თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სასარგებლო რჩევები და სტატიები _ МЦ 21-12

პოსტის ავტორი: Bonehill Aug 12 2009, 14:30

ეს არის პირველი რუსული ნახევრად ავტომატური თოფი. რომელიც კონსტრუქტორმა ნიკოლაევმა დააპროექტა, რათქმაუნდა მექანიზმი ორიგინალური კონსტრუქციის არ არის.
ჯონ მოსეს ბრაუნინგი ყველა დროის უდიდესი იარაღის გამომგონებელია და მის ორიგინალურ მექანიზმებზე "აშენებულია" საიარაღო სამყაროს მთელი სპექტრი, აუტო 5-ის ბაზაზე გამოდიოდა და გამოდის უმეტესობა თანამედროვე ინერციული სისტემის თოფები, მცირეი გამონაკლისების გარდა, ყოველ შემთხვევაში საფუძველი ასეთი იარაღის კეთებს ჩაუყარა ბრაუნინგმა.
მც21-12 ესაა იტალიური საიარაღო ფირმის "ბრედას" ნახევრადავტომატური თოფის მიმსგავსება ! რომელიც მივიწყებას მიეცა.
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

რათქმაუნდ мц დაპროექტდა цкибо-ში , 1964 წლამდე საერთოდ არ იყო წარმოებაში, მხოლოდ ცალობით ეგზემპლარებს აწყობდნენ. საინტერესო ფაქტია ის რომ, мц-ს ამზადებდნენ 16 და 20 კალიბრებშიც. თოფი აღჭურვილი იყო ინერციული გადატენვის მექანიზმით, ანუ ინერცია დამოკიდებულია ვაზნის გასროლისას წამოქმნილ უკუცემაზე , ამ ინერციულ მოქმდებაში ჩართულია თვითონ ლულაც.
http://www.radikal.ru http://www.radikal.ru

თვითონ სასხლეტ დამცემი მექანიზმი ცალკე ბლოკს წარმოადგენს და თოფის ავტომატიკა ლულის უკუმოძრაობაზეა დამოკიდებული.
http://www.radikal.ru http://www.radikal.ru

გასროლის შემდეგ ზამბარა ლულას საწყის მდგომარეობაში დააბრუნებს, ხოლო ავტომატური მექანიზმი მორიგ ვაზნას სავაზნეს გადასცემს, ჩახმახი კი საბრძოლო მდგომარეობაში მოვა. თოფს გააჩნია სავაზნე მილი რომელიც 4 ვაზნას ითავსებს.
http://www.radikal.ru

თოფში მხოლოდ ქარხნული ვაზნების გამოყენებაა მიზანშეწონილი, ან დიდი ყურადღებით დამზადებული გადატენი პლასტმასის.
თოფის ექსპლოატაციის დროს დიდი ყურადღება ექცევა ლულის მოძრაობის სისტემას, მის მწყობრში ყოფნას, კერძოდ ეს ეხება მის გაპოხვას. თოფის კონდახის მილში საკეტის მამოძრავებელი ზამბარაა , მისი უყურაღებოდ დატოვება, არ გაწმენდა და ა.შ. შეიძლება გახდეს მიზეზი ავტომატიკის შეჩერების. თოფს გააჩნია ალამისებური დამცავი.
http://www.radikal.ru http://www.radikal.ru

მც21-12 -ის ლულის სიგრძე: 750მმ ; სამიზნე თამასა გაგრილების ფუნქციით
სავაზნე: 70 მმ (სამოციან წლებში გამოდიოდა 675 მმ-ი ლულით და სავაზნით 65 მმ)
ლულის შიდა დიამეტრი: 18,5 მმ. ლულა შიგნიდან ქრომირებული
ლულის ჩოკური შევიწროება: 1 მმ(სდანტარტული) ცალობით ეგზემპარებზე სხვა გაბურღვა შეიძლებოდა ყოფილიყო
თოფის წონა : 3,400 დან 3800გ რამამდე
საკონდახე მასალა : წიფელი, იშვიათად კაკალი.
კონდახის ფორმა: პისტოლეტური, იშვიათად სალოყით.

პოსტის ავტორი: ვიტო Nov 16 2009, 13:23

მც 21-12-ის დაშლა აწყობა, იმედია ვინმეს გამოგადგებათ, მეც მქონდა თავიდან პრობლემები,
ხან რა დეტალს ვერ ვარგებდი ხან რას, მაქსიმალურად ვეცადე ყველაფერი გადამეღო,
ხარისხისთვის ბოდიში, იმედია ზედმეტი კითხვები აღარ გაგიჩნდებათ.............. newsmile05.gif







http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/

http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/

http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/

http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/

http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/

http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/

http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/

http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/

http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/

http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/

http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/

http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/

http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/

http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/

http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/

http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/

http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/

http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/

http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/ http://www.radikal.ru/

პოსტის ავტორი: gogita.m Nov 16 2009, 16:46

ვიტო
რამდენადაც მახსოვს ეს იარაღი შენ არ მოგწონს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Nov 16 2009, 17:45

gogita.m
ხო არ მომწონს მარა რა ვქნა, ხო არ გადავაგდებ

ან რა მოსაწონი ეს არის? ტიპიური რუსული ნაგავია

ბარემ პირად შეხედულებასაც დავწერ: დიდი იარაღების სპეციალისტი არ ვარ მაგრამ მაინც..........
ნამეტანი მძიმე სათრევია, ბალანსიც არ დგას სასურველ დონეზე, მე ლითონებში კარგად ვერ ვერკვევი
მაგრამ ინტენსიურად უნდა წმენდა, გამსაკუთრებით თუ დასველდა, თორე ჟანგიან ""ტრუბას" მიიღებთ 2 დღეში,
პირადად გამოვცადე ფოთიდან რომ დავბრუნდი, მცხენოდა თოფს რომ უყურებდი, ვაზნებს რაც ეხება
30 გრამიანებზე ნაკლები არ უნდა ჩადო, უკეთესია თუ 32 ან 34 იხმარ, გაჭედვის საშიშროებაა,
დეტალებიც ნახეთ ზედა პოსტში, საკმაოდ ბევრი დეტალისგან შედგება და არც ადვილად ერგება ერთმანეთს,
ვალაქიტა ჭირდება რა, ჭრა-მიტანას რაც ეხება ნაღდად არ ვენდური

ლულის სვლის ამბავი კი იცით ალბათ, შემთხვევით თითი რომ გედოთ ზედ გასროლის მომენტში, დამწვრობით თუ გადარჩით ხომ კაი
თუ არადა მიაწიწკნის კაცს ხორცებს. ხო ზუსტად მაგ მიზეზის გამო ვერ მიაყენებ ვერც ფარს (იხვზე სანადიროთ შებინდებისას),
ნუ კოლიმატორზე აღარც ვლაპარაკობ, დანარჩენს ნიკა დაწერს ალბათ


პოსტის ავტორი: xedos Nov 16 2009, 17:46

საღოლ ვიტო newsmile027.gif
რას ერჩით? მშვენიერი იარაღია newsmile090.gif

პოსტის ავტორი: bejo Nov 21 2009, 15:28

მე მაქვს მც 21-12 რპ. აქ რაც სურათები დადეთ იმისგან ცოტა განსხვავებულია, ლულის ქვემოთ დაახლოებით ერთი მტკაველი ,,ტრუბა" აქვს დამატებული, ხომ არ იცით რას ნიშნავს?

პოსტის ავტორი: ვიტო Nov 21 2009, 15:31

bejo
მჭიდის იქნება, რამდენი ვაზნა მიდის?

პოსტის ავტორი: bejo Nov 21 2009, 16:11

5- მეტი, მგონი შვიდი, აღარ მახსოვს ორი წელია აღარ მისვრია მანდედან, ვნახავ და გეტყვით

პოსტის ავტორი: bejo Nov 21 2009, 16:49

6 ცალი

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 21 2009, 20:07

hunter87
კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს ფორუმზე newsmile05.gif

ციტატა(hunter87 @ 21st November 2009 - 20:43) *
ლულა ჩოკი აქვს, 35 მეტრზე მიტანა არანაკლებ 60%-ისა


მაგას და მაგაზე მეტს ( 64%) ჩემი ფაუსტიც აკეთებს თან 0.5 ჩოკით newsmile05.gif

ციტატა(hunter87 @ 21st November 2009 - 20:43) *
გადამფრენ ფრინველზე, ნადირზე და ბეწვეულზე სანადიროდ ძალიან კარგი თოფია


აბა გამოდის უნივერსალური ყოფილა newsmile035.gif


ციტატა(hunter87 @ 21st November 2009 - 20:43) *
ამ თოფზე კი ვიტყვი რომ თავის ფასში საუკეთესო თოფია


მაგ თოფის ფასაც MP 153-საც იყიდი რომელიც გაცილებით ჯობია მც 21-12-ს

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 22 2009, 09:26

hunter87
გაუმარჯოს კაი კაცს, ყოველთვის მივესალმები ფორუმზე ასეთი მცოდნე ხალხის შემოერთებას newsmile05.gif .
small3d018.gif small3d018.gif
geojorjika
არ შემიძლია არ დაგეთანხმო, მაგ ფასში ნამდვილად არაა " მც" საუკეთესო "ავტომატი"


http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=15&st=1185&start=1185

პოსტის ავტორი: bejo Nov 22 2009, 12:45



ციტატა(ვიტო @ Nov 21 2009, 16:31) *
bejo
მჭიდის იქნება, რამდენი ვაზნა მიდის?

5 შიგნით ჩადის ერთი პირში, მაგრამ გარედან რომ დაუწყო 7 უნდა ჩადიოდეს შიგნით, დიდი ზამბარა აქვს და მგონი მაგიტომ არ ეტევა, რას იტყვი?

პოსტის ავტორი: ვიტო Nov 23 2009, 11:34

bejo
ხო ალბათ ზამბარის ამბავია, ისე მე არ ვიცი წვრილმანები და ეგ ქარხნულია თუ გადაკეთებული?

პოსტის ავტორი: bejo Nov 23 2009, 14:43

ვისგანაც ვიყიდე მითხრა შტუჩნიაო, გვერძე უბნელია არ მომატყუებდა ალბათ მაგრამ როგორ დავრწმუნდე?

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 23 2009, 14:50

bejo
სურათები დადე და გეტყვი შტუჩნია თუ არა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Nov 23 2009, 16:41

სავაზნე მილში იქ სადაც ვაზნები ლაგდება შეიძლება შემზღუდავი ,, აგრანიჩიტელი,, აქვს და მაგიტომ არ ჩადის ვზნები სრულად , ეგ შეამოწმე თუ ეგ არა აქვს ასეიგი ზამბარის ამბავია!


ციტატა(bejo @ Nov 23 2009, 15:43) *
ვისგანაც ვიყიდე მითხრა შტუჩნიაო, გვერძე უბნელია არ მომატყუებდა ალბათ მაგრამ როგორ დავრწმუნდე?

ან ფოტო დადე ან კიდე ნომერი დაწერე სრულად და გეტყვი საცალო ნაკეთებია თუ არა!


პოსტის ავტორი: ფეოლა Nov 25 2009, 14:31

მოგეხსენებათ მე მაქვს მც და ცოტა მოდერნიზაციის შედეგად, ძალიან ეფექტური და პრაქტიკული გახდა. რაც შეეხება მეტალს, ნამდვილად უმაღლესი ხარისხისაა! არასოდეს პრობლემა არ მქონია. ერთი მინუსი ის ააქვს რომ ცოტა მძიმეა.

პოსტის ავტორი: geojorjika Nov 25 2009, 20:53

hunter87

ციტატა(hunter87 @ 25th November 2009 - 18:41) *
ჯერ ეს ერთი მპ-153 და მც-21-12 სხვადასხვა სისტემის ნახევრადავტომატური თოფებია

ჰოო? კაი ერთი newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif მერე რა გინდა თქვა რომ ინერციული ჯობია გაზაატვოდს? newsmile035.gif

ციტატა(hunter87 @ 25th November 2009 - 18:41) *
მე მაგ თოფს კარგად შემონახულს, სულ 40 ვაზნა აქვს გასროლილი 650 ლარად ვყიდულობ ცოტა ხანში

ეს შენ ყიდულობ ეგრე თორემ მასა 800 ლარს და ზევით აძლევს

ციტატა(hunter87 @ 25th November 2009 - 18:41) *
მე ვთქვი რომ საქართველოში ჩვენს პირობებში

იარაღის ავტომატიკის შერჩევა გარემო პირობებთან არაფერ შუაშია


ციტატა(hunter87 @ 25th November 2009 - 18:41) *
იარაღი ქალივითაა და ყოველთვის აქვს კაპრიზი. რომელიც უნდა გაითვალისწინო


არსებობენ "პრაქტიკული" და "არაპრაქტიკული" ქალები , და გონიერი მამაკაცი ყოველთვის ერკვევა მათში newsmile045.gif

ციტატა(hunter87 @ 25th November 2009 - 18:41) *
ჩემი ძმაკაცი მაგ თოფით ყველაფერზე ნადირობს და არ ემდურის


ჩისტა ქართული ბაზარი , ისევე როგორც ყველა ნივთის გაუნივერსალურება გვიყვარს თოფიც არ არის გამონაკლისი. არც ჩემი მეზობელი ემდურის თავის 16 კალიბრიან ცალპირა იჟ-5-ს ეგეც ყველაფერზე ნადირობს მაგით newsmile035.gif მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ იჟ-5-ი უნივერსალური თოფია

პოსტის ავტორი: bejo Nov 30 2009, 12:09

ციტატა(hunter777 @ Nov 23 2009, 17:41) *
სავაზნე მილში იქ სადაც ვაზნები ლაგდება შეიძლება შემზღუდავი ,, აგრანიჩიტელი,, აქვს და მაგიტომ არ ჩადის ვზნები სრულად , ეგ შეამოწმე თუ ეგ არა აქვს ასეიგი ზამბარის ამბავია!



ან ფოტო დადე ან კიდე ნომერი დაწერე სრულად და გეტყვი საცალო ნაკეთებია თუ არა!

0315 -ია ჩემი მც-ს ნომერი

http://www.radikal.ru
აი სურათიც

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ციტატა(geojorjika @ Nov 23 2009, 15:50) *
bejo
სურათები დადე და გეტყვი შტუჩნია თუ არა newsmile05.gif

დავდე სურათები, აბა რას იტყვი?

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 30 2009, 12:54

ორი აზრი არაა , ცალობითი ეგზემპლარია. სავაზნე ყველა ვარიანტში დაგრძელებულია +2 ვაზნა სავარაუდოდ.
კომპენსატორის მსგავსი რაღაცა, მობილურია? რა შევიწროებაა? კიდევ მოყვება მასეთი?

პოსტის ავტორი: bejo Nov 30 2009, 13:41

არ ვიცი რა შევიწროვებაა რეზბით იხსნება და მეტი არაფერი მოყოლია, სავაზნის გარდა სერიულისგან რითი განსხვავდება?

პოსტის ავტორი: ბესო Nov 30 2009, 14:09

ჯერ იმით, რომ ჩუქურთმები აქვს newsmile045.gif მერე იმით, რომ კომპენსატორი ბიუჯეტურებს არ მოყვება, დაგრძელებული "პატრონნიკის" ოფცია ყველას აქვს, მაგრამ არ მოყვება ბიუჯეტურებს, თუ გინდა მერე გაზრდი!
სავარაუდოდ უკეთესად მიმუშავებული მექანიზმიც ექნება და ეგაა რა მთელი სხვაობები newsmile05.gif მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეიძლება ითქვას, რომ შეიძლება რაიმე განსაკუთრებული მასალებია გამოყენებული, მაგრამ მაგის რეალური შანსი 1%-ზე დაბალია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: bejo Nov 30 2009, 14:23

ვისგანაც ვიყიდე სერიოზული ტიპი იყო ედიკას დროს, დიდ ბიზნესში იყო და იმას აჩუქეს დაბადების დღეზე, უბრალოს მაშინ არ კადრებდნენ, მერე უკან-უკან წავიდა და გაყიდა ბევრი რამ. როგორც მითხრეს დიდი თანხა გადაიხადესო მაგ მც-ში.

პოსტის ავტორი: hunter777 Nov 30 2009, 19:35

საცალო ეგზემპლარია ლულის მუხრუჭ კომპენსატორით, რომელიც ალის მაქრობის როლსაც ითავსებს სავაზნე მილი გაზრდილია მინიმუმ 2 ვაზნამდე! ვერცხლის სევარა აქვს, ორი ვარიანტია ან სუვენირ კლასია ან საცალო ნაკეტობა ძალიან ხარისხით ნაკეთები იქნება და ლულაც სერიოზული გაჩარხული იქნება, სერიულ ნომერში რუსული ასო არაფერი ფიგურირებს?? MC-21-12 ის იშვიათი ეგზემპლარის , ფლობელი ხარ ბრატ! small3d018.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: bejo Nov 30 2009, 20:23

დიდათ გამახარე, დიდი მადლობა 777-ს

ციტატა(hunter777 @ Nov 30 2009, 20:35) *
საცალო ეგზემპლარია ლულის მუხრუჭ კომპენსატორით, რომელიც ალის მაქრობის როლსაც ითავსებს სავაზნე მილი გაზრდილია მინიმუმ 2 ვაზნამდე! ვერცხლის სევარა აქვს, ორი ვარიანტია ან სუვენირ კლასია ან საცალო ნაკეტობა ძალიან ხარისხით ნაკეთები იქნება და ლულაც სერიოზული გაჩარხული იქნება, სერიულ ნომერში რუსული ასო არაფერი ფიგურირებს?? MC-21-12 ის იშვიათი ეგზემპლარის , ფლობელი ხარ ბრატ! small3d018.gif newsmile027.gif

N 0315 აწერია, N-ნომრის აღმნიშვნელი იქნება, მეტი არაფერი, ნუ ზევიდან აწერია მც რპ (რუსულად) 21-12 18,5 12 კალიბრი და ეგეთი რაგაცეები, ეხლა სამსახურში ვარ და მერე ვნახავ ზუსტად

პოსტის ავტორი: hunter777 Nov 30 2009, 21:30

21-12 მოდელის აღმნიშვნელია, 18,5 ლულის შიდა არხის დიამეტრია მილიმეტრებში, სავარაუდოდ ძლიერი და დაჯგუფებული მიტან უნდა ქონდეს მაგ თოფს საფანტის ჭრის ფენომენალური ნაჩვენებელიც!

პოსტის ავტორი: ვიტო Nov 30 2009, 22:26

რა მაინტერესებს........
მექანიზმში რაიმე განსხვავება არის?

პოსტის ავტორი: hunter777 Nov 30 2009, 22:31

არაფერი დეტალებია უკეთ დამუშავებული, მორგებული , მასალაა უფრო ხარისხიანი და ძვირფასი !

პოსტის ავტორი: bejo Nov 30 2009, 22:56

ციტატა(ვიტო @ Nov 30 2009, 23:26) *
რა მაინტერესებს........
მექანიზმში რაიმე განსხვავება არის?

დეტალებში არაფერი სხვაობაა, ვიდეო რომ გიდევს მაგის მიხედვით დავშალე და ავაწყე, იგივეა ყველაფერი, შენსას ერთი ,,კალცო" ქონდა დიდ ზამბარაზე, ჩემსას ორი ზევიდან და ქვევიდან, ეგ არის და ეგ.

777-ს მინდა ვკითხო, რამე თუ ურეგულირდება მც-ს?
სანამ დეტალურად დავშლიდი მშვენივრად მუშაობდა, ზატორით ვყრიდი ყველა ტყვიას, ეხლა რაღაც გაუჭირდა

პოსტის ავტორი: ვიტო Nov 30 2009, 22:59

bejo
ინერციის შემამცირებელი? რა კალიცო? სურათი დადე აბა
სერიულს ცევეოს შიგნით აქვს ეგ და შენ შემთხვევაში ვერ ვხვდები სად არის ეგენი,

hunter777
იკა რას ვფიქრობ იცი? ამ იარაღს ინერციას რაც აკეთებინებს მაგ ხზამბარასთან ექნება განსხვავებული
სისტემა, თუ ვერ მიხვდი რას ვამბობ დაწერე და სურათებით ვეცდები ვთქვა.........

პოსტის ავტორი: hunter777 Dec 1 2009, 10:36

შეიძლება ზედა და ქვედა ,,კოლიცო,, ები არასწორადაა ჩასმული, სხვა არამგონია რამე პრობლემა იყოს ან ზამბარაა ამოსაბრუნებელი! უკუმოქმედების ზამბარას მგონი ერთი ბოლო ოდნავ ვიწრო აქვს ვიდრე მეორე!. ვიტომ წვრილმანებში იცის მე მაგ იარაღთან ისეთი დიდი ურთიერთობა არ მქონია როგორც ვიტო უმფროსსა აქვს! newsmile05.gif newsmile041.gif

პოსტის ავტორი: bejo Dec 2 2009, 11:21

ვიტო, შენ ვიდეოზე 1:28 წმ-ზე ხელში გიჭირავს ის ნაწილი რომელზეც მე ვამბობ, შენსას მარტო ზევიდან უკეთია, ჩემსას ქვევიდანაც. ის ვერ დავინახე ბრტყელი მხარე პრუჟინაზე უნდა ედოს თუ პირიქით?

პოსტის ავტორი: ვიტო Dec 3 2009, 17:49

bejo
"ზარიად" გააჩნია, თუ დიდია ბრტყელი ზემოდან წავა, თუ ცოტაა ქვემოდან

პოსტის ავტორი: odzela1994 Jan 12 2010, 18:35

მეც მაქვს კმაყოფილი ვარ იხვზე

პოსტის ავტორი: ვიტო Jan 13 2010, 09:43

odzela1994
ზამბარა რა შუაშია?

პოსტის ავტორი: robiko Feb 26 2010, 19:58

ჩემი აზრით მც 21-12 პატრონმა უნდა დაივიწყოს ისეთი ფრინველი რასაც ქვია მწყერი, 2 წლის წინ ვიყიდე და პირველივე სეზონის მერე გავასხვისე, კრასნაგორკასთან ვნადირობდი, პირველი 3 მოკლული ფრინველიდან საჭმელად არც ერთი არ ვარგოდა, მეოთხე ახლოს აფრინდა 10 მეტრში და ჩამოგდების შემდეგ მხოლოდ მოგლეჯილი თავი ვიპოვნე, მერე შორს დავიწყე სროლა 35 მ.ზე შორს, გახშირდა გამაზვები, მონადირებული ფრინველიდან ნახევარიც ვერ ავკრიფე (უძაღლოდ ვიყავი), 40-50 მ. ვეღარ ვპოულობდი, მოკლედ მაგრად გავწვალდი და თავი მანიაკი ბრაკონიერი მეგონა, რომელსაც მარტო სროლა და კვლა აინტერესებს

პოსტის ავტორი: druncha Mar 6 2010, 20:29

პირველი ტყვიის მერე ჩედავს ჩემი იარაღი და რა შეიძლება რომ ვუშველო ხომ ვერ მეტყვით როგორ დავარეგულირო? მადლობა

პოსტის ავტორი: MIMINO Mar 7 2010, 17:42

მცს ნასადკა ვინმეს თუ გინდათ http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&product_id=514113

პოსტის ავტორი: MIMINO Mar 23 2010, 15:04

ციტატა(druncha @ Mar 6 2010, 21:29) *
პირველი ტყვიის მერე ჩედავს ჩემი იარაღი და რა შეიძლება რომ ვუშველო ხომ ვერ მეტყვით როგორ დავარეგულირო? მადლობა



მგონი ვიცი რისი ბრალიცაა. ყველა გასროლაზე ზატორი შეყენებული რჩება? კნობკას ჭირდება ყველა გასროლაზე მიჭერა?

ნასადკა მც-სთვის არავის გინდათ?

პოსტის ავტორი: odzela1994 Sep 25 2010, 17:50

http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&product_id=856175 ესეთი mc თუ გინახიათ ძმებო ?

პოსტის ავტორი: შუკა Sep 25 2010, 18:11

რასტრუბია, თან ჩოკით, სტანდარტული ემცესგან განსხვავდება, ალბათ სპეც- ზაკაზია...
ისე კაი რაღც ჩანს მაგრამ ყიდვამდე ჯობია ისროლო და ნახო როგორ მიაქვს..

პოსტის ავტორი: xedos Sep 29 2010, 20:48

odzela1994
მოიცა, შენ 1000$_ს მიცემას აპირებ მც_ში? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Sep 29 2010, 21:02

ამ სიმძიმე თოფის თრევა არ გინადა თან დიდი ფასიც ადევს საგრზნობლად

პოსტის ავტორი: gogita.m Sep 29 2010, 21:05

იქნება ერთი 4 კილო newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 29 2010, 21:28

odzela1994
მთლად ეგეთს ვერა მაგრამ კარგ მდგომარეობაში არ გინდა მოგყიდო 1000 გელად? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: odzela1994 Sep 29 2010, 22:28

ციტატა(ვიტო @ Sep 29 2010, 22:28) *
odzela1994
მთლად ეგეთს ვერა მაგრამ კარგ მდგომარეობაში არ გინდა მოგყიდო 1000 გელად? newsmile05.gif

არა არა ვიტო უბრალოდ დამაინტერესა ესეთი MC 21 არ მინახავს და თქვენ რას იტყოდით ქარხნული არის ეგეთი ლულით თუ არა ვერ გავიგე

პოსტის ავტორი: Bonehill Sep 30 2010, 09:18

odzela1994
ესაა "ცალობითი თოფი"

საკმაოდ იშვიათია ! არ ვიცი რა შევიწროებები აქვს მაგრამ ძალიან საინტერესო ეგზემპლიარია.
რაც არ უნდა იყოს 1000 აშშ მადაში უაზრობაა, 1000 გელა კი ნორმალური ფასია თუ "ემცეს" ფანი ხარ. სხვა შემთხვევში :
მც-21 12 არის ძალიან მძიმე.
დაუბალანსებელი
არასაიმედო
ვაზნების მიმართ ძალიან კაპრიზული
დაუხვეწავი


დადებითი მხარე ერთადერთი:
ძალიან ძლიერი მოხვედრის ძალა ანუ ჭრა

მოკლედ მაგ ფასში მშვენიერი უცხოური ორ ლულიანი კლასიკური , შეიძლება სრულსაკეთიანიც, თოფის ყიდვა.
არჩევანი შენზეა

პოსტის ავტორი: Hushta Jan 3 2011, 02:09

სალამი ყველას! გილოცავთ ახალ წელს!:)

მც-ზე მინდა ორი სიტყვა ვთქვა, დიდი მონადირე არ ვარ, თუმცა პატარაობიდან იარაღთან მაქვს შეხება და ასევე ნადირობასთან და მონადირეებთან, ხოდა სულ მაინტერესებდა რატომ სძულთ ასე დიდ მონადირეებს მც newsmile035.gif
ამაზე პასუხი მაშინ მივიღე როცა ბავშობაში რამდენჯერმე ვუყურე ნადირობას (რამდენიმე მონადირეს 2 ლულიანი თოფებით და ერთ-ერთს მც-თი). ამ იარაღით მონადირე უკონკურენტოა ნამდვილად newsmile035.gif მითუმეტეს თუ 5-ივე ვაზნას გამოიყენებს. მიტანაც უკეთესი აქვს ვიდრე 2 ლულიანს. ერთია რომ მძიმეა თუ ჯანი არ გერჩის და ხარჯიანია newsmile05.gif
მწყერზე ნამდვილად არა, მაგრამ იხვზე და კურდღელზე მოსახერხებელია.

რაც შეეხება საიმედოობას, 60 პატრონა მაქვს ნასროლი მიზანში ზედიზედ და არცერთი ჩავარდნა არ ქონია. ლულა ისეთი ცხელი იყო ხელს ვერ ვაკარებდი.
პირადად მე მაქვს იჟ 27 და მაინც ვფიქრობ რო თუ კარგ ვაზნებს ხმარობ. მც-თი ღორზე და დათვზე ნადირობა უფრო უსაფრთხოა ვიდრე 2 ლულიანით თოფით.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ ვიცი როგორც სანადირო თოფი რამდენად რამდენად მოსახერხებელია ხარჯიანობის და წონის ამბავში, მარა ამერიკული ვინჩესტერის სტილშია და მე ვფიქრობ მაგარი რამეა.

პოსტის ავტორი: Shooter Jan 3 2011, 10:30

რამდენადც მე ვიცი მც-ს მთავარი პრიბლემა არის დამადებსი ხარსხი კონკრეტულად კი იმ დეტალის რომელიც ურუნველყოფს ლულის ჩაკეტვას. ოდნავ არასწორი გეომეტრია ან არასწორი ტერმული დამუსავება და ადრე თუ გვიან იარაღი იწყებს ჭედვას.

პოსტის ავტორი: MIMINO Jan 3 2011, 10:45

მც-ს არც ისეთი რთული მექანიზმი აქვს როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მე ვიყიდე იაფად რადგან გასროლის დროს აღარ ტენიდა და შეყენებული რჩებოდა, ყოფილ მეპატრონეს ეს გამოუსწორებელი ნაკლი ეგონა და სხვა ,,გამოცდილი" მონადირეების რჩევით ეს თოფი მიზერულ ფასში მომყიდა. სახლში მიტანის შემდეგ დავაკვირდი მექანიზმის მუშაობის პრინციპს და ადვილად მივხვდი მიზეზს და ერთ საათში ხელში ძალიან კარგი რამ შემღჩა. ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ თუ იარაღს მოუვლი და კარგ ვაზნებს ახმარ, მშვენიერი რამეა თავის ფასად. 10 წელი ისე მემსახურა რომ კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი. გარდა იმისა ნახევრად ავტომატის მინუსები რაც არის. მაგ: მქონია შემთხვევა კურდღელზე ნადირობისას მგელი წამომდგომია და 3-4 ნომრებით სავსე მჭიდი დამიცლია და ვერაფერი დამიკვლია. რაც 2 ლულიან თოფში ვაზნების შეცვლას დრო უნდა 10 ჯერ მეტია საჭირო ნახევრად ავტომატში.

მსგავსმა შემთხვევებმა მაიძულა შევლეოდი მას და გავყიდე და შევიძინე ტოზ 120 რასაც ნამდვილად არ ვნანობ.

პოსტის ავტორი: Hushta Jan 6 2011, 10:18

MIMINO

ციტატა(kaxaadatuashvili @ 3rd January 2011 - 11:45) *
მაგ: მქონია შემთხვევა კურდღელზე ნადირობისას მგელი წამომდგომია და 3-4 ნომრებით სავსე მჭიდი დამიცლია და ვერაფერი დამიკვლია.

მართალი ხარ. მამაჩემი მც-თი ნადირობის დროს ბოლო პატრონას (ანუ ქვემოდან დატენვისას პირველს) კარტეჩს ან 1/2 ნომერს დებდა ხოლმე.
ნუ თუ ეგე ბოლო ტყვია ააცილე მერე საკეტი უკვე გახსნილია და დატენვას დიდი დრო აღარ უნდა.

პოსტის ავტორი: otarii Feb 3 2011, 17:04

ვიტო

გაიხარე კარგად გაქვს აღწერილი დაშლა-აწყობა, მაგრამ აი ეს დეტალი ვერ მოვხსენი ვერაფრით, იქნებ მირჩიო რამე

http://pix.ge/x/b/b/xuom6/

დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: bejo Mar 29 2011, 14:54

მც-ზე დავკარგე აბოიმის ზამბარა, ახალი რომ დავამზადებინო მინდა ზამბარის სისქე, თუ ვინმემ იცის დამეხმარეთ რამდენ მილიმეტრიანი მავთულით დავამზადებინო?

პოსტის ავტორი: შუკა Mar 30 2011, 23:00

ეგ ეცოდინაბა ხელოსანს რომელსაც მიუტან..
მაგალითდ ანდროს მოსკოვის პროსპეკტზე..

პოსტის ავტორი: axalcixeli Jul 20 2012, 13:08

ახლობელს მც-ზე გაუტყდა ნემსა, როგორ შეიძლება რომ ვუშველო? თითონ ნემსას ყიდვა შეიძლება თუ უნდა გამოვაჩარხინო? წინასწარ მადლობა

პოსტის ავტორი: axalcixeli Jul 23 2012, 12:52

ციტატა(axalcixeli @ Jul 20 2012, 14:08) *
ახლობელს მც-ზე გაუტყდა ნემსა, როგორ შეიძლება რომ ვუშველო? თითონ ნემსას ყიდვა შეიძლება თუ უნდა გამოვაჩარხინო? წინასწარ მადლობა


დამეხმარეთ რა ბიძიებო

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 23 2012, 13:31

ციტატა(axalcixeli @ 20th July 2012 - 15:08) *
თითონ ნემსას ყიდვა შეიძლება თუ უნდა გამოვაჩარხინო?

ალბათ შოვნაც შეიძლება..მაგრამ გატეხილი ნემსი თუ გაქვთ..მემგონია გაჩარხვა უფრო გაგიმარტივდებათ ძველის მიხედვით. გააჩარხინეთ ბურღის(სვერლო) უკანა ნაწილით. ეგ ადგილი მსუბუქად არის ნაწრთობი და ადვილად იჩარხება. რამე ძველი რუსული სვერლო მოძებნეთ და იმითი. ჩინური..თურქული და ა..შ.. არვარგა. ეგ მაგარი მასალაა და დიდხანს მუშაობს. წრთობა და ეგეთები არ ჭირდება(ნაწრთობი..თუ სათანადოდ არ მოუშვი ტყდება) პირდაპირ მიდის და კარგად მუშაობს. თავის საჱოფი წრთობა..უკვე აქვს ბურღს.

პოსტის ავტორი: axalcixeli Jul 23 2012, 14:48

მადლობა ლევან

პოსტის ავტორი: კოკანჯო Aug 21 2013, 18:22

გამარჯობა,

მამაჩემისგან დამრჩა მც. რამოდეიმეჯერ გასასინჯად ველზეც გავიტანე, რის შემდეგაც ვატყობ რამოდენიმე პრობლემა აღმოვუჩინე:

1. როგორც მივხვდი დიდ ზამბარასთან უნდა იყოს 2 ცალი კალცო, ჩემსას 1 აქვს განიერი. (თუ აუცილებლად ჭირდება მე2ც, სად შემიძლია დავამზადებინო, ვიყიდო,)?

2. მემგონი ეს ყველა მც-ს ჭირს, 1 გასროლას აკეთებს და შემდეგ ჯორივით ჩერდება. ძალიან მცირე ინფო მოვიპოვე ინეტში თუ როგორ შემიძლია ვუშველო, თუ ლინკით ან კონკრეტული დავალებით დამეხმარებით, ძალიან მადლობელი დავრჩები.

პოსტის ავტორი: kaxeturi Aug 21 2013, 18:56

გვერძე ღილაკი რომ აქვს მაგის ქვემოთ დაუდე შაიბა ისე რომ კნოპკას ოდნავ მიჭერა ჭირდებოდეს ხელის რომ ზატორი დაეშვას და 99% ეშველება

პოსტის ავტორი: კოკანჯო Aug 22 2013, 21:22

ბოლომდე ვერ მივხვდი რა მითხარი. გვერდზე ღილაკი - ანუ ზატვორის გამშვებს გულისხმობ? თუ მიმწოდებლის შემაჩერებელი როა - სატრიალებელი(წინ ან უკან)?

და ამ შემთხვევაში რას ეშველება? :-)

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 23 2013, 01:32

კოკანჯო
1.ძველ მოდელებს 2 კალცო ქონდა, შედარებით ახლებს, მე მგონი 89 წლიდან ერთ კალცოიანი გამოდიოდა, მეორე ლულის სამაგრზევე იყო ინტეგრირებული

2. რაც შეეხება გაჭედვას 30 გრამიანზე ნაკლებს ვერ ენდობი. შეიძლება სულ გაგიჭედოს

პოსტის ავტორი: კოკანჯო Aug 28 2013, 13:46

ჭალიმგელა

1. ხომ ვერ მეტყვი რა ადგილას ვუნახო რომელ წლიანია, ვერსად ვნახე.

2. კარგი ვცდი 30 გრამიანზე მეტის გასროლას. თუმცა მანამდე ჯობია კალცო ვიშოვო ხო? შეიძლება აქ სადმე ყიდვა, (არც ვინმე ნაცნობს აქვს ეს თოფი რომ გამოვართვა დროებით, და გამოვაჭედინო) მადლობა წინასწარ

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 28 2013, 14:07

კოკანჯო
შეიძლება არ აკლია. თუ ნამდვილად იცი რომ 2 კალცოიანი იყო

პოსტის ავტორი: თოფჩა Apr 19 2015, 23:17

გამარჯობა. ამ თოფის ზამბარის ყიდვა მინდა და ვინმემ ხომ არ იცით სად შეიძლება ვიყიდო? (ლულის დამაბრუნებელი დიდი ზამბარა.) 551571172

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)