თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სასარგებლო რჩევები და სტატიები _ "ტოზ" - 34 ( ТОЗ - 34)

პოსტის ავტორი: Bonehill May 19 2009, 17:59

სანადირო გლუვლულიანი თოფი ლულების ვერტიკალური განლაგგებით, დაპროექტებულია კონსტრუქტორ კოროვიაკოვის მიერ 1965 წელს მაგრამ წარმოება დაიყო მხოლოდ 1969 წლიდან, მანადე გამოდიოდა ერთეულ ეგზემპლარებად.

http://www.radikal.ru

კალიბრი ძირითადად12 და 28 მაგრამ მცირე რაოდენობით ასევე 20 და 32.თოფის წონა პლასტმასის ამორტიზატორიტ(ე.წ. "პიჩით" )3,200კგ, რეზინის ამორტიზატორით კი 3,300. 28კალიბრის თოფის შემთხვევაში წონა 3,100კგ- მდე. ცევიო(ტიპჟირი) არ იხსნება, მიმაგრებულია ლულებზე სახრახნისებით.

http://www.radikal.ru

თოფს გააჩნია ჩახმახების შეყენების მაშვენებლები

http://www.radikal.ru

სამიზნე თამასა ჩვეულებრივი ან გამაგრილებელი ჭრილებით .კონდახი ძირითადად წიფლის და არყის ხის, იშვიათად კაკლის, კონდახის ტიპი პისტოლეტური იშვიათად ინგლისური. (რაც ჩემი აზრიტ ძალიან ელეგანტურია კონკრეტულად ამ თოფზე)

http://www.radikal.ru

12 კალიბრის ლულების სიგრძე 720-750მმ, 28 კალიბრისთვის კი 660 - 675მმ, სავაზნე 70მმ. სავაზნე და ლულები ქრომირებული, საშუალო მაქსიმალური წნევა 663კგწ/სმ კვადრატზე (700მდე). 28 კალიბრის თოფს იგივე სიმაღლის კალაპოტი და ლულები აქვს(ანუ ლულებიც უფრო მსხვილი ) რაც უაზროდ ამძიმებს თოფს, მაგრამ ამვდროულად საშუალებას გვაძლევს, 28კალიბრის თოფიდან გავისროლოთ გაძლიერებული მუხტისა და ჭურვის მქონე ვაზნები(მაგნუმის მსგავსად) თვალსაჩინოებისათვის დენთის მასა 2 გრამი დენთ "სოკოლის" შემთხვევაში.
ლულის შიდა დიამეტრი 18,5მმ. ლულის შევიწროება როგორც ასეთი 0,5 - 1,00მმ მდე, მაგრამ რეაულრად შეიძლება შეგვხვდეს 0,5 დან 1,3მმ-მდე!! სასხლეტ დამცემი მექანიზმი(სდმ) ჩახმახები ნემსებისგან ცალკეა დამზადებული, საბრძოლო ზამბარა "უადგილო" დაუხვეწავი მდებარეიბისაა რაც მის რესურსზე მოქმედებს უარყოფითად. ძირითადად თოფზე ყენდება ექსტაქტორი მაგრამ არის ეჟექტორიანი ვარიანტიც ინდექსით ტოზ 34E, ხოლო 34EP რეზინის ამორტიზატორით.
ტოზ- 34 ის ბაზაზე გაკეთებულია სპორტული თოფი TO3- 57K მრგვალი სტენდისთვისლულების სიგრძე 680მმ, ლულის ბოლოში გაგანიერებით, პერფორირებული ცევიოთი. სასანგრე სტენდისთვის კი ინდექსით TO3- 57-T , ლულების სიგრძე 750მმ, ჩოკური შევიწროება ჩოკები 1,00მმ - 1,30მმ. მასა 3,600 დან 3,800 მდე


http://www.radikal.ru

ტოზ - 34 -ის ბაზაზე შეიქმნა და გამოდიოდა კომბინირებული თოფი ტოზ 34-5,6/20 ზედა მრგვალი ანთების ვაზნაზე (22LR) ქვედა ლულა კი 20კალიბრის, მიზანი იყო სარეწაო ნადირობები.. და თოფი ტოზ -34-5,6/28 წონა მაქსიმუმ 2800გრ.
ტოზ 34 ის ბაზაზე შეიქმნა შტუცერი ტოზ 55"ზუბრი" (დომბა) "ტოზის" სიამაყე!. თავიდანვე გათვლილი იყო მსხვილ ნადირზე სანადიროდ, მასში გამოიყენეს რუსეთში ერთად ერთი მსხვილი კალიბრი 9# 53(9,3) მაგრამ თოფი მზადდებოდა საცალო ეგზემპლარებად და რიგით მონადირეებთან იშვიათად აღწევდა


http://www.radikal.ru

წარმოების პირველ წლებში გამოდიოდა ვაზნაზე 9,3# 74, დამკვეთის მიხედვით შეიძლებოდა ნებისმიერი წყვილი ლულა გამოეყოლებინათ,
"ზუბრს" აქვს მოდიფიკაციებიTO3- 55-1 კლასიკური შტუცერი, ორივე ლულა 9# 53, ლულების სიგრძე 600მმ საერთო სიგრზე 1050მმ წონა 3,800კგ
TO3- 55-2 ზედა ლულა 12/70, ქვედა9#53 ლულების იგრძე 675,საერთო სიგრზე 1125 მმ, წონა 3,800
TO3- 55-3 ორივე ლულა 12/70, წონა3,400, ლულების სიგრძე 710მმ, საერთო სიგრძე 1170მმ
ტოზ 34 სამი თაობისთვის განუყრელი მეგობარია, ის დიდი სიმპატიით სარგებლოს უამრავ მონედირეში, მის ბალისტიკას კი რუსულ რიგით თოფებში ცოტა თუ უწევს კონკურენციას.... :)


http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: hunter777 May 19 2009, 18:53

ტოზ-34 ერთ- ერთი ყველაზე მსუბუქი გლუვლულიანი სანადირო თოფია რუსულ თოფებში ნორმალური ბალანსით და კარგად დამუშავებული კონდახით საფანტის ძლიერი მიტანის მაჩვენებლით, მინუსი მექანიზმია! მშვილდისებური ზამბარები მალე ტყდება და თუ გადატენილი იარაღი დაგრჩათ ჯდება,(იღლება) არის ამ მოდელის რამდენიმე მოდიფიკაცია! ტოზ-34, ტოზ 34-P (კონდახზე პიტჩი აქვს რეზინის) ტოზ-34-EP იჟექტორიანი რეზინის პიტჩით) კალიბრები 12, 20, 28, 32. 32 კალიბრის ეს მოდელი ძალიან ცოტაა დამზადებული და თითქმის არ გვხვდება საქართველოში. ტოზ-34 ტი კოროვიაკოვის პროექტის მიხედვით იწარმოება 1963 წლიდან, პირველ მოდელებს დასაშლელად უნდა გამოქაჩო პირველი სასხლეტი და შემდეგ გადახსნა ბოლომდე რო ლულა გააცალკევო კონდახისაგან და მცველი აქ არაავტომატური ზემოდან დამატებითი ღილაკით ანუ ჯერ ღილაკს ვაწვებით ზემოდან და შემდეგ მცველს ვაწვებით წინ რო გასროლა გავაკეთოთ. ამ სისტემამ არ გაამართლა და შემდეგ მოდელებში დააყენეს მარჯვენა მხრიდან ღილაკი (ფლაჟოკი) რომლის მობრუნების შემდეგაც თოფის ბოლომდე გადახსნის შემდეგ ლულები ცალკევდება კონდახისაგან! აღსანიშნავია ისიც რომ ეს მოდელი არაკლასიკურად იშლება ანუ ორ ნაწილად იშელბა, ლულა და კონდახი! ტიბჟირი (ცივიო) ლულაზევეა მიმაგრებული პატარა ხრახნებით და არ სძვრება. ამ მოდელს არა აქვს კიდევ ერთი დეტალი ღერძი რომელიც გაყრილია ხოლმე კალაპოტის წინა ნაწილში სიგანეზე კალაპოტის ორივე კედლის გავლით და სადაც ლულის კაუჭი ჯდება და რაც უზრუნველყობს ლულის მოძრაობას გადახსნისას! ამის ნაცვლად კალაპოტის წინა ნაწილში კალაპოტის გვედებზე აქვს ჭრილები რომლის შესაბამისი ამობურცულობებიც ლულაზეა დატოვებული სავაზნის გვერდებზე ნახევარ წრიული ფორმით და ამ მეთოდით ჯდება ლულები კალაპოტში. ლულები კარგად დამუშავებული აქვს ქრომირებული, სიგრძე 620-მმ დან 720-მმ დე ჩოკური შევიწროვებები 0,5. 1,3. 0,3. 1,0 თოფის საერთო მასა 3,3 კგ. სასხლეტის დასხლეტვის მაჩვენებელია 1,5-2,5 კგ ზეწოლით.

http://www.radikal.ruhttp://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: levani May 19 2009, 23:56

ჩემ ტოზ-34-ს თავზე ოპტიკის დასამაგრებელი მოწყობილობაც ქონდა(ქარხნული) უმაგრესი თოფი იყო...(მივქარე არ უნდა გამეყიდა)

პოსტის ავტორი: hunter777 May 20 2009, 10:28

ციტატა(levani @ May 19 2009, 11:56 PM) *
ჩემ ტოზ-34-ს თავზე ოპტიკის დასამაგრებელი მოწყობილობაც ქონდა(ქარხნული) უმაგრესი თოფი იყო...(მივქარე არ უნდა გამეყიდა)

მეეჭვება რომ ეგ რომელსაც ამბობ ტოზ-34 ყოფილიყო ეგ უფრო ტოზ-55 ზუბრი იქნებოდა ჩემის აზრით

პოსტის ავტორი: ლევანი May 20 2009, 23:48

არა.. ნამდვილად ტოზ-34 იყო, ზედ ეწერა... თან სასხლეტის გამოწევით იშლებოდა, უბრალოდ "სასაჩუქრე" ვარიანტი(ნავაროჩენნი) იყო... ჩუქურთმებით და ქრომირებული კალაპოთით... პრინციპში მაქვს ეგ თოფი გადაღებული ბავშვთან ერთად და დავდებ მერე....

პოსტის ავტორი: Nukry Max May 22 2009, 11:23

http://www.radikal.ru
ესეც ტოზია!!!დამიზნება არ ჭირდება,თავისით კლავს!!! newsmile035.gif

პოსტის ავტორი: dato May 24 2009, 10:44

მე მაქვს ტოზ-34რ ,,შტუჩნოი'' 1986 წლის გამოშვება ძალიან მაგარიაა,კმაყოფილი ვარnewsmile05.gif

http://www.radikal.ru


პოსტის ავტორი: Bonehill May 24 2009, 16:05

ჰანტერ777 მგონი ასეთ რამეზე ამბობდა ლევანი
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ლევანი May 24 2009, 16:35

კი.. ეგეთ რამეზე ვამბობდი.. მაგრამ ჩემსას უფრო უკან ქონდა სამაგრები, ეგეთი სამაგრი ზაუერზე მაქვს ნანახი...აი როგორც თხილამურების "კრეპლენიე" წინა მხარეზე 2 კბილი ჯდებოდა.. უკან კი რაღაც გამოსაქაჩი ქონდა.. თვითონ თოფიც უფრო ნავაროჩენნი იყო, მოჩუქურთმებული და ნიკელის თუ ქრომირებული კალაპოტით...(ქათქათა თეთრი) კონდახიც უმაგრესი.. მუქი კაკალი, მაგარი სალოყეთი..

პოსტის ავტორი: hunter777 May 24 2009, 18:36

ციტატა(Bonehill @ May 24 2009, 04:05 PM) *
ჰანტერ777 მგონი ასეთ რამეზე ამბობდა ლევანი
http://www.radikal.ru

ეს კოლიმატორი დაუდგამთ ეგეთებს ნებისმიერ ბოკფლინტზე დაადგამ. თან კოლიმატორი სამიზნე თამასაზეა დამაგრებული!. იმას ლევანი რო ამბობდა მგონი ინტეგრირებული ანუ საკუთარი სამაგრი ,,კრეპიოჟი,, ექნებოდა ცოტა უკან და კონდახზე კიდე სალოყე უეჭველი რო დასამიზნებლად ყოფილიყო მოსახერხებელი ოპტიკა სამიზნე თამასადან საკმაოზე ზემით აიწევდა და მაგიტომ! ეს ჩემი აზრია ალბათ ეგრე იქნებოდა!

პოსტის ავტორი: ლევანი May 25 2009, 03:17

არა.. სამაგრები ლულაზე ქონდა(პატრონნიკის თავზე) ჩემი ქარხნულად იყო ეგეთი, მაგ სამაგრების შუაში წვრილი ღარი იყო დატოვებული, დამიზნების დროს პლანკას ჩვეულებრივად ვხედავდი, ოპტიკის გარეშეც ჩვეულებრივად ვნადირობდი. ძველ ფოტოებზე მაქვს გადაღებული... სკანერი მჭირდება რომ დავდო აქ, სადმე მოვახერხებ და დავდებ.

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 12 2009, 15:04

ისე გრავიურებზე ტულა რუსეთში ჩემპიონია რა, მე მაქვს ვე დე ენ ხაზე ნანახი ტოზი, სერია ნაღდად არ მახსოვს რომელიც 38 ათასი დოლარი ღირდა ძაან მაგარი ნახელავი იყო, სროლაში კი იძახდნენ მაგარიაო, მაგრამ ეგ უკვე მე აღარ ვიცი, ალბათ კარგი იქნებოდა

პოსტის ავტორი: მონადირე Jun 15 2009, 21:10

Bonehill
როგორც ყოველთვის, ამომწურავ და საინტერესო ინფორმაციებს ათავსებ!

მამაჩემს ჰქონდა ტოზ-34-ე - ეჟექტორიანი ე.წ. საექსპორტო ვარიანტი 1976წ 12 კალ. კარგი თოფი იყო, სამწუხაროდ გაიყიდა ჯერ კიდევ ჩემს ბავშვობაში აუცილებლობის გამო.

პოსტის ავტორი: ირაკლი Jun 20 2009, 13:56

http://www.radikal.ru ტოზი მაგარია

პოსტის ავტორი: გრიზლი Jun 20 2009, 18:54

ციტატა(ირაკლი @ Jun 20 2009, 01:56 PM) *
http://www.radikal.ru ტოზი მაგარია


კამყოფილი ხარ? ერთადერთი იჟ თან სედარებით რთული ასაწყობია, მაგრამ თავისი მუღამი აქვს რა

პოსტის ავტორი: ირაკლი Jun 25 2009, 11:56

ციტატა(გრიზლი @ Jun 20 2009, 06:54 PM) *
კამყოფილი ხარ? ერთადერთი იჟ თან სედარებით რთული ასაწყობია, მაგრამ თავისი მუღამი აქვს რა

ხო რთული ასწკობია... კი კმაკოპილი ვარ შორსაც მიაქ და რო იდზახიან სტენდი არ ვარგაო მაგაში არ ვეთანხმები ..კარგი თოფიუა

პოსტის ავტორი: დათო ბუ Jun 25 2009, 23:47

20 წელია მაქვს ,ნემსები გამოუცვალე მუშაობს ვირივით.შეიძლება შტუჩნია და იმიტომ.

პოსტის ავტორი: Bonehill Aug 12 2009, 11:09

http://www.radikal.ru
ამაზე რას იტყვით, სასტენდო ვარიანტია თავისი წარმოუდგენელი ტიუნინგით....
რას არ გააკეთებენ...

პოსტის ავტორი: გრიზლი Aug 12 2009, 23:31


ამაზე რას იტყვით, სასტენდო ვარიანტია თავისი წარმოუდგენელი ტიუნინგით....
რას არ გააკეთებენ...
[/quote]

მაგარი რამე ჩანს, ისე სტენდისთვის რუცკა არ იცი რამდენად მოსახერხებელი იქნება, ჩემი აზრით საერთოდ ტოზები ტრანშეიზე უფრო ივარგებს

ვნახოთ აბა ჩემი ტოზი რას იზამს

პოსტის ავტორი: ლევანი Aug 13 2009, 00:01

ციტატა(niko @ 12th August 2009 - 12:09 PM) *
ამაზე რას იტყვით

რამდენად პრაქტიკული არ ვიცი, მაგრამ აშკარა მუტანტის "ვიდი" აქვს...მე ეგეთს არ ვიქონიებდი..

პოსტის ავტორი: hunter777 Aug 13 2009, 07:14

მაგაზე ვიტყოდი ,, ფუი bliadzl.gif ,,

პოსტის ავტორი: Bonehill Aug 13 2009, 09:51

კი უშნოა მაგრამ დრეს ასეთი დიზაინის თოფებიტ ისვრიან დუბლ ტრაპზე და ზოგიერთი ტრაპზე. დავამატებდი იმას რომ სპორტში დღეს დღეისობით თოფი არის სამუშაო იარაღი და რა თოფი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Aug 14 2009, 06:59

დუბლ ტრაპზე რას ისვრინ არვიცი მაგრმ ამას სანდირო თოფის იერსახე აქვს დაკარგული მე კიდე იარაღი მისი ფორმებიდან გამომდინარე მომწონს! და ვაფასებ! ესაა მარაზმი!!! და კიდე ვიმეორებ ,,ფუი ბლიად!,,

პოსტის ავტორი: პერსი Aug 24 2009, 20:14

მეც ტოზ-34-ი მაკ, რავი კმაყოპილი ვარ, არ ვემდური, მარა ერთ რამეში მოიკოჭლებს მექანიზმი აკ სუსტი, მე ერთხელ გამიტყდა პრუჟინა, ტან ვერც იგებ გადატენის დროს, გონია დატენილია და ამასობაში ჩაისვრის, აპასნია ნადირზე სანადიროთ არ იცი როდის გითალატებს.

პოსტის ავტორი: hunter777 Aug 26 2009, 07:55

ჰოიდა მაგას ვამბობ რამდენი ხანია ბევრი პლუსი აქვს მაგ მოდელს და უფრო მეტი კიდე მინუსები! ძირითადად მექანიზნი ატაკუნებს რა! ისე ლულები მარგი აქვს! მექანიზმი კიდე იმენნა რუსულია, არავისგან არაა მოპარული და გადაკეთებული იმიტომაცაა რო ვერ გაამართლა! და საერთოდ მსვილდისებური ზამბარები ვერ ამართლებს სანადირო და საბრძოლი იარაღში,

პოსტის ავტორი: HUNTER JUNYOR Jan 18 2010, 20:04

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru


ესეც ჩემი TOZ-34 ER სულ შტუჩნია... კაკლის კონდახით. ბიძამ მაჩუქა... newsmile045.gif

პოსტის ავტორი: gela_07 Jan 18 2010, 20:50

Bonehill
ამაზე რას იტყვით, სასტენდო ვარიანტია თავისი წარმოუდგენელი ტიუნინგით....
რას არ გააკეთებენ...

მაგ თოფს თუ რაღაცაა მოკლედ მაგ კონდახს სხვა ლულა უფრო მოუხდება სანადიროს მაინც არ გავს newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Jorjika Aug 23 2010, 16:22

გამარჯობათ : ) სეზონის გახსნასთან დაკავშირებით მამაჩემმა მაჩუქა ტოზ-34ე როგორი თოფია იცით? თან ხელნაკეთიარისო თუ რაღაც მაგდაგვარი, მოვერცხლილიაო და კიდე აწერია ზედ BAIKAL : )

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Aug 23 2010, 16:41

ამაზე ხალხი იტყვის რო შტუჩნიაო მაგრამ სინამდვილეში სასაჩუქრე მოდელია
ისე კარგი იარაღია მშვიდობაში და კაი ნადირობებში

პოსტის ავტორი: გოგა Aug 23 2010, 17:37

ციტატა(nika @ 23rd August 2010 - 17:41) *
ამაზე ხალხი იტყვის რო შტუჩნიაო მაგრამ სინამდვილეში სასაჩუქრე მოდელია

როგორ მიხვდი ამას?

პოსტის ავტორი: Jorjika Aug 23 2010, 17:56

TOZ 34 EP ყოფილა : )

პოსტის ავტორი: hunter777 Aug 29 2010, 07:08

ციტატა(Jorjika @ Aug 23 2010, 18:56) *
TOZ 34 EP ყოფილა : )

E P ნიშნავს რომ ტოფი Eჟექტორბითაა აღჭურვილი და Pეზინის პიტჩი აქვს ანუ სამხრე კონდახის ბოლოს . და ტამპლიერისა არ იყოს ეგ სასაჩუქრე ე. წ ,,პადაროჩნი ,, მოდელია კარგი რამეა მშვიდობაში!

პოსტის ავტორი: moswavle Sep 22 2010, 16:59

ციტატა(irakli fofxadze @ 19th May 2009 - 19:53) *
მშვილდისებური ზამბარები მალე ტყდება

hunter777

და აი დაახლოებით რამდენ ხანში შეიძლება გატყდეს და თვითონ ეს ნაწილი თუ იშოვება რა ღირს და რამდენად რთულია მისი გამოცვლა? ანუ თუ ტოზს ყველაფერი დანარჩენი შესანიშნავიაქვს მაშინ ხოარ ღირს მისი ყიდვა ანუ იჯ 27 თან შედარებით. ანუ როგორც გავიგე და ყველა ამას ამბობს რო იჯს სუსტი ლულებიაქ ტოზთან შედარებით და ტოზსს კიდე ეს ზამბარა უტყდება ანუ ლულის გამოცვლა უფრო რთული არაა ვიდრე ზამბარის?

პოსტის ავტორი: ლეკი Sep 22 2010, 17:11

ციტატა(moswavle @ Sep 22 2010, 17:59) *
hunter777

და აი დაახლოებით რამდენ ხანში შეიძლება გატყდეს და თვითონ ეს ნაწილი თუ იშოვება რა ღირს და რამდენად რთულია მისი გამოცვლა? ანუ თუ ტოზს ყველაფერი დანარჩენი შესანიშნავიაქვს მაშინ ხოარ ღირს მისი ყიდვა ანუ იჯ 27 თან შედარებით. ანუ როგორც გავიგე და ყველა ამას ამბობს რო იჯს სუსტი ლულებიაქ ტოზთან შედარებით და ტოზსს კიდე ეს ზამბარა უტყდება ანუ ლულის გამოცვლა უფრო რთული არაა ვიდრე ზამბარის?

მასე ვერ გაიგებ ჯიგარო. პირველ რიგში გეტყვი რომ თოფი გამოდგომაზეა, შეიძლება 1 კვირაში გატყდეს ან შეიძლება მთელი ცხოვრება ისე გასიამოვნოს რომ არაფერი არ გაუფუჭდეს... მეორე-გააჩნია როგორ უვლი... თუ კარგად მოუვლი არც იჟის ლულებს ექნება რამე პრობლემა და არც ტოზისას.... მე დიდი ხანია ტოზ-34 მაქვს და ჯერ არასდროს გაუცრუებია იმედი და ნაწილიც არ შემიცვლია.... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: moswavle Sep 22 2010, 17:16

ლეკი

და ამას რაც შეეხება ?

ციტატა(moswavle @ 22nd September 2010 - 17:59) *
და თვითონ ეს ნაწილი თუ იშოვება რა ღირს და რამდენად რთულია მისი გამოცვლა? ანუ თუ ტოზს ყველაფერი დანარჩენი შესანიშნავიაქვს მაშინ ხოარ ღირს მისი ყიდვა ანუ იჯ 27 თან შედარებით. ანუ როგორც გავიგე და ყველა ამას ამბობს რო იჯს სუსტი ლულებიაქ ტოზთან შედარებით და ტოზსს კიდე ეს ზამბარა უტყდება ანუ ლულის გამოცვლა უფრო რთული არაა ვიდრე ზამბარის?



მოვლას რაც შეეხება გასუფთავებისგან უფრო დაცვდება ჩემი თოფი ვიდრე სროლისგან newsmile035.gif მაგრა მევასება

პოსტის ავტორი: ლეკი Sep 22 2010, 17:37

ციტატა(moswavle @ Sep 22 2010, 18:16) *
ლეკი






მოვლას რაც შეეხება გასუფთავებისგან უფრო დაცვდება ჩემი თოფი ვიდრე სროლისგან newsmile035.gif მაგრა მევასება

ხოდა თუ მასე გიყვარს მოვლა თოფიც არასოდეს გიმტყუნებს.. newsmile045.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Sep 23 2010, 08:04

ციტატა(moswavle @ Sep 22 2010, 17:59) *
hunter777

და აი დაახლოებით რამდენ ხანში შეიძლება გატყდეს და თვითონ ეს ნაწილი თუ იშოვება რა ღირს და რამდენად რთულია მისი გამოცვლა? ანუ თუ ტოზს ყველაფერი დანარჩენი შესანიშნავიაქვს მაშინ ხოარ ღირს მისი ყიდვა ანუ იჯ 27 თან შედარებით. ანუ როგორც გავიგე და ყველა ამას ამბობს რო იჯს სუსტი ლულებიაქ ტოზთან შედარებით და ტოზსს კიდე ეს ზამბარა უტყდება ანუ ლულის გამოცვლა უფრო რთული არაა ვიდრე ზამბარის?

მშვლდისებური ზამბარები შედარებით უფრო მალე ჯდებიან ( იღლებიან) ვიდრე სპირალური ზამბარები და ხშირად ტყდებიან კიდეც მაგრამ, ეს როგორც ასეთი დოგმ,ა არაა რო აუცილებლად უნდა გატყდეს შეიძლება არც არასდროს გატყდეს და ვერავინ იტყვის როდის დაჯდება მშვილდისებური ზამბარა ან გატყდება თუარა, და მეორეც! სუსტ ლულებს რაც შეეხება ეს ეგრე არაა, აქ სისუსტე არაფერ შუაშია უბრალოდ თანამედროვე ახალ მოდელ იჟებს შედარებით უფრო უხარისხოდ ნამზადი ლულები აქვთ ანუ, ლულის გარეთა კედლებს აკლიათ დახვეწა! ( დაშლიფოვკება) რაც არც საფანტის სროლის მაჩვენებელზე და არც ლულის სიმტკიცეზე უარყოფითად არ მოქმედებს.

პოსტის ავტორი: ლევანი Sep 23 2010, 15:44

ზამარები ძირითადად ძალისმიერი(არასწორი) დაშლისას უტყვებათ ხოლმე.. თუ ნორმალურად მოეპყრობი...შეიძლება ცხოვრების ბოლომდე გაგყვეს მუშა მდგომარეობაში...თუ მაინც გატყდა კიდე....იყიდება ერთ მაღაზიაში...(თამარ მეფეზე) და მგონი 20 ლარი ღირს. არც შეცვლაა დიდი სირთულე. თუ ვერ იშოვნე კიდე მაგისი ზამბარა...ახალიც მზადდება თბილისში. თან შესაძლებელია უფრო მსხვილი მასალით დამზადება...ანუ გაძლიერება...(უფრო ძლიერი დარტყმა ექნება..ვიდრე ქარხნულს. თოფმა "ასეჩკა" რომ არ მოგცეს.... მაგი მოწმდება შემდეგნაირად: გადატენილ თოფს...ხსნი ლულას...სანემსეზე ადებ ცარიელ(გასროლილი კაპსულით) ვაზნას და დასხლიტავ სასხლეტს....თუ ნემსის ამორტყმამ..ვაზნა 50 სანტიმეტრის სიმაღლეზე ააგო...ესეიგი ზამბარის დაცემა კარგია და მაგის გამო "ასეჩკა" არ ექნება თოფს...თუ მაგდენზე ვარ აისროლა..ესეიგი ზამბარა სუსტია და შეიძლება სადმე გიმტყუნოს. მაგ შემთხვევაში ჯობია შეცვალო.

პოსტის ავტორი: misho777 Sep 26 2010, 18:05

გამარჯობათ ტოზ 34 ეპ ის იჟექტორები თუ იყიდება ან თუ კუსტარულად მზადდება და რა ღირს, გთხოვთ გამომეხმაურეთ, წინასწარ მადლობა

პოსტის ავტორი: ლევანი Sep 27 2010, 01:06

იყიდებოდა მაგნუმში (თამარ მეფეზე) მგონი 25 ლარი ღირდა..თუ სწორად მახსოვს. მაგრამ მორგება იყო საჭირო(ღარის ამოღება და ა.შ...)

პოსტის ავტორი: მოურავი Oct 3 2010, 08:01

მე მაქვს TOZ-34 ძველი ჩახმახიანი,ორლულიანი. ჩოკი-პოლუჩოკი.
უკვე 25 წელია ვხმარობ ფრინველზე სანადიროდ.
არაფრით არ ჩამოუვარდება ახალ თოფებს თუ არ ჯობია კიდე newsmile027.gif
ეხლა ვეძებ იგივე მოდელის ოღონდ მოკლე ლულიანს ქარხნულ მოდელს.
შეგიძლიათ ვინმემ ამის შესახებ რამე ინფორმაცია მომაწოდოთ?
წინასწარ მადლობას გიხდით.

პოსტის ავტორი: ლეკი Oct 3 2010, 15:01

ციტატა(მოურავი @ Oct 3 2010, 09:01) *
TOZ-34 ძველი ჩახმახიანი

ტოზ-34 ჩახმახიანი???

პოსტის ავტორი: Aragvispireli Oct 3 2010, 17:56

ციტატა(ლეკი @ Oct 3 2010, 16:01) *
ტოზ-34 ჩახმახიანი???


ორივენაირია.

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 3 2010, 18:12

Aragvispireli
არა.
ადამიანს ტექნიკური შეცდომა მოუვიდა newsmile05.gif

მოურავი
მოკლე ლულებით საკმაოდ იშვიათია, იმდენად იშვიათი რომ საქართველოში ქარხნული და არა მოკლებული ლულებით არამგონია სადმე იპოვოს კაცმა.
არის ტოზ 57 ანუ 34 -ის ბაზაზე დამზადებული სპორტულოი თოფი მხოლოდ მანდ თუ ნახავ სერიულ მოკლე ლულებს ისიც გაფართოებებითაა.
ამ თემის პირველ პოსტრში ჩაიხედე უფრო გარკვევით მანდაა მოცემული.

წარმატებები.

პოსტის ავტორი: gioo2707 Dec 6 2010, 16:19

გამარჯობათ მეგობრებო შევიძინე ტოზ-34 ლულები კაი შატკაც არ აქვს და ყველაფერი კარგი აქვს ოგონდ ერთი პრობლემა მაქვს კნოპკა არ აქვს მომძვრალი აქვს და ეგ ჩამკეტის მექანიზმიც მოშლილი აქვს ერთი სიტყვით მუშაობს ისვრის მაგრამ როცა ტყვიას ჩატენი არ კეტავს თუ შეგიძლიათ გამარკვიოთ ამის გაკეთება თუ შეიძლება და რა დამიჟდება

პოსტის ავტორი: Danelli Feb 1 2011, 15:49

მოკლედ მთლიანად გადავიკითხე ეგ თემა და მართალი გითხრათ ვერ მივხვდი ღირს თუ არა ამ თოფის ყიდვა (ნახმარის) მესმის რომ ყველაფერს და მათ შორის თოფებსაც, და კერძოთ ამ მოდელსაც გააჩნია თავისი პლიუსები და მინუსები... ხოდა მეგობრებო, ასეთი კითხვაა - ახლობელი ყიდის ტოზ 34-ს, კარგ მდგომარეობაშია ლულებიც და "გარეგნობაც" , მხოლოდ ჩამკეტი კნოპკაა დაზიანებული (გაუტყდა, როგორ მოახერხა არ ვიცი) ან რა დაჯდება მაგ კნოპკის შეკეთება ან და როგორი ფასია მაგ თოფისთვის 700 ლარი ???

პოსტის ავტორი: შუკა Feb 1 2011, 16:13

600 ლარად თუ მოგცემს ღირს.. ვარანენიე 50-60 ლარი დაგიჯდება
კნოპკის აღდგენა... მაგას ბატონი ლევანი იგივე ლეონ ბლექი გეტყვის newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Danelli Feb 1 2011, 18:00

შუკა, გაიხარე ძმაო, დიდი მადლობა ინფოსთვის..

პოსტის ავტორი: ლევანი Feb 1 2011, 23:19

ციტატა(nikash4 @ 1st February 2011 - 18:13) *
ტოზ 34-ს, კარგ მდგომარეობაშია ლულებიც და "გარეგნობაც" , მხოლოდ ჩამკეტი კნოპკაა დაზიანებული (გაუტყდა, როგორ მოახერხა არ ვიცი) ან რა დაჯდება მაგ კნოპკის შეკეთება ან და როგორი ფასია მაგ თოფისთვის 700 ლარი ???

თოფი იშლება ამ ეტაპზე??.... თუ ეგრე აწყობილ მდგომარეობაშია დარჩენილი???.. იქნებ კონკრეტულად ახსნა რა არის გატეხილი. თვითონ ტოპლევერი(გადასახსნელი როჩაგი) თუ ეგ აყენია და "ხალასტოიზე" მუშაობს??..

პოსტის ავტორი: ლევანი Feb 1 2011, 23:33

ციტატა(Danelli @ 1st February 2011 - 17:49) *
მხოლოდ ჩამკეტი კნოპკაა

ეს სიტყვა ვერ გავშიფრე...თოფის ჩამკეტზეა საუბარი თუ დამცავზე "პრედახრანიტელზე"

პოსტის ავტორი: Danelli Feb 2 2011, 08:14

ლევან, "პრედახრანიტელია" გატეხილი, ხელიდან გამივარდაო და აღარ ფუნქციონირებსო, ანუ არ კეტავს safe-ზე.
თოფი ჩვეულებრივად იშლება და იწყობა, ისვრის და საკმაოდ კარგადაც გამოიყურება. სამწუხაროდ დასავლეთშია წასული პატრონი, სურათების გადაღება მინდოდა..
ბიჭებო, მართალი გითხრათ ტოზ-ის შეძენა დიდი ხანია მინდოდა, ძირითადათ სულ იჯ-ები მქონდა, მე უბრალოდ მაინტერესებდა, ღირს თუ არა ეგ მოდელი 700 გელა, თუ ჩავთლით იმას რომ მხოლოდ ეს ერთი პრობლემა აქვს მოსაშორებელი.

პოსტის ავტორი: ლევანი Feb 2 2011, 12:30

ციტატა(Danelli @ 2nd February 2011 - 10:14) *
ღირს თუ არა ეგ მოდელი 700 გელა,

თუ დანარჩენი კარგია..რათქმაუნდა ღირს. ეგ პრობლემა გამოსწორებადია..თან არც თუ ისე რთულად. ბოლობოლო სულ შეცვლი მაგ დეტალს.

პოსტის ავტორი: Danelli Feb 2 2011, 12:48

ციტატა(levani @ 2nd February 2011 - 13:30) *
თუ დანარჩენი კარგია..რათქმაუნდა ღირს. ეგ პრობლემა გამოსწორებადია..თან არც თუ ისე რთულად. ბოლობოლო სულ შეცვლი მაგ დეტალს.


გასაგებია, გაიხარე ლევან, დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: TATXA Dec 25 2013, 19:16

მიმასწავლეთ ვინმემ სად ვიყიდო ან სად გამოვაჩარხინო მშვილდები

პოსტის ავტორი: xonski Dec 25 2013, 21:34

ბავშვობიდან მაგ ფიშტოთი ვნადირობ დაახლოვებით 15 წელია მაქ და არანაირი მშვილდი არგატეხია და იდეალურ მდგომარეობაშია ყოველი ნადირობის მერე დაუშვით მშვილდები და ისე შეინახეთ და გაძლებს დამერწმუნეთ
http://postimg.cc/image/sxqtx3mj3/
ესაა ჩემი ტოზიც და ვაშკაციც newsmile05.gif


მაიმარკეტზე ნახე შემხვდა ამასცინ იარაღის ნაწილებში

პოსტის ავტორი: PREDATOR Feb 10 2014, 15:59


პოსტის ავტორი: PREDATOR Feb 23 2016, 13:12






პოსტის ავტორი: შოთა.03 Feb 23 2016, 14:31

მემგონი პირველი გამოშვების დროინდელი მაქ newsmile05.gif ჯერ ცხონებული მამაჩემი ნადირობდა და მერე ეხლა მე, არასდორს პრობლემა არ შექმნია, მუშაობს ვირივით, ერთადერთი ვარენიე არ აწყენს. ალაგ ალაგ გაიცრიცა, სხვა მხრივ იდეალურადაა ყველაფერი, კაი ბიჭია რა!!!

პოსტის ავტორი: PREDATOR Feb 29 2016, 19:12





https://www.youtube.com/results?search_query=%D1%82%D0%BE%D0%B7+34+%D0%BE%D0%B1%D0%B7%D0%BE%D1%80

პოსტის ავტორი: PREDATOR Feb 29 2016, 23:31


პოსტის ავტორი: PREDATOR Mar 1 2016, 19:12


პოსტის ავტორი: PREDATOR Mar 15 2016, 16:53


პოსტის ავტორი: PREDATOR Mar 30 2016, 20:55






პოსტის ავტორი: PREDATOR Mar 30 2016, 22:06






პოსტის ავტორი: PREDATOR Mar 30 2016, 22:11






პოსტის ავტორი: Rey - Feb 19 2018, 13:57

მოგესალმებით მეგობრებო.

ამ ტოზზე რა აზრის ხართ,ღირს ეს ფასი კარგ მდგომარეობაში რომ იყოს?.

https://www.mymarket.ge/ka/product/view/11512104/

https://www.mymarket.ge/ka/product/view/11510906/




პოსტის ავტორი: ალექსანდრე Feb 19 2018, 15:15

Rey -
მეორე მე პირადად არ მომეწონა და პირველი 1000 ღირს თუ კარგ მდგომარეობაშია

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)