თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ კლუბის ერთობლივი ღონისძიებები _ ,,ოჩოპინტრე"-ს პირველი შიდა საკლუბო საველე გამოცდა-დათვალიერება

პოსტის ავტორი: ზაზა Jun 16 2013, 06:48

საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ ,,ოჩოპინტრე"-ს ორგანიზებით 2013 წლის 15 ივნისს ჩატარდა მეძებარ ძაღლებს შორის პირველი შიდა საკლუბო საველე გამოცდა-დათვალიერება სახელწოდებით ,,დმანისი-2013", რომელშიც დებულების შესაბამისად მონაწილეობის მიღება შეეძლოთ მხოლოდ კლუბის წევრებს მათი ოთხფეხა მეძებრებით. სავალდებულო პირობა, ასევე დებულების შესაბამისად მდგომარეობდა იმაში, რომ მეძებარი დარეგისტრირებული ყოფილიყო სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოებაში, ჰქონოდა ექსტერიერის შეფასება არანაკლებ ,,კარგი" და ამავე დროს, უსაფრთხოების მიზნით, ორგანიზატორების მოთხოვნის შესაბამისად, ყოველ მონაწილეს უნდა წარედგინა ვეტერინარული საბუთი ძაღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (აცრები, ცოფის აცრა და ა.შ.).

საველე გამოცდამდე კლუბის წევრებმა (გენერალი, ილარიონა, ზაზა, ირაკლი, Fishman, gagrinski) რამოდენიმეჯერ ადგილზე (დმანისის რაიონში)დაათვალიერეს საველესთვის აუცილებელი რელიეფის და ფართობის მინდვრები, რაშიც დაგვეხმარა ადგილობრივი პიროვნება, gagrinskis სიძე პაატა ადუაშვილი (დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის), რის შემდეგაც შეირჩა მინდორი და კლუბის გამგეობის გადაწყვეტილებით გადაწყდა აღნიშნული ღონისძიების გამართვა, რომლის ჩატარების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი გახლდათ ანტიბრაკონიერული აქცია, უარი ე.წ. ,,მანოკებს" - ელექტრონულ მოსახმობ საშუალებებს და მეძებარი ძაღლით სწორი ნადირობის პოპულარიაზაცია.

საველეს ჩატარებაში როგორც ყოველთვის გვერდში დაგვიდგა სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოება და სეტერ კლუბი, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონებს დავით ცხვედიანს, გიორგი ადიკაშვილს, ნოდარ როსტიაშვილს, გიორგი მამულაძეს,ასევე ვანო დონჯაშვილს (რომელიც ავადმყოფობის გამო სამწუხაროდ ვერ წამოვიდა).

წელიწადის ამ დროს თბილისთან ახლოს მწყერი ბუდეზეა, მისი შეწუხება მიუღებელია, დმანისი კი მაღალი რეგიონია და საველემდე იქ რამოდენიმე ასვლამ დაგვარწმუნა, რომ მეძებრის გამოსაცდელად ნორმალური პირობები იქნებოდა.

12 ივნისს ჩავატარეთ კენჭისყრა, საველეს მინდვრები დავყავით პირობით A და B სექტორებად, წილისყრა ჩატარდა ასევე იმის შესახებ, თუ ექსპერტების რომელი კომისია რომელ სექტორში გამოცდიდა მეძებრებს.

15 ივნისს ღამის დაახლოებით 2 საათიდან მონაწილეებმა და გულშემატკივრებმა დავიწყეთ შეკრება ორთაჭალაში ყოფილ ციხეებთან: იგორი, დათუნა, ბონე, ზურა, ჭალიმგელა, ჩავლე, თაზო, ირაკლი, Jager-man,გენერალი,კალვერა, Fishman,ჩიკა,ნიკა, ზაზა, ასევე ექსპერტები: დ. ცხვედიანი,გ. ადიკაშვილი,ნ. როსტიაშვილი,სტაჟიორ-ექსპერტი გ. მამულაძე. გადავნაწილდით მანქანებში და დაახლოებით 4-ის ნახევარზე 5 ეკიპაჟით გავემართეთ დმანისის მიმართულებით.

ადგილზე დაგვხდა იდეალური საველე პირობები, ნიავი, ნამი მინდორში, რაც მთავარია სიგრილე.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

დაახლოებით 05:30 საათზე მონაწილეები და ექსპერტები გადანაწილდნენ წინასწარ განსაზღვრულ მინდვრებში. სექტორების მიხედვით საინტერესო მომენტების ფოტოზე დაფიქსირებისა და რიგით მომდევნო მონაწილის დროული გაფრთხილების მისია იტვირთეს: A სექტორი - კალვერა, Jager-man, B სექტორი - გენერალი, თაზო. მათ ბრწყინვალედ გაართვეს თავი, თავადაც მიიღეს საკმაო გამოცდილება და ღონისძიების მაღალ ხარისხზე უდიდესი გავლენა მოახდინეს. არც ერთი წუთი არ დაკარგულა, ყოველი მომდევნო მონაწილე მინდორში იყო წინა გამომსვლელის ქულების დაჯამებისთანავე. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ პერიოდში უკვე 8 საათისთვის საკმაოდ ცხელა და მეძებრისთვის რთულია თავისი საველე თვისებების სრულად წარმოჩენა.

ობიექტური მიზეზების გამო რამოდენიმე მონაწილე დაგვაკლდა, ბაბუს კურცჰაარმა ფეხი იტკინა, მავერიკი სასწრაფო საქმეზე დასავლეთში გაემგზავრა, ნუკრიმ და გიზოვიჩმაც სამსახურების გამო ვერ მოახერხეს ჩამოსვლა.
სულ 11 მეძებარი გამოიცადა.
A სექტორში: ახალგაზრდა ინგლისური სეტერები დაფნი (გაგრინსკი), გუფი (ჭალიმგელა), დენდი (იგორი), რიჩი (Fishman), ასევე ახალგაზრდა პოინტერები მაქსიმუსი (ზაზა) და შერონ (ნიკა).

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
Jager_man-ი მომავალ ჩემპიონთან
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

ექსპერტები
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru


B სექტორში: გამოცდილი პოინტერი ჯილდა (ბონე), ახალგაზრდა პოინტერი ვიტო (დათუნა), კურცჰაარი ბერტა (ჩიკა), შოტლანდიური სეტერი პერი (ზურა), ცნობილი პოინტერი მაქსი (ირაკლი).

http://www.radikal.ru

როგორც საველეს დასრულების შემდეგ ექსპერტებმა აღნიშნეს, თითოეულმა მეძებარმა აჩვენა ჯიშისთვის დამახასიათებელი ღირსებები, თუმცა გამოუცდელობამ, სიფიცხემ (უმრავლესობა გაეკიდა) და სხვა მიზეზებმა გავლენა იქონიეს საბოლოო შეფასებაში.
ამ ღონისძიების ჩატარების მიზეზი ზემოთაც აღვნიშნე. მხარდასაჭერად მონადირეები მობრძანდნენ ბოლნისის და დმანისის რაიონებიდან. სტუმრები გვყავდნენ ტელევიზიებიდან და გარემოს დაცვის სამინისტროდან. ერთად განვიხილეთ სწორი სამონადირეო საქმიანობის, ძაღლით ნადირობის კულტურის ძველი და ახალი მიმართულებები. ძალიან საინტერესო დიალოგი შედგა.
ეს ღონისძიება არ ატარებდა შეჯიბრების ხასიათს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პირველი შიდა საკლუბო საველეს აშკარად გამორჩეული ძაღლი გახდა ბონეს (ნიკა ელერჯიას) ძუ პოინტერი ჯილდა, რომელმაც მე-3 ხარისხის დიპლომი დაიმსახურა. მათ დიპლომი და პრიზი გადასცა გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ.
ექსპერტების გადაწყვეტილებით პრიზები გადაეცათ ასევე პერსპექტიულ ახალგაზრდა ძაღლებს: ხვად ინგლისურ სეტერ გუფის (ჭალიმგელა) და ხვად პოინტერს მაქსიმუსი (ზაზა).

ამ საველე-დათვალიერებამ დარწმუნებული ვარ დადებითი როლი უნდა ითამაშოს ჩვენზე, როგორც მგეშავებზე, გამოცდილი ექსპერტების რჩევები, მათი დახასიათებები უდიდესი გამოცდილებაა თითოეული ჩვენთაგანისათვის.

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/


http://postimage.org/

ახლა კი განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო და დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ პაატა ადუაშვილს და მის მეგობრებს, რომლებმაც ტრადიციული ქართული სუფრა გაგვიშალეს ულამაზეს მაშავერას ხეობაში. სურათებს დავდებ და თავადაც დარწმუნდებით.
http://www.radikal.ru/
http://www.radikal.ru/
http://www.radikal.ru/
http://www.radikal.ru/
http://www.radikal.ru/
http://www.radikal.ru/
http://www.radikal.ru/
http://www.radikal.ru/ http://java%20script:scroll(0,0);http://ochopintre.ge/forum/index.php?act=report&t=10548&p=258364&st=0


http://www.radikal.ru/
http://www.radikal.ru/
http://www.radikal.ru/
http://www.radikal.ru/
http://www.radikal.ru/
http://www.radikal.ru/
http://www.radikal.ru/
http://www.radikal.ru/
http://www.radikal.ru/
http://www.radikal.ru/


დიდი მადლობა ilarionas, რომელსაც თავად არ ყავს ამ ეტაპზე საბუთიანი ძაღლი, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, უდიდესი მონდომებით ჩართულიყო ამ საქმეში. თავად ამ დღეს ვერ მოახერხა ჩამოსვლა, იმ დილით ჩამოფრინდა თბილისში.
გაგრინსკიზე რა ვთქვა, ყველაფერი ნათლად ჩანს, დავით გაიხარე.შენ რომ არა , არ ვიცი. ხომ იცი, არ მოგასვენებ.
დავითუსამ ძალიან ლამაზი დიპლომები დაამზადა. მადლობა.
თაზო, გაიხარე, სამწვადე იყო, მშვენიალური newsmile05.gif
მადლობა ზურას და Jager_man-ს საუკეთესო ქართული ღვინოსთვის.


დიდი მადლობა კლუბის გამგეობას და თავმჯდომარეს, თითოეული კლუბის წევრს, ექსპერტებს, სტუმრებს, გულშემატკივრებს.
კლუბი ,,ოჩოპინტრე" მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ასეთი სახის ღონისძიებების ჩატარებას და არასოდეს შეურიგდება ბრაკონიერობას, უწესო, მეხორცე ნადირობას.

დიდ მადლობას ვუხდით სპონსორობის გაწევისათვის ქართული ლუდის კომპანიას, კერძოდ საჩუქარად ხევსურული ლუდისა და ენერგეტიკული ვაილდერის გადმოცემისათვის.

ეს კი ულამაზესი ადგილი, სადაც ქართული სუფრა გაშალეს მასპინძლებმა. სუფრაზე ოჩოპინტრეს წესის შესაბამისად კლუბის წევრობა მივულოცეთ ზურას.




პოსტის ავტორი: gagrinski Jun 16 2013, 09:40

ზაზა დაგეხმარები და საერთოდ ვინც გავიყვანეთ ძაღლები ყველამ დავწეროთ ჩვენი მოკლე რაპორტი-მოკლედ ა სექტორში გავედი პირველ ნომრად ქალბატონ დაფნისთან ერთად, პირველი გასვლა იყო ვღელავდი თუმცა ვცდილობდი არ შემეჩნია და ძაღლზე ჩემი ნერვიულობა არ გადასულიყო. მადლობა გიორგი მამულაძეს და გია ადიკაშვილს სწორი რცევებისთვის. მინდორში შეშვებიდან ზუსტად 1 წუთში დაფნი ნავარდით წავიდა და გაშეშდა. ნაბული და ბრძანების გარეშე პირველი მწყერი აფრინდა, არც დაუნ უშველა არაფერი ქარივით მიყვა. მაპატიეს ექსპერტებმა და მითხრეს დაამშვიდეო. მივედი ჩავაბი საბელი გამოვიყვანე დავამშვიდე და გავუშვი თავიდან.წავიდა ძებნაზე ისევ დიდი სისწრაფით მესამე წრეზე შეანელა და დაიწყო ადგილის შემოწმება ჩახლართული სამყურა იყო ძალიან მაღალი, მივხვდი რომ გაეპარა ისე რომ ნაბულზე დადგომა ვერ მოასწრო ბრძანებით დატოვა ადგილი.(შემდეგ ის მწყერი დანდალამ დაამუშავა. წავიდა ზემოთ და ძაღლი უკვე ნიავს ირგებდა რომელიც თითქმის გაჩერდა. რამდენიმე წუთში დაასტოიკა ამოაფრინა და სამწუხაროდ ამოაფრინა ტოროლა D.gif D.gif D.gif რათქმაუნდა პატიოსნად ცავაბი საბელი და დავტოვე მინდორი. მანამდე ექსპერტებმა მიმითითეს შეცდომებზე და მითხრეს რომ ეტაპობრივად ვიმუშავო ჩემს ქალბატონთან. ძალიან კმაყოფილი ვარ რადგან პირველად გავიყვანე და გამოცდილება მივიღე. მადლობა ზაზა შენ და ყველა მონაწილეს გვერდში დგომისთვის და ამ ლამაზი ღონისძიებისთვის. თქვენი დათო კაკულია d778bc34f693c93907196ff195628213.gif kiss.gif

ხო იმის დაწერა დამავიწყდა რომ გარემოს დაცვასთან შედგა კარგი კონტაქტი და ადამიანი მზადაა მოგვისმინოს და ჩვენთან ერთად იმუშაოს პრობლემების გადაჭრაზე. ხალხის ინტერესი ძალიან მაღალია და საბუთიანი ძაღლების მიმართ ინტერესიც აშკარად გავზარდეთ ამ ღონისძიების შემდეგ.

ხო კიდევ ეს უკვე მდევრით მონადირეებს გაახარებს-როგორც მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მჭედლიშვილმა გვითხრა, აუცილებლად შეიცვლება პოლიტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით და ალბათ უკვე ოქტომბრიდა უკვე ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეგვეძლება დავტკბეთ ამ მშვენიერი მონადირე ძაღლების მუსიკით.

კიდევ მადლობა ბიჭებო იმისთვის რომ სიუჟეტის მომზადებაში დამეხმარეთ

ბიჭო-ბიჭო აღიარეთ რომ იმენნა პელე ადგილი იყო საქეიფოდ

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 16 2013, 10:35

მართალია მე ვერ დავესწარი ამ ღონისძიებას, მაგრამ როგორც ჩანს მშვენივრად ჩაიარა პირველმა და მეორე განყოფილებამაც. გილოცავთ კიდევ ერთ წარმატებულ ნაბიჯს. დიდი მადლობა ყველა ორგანიზატორს, მონაწილეს, მსაჯს, ოპერატორს, მძღოლს, და იმ მწყერს რომელიც ამოფრინდა უხვად D.gif დიდი მადლობა გაგრინსკის კიდევ ერთხელ მშვენიერი სიუჟეტისთვის და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რუსთავი 2-ს რომ დაგვითმო ეთერი. წარმატებები მინდა გისურვოთ ყველას.

პოსტის ავტორი: ზახარა Jun 16 2013, 10:52

მშვენიერი ღონისძიება გამოსულა newsmile05.gif რაც მთავრია ამ გასვლის მიზანი ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის პროპაგანდაა !!! იმედია წელს მანოკის ხმას აღარ გავიგებ და ადამიანურად გავერთობი ჩემ მეძებართან ერთად !!!

xoshian.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 16 2013, 10:54

ყველაფერი ძალიან კარგად ჩატარდა, დიდი მადლობა ზაზას, გაგრინსკის და ყველას ვინც გულით დაგვიდგა გვერძე

რაც შეეხება გუფის 4 მუშაობა გვაჩვენა. პირველი სამი ეგრეთწოდებულ "პრედელზე" მეოთხე აისხა გუდა ნაბადი და წავიდა ზესტაფონში.

მეორეე ნახევარი დიდებული გამოდგა. ისევ მადლობა გაგრნინსკის და მის სიძეს.

და ვულოცავ ზურას (hunterbrother) ს კლუბში გაწევრიანებას

პოსტის ავტორი: ჩავლე Jun 16 2013, 10:54

gagrinski მაგარი კაცი ხარ,კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას სახელით

პოსტის ავტორი: gagrinski Jun 16 2013, 11:01

გაიხარეთ ბიჭებო, ყველაფერი გამოდის როდესაც ერთად ვდგავართ. გენაცვალეთ

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Jun 16 2013, 11:21

მიხარია ძალიან ამდენი კარგი საქმე რო კეთდება და ლამაზი ღონისძიებებით გამრავალფეროვანდა წლევანდელი წელი newsmile05.gif
დიდი მადლობა ყველა კლუბის წევრს ამისთვის newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Maverick Jun 16 2013, 12:32

მალდციიი, მალადციიი

ყოჩაღები ხართ

პოსტის ავტორი: hunterbrother Jun 16 2013, 12:46

Aდგილი იყო ბომბა სიტუაცია საუკეთესო ხალხი მონადირეები მეტი ჩვენ რა გვინდოდა ჯიმა

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 16 2013, 12:48

hunterbrother

კეთილი იყოს შენი ფეხი კლუბში. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Bone Jun 16 2013, 13:13

მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. ბრავო.

ზაზა, გაგრინსკი, ილო, თაზო, გიორგა გენერალი, ყველა ორგანიზატორებს 5+

პოსტის ავტორი: nik@a Jun 16 2013, 16:34

ექსპერტებზე მინდა ვთქვა ორიოდ სიტყვა კიდევ, მე პირადად ჩვენ ჯგუფში ვუსმინე ადიკაშვილს და თანაშემწე მამულაშვილს , ძალიან კმაყოფილი დავრჩი ამ ხალხისგან, ყველაფერი ამიხსნეს გარკვევით და განმანათლეს.

პოსტის ავტორი: კალვერა Jun 16 2013, 20:11

მართლა მშვენიერი ღონისძიება გამოგვივიდაnewsmile05.gif small3d018.gif მადლობა ყველას!!!


პოსტის ავტორი: general Jun 16 2013, 20:15

კარგი მეორე აქტი გამოგსვლიათ, დასანანია მანდ რომ ვერ დავრჩი vava.gif დანარჩენი პირველ აქტს რაც შეეხება უმაღლეს დონეზე გავოვიდა მადლობა ყველა მონაწილწეს, ორგანიზატორს, დამხმარეებს და ექსპერტებს newsmile027.gif

პოსტის ავტორი: მამუკა Jun 16 2013, 21:33

ყოჩაღ, მართლა კარგი ღონისძიება გამოგსვლიათ, ძალიან მიხარია ჩვენი კლუბის წარმატებები, მართალია გარკვეული პრობლემების გამო ისე ჩართული ვერ ვარ კლუბის საქმიანობაში, მაგრამ სულითა და გულით თქვენთანა ვარ. ზაზას და ყველა ორგანიზატორს მადლობა ამ ღონისძიების კარგად ორგანიზებისათვის, აგრეთვე ყველა კლუბის წევრს ვინც მიიღო და გარკვეული მიზეზების გამო ვერ მიიღო ამ ღონისძიებაში მონაწილეობა, ვულოცავ კლუბის კიდევ ერთ წარმატებას. ახალ წევრს ვულოცავ ჩვენს კლუბში შემოსვლას.
გაიხარეთ, ყველანი მიყვარხართ. d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: საბო Jun 16 2013, 22:16

მიხარია ყველაფერმა კარგად რომ ჩაიარა.
გული მწყდება თქვენტან ერთად რომ ვერ ვიყავი. ეხ სამსახურ, სამსახურ............

პოსტის ავტორი: baroni Jun 16 2013, 22:53

კარგი ფოტოებია მალადეც, მალადეც small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: kajuberi Jun 17 2013, 08:50

ჯიგაროები ხართ.მაგარიააა.ულოცავ გამარჯვებულებს. small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Jun 17 2013, 22:14

ძალიან მაგარი ღონისძიება გამოვიდა, მე სულით და გულით მანდ ვიყავი,
ბიჭებმა თავშივე აღნიშნეს რომ გარკვეული წესს-ჩვეულებებს გაეწია პროპაგანდაო,
მე ერთს დავამატებ რომ ჩემი აზრით თითოეულ ახალბედა მონაწილეს გარკვეული
მოტივაცია გაუჩნდება სამომავლოდ თავისი ოთხფეხა მეგობრის უკეთ წარმოჩენისთვის
ანუ უკეთ მოამზადებს ძაღლს ამდაგვარი და უფრო სერიოზული შეჯიბრებებზე მონაწილეობისათვის,
ორგანიზატორებს დიდი მადლობები და ყველა პრიზიორს ჩემგან მილოცვები,
ბონეს განსაკუთრებიტ ვულოცავ საკმაოდ ძლიერ მეტოქეებს აჯობა, ახალგაზრდა
მეძებრებზე ეხლა წავიკითხე და კაკას და ჭალიმგელას ვულოცავ newsmile027.gif ...

პოსტის ავტორი: hunter88 Jun 18 2013, 00:45

მართლაც კარგ საქმეს ჩაეყარა საფუძველი გილოცავთ ბიჭებო წარმატებები small3d018.gif !!! ( ძირს ბრაკონიერები და ბრაკონიერობა newsmile055.gif )

სურათები, რეპორტი, ყველაპერი მაგრათ მომეწონა... ვულოცავ ასევე ბონეს და მის გოგოს!! პოინტერების წარმატება არ მიწყინოთ სხვა ჯიშის წარმომადგენლებმა და ორმაგად მიხარია......

პოსტის ავტორი: კალვერა Jun 18 2013, 07:02

ზაზა,ყველა სურათი მოგცა ზურამ?ვიდეოები არ იყო?

პოსტის ავტორი: @bazierashvili@ Jun 18 2013, 08:32

მე პირველ რიგში გილოცავთ სამინისტროსგან წინ გადადგმულ ნაბიჯს,ბრაკონიერობის წინააღმდეგ, ჯერჯერობით ფორუმიდან გიჭერთ მხარს, მალე კლუბში შEმოგიერთდებით და ერთად მივხედოთ ბრაკონიერებს

პოსტის ავტორი: achiko-l Jun 18 2013, 08:34

gagrinski

ციტატა(dato gagrinski @ 16th June 2013 - 10:40) *
ხო კიდევ ეს უკვე მდევრით მონადირეებს გაახარებს-როგორც მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მჭედლიშვილმა გვითხრა, აუცილებლად შეიცვლება პოლიტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით და ალბათ უკვე ოქტომბრიდა უკვე ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე შეგვეძლება დავტკბეთ ამ მშვენიერი მონადირე ძაღლების მუსიკით.

რა იგულისხმება ამაში?ტურა-მელაზე დაიშვება ნადირობის ნებართვა თუ?..........მუსიკას მანამდეც ვუსმენდით,მარა არ გვაძლევდნენ ნადირობის უფლებას.
იქნებ რაც იცი დეტალურად გაგვიზიარო,ძაან გვაინტერესებს ეს თემა გონჩატნიკებს. thinking.gif წინასწარ მადლობა,გაიხარე d778bc34f693c93907196ff195628213.gif

ხო მართლა,კინაღამ დამავიწყდა.გმადლობთ ასეთი კარგი ღონისძიების ჩატარებისთვის. d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Jun 18 2013, 10:36

ახლა მზადდება მაგასთან დაკავშირებით დადგენილება, მოხდება სავარაუდოდ ყველა რეგიონში მონადირეთა საზოგადოებების ჩამოყალიბება-შესაბამისად მასში აუცილებლად იქნება გამოცდილი ეგერი რომელსაც ზედმეტი ჩიპები და სათვალთვალო კამერები არ სჭირდება რომ ტყეში მგლის და სხვა ცხოველების რაოდენობა საშუალოდ დაითვალოს. როგორც ბატონმა ვახტანგმა აღნიშნა, აუცილებლად მოხდება ნადირზე ნადირობის დაშვება ოღონდ გონივრულ ფარგლებში. შესაძლოა პირველ ეტაპზე მხოლოდ ტურა-მელა მგელი იყოს, შემდეგ კი ნელ-ნელა სხვა სახეობებზეც. თუმცა როგორც თვითონ აღნიშნა ეს იმას არ ნიშნავს რომ დილა სარამოს სდიო და მოსპო ყველაფერი იმიტომ რომ ძალიან მკაცრად გაკონტროლდება. თვითონ მონადირეთა საზოგადოებებიც იქნება მკაცრი კონტროლის ქვეშ რადგან გვახსოვს ჯერ კიდევ მონკავშირის პერიოდიდან ძალიან ცუდი მაგალითები და ჩისტა ქართული ხასიათის ამბავი-ახლობელი ჩამომივიდა და უნდა ვანადირო. როგორც გადამფრენ ფრინველებზე ისე რარაც სახეობების ცხოველებზე იქნება ლიცენზიები რეგიონების მიხედვით. ესაა ინფორმაცია რომელიც ამ დროისთვის ვიცი და რაზეც მუშაობენ. დაველოდოთ და ვნახოთ რა გამოვა.

პირველი რიტაც დმანისში ლაპარაკი დავიწყეთ მანოკების მერე იყო ის რომ ენთუზიასტები რომ არ არსებობდნენ თქო მდევრები საქართველოში არ გვეყოლება თქო. თვითონ ბატონი ვახტანგი მონადირეა და იცის კარგად პრობლემა რაშიცაა.

პოსტის ავტორი: Bone Jun 18 2013, 10:46

d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: kupra Jun 18 2013, 10:54

მალაცი რებიატა d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Jun 18 2013, 11:01

ხო ისე საწყენად არ ვამბობ მაგრამ მდევრით მონადირეებმაც უნდა იაქტიუროთ. ერთ წინადადებას გთავაზობთ მომაზადეთ ერთობლივად წერილი სადაც ჩამოყალიბებული იქნება თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით, თქვენი იდეები. მომაწოდეთ და გადავუგზავნი გარემოს დაცვას. მარტო აქ წერით არაფერი გამოვა. თქვენი ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ მაგრამ თუ არ შეუჩხიკინე და არავინ გაიგო რა გაწუხებს ზედმეტად თავს არ შეიწუხებს.

პოსტის ავტორი: ზახარა Jun 18 2013, 11:19

ციტატა(dato gagrinski @ 18th June 2013 - 12:01) *
მდევრით მონადირეებმაც უნდა იაქტიუროთ. ერთ წინადადებას გთავაზობთ მომაზადეთ ერთობლივად წერილი სადაც ჩამოყალიბებული იქნება თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით, თქვენი იდეები.

elementarno-vatson.gif

პოსტის ავტორი: Akop Jun 18 2013, 12:16

ციტატა
დიდი მადლობა კლუბის გამგეობას და თავმჯდომარეს, თითოეული კლუბის წევრს, ექსპერტებს, სტუმრებს, გულშემატკივრებს.
კლუბი ,,ოჩოპინტრე" მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ასეთი სახის ღონისძიებების ჩატარებას და არასოდეს შეურიგდება ბრაკონიერობას, უწესო, მეხორცე ნადირობას.
Присоеденяюсь...!!! МОЛОДЦЫ....!!! Я ооочень рад, за ваши продвижения. Я горжусь каждым, из вас... С уважением, Акоп Казарян.

პოსტის ავტორი: Gobrona Jun 18 2013, 14:24

მომილოცავს ბიჭებო ასეთ ღონისძიების ასეთ დონეზე ჩატარება. განსაკუთრებით ვულოცავ საპრიზო ადგილებზე გასულ ჩვენს მეგობრებს.

რაც შეეხება რეპორტს, მალადეც! small3d018.gif მიხარია ასეთ რეპორტების გადახედვის შესაძლებლობა რომ გვაქვს ხოლმე (კარგად გიქეიფიათ newsmile027.gif )

პოსტის ავტორი: შადი შამოდი Jun 18 2013, 14:43

ახლა უფრო დამწყდა გული, რომ ვერ წამოვედი! გილოცავთ! მრავალი ასეთი ლამაზი დღეები გაგვთენებოდეს!

პოსტის ავტორი: tuesa Jun 18 2013, 15:25

ვაა მაგრები ხართ . გილოცავთ გამარჯვებულებს, მაგრამ ყველაგამარჯვებულები არ ხართ ,ასეთი კარგად ორგანიზებული ღონისძიება, ასეთი ბუნება, ასეთი პურმარილი, ა ს ე თ ი ხ ა ლ ხ ი!!!!!! ბრავო.კლუბის მერე ფორუმისაც რო ჩავატაროთ არ შეიძლება? ფორუმის წევრებიც მივიღებდით მონაწილეობას. საორგანიზაციო ამბებშიც მოგეხმარებოდით. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მშვენიერ წამოწყებას d778bc34f693c93907196ff195628213.gif xoshian.gif

პოსტის ავტორი: megreli Jun 18 2013, 15:53

barem-mec-gilocav.gif თ !!!
partyFishing.gif Shooting.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif newsmile041.gif

პოსტის ავტორი: temoo90 Jun 18 2013, 16:11

მაგრები ხართ ბიჭებო!!! small3d018.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Jun 18 2013, 18:36

ციტატა(shadimani @ 18th June 2013 - 15:43) *
ახლა უფრო დამწყდა გული, რომ ვერ წამოვედი! გილოცავთ! მრავალი ასეთი ლამაზი დღეები გაგვთენებოდეს!


არაუშავს ბატონო შადიმან კიდევ გვექნება თუ მოვინდომებთ ასეთი სახის ღონისძიებები. ის კარგი იქნებოდა მდევრებისა და სოროს ძაღლებისთვის მსგავსი რამის გაკეთება, თუმცა მანამდე შესაბამისი ინფრასტრუქტურაა მოსაწყობი

პოსტის ავტორი: Bone Jun 18 2013, 19:09

....არა, ღონისძიება მართლა სასარგებლო და მისაბაძი იყო........

მთავარი აზრი არის : ქართველმა მონადირეებმა სწორი ნადირობის პრინციპეპს მიჰყონ ხელი ან გააფართოვონ სწორი ნადირობის კულტურა.

ძალიან ბევრს ჩამოყავს ევროპის და ყოფილი საბ.კავშ. ქვეყნების, საუკეთესო ძაღლსაშენებიდან ან უბრალოდ კარგი "სისხლებიდან" მეძებრები, რაც ყველასთვის მისასალმებელია...

პ.ს.
მალე სამხედრო კამუფლირებულ ტანისამოსსაც ჩავანაცვლებთ ალბათ, ნადირობისას, სხვა რომელიმე სანადირო ტანისამოსით....
ერთ დღეში არაფერი კარგი არ გაკეთებულა...ყველაფერს დრო უნდა და ყველაფერი კარგი ღმერთის ნებით წინაა.......

პოსტის ავტორი: რამაზი Jun 18 2013, 20:19

გილოცავთ მეგობრებო ამ დიდებული ღონისძიების ბრწყინვალედ ჩატარებას. იმედის ნაპერწკალი გაჩნდა გულში.

პოსტის ავტორი: ზაზა Jun 18 2013, 20:33

ციტატა(tuesa @ Jun 18 2013, 16:25) *
კლუბის მერე ფორუმისაც რო ჩავატაროთ არ შეიძლება? ფორუმის წევრებიც მივიღებდით მონაწილეობას. საორგანიზაციო ამბებშიც მოგეხმარებოდით. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მშვენიერ წამოწყებას d778bc34f693c93907196ff195628213.gif xoshian.gif


იქნება კიდევ კლუბის ორგანიზებით უფრო მასშტაბური საველე შეჯიბრება, თუ მეძებარი რეგისტრირებული გყავს სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოებაში, აქვს თუნდაც ერთი საველე დიპლომი, ამ შეჯიბრების კარი ღიაა. თვალყური ადევნე ფორუმს, რამოდენიმე ხანში დაიდება აღნიშნულზე ინფორმაცია.

წარმატებები

პოსტის ავტორი: tuesa Jun 19 2013, 02:33

ციტატა(ზაზა @ Jun 18 2013, 21:33) *
იქნება კიდევ კლუბის ორგანიზებით უფრო მასშტაბური საველე შეჯიბრება, თუ მეძებარი რეგისტრირებული გყავს სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოებაში, აქვს თუნდაც ერთი საველე დიპლომი, ამ შეჯიბრების კარი ღიაა. თვალყური ადევნე ფორუმს, რამოდენიმე ხანში დაიდება აღნიშნულზე ინფორმაცია.

წარმატებები

ვაა გაიხარეე!!!!!საველე ჯერ არ გვაქვს პატარები ვიყავით, მაგრამ მზათ არის და ღმერთის დახმარებით ალბათ ამ დღეებში ვივაჟკაცებთhttp://smayliki.ru/smilie-1313208135.html

პოსტის ავტორი: simona Jun 19 2013, 07:39

მეც ველოდები მომავალ შეჯიბრსსსს

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 26 2013, 09:44

ოფები გადატანილია, გთხოვთ აღარ გავაოფოთ.

პატივისცემით: მე...

პოსტის ავტორი: tuesa Jun 26 2013, 13:39

ზაზა ხომ არ იგეგმება რამე ან თუ იგეგმება როდის???? ვერსად ვერაფერი ვნახე და თან ქვეყნიდან მიწევს გასვლა და არ მინდა რომ გამობტოვო????? პატივისცემით კახა

პოსტის ავტორი: gagrinski Jun 26 2013, 14:18

ჯერ არა აგვისტოში იქნება ბაზალეთი

პოსტის ავტორი: ზაზა Jun 26 2013, 16:38

ციტატა(tuesa @ Jun 26 2013, 14:39) *
ზაზა ხომ არ იგეგმება რამე ან თუ იგეგმება როდის???? ვერსად ვერაფერი ვნახე და თან ქვეყნიდან მიწევს გასვლა და არ მინდა რომ გამობტოვო????? პატივისცემით კახა



სეზონი იხსნება 17 აგვისტოს, სავარაუდოდ ასეა, აგვისტოს მესამე შაბათია.
ოჩოს თასი კი როგორც წესი იმართება გახსნამდე ერთი კვირით ადრე, ასე მოხდა წინა ორი შეჯიბრის დროს. მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით იქნება 2 ან 3 დღიანი.
წელს ბაზალეთის მინდვრები შეჯიბრისთვის არ გამოდგება, ამიტომ მე მგონი კლუბი მიიღებს გადაწყვეტილებას წალკაში ან დმანისში ჩატარების თაობაზე.

პოსტის ავტორი: megreli Jun 26 2013, 18:12

ვიდეოები არ გადაღიათ ამ შეჯიბრზე ? ძაღლების მუშაობას ვგულისხმობ...

პოსტის ავტორი: ზაზა Jun 27 2013, 10:14

ციტატა(megreli @ Jun 26 2013, 19:12) *
ვიდეოები არ გადაღიათ ამ შეჯიბრზე ? ძაღლების მუშაობას ვგულისხმობ...


კი, მაგრამ ძალიან ცუდი ხარისხია

პოსტის ავტორი: თაზო Jun 27 2013, 22:24



































პოსტის ავტორი: Fishman Jun 28 2013, 01:04

თაზო

ამ სურათების ნახვა იქნებოდა ეხლა ამ შუაღამეს?! newsmile040.gif

პოსტის ავტორი: achiko-l Jun 28 2013, 09:14

მალადეც,კაი გასვლა გამოგსვლიათ small3d018.gif

პოსტის ავტორი: monadire batumeli Jul 3 2013, 19:12

ვულოცავ ყველა მონაწილეს და ვუსურვებ ფართო ასპარეზობებს,ერთი თხოვნა მაქვს თუ შეიძლება როგორი მუშაობები იყო ვიდეო მასალა თუ გაქვთ დადევით ვნახოთ საზოგადოებამ სამომავლოდ როგორი სიტვაცია ქვაქვს ხარისხში,წინასწარ მადლობა იმედია ჩემს ფოსტს გვერდს არაუვლიან.

პოსტის ავტორი: Bone Jul 4 2013, 08:32

monadire batumeli
ძაღლების ძებნის ვიდეო მასალა დაიდება მალე, ოპერატორი მოგვყვებოდა და იღებდა....

ციტატა(tedo_axodnik @ 3rd July 2013 - 20:12) *
სამომავლოდ როგორი სიტვაცია ქვაქვს ხარისხში

ეს ბოლომდე ვერ გავიგე , თუ შეიძლება განმიმარტეთ

პოსტის ავტორი: სკვითია Jul 4 2013, 09:21

ღმერთმა სიკეთე მოგცეთ, კარგია!

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 4 2013, 09:47

monadire batumeli
იყო A და B პოზიციები. კამერა მხოლოდ B პოზიციაზე იყო, A ზე სურათებია მხოლოდ


ისე დანდალა რა გაიწელა ნახეთ newsmile05.gif თავისი ნაბულით
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: gagrinski Jul 4 2013, 10:07

მაგარი იყო ჭალო newsmile027.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 4 2013, 10:23

ციტატა(megreli @ Jun 26 2013, 19:12) *
ვიდეოები არ გადაღიათ ამ შეჯიბრზე ? ძაღლების მუშაობას ვგულისხმობ...


ციტატა(ზაზა @ Jun 27 2013, 11:14) *
კი, მაგრამ ძალიან ცუდი ხარისხია


ციტატა(monadire batumeli @ Jul 3 2013, 20:12) *
ვულოცავ ყველა მონაწილეს და ვუსურვებ ფართო ასპარეზობებს,ერთი თხოვნა მაქვს თუ შეიძლება როგორი მუშაობები იყო ვიდეო მასალა თუ გაქვთ დადევით ვნახოთ საზოგადოებამ სამომავლოდ როგორი სიტვაცია ქვაქვს ხარისხში,წინასწარ მადლობა იმედია ჩემს ფოსტს გვერდს არაუვლიან.


მონადირე ბათუმელი, ფაქტიურად თქვენს კითხვას ამავე გვერდზე გავეცით პასუხი

მომავალ შეჯიბრზე ვაპირებთ პროფესიული კამერით გადაღებას. პირადად მე ვიღებ პასუხისმგებლობას.

პოსტის ავტორი: ლეკი Jul 4 2013, 12:11

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif ბრავო კარგი ღონისძიება გამოგსვლიათ.. ბოდიშს ვიხდი ცოტა გადავიკარგე, მაგრამ რაღაც პრობლემები მაქვს და მალე ისევ თქვენს გვერდით ვიქნები.. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: monadire batumeli Jul 6 2013, 12:05

ციტატა(niko @ 4th July 2013 - 09:32) *
ეს ბოლომდე ვერ გავიგე , თუ შეიძლება განმიმარტეთ
ჯიშისთვის დამახასიათებელი სტილს, და ინგლისელებისთვის სწრაფ და მიზან დასახულ მუშაობებს ვგულისხმობდი.
ციტატა(zaza @ 4th July 2013 - 11:23) *
მონადირე ბათუმელი, ფაქტიურად თქვენს კითხვას ამავე გვერდზე გავეცით პასუხი

კარგია რომ საზოგადოება ჩაბმულია ასეთ კარგ საქმეში,მომავალი თაობაც უკვე წმინდა მონადირე ჯიშს ირჩევს და ღებულობენ ღონისძიებეში მონაწილეობას,მართლაც კარგი იქნება იმითვის ვინც ვერ ახერხებს რაგაც მიზეზების გამო მონაწილეობას თვალს შეავლებს და უფრო მეტი მონდომება გაიზრდება ჩემი აზრით.

პოსტის ავტორი: Bone Jul 6 2013, 22:43

monadire batumeli
ნორმალური newsmile05.gif


უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)