თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სასარგებლო რჩევები და სტატიები _ James Purdey & Sons - ლეგენდა

პოსტის ავტორი: მონადირე Jun 11 2009, 20:13

მინდა ორიოდე სიტყვით მოგითხროთ ამ ლეგენდარული გლუვლულიანის და მისი შემქმნელის შესახებ.
პერდე ეს არის სანადირო თოფის წარმოების ისტორიაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საფირმო ნიშანი, რომელიც იქცა უმაღლესი ხარისხის ეტალონად მთელს მსოფლიოში და რომლისთვისაც დრო არ არსებობს მსგავსად ეგვიპტური პირამიდებისა!

ამგვარი ხოტბის გარეშე არ შემეძლო საუბრის დაწყება ამ ბრწყინვალე იარაღზე.

პერდეს მანუფაქტურა შეიქმნა ლონდონში 1814 წელს ანუ როგორც პერდეს ოფიციალურ საიტზე წერენ, ერთი წლით ადრე ვატერლოომდე... არის ამ შენიშვნაშიც რაღაც აღმაფრთოვანებელი... მისი დამაარსებელი ჯეიმს პერდე უფროსი (James Purdey) სპეციალობით მეიარაღე, უფრო კონკრეტულად კი მეკონდახე გახლდათ და მუშაობდა იმ დროისათვის მთელს ბრიტანეთში განთქმულ მეიარაღის ჯოზეფ მენტონის (Joseph Manton) სახელოსნოში. მალე ჯეიმსის სახელოსნომ მისი დამფუძნებლის და მთავარი მეიარაღის ნიჭის წყალობით უპირატესობა მოიპოვა მენტონის სახელოსნოზე და უკვე 1838 წელს დედოფალმა ვიქტორიამ შეიძინა პერდეს წყვილი პისტოლეტი, რაც თავისთავად უდიდეს აღიარებას ნიშნავდა.

1858 წელს მამისგან კომპანია გადმოიბარა შვილმა - ჯეიმს პერდე უმცროსმა. ამ უკანასკნელის სიცოცხლის განმავლობაში პერდემ კარდინალური ცვლილებები განიცადა, კერძოდ მისი ხელმძღვანელობით სწრაფად ვითარდებოდა და სრულყოფილებას განიცდიდა თოფებისა და შაშხანების როგორც გარეგნული იერსახე, ისე მექანიზმი. 1880 წლისათვის პერდემ გამოიგონა და წარმოებაში ჩაუშვა უჩახმახო, თვითგამხსნელი თოფები. დაახლოებით ამ პერიოდში იქმნება ამომგდები სისტემა, ე.წ. "ეჟექტორი"...

1900 წელს ატოლ პერდემ (Athol Purdey) მამისგან მემკვიდრეობით მიიღო კომპანიის ხელმძღვანელობა. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში (1914-1918) ატოლის ვაჟებმა (ჯეიმსი და ტომი) მძიმე ჭრილობები მიიღეს საფრანგეთის ფრონტზე და მხოლოდ 20-იან წლებში შეუერთდნენ ფირმას, ხოლო საბოლოოდ 1929 წელს გადაიბარეს მამისგან იგი.

საგულისხმოა რომ 1913 წელს პერდემ ვუდვარდის პატენტი (Woodward Patent) შეიძინა რომლითაც მას ნება ეძლეოდა გამოეშვა ბოკფლინტი. აღნიშნული პატენტის გამოყენება პერდემ 1949 წელს დაიწყო კომპანია "ვუდვარდისა და შვილების" (Woodward&Sons) ნებართვით.

1946 წელს პერდეს კომპანია გაიყიდა. იგი გადავიდა რიჩარდ ბიუმონტის (Richard Beaumont) ხელმძღვანელობაში, რომელიც 1970 წლამდე ედგა სათავეში კომპანიას. მიუხედავად ამისა, 1994 წლამდე პერდე მაინც რჩებოდა ამ გვარის წარმომადგენელთა საოჯახო კომპანიად. მოგვიანებით ბიუმონტი თავი გაანება კომპანიის ხელმძღვანელობას და იგი გადავიდა რიჩმონტის ჯგუფის (Richemont Group) ხელში.

2007 წლიდან პერდეს სათავეში უდგას ნიგელ ბიუმონტი (Nigel Beaumont), რომელმაც ამ თანამდებობაზე შეცვალა რიჩარდ პერდე.

დღეისათვის პერდე უშვებს 12, 16, 20, 28 და .410 ყალიბის გლუვლულიან სანადირო თოფებს როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური შედუღების ლულებით, აგრეთვე ე.წ. შტუცერებსა და Bolt Action შაშხანებს შემდეგ ყალიბებში: 375, .470, .500, .577 და .600


ასე რომ, პერდე კვლავაც განაგრძობს თავის საქმიანობას - ტრადიციულად მხოლოდ ინდივიდუალურ შეკვეთებზე მუშაობს და ისევ რჩება პლანეტის ხუთივე დასახლებულ კონტინენტზე მცხოვრები მონადირეების ოცნების იარაღად...







გამოყენებულია მასალები პერდეს ოფიციალური სტატიიდან: www.purdey.com
აგრეთვე საძიებო სისტემიდან google


P.S. გარწმუნებთ ტექსტის მხატვრული გაფორმება მხოლოდ მე მეკუთვნის! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Jun 11 2009, 21:25

მონადირე
კამფეტკა
კარგა გემრიელად ჩავიკითხე, გაიხარე

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 11 2009, 22:11

კარგია!! small3d018.gif პერდე არის და იქნება ერთ -ერთი საუკეთესო უმაგრესი და უმშვენიერესი სანადირო იარაღი ჩემის აზრით! როგორც მხარვრული ისე ტქნიკური მახასიათებლით, მისი შეხებაც კი უდუდეს სიამოვნებას მანიჭებს პირადად მე! აურა მოდის თითქოს ცოცხალია! მაგარია ლაპარაკობს იარაღი იმი დედა ვატირე რა!! newsmile035.gif newsmile027.gif ღმრრთმა ქნას და ერთი ეგეთი შემასხვისებინოს რა!

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 12 2009, 00:05

მაგრად გამოგივიდა.. newsmile027.gif მართლა მშვენივრა ჩავიკითხე მართლაც უმაგრესი ხალხი ისტორია...

პოსტის ავტორი: მონადირე Jun 12 2009, 11:48

ვიტო
hunter777
ლევანი
დიდი მადლობა ბიჭებო!

კიდევ დავუმატე ინფო რა ტიპის იარაღს უშვებს დღეისთვის და ფოტოები.

ვეცდები მომავალშიც განვაგრძო ამ ტიპის თემების გახსნა თუ დრო მექნა.

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 13 2009, 02:19

ვაიმე რა კონდახი აქვს პირველ სურათზე გადავყირავდი....აი მასალა ეგ არის..ისე დღეს გავიგე..პერდეს წარმომადგენლობა გაუხსნია აზერბაიჯანში ამ 2 თვის უკან..

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 13 2009, 06:45

ციტატა(ლევანი @ Jun 13 2009, 02:19 AM) *
ვაიმე რა კონდახი აქვს პირველ სურათზე გადავყირავდი....აი მასალა ეგ არის..ისე დღეს გავიგე..პერდეს წარმომადგენლობა გაუხსნია აზერბაიჯანში ამ 2 თვის უკან..

შ ა ნ ს ი ა რ ა ა ლ ე უ შ

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 13 2009, 07:27

ციტატა(ლევანი @ Jun 13 2009, 02:19 AM) *
ვაიმე რა კონდახი აქვს პირველ სურათზე გადავყირავდი....აი მასალა ეგ არის..ისე დღეს გავიგე..პერდეს წარმომადგენლობა გაუხსნია აზერბაიჯანში ამ 2 თვის უკან..

ეუუუუუუუუუუუუუ ეგ თუ მართლა ეგრეა იმენნა დეპრესია მექნება ცხოვრებისეული! რაღაც მეეჭვება მაგრამ !!!

პოსტის ავტორი: მონადირე Jun 13 2009, 13:07

ციტატა(levani @ 13th June 2009 - 02:19 AM) *
პერდეს წარმომადგენლობა გაუხსნია აზერბაიჯანში ამ 2 თვის უკან..

დავას ჯობია გადავამოწმოთ. მე მივწერ პერდეს და ვნახოთ რას გვიპასუხებს.


ამ წუთას მივწერე და ვნახოთ რას მიპასუხებენ. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 14 2009, 21:30

არ არის გამორიცხული,მანდ ბევრი ფულიანი ხალხი ცხოვრობს, და შესაძლებელია ეგ ამბავი

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 14 2009, 23:19

როგორც გავიგრ მაგრად შემოსულა მოდაში..ძვირფასი თოფებით ნადირობა...ილხამს ყვარებია თურმე..მაგარი თოფები.

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 15 2009, 14:52

კიი მეც მაგას ვამბობ სწორედ...აზერბაიჯანი ნავთობმომპოვებელი ქვეყანაა..ბევრი დიდი ფულის პატრონი ადამიანი გაიჩითა და თან მოდაში შემოვიდა ძვირიანი თოფით ნადირობა...პერდემ იცის რასაც აკეთებს..(ნოვი აზერბაიჯანელებზეა გათვლა)

პოსტის ავტორი: მონადირე Jun 15 2009, 20:02

მე თუ მკითხავთ, კარგია მეზობელ ქვეყანაში და თან ასე ახლოს პერდეს წარმომადგენლობის არსებობა. ნუ, რათქმაუნდა საკუთარ სამშობლოში ჯობია, მაგრამ მაინც...

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 16 2009, 13:30

ისე ერთ რამეს ვიტყვი რა მაგ ტოფის საყიდელი ფული რომ მქონდეს და ყიდვაც მინდოდეს ტუ გინდა კატმანდუსჰი იყოს მაინც ვიყიდი, ასე რომ ზმებო მანდამაინც ზაან გული ნუ დაგწყდებათ newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 16 2009, 16:39

რათქმაუნდა...100 000 ევრო ღირს..მაგის ფული თუ მექნა როგორმე ინგილიდანაც გამოვიწერ...და სახლში მომართმევენ... newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 17 2009, 13:23

ლევანი

ხოდა ეგაა რა, მაგის მაგაზია აქ რო იყოს თქვენი არ ვიცი მარა მე კი მაგრად გავღიზიანდებოდი newsmile089.gif

პოსტის ავტორი: მონადირე Jun 19 2009, 14:33

აგერ, პერდეს ოფიციალური წარმომადგენლის საპასუხო მეილი ჩემს შეკითხვაზე, აქვს თუ არა პერდეს საკუთარი წარმომადგენლობა გახსნილი აზერბაიჯანში:


Dear Sir
Thank you very much for your email.
Although there is not a Purdey store in Azerbaijan we do have a wholesale account which stocks a select range of Purdey accessories, however they do not sell our guns or clothing range.
The company is SI Luxury World , their contact details can be found on our website www.purdey.com and I list them here for you:

Azerbaidjan
SI Luxury World Ltd
Hyatt Tower 2
Izmir 1033
Baku AZ 1065
Tel : 00994 12 4977990


Please do not hesitate to contact me should you require further information.


Yours sincerely


Paul Cartledge
Operations Director
James Purdey & Sons

Commercial Office
1 Felgate Mews
Hammersmith
London
W6 0LY
020 8600 6839


გითარგმნოთ?

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 19 2009, 14:48

ხომ ვთქვი წარმომადგენლობა არ იქნება თქო(ყოველ შემთხვევაში ვიცოდი რომ თოფები არ გაიყიდებიდა) newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
ყოჩაღ აქტიურობისთვის მონადირე

პოსტის ავტორი: მონადირე Jun 19 2009, 19:23

პერდეს არ აქვსო საკუთარი მაღაზია აზერეთშიო. მანდო გახსნილი აქვსო SI Luxury World Ltd ამ კომპანიას მაღაზიაო, სადაც ჩვენი ანუ პერდეს აქსესაურები იყიდებაო, თუმცა ისინი არ ყიდიან ჩვენს თოფებს და ტანსაცმელსო. ეტყობა სანადირო ტანსაცმელსაც უშვებს პერდე ბატონი.

ფაქტია რომ SI Luxury World Ltd ეს კომპანია პერდესთან ოფიციალურ ურთიერთობაშია, რადგან პერდე მწერს ამ კომპანიაზე იხილე ჩემს საიტზეო, მაგრამ როგორც გითხარით არც საფირმო მაღაზიის გახსნა და არც SI Luxury World Ltd-ს მიერ პერდეს თოფების გაყიდვა აზერბაიჯანში, პერდეს ოფიციალურმა წარმომადგენელმა პოლ კარტლეჯმა არ ამიდასტურა.

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 19 2009, 19:40

დიდი მადლობა მონადირეს! კაი კაცი ხარ ბრატ!! მომეშვა გულზე მაგის დედაც!! რათ უნდათ აზერებს პერდე?? მაგათ ნავთობიცეყოფათ,!!

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 19 2009, 20:30

ესეიგი მთლად ისე აღარ ვინერვიულებთ newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Jun 25 2009, 22:58

ეს პერდეს სურათები

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 27 2009, 12:48




პოსტის ავტორი: Bonehill Oct 27 2009, 20:34

პერდე მეფეების ოცნება.....

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)