თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სასარგებლო რჩევები და სტატიები _ FAUSTI STEFANO

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 25 2009, 10:05

http://www.radikal.ru
ქალაქი ბრეშია , იტალიის ჩრდილოეთით ერთ ერთი საიარაღო ქალაქი მსოფლიოში, უდაოდ მთავარი კი იტალიაში. ამ ქალქში მდებარეობს ირტალიური იარაღის წარმოების ძირითადი მუხტი. არც ფაუსტი სტეფანოა გამონაკლისი.
http://www.radikal.ruფაუსტი სტეფანომ თავისი სახოლობის იარაღის საწარმო, ფირმა დაარსა 1948. თავდაპირველად ფირმა მხოლოდ შეკვეთილი დეტალებით თოფებსი აწყობაზე იყო ორიენტირებული, მაგრამ დღეს დღეობით დეტალების უმეტესობას ქარხანა თვითონ უშბვებს. ფირმა უკვე 50 წელიწადის განმავლობაში უშვებს, გლუვლულიან სანადირო და სპორტულ თოფებს. დღეისათვის ფირმას ხელმძრვანელობს სამი ქალბატონი, სამი და.(წინა მეპატრონოს ქალიშვილები) ელენა უფროსი დებს შორის
http://www.radikal.ru
ჯიოვანნა
http://www.radikal.ru
და ბარბარა
http://www.radikal.ru
ბარბარა და ელენა აკონტროლებენ წარბოების ხარისხს და იარაღის ექსპორტს, ხოლო ჯოვან კი ფირმის შიდა პოლიტიკასა და გაყიდვბს.
ისტორიისთვის ცნობილია რომ, ადრეულ ეპოქაში მეეფი და მონარქები, სახელმწიფოს გაძლიერებსა თუ მტრის შემოერთების მიზნიტ მიმართავდნენ საუკუნოდ გამოცდილ ხერხს, ათხოვებდნენ თავიანთ ქალიშვილებს სხვა სახელმწიფოს პრინცებზე ან პირიქით, ხშირ შემთხვევაში ასეთი ქორწინება წმინდა პოლიტიკური ხასიათის გახლდათ....ვერ ვიტყვი რომ ასეთივე მიზანი დაისახა ფირმამ (ხომ შეიზლება წმინდა გრძნობით შეუღლება) მაგრამ 1974 წელს ბარბარა ფაუსტი დაქორწინდა ფაბიო რიცინიზე (RIZZINI) ცნობილი საიარღო ბრენდის EMILO RIZZINIS ერთ ერთ მეპატრონეზე, რის შემდეგაც ფირმამ შეიერთა რიცინის საიარაღო საწარმო, ეს უკანასკნელი კი მთლიანად გადავიდა ფაუსტი სტეფანო დაქვემდებარებაში. უნდა აღინიშნოს რომ იტალიაში არსებონბს იარაღის მწარმოებელი რამდენიმე ფირმა სახელწოდებიტ რიცინი(RIZZINI) !
მაგრამ ხოოლოდ ემილიო რიზინის აქვს საკმაოდ ორიგინალიული და განმასხავვებელი ნიშანი, გერბი ორთავიანი არწივის გამოსახულებით გაშლილი ფრთებით, რომლსაც ბრჭყალებში უჭირავს ლათინური ორი ასობგერა R E . დღეს დღეობით ფირმას ხელმძღვანელობენ ორი ძმანი ფაბიო და კლაუდიო რიცინი. http://www.radikal.ru
იტალიაში იარაღის წარმოება გრიგალისებურად მიმდინარეობს, რასაც საფუძვლად ემყარება უმარლესი ხარისხის სიარაღო მასალა , ეს კი სუპერ თანამედროვე დაზგა დანადგარებს...არც ფაუსტია გამონაკლისი, საწარმო აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, თექნიკის ბოლო სიტყვით! მაგრამ მიუხედავად ამისა თოფევის აწყობა გამართვა თუ ცალკეულილ დეტალების შეერთება, მკაცრად ადამიანის გამოცდილი ხელების მიერ მიმდინარეობს. ხელით ნამუშევრობის კოეფიციენტი სხვა მწარმოებლებთან შედარებით ძალიან დიდია.
ფაუსტი პროდუქციის შესაიშნავი ასორტიმენტით გამოირჩევა. კომპანია უშვებს როგორც ბოკფლინტებს ასევე ჰორიზონტალურ ლულიან თოფებსაც, აქვს ერთი მოდელი ნახევრად ავტომატური თოფის და რაც მთავარია კომპანია იმ მცირე რიცხოვნთა სიაშია ვინც დღესაც არ წყვეტს გარეჩახმახიანი თოფეის კეთება....
ფაუსტუ უშვებს ორი ჩაკეტვის სისტემის მქონე ბოფქფლინტს: ზედა ჩაკეტვის სისტემით, სადაც ჰორიზონტალური ღერძი აფიქსირებს შვერილებს. მოდ. VOLO . ვოლო ქართულად ნიშნავს გადაფრენას.
http://www.radikal.ru

volo delux
http://www.radikal.ru
და ქვედა ჩაკეტვით მაგალიტად მოდ. ლიდერი.
http://www.radikal.ru http://www.radikal.ru

ეს მოდელები გამოდის როგორც სანადირო ასევე სპორტული დისციპლინებისთვის. კალიბრი ნებისმიერი შეიძლება იყოს, 12 დან 410 მდე. ლულების სიგრძე სტანტდარტულია 760, 710, ან 660. ფირმა უშვებს ასევე თოფებს ე.წ. სლაგს slug , ბოლო დროს ძალიან პოპულარურლს, მოკლე ლულებით 585 სმ ით. სასხლეტ დამცემი მექანიზმი თოფებსი ნაირგვარი კონსტრუქციისაა, როგირც ერთი ასევე ორ სასხლეტიანი მექანიზმებით(ამასთან ერთ სასხლეტიანი მექანიზმები გხვდება როგორც ბოქფლინტებში ასევე ჰორიზონტალურ ლულებიან თოფებში)
http://www.radikal.ru
ჰორიზონტალური თოფები გამოდის როგორც ბოქსლოკები ასევე გვერდით დაფებზე დამონტაჟებული საკეტებით, ეწ საიდლოკებით, მაგალითად მოდელი სტილი STYLE . ეს უკანასკნელი ეწ. ბოქსლოქია, ანუ კონდახის ყელში მოთავსებული დამცემ სასხლეტი მექანიზმით.

http://www.radikal.ru
"სტაილს" გამოდის ასევე დეკორატიული, ფალშ დაფებით რომელიც საკმაოდ ლამაზი იმიტაციაა სრული საკეტების. კალიბრი ნებისმიერი შეიძლება იყოს 12 დან 410 მდე.
კიდევ ერთი მშვენიერი ჰორიზონტალურ ლულებიანი თოფი მოდელი დეა ( DEA ). აიგივე მექანიზმითაა აღჭურვილი და გამოდის ნებისმიერი კალიბრის. "დეას" გააჩნია ლულების სიგრძის დიდი არჩევანი 600 მმ-იდან - 760 მმ-დე. ამ მოდლეს უპირატესად "თახვის კუდის" ტიპის ტიპჟირი აქვს
http://www.radikal.ru

"დეა" ფალშდაფებით
http://www.radikal.ru

ჰორიზონტალურ ლულიან თოფებს არავითარი საცვლელი ჩოკები არ გააჩნიათ არამედ მუდმივი სალულე შევიწროებებითაა არჭურვილი.
და საერთოდ ფაუსტი სტეფანოს თოფებში საცვლელი ჩოკებით გააჩნია კალიბრები 12 და 20 სხვა კალიბრებში არავითარი მობილჩოკი არაა გამოყებნებული !
და რათქმაუნდა გარეჩახმახიანი classic el gold. ყალიბი 12, 20. ლულების სიგრძე: 68სმ ; 71სმ ან 76 სმ-ი
http://www.radikal.ru
კომპანია აგრეთვე უშვებს ნახევრად ავტომატური სისტები თოფს "პროგრესს" ( PROGRESS)
http://www.radikal.ru
პროგრესი 12 ყალიბის ნახევრდ ავტომატური თოფია, სავზნე 76მმ-ია, ლულის სიგრძე 710 მმ, თოფის საერთო წონა 3,1 კგ-ია, მისი კოლოფი მსუბუქი შენადნობსაგანაა დამზადებული, ERGAL 55. სავაზნის მოცულობა 2 ან 4 ვაზნიანია. ავტომატური გადატენვა ხდება დენთის წვის შედეგად გამოყოფილი აირების საშუალებით. ლულა არჭურვილია ჩასახრახნი ჩოკებით.
ეხლა კი შევეხოთ არა ნაკლებ საინტერესო საკითხს კონდახსა და ტიპჟირს.... ფაუსტი თავის იარაღზე რათქმაუნდა მაღალი ხარისხის კაკალს "აყენებს", როგორც მშობლიურს ასევე ინპორტულს. მგრამ საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი რომ მსოფლიოში მაღალხარისხოვანი კალის რაოდენობა კატასტოფულად კლებულობს და თანდათან უფრო დეფიციტი ხდება, ბევრ პირველხარსიხოვან ფირმას აქვს სადარდებელი საკონდახე მასალის სახით.....თუმცა გენიალურმა იტალიელმა კონსტრუქტორ ინჟინრებმა და გამომგონებლებმა საიარაღო სფეროში მონახეს გამოსავალი ასეთი მდგომარეობიდან, კაკლის კონდახის ზედაპირზე სპეციალური საღებავითა და შესაბამისი ტექნოლოგიით, დაიტანება უმაღლესი ხარისხის კაკლის სტრუქტურა(არავითარი შპონი)ამ ტექნიკას ქვია XTRA WOOD, ამ ტექნიკის თავდაპირველ გამოყენებას ბერეტას მიაწერენ. ნახატი იმდენად მაღალი დონისაა და რეალურია რომ გამოცდილ პროესიონალ მეკონდახეებსაც უჭირთ მათი გარჩევა.

http://www.radikal.ru
აქედან გამომდინარე ფირმა იყენებს ამ ტექნოლოგიას თავის ერთ ერთ მოდელში ალბიონი ALBION, შესაბამისად შედარებით მასიური და ოდნავ დაბალი ხარისხის საკონდახე კაკალს, რომელიც უმკაცრესი კონტროლის ქვეშ გადის შრობასა თუ სხვა ტექნოლოგიურ ციკლს ვიდრე გახდება საკონდახედ გამოსადექი, საერთო ჯამში კი ძალიან მტკიცეა და არაფრით ჩამოუვარდება სხვა მაღალი კლასის კონდახებს გამძლეობაში....თუმცა ამაში დრომ უნდა დაგვარწმუნოს.
ALBION

http://www.radikal.ru
რაც შეეხება ალბიონს შედარებით ახალი მოდელია, აღჭურვილია ინერციონური ერთ სასხლეტიანი მექანიზმით. საყურადრებოა რომ მოდელი ალბიონი მხოლოდ ინგლისში ინპორტირდება სახელწოდებით ფალკონი Falkon(შევარდენი) დაახლოებით ალბათ გასაგებია თუ რა მიზეზით გადაერქვა მოდელს სახელი ...თოფი ხომ ნისლიან ალბიონში იყიდება.
წელიწადში ფაუსტი სტეფანო აწარმოებს 8 000 ერთეულ თოფს, მათგან მხოლოდ 1 000 ცალია ჰორიზონტალური ლულებით დანარჩენი შესაბამისად ბოქფლინტი. პროდუქციის 75 % ნადირობისთვისაა განკუთვნილი. 25 % კი სპორტული თოფებია. როგორც ირკვევა დები თავად გახლავთ აზარტული მონადირეები და სასტენდო სროლის მოყვარულები...
http://www.radikal.ru

ყველაზე საოცარი კი ისაა რომ ფაუსტი სტეფანოს წარმოებული თოფების მხოლოდ 10 % რჩება იტალიაში დანარჩენი კი გადის ექსპორტზე. ალბათ ეს ერთ ერთი განმსაზრვრელია ფირმის უზარმაზარი წარმატებისა....
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: hunter777 Jul 3 2009, 15:08

მაგარია ნიკუშ!! აქ დასამატებელს არც არაფერს ტოვებ! კარგია ბრატ!! სხვათა შორის ჩვენთანაც იყო გაყიდვაში ფაუსტი მაღაზია მაგნუმში ქონდათ! კარგი იარაღია!!

პოსტის ავტორი: ვიტო Jul 3 2009, 15:19

hunter777
მართლა კარგი სტატიაა

მაგნუმში ქონდათ მეც მახსოვს.
ისე ძალიან მაინტერესებს, საქართველოში კარგი იარაღები რომ შემოდის საკმაოდ მალე იყიდება და მერე სად მიდის, სახლებში უდევთ?
ნადირობის დროს იშვიათად შემიმჩნევია ვინმეზე კარგი იარაღი და თუ მართლა სახლში უდევთ რა აზრი აქვს ყიდვას, სილამაზის
გულისთვის თუ ყიდოლობენ არ ვიცი და ანტიკვარების რიგშიც არ გადის ეს იარაღები

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 3 2009, 16:51

ეგეთი თოფები..პირადად ჩემთვის, ხელოვნების ნიმუშებია.........როგორც კარგი სურათი ისე აღვიქვავ..რათქმაუნდა ხანდახან სროლითაც უნდა ისიამოვნო, მაგრამ მინდორში და ტყღრეაში სათრევად ნაღდად მეცოდება..

პოსტის ავტორი: დიტო Jul 3 2009, 16:57

ვიტო
ეგეთი თოფები ვისაც აქვს საქართველოში არც ნადირობს ალბად newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Jul 3 2009, 17:26

მადლობა გაიხარეთ
ჩვენ ფორუმელს აქვს ფაუსტი სტეფანო მოდ. ელეგანტი( გეოჟორიკას)
ვიტო ხალხი მაგრად ყიდულობს მაგრამ, ჩვენ ვერ ვხედავთ უბრალოდ ნადირობის დროს ასეთ მონადირეებს
რაც მაგ მაგაზიაში იყო დაახლოებით 20 თოფი სულ გაიყიდა დარჩა ერთი ცალი newsmile090.gif . სხავათაშორის საკმაოდ ნორმალური ფასი აქვს 2500ლარიდან იწყება და იტალიური თოფისთვის(მაღალი ხარისხია სხვასთან შედარებით) ძალიან მისაღებია...
აუ ეხლა რა ვიცინე , მაიმარკეტზე ვიყავი სესული და ტიპს უწერია იყიდება ბელგიური თოფი ზაუერიო newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif
ფასსზე კიდე უფრო ვიცინე newsmile090.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Jul 3 2009, 19:14

ჰოო მაგაზე მეც ვიცინე ზაუერიო და ბელგიურიო! რათ უნდა ეხა მაგას ეგ თოფი?

პოსტის ავტორი: geojorjika Jul 3 2009, 21:45

მე მაქვს ფაუსტი , კმაყოფილი ვარ მთელი ოჯახით და ვნადირობ კიდევაც newsmile05.gif ასე რომ სახლშI დასადებად არ მიყიდია, თუმცა რთ უნდა ავღნიშნო ხანდახან მეცოდება ხოლმე ტყეში წასათრევად newsmile05.gif Bonehill საღOლ კარგი რეპოტია newsmile05.gif , აი ჩემი ფაუსტი და ბენჟამინ დისკოვერი newsmile05.gif





პოსტის ავტორი: დათო ბუ Jul 3 2009, 21:58

მე ვიცი რამოდენიმე ვისაც აქვს მაგარო თოფები ,საერთოდ არ გაუსვრიათ.

პოსტის ავტორი: ვიტო Jul 4 2009, 01:19

geojorjika
შენ არ მიგულისხმიხარ გიო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: მონადირე Jul 6 2009, 21:01

ყოჩაღ ნიკა! სრულფასოვანი თემაა!!!

რიცინის ოჯახის სხვა წევრებიც საკმაოდ ძლიერები არიან.

პოსტის ავტორი: Bonehill Jul 7 2009, 09:08

დიდი მადლობა
მაგ თემებსც შევეხებით აუცილებლად

პოსტის ავტორი: GIO-85 Feb 11 2010, 11:45

FAUSTI STEFANO ს იაფიანი მოდელს სად ვნახვ....? და რაგირს.....?

პოსტის ავტორი: Bonehill Feb 11 2010, 12:53

ყველგან სადაც ფაუსტი იყიდება ! მაგრამ საქმე იმაშია რომს საქართველოში ჩამოტანილი იაფიანი მოდელები რატომღაც ძალიანაც ძვირი ღირს ხოლმე.
მოკლედ ფაუსტის ფასებს რომ დავაკვირდი ჩვებთან თითქმის ყველა თოფი 700-800 $-ით მეტი ღირს, ვიდრე ნამდვილი ფასია.
ფაუსტები იყიდება გაგარინზე "კალიბრში" და მის ფილიალებში

პოსტის ავტორი: GIO-85 Feb 11 2010, 16:19

და ფასი რააქვს ?






პოსტის ავტორი: Bonehill Feb 11 2010, 17:26

2800 გელადან ზევით თუ კარგად მახსოვს

პოსტის ავტორი: LeoTaso Mar 14 2012, 21:48

დიტო
ახალი ვარ და ეხლა ვნახე ეს თემა ))
მე მაქვს მეგობარო პირადად FAUSTI STEFANO ELEGANთ DE LUX -ი 2008-ში ვიყიდე და ცარმატებით ვნადირობ ყველაფერზე რაზეც შეიძლება ნადირობა ჩვენ ქვეყანაში, მაგარი თოფია მაგრამ HOLAND-HOLANDI ხომ არაა ვიტრინაში გამოკეტო?! newsmile058.gif )))

პოსტის ავტორი: PREDATOR Jun 8 2012, 17:28


პოსტის ავტორი: hunter777 Jun 8 2012, 18:48

ვგიჟდები თოფიან დედაკაცებზე რააD.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 8 2012, 20:22

hunter777
უთოფოებს ხო ვერ იტან აი

უუუხ შენ რა ხარ

D.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Dec 4 2012, 18:33

ციტატა(Bonehill @ Jun 8 2012, 21:22) *
hunter777
უთოფოებს ხო ვერ იტან აი

უუუხ შენ რა ხარ

D.gif



D.gif

პოსტის ავტორი: iosebovich Jan 12 2013, 14:17

დღეს ერთ-ერთ ფორუმზე წავიკითხე ქართველი ფორუმელის წერილი და აინ რას ყვება ამ თოფებზე. წასულა კალიბრში ფაუსტის საყიდლად, კაი ხანი ველოდე ჩამოსვლასო, ძალიან მინდოდაო, და რა აღმოჩნდა იცით? ტამასა იყო დევალვირებული ანი გაღუნული და ლულების შიგნით პრობლემაზე წერდა კიდევ რაღაცას. მოკლედ დაიწუნა და წავიდა მერე და ფაბარმი იყიდა. ეხლა მე მაინტერესებს , ერთ-ერთი ცნობილი იტალიური ფირმა იქამდე დადის, რომ შეუძლია ეგეთი წუნდებული თოფი გამოუშვას და მერე ზეთავხედობით კიდევ ექსპორტზე გააგზავნოს? მე ძალიან მეეჭვება და იმ ფორუმელის ადგილზე ერთ კაი წერილს გავუშანშალებდი ფირმას თავისი სურათებით და არამგონია ყურსმიღმა გაეტარებინოთ. აუცილებლად ექნებოდა რეაქცია. მე ძალიან მომწონს მაგათი თოფები , განსაკუთრებით ჰორიზონტალურლულებიანი და ეგეთი რაღაცეებს თუ ბედავენ მაშინ რითი აიხსნება მსგავსი წარმატება?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jan 12 2013, 14:22

iosebovich
როგორც წესი ეგეთი თოფები იბრაკება დაჟე თურქეთშიც და იტალიური ხომ მითუმეტეს.
რამე მერე ხომ არ იყო ნაჩალიაჩები?

პოსტის ავტორი: iosebovich Jan 12 2013, 16:21

ჭალიმგელა
არაფერს წერდა. საკმაოდ მწირი ინფორმაცია იყო. ან მაღაზიაში რა უთხრეს. ოჩოპინტრესავით დახვეწილი ფორუმი არ არის, შემთხვევით გადავაწყდი, სულ სხვა რამეს ვეძებდი მაგ თოფებზე. ან მაღაზიაში რა უთხრეს, ან თავი რითი იმართლეს, იმათთვისაც ხო ზარალია არაა. ჩამოიტანეს და ვერ გაიყიდება. კალიბრზეა საუბარი და ძალიან კარგ მაღაზიად ვიცნობ. აი ასეთი ამბავია. მერე ნაჩალიჩარი რა ეტაპზე იქნებოდა ვერ ვხვდები. ისე რუსების საყვარელი ფირმაა newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif და ხო არ გააფეუჭეს ამ რუსებმა ეს იტალიელებიც მეთქი თავიანთნაირადnewsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif სამი დიდან უმცროსი სუფთად საუბრობს რუსულად და რუსულ ბაზარზეც აქტიურად არიან შესული მე ვიტყოდი აგრესიულადnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Jan 12 2013, 19:12

საინტერესოა !
მაინც თოფი უნდა ინახოს ასე მგონია. თავისუფლად შეიძლება ეწ ნაჩალიჩარის ანუ რაღაც გზით დაზიანებულის ვაი აღდგენა ან რაიმე მასეთი მიზეზი იყოს.
რუსეთის არანაირ ზეგავლენაზე არ შეიძლება იყოს საუბარი newsmile045.gif ჩემი პირადი აზრით
რათქმაუნდა არ გააფუჭებს ფირმა თოფების ხარისხს და არ გაიფუჭებს რეპუტაციას, არავითარი ეკონოომიის მიზნით.
რავიცი აბა ყველაფერი ხდება, მაინც უნდა ინახოს ...
ისე ძაან დამძაბა მაგრამ იმედია ყველაფერი გაირკვევა

პოსტის ავტორი: იეტი Jan 12 2013, 21:26

newsmile05.gif
მე გადამხდა ეგ ამბავი
ფაუსტი - მოდ. ალბიონი, რატომღაც მინდოდა ამ მოდელის შეძენა მითუმეტეს რომ ერთი ფაუსტის მფლობელი ვიყავი უკვე.
ფასუტი არაა ის ფირმა უნაკლო ბიუჯეტური თოფები აწარმოოს ან რომელია ეგეთი?.
კალიბრის ერთ-ერთ ფილიალში ვიყავი, იქ გოგონები არიან, რა უნდა ეთქვათ, აშკარად ქარხნულ წუნი იყო და ...
მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული ფაბრიკაში უკვე მზა იარაღი ირჩევა და მერე წყდება რომელ ქვეყანაში რომელი პარტია უნდა გაიგზავნოს.
შენ შეგიძლია მიხვიდე ქარხანაში და იყიდო მცირედ წუნდებული (საუბარი არაა გაუმართავ თოფზე) იარაღი იმაზე იაფად ვიდრე წუნდაუდებელი ან წუნგამოსწორებული.






პოსტის ავტორი: იეტი Jan 12 2013, 21:35

ციტატა(Bonehill @ Jan 12 2013, 20:12) *
საინტერესოა !
მაინც თოფი უნდა ინახოს ასე მგონია. თავისუფლად შეიძლება ეწ ნაჩალიჩარის ანუ რაღაც გზით დაზიანებულის ვაი აღდგენა ან რაიმე მასეთი მიზეზი იყოს.


გამორიცხული, საკონსარვაციო არ ქონდა მოშორებული
მე ძალიან კირკიტა ვარ ეგეთ საკითხებში, დარწმუნებული ვარ გარკვეულ კატეგორიას შეიძლება ვერც შეემჩნია, არც ისე იყო თვალში აშკარად გცემოდა სადღაც სავაზნიდან 35-40 სანტიმეტრში მარჯვნივ იყო გახრილი 10 სანტიმეტრზე და მერე სწორდებოდა.
დიდი არაფერი საშიში და გამოუსწორებელი მაგრამ რატო უნდა მეყიდა newsmile05.gif
ისე კი როგორ ორივე ფირმის იარაღის მფლობელს, ფაბარმის დამუშავების ხარისხი უფრო მომწონს ვიდრე ფაუსტის. ფაუსტის შიდა დეტალები (ის რაც გარეგანი დათვალიერების არ ჩანს) აშკარად ტოვებენ ნაკლებ პოლირებულის შტაბეჭდილებას ვიდრე ფაბარმის.

პოსტის ავტორი: იეტი Jan 12 2013, 21:39

ო კიდევ ალბიონს XTRA WOOD დაფარვა აქვს და დაკვირვებული თვალი ეგრევე ხვდება რომ რაღაც თითქოს ლამინირებულ მასალასთნ რომ გვაქვს საქმე newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Jan 12 2013, 21:49

საინტერესოა...

ციტატა(იეტი @ 12th January 2013 - 22:26) *
მე ერთ რამეში ვარ დარწმუნებული ფაბრიკაში უკვე მზა იარაღი ირჩევა და მერე წყდება რომელ ქვეყანაში რომელი პარტია უნდა გაიგზავნოს

newsmile040.gif ძალიან სამწუხარო ამბავია...

ალბიონი მეც ძალიან მომწონს

პოსტის ავტორი: იეტი Jan 12 2013, 21:59

ციტატა(Bonehill @ Jan 12 2013, 22:49) *
საინტერესოა...

newsmile040.gif ძალიან სამწუხარო ამბავია...

ალბიონი მეც ძალიან მომწონს


მარტივ მაგალითს გეტყვი; ფრანკონიის ერთ ერთ მაღაზიაში, ასორტიმენტის თვალიერებისას რაღც ნაცნობი მომხვდა თვალში, მივედი და დავაკვირდი იჟ-43, მაგრამ იმდენად კოპწიად შესრულებული რომ პირი დამრჩა ღია. ფასი 340 ევრო თუ სწორად მახსოვს, ანუ იგივე ფასი რაც აქ მაგრამ დამუშავების ხარისხის შედარება უბრალოდ არ შეიძლებოდა. მერე მაღზიის მენეჯერს გამოველაპარაკე და ესეთი რამ მითხრა, ჩამოვა უარესი ხარისხი ? გავუკეთბთ კონტრაქტს უკანო
აქ ვინ გააკეთებს მაგას ? newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Jan 12 2013, 22:10

იეტი
ეგრეა, გეთანხმები.

მე რამდენიმე მაგალითი მქონდა ჩემთვის ჩანიშნული, არც ვახმოვანებდი და არც არაფერი....მაგრამ ვატყობ ნელ ნელა მართლდება ჩემი 'შიში' ......
newsmile040.gif

პოსტის ავტორი: iosebovich Jan 12 2013, 22:14

იეტი
Gაიხარე რო გამოგვეხმაურე. მაგარი გული დამწყდა რაა. რა არის ეს, რა ქვია ამას, რატო უნდა წამოიღო უხარისხო და ეცადო შესტენო ქართველ მონადირეს. ამხელა ფულს ვიხდი და არ უნდა ვიყო დარწმუნებული? ისე სირცხვილი მაგ ფირმას. ეგეთი თოფები ეგრევე უნდა გაანადგურონ. არადა ხარისხის კონტროლი ხო არსებობს არა?

პოსტის ავტორი: levan81 Jan 12 2013, 22:23

ეს ყველაფერი გარკვეულწილად ჩვენი ბრალიც არის, გასდით და გვატყუებენ. რატომაც არა? ვინ რას ეტვის? არადა ერთი პატიოსანი მაღაზია მაინც რომ იყოს, ადეკვატური ფასებით, ამათაც მოუწევდათ დაფიქრება კლიენტთან ურთიერთობაზე.

პოსტის ავტორი: Bonehill Jan 12 2013, 22:24

iosebovich
კი არსებობს მაგრამ, მწარმოებლის სურვილზეა დამოკიდებული ყველაფერი. მე მაინც მგონია რომ თეორიულად ასეთი რამე ფაუსტი და შვილებს არ უნდა შეშლოდათ, მაგრამ პრაქტიკულად თავისუფლად შეიძლება !

მსოფლიო არ გვიცნობს როგორც ნადირობის კულტურის მქონე ქვეყანას.
არც თოფების კუთხით, არც ძაღლების არც სანადირო მეურნეობების ! ! !
მზად ვარ ავხსნა ჩემი ნათქვამი .

პოსტის ავტორი: იეტი Jan 12 2013, 22:32

ციტატა(iosebovich @ Jan 12 2013, 23:14) *
იეტი
ისე სირცხვილი მაგ ფირმას. ეგეთი თოფები ეგრევე უნდა გაანადგურონ. არადა ხარისხის კონტროლი ხო არსებობს არა?


რას ამბობ კაცო, ეგრე რომ ანადგურონ ხომ გაკოტრდებიან newsmile090.gif
ხარისხის კონტროლი არის რათქმაუნდა, ყველა იარაღი გადის საბოლოო კონტროლს, წუნდებული გადაიდება გვერდზე და ბრუნდება ცეხში წუნის აღმოსაფხ**ელად. მცირედ წუნდებულები კი კიდე ცალკე გვერდზე გადაიდება, ან ქარხანაში დასაბრუნებლად ან ყველა მატარებელს თავის პასაჟირი ყავს პრინციპით newsmile045.gif
ერთი რაშიდაც მართლა ვარ დარწმუნებული ქარხანა არ გაატანს მომხრაბელს ისეთს იარაღს რომელმაც შეიძება მის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას, ამას არავინ გარისკავს ! ეხლა პატარაზე სამიზნე თამასა თუ იქნა მოხრილი , მაი არაფერი newsmile05.gif
ყველა ფირმაში ხდება ეგ ფაუსტი არაა გამონაკლისი მითუმეტეს ბიუჯეტურ მოდელბზე, არადა ჩვენთვის რო არაა ეს ოხერი ბიუჯეტური ესაა რომ გვაღელვებს, თორე 900-1000 ევროიან თოფისგან (ესე ღირს ფაუსტის ბიუჯეტურები) ევროპელი მონადირე დიდს რომ არაფერს მოელის ეს ცხადია newsmile05.gif




პოსტის ავტორი: iosebovich Jan 12 2013, 22:35

Bonehill
აი მანდ ვერ დაგეთანხმები. არაა აუცილებელი მიცნობდეს. სახელსა და პრესტიჟს უნდა გაუფრთხილდეს ფირმა. ეხლა რო ავდგე და ერთი კაი წერილი გამოვაცხო ხო წყალი წაიღებს მაგათ ავტორიტეტს და საიმედოობას? სადღAც აფეთქდებიან და უღირთ ეგ ამბავი?

პოსტის ავტორი: იეტი Jan 12 2013, 22:40

ციტატა(Bonehill @ Jan 12 2013, 23:24) *
iosebovich
მსოფლიო არ გვიცნობს როგორც ნადირობის კულტურის მქონე ქვეყანას.
არც თოფების კუთხით, არც ძაღლების არც სანადირო მეურნეობების ! ! !
მზად ვარ ავხსნა ჩემი ნათქვამი .


დასტურ !
მსოფლიო კი არა აგერ შენი მეზობელი ქვეყნები აღარ გცნობენ უკვე, ყველამ ძალიან კარგად იცის რომ საქართველოში კინოლოგია, სანადირო მეურნეობა, სპორტული თევზაობა - ეს "კულტურები" ჩანასახშივე მოკვდა.
ესაა ბრაკების ქვეყანა, სადაც ველური წესით ანადგურებენ ყველაფერს რაც სულ ღაფავს.




პოსტის ავტორი: Bonehill Jan 12 2013, 22:50

ციტატა(iosebovich @ 12th January 2013 - 23:35) *
აი მანდ ვერ დაგეთანხმები.

კი ბატონო newsmile045.gif
ანუ თუ კულტურა არ არის ე.ი. არ არის შესაბამისი განათლება. ვერც ვერავინ მიხვდება წუნს და არც არანაირი წერილი არ მოსულა წუნის თაობაზე...
უზარმაზარი თემაა, სამწუხაროთ კლავიატურით ვერ გავაგრძელებ D.gif
პატივისცემით
იეტი
100 %

პოსტის ავტორი: iosebovich Jan 12 2013, 22:51

იეტი
ბონეს ეკუთვნის ეგ ფრაზები და დასტურიც მასnewsmile05.gif ყველა დარგში ეგ სიტუაციაა . და იცი რატომ? საქართველოში არაპროფესიონალების ბუმია და მცოდნე-გამოვდილი ხალხი გვერდზეა გაწეული და ჭკუას არავინ ეკითხება.

პოსტის ავტორი: PREDATOR Mar 22 2013, 18:53


პოსტის ავტორი: PREDATOR Mar 8 2016, 23:31




პოსტის ავტორი: PREDATOR Mar 8 2016, 23:38


პოსტის ავტორი: PREDATOR Mar 24 2016, 22:25


პოსტის ავტორი: PREDATOR Apr 30 2016, 19:46


პოსტის ავტორი: PREDATOR May 1 2016, 09:08

http://forum.guns.ru/forummessage/60/257908.html

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)