თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ კლუბის ერთობლივი ღონისძიებები _ 2010-2011 წლის სეზონის დახურვა

პოსტის ავტორი: გიორგი Feb 27 2011, 19:33


ციოდა... გარეთ თოვდა... საათზე იყო ხუთის ოთხისნახევარი... ავდექი, გავედი, დავქოქე მანქანა და ჩავედი ტამპლიერთან...
ტამპლიერთან ერთი ყავა მივეცი და სანამ ამ ყავას ვაძლევდი დამირეკა გურგენამ... სადა ხარო... მე ვუთხარი სახლში ვარ, ყავას ვაძლევ მეთქი... ხოდა ამოდიო... ხოდა ავედი... რომ ავედი დამხვდა გარეთ ასეთი სიტუაცია

http://pix.ge/

9 კაცი იყო მოსული 7 მანქანით.... ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა ვიფიქრეთ.. კალათბურთი ვითამაშეთ... ბოლო 2 ადგილზე გასულის მანქანებით წასვლაზე... ხოდა ჩელეს სიმაღლემ არ შეუწყო ხელი და ტამპლიერს დიდმა გულმა... მანქანებიც შეირჩა...

ამ დროს დავითუსამ დააძრო კარაქის ტალონები და საზეიმო ვითარებაში გადასცა იქ მყოფთ...

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

რაც ჩელეს მიერ იქნა სასწრაფო წესით დაფოტომასალებული

http://pix.ge/

ცოტა ხანი დაველოდეთ კიდე სიაში ვინც ეწერა... ეგება მოვიდნენო...

http://pix.ge/

http://pix.ge/

და გრაფიკიდან 1 საათიანი ჩამორჩენით შევუდექით გზას..

ტამლიერის მანქანაში იჯდნენ თვით ტამპლიერი და ჭალიმგელა. ხოლო, მე და გურგენა უკან ვჭირვეულობდით...

http://pix.ge/

http://pix.ge/

ჩელეს მანქანაში იჯდნენ ჩელე, დავითუსა, გეოჟორჟიკა, ლეკი და კონდოლი..

მოკლედ ჩავლაგდით და წავედით 2010 წლის სანადირო სეზონის დასახურად... რომელი მხოლოდ კონკრეტულ ადგილას იხურებოდა. და ამ ადგილის შესახებ მხოლოდ ჭალიმგელამ იცოდა.... ხოოდა გაგვძღა ჭალიმგელა იმ საიდუმლო ადგილზე სადაც ამ სეზონის დახურვა შეიძლებაა.. გზაში მე კი მქონდა მცდელობა, რომ ეგება სახინკლეში ხომ არ დაგვეხურა... იქაც კარგად იხურება თქო... მაგრამ ვერაფერს გავხდი და დავემორჩილე გაბატონებულ ძალას....

ჩავედით ადგილზე... გარეთ თოვდა... ციოდაა...

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

ტრადიციულად, ჩასვლისას დავიწყეთ იარაღის გაშლა-გაწყობა... ისე სულ მაინტერესებდა საიდან მომდინარეობს ეს ტრადიცია ?? ალბათ ჩვენი პაპები და იმათი პაპებიც (ხოლო ზოგიერთის ბაბუები) ასე შვრებოდნენ როცა ჩავიდოდნენ...

http://pix.ge/

http://pix.ge/

ვისაც არ ჰქონდა არაფერი გასაშლელი - ის პოზიორობდა

http://pix.ge/

http://pix.ge/





პოსტის ავტორი: გოგა Feb 27 2011, 19:38


მერე ეს კბილებამდე შეიარაღებული ხალხი ჩავჯექით ისევ მანქანებში და წავედით...

http://pix.ge/

ნიკას ფარები არ უვარგოდა ცოტა და ამიტომ ჩვენც ვუნათებდით გვერდიდან გზას... მაგრამ ტყუილაა...

http://pix.ge/

მაგრამ უშედეგოდ...

ჩავედით მდინარესთან...ციოდა... გარეთ თოვდა...

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

ტამპლიერამ ჩელე და ჭალიმგელა მანქანით სადღაც წაიყვანა და იქ დატოვა..

დანარჩენებმი ადგილზევე გაიშალნენ

ხოლო ჭეშმარიტი მონადირეები დავრჩით მანქანებთან და იმით დაკვავდით, რითაც მთელი სეზონი ვიყავით დაკავებულები

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

ეს დაიღალა პატრონის ლოდინით და იგივეთი დაკავდა, რითიც ჩვენ

http://pix.ge/

ამასობაში ახლო მახლო მიმოფანტული ხალხი ნელ ნელა შემოიკრიბა...

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

მაგრამ ჩელე და ჭალიმგელა არსად სჩანდნენ... გარეთ თოვდა... ციოდაა... ჩვენ გვშიოდაა... ხოდა წვედით ბიჭების საძებნელად...

ბევრი ვეძებეთ, თუ ცოტა... მივაგენით ერთ ხესთან... ორივე გაყინული იწვა ხის ძირას და სულ ღაფავდა... გავათბეთ ჭკუაზე მოვიყვანეთ და ადამიანებს დავამსგავეთ (შეძლებისდაგვარად)

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/





პოსტის ავტორი: გიორგი Feb 27 2011, 20:09

ისე გაგვიხარდა, რომ ვერაფერი ვერ მოვინადირეთ პირველ განყოფილებაში, რომ გადავწყვიტეთ სასწარაფო წესით აღგვენიშნა ეს ამბავი... იქვე კაპოტზე... თან ბიჭების გადარჩენაც ხომ უნდა დაგველოცა ??

მაგრამ რომ დალოცო ამისთვის რა არის საჭირო ??? ჰაა... ვერ მიხვდით ?? თხევადია ასეთი... ალკოჰოლიანი.... ხოდა ჩემი ფეხები !! არ გვქონდა !! ჩვენ ვიცავთ ჩვენივე გადაწყვეტილებებს... ხოდა ამიტომ დასალევი ნაბეღლავის გარდა არაფერიც არ გვქონდა...

დასალევი კი არა, გურგენას რომ არ ეყოჩაღა - საჭმელიც არ გვექნებოდა არაფერი newsmile05.gif newsmile05.gif მოკლედ ასე იყო თუ ისე...იქვე პატარა კაპოტი გავშალეთ და შიმშილის გრძნობა დავჩაგრეთ..

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

კმაყოფილები ჩავჯექით მანქანებში და გავემართეთ იქ სადაც ყველაფერი უნდა მომხდარიყო... გარეთ თოვდა, ციოდა და ასე დაიწყო მეორე განყოფილება...

http://pix.ge/

http://pix.ge/

ჩავედით დანიშნულების ადგილზე და ესენი მომავალი ნადირობის შეგრძნებით, ხალისიანად და შემართებით შეეფინენ გორაკს..

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

მე და ტამპლიერმა გადავწყვიტეთ მანქანებს ვუყარაულოთ და ერთი კაი ძილი გამოვაცხეთ...

რომ გამეღვიძა, უკვე კაი გვიანი იყო... ასე იქნებოდა საათის ხუთის ოთხისნახევარს, რომ 20 წუთი უკლია ის დრო... გადმოვედი მანქანიდან... გადავაფსი... გავიხედე, გამოვიხედე... არავინ არ არის... ხოდა ვიფიქრე თხა თხაზე ნაკლები და მოიტა ერთი მეც ცოტა ვიფოტონადირებ მეთქი და ქე ვქენი რაც ჩავიფიქრე

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

გარეთ ციოდა... თოვდა...

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/





პოსტის ავტორი: Maverick Feb 27 2011, 20:28

დალშე, დალშე რა მოხდა?

პოსტის ავტორი: გიორგი Feb 27 2011, 20:33


ამ ონანიზმით ვიყავი დაკავებული, როდესაც პირველი პარტია ხალხი გამოჩდა....

http://pix.ge/

ესეც დღევანდელი დღის გმირი... და თუ რატოა გმირი ეგ იმათმა იციან ვინც იცის და ვინც არ იცის - ჰკითხოს იმას ვინც იცის...

http://pix.ge/

ესეც დასათვლელად წასული ხალხი newsmile05.gif და თუ რატო არიან წასულები დასათვლელად - ეგ იმანც იცის, ვინც იცის და ვინც არ იცის კი იცის რაც უნდა ქნას newsmile05.gif

http://pix.ge/

გმირი დაიღალა და ისვენებს

http://pix.ge/

ჭალიმგელა როგორც ყოველთვის იგვიანებს... ისევე როგორც ეს კაცი

http://pix.ge/

ამათ ლოდნიში ჩვენ ნელ ნელა დავიწყეთ ჩალაგება და იარაღები აკეცვა და კიდე რაღაც რაღაცეები, რაც იმათ იციან ვინც იციან და ვინც არ იცის - ქე იცის newsmile05.gif

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

გარეთ ციოდა... თოვდა... ამ ლოდინში შორიდან რაღაც ყვითელმა გამოანათა... მზეემ ?? არააა... ეს ჩელე იყო...

http://pix.ge/

http://pix.ge/

ყველანი ველოდებით ჭალიმგელას...

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

ცუდის ნიშანმა გადაგვიფრენა თავზე

http://pix.ge/

http://pix.ge/

ამათ შესცივდათ და მანქანაში ჩაჯდნენ... გავთბებითო... მერე რა რომ მანქანაში ფეჩი არ მუშაობდა..

http://pix.ge/














პოსტის ავტორი: Maverick Feb 27 2011, 20:35

ის რომელიც იგვიანებდა, თილისმას წნავდა? newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Feb 27 2011, 20:46


http://pix.ge/

http://pix.ge/

ჭალიმგელა არ ჩანდა.. ციოდა და სთოვდა.... ყველას გვშიოდა და სხლში გვინდოდა... გული ცუდს გვიგრძნობდა... ნერვებს ზოგი რითი იწყნარებდა და ზოგი რითი...

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

და აიიი !!! ისიც გამოჩდა... საქართველო გადარჩება...

http://pix.ge/

თურმე რა უცნაური ამბავი გადახდომია.... ტყუილა კი არ გვიგვრძნობდა გული... 9 მთა და 8 ზღვა რომ გადაიარა, იქ დახდომია პერელიოტნი ჟირაფი... უსვრია... კი მოურტყია, მაგრამ იმას მეორე სიცოცხლე ჩაურთვია და კოჭლობით გაქცეულა... ესეკ გაკიდებია (თან არ დაუსეივებია ისე გაეკიდა) ამ სირბილ-სირბილში ჩაბარდნილა დიდ ორმოში... უყვირია, უძახია... მაგრამ ვინაა შენი მშველელი ??? ორმოში ჩავარდნამ საერთოდ მასე იცის ხოლმე... ხოდა უწვალია, რა აღარ უქნია... ხან ავხტიო, ხან ფეხი ფეხზე დავდე და ისე ავხტიო.... ხან ოტჟიმანიები გავაკეთეო.. მაგრამ მაინც ვერ ამოვედიოო... მერეო დავიღალეო, წავედიო სახლში და თოკი მოვიტანე და ისე ამოვედიოოო.... ამოვედიო და ქე წამოვედიო აქეთო...

ჩვენ სულგანაბულები ვუსმენდით....

http://pix.ge/

გარეთ ციოდა, თოვდა... ნელ ნელა ღამდებოდა... ხოდა მე ვუთხარი კაი გიო დანარჩენი გზაში მოყევი თქო და წამოვედით...

ეგ იყო და ეგ... მოკლედ გასვლა გამოგვივიდა ძალიან ლამაზი, მშვიდი და მშვენიერი...





პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Feb 27 2011, 21:10

newsmile035.gif კაი იყო, შენს სტილშI newsmile035.gif

პოსტის ავტორი: თენგო Feb 27 2011, 21:16

მეორე განყოფილების ამსახველი ფოტო მასალა არ მოიპოვება? იქნებ გამოვამზეუროთ!

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Feb 27 2011, 23:16

საღოლ კარგად გისეირნიათ ნიკუში ამ თოვლში კეტებით როგორ უნდა გევლო აა

პოსტის ავტორი: ლევანი Feb 27 2011, 23:36

მშვენიერი პოლარული ექსპედიცია მოგირტყიათ. newsmile027.gif newsmile027.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Feb 28 2011, 00:10

კაი გასვლა გამოგსვლიათ newsmile05.gif, სამწუხაროა რო ვერ მოვახერხე ამჯერადაც წამოსვლა

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 28 2011, 08:32

ყოჩაღ გიო, ისე ვკითხულობდი, მეთქი მერე რა მოხდება თქო. დიდი გიორგი მერეპორტე უნდა გეწოდოს შენ small3d018.gif small3d018.gif newsmile027.gif

ხო ისე. იხვი ვნახეთ 4 ნორმალური გუნდი და ცოტცოტა 3-4 იანები, მაგრამ სასროლზე არ გვიშვებდნენ. მეორე ნაწილი უფრო საინტერესო გამოდგა, არტიოჰეპტოფელიქსები ნორმალურად ვნახეთ

პოსტის ავტორი: kondoli Feb 28 2011, 10:27

ციტატა(ჭალიმგელა @ Feb 28 2011, 09:32) *
დიდი გიორგი მერეპორტე უნდა გეწოდოს შენ small3d018.gif small3d018.gif newsmile027.gif


vetanxmebi.gif xoshian.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Feb 28 2011, 11:21

გაიხარეთ newsmile05.gif

სლუჟუ სოვეტსკამუ საიუზუ newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: sabo73 Feb 28 2011, 11:32

ციტატა(გიორგი @ Feb 28 2011, 12:21) *
გაიხარეთ newsmile05.gif

სლუჟუ სოვეტსკამუ საიუზუ newsmile05.gif newsmile05.gif



უკაცრავად, მაგრამ თქვენ გეცოდინებათ!!! ა ლენინ ჟივ კიდო თუ არა?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Feb 28 2011, 11:33

გიორგი
ნუ რა ვთქვა მაგარი რეპორტმახერი ხარ რა

პოსტის ავტორი: გიორგი Feb 28 2011, 11:51

sabo73

უმერსია უჟე... სოვსემ უმერსია...

თენგო

თქვენ კონკრეტულად რომელ ფოტო მასალაზე საუბრობთ ?? newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Feb 28 2011, 13:11

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: Bonehill Feb 28 2011, 15:15

კარგი იყო ყველაფერი, ლამაზად დავამთავრეთ სეზონი.... მადლობა ოჩოელებს !

გიო შესანიშნავი რეპორტია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: chika Feb 28 2011, 15:21

კი ლამაზად დაამთავრედ და დავამთავრე, მაგრამ ერთი გამაგებინეთ სახლში ვინ მიმიტანა? newsmile090.gif newsmile090.gif newsmile045.gif

პოსტის ავტორი: kondoli Feb 28 2011, 16:08

ბატონო "ადმინ" გიორგი blashe.gif newsmile090.gif

ამ დროს დავითუსამ დააძრო კარაქის ტალონები და საზეიმო ვითარებაში გადასცა იქ მყოფთ..

და მე რომ გადმომცეს კარაქის ტალონი, მისი ფოტო მასალა სად მოვიდძიო?

კარგი დრო გაგიტარებიათ, გაიხარეთ. d778bc34f693c93907196ff195628213.gif small3d018.gif newsmile027.gif
ვერაფრით ვერ მოვახერხე "სეზონის დახურვის" მოერე ნაწილზე დასწრება. SORRY

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 28 2011, 16:47

აი მეორე ნაწილზე რომ კამერები არ მუშაობდა მაგარი გატეხა

პოსტის ავტორი: Davitus Feb 28 2011, 16:52

ჭალიმგელა

აქა-იქ იღებდა, ზოგი რითი ზოგი რითი, ხოდა, დადებენ ალბათ და მერე ერთად მოვუყრი თავს და ეს თემაც დაიხურება და ჩაბარდება ისტორიას newsmile05.gif


http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/





პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 28 2011, 16:53

მე მაქვს რაღაც ვიდეოები newsmile045.gif

პოსტის ავტორი: 919 Feb 28 2011, 16:53

გილოცავთ სეზონის დახურვას! newsmile05.gif
ამოისუნთქებს ბუნება newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Feb 28 2011, 16:59

ხოოოოდააა..... დარეკა მაღვიძარამ, ეგრევე წამოვფრინდი..... სასწრაფო წესით ჩავიცვი, ავიღე ჩემი ავლადიდება, დავქოქე მანქანა და მოვძუძგე GEOჟორჟოკას შესახვედრად.. ვდგავარ ახლა მაკდონალდთან და ველოდები. არ მოდის ეს კაცი. კიდევ ვდგავარ და ვუცდი. მაკდონალდმა მაგრად ივაჭრა იმ ღამეს. ბევრმა ტაქსმა ჩაიარა, ჟორჟიკა კი არსად ჩანდა. ამოვიღე ტელეფონი და ვეძებ მის ნომერს. თან ვფიქრობ: ნეტა ხომ არ დაეძინა მეთქი. გადავაქოთე მთელი ტელეფონი და ვერ ვიპოვნე ნომერი, არა და აშკარად მახსოვს, რომ ჩავიწერე, მაგრამ ამაოდ. მერე ვიფიქრე: ჭალიმგელამ იქნება და იცოდეს მეთქი და დავურეკე.

-ხო ჩელე..
-რას შვრები?
-რა ვიცი აბა?
-კაცო ჟორჟიკა არ ჩანს და იქნებ ნომერი იცოდე?
-აუ აზრზე არ ვარ....
-ვააა....
-კაცო რომელი საათია?- მეკითხება
-ხუთს აკლია 20 წუთი....
-მერე?
-რა მერე?
-კაცო ექვსის ნახევარზე უნდა იყოთ ტამპლიერთან.
-ვააა, აბა ეხლა რომელი საათია?
-ხუთს აკლია 20 წუთი..
-ვაააახ ჩემი..... აშკარად დამცხა. 1 საათით ადრე მივსულვარ....

რაღა გაეწყობოდა? დავჯექი და მოვიძიე ინტერნეტ საშუალება, მაკდონალდს მოვპარე ვაერლესი. შევედი ფორუმზე და კაციშვილი არ იყო. მოკლედ, როგორც იქნა მოვიდა ექვსის 20 წუთი და ჩემმა ტელეფონმაც დაქოლა. ჟორჟიკა იყო. მივედით ადგილამდე. გურგენა, ჭალიმგელა, ლეკი, კონდოლი, გიორგი უკვე ადგილზე იყვნენ.

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

ნანატრი კარაქის ტალონები newsmile05.gif

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/


დავიძარით ალჟირისკენ. მე და ჭალიმგელა არხისკენ წაგვიღო ტამპლიერმა და იქიდან გამოვუყევით მდინარესკენ. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ, ფაქტია რომ ვიარეთ. ბევრი გუნდი ვნახეთ, მაგრამ ვერ ვესროლეთ, შორს იყვნენ და აზრი არ ჰქონდა, თან ნისლი იყო. მერე როგორც იქნა მივედით მანქანამდე. სუფრა გავშალეთ და წავიხემსეთ. გადაწყდა მეორე განყოფილება. ალჟირიდან უგანდაში გავემართეთ. იქაც ბლომად ვიბოდიალეთ. მერე ჟირაფებს ვდიეთ, მაგრამ ამაოდ. მოკლედ უშედეგო დღის შემდეგ რაღა უნდა გვექნა, დავბრუნდით დედაი-ქალაქში. მეტეხამდე არ ვიყავი მისული, რომ ტამპლიერმა დამიქოლა: წამოდი თელეთში წავიდეთ, ჩემი დეიდაშვილი გაიჭედაო..... რა უნდა მექნა? წავედით და ამოვიყვანეთ.



http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

მაგარი დაღლილი ვიყავი, ის კი არა და, საქეიფო განწყობაც გამქრალიყო, მაგრამ ჩემს თავს შევუძახე: ტეხამს რომ არ მიხვიდე მეთქი და მივედი. 3 ჭიქაში მზად ვიყავი უკვე. მაგრად დავთვერით ყველანი. 2 ჭიქაც გავტეხეთ და დავიშალეთ. გარეთ უკვე კარგად დაედო. ტაქსები კანტიკუნტად ჩანდნენ. დარჩენილები ვიყავით: მე, ზახარა, იკო, დემი, ჭალიმგელა, ჩიკა. ჩიკა და მე ერთად წავედით. newsmile05.gif ტაქსმაც გამოიარა და წავედით. სახლში კი მივედი და იმის მერე არაფერი მახსოვს. დავეცი ბრძოლის ველზე. კუნთები დღეს უკვე აღარ მტკივა. კარგა ხანია ამდენი არ მივლია. სადღაც 25 კილომეტრი კი გავიარე ალბათ. კარგი იყო ყველაფერი, მაგრამ მაინც არ არის ნადირობა ჩემი საქმე newsmile05.gif არ ვვარგივარ მონადირედ. ჩემი საქმე: ლოთობა და თებზაობაა.... newsmile05.gif

დიდი მადლობა ყველას, კარგები ხართ. მიუხედავად საშინელი დაღლილობისა, მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ. ჭალიმგელას დიდი მადლობა პირველ რიგში.... გენაცვალეთ....



chika

ციტატა
კი ლამაზად დაამთავრედ და დავამთავრე, მაგრამ ერთი გამაგებინეთ სახლში ვინ მიმიტანა?


newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif მე მიგაყუდე სადარბაზოსთან..... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Feb 28 2011, 18:04

არა ნამდვილად სამაგალითო გასვლა გამოგვივიდა... მე ვამაყოფთ ჩვენით newsmile05.gif

რაღაც მომენტში თითქოს გატეხა, რომ სასმელი არ გვქონდა წამოღებული, მაგრამ საერთო ჯამში გაასწორა...
ყველფერი ლამაზად და მშვიდად ჩატარდა...


პოსტის ავტორი: გურგენა Feb 28 2011, 19:20

მეც მაქვს 3-4 სურათი ტელეფონით გადაღებული. იმ დროს გადავიღე ბორჯომის ბოთლებით ჭიდაობა რომ წავიდა newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif ხვალ საღამომდე ვერ დავყრი, ის ტელეფონი სამსახურში დამრჩა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შუკა Feb 28 2011, 19:30

ეხ.. დაიხურა (კანტორა) newsmile058.gif სეზონი.. დაიწყო მკვდარი პერიოდი.. newsmile039.gif
როდის მოვა 20 აგვისტო!! newsmile05.gif newsmile039.gif

პოსტის ავტორი: თენგო Feb 28 2011, 19:39

შუკა
20 აგვისტომდე,20 აპრილი მოვა! შეესევიან ძაღლების პატრონები მინდორ ველებს!

პოსტის ავტორი: Maverick Feb 28 2011, 20:48

სეზონი ''კვდება'' მათთვის ვისაც ძაღლი არ ყავს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Feb 28 2011, 21:01

სეზონი კი მრთავდება ნადირობის მაგრამ ძაღლებით სეირნობა ყოფელთვის შეიძლება

პოსტის ავტორი: goldenfaraon Feb 28 2011, 23:03

სეზონი დამთავრდა და დაიწყო ბრაკონიერობა newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif პირველი მარტიდან სხვა არაფერი ქვია მაგას თუ არა რომ ბრაკონიერობა newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Feb 28 2011, 23:05

goldenfaraon

მერე ვინ ბრაკონიერობს? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Feb 28 2011, 23:06

goldenfaraon
რატომ უთოფოდ ძაღლების გასეირნება ბრაკონიერობა არ არის ძაღლი სეზონის გახსნამდენ თუ არ გაასეირნე ქე დაემართება რაცხა და ცოდვაა

პოსტის ავტორი: goldenfaraon Feb 28 2011, 23:28

ციტატა(ჩელე @ Mar 1 2011, 00:05) *
goldenfaraon

მერე ვინ ბრაკონიერობს? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif


რა ვიცი რა ვიცი newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
რავარი სტატუსი მომარჭეს , ერთი პოსტი არ მაპატიეს, თანაც პირველი : ))))

ბოდიშით გაოფებისთვის, ახალი წევრი ვარ, პირველად ვპოსტავ, მეტს აღარ ვიზამ ბიძიებო : )

პოსტის ავტორი: sabo73 Feb 28 2011, 23:48

goldenfaraon

მაგ სტატუსზე არ ინერვიულო, პოსტების რაოდენობასთან ერთად შეიცვლება ეგეც.

პოსტის ავტორი: გურიკა Mar 1 2011, 11:51

ვა ტქვენ გენაცვალეთ ძალიან კაი დრო გიტარებიათ, ეხლა კი დაგვეხურა სეზონი დ
მე კი უკვე მენატრება ნადირობა newsmile05.gif მალე მოვა ცეხი აგვისტო ტავის სწრაფი და ქონიანი მწყერით newsmile05.gif

პოსტის ავტორი: sabo73 Mar 1 2011, 12:57

ციტატა(გურიკა @ Mar 1 2011, 12:51) *
ვა ტქვენ გენაცვალეთ ძალიან კაი დრო გიტარებიათ, ეხლა კი დაგვეხურა სეზონი
მე კი უკვე მენატრება ნადირობა newsmile05.gif მალე მოვა ცეხი აგვისტო ტავის სწრაფი და ქონიანი მწყერით newsmile05.gif


ნუ გადამრიე, გარკვევით წერე, თორემ მიგაბარებ ქართული ენის გრამატიკის მასწავლებეს.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Mar 1 2011, 13:10

ციტატა(sabo73 @ Mar 1 2011, 13:57) *
ნუ გადამრიე, გარკვევით წერე, თორემ მიგაბარებ ქართული ენის გრამატიკის მასწავლებეს.

ვეუბნები კლავიატურა შემოაბრუნეთქო და არ შვება newsmile035.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 1 2011, 13:13

დახურეთ თემა

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)