ეს არის პირველი რუსული ნახევრად ავტომატური თოფი. რომელიც კონსტრუქტორმა ნიკოლაევმა დააპროექტა, რათქმაუნდა მექანიზმი ორიგინალური კონსტრუქციის არ არის.
ჯონ მოსეს ბრაუნინგი ყველა დროის უდიდესი იარაღის გამომგონებელია და მის ორიგინალურ მექანიზმებზე "აშენებულია" საიარაღო სამყაროს მთელი სპექტრი, აუტო 5-ის ბაზაზე გამოდიოდა და გამოდის უმეტესობა თანამედროვე ინერციული სისტემის თოფები, მცირეი გამონაკლისების გარდა, ყოველ შემთხვევაში საფუძველი ასეთი იარაღის კეთებს ჩაუყარა ბრაუნინგმა.
მც21-12 ესაა იტალიური საიარაღო ფირმის "ბრედას" ნახევრადავტომატური თოფის მიმსგავსება ! რომელიც მივიწყებას მიეცა.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
რათქმაუნდ мц დაპროექტდა цкибо-ში , 1964 წლამდე საერთოდ არ იყო წარმოებაში, მხოლოდ ცალობით ეგზემპლარებს აწყობდნენ. საინტერესო ფაქტია ის რომ, мц-ს ამზადებდნენ 16 და 20 კალიბრებშიც. თოფი აღჭურვილი იყო ინერციული გადატენვის მექანიზმით, ანუ ინერცია დამოკიდებულია ვაზნის გასროლისას წამოქმნილ უკუცემაზე , ამ ინერციულ მოქმდებაში ჩართულია თვითონ ლულაც.
http://www.radikal.ru http://www.radikal.ru
თვითონ სასხლეტ დამცემი მექანიზმი ცალკე ბლოკს წარმოადგენს და თოფის ავტომატიკა ლულის უკუმოძრაობაზეა დამოკიდებული.
http://www.radikal.ru http://www.radikal.ru
გასროლის შემდეგ ზამბარა ლულას საწყის მდგომარეობაში დააბრუნებს, ხოლო ავტომატური მექანიზმი მორიგ ვაზნას სავაზნეს გადასცემს, ჩახმახი კი საბრძოლო მდგომარეობაში მოვა. თოფს გააჩნია სავაზნე მილი რომელიც 4 ვაზნას ითავსებს.
http://www.radikal.ru
თოფში მხოლოდ ქარხნული ვაზნების გამოყენებაა მიზანშეწონილი, ან დიდი ყურადღებით დამზადებული გადატენი პლასტმასის.
თოფის ექსპლოატაციის დროს დიდი ყურადღება ექცევა ლულის მოძრაობის სისტემას, მის მწყობრში ყოფნას, კერძოდ ეს ეხება მის გაპოხვას. თოფის კონდახის მილში საკეტის მამოძრავებელი ზამბარაა , მისი უყურაღებოდ დატოვება, არ გაწმენდა და ა.შ. შეიძლება გახდეს მიზეზი ავტომატიკის შეჩერების. თოფს გააჩნია ალამისებური დამცავი.
http://www.radikal.ru http://www.radikal.ru
მც21-12 -ის ლულის სიგრძე: 750მმ ; სამიზნე თამასა გაგრილების ფუნქციით
სავაზნე: 70 მმ (სამოციან წლებში გამოდიოდა 675 მმ-ი ლულით და სავაზნით 65 მმ)
ლულის შიდა დიამეტრი: 18,5 მმ. ლულა შიგნიდან ქრომირებული
ლულის ჩოკური შევიწროება: 1 მმ(სდანტარტული) ცალობით ეგზემპარებზე სხვა გაბურღვა შეიძლებოდა ყოფილიყო
თოფის წონა : 3,400 დან 3800გ რამამდე
საკონდახე მასალა : წიფელი, იშვიათად კაკალი.
კონდახის ფორმა: პისტოლეტური, იშვიათად სალოყით.
მც 21-12-ის დაშლა აწყობა, იმედია ვინმეს გამოგადგებათ, მეც მქონდა თავიდან პრობლემები,
ხან რა დეტალს ვერ ვარგებდი ხან რას, მაქსიმალურად ვეცადე ყველაფერი გადამეღო,
ხარისხისთვის ბოდიში, იმედია ზედმეტი კითხვები აღარ გაგიჩნდებათ..............
http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/
http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/
http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/
http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/
http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/
http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/
http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/
http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/
http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/
http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/
http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/
http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/
http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/
http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/
http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/
http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/
http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/
http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/
http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/
ვიტო
რამდენადაც მახსოვს ეს იარაღი შენ არ მოგწონს
gogita.m
ხო არ მომწონს მარა რა ვქნა, ხო არ გადავაგდებ
ან რა მოსაწონი ეს არის? ტიპიური რუსული ნაგავია
ბარემ პირად შეხედულებასაც დავწერ: დიდი იარაღების სპეციალისტი არ ვარ მაგრამ მაინც..........
ნამეტანი მძიმე სათრევია, ბალანსიც არ დგას სასურველ დონეზე, მე ლითონებში კარგად ვერ ვერკვევი
მაგრამ ინტენსიურად უნდა წმენდა, გამსაკუთრებით თუ დასველდა, თორე ჟანგიან ""ტრუბას" მიიღებთ 2 დღეში,
პირადად გამოვცადე ფოთიდან რომ დავბრუნდი, მცხენოდა თოფს რომ უყურებდი, ვაზნებს რაც ეხება
30 გრამიანებზე ნაკლები არ უნდა ჩადო, უკეთესია თუ 32 ან 34 იხმარ, გაჭედვის საშიშროებაა,
დეტალებიც ნახეთ ზედა პოსტში, საკმაოდ ბევრი დეტალისგან შედგება და არც ადვილად ერგება ერთმანეთს,
ვალაქიტა ჭირდება რა, ჭრა-მიტანას რაც ეხება ნაღდად არ ვენდური
ლულის სვლის ამბავი კი იცით ალბათ, შემთხვევით თითი რომ გედოთ ზედ გასროლის მომენტში, დამწვრობით თუ გადარჩით ხომ კაი
თუ არადა მიაწიწკნის კაცს ხორცებს. ხო ზუსტად მაგ მიზეზის გამო ვერ მიაყენებ ვერც ფარს (იხვზე სანადიროთ შებინდებისას),
ნუ კოლიმატორზე აღარც ვლაპარაკობ, დანარჩენს ნიკა დაწერს ალბათ
საღოლ ვიტო
რას ერჩით? მშვენიერი იარაღია
მე მაქვს მც 21-12 რპ. აქ რაც სურათები დადეთ იმისგან ცოტა განსხვავებულია, ლულის ქვემოთ დაახლოებით ერთი მტკაველი ,,ტრუბა" აქვს დამატებული, ხომ არ იცით რას ნიშნავს?
bejo
მჭიდის იქნება, რამდენი ვაზნა მიდის?
5- მეტი, მგონი შვიდი, აღარ მახსოვს ორი წელია აღარ მისვრია მანდედან, ვნახავ და გეტყვით
6 ცალი
hunter87
კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს ფორუმზე
hunter87
გაუმარჯოს კაი კაცს, ყოველთვის მივესალმები ფორუმზე ასეთი მცოდნე ხალხის შემოერთებას .
geojorjika
არ შემიძლია არ დაგეთანხმო, მაგ ფასში ნამდვილად არაა " მც" საუკეთესო "ავტომატი"
http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=15&st=1185&start=1185
bejo
ხო ალბათ ზამბარის ამბავია, ისე მე არ ვიცი წვრილმანები და ეგ ქარხნულია თუ გადაკეთებული?
ვისგანაც ვიყიდე მითხრა შტუჩნიაო, გვერძე უბნელია არ მომატყუებდა ალბათ მაგრამ როგორ დავრწმუნდე?
bejo
სურათები დადე და გეტყვი შტუჩნია თუ არა
სავაზნე მილში იქ სადაც ვაზნები ლაგდება შეიძლება შემზღუდავი ,, აგრანიჩიტელი,, აქვს და მაგიტომ არ ჩადის ვზნები სრულად , ეგ შეამოწმე თუ ეგ არა აქვს ასეიგი ზამბარის ამბავია!
მოგეხსენებათ მე მაქვს მც და ცოტა მოდერნიზაციის შედეგად, ძალიან ეფექტური და პრაქტიკული გახდა. რაც შეეხება მეტალს, ნამდვილად უმაღლესი ხარისხისაა! არასოდეს პრობლემა არ მქონია. ერთი მინუსი ის ააქვს რომ ცოტა მძიმეა.
hunter87
ორი აზრი არაა , ცალობითი ეგზემპლარია. სავაზნე ყველა ვარიანტში დაგრძელებულია +2 ვაზნა სავარაუდოდ.
კომპენსატორის მსგავსი რაღაცა, მობილურია? რა შევიწროებაა? კიდევ მოყვება მასეთი?
არ ვიცი რა შევიწროვებაა რეზბით იხსნება და მეტი არაფერი მოყოლია, სავაზნის გარდა სერიულისგან რითი განსხვავდება?
ჯერ იმით, რომ ჩუქურთმები აქვს მერე იმით, რომ კომპენსატორი ბიუჯეტურებს არ მოყვება, დაგრძელებული "პატრონნიკის" ოფცია ყველას აქვს, მაგრამ არ მოყვება ბიუჯეტურებს, თუ გინდა მერე გაზრდი!
სავარაუდოდ უკეთესად მიმუშავებული მექანიზმიც ექნება და ეგაა რა მთელი სხვაობები მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეიძლება ითქვას, რომ შეიძლება რაიმე განსაკუთრებული მასალებია გამოყენებული, მაგრამ მაგის რეალური შანსი 1%-ზე დაბალია
ვისგანაც ვიყიდე სერიოზული ტიპი იყო ედიკას დროს, დიდ ბიზნესში იყო და იმას აჩუქეს დაბადების დღეზე, უბრალოს მაშინ არ კადრებდნენ, მერე უკან-უკან წავიდა და გაყიდა ბევრი რამ. როგორც მითხრეს დიდი თანხა გადაიხადესო მაგ მც-ში.
საცალო ეგზემპლარია ლულის მუხრუჭ კომპენსატორით, რომელიც ალის მაქრობის როლსაც ითავსებს სავაზნე მილი გაზრდილია მინიმუმ 2 ვაზნამდე! ვერცხლის სევარა აქვს, ორი ვარიანტია ან სუვენირ კლასია ან საცალო ნაკეტობა ძალიან ხარისხით ნაკეთები იქნება და ლულაც სერიოზული გაჩარხული იქნება, სერიულ ნომერში რუსული ასო არაფერი ფიგურირებს?? MC-21-12 ის იშვიათი ეგზემპლარის , ფლობელი ხარ ბრატ!
დიდათ გამახარე, დიდი მადლობა 777-ს
21-12 მოდელის აღმნიშვნელია, 18,5 ლულის შიდა არხის დიამეტრია მილიმეტრებში, სავარაუდოდ ძლიერი და დაჯგუფებული მიტან უნდა ქონდეს მაგ თოფს საფანტის ჭრის ფენომენალური ნაჩვენებელიც!
რა მაინტერესებს........
მექანიზმში რაიმე განსხვავება არის?
არაფერი დეტალებია უკეთ დამუშავებული, მორგებული , მასალაა უფრო ხარისხიანი და ძვირფასი !
bejo
ინერციის შემამცირებელი? რა კალიცო? სურათი დადე აბა
სერიულს ცევეოს შიგნით აქვს ეგ და შენ შემთხვევაში ვერ ვხვდები სად არის ეგენი,
hunter777
იკა რას ვფიქრობ იცი? ამ იარაღს ინერციას რაც აკეთებინებს მაგ ხზამბარასთან ექნება განსხვავებული
სისტემა, თუ ვერ მიხვდი რას ვამბობ დაწერე და სურათებით ვეცდები ვთქვა.........
შეიძლება ზედა და ქვედა ,,კოლიცო,, ები არასწორადაა ჩასმული, სხვა არამგონია რამე პრობლემა იყოს ან ზამბარაა ამოსაბრუნებელი! უკუმოქმედების ზამბარას მგონი ერთი ბოლო ოდნავ ვიწრო აქვს ვიდრე მეორე!. ვიტომ წვრილმანებში იცის მე მაგ იარაღთან ისეთი დიდი ურთიერთობა არ მქონია როგორც ვიტო უმფროსსა აქვს!
ვიტო, შენ ვიდეოზე 1:28 წმ-ზე ხელში გიჭირავს ის ნაწილი რომელზეც მე ვამბობ, შენსას მარტო ზევიდან უკეთია, ჩემსას ქვევიდანაც. ის ვერ დავინახე ბრტყელი მხარე პრუჟინაზე უნდა ედოს თუ პირიქით?
bejo
"ზარიად" გააჩნია, თუ დიდია ბრტყელი ზემოდან წავა, თუ ცოტაა ქვემოდან
მეც მაქვს კმაყოფილი ვარ იხვზე
odzela1994
ზამბარა რა შუაშია?
ჩემი აზრით მც 21-12 პატრონმა უნდა დაივიწყოს ისეთი ფრინველი რასაც ქვია მწყერი, 2 წლის წინ ვიყიდე და პირველივე სეზონის მერე გავასხვისე, კრასნაგორკასთან ვნადირობდი, პირველი 3 მოკლული ფრინველიდან საჭმელად არც ერთი არ ვარგოდა, მეოთხე ახლოს აფრინდა 10 მეტრში და ჩამოგდების შემდეგ მხოლოდ მოგლეჯილი თავი ვიპოვნე, მერე შორს დავიწყე სროლა 35 მ.ზე შორს, გახშირდა გამაზვები, მონადირებული ფრინველიდან ნახევარიც ვერ ავკრიფე (უძაღლოდ ვიყავი), 40-50 მ. ვეღარ ვპოულობდი, მოკლედ მაგრად გავწვალდი და თავი მანიაკი ბრაკონიერი მეგონა, რომელსაც მარტო სროლა და კვლა აინტერესებს
პირველი ტყვიის მერე ჩედავს ჩემი იარაღი და რა შეიძლება რომ ვუშველო ხომ ვერ მეტყვით როგორ დავარეგულირო? მადლობა
მცს ნასადკა ვინმეს თუ გინდათ http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&product_id=514113
http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&product_id=856175 ესეთი mc თუ გინახიათ ძმებო ?
რასტრუბია, თან ჩოკით, სტანდარტული ემცესგან განსხვავდება, ალბათ სპეც- ზაკაზია...
ისე კაი რაღც ჩანს მაგრამ ყიდვამდე ჯობია ისროლო და ნახო როგორ მიაქვს..
odzela1994
მოიცა, შენ 1000$_ს მიცემას აპირებ მც_ში?
ამ სიმძიმე თოფის თრევა არ გინადა თან დიდი ფასიც ადევს საგრზნობლად
იქნება ერთი 4 კილო
odzela1994
მთლად ეგეთს ვერა მაგრამ კარგ მდგომარეობაში არ გინდა მოგყიდო 1000 გელად?
odzela1994
ესაა "ცალობითი თოფი"
საკმაოდ იშვიათია ! არ ვიცი რა შევიწროებები აქვს მაგრამ ძალიან საინტერესო ეგზემპლიარია.
რაც არ უნდა იყოს 1000 აშშ მადაში უაზრობაა, 1000 გელა კი ნორმალური ფასია თუ "ემცეს" ფანი ხარ. სხვა შემთხვევში :
მც-21 12 არის ძალიან მძიმე.
დაუბალანსებელი
არასაიმედო
ვაზნების მიმართ ძალიან კაპრიზული
დაუხვეწავი
დადებითი მხარე ერთადერთი:
ძალიან ძლიერი მოხვედრის ძალა ანუ ჭრა
მოკლედ მაგ ფასში მშვენიერი უცხოური ორ ლულიანი კლასიკური , შეიძლება სრულსაკეთიანიც, თოფის ყიდვა.
არჩევანი შენზეა
სალამი ყველას! გილოცავთ ახალ წელს!:)
მც-ზე მინდა ორი სიტყვა ვთქვა, დიდი მონადირე არ ვარ, თუმცა პატარაობიდან იარაღთან მაქვს შეხება და ასევე ნადირობასთან და მონადირეებთან, ხოდა სულ მაინტერესებდა რატომ სძულთ ასე დიდ მონადირეებს მც
ამაზე პასუხი მაშინ მივიღე როცა ბავშობაში რამდენჯერმე ვუყურე ნადირობას (რამდენიმე მონადირეს 2 ლულიანი თოფებით და ერთ-ერთს მც-თი). ამ იარაღით მონადირე უკონკურენტოა ნამდვილად მითუმეტეს თუ 5-ივე ვაზნას გამოიყენებს. მიტანაც უკეთესი აქვს ვიდრე 2 ლულიანს. ერთია რომ მძიმეა თუ ჯანი არ გერჩის და ხარჯიანია
მწყერზე ნამდვილად არა, მაგრამ იხვზე და კურდღელზე მოსახერხებელია.
რაც შეეხება საიმედოობას, 60 პატრონა მაქვს ნასროლი მიზანში ზედიზედ და არცერთი ჩავარდნა არ ქონია. ლულა ისეთი ცხელი იყო ხელს ვერ ვაკარებდი.
პირადად მე მაქვს იჟ 27 და მაინც ვფიქრობ რო თუ კარგ ვაზნებს ხმარობ. მც-თი ღორზე და დათვზე ნადირობა უფრო უსაფრთხოა ვიდრე 2 ლულიანით თოფით.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ ვიცი როგორც სანადირო თოფი რამდენად რამდენად მოსახერხებელია ხარჯიანობის და წონის ამბავში, მარა ამერიკული ვინჩესტერის სტილშია და მე ვფიქრობ მაგარი რამეა.
რამდენადც მე ვიცი მც-ს მთავარი პრიბლემა არის დამადებსი ხარსხი კონკრეტულად კი იმ დეტალის რომელიც ურუნველყოფს ლულის ჩაკეტვას. ოდნავ არასწორი გეომეტრია ან არასწორი ტერმული დამუსავება და ადრე თუ გვიან იარაღი იწყებს ჭედვას.
მც-ს არც ისეთი რთული მექანიზმი აქვს როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მე ვიყიდე იაფად რადგან გასროლის დროს აღარ ტენიდა და შეყენებული რჩებოდა, ყოფილ მეპატრონეს ეს გამოუსწორებელი ნაკლი ეგონა და სხვა ,,გამოცდილი" მონადირეების რჩევით ეს თოფი მიზერულ ფასში მომყიდა. სახლში მიტანის შემდეგ დავაკვირდი მექანიზმის მუშაობის პრინციპს და ადვილად მივხვდი მიზეზს და ერთ საათში ხელში ძალიან კარგი რამ შემღჩა. ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ თუ იარაღს მოუვლი და კარგ ვაზნებს ახმარ, მშვენიერი რამეა თავის ფასად. 10 წელი ისე მემსახურა რომ კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი. გარდა იმისა ნახევრად ავტომატის მინუსები რაც არის. მაგ: მქონია შემთხვევა კურდღელზე ნადირობისას მგელი წამომდგომია და 3-4 ნომრებით სავსე მჭიდი დამიცლია და ვერაფერი დამიკვლია. რაც 2 ლულიან თოფში ვაზნების შეცვლას დრო უნდა 10 ჯერ მეტია საჭირო ნახევრად ავტომატში.
მსგავსმა შემთხვევებმა მაიძულა შევლეოდი მას და გავყიდე და შევიძინე ტოზ 120 რასაც ნამდვილად არ ვნანობ.
MIMINO
ვიტო
გაიხარე კარგად გაქვს აღწერილი დაშლა-აწყობა, მაგრამ აი ეს დეტალი ვერ მოვხსენი ვერაფრით, იქნებ მირჩიო რამე
http://pix.ge/x/b/b/xuom6/
დიდი მადლობა
მც-ზე დავკარგე აბოიმის ზამბარა, ახალი რომ დავამზადებინო მინდა ზამბარის სისქე, თუ ვინმემ იცის დამეხმარეთ რამდენ მილიმეტრიანი მავთულით დავამზადებინო?
ეგ ეცოდინაბა ხელოსანს რომელსაც მიუტან..
მაგალითდ ანდროს მოსკოვის პროსპეკტზე..
ახლობელს მც-ზე გაუტყდა ნემსა, როგორ შეიძლება რომ ვუშველო? თითონ ნემსას ყიდვა შეიძლება თუ უნდა გამოვაჩარხინო? წინასწარ მადლობა
მადლობა ლევან
გამარჯობა,
მამაჩემისგან დამრჩა მც. რამოდეიმეჯერ გასასინჯად ველზეც გავიტანე, რის შემდეგაც ვატყობ რამოდენიმე პრობლემა აღმოვუჩინე:
1. როგორც მივხვდი დიდ ზამბარასთან უნდა იყოს 2 ცალი კალცო, ჩემსას 1 აქვს განიერი. (თუ აუცილებლად ჭირდება მე2ც, სად შემიძლია დავამზადებინო, ვიყიდო,)?
2. მემგონი ეს ყველა მც-ს ჭირს, 1 გასროლას აკეთებს და შემდეგ ჯორივით ჩერდება. ძალიან მცირე ინფო მოვიპოვე ინეტში თუ როგორ შემიძლია ვუშველო, თუ ლინკით ან კონკრეტული დავალებით დამეხმარებით, ძალიან მადლობელი დავრჩები.
გვერძე ღილაკი რომ აქვს მაგის ქვემოთ დაუდე შაიბა ისე რომ კნოპკას ოდნავ მიჭერა ჭირდებოდეს ხელის რომ ზატორი დაეშვას და 99% ეშველება
ბოლომდე ვერ მივხვდი რა მითხარი. გვერდზე ღილაკი - ანუ ზატვორის გამშვებს გულისხმობ? თუ მიმწოდებლის შემაჩერებელი როა - სატრიალებელი(წინ ან უკან)?
და ამ შემთხვევაში რას ეშველება? :-)
კოკანჯო
1.ძველ მოდელებს 2 კალცო ქონდა, შედარებით ახლებს, მე მგონი 89 წლიდან ერთ კალცოიანი გამოდიოდა, მეორე ლულის სამაგრზევე იყო ინტეგრირებული
2. რაც შეეხება გაჭედვას 30 გრამიანზე ნაკლებს ვერ ენდობი. შეიძლება სულ გაგიჭედოს
ჭალიმგელა
1. ხომ ვერ მეტყვი რა ადგილას ვუნახო რომელ წლიანია, ვერსად ვნახე.
2. კარგი ვცდი 30 გრამიანზე მეტის გასროლას. თუმცა მანამდე ჯობია კალცო ვიშოვო ხო? შეიძლება აქ სადმე ყიდვა, (არც ვინმე ნაცნობს აქვს ეს თოფი რომ გამოვართვა დროებით, და გამოვაჭედინო) მადლობა წინასწარ
კოკანჯო
შეიძლება არ აკლია. თუ ნამდვილად იცი რომ 2 კალცოიანი იყო
გამარჯობა. ამ თოფის ზამბარის ყიდვა მინდა და ვინმემ ხომ არ იცით სად შეიძლება ვიყიდო? (ლულის დამაბრუნებელი დიდი ზამბარა.) 551571172
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)