეში
"მონოლითი" მოთავსდა მართკუდხედში 22 X 8,5 სმ, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე რომ ქარი უარყოფიტად მოქმედებდა ლულაზე.
http://www.radikal.ru http://www.radikal.ru
პარალელურად შევამოწმეთ ტყვიის შეღწევადობა,ამისთვის გამოვიყენეთ მშრალი ფიჭვის ფიცრები. "გუალანდმა" შეაღწია 12 სმ-ზე
"მონოლითმა" 16,5 სმ-ზე და გამჭოლად გაიარა ფიცრებში.
საერთო ჯამში 'ნეო12'-მა სასიამოვნო გრძნობა დაგვიტოვა, ტყვიების მიმართ უპრეტენზიო ჩანს(გარდა მსუბუქი ჭურვის მქონე ვაზნებისა რომელსაც შერჩევა უნდა და უპრობლებოდ იმუშავებს) 'ნეო 12'-ის უარყოფით თვისებებზე დრო მოგვითხრობს, ნამდვილ შემოწმებას ხანგრძლივი ნადირობების შედეგად მივიღებთ.
დრეისათვის ATA ARMS- ის წლიური წარმოებაა 25 000 ერთეული თოფი.
თემა მომზადებულია Davitus, geojorjika და Bonehill-ის მიერ.
ამომწურავი რეპორტია... საღოლ ნიკა
დანარჩენს დრო და ნადირობის დროს მიღებული შედეგები გვიჩვენებს... რაღაც გურგენას ვერ ვხედავ... იმედია ნახა ეს რეპორტი
Bonehill
კითხვებიც აღარ მრჩება
ბესო სადაა, ბესო?
Bonehill
Davitus
ყოჩაღ ბიჭებო, ამომაწურავი ანგარიშია, დეტალური, კითხვები არაა, თუმცა მაინც მინდა დავსვა კითხვა
ქუდი რატომ არ გახურავთ ?
კარგია !! მომეწონა, ეხლა მინდა თავისუფალი ერთი დღე და MP-153 ის ორივე კალიბრზე დავდებდი ტესტირების შედეგებს!
კარგია ბონე , მადლობა დიდი
მალადეც ბიჭებო!!!! წავიკითხე და მომეწონა.
ერთი კითხვა მაქვს:პირველ სურათზე შტოგერია ხო?ატას არ გავს
გოგა
არა ატაა რა უდა აქ სტოგერს
Davitus
Geojorjika
Bonehill
მშვენიერი რეპორტია, ნიკა, ვიდეოებიც უნდა მომეწოდებინა ვიცი და ისიც ვიცი რომ დამნაშავე ვარ
მშვენიერი სტატიაა ბონეჰილ, კაცმა სულ ნაირ ნაირი თოფებით უნდა გატაროს ასეთი რეპორტების და მიმოხილვის გასაკეთებლად. ასეთი თოფი ჩვენმა ფორუმელმა იყიდა არა ახლახანს, სერიოზულად დავფიქრდი მეც ვნახავ პრაქტიკაში როგორ გაამართლებს და ალბათ ჩემი პირველი ნახევრად ავტომატური თოფი ეგ იქნება.
მაგარია........!!!!!!!!!
Maverick
მართალი ხარ სეხნი, ყველაფერი არ გაგვახსენდა
ძაან მაგარია, მაგრამ ფასია საინტერესო რა ღირს?
Bonehill
ისე ესეც არ უნდა იყოს ცუდი მაგნუმში 740 ლარი ღირს
ARMSAN A612 S
შოთა.03
965 ლარი
ვააა კაი ფასია სხვათაშორის არაა ძვირი
მგონი არ უნდა იყოს ცუდი, მაგრამ 350$ ???????? იავიცი იავიცი
და ესეიგი კარგი თოფია ხო?
გრიზლი
კი ზაზა, მაგრამ ეს 740 ლარიანი დაბალი ფასის ამბავში "პერებორია"
ტურკული იარაგი ვარგა საერტოდ? ისე რუსები კი აკებენ მარა ვინმეს პრაკტიკასი ტუ გამოგიცდიატ? ვის რამდენი ცელი კონია და კმაკოფილი ტუ ხარტ. სეხედულება კაია მაგრამ მტავარი საკმესი როგორია. ცინასცარ მადლობა კველას ტუ გამარკვევტ.
ატა ნეო12 ჯობია ტუ სტოეგერი?
მართლა კარგი რეპორტი მოარტყით ბიჭებო! საგოლ,მაგრამ შედარებითი რეპორტი რომ ყოფილიყო იდეაში უფრო საინტერესო და შემეცნებითი იქნებოდა
იკო1981
დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული იკო, უბრალოდ ეგრევე ვერ მოვაბით თავი, თორემ მურკაც გვქონდა იქ
ბესო
ეგ ქარის ბრალია და კიდევ ოპური რომ არ გვქონდა იმის
ბესო
ეგ დამიზნების შეცდომაა
ოო მაიცა რა, მასეთი მერკელზე და ავგუსტ ლებოზე მაქვს ნანახი.
ატაზე კიდევ დამიზნების ბრალი მგონია მე.
ბესო
"რც" 34 გრამი
ინერციული მექანიზმის ნახევარავტომატების დავაადებაა ოდნავ მარჯვნივ და ზემოთ გადატანილი საფანტის კონა რაც მანძილის ზრდასთან ერთად იზრდება! ეს ლულის მოძრაობით გამოწვეული ეფექტია! ასე რომ აქ უჩვეულო და გასაკვირი არაფერია არც კი ჩავთვალე საჭიროდ რომ მაგი აღმენიშნა მაგრამ რახან საუბარი წავიდა ეგაა მიზეზი ეს დარწმუნებით ვიცი!
hunter777
კი, მართალი ხარ, მაგრამ ეს ხელიდან სროლის დროს, ფიქსირებული თუ გაქვს არ მიაქვს არსად
ლულას ხომ ვერ დააფიქსირებ არა? ლულა ხომ მოძრაობს ინერციულ ნახევარ ავტომატებზე??? მაგის ბრალია ბრატ!
ატა ზე ლულა არ მოძრაობს ხალხო !
Bonehill
+1000
მაგიტომ დავწერე ეს პოსტი: http://forum.ochopintre.ge/index.php?s=&showtopic=1522&view=findpost&p=57525
და იკოს, მაგის ბრალი არ არისო დაუწერია, არადა ამ შემთხვევაში 100% ით მართალი ვარ, და ჟე 101% ით ხელიდან სროლის ბრალია, ეგ ფიქსირებული რომ არ იყო თოფი მაგიტომ მოგვცა ეგ პირველი საათისკენ გადახრა, ასე რომ
hunter777
მაგის ბრალი არ არის ბრატ!
მე ატაზე არ მქონია საუბარი!
ჩემს პოსტში კარგად წერია!
ინერციულ ნახევარ ავტომატებზე თქო!
ვაა! და თუ რამდენიმე მსროლელის ხელში ერთიდაიგივე გაიმეორა იარაღმა ესეიგი ლულის გაჩარხვის ბრალია!
არადაცენტრებული საფანტის სიბირჯღლე და არაზუსტი მოხვედრის მაჩვენებელი ყოველთვის იარაღის ნაკლი იყო დღემდე თუ არაფერი შეიცვალა ეგრეა!
სალამი კაი ხალხს,
თუ იცით რაიმე სხვაობა არის ATA NEO-ს ATA CY-ს შორის ?
არავითარი სხვაობა არაა, გემოვნებაზეა დამოკიდებული რომელს აიღებ.
პ.ს. გაზის გამომყოფ სისტემას ყოველი 200 ვაზნის შემდეგ კარგი გაწმენდა უნდა ხოლმე, აუცილებელიცაა.
jagermeister
თუ საკეტის მოძრაობით გამოწვეული ხმა ნერვებს გიშლის, მაშინ გაზაატვოდი ჯობია, ეგ ისე სწრაფად აკეთებს საკეტის გადაადგილებას რომ, ხმა საერთოდ არ ისმის... მე მრ-153 ზე მიჩვეულს ეგ ცოტა ნერვებს მიშლის, ნეო მაქვს მე, ინერციული
საფანტის სიბურჯგლე 90% ლულაზეა დამოკიდებული. 10% კი გილზების ხარისხზე. ასე რომ ტუ ვერ მიაკ კარგატ ტოფს ესეეგი უხარისხოაა ლულაა.
მოკლედ მოვაცუნცულე სახლში ATA NEO და კიდევ უფრო მომწონს ვიდრე მაღაზიაში : ] შეიძლება იქაური "friendly" პერსონალის ბრალია. თან ნომერი შეცდომით ჩამიწერეს ქვითარში და ხელმეორედ მისვლა მომიწია სანებართვოდან, რის გამოც ერთი კოლოფი ვაზნებით დაიშტრაფა "სტუმართმოყვარე" ხალხი : ] მოკლედ მაგარი კმაყოფილი ვარ შენაძენით და უნდა ავღნიშნო რომ ამ თოფის ყიდვის გადაწყვეტილების მიღებაში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო bonehill-ის რეპორტი, რისთვისაც დიდი მადლობა
ეგრე მოკლედ : ] დანარჩენს დრო გვაჩვენებს.
მომოლოცავს,
jagermeister
არაფრის რა მადლობა , მიხარია ძალიან თუ ასეა.
დანარჩენს დრო გვიჩვენებს, ასე რომ უახლოეს მომავალში ახალი თოფით მინდორ ველებში , ჭაობებში და ტყეებში ჰერი ჰერი.
სალამ
ერთი კითხვა მაქვს, ატას რაც საცვლელი ჩოკები მოყვა არ აწერია არაფერი, მხოლოდ აქვს ღარები..
რომელი რა შევიწროვებას ნიშნავს ხომ ვერ გამანათლებდით : ] ?
jagermeister
წესით ესე უნდა იყოს
I-ჩოკი, II-0.75, III-ნახევარ ჩოკი, IIII- 0.25 და მეხუთეზე ან ხუთი ხაზი იქნება ესე IIIII- ოემლიც ცილინდრს ნიშნავს და ან საერთოდ არ იქნება ხაზები ზუსტად აღარ მახსოვს ეხლა
geojorjika
jagermeister
კი ეგრეა ნიშნულები
ყოჩაღ ძმაო, მშვენიერი ტესტი და მშვენიერი რეპორტია. გაიხარე. აი ზუსტად ეგ მაინტერესებდა და ახლა კიდევ უფრო დამშვიდებული გულით ვიყიდი არმსანს.
მალადეც ლომებო, მაგარი საქმე გააკეთეთ, ღმერთმა გაგახაროთ და კიდე ბევრი იარაღის გამოცდის და შეძენის საშუალება მოგცეთ.
Schwarz
hunter87
გაიხარეთ ძმებო.
თუ რამე შეგვიძლია თქვენთვის და თქვენ გვერდში ვართ ყოველთვის
ძალიან მაგარი ტესტი და რეპორტია ძმაო. გაიხარე. მალე მეც ვიყიდი და დავდებ კარგ რეპორტს დატესტვის მერე.
Bonehill
გაიხარე ზმაო ვყოყმანობდი მრ153 და ატა-ს შორის და ეხლა უკვე დარწმუნებით ვიცი რო ატა.
ჯიგარრრ
PREDATOR
რამე მაინც გვითხარი დამატებით,ვიზუალურად კი ვიცნობთ ატა-ს
ახალი თოფი ვიყიდე ATA NEO 12. მე კმაყოფილი ვარ.
მოკლედ, გუშინ წავედით მე, ბონე, შუკა და ზახარა მაგნუმში. შევიძინე ATA NEO 12 დღეს უნდა გამოვიტანო და ერთი სული მაქვს როდის გავტესტავ
მშვიდობაში ! კარგ ნადირობებში და ნადავლის მოპოვებაში.
გამარჯობათ, მოგესალმებათ დილეტანტი მონადირე, მინდა შევიძინო ATA NEO, ჩემი პრობლემა არის ის რომ ვცხოვრობ რეგიონში აქ კი ამ იარაღს ვერ შევიძენ, სამსახურის გამო დიდი ხნით ვერ გავდივარ რეგიონიდან და როგორც გავიგე იარაღის შეძენას და რეგისტაციას რამოდენიმე დღე უნდა, მთავარი სულ დამავიწყდა სად შევიძენ ამ იარაღს ყველაზე ნორმალურ ფასად და რამდენად?
წინასწარ გიხდით მადლობას...
დიდი მადლობა ძმაო, თუ იცი ეგ ბოლო ფასებია ? 1110 იანი მომცონს ძალიან..
sotialist
100-150-ი ლარით ნაკლებიანი ეგზემლპარებიც აქვთ.
გაფორმებას არ უნდა რამოდენიმე დღე, 10 წუთი საბუთების ჩაბარებას მომსახურების სააგენტოში, შემდეგ 10 სამუშაო დღეში მიაკითხავ მოწმობას და წაიღებ სახლში თოფს.
Bonehill დიდი მადლობა რჩევისათვის, ეგ 10 სამუშაო დღეა რომ მიხურებს ) მაგნუმში ფასს თუ აკლებენ ??
d.d
ატა ნეო12 ჯობია ტუ სტოეგერი?
გამომდინარე რუსული ფორუმებიდან (3 თვეა საკითხს ვეცნობი) NEO 12 უფრო გვიანდელი მოდელია სტოეგერთან შედარებით, შესაბამისად წვრილ-წვრილი მაგრამ სასიამოვნო და სასარგებლო განსხვავებებით. ანუ ტექნიკურად დახვეწილი...
და წლის ბოლოს იგეგმება განახლებული მოდელის გამოშვება
+ გაჩნდება პლასტიკი კონდახი
- 4+1 ტყვია (1 ტყვიით ნაკლები მჭიდი)
გაუმარჯოს აქ მყოფებს, შევიძინე ატა ნეო მაგნუმში როგორც კი ჩამოვედი რეგიონში ეგრევე წავედი თოფის გამოსაცდელად, 4 მწყერიდან 3 მოვკალი, პირველი 15 მეტში იყო მეორე და მესამე 25-35 მეტრში არცერი არ გააფუჭა, ჯერჯერობით ნორმალური ჩანს და სხვას მომავალი გვიჩვენებს..
GIO-85
რაც შეეცება ახლოს შლისო, ახლოსაც მოვკალი და შორსაც ძალიან კარგად ჩამოხსნა, 35 მეტრში ვესროლე მიზანს და ე.წ. პიჟიც კი სამიზნეს მოხვდა. ზუსტად მაგ თურქული 10 ნომრით, 3 ნომერც დავტესტე და 4 -იც თითქმის სტანდარტებში ჩაეტია ჯერჯერობიტ კყმაყოფილი ვარ და სხვას კიდევ დრო გვიჩვენებს
მე მქონდა ATA NEO გავყიდე და ვიყიდე Iჟ 27, მე Iჟ ით უფრო კმაყოფილი ვარ, კაცია და გუნება
ძმაკაცმა გაყიდა 3 თვის ნაყიდი იჟ 27 და ატას 12 კალიბრიანი ვერტიკალური
იყიდა
veshapo
sotialist
ჭეშმარიტება იბადება ჯანმრთელ კამათში
Bonehill
მე ამით არაფერს ვამტკიცებ რო ATA გავყიდე და იჯ ვიყიდე, ეს უბრალოდ ჩემი პირადი აზრი და საქციელი დავწერე, საერთოდ გემოვნებაზე კამათი არ მიყვარს, შეიძლება იჯ იყოს ვინმესთვის ყველაზე საშინელი თOფი მაგრამ მე ამ ეტაპზე მასზე შევაჩერე არჩევანი, ვინაც უნდა იმან დამიბრაკოს
CIPO - მ - იჟ 27 - სტოგერ M200- ზიმსონი-და ტოზიც გაყიდა და ATA SP იყიდა ........ ეს რაშუაში იყო არვიცი, ............... მაგრამ იყოს
ATA ორ ლულიანზე რას იტყვიტ? ააქვს ვინმეს?
გრიზლი
გურგენას აქვს. სერიოზული თოფია. მე მგონი 1500 გელა ღირს
და ზუსტი დასახელება როგორაა ხომ არ იცი?
ჭალიმგელა
გიო, მე "ჰატსან ოპტიმა" ვიყიდე პატივცემულო ისე ატას ორლულიანზე არ ვიტყოდი უარს, მაგრამ ძვირი ღირს ეგ ოხერი თუმცა ჩემი თოფისაც საკმაოდ კმაყოფილი ვარ.
გრიზლი
ATA SP -ა ზუსტი დასახელება, მერე გაგრძელება რაც არის გარეგნული გაფორმების სხვადასხვაობებია www.magnum.ge - ზეც დევს
გურგენა
ატა ჯობია ჰატსანს?
ისე არ ჩანს ცუდი ნამდვილად http://www.ataarms.com/sp_silver.htm
ხო მეც ეგრე მგონია რო კარგი იქნება
გამარჯობათ! Bonehill-მა ძალიან კარგად აღწერა ATA NEO, დიდი მადლობა მას! მოკრძალებით ერთ შენიშვნას შემოვიტან, პირველ გვერდძე პირველ სურათზე გამოსახულია ATA CY, ATA NEO-ს ნაცვლად
2-3 თვეში საქართველოში შემოვა ATA NEO სინთეტიკურ და კამუფლირებულ კონდახძე!
გამოვიდა და მალე შემოვა საქართველოში ATA NEO-ს ახალი მოდიფიკაციები, როგორც ხის, ასევე სინტეტიკურ კონდახზე და ტიბჟირზე.
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
რა ძაან მომხიბვლელად გამოყურებიან. ეთი სინთეთიკური კონდახით ვინჩესტერ SX3 ს მაგონებს. და კიდევ ერთი კაკალში FABARM XLR 5
ATA ARMS-ის ფაბრიკას ვსტუმრობთ:
http://pix.ge/
აქ ცუდი ამბავი გვამცნეს, გარდაცვლილა ფაბრიკის მეპატრონე, ''STOEGER"-ის, ''ATA NEO''-ს და სხვა სანადირო თოფების კონსტრუქტორი ჯელალ იოლლუ. მისი სურათები ყველა ოთახში საპატიო ადგილას ეკიდა. ჯელალ იოლლუს საქმე მისმა ორმა ვაჟმა გააგრძელა:
http://pix.ge/
ATA NEO-ს დეტალები კომპიუტერულ პროგრამულ დაზგებზე მზადდება:
http://pix.ge/
ATA NEO-ს და ATA CY-ს გამზადებული ლულები:
http://pix.ge/
ვტესტავ შემთხვევითი შერჩევით საქართველოსთვის გამზადებულ პარტიიდან რამდენიმე ინერციულ ATA NEO-ს. ეს თოფი კიდევ უფრო დაიხვეწა და უკვე სინტეთიკურ კონდახზეც გამოდის. თოფები უპრობლემოდ მუშაობენ როგორც 24გრ. ვაზნებზე, აგრევე 50გრ. მაგნუმებზეც.
http://pix.ge/
romeo 1
ძალიან საიონტერესოა, მეტი ინფო და სურათები არ გაქვთ?
ჩემ ძმაკაცს აქვს ეს მოდელი სპორტული სროლის მოყვარულია,
დღეში საშუალოდ ისვრის 30-მდე ვაზნას თან ძირითადათ სულ
მაგნუმებს, ალბათ თუ არ მეშლება დაახლოებით 5000 ექნება
გასროლილი, არც კონდახია გაბზარული არც ცევეო მექანიზმიც
მუშაობს ხარვეზების გარეშე, თავიდან მიჭედავდაო ჩქარი სროლისასო
ეხლა იდეალურად ისვრისო, ლულასაც კვირაში ერთხელ თუ გაწმენდს,
ეხლა რაც შეეხება ამ პიროვნებას დარწმუნებული ვარ "მაგნუმში" იცნობენ,
თოფიც მანდ შეიძინდა და ამუნიციასაც მანდ ყიდულობს და თუ "მაგნუმის"
წარმომადგენელი ნახავს ამ პოსტს ამ პიროვნებას(კლიენტს) განსაკუთრებული
პირობები შესთავაზონ, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი პრაქტიკული იმფო დაუროვდა
ამ იარაღზე.....
http://pix.ge/
არის, ავისრულე ოცნება და ვიყიდე ინერციული თოფი, ვიყიდე ATA NEO 12 71 სმ. ლულით.
http://pix.ge/
ძალიან მინდოდა კამუფლირებულ ვარიანტში რომ ყოფილიყო, მაგრამ 71 სმ. ლულით არ იყო ეგ ვარიანტი.
http://pix.ge/
ინერციულ სისტემაში მხიბლავდა მოვლის სიმარტივე. რამდენიმე წელი ვაპირებდი ბენელი კომფორტის ყიდვას, მაგრამ 4ჯერ მეტ თანხას თავი ვერა და ვერ მოუყარე. რა თქმა უნდა ბენელი სულ სხვაა, მაგრამ რას იზავ...
http://pix.ge/
ვიყიდე კიდევ 10 სანტიმეტრიანი ლულის დამაგრძელებელი და 1.2 მმ შევიწროვებით 3 სმ ჩოკი. სროლების დროს 10 სმ დამაგრძელებელმა დიდი ვერაფერი ვერ ქნა, აი 1.2 ჩოკმა კი მაგრად გაამართლა. მომავალში უყიდი ბენელის დამაგრძელებელს, ის პირდაპირ მიდის ატაზე.
http://pix.ge/
სინტეტიკის წონა ხის ვარიანტზე მეტია, 3250 გრამია, ხის ვარიანტი დაახლოვებით 3-3.1 კილოს იწონის, მაგრამ მეორე თოფი ფაბარმი XLR 5 მაქვს და ამიტომ ავირჩიე სინტეტიკური ვარიანტი.
romeo 1
ძაან მაგარია გილოცავ, რა დაჯდა?
romeo 1
გილოცავ
გიზოვიჩ, TAMPLIER, მადლობა! 950 ლარიანი მოდელია, გასაგებ მიზეზის გამო მე მაგდენი არ დამჯდომია.
გილოცავ.. მაგარია
romeo 1
მშვენიერი აგრეგატია მშვიდობაში
ეგ 1.2იანი ჩOკი ცალკე იყიდება? და რა ღირს? ან დამაგრძლებელი რა ღირს?
3 სმ. სიგრძის 1.2 მმ. ჩოკი ღირს 35 ლარი, 10 სმ. დამაგრძელებელი კი 50 ლარი. გუშინ მოვახერხე დროის გამოძებნა საღამოთი და ახალი ატათი თეფშებს დავერიე! მშვენიერია! ყვრლაზე მაგარი კი ის იყო, რომ სტრაფად და ადვილად გავწმინდე სახლში რომ მივიტანე!
რამდენი გრამიდან ისვრის ტყვიებს? 24ებს ვერ ისვრისო მართალია? ნავიდუ მაგრად მომწობს
28 გრამიანები უპრობლემოდ ვისროლე, 24 გრ. ჯერ არ მისვრია, ამ დღეებში აუცილებლად ვისვრი და ვნახოდ. ქარხანაში ისროდა თუ მხარზე მიიდებდი, თუ გამოკიდებდი თოფს-ვერ აგდებდა გასროლილ გილზს. ისე რეკომენდაციაა 100-150 34 გრ. ვაზნის სროლის შემდეგ ისროლო დაბალმუხტიანი ვაზნები...
ისვრის მე ვისროლე ნაიკი ფიოჩის ვაზნები 24 გრამიანი.
გასაგებია! ჩემთვის ხელმისაწვდომი RC ჩემპიონია და YAF სკიტია 24 გრამიანები და მაგით გავშინჯავ უახლოვეს დღეებში...
ისე ძველი მოდელი უფრო კომფორტული მომეჩვენა დგეს ვიყავი გუდვილში და თან უფრო მსუბუქიც არის მგონი. ყველას აზრი მაინტერესებს ამის თაობაზე და გამოვეხმაუროთ
ძმებო ATA NEO 12 SYNTETIC 710mm. შევიძინე. მომილოცეთ!!! გუდვილში ვიყიდე
გილოცავ!
დიდი მადლობა
woodman
გილოცავ!
woodman
გილოცავ გილოცაავ! თუ მიაქცია ყურადღება გუდვილში ხინ კონდახით ატა გაზაატვოდები აქვთ?
არა მგონი არააქვთ გაზაატვოდი თუ გინდა არმსანის გაზაატვოდს უფრო გირჩევ უფრო უკეთესია და წონაც ნაკლები აქვს ფასიც მგონი 790 ლარი გირს პლასტიკი და კაკლის 1100 ლარი. თუ ინერციული გინდა მაშინ ატას გირჩევ
გილოცავ სურათები გამოუშვი სურთებიიიი
woodman
გილოცავ
woodman
გილოცავ ძმა პირველ რიგში
მეც ეგ ვიყიდე 1 თვის წინ დაახლოებით(დიდი მადლობა ჭალიმგელას).33 გრამიან და 34 გრამიან ვაზნებს ვისვრი და მუშაობს იდელაურიად.#7 ნომერმა კაი მანძილში აიყვანა თან მივაყოლე რომ დამეშალა გუნდი.მე კმაყოპილი ვარ და იმედია შენც ეგრე იქნები
რათქმა უნდა მეც ძაან მომწონს ვიცი მაგის მუშაობა და მაგიტომ ვიყიდე
woodman
გილოცავ, დააგდე რა სურათიც
სურათების დადება მინდა მარაა არც pix.ge და radikal.ru არ ტვირთავს და რა ვქნა?
kajuberi
http://imageshack.us/
T A M P L I E R
ეგეც ვნახე ძმას ვენაცვალე მარა არ შვება და რავიცი რა უნდა
სურათს 8 დგეში დავდებ
http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=&product_id=1937219
მოგესალმებით ყველას! მაინტერესებს თქვენი აზრი ამ თოფთან დაკავშირებით, მითითებული ფასის გადახდა ღირს ამთოფში თუ არა? გამყიდველი იძახის რომ აქ ერთი წელია და 1500 ვაზნამდე აქ გასროლილი!
-
-
-
ეს ატა ნეო არარის ეს -ატა ცი- არის გაზდამტენი. ატა ნეო ინერციულია. ფასი ძვირია.
აი რაღირს სულახალი მაღაზიაში
-
-
-
მაგ საიტზე ეტყობა გოიმებს ეძებენ, არ ღირს მანდ არაფრის ყიდვა აბა იჟ 54 2000$ სისულელე არაა?
ATA CY არის ეგ თოფი გაზდამტენი. კამუფლირებულ ვარიანტში 850-900 ლარი ღირს მაღაზიაში ახალი.
დიდი მადლობა ყველას გაიხარეთ, იმიტომ უნდა იკითხო ჯერ სანამ რამეს შეიძენ!
alika77
რათქმაუნდა სისულელეა
PREDATOR
ძველი ფასია ეგ, პროდუქციაზე ფასებმა მოიმატა სადღაც 10-12% ით, თუმცა კატასტროფულ მატებას ვერც დავარქმევ, ნორმალურია
ATA NEO Synthetic Gray, 12 Ga, 71 cm. or 76 cm., 4+1 cartridges, case12:24 AM - 9 October 2011
ფასი : 1110 ლარი
ატა დავითრიე 26 გამოვიტან და ვნახოთ რა იქნებაა
leodone
გილოცავ ძმა წარმატებები ნადირობაში.
გაიხარეე
რაც შეეხება გილზებს სახლში დატენილი ვერ გაუქაჩავს? აუცილებელი ხო არაა ფაბრიჩნი ჩადო მაინცდამაინც
35 გ მაქვს დატენილი არ ცავა? საერთოდ ნახ.ავტ რა დოზით გაქვთ დატესტილი , როგორც ვხვდები რაგაც ენერგია დაიხარჯება გილზის ამოგდებაზე ცოტა მეტი ხო არაა გასათვალისწინებელი..
სურატს ვერ ვდებ არ გამომდის
leodone გილოცავ ატას შეძენას! გაითვალისწინე რომ ვაზნას თუ სახლში გატენავ, ან ახალ პლასტმასის მასრაში გატენე, ან ნასროლ მასრას აუცილებლად გაუწურე ქუსლი. ინერციული თოფი ვაზნის ფორმისადმი უფრო მგრძნობიარეა ვიდრე გაზდამტენი. აგრეთვე თუ ,,აზაკრუტკებ,, ვაზნას, ზაკრუტკაც კარგად უნდა უხვევდეს თავს. 35 გრამიანი რა თქმა უნდა წავა...
რომეოს გაუმარჯოს! სახლში მაქვს ატა ნეო, მაგრამ სურათს ვერ ვტვირთავ. როგორ უნდა ხომ არ იცი?
გაიხარეთ . მაგარი გახარებული კი ვარ დავიგალე ნათხოვარი თოფით ნადირობით.. ალბათ ამ წელს ვეგარ მოვნათლავ
რომელი ატა ნეო გაქვს შავი პლასტიკის თუ კაკლის კონდახით? ლულა რამდენი სანტიმეტრია?
კაკლის კონდახით კაი რამეა სურათი არ მაქვს ჯერ დავდებ რო გამოვიტან
ისე რა მაინტერესებს მაგნუმის ვაზნებს როგორ იტანს ან რამდენ გრამზე უნდა დავტენო ტყვია წამალი
კარგად იტანს მარა რად გინდა მაგნუმის ვაზნები ჩვენს პირობებში არ დაგჭირდება და თოფსაც ტყუილად დაადგება ნაგრუზკა ნუ გადაგლი ამუშავე 24გ დან 40 გ მდე 40 გ სემი მაგნუმი ქვია. მაგნუმი კი 50 გრამიანი ვაზნებია. ანუ საფანტის მასა 50 გრამი უნდა იყოს. დენთის რაოდენობა არ ვიცი ალბათ სპეციალური დენთი ჭირდება მაგნუმის ვაზნას. ზუსტად არ ვიცი ვერ გეტყვი
გიუნა შენ ის დაწერე ჩოკები როგორ გამოვიყენო რა ნომერზე რომელი ცჩოკიი..
გიუნა შენ ის დაწერე ჩოკები როგორ გამოვიყენო რა ნომერზე რომელი ცჩოკიი..
ატა ნეო 12 თუ შეიძინე პასპორტიც მოყვებოდა უეჭველი და მანდ წერია ძააან დაწვრილებით რომელ ფრინველს რომელი ჩოკიდან უნდა ესროლო რა მანძილზე
აი გამოვიტანე ჩემი ატაც ძაან მაგარი რამეა კარგი დახვეცილია არ მეგონა ასეთი.. საგოლ თურქებს. ჩვენ რა გვეშველება? გვაწყენდა ერთი ასეთი ქარხანაა
woodman
პიემების ყუთი სავსე გაქვს და დააცარიელე
ოკ
მადლობ გიო მიზნობრივად რა თქმა უნდა ხვალე მტრედზე გავივლი და მოვნათლავ მეგულება ერთ ადგილას გარეული
გილოცავ აბა leodone ATA-ს შეძენას!
გაიხარე
გამარჯობათ თქვენი ,. ატა კარგია მაგრამ გიორგი დამერწმუნება რო დიდი ადაჩა აქ სოკოლი 2.0 სერიოზულად არტყამს,. მსუბუქი კია მაგრამ მაინტერესებს 2,3 თუ ივარგებს ხო არ დააზიანებს რას მირჩევთ
სავარაუდოდ არაფერი არ უნდა ქნას მაგნუმის სროლის დროს ხო შესაბამისად მეტი წამალია ვაზნაში??? თუ ვცდები?
იტალიური წამალი რამდენზეა შესაძლებელი მივცეე
სოკოლოთ რომ ვტენიდი ვაზნებს 1,9გრამს ვაძლევდი 34გრამ საფანტზე და კონტეინერზე, ქეჩაზე ან დრევესნო–ვოლოკნისტიზე 2, მაქსიმუმ 2,1გრამს ვაძლევდი და შესანიშნავი ვაზნები გამოდიოდა. რად გინდათ მაქსიმალური ზარიადის მიცემა? ან იტალიურ წამალს რამდენი უნდა მივცეო, იმ წამალს სახელი არა აქვს? თუ დრაგოს გულისხმობ 1.6გრამი 32–34გრამ საფანტზე.
სახელი არ ვიცი თორე დავწერდი , იტალიური ეწერა 1,75 12 კალიბრზე , 1,8 დავტენე და ძლიერია.1,9 ტენიან ძმაკაცები ,..
შენ კაცო რა ყოფილხარ?! რო გასინჯე, ისროლე და 30-ი ვაზნა დაამზადე ეხლა კითხულობ? ვინმემ რო დაგიწეროს 1,8-ის მაგივრად 1,6-ი უნდა მიგეცაო ან 33გრამი საფანტის მაგივრად 31-გრამიო დაშლი ვაზნებს? შენი თვალით ხო ნახე და ვიღას ეკითხები? თუ მეტი ინფორმაცია გინდა მიიღო სახლში ვაზნების დამზადებაზე არის შესაბამისი თემები მაგის და შეგიძლია გადაიკითხო და გაიღრმაო ცოდნა!
მართალი ხარ რაგაცნაირათ მაგრამ, ნიუანსები მაინტერესებს და ის გამოცდილება ხო იციც მაინც სად ერთიკაცი როიფიქრებს და გააკეთებს და სად 100 კაცი .. ატყოფ ???
ისე არ ვიცი პრაქტიკაში როგორია ატა არმსი მაგრამ ამ ვიდეოში ჩანს რო 24 და 28 გრამამდე ვაზნებზე ცუდათ მუშაობს! (რამეს თუ არ მამაძაღლობენ!) ფასთან შედარებით მაინც ვერ დაემდურები კაცი!
მაქსიმუსა
ვიდეო არ მინახია მაგრამ ვვარაუდობ რომ ინერციული იქნება და მაგიტომ უჭირს
ინერციებს ბევრს უჭირს არა მარტო თურქულებს
ვნახე ვიდეო და მემგონი ბენელისტების შეკვეთილი ნიმუშია ეტყობა გაუჭირდათ 5-ჯერ ძვირი ბენელის გაყიდვა მაგათ ან მასეთი ატა სად ნახეს 28 გრამსაც კი რომ ვერ ტენის? ან სხვა და სხვა ფიცარზე რომ შეამოწმეს რეზკოსტი, და თანაც თითო- თითო ვაზნა ისროლეს, სასაცილოა... ისე კი რა თქმა უნდა ბენელი უფრო ხარისხიანი იარაღია.
ხო რავი ცოტა დამაჯერებლობა აკლიათ! და ისე სად ბენელი და სად ატა!
გიო გუშინ 28 გრამიანები ვისროლე 5 გილზამდე და არცერთი არ გაუჭედია , წყალშიც ჩავდებ და არც მაშინ გაჩედავს , რაგაცას მაიმუნობენ ესენი მართლა
არაფერს არ მაიმუნობენ უბრალოდ ყველა მაგაზიიდან გამოტანილ ნახევრად ავტომატებს აბკატკა ჭირდება უეჭველი ახალი თოფიდან ისროლეს დარწმუნებული ვარ ერთი ნასროლიც არ ქონდა მაგ ატადან ეგ 28 ები რომ ისროლა მაგიტომაც გაჭედა. მე რომ ვიყიდე თავიდან უჭირდა 24 გრამზე და ეხლა საათივით მუშაობს
სტოგერი რომ მქონდა იმაზეც მასე მოუვიდა და მერე კარგად ისროდა დაბალ მუხტიანებს
26 დეკემბერს გამოვიტანე და გუშინ ვისროლე მეორედ 28 გრამიანი არ ჭედავს.... საერთოდ ვერ შევატყვე ვერაფერი
28 გრამიანები ატას ქარხანაში ვისროლე კოლოფიდან ამოღებულ თოფებით და არც ერთი არ გაუჭედია, აქაც მე სულ კოლოფიდან ვიღებ ახლებს და ვისვრი და 24 გრამიანებსაც ზოგს თუ გაჭედავს ხოლმე ახალი!
თურქებს ხომ აქვთ ლიცენზია კოპიებს რომ აკეთებენ და ბენელისტებს რატო უნდა ემაიმუნათ? ალბათ აბკატკის ამბავია მართლა
თან მხარზე არ იდებს, მტავარია მიბჯენით არ გაჭედოს თორე მასე ვინ ისვრის ნადირობის დროს
მართალი ხარ მაგის დაწერა დამავიწყდა მხარზე არ მიუდია და ისე ისროლა
არც მე მივიდებ მხარზე და 28 გრამიანს არ გაჭედავს ატა, თუ არ გჯერად, თვითონ სცადეთ...
რომეო მე 24 ზე გამიჭედა თავიდან მარა ეხლა მუშაობს ჯიგრულად
რა თქმა უნდა, 100-150 გასროლის შემდეგ აუცილებლად უკეთ ამუშავდებოდა.
მაგდენი არც მისვრია სულ რაგაც 25-30 ვაზნა
ხოდა ყფრო კარგი მაშ!
პროსტა რომ იკაწრება ხოლმე ეგ არ მევასება რა
რა იკაწრება ლულა თუ კონდახი ? ლულაზე თუა საუბარი გვშველებია და ეგაა
ლულაც და კოლოფიც კონდახი ცოტათი
მოკლედ, მეღირსა და ეგ არის რა
ესეც სურათები...
გილოოცავ, სულ კარგ ნადირობაში გამოგეყენოს!!!
გილოცავ შედეგიან ნადირობებში
nikoloza_migina
alika77
დიდი მადლობა! გაიხარეთ
გილოცავ! ეგ ერთი და ხსხვა მრავალი!
მაქსიმუსა
მადლობა მადლობა!
დღეს გავისროლე 32 და 34 გრამიანები და არანაირი პრობლემა! 28 გრამიანებს მოვსინჯავ ამ დღეებში...
ხო აბა მიდი 28 გრამიანებზე სინჯე როგორ მუშაობს, მაინტერესებს ჩემი ძმაკაცის ისვრის უპრობლემოდ, 24-იანებზე ვერ გეტყვი ვერაფერს, არ უსინჯია! იქნებ შენ სინჯო ეგეც
მითხრეს ჯერ საშუალო მუხტისები ისროლე რო მოჯდეს და მერე ცადე დაბალი მუხატიო. და ვნახოთ რა იქნება...
ლაშა გილოცავ ძმაო ძაან მაგარია სულ კაი ნადირობებში მოგეხმაროს მაგრად გამიხარდა
შეიძლება ამ კითხვას აქ არ უნდა ვსვამდე, მაგრამ ატა ჯობია თუ მრ? ან შესაბამისი თემა თუ არსებობს იქნებ მიმითითოთ.
mmm777mmm
ამ თემებს გადაავლე თვალი და გარკვეული წარმოდგენა შეგექმნება
http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=1027
http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=1005
http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=1522
woodman
მადლობა ირაა! მემგონი კარგი არჩევანი გავაკეთე ეს მოდელი რომ ავიღე...
Fishman
გილოცავ
ძაღლი კი გყავს, თოფიც გაქვს, ერთი ეგაა რომ ნადირ-ფრინველი აღარააა
მეც უერთდები მილოცვებს!
გამარჯობათ ბიჭებო მე ამ საიტის ახალი წევრი ვარ და რო ვათვალიერებდი ძალიან მომეწონა ეს საიტი, ალბათ აქ ბევრი კარგი დაღირსეული მონადირის გაცნობას შევძლებ.
ბიჭებო!......................... ამ იარაღით მეც ვარ დაინრეტესებული და ვისაც ვკითხე ყველამ შეაქო ეს თოფი მიუხედავად თურქული წარმოებისა, იმედი მაქვს როდესაც შევიძენ ცუდი არ გამომადგება და დიდი მადლობელი დაგრჩებით ბიჭებს თუ დამეხმარებით ეს იარაღი რა კრიტერიუმით შევარჩიო?
მაგარს გასიამოვნებს შენ ძმობას ფიცავარ
Davitus
მადლობა მადლობა! ეგ პრობლემა როგორ მოვაგვარო ეგ ნაღდად აღარ ვიცი
რა მაინტერესებს, ატა ნეოს ჩვეულებრივი ლულიდან, ცილინდრული ჩოკით შემიძლია ეს ჟაკანი რომ ვისროლო? რამდენად არის იმისი შანსი რომ ლულა დაზიანდეს?
Fishman
ცილინდრი არ ჭირდება მაგას, სრული ჩოკიდან უნდა ისროლო, ჰექსოლიტი და მონოლითი სიზუსტეს მხოლოდ ჩოკიდან სროლისას იძლევა
ლულას არაფერს უზამს
პროსტა ერთი სამწუხარო ფაქტია, პრაკტიკულად ვერაფერს ვერ ესვრი მაგას, ან რას უნდა ესროლო
Davitus
რომ ამბობენ ჟაკანი ლულას ბერავსო მაგის მეშინია... ანუ არანაირი პრობლემა არ იქნება?
უბრალოდ ერთი-ორი მაინტერესებს ვისროლო რამდენად კარგად და ზუსტად მიაქვს მიზანში...
Fishman
არ იქნება, იაკანი სხვაა და ეგ რაც დადე სულ სხვანაირი აგებულება აქვს, ქვეკალიბრულუ ტყვიებში გადის ეგენი
პირდაპირი დანიშნულება არის, ჩოკიდან სროლა, ატათიც მაქვს ნასროლი, და საკმაოდ კარგად მიდის მიზანში
ჰექსოლიტები ძვირი ღირს, მონოლითები იყიდე, ეგენიც მშვენივრად მიფრინავს
Davitus
გაიხარე დიდი მადლობა
დღეს უბრალოდ სასინჯად ვიყიდე ჰექსოლითი. ძვირი კი ნამდვილად არის! მონოლითი არ ქონდათ მაგნუმში და დამეზარა სხვაგან წასვლა. აწი თუ დამჭირდა კიდევ, მეცოდინება და გავითვალისწინებ შენს რჩევას!
აი ეს ნახეთ.
http://www.youtube.com/watch?v=BHUPYlKUlv0&feature=related
საინტერესოა ჩოკით როგორ წავა მონოლითი, თუ დატესტავ გვითხარი ძმა.
Rifle
მონოლითი ჩოკით საკმაოდ ზუსტად მიდის, ყოველშემთხვევაში, რაც გლუვლულიან მოეთხოვება ის სიზუსტე, მაქსიმალურად ახასიათებს
ჩოკიდან სასროლადაა გათვლილი!
hunter777
+1000000000
Davitus
ჰექსოლითი რა მანძილიდან რა ზომის მიზანში ვისროლო დასატესტად?
Fishman
70 მეტრში A4 ფორმატიდან არ უნდა გამოდიოდეს, ეს არის საშუალო მონაცემი
http://www.youtube.com/watch?v=BHUPYlKUlv0&feature=related
ყველაფერი აქ ძაან სუბიექტურია, წყლის ტესტი რატომ ვერ გაიარა აზრზე არ ვარ მარა ის ფაქტი, რომ ეჟექტორი არა ფოლადის ლულის "კუდზე" არამედ მსუბუქი შენადნობის რესივერშია დაყენებული არის დიდი მინუსი. პომპებშიც ასე არის მაგრამ იქ ხდება ვაზნის ექსტრაქცია ხელით და უმნიშვნელო ძალით, აქ გადატენვა ავტომატიურია ასე რომ დატვირთვაც მეტია მაგ დეტალზე.
Davitus
გაიხარე!
Rifle
ესეიგი ცილინდრი კარტეჩზე და უბრალო ჟაკანზე
და სრული ჩოკი მონოლითზე
Rifle
მაგ კითხვაზე, მარტივად რომ გიპასუხო, მკრეხელობაა, რადგან უკვე დაწერილი აქვთ დიდი თემები ბუმბერაზ კლასიკოსებს, გადაიკითხეთ ჩემს ზემოთ მითითებული ლინკი
ეს კითხვა არ იყო ძმებო, ეს იყო დასკვნა =) ისე მაგაზე აზრები საკმაოდ განსხვავდებიან ერთმანეთისგან სხვადასხვა ფორუმები რო გადავხედოთ.
Rifle
ტყვია აუცილებლად უნდა იყოს "პადკალიბერნი" ანუ უნდა იცოდე რა ტყვიას ხმარობ. დაუშვებელია ტყვიის (გულის) დიამეტრი აღემატებოდეს ლულის შევიქროვებას. მონოლოთი, ჰექსოლიტი, მაიერი, ზის კონტეინერში და სრული ჩოკითაც შეიძლება სროლა. ყველა დანარჩენი, თუ ზედვე არ აწერია შენით უნდა გაზომო. ლულის თავში მხოლოდ კონტეინერი ან ტყვიის ფრტები (არსებობის შემთხვევაში) უნდა ეხებოდეს. დაუშვებელია მრგვალი ტყვიის სროლა ნებისმიერი შევიწროვების თოფიდან, მხოლოდ ცილინდრი, და თუ მრგვალი ტყვია "პადკალიბერნია" მაშინ მიტანას დააქვეითებს.
ჭალიმგელა
ერთი შეკითხვა მაქვს. მაქვს ძველი გამოშვების ATA NEO რომელსაც ტიბჟირზე არაფერი დამატებითი რკინის ან რეზინის დეტალი არააქვს. ამ სურათზე კი გარკვევით ჩანს რეზინის პრაკლადკა თუ რკინის დეტალი. ისე ჩემი ტიბჟირი ადგილზე დაყენებისას მყარად არ მაგრდება. სულ ვფიქრობდი ნეტა რამე ხომარაკლიათქო. ვისაც გაქვთ ძველი გამოშვების ATA NEO იქნებ ნახოთ და მითხრათ რა დეტალია ეს სავარაუდოდ ჩემსას რომ აკლია.
PREDATOR
მე რაც მქონდა არც იმას არაფერი არ ეყენა, მე თვითონ გამოვჭერი და დავუყენე რგოლი, ხე იყო ცარიელი, სროლისგან რომ მიიპრესა, მერე შატკა ქონდა ტიბჟირს, ამიტომ იძულებული გავხდი რგოლი ჩამესვა
ძველებს არცერთს არა აქვს, მე რამდენადაც მახსოვს
მოგესალმებით ფორუმელებო,ერთი რამ მაინტერესებს,ატა გაზაატვოდი თუ არსებობს,მე როგორც ვიცი და როგორც აქ წავიკითხე ინერციულია ეს თოფი,არადა ისანში მაღაზიაში გამყიდველი მიმტკიცებდა რო გაზაატვოდიაო ,მე ინერციულები არ შემომაქო და შიდა განვადება ქონდა უპროცენტო, 2 კვირაში მექნებაო ატაო ამბობდა და ცოტა არ იყოს გამიკვირდა,მაინც ვეგარ მოვითმიენე და გეკითხებთ,თორე ჩამოვა და ვნახავ ერთი რა ატა შემოაქ გაზაატვოდი
giga1984
ATA CY - "გაზაატვოდია", ATA NEO - ინერციული.
და ვიზუალურად არის სხვაობა????მოლედ თუ შეგიძლიათ მირჩიოთ რომელი ჯობია,?მადლობა წინასწარ
მე მეგონა ATA CY უბრალოდ პლასტმასის კონდახით იყო და მეტი სხავაობა არაფერი არ იყო
giga1984
ვიზაუალურად დიდი განსხვავება არაა. გარეგნულად ATA CY-ს ტიბჟირზე "ნახ**ეტი" აქვს(მე მაგას მივაქციე ყურადღება ) უბრალოდ მე მარტო პლასმასის კონდახით მაქვს ნანახი ATA CY. ATA NEO კიდევ ბევრნაირია. ბევრად ფართო არჩევანია.
მე პირადად ATA NEO მაქვს და კმაყოფილი ვარ. მართალია ჯერ არ მინადირია, მაგრამ ბევრი ვისროლე და არცერთ ვაზნაზე არ შექმნია პრობლემა. ყველანაირი ვაზნა თავისუფლად გადატენა.
საინტერესოა მიტანა რომელს უფრო უკეტესი აქ ალბათ ნეო აჯობებს რადგან ინერციულია,თუმცა დაბალ ზარიადზე ხშირად ჭედავსო ამბობენ,მრ 153 მაქ მართლა მაგარი მუშა თოფია,თუმცა ბევრი ამბობს რომ ატა ჯობიაო,ვიზუალურად მართლა მასეა,ინერციული რათქმაუნდა მიტანაშიც აჯობებს,თუმცა მგონი მაინც ინერციულს ვიყიდი
giga1984
24 გრამიანი ვაზნები მაქვს ნასროლი, თან ახალ ნაყიდზე და არანაირი პრობლემა არ ქონია ზარიადზე. მრ 153 რომ დავიჭირე ჩემი თოფის მერე მეგონა ურო დამაჭერინეს ისეთი არაკომფორტული იყო.
პრინციპში არც არის საჭირო 24 გრამიანების ამ თოფით სროლა ,ჩემი აზრით ამ თოფით მწყერზე არც უნდა ინადირო და იხვზე კიდე თავისთავად მაღალ მუხტიან ვაზნებს ისვრი,მოკლედ აქ იმდენმა აქო ატა რო ყიდვა გადავწყვიტე მადლობა ხალხო რო გამარკვიეთ ამ საკითხში
alika77
რავიცი აბა. დიდი ექსპერდი მე არავარ, მაგრამ ხელში რომელიც უფრო კომფორტულად იყო ჩემთვის და რომელიც უფრო მომეწონა ქე დავწერე
ისანში სანადირო იარაღის მაღაზია სადაა? ხომ ვერ მიმასცავლით?
სადაა და კახეთის ტაქსები რომ დგა მეტროსთან აი მანდაა რა კუთხეში,და შავი ზგვის ქუჩაზეა კიდე კალიბრი
მადლობა გაიხარე
http://smayliki.ru/smilie-1249075143.html
ოკ. გასაგებია...
ატა ნეო 12 დავტესტე. მანძილი 40 მეტრი, წითელ ფერში ტყვიაა, ლურჯ ფერში კარტეჩი 12 მარცვალიანი, ყვითელ ფერში 9 ნომერი (ორი გასროლა). მიტანა საშუალოზე კარგია. ტყვიაზე და კარტეჩზე რა თქმა უნდა გამოვიყენე შევიწროება ცილინდრი, 9 ნომერზე ნახევარ ჩოკი. სროლა ხელიდან.
კარტეჩს საკაიფოდ აქვს მიტანილი
გამარჯობათ, მაგნუმში ავიღე ატა ნეო 12, 71სმ ლულით, ძალიან მორგებული და დახვეწილი იარაღია, პირველივე დღეს ვისროლე 24 გრამიანი ვაზნები და არცერთი გაჭედვა არ ქონია იდეალურად ამუშავებდა ყველა ვაზნას, ერთი სიტყვით თავის ფასში მშვენიერი თოფია
demuka123
გილოცავ სულ ბედნიერ ნადირობებში გაგეცვითოს
სურათები ვსტუდიუ
http://postimg.cc/image/nc90p1vyv/
ხელში რო დავიჭირე ეგრევე ავიღე, იმედია გაამარტლებს იმედებს
demuka123
გაგიმართლებს გაგიმართლებს ნეო 12 ის და ნეო 20 ის უკვე მე-4 თაობებია გაყიდვაში და ყოველი შემდგომი იხვეწებოდა და უმჯობესდებოდა, ფორ იგზამფლ ლულის ბოლო რომელიც ამ თაობაში უფრო გრძელია და უფრო მყარად ზის გეჯაში. აბა ზოგზოგებივით ერთ ადგილას კი არ ბუქსაობენ ასეა ეს
assassin29 მადლობა გაიხარე, ლულის ბოლო კი ძველ მოდიფიკაციას უფრო მოკლე აქვს, ერთიანობაში მშვენიერი ფიშტოა
გამარჯობათ, რა მაინტერესებს თუ ვინმემ იცით ნეო 12-ზე გარეთ გამოწეული ჩოკები როა მასეთი მინდა და სად შეიძლება რომ ვიშოვო? ან საერთოდ არის ეგ ჩოკები ატასთვის?
demuka123
იმეენნა გარეთ გამოწეული ჩოკები გინდა სპარწივნი თოფებს რომ აქვთ თუ ლულის დამაგრძლებელი?
თუ დამაგრძელებელი გინდა გუდვილში იითხე აბა
თუ გამოწეული ჩეკები უნდა გამოიწერო და ნაღდად არაა იაფი ეგენი, თან ისეთს ვერაფერს გაგიკეთებს რომ შეამჩნიო ნადირობისას თუ სტენდზე გინდა გაძლიერებული ჩოკი რავი
ჩემი აზრით ვაფშე არუხდება პოლუავტომატს ეგეთი ჩოკები, სპოტტულს კი ბატონი
http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=11474
ამ თემაშია ლინკები და მოძებნე
assassin29 ხო სპორტულებზე როა მასეთი მინდა, რატომღაც მომწონს უხდება თოფს და ასე მგონია რო გრძელ ჩოკს უკეთესი შედეგი ექნება მიტანის და განაჭილების ამბავში თუ ვცდები?
ამ საიტებზე იმენა ატასთვის განკუთვნილი ჩოკი არაა და ხოარ იცი რომელის იარაღის მიდის ზუსტად?
demuka123
რავი იდეაში ბენელის კონცერნი როა ბენელის უნდა წავიდეს, ვერ გეეტყვი არ მინახავს ბენელის ჩოკები
ისედაც გრძელი ლულა აქვს ჩემს ატას და არ მინდოდა კიდე დამეგრძელებინა, აი ცოტა ფულს რომ მოვიგდბ 66 სანტიმეტრიან ლულასაც ვიყიდი და ყველაფერზე ხოშიანად ვინადირებ მოაკლდება 10 სანტიმეტრი ცონა ბალანსი გაუმჯობესდება და ეგაა რაა.
მაგრად შემიყვარდა ეგ თოფი მიუხედავად იმისა რო 2 გლუვი მაქვს მაგის გარდა ყველგან ეგ დამაქვს
assassin29 ახალი მოდიფიკაცია გაქვს შენც?
demuka123
შარშან ვიყიდე სეზონის წინ, მაგის მერე კიდე სხვანაირები გამოუშვეს მგონი კალოტკაც რომ აქვს შეღებილი
assassin29 76 ლულითაა შენი? კმაყოფილი ხარ ხო მაგ თოფით?
demuka123
კი 76 თუ ვაზნებს და ჩოკს შეურჩევ კარგ შედეგს მიიღებ, კმაყოფილი რა 1150 ლარიანი თოფის კვალობაზე რა უჭირს დაახ 400 ტყვია მაქვს ნასროლი და გაჭედვა არ ქონია 28 -38 გრამებიზე
ერთადერთხელ შევუცალე პატარა რეზინის დეტალი. ზატორში ნემსას რაც იჭერს იმას რომ უკეთია თავზე 50 თეთრი ღირდა
ხო მოვლაც არ აკლია
ზატტორი რაზეც დაცურავს იმ რელსებს ბერეტას ზეთით ვსმასკავ ხოლმე ბალისტოლზე ოდნავ ბლანტია. მაგ რელსებზე მოდის დატვირთვა და მგონია რომ გაცვითავს სხვა არცერთ დეტალს არ ვტოვებ ზეთიანს
მაგნუმებს ვერიდები მაქსიმალურად ან რა საჭიროა სლაგებს მხოლოდ ქვეკალიბურს ვისვრი ისიც იშვიათად
ბოლო ბოლო მთელი ცხოვრება თურქული თოფით ხომ არუნდა ვინადირო კაცო ერთი ორი წელიც და ვიფიქრებ იტალიისკენ მაგრამ ამას ალბად არ გავყიდი მაგრად მიყვარს
assassin29 ხო აბა სულ თურქულით რატო უნდა ინადირო მთავარია ახლა ხო გასიამოვნებს სანამ შეცვლი და ნერვები არ დაგაწყვიტოს.. მე მაგრად მომწონს და მემგონი არ შევცდი არჩევანში
გამარჯობათ, კომპეტენტურ ხალხს მინდა ვკითხო, ატაზე (ნეო 12) 1მმ და 0.75 მმ ჩოკებზე ყველანაირი საფანტი ვცადე და ცუდ გაშლას მიჩვენებს და მიტანაც ძალიან ცუდი აქვს და რა შეიძლება იყოს მიზეზი? 3 და 4 ნაჭდევიან ჩოკებს უკეთესი მიტანა აქვს ბევრად და კარგი განაწილება და ვერ გავიგე რა შეიძლება იყოს მიზეზი. 3 ნაჭდევიანი ჩოკით 36 მ მანძილზე N-9 საფანტი 28 გრამი 60X60 სამიზნეზე მიიტანა 244 მარცვალი და 1 ნაჭდევიანი ჩოკით 155 მარცვალი. მირჩიეთ რამე რა შეიძლება იყოს მიზეზი?
სხვადასხვა ფირმის გილზებით სცადე?
სხვადასხვა წონიანებიც. ერთხელ შეურჩევს ოპტიმალურ ვარიანტს და შემდეგ გეცოდინება.
კი ბუგატი მელიორი ზუბერი რც, და 1მმ და 0.75 აქვს საშინელი შედეგი, დანარჩენები რასაც უნდა აკეტებდეს ზუსტად ისეა, ვერ გავიგე რა ხდება, სხვადასხვა წონაც ვცადე და სხვადასხვა ფირმის ვაზნებიც და მაინც არააქვს შედეგი..
demuka123
ორგან დაგიწერია ერთი და იგივე, ეთგან გიპასუხე და რარაც ვიკითხე, აღარ მახსოვს
სალამი მონადირეებს, დღეს გავისროლე ჩემი ნეო 12 71სმ ლულით ჟაკნები 70 მეტრზე 5 ჭრილიანი ჩოკით და ყველა ნასროლი მოხვდა დაბლა და მარცხნივ, რა შეიძლება იყოს მაგისი მიზეზი ლულის არასწორი გაბურღვა? ვისროდი საყრდენიდან, yaf chedite ფირმის ლატუნის შარიკიან ჟაკნებს 30 გრ. იქნებ დამეხმაროთ?
http://postimg.cc/image/5ngvjbq9l/
ეს ვაზნა იყო რაც ვისროლე
demuka123
ჟაკნის სროლა მაგ ლულით არაა სასურველი მითუმეტეს ჩვეულებრიბი ჟაკანია რასაც ვხედავ! მე როგორც ვიცი ჟაკანი პლასმასში რომ ზის ეგ კიდე შეიძლება..
ატას აქვს 61სმ ლულა ჟაკნისთვის მე მაქვს და მაგრათ გაასწორა პრაქტიკაშიც..
hunter88, გასაგებია მაგრამ ცილინდრით ნასროლი ლულას პრობლემას არ შეუქმნის უბრალოდ უზუსტობა მაიქრებს რისი ბრალი შეიძლება იყოს :(
demuka123 ცაცია ხომ არ ხარ? თუ ცაცია ხარ მაშინ მსროლელის ფაქტორით შეიძლება მაგის ახსნა. თუ არა მაშინ უფრო იარაღის პრობლემა. შეიძლება დასამიზნებელი თამასა ან მუშკაა მარჯვნივ გადაადგილებული (არასწორად დგას).
ცაცია არ ვარ და არც პლანკის ბრალი არაა ყიდვისას შევამოწმებინე ხელოსანს, მაგნუმში მითხრეს ეგ სლუგ ლულაზე აქვს კაი შედეგი ისე არ იქნება ზუსტიო, საფანტზე არ შემიმჩნევია, თანაბრად და სწორად შლის და შეიძლება თვითონ ჟაკნის ბრალი იყოს?
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)