თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ კლუბის ერთობლივი ღონისძიებები _ სეზონის ერთობლივი დახურვა, მტაცებელზე ნადირობა - ჭიაურში

პოსტის ავტორი: საბო Feb 17 2014, 23:24

დასასრულს მიუახლოვდა კიდევ ერთი სეზონი და კლუბი დიდი გულმოდგინებით ელოდა, შიძლება ითქვას, უკვე ტრადიციად ქცეულ საერთო შეკრებას და რიტუალად ქცეულ “საერთო დახურვას”.
ამჯერად უკვე მეორე წელია, ვიკრიბებით და ჭიაურის სამონადირეო მეურნეობას ვსტუმრობთ. მადლობა მეურნეობის მესვეურთ, ამ ურთიერთ სასარგებლო საქმისთვის.

ნადირობა მტაცებელ ცხოველებზე (მგელი, ტურა, მელა, ენოტი), საკმაოდ აზარტული და შრომატევადია, თუმცა ეს უფრო მეტ სტიმულს აძლევს ყველა მონადირეს და შედეგიანი დასასრულის შემთხვევაში, უდიდეს სიამოვნებას პირდება.

მაშ ასე:












32 ჟინით აღტკინებული და გადარეული მონადირე შეიკრიბა დილის 6 საათზე თბილისში. 32 რჩეული ვაჟკაცი იწევდა კახეთის მტაცებლების დასალაშქრად.
32 აიარაღ ასხმული და ეკიპირებული მეომარი არღვევდა დილის მყუდროებას სასტუმრო “რედისონი”-ს წინ.
32 მგზნებარე გული ბაგუნობდა მკერდში და ლამობდა გარეთ გამოვარდნას.
32 კაცს, გაკვირვებული შეჰყურებდა მიწისქვეშეთიდან ამოსული დილის პედერასტები და უშნო ბოზები.
32 მონადირე , როგორც იქნა მოთავსდა მანქანებში და გაუყვა კახეთის გზატკეცილს.






თუმცა იყო გაუთვალისწინებელი მანქანის გაფუჭებაც, სევდა, ჩაძინებულ და ვერ წამოსული მეგობრების გამო და უკვე ადგილზე ჩასულთ, მდევარივით უკან გამოკიდებული მანქანებიც.

კარგა გათენებული იყო, ადგილზე რომ ჩავედით. დილის წახემსების დრო არვის ქონდაო, წერს მატიანე. მცირე ინსტრუქტაჟი როგორც პრეზიდენტისგან , ასევე მეურნეობის ადგილობრივი წარმომადგენლისგან, აიარაღის აწყობა-ასხმა და ჯარი მზად იყო ტყის დასალაშქრად.










ლამაზი სანახავი იყო, ერთ მწკრივში, ჩუმად ტყეში შემავალი მონადირეები. განაწილება ნომრებში და ნანატრი ხმა მარეკისა..
გავარდა შორი ახლოს ერთი, მეორე, მესამე…. . . დაიწკავწკავა პირველმა ნადირმა. . . .

ე.ი. არის. . . . “ნეტავ ჩემკენ არაფერი გამოვა?”-დარწმუნებული ვარ ასე ფიქრობდა თითეული ჩვენგანი და სულგანაბული ელოდა იმ “არაფერს”. . . . გავარდა უკვა მეორე მხარეს, კიდევ , კიდევ მოისმა თოფის ხმა , გაფაციცებით აკვირდები ტყეს და აგერ ჩემს გვერდში დაუშვა ვიღაცამ კიდევ სასხლეტი, ერთი მეორე, მესამე. . . . გვერდზე მდგომი მამუკა ახდენს ამჯერად საკონტროლო გასროლას...

კიდევ ცოტა ხანი და ჰოი, ჩემი ჯერიც მოვიდა, ერთი გასროლა, ჯერ მგელი მეგონა , მაგრამ მიწაზე გაგორებულს რომ დავაკვირდა, ტურიკო იყო, ისევ მამუკას საკონტროლო გასროლა და უკნასკნელად გაიქნია ფეხი ცხონებულმა. კიდევ ცოტა ხანი და კიდევ ერთი გამობრძანდა, მაგრამ შემამჩნია, მიტრიალდა და იქ უვე მოტრიალება აღარ აცალეს, ისე გაუყოლეს მოუსავალს. პირველი სარეკი დამთვრდა , შედეგი 12 ტურა და 1 მელა.

აიყარა ნომრები, შევიკრიბეთ და მეორე სარეკისკენ გავემართეთ. აქ უკვე შედეგი 8 ტურა, მაგრამ ვერ ვითმენთ, მეტი გვინდა , გვინდა რაც მთავარია მგელი. . . თუმცა წელს "ნუკაბაძის" გარეშე მოგვიწია ნადირობის დასრულება.

სარეკი მესამე თუმცა კი კანტიკუნტად, მაგრამ მაინც გაისმა რამოდენიმე გასროლა.
საერთო შედეგი 22 ტურა და 1 მელა. უზომოდ კმაყოფილები ვართ ჩვენც და მასპინძლებიც. უკმაყოფილებას, მხოლოდ მწკრივში ჩაწიკჭიკებული ტურები გამოთქვამენ და ისიც მდუმარედ.

დაიწყო ფოტო-სესია, ხან ერთობლივი და ხან ინდივიდუალური გადაღებები. ზოგი საიდან წამოვუწექით ტურიკოებს და ზოგი საიდან. მცირე დასვენება და სანაქებო ნადიმი, რომლის დასასრულიც მაინცდამაინც კარგად ვერ მახსოვს. მთვარია ყველაფერი მშვიდობიანად და შედეგიანად დასრულდა. მივიღეთ კლუბის წევრობის კანდიდატები, კლუბში რასაც გულით ვულოცავ ყველას.

მადლობა ორგანიზატორებს, მადლობა მონაწილეებს, გადამღებ ჯგუფს და ჯრნალისტებს, მძღოლებს და თითოეულ მონაწილეს უნაკლოდ შესრულებუილი გასვლისთვის.


პ.ს. ახლა რაც მაქვს იმ სურათებს დავდებ და დანარჩენი თქვენ მიამატეთ, ყმაწვილებო.



სიუჟეტი მაესტროდან




პოსტის ავტორი: საბო Feb 17 2014, 23:31

http://postimage.org/
http://postimage.org/

http://postimage.org/
http://postimage.org/

http://postimage.org/
http://postimage.org/app.php

http://postimage.org/
http://postimage.org/

http://postimage.org/
http://postimage.org/

http://postimage.org/
http://postimage.org/app.php

პოსტის ავტორი: Davitus Feb 17 2014, 23:46

საბო

შენ ყოფილხარ ნამდვილი მემატიანე და არ ვიცოდით newsmile045.gif

ცოტა რაღაცეები ჩავასწორ-მივასწორე და გავალამაზე, იმედია არ გეწყინების newsmile05.gif

პოსტის ავტორი: საბო Feb 17 2014, 23:49

ციტატა(Davitus @ Feb 18 2014, 00:46) *
ცოტა რაღაცეები ჩავასწორ-მივასწორე და გავალამაზე, იმედია არ გეწყინების newsmile05.gif


არა ჯიმა, რა უნდა მეწყინოს. ჯერ კიდევ არ ვარ ბოლომდე გამოსული და აუცილებლა იქნებოდა შეცდომები.

პოსტის ავტორი: Gcckoka Feb 18 2014, 00:15

კარგია კარგი ყოჩაღ თქვენ newsmile027.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: კალვერა Feb 18 2014, 00:18

ჰა .სადაა სურათები?? ტყვილა აჩხაკუნებდით? thinking.gif

პოსტის ავტორი: marco-polo Feb 18 2014, 07:40

ესეც ჩემი ნაჩხაკუნები.დიდებული დღე იყო

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ესეც ჩვენი ეკიპაჟი
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

ესეც ჩვენი გენერალი
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: კუთხა Feb 18 2014, 08:25

კარგი დღე იყო newsmile05.gif

http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/


http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/


http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

მე მოვრჩი...

პოსტის ავტორი: Bone Feb 18 2014, 09:16

კარგები ხართ ვართ
უსაფრთხოება მშვენიერი newsmile045.gif მე და ჩავლემ ცოტა კი დავარღვიეთ ზაგონის წესი მარა D.gif ეგ არაფერი

ყველას მადლობა და გილოცავთ : კლუბ ოჩოპინტრეს მიერ ნადირობის სეზონის ისტორიულ დახურვას
!
შემდეგში აუცილებლად ვეჭიდავები ვინმეს newsmile045.gif

კუთხა კარგი ხარ. კაი ფოტოებია

პოსტის ავტორი: ჩელე Feb 18 2014, 09:22

საბო

შემიქიხარ ვეჟო, მშვენიალურად აღწერე ნადირობა ესე. ხოშჩიან, ვერაფერს იტყვი.

კარგი დრო გიტარებიათ, გამიხარდა. კარგები ხართ....

პოსტის ავტორი: kajuberi Feb 18 2014, 09:29

საღოლ საბოოო small3d018.gif small3d018.gif .მაგარი დღე იყო ამაში ბევრი დამეთანხმება.კიდე მინდაააა f289947570463c1e91fa6db1b3f5472c.gif f289947570463c1e91fa6db1b3f5472c.gif

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Feb 18 2014, 09:35

მაგარი დახურვა გამოვიდა newsmile027.gif , ეს ერთუ და სხვა მრავალი...

პოსტის ავტორი: ზახარა Feb 18 2014, 10:21

საბო
xoshian.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: თაზო Feb 18 2014, 10:28

საბო გაიხარე, მშვენიალურ... ვკითხულობდი და მეგონა მეც მანდ ვიყავი, გეუბნები რა)))) xoshian.gif small3d018.gif საღამოს დავდებ ჩემს ფოტოებსაც.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 18 2014, 10:37

ყოჩაღ საბულიკ.

ცოტას მეც დავამატებ. პირველ რიგში ყველას დიდი მადლობა. მართლაც დაუვიწყარი დრე გამოვიდა.

ესეთი დაბადების დღე მე არ გადამიხდია ჯერ. ძვირფას ხალხთან და მონადირულ ატმოსფეროში. მეტი რა უნდა ინატროს მონადირემ.

დიდი მადლობა ბატონ თემურ ტყემალაძეს და ყველას ვინც ხელი შეგვიწყო ესეტიუ დაუვიწყარი დროს გატარებაში.

ცოტა სურათებსაც მივამატებ

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/



პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 18 2014, 10:46

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/



ესეც ბოლოსკენ
http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

პოსტის ავტორი: ჩელე Feb 18 2014, 10:58

სისხლისმსმელებოოოოო..... (ცხოველთადამცველისმაილიკი)....

თან წიხარი....

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Feb 18 2014, 11:04

კარგიაააა ჰაიტ მალადეც!

პოსტის ავტორი: დათუნა Feb 18 2014, 11:47

.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 18 2014, 11:51

უი კინაღამ დამავიწყდა newsmile05.gif

http://postimage.org/

იგი ღალატობს დიდი ლენინის ნათელ გზას D.gif

ხომ შეგპირდი ესე არ დავტოვებ თქო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: კუთხა Feb 18 2014, 11:57

საღოლ ჭალო D.gif D.gif მასე მოუხდება მაგას D.gif

პოსტის ავტორი: Davitus Feb 18 2014, 12:01

ჭალიმგელა


D.gif მაგარი ვიხალისე, მასხარა ხააარ რა

პოსტის ავტორი: დათუნა Feb 18 2014, 12:08

მეც დავამატებ ჩემი მხრიდან, მართალია ჩვენს ეკიპაჟს (იგორი, თენგო, კაკო და მე) დილიდან გამგზავრების თანავე არ გაუმართლა აეროპორტის გზაზევე გაგვიფუჭდა მანქანა, დავბრუნდით თბილისში გადავჯექით კაკოს მანქანაში. მართალია გზაში პატრულმაც კი გაგვაჩერა, რახან ვჩქარობდით რომ ძალიან არ ჩამოვჩენილიყავით ჩვენს მანქანებს მაგრამ ამანაც კი არ შეგვაჩერა და არ გაგვიქარწყლა იმედები. ვეთხოვები ჩვენს მეზობელ ქვეყანას გამონათქვამს და ვიტყვი რომ ''Все что плохо начинается, хорошо кончается!'' ჩვენი ეკიპაჟი: 4 ტურა და 1 მელია. მართლაც რომ ძალიან კარგი დღე გამოგვივიდა!!!! გილოცავთ ყველას!!!
ესეც სურათები:
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/app.php
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/app.php
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/app.php
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/app.php
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/app.php
http://postimage.org/
http://postimage.org/app.php

პოსტის ავტორი: marco-polo Feb 18 2014, 12:16

ძაან მაგარი იყო small3d018.gif small3d018.gif ,თვის ბოლოს ერთხელ კიდევ ხომარ წავსულიყავით ?

პოსტის ავტორი: Fishman Feb 18 2014, 12:20

ჭალიმგელა

მაგარია D.gif D.gif D.gif და საერთოდ თემა უნდა გავაკეთოთ დახურულში "ვინ გვარცხვენს" და თანდათან შევავსოთ მსგავსი განცხადებებით D.gif

პოსტის ავტორი: დათუნა Feb 18 2014, 12:22


ასევე მინდა ძალიან დიდი მადლობა მოვუხადო იქაურ ბიჭებს.

პოსტის ავტორი: jaba_gugesha Feb 18 2014, 12:22

Yochag bichebo. Sheqebis girsni xart. Dzalian magari tradiciaa da imedia momavalshi moqmedebis areali gaizrdeba. Gisurvebt sul eset warmatebul nadirobebshi gevlot da gvevlos.sabos aplodismentebi da komplimentebi. Ar gicnobt,magram megona yvelas kargad gicnobdit.

პოსტის ავტორი: ბაბუ Feb 18 2014, 13:02

უმაგრესი დღე იყო!
დიდი მადლობა ბატონებს თემურ ტყრმალაძეს,ნუგზარ გიოშვილს, გოჩა კობერიძეს,გურამს(იგივე ჭოტროს) დათოს,მამუკას და ყველა იქ დამხვდურს!
დიდი მადლობა კლუბ"ოჩოპინტერს" და ,ის პრეზიდენრს გიორგი მეტრეველს(ჭალიმგელას) ასეთი კარგი ორგანიზებისთვის!
მადლობა პატრულს!(არ ვხუმრობ,მართლა დიდი მადლობა! გაგვაჩერეს სიჩქარის გადაჭარბებისათვის და რომ მოუყევით სადაც გვეჩქარებოდა გაგვიშვეს D.gif )
ასევე მინდა განსაკუთრებით მივულოცო დათუნას რომლისთვისაც ეს იყო პირველი ნადირობა მტაცებელზე და ორი ტურაც მიითვალა!

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Feb 18 2014, 13:14

მაგრები ხართ. მაგარი დახურვა გამოსულა. small3d018.gif

პოსტის ავტორი: nik@a Feb 18 2014, 13:22

საღოლ, საღოლ კარგები ხართ. kiss.gif

ჭალიმგელა
რამ მოგაფიქრა D.gif

პოსტის ავტორი: baroni Feb 18 2014, 13:34

მალადეც კარგიააა ლომებოო small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: OQRO444 Feb 18 2014, 13:45

გენაცვალეთ მარჯვენაში........ small3d018.gif

პოსტის ავტორი: jola Feb 18 2014, 17:37

კარგად გიხალისიათ newsmile05.gif გული მწყდება ვერ წამოვედი :( სულ დაიხურა თუ ცოტა დარჩა კიდე? D.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Feb 18 2014, 17:43

ყოჩაღ მეამყებით small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif ეგრე უნდათ მაგათ Shooting.gif Shooting.gif

პოსტის ავტორი: მარდი Feb 18 2014, 17:45

მაგრები ხართ ბიჭებო მართლაც მშვენიერი დღე იყო მაგრად ვისიამოვნე გენაცვალეთ ყველას ჯიგრები ხართ არ მოგვიშალოს მსგავსი ერთობლივი და ლამაი გასვლები გმერთმა. newsmile027.gif
ისე მეტი სურათები არაა კაცო ყველა იგებდა...

პოსტის ავტორი: LeoTaso Feb 18 2014, 18:23

small3d018.gif small3d018.gif

რამდენი ყოფილან ... ეეჰ დანარჩენ "ჭიაურს" რა ეშველაბა ?! vava.gif

პოსტის ავტორი: bashiachuki Feb 18 2014, 18:51

შემოგევლეთ უკლებლივ ყველას მკლავმარჯვენაში და ქართველობაში ვაჟკაცები ხაართ მიყვარხართ მეგობრებო.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 18 2014, 20:07

ესეც ჩვენი ჟურნალისტის და დიდებული ადამიანის ეკა ლომიძის ფოტოები

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

ამ ტურას ვეძებ პირადათnewsmile05.gif
http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/



http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/


წაატიხარეთ

პოსტის ავტორი: ჩავლე Feb 18 2014, 20:11

ტიხარ

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 18 2014, 20:12

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/



პოსტის ავტორი: ჩავლე Feb 18 2014, 20:13

კიდო

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 18 2014, 20:14

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/


პოსტის ავტორი: ჩავლე Feb 18 2014, 20:14

კიდო ტიხარ

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 18 2014, 20:15

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/



პოსტის ავტორი: ჩავლე Feb 18 2014, 20:16

ტიხარ

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 18 2014, 20:17

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/



პოსტის ავტორი: hunter88 Feb 18 2014, 20:31

small3d018.gif small3d018.gif მალადეც თქვენ მაგარი ნადირობა ჩაგიტარებიათ პოტოებიც ძაან მაგარია.. ამაზე ნაკლები მტაცებელი არ დაგეხოცოთ gunshot.gif Shooting.gif

პოსტის ავტორი: თაზო Feb 18 2014, 20:33


















ზახარა ამართლებს თავის ავატარს)))


















არაჩვეულებრივი ხალხი, რომელმაც დიდი პატივი გვცა ნადირობის დროს და მის მერეც, მაგარი სიმღერით!


დავითუსა "თავის" სიმაღლეზეა)))




ნუკრა თავის წიაღში)))


















ჩემპიოონ!!!


იუბილარი))






ბონე ვიღაცას აგიპნოზებს)))























მე მოვრჩი. მადლობა ყურადღებისათვის)))))0

პოსტის ავტორი: მარდი Feb 18 2014, 20:39

უხ თქვენ გენაცვალეთ მიყვარხართ ყველანი ძალიან :*

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Feb 18 2014, 21:03

დიდი მადლობა ყველას ესეთი ლამაზი ნადირობისთვის....
და ასევე დიდი მადლობა ყველას, ვინც მცირედი წვლილი მაინც შეიტანა ესეთი დაუვიწყარი დღის ორგანიზებაში.

თაზო
შენ რა ზე სურათების გადაღება გცოდნია, ხვალიუ!

პოსტის ავტორი: darcho Feb 18 2014, 21:31

ყველას მადლობა ამ არაჩვეულებრივი დღის ჩუქებისთვის ! მიხარია რომ საშუალება მომეცა ამ კაი საქმეში ჩემი მცირედი წვილი შემეტანა Shooting.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი Feb 18 2014, 21:34

საღოლ მაგარი ძალიან ხშირად ჭირდება მაგ ადგილს გასუფთავება

პოსტის ავტორი: gacho Feb 18 2014, 21:50

მალადეც მეგობრებო. მართლაც რომ არნახული სეზონის დახურვაა. ამ სურათების ნახვის შხემდეგ უფრო დამწყდა გული რომ გავაკლდი ასეთ არაჩვეულებრივ შეკრებას.

პოსტის ავტორი: თაზო Feb 18 2014, 21:57

ციტატა(Nukry @ 18th February 2014 - 22:03) *
თაზო
შენ რა ზე სურათების გადაღება გცოდნია, ხვალიუ!

დაკარგა ხარისხი ფორუმზე სურათებმა, ცოოტა უკეთესი ხარისხი იყო))) მადლიობელი)))

პოსტის ავტორი: ჩელე Feb 19 2014, 08:14

ვააახ თქვენ მე გამაგიჟებთ რაა.... 32 კაცი იყავით წასულები. ამ 32 კაციდან მარტო საბოს და დავითუსას ესიამოვნა ეს გასვლა? ვერ დავიჯერებ. დაწერეთ რაა ეს დედაძროხა რა იყო, როგორ იყო, რა გაკეთდა სწორად, რა არასწორად, იქაურები რაში დაგეხმარათ, რომ გამოვიდა ტურა და შენსკენ რომ წამოვიდა რა გრძნობა იყო, რომ დაახალე ტყვია და მის თვალებში ამოიკითხე რომ შენგან მაგისი ღირსი არ იყო და მერე რომ კი ინანე, მაგრამ უკვე გვიანი იყო..... დაწერეთ რააა, დაწერეთ.... გავა 4-5 წელი და აღარ გემახსოვრებათ, მერე შემოხვალთ აქ და გაიხსენებთ..... მარტო მაგარია, მაგარიას ძახილი არაფერს მოგვცემს.... დაწერეთ, დაწერეთ....

დაწერეთ, რადიო 105.....



ფოტოებით დიდად ვისიამოვნე, კარგები ხართ.....

პოსტის ავტორი: giuli Feb 19 2014, 09:10

ყოჩაღ ბიჭებო კარგი საქმე გაგიკეთებიათ, მაგრამ მდევრებით მაინც სულ სხვაა.თუმცა მდევრებით .შეიძლება მაგდენს ვერ მოკლავდით.

პოსტის ავტორი: Fishman Feb 19 2014, 09:19

ჩელე

მართალი ხარ ჩელიუს! D.gif დავსწერამ მალე! D.gif

პოსტის ავტორი: achiko-l Feb 19 2014, 09:29

ესეც ჩემი მობილურით გადაღებული სურათები

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/


http://postimage.org/app.php

პოსტის ავტორი: ზახარა Feb 19 2014, 09:41

ციტატა(giuli @ 19th February 2014 - 10:10) *
ყოჩაღ ბიჭებო კარგი საქმე გაგიკეთებიათ, მაგრამ მდევრებით მაინც სულ სხვაა.თუმცა მდევრებით .შეიძლება მაგდენს ვერ მოკლავდით.

ნამდვილი მდევრებით ბატონო გიული შეიძლება საერთოდ ვერ გვენადირა მტაცებლებზე newsmile05.gif აიყვანდნენ ღორს ან შველს და იქნებოდა გაიწი გამატარე newsmile05.gif რაც სასიამოვნო საყურებელი და მოსასმენია მითუმეტეს დაბლობის ტყეში newsmile027.gif

ამ გასვლას სანიტარული გამოხშირვის დატვირთვა ქონდა newsmile05.gif ისე იაგები რომ ყოფილიყო შედეგი გაცილებით მეტი იქნებოდა ტურას რა გამოლევს ისეთი კატასტროფული მდგომარეობა ყველგან .

პოსტის ავტორი: kardinal84 Feb 19 2014, 09:46

small3d018.gif კარქები ხართ ბიჭებო

პოსტის ავტორი: კუთხა Feb 19 2014, 09:48

რადგან ბატონი ჩელიოსი არ იშლის მეც დავსწერამ ერთი-ორ სიტყვას newsmile05.gif მაშ ასე:

პირველ რიგში კიდევ ერთხელ მინდა კლუბ ოჩოპინტრეს მადლობა მოვუხადო იმისათვის რომ დამპატიჟა გასვლაზე და + კლუბში მიმიღო ოფიციალურად. მადლობა ბიჭებო! d778bc34f693c93907196ff195628213.gif

გასვლამდე 2 კვირით ადრე ვიცოდი უკვე გასვლის ამბავი, წინასწარ შევემზადე ფსიქოლოგიურად, შემდეგ გადავხედე მუშაობის გრაფიკს და დავინახე რომ მეცალა მაგ დღეს, უფრო დიდი შემართებით განვაგრძე ამ დღისათვის მომზადება, მაგრამ ბოლო დღეს წავაწყდი უდიდეს პრობლემას, თბილისამდე ჩამოსვლის საშუალება არ მქონდა, საკუთარი მანქანა არ მყავს, ტრანსპორტი კი ასე ადრე თბილიში არ მოდიოდა, ბევრი ვიარე თუ ცოტა მივაგენი 1 მანქანას რომელიც დათქმულ დროზე 15-20 წუთით მაგვიანებდა, ამ დროს გამოჩნდა ჩემი მხსნელი მეგობარი და მათხოვა თავისი მაშინა, ეს პრობლემაც მოგვარდა, მთელი ღამე ვბორგავდი, ბოლოს ვეღარ მოვითმინე და დავადექი თბილისის გზას, ისე მოხდა რომ თბილისელებზე ადრე გორიდან ჩამოვედი დათქმულ ადგილას D.gif

ნელნელა შევიკრიბეთ მთელი შემადგენლობა, ზოგმა გამვლელმა ავღანობა დაგვწამა, ზოგმა ერაყელობა, ზოგმა ტერორისტობა, მოკლედ გასვლამდე კარგად ვიხალისეთ newsmile05.gif

როგორც იქნა დავადექით ჩემთვის ნანატრ გზას, გულის ფანცქალით ვითვლიდი კილომეტრებს, 1 სული მქონდა ადგილამდე მალე მივსულიყავით, უნდა აღვნიშნო, რომ ნადირზე სანადიროდ მანამდე არ ვიყავი ნამყოფი, ასე რომ მეტად გამოუცდელი ვიყავი ამ საქმეში და მხოლოდ თეორიულად ვიცოდი რა და როგორ უნდა მომხდარიყო, ისიც გზაში ამიხსნეს დავითუსმა და ბონემ, ადგილზე მისვლისას მოკლე ინსტრუკტაჟის შემდეგ, ეგერმა დაგვანაწილა ნომრებში და დაიწყო მოლოდინი, დაიწყო მარეკის სროლის ხმა, ყიჟინა და შეძახილები, უცებ გაისმა შორიდან სროლის ხმა, კუნძზე ვიყავი ჩამომჯდარი როდესაც ჩემს გვერდით ფიშმენამ 1 გასროლით ძირს დასცა ვერაგი ტურა, წამოვხტი, დავაჭყიტე თვალები, ვიყურე აქეთ-იქით, მაგრამ ამაოდ, არ ჩამდა ჩემს მხარეს არაფერი, სროლის ხმა კი უფრო და უფრო ხშირდებოდა, დრო და დრო მიახლოვდებოდა მარეკი, ბოლოს 1 მოძრავი ობიექტი შევნიშნე, მოვიმარჯვე თოფი, დავაკვირდი კარგად და დიდ სირცხვილს გადავრჩი, მარეკის გონჩი მორბოდა ჩემსკენ D.gif

დასრულდა პირველი სარეკი, გზად მეორე სარეკისაკენ უცებ შემოგვიერთდა უცნობ ადამიანთა ჯგუფი, ეგრევე ეტყობოდნენ რომ ნამდვილი ცივსისხლიანი მკვლელები იყვნენ, მოკლე, ტაქტიკური დანიშნულების პომპიანი ვინჩესტერებით, სამუხლეებით, ბენდენებით და ასე შემდეგ xPMWh.gif მოხდა ისე რომ ერთ-ერთი მკვლელი ნომერში ჩემს გვერდით მოხვდა, ვუყურებდი და ლამის მეც გავიქეცი ჩემი ნომრიდან, არათუ ტურა-მგელი, 1 ადგილზე ვერ გაჩერდა, ბოლთას სცემდა (ეტყობა გემი ეძირებოდა და ღელავდა), სიგარეტს სიგარეტზე აბოლებდა და რაც ყველაზე მთავარია დატენილ თოფს უაზროდ იქნევდა აქეთ იქით და ბოლოს ლულაშიც ჩაიხედა წინიდან, არ ვიცი რას ეძებდა, მაგრამ აშკარად ვერაფერი იპოვა და დაღონებულმა ფეხზე დაიდო თოფი და დაეყუდა ზედ newsmile035.gif

ხო მართლა, მანამდე ჟურნალისტები მოვიდნენ და მთხოვეს 2 სიტყვით გვითხარი რა ხდება და როგორო, ვთხოვე წასულიყვნენ და გამოცდილი კაცისაგან აეღოთ ინტერვიუ, მაგრამ არ მომეშვნენ და მეც ვუთხარი 2 სიტყვა newsmile05.gif

სამწუხაროდ მეორე სარეკიც ჩემთვის უშედეგოდ დასრულდა, თუმცა კარგად კი ვიხალისე ჩემს გვერდით ჩასაფრებულ "მკვლელზე" D.gif

მესამე სარეკში საკმაოდ კარგი ნომერი მერგო წილად, მაგრამ მარეკები აშკარად დაღლილები იყვნენ და მესამე სარეკი არამარტო ჩემთვის, არამედ უმეტესობისათვის უშედეგო იყო


ბოლოს გაიმართა უკვე ნანატრი პურის ჭამა, კარგად ვიხალისეთ, კარგად ვიცინეთ, მოხდა იუბილარის და კლუბის ახალწვეულების დასაჩუქრება და ასე შემდეგ newsmile05.gif

მოგეხსენებათ მე გორში ვიყავი წამოსასვლელი და ამიტომ მე, დავითუსი და ბონე ადრე წამოვედით, მაგრამ თბილისში მგონი ბოლოები ჩამოვედით D.gif რომ არა დათოს გარმინი და ოსმანდი, ალბათ ახლაც იქ ვიქნებოდით, სადმე, ტყემალაძის ტყეში D.gif მაგრამ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ გზის არევასაც თავისი მუღამი და აზარტი ჰქონდა, იმ იმედით რომ გზა მალე გამოჩნდებოდა უკან არ ვიხევდით და მივდიოდით წინ და წინ newsmile05.gif სამწუხაროდ მოგვიწია მაინც უკან დაბრუნება, მაგრამ მაინც კარგი იყო newsmile05.gif


უფ, რამდენი ვწერე, აღარც ვიცი რა დავწერო, მოკლედ ჩემთვის დაუვიწყარი დღე იყო, მიუხედავად იმისა, რომ არც კი მამისვრია თოფი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Feb 19 2014, 10:03

კუთხა

აი ამას ვითხოვ მეტს კი არაფერს? საღოლა.....


მიბაძეთ ამ კაცს..... ფოტოები კარგია, მაგრამ მონადირის ჩანაწერს მაინც ვერაფერი შეცვლის, ეს მამაჩემისგან ვიცი და მჯერა რომ ასეა....

პოსტის ავტორი: Davitus Feb 19 2014, 10:58

კუთხა

საღოლ, კაი გამართული წერა გცოდნია, აწი გასვლებზე სულ რეპორტებს მოგთხოვენ, ჯერ სად ხარ D.gif

ყველამ დაწეროს და პირველ პოსტში გადავიტან მონაწილის ჩანაწერებს

პოსტის ავტორი: უიარაღო Feb 19 2014, 12:43

გილოცავთ . მშვენიერი დრო გიტარებით. საინტერესოა სხვა ცხოველები ან ფრინველებიც თუ შეგხვდათ. ირმების სურათები ნვახე და ძალიან მომეწონა. ასევე კაკბებიც და ხონთქრის ქათმებიც. small3d018.gif

პოსტის ავტორი: კუთხა Feb 19 2014, 12:46

უიარაღო
ბუები შეგვხვდა მე, დავითუსს და ბონეს, თანაც პირდაპირ ბუნებაში, ტყეში, და არა ვოლიერში და გალიაში newsmile045.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Feb 19 2014, 13:17

ეგ ცისფერი მელა ვინღა მოკლა.

პოსტის ავტორი: longi Feb 19 2014, 16:42

გაიხარეთ ,გაიხარეთ საღოლ small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

სურათებით როგორ ვისიამოვნე და წარმომიდგენია იქ რა დროს გაატარებდით newsmile027.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: kajuberi Feb 19 2014, 16:42

ციტატა(uiaragho @ 19th February 2014 - 14:17) *
ეგ ცისფერი მელა ვინღა მოკლა.

რომ დაგვინახა ამდენი თავი მოიკლაა

პოსტის ავტორი: მარდი Feb 19 2014, 20:25


პოსტის ავტორი: მარდი Feb 19 2014, 20:35




ალთაზარასაც წავემაიმუნეთ მე და ფიშმენა newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ilara Feb 19 2014, 22:06

დიდებული ამბები დაგიტრიალებიათ.გაიხარეთ ყველამ small3d018.gif

პოსტის ავტორი: merabi01 Feb 19 2014, 22:11

გილოცავთ ბიჭებო კაი დრო გაგიტარებიათ.და კიდევ ბევრჯერ გაგეტარებინოთ ესეთი დღეები. gunshot.gif newsmile041.gif newsmile027.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Feb 20 2014, 08:45

განცხადება: ვიბარებ ტურის ხირცს 3 ლარად. ჯიგარს 1.5 ლარად.

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Feb 20 2014, 11:34

ციტატა(uiaragho @ 20th February 2014 - 10:45) *
ვიბარებ ტურის ხირცს 3 ლარად. ჯიგარს 1.5 ლარად.

ჩინელი ინვესტორები გყავთ?..
newsmile035.gif newsmile035.gif თუ კაი კანალია ოჩო აიღებს თავის თავზე მომარაგებას.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 20 2014, 12:28

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოლოცვისა და ამ საჩუქრისათვის. გაიხარეთ

http://postimage.org/

პოსტის ავტორი: თემო. Feb 20 2014, 12:29

მაგრები ხართ ბიჭებო small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: Hubert Feb 20 2014, 12:49

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif ყოჩაღ ბიჭები! სიამოვნებით მივიღებდი მეც მონაწილეობას მსგავს ნადირობებში newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ბაბუ Feb 20 2014, 12:57

Hubert

ციტატა(Hubert @ 20th February 2014 - 13:49) *
ყოჩაღ ბიჭები! სიამოვნებით მივიღებდი მეც მონაწილეობას მსგავს ნადირობებში

მაგისთვის ბაბუ, კლუბის წევრობაა საჭირო! newsmile045.gif newsmile041.gif

პოსტის ავტორი: megreli Feb 20 2014, 13:01

barem-mec-gilocav.gif თ !!! მართალია მოგვიანებით...

მეტი არ ვიცი რა დაგიწეროთ,სიტყვები არ მყოფნის...

newsmile027.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: Hubert Feb 20 2014, 13:14

ციტატა(ბაბუ @ Feb 20 2014, 13:57) *
Hubert

მაგისთვის ბაბუ, კლუბის წევრობაა საჭირო! newsmile045.gif newsmile041.gif



წევრობის საკითხიც იმედია დადგება დღის წესრიგში newsmile05.gif იქნება რამე შეკრება და გავიცნობ უმფროსობას ))

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Feb 20 2014, 16:20

ციტატა(Hubert @ 20th February 2014 - 15:14) *
იქნება რამე შეკრება და გავიცნობ უმფროსობას ))

მარტო უმფროსობის გაცნობა არჭრის.. აქოურ საზოგადოებასთან გაცნობაა საჭირო. მოკლედ..მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობა.(ფორუმისთვისაც ეწყობა ხოლმე რაღაც ერთობლივი გასვლები) newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Hubert Feb 20 2014, 16:24

ლეონ-ბლექი

კი ბატონო მზად ვარ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: dzirula Feb 20 2014, 16:30

yochag megobrebo gilocavt. sasianovno iqneboda tqven gverdze dgoma magari dge iko albat. p.s. naweric namdvilad magari iko ro vkitxulobdi warm6dgenashi gamicocxlda eg dge martlac kai mematianea avtori.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 20 2014, 17:16

ციტატა(Hubert @ Feb 20 2014, 14:14) *
იქნება რამე შეკრება და გავიცნობ უმფროსობას ))


მაგას უფროსობა არ წყვეტს, კლუბი წყვეტს newsmile05.gif ესე რომ ნებისმიერი კლუბელების რეკომენდაცია დაგჭირდება

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Feb 20 2014, 18:11

ციტატა(Hubert @ 20th February 2014 - 18:24) *
კი ბატონო მზად ვარ

ხოდა ძალიანაც კარგი. შემოგვიერთდი სხვადასხვა ღონისძიებებზე. რაც მეტი კარგი ადამიანი დაემატება კლუბს..მით უკეთესი. ამ კლუბის მთელი ეშხი ის არის..რომ გახსნილია ყველა მსურველისთვის..ვისთვისაც ნადირობა-თევზაობის სწორი მიმართულებით განვითარება.. კარგი ტრადიციების არ დაკარგვა და გაფრთხილება მისაღებია. უბრალოდ მანამდე ადამიანის გაცნობაა საჭირო. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ბაბუ Feb 20 2014, 18:25

ჭალიმგელა

ციტატა(Chalimgela @ 20th February 2014 - 18:16) *
ესე რომ ნებისმიერი კლუბელების რეკომენდაცია დაგჭირდება

რასაც ვესაუბრე(მიმოწერით) კარგი შთაბეჭტილება დატოვა!
წესიერი და რაც მთავარია ზრდილობიანი ახალგაზრდა ჩანს. თან ,რაც ყველაზე უფრო მესიამოვნა,ისეთი ლიტერატურაა აქვს წაკითხული მეძაღლეობაზე,ბევრი ''ექსპერტ კინოლოგი'' ვერ დაიკვეხნის.
ასე რომ რეკომენდაციაზე თუ მიდგა საქმე+1 ჩემგან!

პოსტის ავტორი: Hubert Feb 20 2014, 18:50

ციტატა(ბაბუ @ Feb 20 2014, 19:25) *
ჭალიმგელა

რასაც ვესაუბრე(მიმოწერით) კარგი შთაბეჭტილება დატოვა!
წესიერი და რაც მთავარია ზრდილობიანი ახალგაზრდა ჩანს. თან ,რაც ყველაზე უფრო მესიამოვნა,ისეთი ლიტერატურაა აქვს წაკითხული მეძაღლეობაზე,ბევრი ''ექსპერტ კინოლოგი'' ვერ დაიკვეხნის.
ასე რომ რეკომენდაციაზე თუ მიდგა საქმე+1 ჩემგან!




ბაბუ

გმადლობ! newsmile05.gif ვეცდები გავამართლო იმედები newsmile045.gif

ჭალიმგელა
ლეონ-ბლექი

პირველივე შესაძლებლობისთანავე იქ ვარ newsmile05.gif ფორუმული შეკრება ან რაიმე ღონისძიება თუ იქნება


პოსტის ავტორი: bashiachuki Feb 20 2014, 20:16

ბიჭებო ეს რაც მოინადირეთ კარგია და აღბრთოვანებულივარ ეს დღეებია თქვენი კაი ნამოქმედარით და ისიც მოგვიყევით ბარემ რაც დაინახეთ ყველა მოკალით თუ გაგექცათ რამე? ასეთი რამეებიც საინტერესოა ჩვენთვის და გთხოვთ მოგვიყვეთ.

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Feb 20 2014, 22:34

თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო! გილოცავთ წარმატებულად სეზონის დახურვას, ვისიამოვნე სურათებით და ვამაყობ თქვენით! აი მთელი გულით მინდოდა თქვენს გვერდში ყოფნა, ძალიან მაგრად მომენატრეთ ყველა. სულით და გულით მანდ ვიყავი მეც. იმედია მალე დაგიბრუნდებით newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Feb 21 2014, 08:37

ისე ტყემალაძემ აღიარა, რომ მტაცებლების ამოღების რეკორდი მოგვიხსნია ჭიაურის ნაკრძალში...

მარეკი რომ მეტი ყოფილიყო და ძაღლებიც შესაბამისად, 40 მდე კი ავიდოდით...

პოსტის ავტორი: ჩელე Feb 21 2014, 08:48

კაცოოო, ესა რეკომენდაციის თემაა თუ სეზონის დახურვის? თემატურად პოსტეთ ძალიან გთხოვთ.

ჰოდა ვისაც დასაწერი გაქვთ დაწერეთ რა იყო, როგორ იყო. გვიმალავთ თუ როგორ არის საქმე? მაინცდამაინც მხატვრულად ნუ დაწერთ ვისაც არ გეხერხებათ. გლეხურად უფრო კარგად იკითხება დამიჯერეთ. ჰოდა დაწერეთ რაა. დავიჯერო 32 კაცში მხოლოდ სამმა კაცმა ისიამოვნა ამ ნადირობით? ნუ ხართ ზარმაცები.....

პოსტის ავტორი: megreli Feb 21 2014, 12:06

და მთელ 6 გვერდზე ვერსად წავიკითხე,ვინ რამდენი ტურის ცოდვა დაიდო D.gif

ჩამოწერეთ სია D.gif

პოსტის ავტორი: საბო Feb 21 2014, 13:16

ციტატა(megreli @ Feb 21 2014, 13:06) *
და მთელ 6 გვერდზე ვერსად წავიკითხე,ვინ რამდენი ტურის ცოდვა დაიდო D.gif

ჩამოწერეთ სია D.gif



უფრო მეტი მნნიშვნელობა სიმავნებას ქონდა, იმ დღისას, ვიდრე აღებული ტროფეის ინდივიდუალრ რაოდენობას. მაგრამ მაინც აჰა დავწერ.

1. საბო 1ცალი მოკლული, 1 ცალი ჩაჯმული (უსროლელად შეშინებული). newsmile01.gif

პოსტის ავტორი: marco-polo Feb 21 2014, 13:23

ყველამ მოკლა ტურიკო.თითქმის ყველამ გაისროლა.ყველას ასეთი კმაყოფილი შეგრძნება ქონდა.და ვინ მოარტყა-ვინ დაჭრა მაგას არსებითი მნიშვნელობა ამ გასვლაზე ნამდვილად არ ქონია newsmile041.gif newsmile041.gif newsmile041.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Feb 21 2014, 13:38

დახოცილ ტურებს რა ბედი ეწით? მაპატიეთ თუ ტექნიკური წვრილმანებით დავინტერესდი. დამარხეთ საძმო საფლავში. საშაურმეებმა წაიღეს თუ როგორც იყო. f289947570463c1e91fa6db1b3f5472c.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Feb 21 2014, 13:51

უიარაღო
მეურნეობის ადმინისტრაციამ მიხედა . დამარხავდნენ ალბათ , სახლში ანტისანიტარიას არავინ დაუშვებს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Feb 21 2014, 16:54

დაწერეთ თქვენი შთაბეჭდილებები თორე დავიგინები უკვე D.gif D.gif D.gif D.gif


პოსტის ავტორი: ალთაზარ Feb 21 2014, 17:24

ჩელე
დავსწერ დღეს საღამოს ან ზეგ დილით xexe.gif ვინ ხარ შენ ჰააა? რო გვაწერინებ ერთი

წამოსულიყავი და შენი თვალით ნახავდი xexe.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Feb 21 2014, 17:30

ალთაზარ

ბალღოო, მაიხედე აქეთა. ესა ჩემი ხუშტური კი არ არის? უბრალოდ რაც მეტს დაწერთ, მით ბევრს შემოინახავს ისტორია და 5-6 წლის მერე რომ გადახედავ შენს ნაწერს, გეამება და გულს მალამოდ დაგეფინება. შვილი რომ გეყოლება და გკითხავს ჩუკვნის გარდა რა გიკეთებიაო, ჩაურთავ ოჩოპინტრეს და თვალებზე ააფარებ. გაიგე შენაა???..... თორე მე ზეპირად ვიცი უკვე ვინ სად დააბრახუნა და რა დააბრახუნა.... ბიჯოოოს....

უნდა დაუღეჭო რაა....

ბლიაძ...

პოსტის ავტორი: კუთხა Feb 21 2014, 17:35

ციტატა(chele @ 21st February 2014 - 18:30) *
შვილი რომ გეყოლება და გკითხავს ჩუკვნის გარდა რა გიკეთებიაო

newsmile015.gif newsmile015.gif

პოსტის ავტორი: მარდი Feb 21 2014, 19:08

ესეიგი რა ხდება... ჩელეს დაჯინებული მოთხოვნა სრულდება ashh.gif
ჭიაურში ჩავედით ცოცხლები newsmile090.gif დაგვხვდა დიდი მოგიზგიზე კოცონი,რომლის გარშემოც ყველანი მოვკალათდით და დილის სუსხს კოცონის მეშვეობით ვებრძოდით. რამოდენიმე წუთში წინასანადირო ინსტრუქტაჟი, ჩავსხედით მანქანებში და შევედით წყნარად ტყეში სადაც ჩვენ ჩვენს ნომრებში გადავნაწილდით, ნორმალური ნომერი შემხვდა მხედველობაც ასე თუ ისე არ იყო შეზღუდული და რაც მთავარია დიდი ხის წინ კუნძი იყო რომელზეც მშვენივრად მოვკალათდი და ხეს მივეყუდე. იდეალურად მოვეწყვე, ვაზნები ჩავაწყე იარაღში და გავისუსე. რამოდენიმე წუთში ატყდა მარეკების შეძახილები და თოფის სროლები. ტანში ჯრუანტელმა დამიარა... სადღაც 7 წუთში ჩემს წინ მდებარე ბუჩქებიდან პოტლების შრაშუნის ხმა გაისმა, მოვემზადე იარაღი შევმართე და იმ წამს გამოვარდა 2 ტურა, ერთი წინ გარბოდა შედარებით დავუმიზნე მცირე წინსწრება ავიღე და გავისროლე გადაყირავდა და ხეს მოეფარა, შემოვბრუნდი მეორე ტურისკენ (რომელიც პირდაპირ ჩემზე მორბოდა) უკვე ძალიან ახლოს მოსულიყო სადღაც 7 მეტრში შემოვბრუნდი თუარა ვესროლე და თითქმის ფეხებში შემომვარდა, ჩაჯდა და საკუთარ თავზე კბენა დაიწყო გადავხსენი იარაგი ამოვყარე ვაზნები და ახალი ვაზნით ბოლო მოვუგე მის ტანჯვას. პირველ ტურას ჩემს გვერდით მდგომმა მამუკამ გაუკეთა კონტროლკა. უცებ ვერ აღვიქვი რა მოხდა, მაგრამ როცა ჩემს კუნძზე ჩამოვჯექი და გავაანალიზე ყველაფერი ვიგრძენი ადრენალინის მოზღვავება, წინ წარმომიდგა ლამაზი დუპლეტი და სიხარულმა პიკს მიაღწია.. როდესაც სარეი დამთავრდა ერთად შევგროვდით და აღმოჩნდა რომ მშვენიერი შედეგით დაგვესრულებინა. 11 ტურა და ერთი მელა. ასე აჟიტირებულები წავედით მეორე სარეკის მოსაწყობად. მეორე ტყე შედარებით პატარა აღმოჩნდა, ამიტომ ნომრებში ახლო ახლოს მოგვიწია დადგომა. მარეკების ხმაურის შემდეგ სადღაც 10 წუთში გვერძე მდგომმა მარკო პოლომ მანიშნა რომ ტურა მოდიოდა, მეც გაფაციცებით დავიწყე ჩემს წინ ტყის თვალიერება და მართლაც შევამჩნიე ბურდებში მოძრავი ტურა. კარგად დავუმიზნე და ვესროლე. ადგილზე ტრიალი დაიწყო და წკმუტუნი მეორე აღარ ვესროლე ვეღარსად წავიდოდა, მაგრამ კაჯუბერმა მოუთავა სიცოცხლე. 3 გასროლა 3 ტურა ძალიან მიხაროდა და მშვენიერ ხასიათზე ვიყავი. მესამე სარეკი ჩემთვის უშედეგო აღმოჩნდა. ასე დასრულდა ნადირობა რასაც მოჰყვა ისევ კოცონი, ქეიფი როგორსაც მე პირადად ვერც ვინატრებდი, მხიარულება სუფევდა ჭიაურში. ყველანი ბედნიერნი ვიყავით თან იმ დღეს ჩვენი პრეზიდენტის დაბადებისდღეც დაემთხვა ჭალოსი რამაც კიდევ მეტი მხიარულება შემატა სუფრას. მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ეს დღე იყო იდეალური დღე, ყველაფერი ისე იყო როგორც უნდა ყოფილიყო. სადღაც 10 საათისთვის ჩავჯექით მანქანებში და გამოვსქურეთ თბილისსა შინა.........
ესიყო რაც შევძელი დგადმომეცა ჩემი განცდებიდან, იმედია მოგეწონებათ. newsmile041.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Feb 21 2014, 19:21

მარდი

კარგი ბიჭი ხარ შენა... ხუთიანი პირად საქმეში შეტანით....

პოსტის ავტორი: მარდი Feb 21 2014, 19:22

ჩელე
d778bc34f693c93907196ff195628213.gif kiss.gif

პოსტის ავტორი: bashiachuki Feb 21 2014, 20:06

მარდი
აეგრე რა გაიხარე. რო ვკითხულობდი ლამის მეც იმ ამბავში მეგო newsmile041.gif small3d018.gif ნა თავი

პოსტის ავტორი: ალთაზარ Feb 21 2014, 20:06

ჩელე ოი დიდო ჩელე

მოგიყვებით ეხლა ჩემსა ზღაპარსა newsmile05.gif

მცირე მონოლოგი
დილის 5 საათზე ვურეკავ ფიშმენას ვეკითხები რას შვები მოდიხარ თუ არა , პასუხი: მამაჩემმა ძაღლს მე დილით ვერ გავიყვანოო , ხოდა მე მომიწია გაყვანაო კაი მეთქი შევთანხმდით , რომ ჯერ ჩიკას გაუვლიდა შემდეგ მარდის და ბოლოს მე newsmile05.gif როგორც იქნა მოაღწია ჩემამდე , ჩავჯექით ჩავასხით ბენზინი და გავეშურეთ სასტუმრო რედისონისკენ სადაც უკვე გველოდებოდნენ აბჯარ ასხმული რაინდები , მივესალმეთ ერთმანეთს , მოვიკითხეთ .... 10 წუთი ველოდეთ ძილისგუდა რაზმაძე-ს ,გავსკდით რეკვებით მარა სამწუხაროდ ვინ გიპასუხა , ჩვენს ნიკუშას ეძინა გემრიელად სიზმარში ხედავდა ალბათ როგორ კლავდა ტურჩიკებს და მგლებს newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif

როგორც იქნა დავიძარით , გავეშურეთ კახეთსა შინა , ფიშმენა აღმოჩნდა მაგარი დრიფტერი , რატომღაც მოგვისრიალდა პაწია მანქანა და ფიშუმაც არ დააყოვნა და დრიფტაობ-დრიფტაობით ვიარეთ 15 წამი newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif .

ჩავედით ჭიაურში , ოდნავ ციოდა , თუმცა ვატყობდი მზიანი ამინდი გველოდა , მანქანებიდან გადმოსვლისთანავე მივედით კოცონთან სადაც უკვე გველოდნენ ეგერები, მივესალმეთ ერთმანეთს როგორც გვჩვევია ნამდვილ ქართველებს და ასევე მონადირეებს newsmile05.gif ბატონმა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა კი არა თვით ბატონმა გიორგი მეტრეველმა კლუბ ოჩოპინტრეს პრეზიდეტნმა წარმოსთქვა : დავიცვათ წესები , ვიყოთ ფრთხილად, უსაფრთხოების ნორმები დავიცვათ და შევასრულოთ ყველაფერი საუკეთესოდ .

აღწერა ნადირობის

სანამ ტყეში შევიდოდით პაწას ვხმაურობდით , მაგრამ აი შიგნით რომ შევედით თითქოსდა მარტო ვიყავი , ისეთი სიჩუმე ჩამოწვა .
ეგერები მიდიოდნენ და სათითაოდ აყენებდნენ ჩვენს მეგობრებს პოზიციაზე და ეუბნებოდნენ თუ საიდან გამოვიდოდა ნადირი . მე თაზო და გოჩა 15-20 მეტრის დაშორებით ვიდექით ერთმანეთთან თაზოს ვხედავდი გოჩას ვერა , ბოლოს როგორც იქნა ატყდა ხმაური მარეკები თოფს ისროდნენ ახმაურდა ყველაფერი , საიდანღაც გასროლა 1 გასროლა 2 , ზემოთა მხრიდან კიდევ რამოდენიმე გასროლა , გასუსული ვდგევარ , აი საიდანღაც გამოვა აი გამოვა , როგორც იქნა გამოვიდა მაგრამ სამწუხაროდ მე გამოუცდელმა პირველად წასულმა ნადირზე სანადიროდ იმ წამსვე მივიდე ლულა მხარზე , შემამჩნია იმ ოხერმა და ცოტა მანძილი გაირბინა თაზოს ვანიშნე , თაზომ გოჩას მერე უკვე რა და როგორ მოხდა არ მახსოვს მაგრამ სროლები არ წყდებოდა , მეც იმედი მიცრუვდებოდა უკვე მეთქი აი ეხლა გამოვა კიდე ან რატო ვიჩქარე მაშინ თქო , უკვე ისე ვიყავი რომ ჩამოჯდომა გადავწყვიტე მივიხედ მოვიხედე მარა სადაა კუნძი თაზოს გავხედე და ის კუნძზე იჯდა ეხხ მეთქი ამაშიც არ გამიმართლდა თქო , მუხლ მოდრეკილი ვიჯექი და ძალიან ძალიან გავისუსე , საერთოდ არ მოველოდი და მარცხენა მხრიდან გამოჩნდა ტურა , ამან ვერ დამინახა კაი ფერებში ვიყავი ეტყობა , რეზკად მოვტრიალდი დავუმიზნე და ვესროლე კიდეც , საწყალი 10 მეტრში იქნებოდა საფანტმა გაშლა ვერ მოასწრო მგონი და ყველა მაგას მოხვდა , ბეჭი გემრიელად ავუწითლე D.gif . ეს გახლდათ ჩემი პირველი ნადირი newsmile05.gif , მოვიდნენ ბიჭები მომილოცეს , ეხლა კი ფიქრებში ჩავვვარდი როცა გავიგე რომ ეს ტურა უნდა მეთრია , თან მცხელა თან ბუშლატი მაცვია , გადავიგდე მხარზე თოფი , კანაფით ფეხები შევუკარი ამ ტურიკოს და მიმაქ და მიმაქ არ ჩერდება ეს ოხერი გზა ბოლოს როგორც იქნა ხმაური შემომესმა და აი მეშველა მივედი ადგილამდე თქო , მივედი შევხედე ბიჭების ნანადირებს გამეხარდა , ჩემიც მივმატე , და გამოვიდა 11 ტურა და 1 მელა newsmile05.gif ძალზედ ნასიამოვნები დავრჩი newsmile05.gif
გადავედით შემდეგ ნომერში შემოგვემატნენ სტუმრები , და გავაგრძელეთ ერთად ნადირობა . ისევ ჩავლაგდით ნომრებში დავიკავეთ პოზიციები , სადღაც 10-15 წუთის შემდეგ გამოჩნდა ჩემს პირდაპირ ტურჩიკა , ვუყურებ მიყურებს თან არ ვინძრევით , კიდე მიყურებს მეთქი რა ვუყო ეხლა , თავი ჩაღუნა და წავიდა ძუნძულით , მეც ეგრევე მოვიმარჯვე თოფი და ვესროლე 1 გასროლა 000 ით დაიჭრა ფეხებსა და მუცელში აწივდა აკივდა და წამოდგომა გადაწყვიტა და მაგ დროს მოხვდა თავსა და ბეჭებში მეორე გასროლა 00000 ამოყირავდა და დაეცა , ველოდეთ მარეკების შეძახილებს და შეძახილებით გვეუბნებოდნენ რომ ისინი ახლოს იყვნენ და დაგვეშვა თოფები და ფრთხილად ვყოფილიყავით , გამოვათრიე ეს მეორე ტურაც "იგორამ ვაა დავით კიდევ ერთი ? როდესაც დაინახა რომ კიდევ ერთს მოვათრევდი" . თუ არ ვცცდები მეორე ნომერში 6-7 ტურა შევმატეთ newsmile05.gif გადავედით მესამე ნომერში მაგრამ სამწუხაროდ უშედეგო აღმოჩნდა ჩემთვის თუმცა 2-თუ-4 ბიჭებმა შემატეს .

რაც შეეხება რექაციას ,ემოცია , პირველი ტურა რო დავინახე რომელმაც შემამჩნია მაშინ წავიდა ჩემში ადრენალინმა მუშაობა სულ , დაძაბული ვიყავი , სულ ლოდინში , გაფაციცებით ვადევნებდი თვალს არე მარეს , ხოლო როდესაც პირველი მოვკალი ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოსდა დამცხა , გავოფლიანდი არადა არ მირბენია , უბრალოდ მაგ შეგრძნებას გავდა , და უცებ ცივმა ნიავმა გადამიარა newsmile05.gif ძალიან მაგარი შეგრძნება იყო , რთულია მგონი ასე ზუსტად გადმოიტანო მთელი ემოცია . მეორე რომ მოვკალი უკვე მაგრა მესიამოვნა , აღარც ოფლი მასხავდა და არც ნიავი მიბერავდა D.gif

ნადირობის მერე გადავინაცვლეთ დანიშნულების ადგილზე სადაც უკვე გამზადებული იყვნენ ტურჩიკები გადავიღეთ ტრადიციულად სურათები , კოლექტიურად და ცალ-ცალკეც , სხვადა სხვა პოზაში D.gif , როგორც იქნა დაგვიძახეს საჭმელად , შევედით სუფრა იყო გაშლილი , ღვინოც ბევრი გვქონდა ...
ჩვენს პრეზიდენტს მივულოცეთ დაბადების დღე , გადავეცით საჩუქარი , ვკოცნეთ და ვადღეგრძელეთ , შემდეგ მივიღეთ კაი ხალხი კლუბში წარმატება ვუსურვეთ კლუბთან ერთად .... შემდეგ არ მახსოვს რა ხდებოდა , აა გამახსენდა ძაან დავიღალე ეტყობა ემოციებისგან და წავედი ჩავწექი მანქანაში , მარა ვინ მოგასვენებდა ? ხან ფიშუ მაღვიძებდა ხან მარდი ხან კიდე ვინ იცის D.gif ხან კიდევ ყველა ერთად D.gif

მოკლედ 10 საათისთვის როგორც მარდიმ ბრძანა ჩავჯექით მანქანაში და წამოვედით მარა მერეც არ მახსოვს არაფერი თბილისამდე 10-15 კმ ში გამეღვიძა D.gif

მინდა მადლობა გადავუხადო , კლუბ ოჩოპინტრეს პრეზიდენტს და გამგეობის წევრებს რათა ასეთი საქმის ორგანიზება გააკეთეთ , მადლობა კლუბ ოჩოპინტრეს კლუბის წევრებს რომ სრულად დაიცავით წესები და უსაფრთხოების ნორმები , ახალ კლუბის წევრებს ვუსურვებ ხშირ გასვლებს ბუნებაში და კაი კაი საქმეების კეთებაში კლუბთან ერთად newsmile05.gif

მადლობა ჭიაურის მეურნეობის ადმინისტრაციას და თანამშრომლებს ასეთი კარგი დახვედრით და გაცილებისთვისაც newsmile05.gif

ნამდვილად კარგი დღე მქონდა და მემგონი თქვენც
დამატყდა თითები xexe.gif
გკოცნით თქვემი ალთაზარა



პოსტის ავტორი: ჩელე Feb 21 2014, 20:40

ალთაზარ

რამდენი გიწერია კაცო არ დაგეზარა? D.gif D.gif D.gif D.gif ყოჩაღ, შენი შვილი იამაყებს და დარწმუნებული იქნება, რომ კიდევ რაღაც გიკეთებია ცხოვრებაში..... newsmile05.gif))))


აბა ვინ იქნება შემდეგი, ვინ გაგვახარებს?....

პოსტის ავტორი: მარდი Feb 21 2014, 21:46

ციტატა(AJLTA3AP @ 21st February 2014 - 21:06) *
ვუყურებ მიყურებს თან არ ვინძრევით , კიდე მიყურებს მეთქი რა ვუყო ეხლა ,

რას უპირებდი კაცურად აღიარე. newsmile015.gif D.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Feb 21 2014, 21:47

nu-oferistobt.gif

პოსტის ავტორი: Bone Feb 22 2014, 19:21

გაიხსენე ბოლო სარეკი, დაუგეგმავი და გაუთვლელი იყოს მარეკის ძალები...
მინიმუმ 3 ჯერ მეტი ნადირი უნდა ამოგვეღო. ყველას მირჩევნია პირველი სარეკი, თითქმის არაფერი გაპარულა

პოსტის ავტორი: ალექსანდრე Feb 24 2014, 14:28

გამარჯობათ. დაგვიანებით გილოცავთ სეზონის ასე ლამაზად, მხიარულად და რაც მთავარია რაციონალურად დახურვას, ამდენი მავნებლის განადგურება ხუმრობა საქმე არ არის, მით უფრო თუ სხვა გასვლებსაც ჩავთვლით... small3d018.gif სურათებმა მთლიანად და ცოცხლად ასახა იქ მიმდინარე პროცესები, ასე მეგონა მეც ამ პროცესის მონაწილე ვიყავი, ნამდვილად მისაბაძი ხალხი ხართ, გაიხარეთ... d778bc34f693c93907196ff195628213.gif

აქვე, ვინც კლუბში გაწევრიანდა გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ, დიდ "ოჩოპინტრე"-სთან ერთად გაგეგრძლებინოთ სამონადირეო კარიერა newsmile05.gif))

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 27 2020, 10:09

მოვიდა ტურების დრო ისევ newsmile045.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)