თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ კლუბის ერთობლივი ღონისძიებები _ ფორუმის და კლუბის ერთობლივი გასვლა

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 6 2013, 09:46

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ და ვღნიშნავდით თითქმის 10 დღე წავედით ნადარბაზევის ტბაზე თბილისიდან 58 კილომეტრში გორის მიმართულებით. შევიკრიბეთ დათქმულ ადგილზე, დათქმულ დროს. მაგრამ ერთ-ერთი წამომსვლელი რატომღაც არ ჩანდა. ფორუმის ახალი წევრია და შესაბამისად მისი არც კოორდინატები ვიცოდით და არც ტელეფონი. ვიცადეთ 5 საათამდე და რომ არ გამოჩნდა დავიძარით.

მოკლედ ჩავედით ადგილამდე. ამინდი დილით თითქოს ნორმალური იყო. ღრუბლიანი და სუსტი ქარით. განვლაგდით ადგილებზე, დამბიდან მარცხენა მხარეს. ავაწყვეთ ონკესები და შევუდექით თებზაობას. პირველი თებზი ლავრისხეველმა დაიჭირა. მეორე დოკმა და ა.შ. ვიჭირეთ და ვიჭირეთ. ამასობაში გორიდან შემოგვიერთდნენ ჭაღარა, ალექსანდრე და კუთხა. მერე კუჭმაც შეგვაწუხა, გავშალეთ სუფრა ქებული, ოჩოპინტრეც ვადღეგრძელეთ. ლავრისხეველის 20 ლიტრი და ჩუდას 10 ლიტრი ღვინოც გადმოვიღეთ, მაგრამ დოკმა აიტეხა: გინდა თუ არა ჩემი ჭაჭა უნდა დაგალევინოთო. მაგრამ ჭაჭაც არის და ჭაჭაც, ჭაჭაში გარეული წიწაკა. ბოლოს ვეღარ მივხვდი ჭაჭა დავლიე თუ წიწაკა newsmile05.gif ჩუდა მთელი 1 წუთი მოკუნტული იდგა ისეთი სპაზმი დაემართა newsmile05.gif ამასობაში თაზო და გენერალიც გვესტუმრნენ.

მშვენივრად ვთევზაობდით ორ საათამდე. ქარი ქროდა და ეს ქარი უკვე სუსტი აღარ იყო. გენერალმა აიტეხა: გადავიდეთ მეორე ნაპირზეო. რა უნდოდა, რას ელოდა იმ მეორე ნაპირზე ,,ხუი ეგო ზნაეტ,, ბოლო-ბოლო დაგვკერა. ავიყარეთ ეს ამოდენა ხალხი და გადავეყარეთ მეორე ნაპირზე მაგრამ რა დაგიკარგია, რას ეძებ? ადგილი არ იყო და თან ისეთი ქარი იყო, რომ იქ გაჩერებას აზრი არ ჰქონდა. გადმოვეყარეთ ისევ ჩვენს ადგილზე.

5 საათისთვის უკვე გაუსაძლისი ქარი ქროდა. იმხელა ტალღები მოდიოდა ქობულეთში მეგონა ჩემი თავი. ბოლო-ბოლო 6 საათისთვის ჩავლაგდით და წამოვედით სახლებში.

მიუხედავად ამინდისა, მე მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ. დავიჭირე საკმაო რაოდენობა. 4 საშუალო ამური და დანარჩენი კარჩხანები. მერე ახალციხელმა და ლევანმა მომცეს ერთი ამური და მოზრდილი კარჩხანები, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ჩემი დეიდაშვილი ახლაც მადლობების ძახილშია ისე გაუხარდა თევზი რომ მივუტანე newsmile05.gif მადლობა ბიჭებო.

რაც შეეხება ჩემს თევზაობას: ვთევზაობდი ძირითადად ფიდერის მეთოდით, ინლაინით. ძალიან მომწონს ეს მეთოდი და თანდათან ვამუღამებ. დანაკარგი ამჯერად მქონდა მინიმუმი, მხოლოდ ერთი ზარი. ბოლოს ისეთი ქარი ამოვარდა ფიდერზე თევზაობას აზრი არ ჰქონდა და ,,დონკაზე,, გადავეწყვე. სწორედ მანდ გამძვრა ეგ ზარი newsmile05.gif ვთევზაობდი ძირითადად მიწის ჭიაზე. ბოლოს რომ გამითავდა მიწის, გადავედი ნაკელზე. შიგადაშიგ სიმინდი, მაგრამ სიმინდზე ბოლოს დაჯდა ოღონდ ,,დონკაზე,,

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ნადარბაზევში ღირს წასვლა, უბრალოდ კარგ ამინდში უნდა წახვიდე, რომ დისკომფორტი არ გქონდეს. ქარი ძალიან გიშლის ხელს თევზაობაში.

დიდი მადლობა მინდა ყველა იქ მყოფს გადავუხადო. მშვენიერი და ლამაზი გასვლა გამოვიდა. გავიცანი ახალი კარგი ხალხი, რომლებთანაც ღირს ურთიერთობა. დადებიტი ემოციებით დატვირთული და სასიამოვნოდ დაღლილი წამოვედი ნადარბაზევიდან. დიდი მადლობა ბიჭებო ყველას.

აი ეს მინდოდა მეთქვა. თუ კიდევ რამე გამახსენდა დავწერ. მანამდე ვისაც ფოტო და ვიდეო გაქვთ ატვირთეთ და დაყარეთ.

პოსტის ავტორი: ჭაღარა Aug 6 2013, 10:03

ჩელე
მშვენიერი რეპორტია newsmile05.gif newsmile027.gif

ჩემის მხრივ მინდა აღვნიშნო, რომ უკვე მეორედ ვიყავი კლუბის წევრებთან და ფორუმელებთან ერთად (პირველად ფეხბურთი ვითამაშეთ) და კვლავ ძალიან ნასიამოვნები დავრჩი. მადლობა ყველა წევრს და ფორუმელს კარგი კამპანიონობის გაწევისთვის.

რაც შეეხება უშუალოდ ტბას, ნამდვილად არ არის ურიგო ადგილი, თან შეიძლება რაიმე კარგი ეგზემპლიარის დაჭერა... უბრალოდ როგორც ბატონმა უმფროსმა აღნიშნა კარგი ამინდია საჭირო, რომ ცოტა მეტი ხალისი გქონდეს თევზაობის.

რაც შეეხება ჩემს მონაგარს, დავიჭირე ერთი მოზრდილი ამური, ერთიც პატარა, დანარჩენი პატარა კარჩხანები და საზნებიც. ვთევზაობდი ფსკერულზე, სატყუარა სიმინდი და მშვენივრად აიღო newsmile05.gif

ხო და დავასკვენი, რომ ამ დღეებში კონსულტაციები უნდა გავიარო იმ არყის შამქნმელებთან, ვოდკა უნდა იყოს ეგეთი! D.gif

მადლობა ამ გასვლის ორგანიზატორებს და გასვლაში მონაწილე ყველა ადამიანს.

რაც უმფრო მეტი იქნება ესეთი გასვლები, მით უმფრო მოსაწონი იქნება და ავდგეთ და ჩვენც ვაკეთოთ ეს მოსაწონი საქმე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ალთაზარ Aug 6 2013, 10:05

შეცდომა შეცდომა ერრორ ერრორ

დოკმა დოკს ჯერ გაშლილი არ ქონდა ონკესი მე რო ვტყორცნე თეთრი ჭია და ზედ იჯდა კორასე xexe.gif არ ჩამითვალოთ არა xexe.gif


რააც შეეხება გასვლას , ყველაფერი იყო გუუდ , მაგრამ ამინდს როგორც ყოველთვის ჩასვრა უყვარს , მოკლედ მე და დოკ-ტორი , ისეთ ცუდ ადგილას ვიდექით , რაგატკით ისროდა რაღაცეებს მარა თევზი არ სადა სჩანდა xexe.gif , საბოლოო ჯამში გადავწყვიტეთ გადავიდეთ მოპირდაპირე მხარეს D.gif ვითომ ქარი არ იქნებაო და საკაიფოდ ვისვრითო , ვაი მერე იმ გადასვლას ზაცეპ-ზაცეპ-ზაცეპ , ქარი კი არა ქარბუქი იყო მანდ სიტყვას ვერ გაიგებდი რას გელაპარაკებოდა კაცი ....

მოკლედ გადავწყვიტეთ გვევლო ესე და გვემოწმა ადგილები მარა ოდინ ფიგ რა ....

საბოლოო ჯამში მოვკალათდით დამბის მარჯვენა მხარეს საცა თებზები გველოდნენ და გველოდნენ ...

დავიჭირეთ კარასებიც , საზნებიც , კომბრიც მგონი , და ჩემი უსაყვარლესი 3 ამური რომლებიც სიმინდზე დაჯდნენ , თან ბოლოს იყო კაიფი , ბიჭებმა ვიბარგებითო და დროზე ქენითო , დოკ-ტორმა ეგრევე ამოიღო ონკესი , მე კიდე სანამ წავალ ერთს გავისვრი თქო , და მეორე ონკესის ჩაწყობა დავიწყე ამასობაში მოვიდა დოკტორი , მოდი მოგეხმარებიო , კაი მეთქი ოღონდ არ გაგექცეს მეთქი , და რა უნდა გაიქცესო არაფერი არ არიო , ხოდა ბოლოს ნაპირთან რომ მოიყვანა კი გაგვეცინა ორთავეს D.gif ბოლო 3 ამური xexe.gif xexe.gif

ვოტ ტაკ , სასიამოვნოდ დავიღალე , ხო უი სულ დამავიწყდა , გავიცანი კაი ხალხი , ერთმა ვაჟბატონმა არათუ ფიალა აწია არამედ დალია და რა დალია ... უხ რა ახალგაზრდობა მოდის newsmile029.gif xexe.gif

მოკლედ ყველაფერი გუუუდ . ჩელე გვიყვარხარ ძაან .......

პოსტის ავტორი: kajuberi Aug 6 2013, 10:10

სურათები და ვიდეობი დადეთ

ჩელე
კარგი რეპორტია . საღოლ

სურათები სურათები და კიდევ ერთხელ სურათები

პოსტის ავტორი: ახალციხელი Aug 6 2013, 10:11

ნამდვილად კარგი დღე იყო, კარგი ხალხი გავიცანი, ამინდის მიუხედავად თევზაობა შედგა. ტბას რაც შეეხება ჩემი აზრით ღირს მანდ სიარული.

პოსტის ავტორი: temoo90 Aug 6 2013, 10:14

პირველ რიგში მადლობა ორგანიზატორებს, მადლობა ჩელე ამ ლამაზი რეპორტისთვის.

გამოვიდა ძალიან ლამაზი გასვლა, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე და როგორც აღინიშნა ბატონა ჩელიოზმა დადებითი ემოციებით დატვირთული. რაც შეეხება თევზაობას, გამომდინარე იქიდან რომ მე დიდი მეთევზე არ გახლავართ newsmile05.gif დავიჭირე რამოდენიმე კარჩხანა, მერე დაღლილმა გაბმულ ჰამაკშიც წავუძინე ცოტა, სუფთა ჰაერზე D.gif და შემდეგ უკვე ახლად მოსულ გენერალთან და თაზოსთან ერთად "პურიჭამას" მივჰყავით ხელი, თუმცა მას შემდეგ რაც ბიჭები თებზაობას მიუბრუნდნენ, მე და თაზომ ამ ორი საქმიანობის სინქრონიზაცია მოვახდინეთ და გავაგრძელეთ ბოლომდე newsmile05.gif
მადლობა კიდევ ერთხელ ბიჭებო ყველას ამ ლამაზი და სასიამოვნო გასვლისთვის.

პოსტის ავტორი: levan81 Aug 6 2013, 10:17

ნამდვილად კარგი გასვლა გამოგვივიდა. რაც მთავარია გავიცანი კარგი ადამიანები newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ალთაზარ Aug 6 2013, 10:17

temoo90
როგორ გეძინა ის სურათი დაიდოოოოოოოოს xexe.gif

პოსტის ავტორი: levan81 Aug 6 2013, 10:21

http://postimage.org/
http://postimage.org/app.php
http://postimage.org/
http://postimage.org/app.php

პოსტის ავტორი: ალთაზარ Aug 6 2013, 10:26

levan81
დაააიცააა ეს დიდიც ჩემს ბადეში იყო ? xexe.gif


პოსტის ავტორი: megreli Aug 6 2013, 10:42

newsmile027.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
ყოჩაღ თქვენ !!!
ყოჩაღ ორგანიზატორებს !!! small3d018.gif small3d018.gif
კარგი გასვლა გქონიათ newsmile05.gif
ეს ერთი და სხვა მრავალი d778bc34f693c93907196ff195628213.gif

ხომ არ დაგითვლიათ საერთო ჯამში რამდენი კგ თევზი დაიჭირეთ ? partyFishing.gif

პოსტის ავტორი: ჭაღარა Aug 6 2013, 10:45

მე, კუთხამ და ალექსამდრემ საერთო ჯამშო დავიჭირეთ დაახლოებით 6-7 კგ თევზი.

ჩემს ხელთ არსებულ სურათებს ავტვირთავ საღამოს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: levan81 Aug 6 2013, 10:47

ალთაზარ
ყველა შენთან იყო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: temoo90 Aug 6 2013, 10:57

ალთაზარ
ყველაფერს ავტვირთავ, შენ ნუ ნერვიანობ D.gif ცოტა ხანში იქნება სურათები

პოსტის ავტორი: ალექსანდრე Aug 6 2013, 11:31

ჩელე მშვენიერი რეპორტია, ბრავო small3d018.gif


მე ვიტყვი, რომ პირველად ვიყავი ფორუმელებთან და კლუბის წევრებთან ერთად და მინდა აღვნიშნო, რომ სასიამოვნოდ გავატარე თქვენთან ერთად დრო , ძალიან კარგი, მეგობრული ხალხი ხართ და მიხარია რომ გაგიცანით newsmile05.gif newsmile027.gif რაც შეეხება თვითონ თევზაობას, დიდი მოთევზავე არ გახლავართ, რამოდენიმე საზანი, კარასი და ერთიც მცირე ზომის კობრი დავიჭირე, ნუ ჩემტვის მტავარი თქვენთან ერთად ყოფნა და დროის გატარება იყო, თევზის რაოდენობა ჩემთვის მეორეხარისხოვანია. ერთი სიტყვით ემოციებით დატვირთული და კარგი შტაბეჭდილებებით დავბრუნდი შინ. და ბოლოს, დიდ მადლობას მოგახსენებთ ორგანიზატორებს, კლუბისა და ფორუმის წევრებს, გაიხარეთ ბიჭებო.

იმედია ასეთი გასვლები კიდევ მოეწყობა მომავალში newsmile05.gif


ციტატა(AJLTA3AP @ 6th August 2013 - 11:05) *
ხო უი სულ დამავიწყდა , გავიცანი კაი ხალხი , ერთმა ვაჟბატონმა არათუ ფიალა აწია არამედ დალია და რა დალია ... უხ რა ახალგაზრდობა მოდის


newsmile01.gif newsmile01.gif

პოსტის ავტორი: კუთხა Aug 6 2013, 11:35

რახან ყველა წერს მეც დავწერ მაშ newsmile05.gif

მოკლედ სათევზაოდ ცხოვრებაში პირველად გახლდით და მინდა ვთქვა რომ საკმაოდ საინტერესო ყოფილა, რამოდენიმე კარქი ზომის თებზი დავიჭირე და სიამოვნებით წავიდოდი კიდევ, მაგრამ ახლა სეზონი გვეხსნება და ვიღას ეხსომება თევზაობა newsmile05.gif ნადარბაზევს რაც შეეხება, კარგი ტბაა სათევზაოდ, მაგრამ ცოტა არ იყოს და ძვირი სიამოვნებაა თუ პატიოსნად მოიქეცი, თუ ცოტა იეშმაკე კაია რა D.gif

კიდევ ერთხელ დიდი მადლიობა ყველას

გაიხარეთ d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: temoo90 Aug 6 2013, 11:39












პოსტის ავტორი: ჩელე Aug 6 2013, 11:40

წიხარი..

პოსტის ავტორი: temoo90 Aug 6 2013, 11:42






















პოსტის ავტორი: ჩელე Aug 6 2013, 11:43

კიდევ წიხარი...

პოსტის ავტორი: temoo90 Aug 6 2013, 11:43






















პოსტის ავტორი: ჩელე Aug 6 2013, 11:45

მორიგი წიხარი..

პოსტის ავტორი: temoo90 Aug 6 2013, 11:46






















პოსტის ავტორი: ჩელე Aug 6 2013, 11:48

აჰაა ერთიც და გავსქურე საქმეზე...

პოსტის ავტორი: temoo90 Aug 6 2013, 11:48






















პოსტის ავტორი: კუთხა Aug 6 2013, 11:49

თქვენ იქ სათევზაოდ იყავით თუ დასაძინებლად? D.gif newsmile029.gif

პოსტის ავტორი: temoo90 Aug 6 2013, 11:52



















პოსტის ავტორი: Doc Aug 6 2013, 11:57

უპირველესად მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩელეს თევზაობის ორგანიზატორობისა და შესანიშნავი რეპორტისათვის, ძალიან კარგი გასვლა იყო, ძლივს მივუსწარი გასვლას ბეზ პიტი მინუტnewsmile05.gif (როგორც წესი სულ ვაგვიანებ) მადლობა Davitus და kajuberi იმისათვის რომ დაგვიანებულს დახმარების ხელი გამიწოდეთ და საბოლოოდ აღმოვჩნდი ნადარბაზევის ტბაზე.


სასიამოვნო იყო ბიჭებო თქვენი გაცნობა და თქვენთან ერთად თევზაობა, ასევე ფრიად გამიხარდა უკვე ჩემთვის ნაცნობი ადამიენების ნახვა!



P.s. უხ რა ამური გამექცაა engruss.gif

პოსტის ავტორი: ჭაღარა Aug 6 2013, 12:55

Doc
ეგ რომელია არავის რომ არ დაუნახავს? D.gif

პოსტის ავტორი: rezident Aug 6 2013, 13:18

მშვენიერი დღე იყო. ცოტა კი მეუხერხულა ყველაზე მეტი თევზი მე რომ დავიჭირე D.gif მარა მაი არაფერი ))). ყოველთვის საიამოვნოა კარგი ხალხის გაცნობა.

პოსტის ავტორი: kokaluka Aug 6 2013, 13:22

სად არის ნადარბაზევის ტბა და ეხლა თუ მოდის თევზი?

პოსტის ავტორი: ალთაზარ Aug 6 2013, 13:28

ჭაღარა
მე და დავითუსამ ვნახეთ

პოსტის ავტორი: Doc Aug 6 2013, 14:39

ციტატა(ჭაღარა @ Aug 6 2013, 13:55) *
Doc
ეგ რომელია არავის რომ არ დაუნახავს? D.gif





აბა კითხე ალთაზარს და დავითას თუ არ დაუნახავთ?!

პოსტის ავტორი: ჭაღარა Aug 6 2013, 15:01

ashh.gif ashh.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 6 2013, 15:15

kokaluka

ციტატა(kokaluka @ 6th August 2013 - 14:22) *
სად არის ნადარბაზევის ტბა და ეხლა თუ მოდის თევზი?


პირველ რიგში მოგესალმები. მეორე რიგში, თუ ყურადღებით გადაავლებ თვალს წინა პოსტებს აღმოაჩენ, რომ ეს ტბა არის თბილისიდან 58 კილომეტრი (მაქსიმუმ) გორამდე არმისული და აღმოაჩენ კიდევ იმას, რომ თევზი მოდის გააჩნია როგორ ითევზავებ....

Doc

შენი არ ვიცი, მაგრამ მე შუა გზაში გამექცა კარგი ეგზემპლარი. ჩემი ბრალი იყო, სანამ ფრიქციონი მოვუჭირე, სანამ ისა, სანამ ესა, თებზმა მითხრა: თუ ძმა ხარ ეხლა შენთვის არა მცალია, სანამ შენ ჩამოყალიბდები ეგერ დოკთან მივალ და ის დამიჭრსო და ქე მოსულა შენთან და შენ როგორღა გაგექცა? D.gif D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: lavriskheveli Aug 6 2013, 16:56

გაუმარჯოს ბიჭებს, როგორ ხართ ?? მოკლედ მშვენიერი დრო გავატარეთ ჩემი აზრით, მე ძალიან ნასიამოვნები ვარ, კარგი ხალხი გავიცანი, ვისაც ვიცნობდი უკეთესად გავიცანი და რაც შეეხება თევზაობას მე მაინც ვიტყვი რო შედგა მოუხედავად გრიგალისა... მოკლედ მშვენიერი იყო და სანამ სეზინია შეიძლება კიდევ მასეთი ლამაზი დღეების მკოწყობა....

მადლობა ყველას......

ჭაჭა იყო სუპერ.. : )

პოსტის ავტორი: Doc Aug 6 2013, 17:13

ციტატა(ჩელე @ Aug 6 2013, 16:15) *
kokaluka


პირველ რიგში მოგესალმები. მეორე რიგში, თუ ყურადღებით გადაავლებ თვალს წინა პოსტებს აღმოაჩენ, რომ ეს ტბა არის თბილისიდან 58 კილომეტრი (მაქსიმუმ) გორამდე არმისული და აღმოაჩენ კიდევ იმას, რომ თევზი მოდის გააჩნია როგორ ითევზავებ....

Doc

შენი არ ვიცი, მაგრამ მე შუა გზაში გამექცა კარგი ეგზემპლარი. ჩემი ბრალი იყო, სანამ ფრიქციონი მოვუჭირე, სანამ ისა, სანამ ესა, თებზმა მითხრა: თუ ძმა ხარ ეხლა შენთვის არა მცალია, სანამ შენ ჩამოყალიბდები ეგერ დოკთან მივალ და ის დამიჭრსო და ქე მოსულა შენთან და შენ როგორღა გაგექცა? D.gif D.gif D.gif D.gif




ხოდა შენგან წამოსული რომ მოვიდა ჩემთან ქე გამოვიყვანე ნაპირზე მარა ალთაზარს რომ შეხედა ესე მითხრა "ჩემდათავად აქ დამრჩენის"ო ისკუპა ნაპირიდან და ქე წამოვიდა შენთან newsmile019.gif (ჩემი ბრალი იყო, ხელის ბადე არ მქონდა)

პოსტის ავტორი: ჭაღარა Aug 6 2013, 19:12

http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

ესეც ჩემი ამურჩიკი, დიდი არ იყო ასე 800-900 გრამი

http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian



ძაან მარტივად ამოვიყვანე ხელის ბადის გარეშე newsmile05.gif

http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

ესეც საზანი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Davitus Aug 6 2013, 20:59

ნადარბაზევის შტორმის ამსახველი ვიდეო




პანორამული ხედი

http://postimage.org/



სურათები უკომენტაროდ

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/


პოსტის ავტორი: თაზო Aug 8 2013, 11:23

პირველ რიგში რესპექტები ჩელეს, წამოწყებული საქმის ბოლომდე მიყვანისათვის და რეპორტისათვის. მალადეცები შენ!!! small3d018.gif არაჩვეულებრივი გასვლა გამოვიდა, მიუხედავად საშინელი ამინდისა. მემგონი მანდ რაღაც ანომალიური ზონაა, სულ ასეთი ქარი და ამინდი როგორ უნდა დაგვხვდეს, მაგის დედაც... მიუხედავად იმისა, რომ მე და გენერალა ცოოტათი გვიან მივედით, მაინც ნასიამოვნები დავრჩი ამ კარგ ხალხთან შეხვედრით, საიდანაც ბევრს ვიცნობდი და ბევრიც გაიცანი. მართლა ძალიან მიხარია, რომ ასეთი კარგი და წესიერი ხალხი ყავს ამ ფორუმს და კლუბს. თევზაობიან სუფრიანად ყველაფერი იყო მშვენიალური, ღვინო დიდებული და არაყი თერმობირთვული... haied.gif თებზი ყველამ დაიჭირა და კიდევ მეტის დაჭერაც შეიძლებოდა ამინდს რომ ხელი შეეწყო, მაგრამ ამ გასვლის მთავარი მიზანი მაინცადამაინც ბევრი თევზის დაჭერა არ ყოფილა. ამიტომაც მე და თემომ ღვინისძიება ჩავატარეთ მანქანას მოფარებულებმა და მშვენივრადაც გავართვით თავი, ია ტაკ დუმაიუ! d778bc34f693c93907196ff195628213.gif ჩელემ მაგარი წერტილი დასვა დუპლის გამოყვანით. (ისე, ჩელეს რომ ამდენი ტურნირზე დაეჭირა, საპრიზო გარანტირებული გვქონდა უეჭველი newsmile035.gif partyFishing.gif) ხოოდა, ასე ნასიამოვნები და ცოტათი დაღლილები წამოვედით სახლში. კი ვიძახე, მარტო ვარ და ჩემთან გავაგრძელოთ მეთქი, მაგრამ დაღლილი იყო ხალხი და... არაუშავს, ყველაფერი წინაა. P.S მემგონი 24 საათი მეძინა, მეორე დღის საღამომდე bliadzl.gif

პოსტის ავტორი: ალთაზარ Aug 8 2013, 11:37

თაზო

ციტატა
მარტო ვარ და ჩემთან გავაგრძელოთ მეთქი


ეგა როდის თქვი ? xexe.gif

პოსტის ავტორი: თაზო Aug 8 2013, 12:05

ციტატა(AJLTA3AP @ 8th August 2013 - 12:37) *
ეგა როდის თქვი ?
18სთ 47წთ ზე... boom.gif ეტყობა ქარის გამო ვერ გაიგე, თორემ წამოხვიდოდი ხო? D.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 8 2013, 12:41

მე ეს იდეა მომეწონა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ალთაზარ Aug 8 2013, 12:45

თაზო
D.gif D.gif დრო როგორ დაგიმახსოვრებია xexe.gif

პოსტის ავტორი: temoo90 Aug 8 2013, 13:06

ჭალიმგელა
იდეა გენიალური იყო დაგეთანხმები D.gif

პოსტის ავტორი: Davitus Aug 8 2013, 17:33

ციტატა(თაზო @ 8th August 2013 - 12:23) *
კი ვიძახე, მარტო ვარ და ჩემთან გავაგრძელოთ მეთქი, მაგრამ დაღლილი იყო ხალხი და... არაუშავს, ყველაფერი წინაა.


არადა ვიძახდი რაღაცა მახსოვს თქო და კი ვერ გავიხსენე, თურმე რა ყოფილა D.gif მართლა ისეთი დაღლილი ვიყავი ვერ გავიხსენე რა უნდა გამხსენებოდა D.gif

პოსტის ავტორი: სკვითია Aug 8 2013, 18:07

კარგი დრო გიტარებიათ,გაიხარეთ!

პოსტის ავტორი: თაზო Aug 9 2013, 11:20

ციტატა(Davitus @ 8th August 2013 - 18:33) *
არადა ვიძახდი რაღაცა მახსოვს თქო და კი ვერ გავიხსენე, თურმე რა ყოფილა მართლა ისეთი დაღლილი ვიყავი ვერ გავიხსენე რა უნდა გამხსენებოდა

რა უნდა გაგხსენებოდა როგორ გაიხსენებდი, თუ არ გახსოვდა რა უნდა გაგხსენებოდა! thinking.gif

პოსტის ავტორი: კუთხა Aug 9 2013, 11:52

ციტატა(თაზო @ 9th August 2013 - 12:20) *
არადა ვიძახდი რაღაცა მახსოვს თქო და კი ვერ გავიხსენე, თურმე რა ყოფილა მართლა ისეთი დაღლილი ვიყავი ვერ გავიხსენე რა უნდა გამხსენებოდა

ციტატა(თაზო @ 9th August 2013 - 12:20) *
რა უნდა გაგხსენებოდა როგორ გაიხსენებდი, თუ არ გახსოვდა რა უნდა გაგხსენებოდა!

wtfg.gif D.gif

პოსტის ავტორი: Doc Aug 9 2013, 14:37

ჭალიმგელა


ვინ გაცადა მაგ იდეის საკუთარ თავზე გამოცდა, გავშალე თუ არა ჩახტდა შიგ და ამოუშვა ხ**ინვა neaa.gif



მგონი ყველას მოგეწონათ თერმო ბირთვული სასმელი, ე.ი შექმნა ჩემზეა დალევა ჩვენზე d778bc34f693c93907196ff195628213.gif drankd.gif

პოსტის ავტორი: ალთაზარ Aug 9 2013, 15:06

Doc
მე არ მომეწონა ისევ ჩემი მირჩევნია ვოტ ტაკ xexe.gif

პოსტის ავტორი: temoo90 Aug 9 2013, 17:29

Doc
რომ გაშალე შე კაცო, მიხედვა უნდოდა მაგას D.gif რო აწყობდით და შლიდით მაგ ანკესებს, ჰამაკი ტყუილად ცდებოდა, კაცი არ მიხვედით და რა მექნა მე, მქონდა არჩევანი?
ჰოდა, უკიდურეს სიტუაციაში ჩავვარდილმა, მივედი და დავწექი vot-tak.gif თან წინა დღის დაბადების დღიდან მოვდიოდი და....
ალთაზარ +1
ნამეტანი იყო ეგ არაყი ჩემთვის Doc

პოსტის ავტორი: ჭაღარა Aug 9 2013, 17:35

ალთაზარ
ალოეე? D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ალთაზარ Aug 9 2013, 17:41

ჭაღარა
შენ ალოე ეძახე და ისეთი ალოე ესხა შიგნით რომ ტეტა ტეტა დოქ ის სამედიცინო სპირტი+შაურმის წიწაკას კი ჯობდა xexe.gif

პოსტის ავტორი: temoo90 Aug 9 2013, 17:44

ალთაზარ
Doc-ს ისეთი PR ქონდა არათუ ჯანმრთელი კონკურენცია გაგიწია, არამედ იმასაც მიაღწია რომ შენი არაყი ვერც გავსინჯეთ D.gif

პოსტის ავტორი: DATKA Aug 9 2013, 20:09

temoo90
მაგის არაყთან ხუმრობა უადგილოა ..

ჩაგეთვალა მეგობარო

პოსტის ავტორი: Lado86 Aug 9 2013, 22:16

გამარჯობათ იქნებ ვინმემ მირჩიოს ენგურის ცხალსაცავზე რაზე ვიტევზაი და რა მეტოდოთ მადლობთ ცინასცარ

პოსტის ავტორი: ჭაღარა Aug 9 2013, 22:26

temoo90
მგონი ჩემი მუხაზე დაყენებულიც ისე დარჩა ხო? newsmile05.gif

Lado86
ენგური რა შუაშია ამ თემასთან ? newsmile05.gif))

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 9 2013, 22:32

როგორც ვხვდები ეს თემა საჭორაოს ემსგავსება. მგონი ყველამ ვთქვით ჩვენი სათქმელი, ამიტომ ქლოზეტ ბენემ....

Lado86

სამწუხაროდ არა მგონია აქ ვინმემ გაგცეთ პასუხი ენგურთან დაკავშირებით....

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)