თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ კლუბის ერთობლივი ღონისძიებები _ Carp Fishing ''ტყუპი ტბები'' 2016,

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 12 2016, 22:42

მოგესალმებით მეგობრებო

2016 წლის 11 ივნისს, კლუბმა ''ოჩოპინტრე''-მ კახეთში, ყვარლის რაიონში, სოფელ შილდასთან ტყუპ ტბებზე ჩაატარა რიგით მეოთხე შიდა საკლუბო შეჯიბრი წყვილთა შორის სპორტულ თევზჭერაში. მონაწილეობა მიიღო კლუბის ოცმა წევრმა, შესაბამისად ათმა გუნდმა. წყვილები კი ასე დაკომპლექტდა:

1. ჯოლა - ფიშმენი
2. თაზო - ილარიონიჩი
3. საბო - კონდოლი
4. ნუკრი MAX - მამუკა შილაკაძე
5. ჭალიმგელა - გენოძია
6. ჩავლე - გენერალი
7. ტამპლიერი - ჩელე
8. დონ-G - გიორგი კაკულია
9. ბლექი - baroni
10. ალთაზარი - ნიკა რაზმაძე

გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

1 ადგილი- წონით ყველაზე დიდი თევზი 1.470 გრამი-სრკისებრი კობრი

ნუკრი მახარაშვილი და მამუკა შილაკაძე

http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

2 ადგილი- წონით მეორე თევზი 1.270 გრამი საზანი

გიორგი მეტრეველი და გენო მეტრეველი

http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

3 ადგილი- წონით მესამე თევზი 1.200 გრამი საზანი

გიორგი ნინოშვილი და კახა ჩავლეიშვილი

http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

სპეციალური პრიზი- ჯამური წონა 8.660 გრამი

გიორგი მეტრეველი და გენო მეტრეველი

შეჯიბრი ძალიან მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ ტბებზე პირველად ვიყავით, ამიტომ არავინ იცოდა თუ რაგველოდა. შესაბამისად ყველა ერთ თანაბარ სიტუაციაში ვიყავით.

ყველაფერი კი ასე დაიწყო. წინა დღისით მე, ზახარა, თაზო და დავითუსი წავედით მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად. მთელი გზა წვიმდა, ამიტომ თანდათან იმედი გვიცრუვდებოდა. მაგრამ რომ ჩავედით, მშვენიერი ამინდი დაგვხვდა. რა თქმა უნდა გაგვიხარდა და გაცრუებულ იმედებს ცოტა იმედები მიეცათ. newsmile05.gif მოკლედ, გავაწყვეთ სექტორები, დავნომრეთ და ამასობაში დაღამდა კიდეც. დავითუსი მოგეხსენებათ თავისი ინოვაციებით და სეფასთან რომ ამოვედით, ტელევიზორი დაგვახვედრა. კი ვიფიქრეთ: რად უნდა ქა ტელევიზორიო და მერე მივხვდით რატომაც. ევროპის ჩემპიონატის გახსნა იყო იმ ღამეს. გავშალეთ სუფრა, მოვიმარჯვეთ ლუდი და ჩავუჯექით ტელევიზორს. ამასობაში ტბების მეპატრონე, ბატონი ალეკო მოვიდა მეგობრებთან ერთად და გაიშალა დიდებული სუფრა. თან სუფრა, თან ფეხბურთი და მოკლედ ვიმხიარულეთ მთელი საღამო.


http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/


გათენდა, ცეცხლის მზე აენთო, აცურდა ჩელე გაიღვიძე მოვიდნენ- ნაზად ჩამესმის ყურში ზახარას ყვირილი. ცალი თვალი გავახილე და ვიკითხე: ვინ მოვიდა მეთქი... მერე მივხვდი სად ვიყავი და ვინ მოვიდნენ. დილა მშვიდობისა ვუსურვეთ ერთმანეთს და დავიწყეთ შეჯიბრი. ყველა ძალიან მომართული იყო. ყველას სურდა მოგება. იმუქრებოდნენ ჩვენ გავიმარჯვებთო, მე ეს მაქვს, მე ის მაქვს, ამიტ დავკორმავ, იმით დავკორმავ და მოკლედ ყველა კარგ ხასიათზე იყო.

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

შუადღისით ზოგმა წაუძინა, ზოგი პაპიროსს აფუილებდა, ზოგმა არ დაანება თევზაობას თავი, ზოგმა ხელი ჩაიქნია, ზოგმა ფეხიც, მოკლედ ჩვეულებრივი სათევზაო სიტუაცია იყო.

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

მოგეხსენებათ თითქმის მთელი თვე წვიმდა. ამიტომ არც ამ დღეს ველოდით კარგ ამინდს, თუმცა მთელი დღე გვაცადა და ბოლოს უკვე შეჯიბრის მიწურულს დასცხო, მაგრამ რა დასცხო. ეს იყო დელგმა, წარღვნა და საშინელება. ნოეს მოვკარი თვალი, მაგრამ არ ვთქვი... newsmile05.gif

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/


ასე იყო თუ ისე, მოვიდა საღამოს 5 საათი და მსაჯებმა ჩაჰყვირეს ბუკს. ეს კი იმის მანიშნებელი იყო, რომ შეჯიბრი დამთავრდა. რას ვიზამდით? ავიკარით გუდა-ნაბადი და ავედით ხიჟინასთან, სადაც მსაჯებს უკვე ჰყავდათ გამოვლენილი გამარჯვებულები და პრიზებს ამზადებდნენ.

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

ასე იყო თუ ისე, შეჯიბრი შედგა. მიუხედევად დაღლილობისა, მე პირადად ძალიან ვისიამოვნე.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ტბის მეპატრონეს ბატონ ალეკოს და გიორგის.
დიდი მადლობა ყველა მონაწილეს, ნამდვილად ღირსეული კონკურენტები იყავით.
დიდი მადლობა კლუბის გამგეობას რომლებმაც დიდი შრომა გაწიეს, რათა ასე დიდებულად ჩატარებულიყო ეს შეჯიბრი.
განსაკუთრებული მადლობა მსაჯებს:ზახარას, დავითუსს და დაჩის. ზახარა და დავითუსი ნამდვილად დღის გმირები იყვნენ. გაიხარეთ ბიჭებო, ვამაყობ და ყოველთვის დიდი იმედი ხართ ჩემი და ამ კლუბის.


ესეც საბოლოო შედეგები:

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/


რაც შეეხება ჩემ აზრს ამ ტბებზე და შეჯიბრზე. ტბები იდელურად არის მოწყობილი იმისთვის, რომ ისიამოვნო თევზის ჭერით. არის შემდები სახეობის თევზი: კობრი, საზანი, ამური, ლოქო, ''ოკუნი'', ხრამული. მოწყობილია საპირფარეშო და შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის პატარა მოედანი საიდანაც შეუძლიათ ითევზაონ. ერთი დისკომფორტი რაც არის, ეს არის კოღო. მაგრამ არის უამრავი საშუალება კოღოს მოსაშორებლად. გზა გომბორის გავლით საშუალოდ 130-დან 150 კილომეტრის ჩათვლით. (გააჩნია თბილისის რომელი უბნიდან მიდიხარ) ჩემი აზრით ღირს ამხელა გზის გავლა. რეკომენდაციას ვუწევ. ათ ბალიანი სისტემით მივანიჭებდი ათივეს. newsmile05.gif თუ გადაწყვეტთ წასვლას, ძალიან ისიამოვნებთ დამიჯერეთ. უბრალოდ კარგ ამინდში წადით. უამინდობისას კი უმჯობესია მაღალი გამავლობის მანქანით.

შეჯიბრიც კარგად ჩატარდა. არანაირი ექსესი არ ყოფილა. ყველა დამჯერი და მომართული იყო, რაც ერთი-ორად სასიამოვნოს ხდიდა შეჯიბრს. ყოველ წუთს და წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ისე ჩემი მეწყვილე ძალიან მეურჩებოდა. ვერაფერი მოვუხერხე. რომ დაეჯერებინა, იქნებ მოგვეგო კიდეც, მაგრამ... newsmile05.gif
დაველოდოთ შემდეგ წელს. ვნახოთ ვინ იმარჯვებს. მანამდე კი ისიამოვნეთ რეპორტით. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ბლექ-ხასან Jun 13 2016, 01:50

კი..მართლაც მაგარი იყო. ბევრი რამით ვისიამოვნე. ადგილი მართლას სამოთხეა. ისეთი სიმშვიდე და სიწყნარე..მეტი რომ არ შეიძლება. ზედ კავკასიონის მთების ძირში. უცნაურად მაგარი ადგილია. აი ზიხარ შენთვის ლამაზი ტბის პირას. მაგარი სიმწვანე და სითბო. და ამ დროს...ზედ ხვირწინ უყურებ თოვლიან მწვერვალებს. ისე ახლოს არის..გეგნონება იქვე აირბენ და იგუნდავებ. მოკლედ..მართლა მაგარი ადგილია.
ჩემპიონატს რაც შეეხება..გადასარევი გამოდგა. თავზიც საკმაოდ წამოვიდა.. გართობა და მხიარულება საკმაოზე მეტიც იყო. წვიმაც ძალიან მაგარი იყო. მაგარი ექსტრემი შემატა ჩემპიონატს.(წვიმამ რა..მეხმა და ელჭექმა) ზევსი აშკარად ცდილობდა ჩვენ დახოცვას. მაგრამ ვერ გვიპოვნდა და დაგვანება თავი. ეგ ელჭექი მთელი ცხოვრება მემახსოვრება..რადგან სწორედ წარღვნის ყველაზე მწვავე მომენტში ამოვიყვანეთ თევზი. ნამდვილად არ ვიყავი დარწმუნებული..რომ თევზს..ჩემ ხელებში არ მოუწევდა შეწვა.
და ბოლოს..დიდი ოფროუდი. უკანა გზა..მაგარი ექსტრემალური აღმოჩნდა. მოდიდებულ მდინარეში გავლის ჩათვლით.. ტალაში გზიდან გადაცურებები და მთელი ამბავი. მოკლედ..მაგარი დავიღალე..მაგრმ..ძალიან მაგარი იყო. აი ეგ არის ნამდვილი ცხოვრება. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jun 13 2016, 08:41

სასიამოვნო შეგრძნებაა გამარჯვება....
მაგარი ტურნირი გამოვიდა, ჩემთვის ორმაგად სასიამოვნო იყო, მონაწილეობა+თევზაობა+გამარჯვ
ება...
მეტი რა უნდა ინატრო კაცმა, მშვენიალურ ბუნებაში, მაგრამ ბოლოს ნამეტანი მანერვიულეს გვერდზე მეზობლებმა newsmile05.gif
სანამ აწონიდნენ მე და შილაკას ჩვენი დაგვემართა
დიდი მადლობები არგანიზატორებს, ტბის მეპატრონეებს, მონაწილეებს, სრულიად ოჩოს და რათქმაუნდა ზევსს, რომ არ ჩამოგვათხლიშა თავისი ცეცხლოვანი ისრები თავზე.'

ძაან კი დავიღალე, მთელი შეჯიბრის მანძილზე არ გავჩერებულვართ მე და ჩემი მეწყვილე, დაკორმვა, სატყუარას ცვლა, ადგილის მონაცვლეობა. რა აღარ ვცადეთ, ვისი აწყობილი მონტაჟი აღარ ვიხმარე, მაგრამ საკუთარი ხელით აწყობილმა მაინც თავისი ქნა, ეტყობა მოწყალება გაიღეს დიადი ოლიმპოს ღმერთებმა newsmile05.gif

ეს ტურნირი მოვიგეთ, მედლებიც გვეღირსა,
მომავალიშიც ვიბრძოლებთ, დილამშვიდობისა!


პოსტის ავტორი: kajuberi Jun 13 2016, 09:12

გილოცათ პრიზიორებო d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif

ყოჩაღები ხართ.ჯიგრები ხარ, კარგი შეჯიბრი კარგი კონკურენტებით.მიყვარხართ და მევასებით f289947570463c1e91fa6db1b3f5472c.gif kiss.gif

პოსტის ავტორი: საბო Jun 13 2016, 10:27

ამინდის მიუხედავად მშვენიერი დღე და მშვენივრად ჩატარებული ტურნირი გამოვიდა.
მადლობა ორგანიზატორებს, ტბის მეპატრონეებს, მონაწილეებს და გულშემატკივრებს.

ვულოცავ გამარჯვებულებს და პრიზიორებს. ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი დღეები.

პოსტის ავტორი: general Jun 13 2016, 11:05

სახლებიდან გამოსვლის თანავე დაიწყო და რა დაიწყო, შეკრებამ "ფრესკოსთან" თავისი შედეგები გამოიღო და სად არ ნახავდი "ოჩოელებს" ყველა სექცია ოკუპირებული იყო. როგორც იქნა დავიძარით დანიშნულების ადგილისკენ თუმცა გომბორის გადასახვევთან შეკრებილებს არასასიამოვნონ ძრავის ხმამ ცოტა ხასიათი წაგვიხდინა თუმცა ოჩოელი რისი ოჩოელია რომ რამემ შეაშინოს, იქვე დავტოვეთ "მაშინა" საბო და კონდოლი სხვა მანქანაში განთავსდნენ და განვაგრძეთ გზა. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა მივადექით ნანატრ ტბებს, სადაც გველოდებოდნენ ორგანიზატორ სუძიები. კენჭიყრა შედგა, ჩემი და ჩავლეს ნომერი დემეტრეს ხელმა გაარკვია (ცრუ მორწმუნეები არ ვართ) newsmile05.gif და გაჩაღდა ერთი ამბავი დავკვებეთ და დავკვებეთ, ჩავლეს მომზადებული 30 ლიტრიანი ვედროდან newsmile05.gif წავიდა თებზაობა და პირველი თებზი კარასი ამოვიყვანე რომელიც ძალიან გავდა საზანს newsmile05.gif იქეთ ვიღაცამ დაიძახა, დაწინაურდა ერთი ბილეთიო (ძმები მეტრეველები ისევ მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ) და ავნერვიულდით, წავიდა სატყუარების ცვლა, მერე პრეზიდენტის დაჭერილი თევზი დაწინაურდა, გვერძე მდგომებმა მეზობლებმა მესამე ადგილი დაბრონეს მაგრამ არ დავნებდით. ბოლოსკენ ზემოთ აღნიშნულმა ზევსმა გაიღვიძა და ანკესებზე წარწერამ თავისი ქნა (ელვაში არაო, არაო ) newsmile05.gif მოკლედ 40 წუთი იყო დარჩენილი შეჯიბრის დასრულებამდე რომ დარეკა ზარმა და გახშირებული გულისცემის ხმაც გავიგონე, ჩავლეს ანკესი იძახდა არიქაო, არიქაო. ამოვიყვანეთ თებზი და მთავარი სანახავი მამუკას და ნუკრას სახეები იყო, რამის თავისი სასწორით მოვიდნენ წონაში რომ არ მოეტყუებინა ვინმე უნამუსო "გარე მოვაჭრეს" D.gif სასწორზე ციფრების ამოტვიფრის შემდეგ დამშვიდნენ, ჩვენ კი გადავინაცვლეთ მესამე ადგილზე შეჯიბრის დამთავრებამდე. მეკლედ ყველა ბევრს ეცადა არ დაუკლიათ არაფერი. ვულოცავ ჩმს მეწყვილეს და ყველა გამარჯვებულს წარმატებით გამოსვლას.

მადლობა ყველა მონაწილეს შაუპოვარი ბრძოლისთვის, მადლობა ორგანიზატორებს მაღალ დონეზე ჩატარებული შეჯიბრისთვის, მსაჯებს, ტბის მეპატრონეებს, დამსწრე საზოგადოებას ყველაფერი იყო კარქი.... მადლობა ყველას ამ შესანიშნავი დღისთვის.

ერთს დავამატებ ცოტა არ გვიმართლებს ზედიზედ სამი შეჯიბრია, რაღაცნაირი ამინდები ამთხვევა და თევზიც მაინცდამაინც მაგდღეს არ აქტიურობს ხოლმე რამე ასტიბუ უნდა მაგ ამბავს ეტყობა (ან ცხვარი დავკლათ ან ქათამი ან რაღაც მაინც) newsmile01.gif

პ.ს. ბარონ შენ რა გითხარი რა.... newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 13 2016, 11:07

დიდებული დღე გამოვიდა. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე კარგად ვისიამოვნე. 10 საზანი და 2 კარპიც გავკოჭეთ და დიდად ნასიამოვნებიც დავრჩი

ამინდსაც დიდად არ შევუწუხებივარ, მშვენიერი აღჭურვილობა მქონდა

დიდი მადლობა ორგანიზატორებს და მსაჯებს


ხო და კიდევ!!! თევზები ლეგალიზაციას ითხოვენ chali.png

პოსტის ავტორი: ჩავლე Jun 13 2016, 14:37

კარგი იყო ყველაფერი, დემეტრე რაც მთავარი იყო ჩემთვის კმაყოფილი დარჩა,მითუმეტეს ამდენ კაცებში გაერია და თასიც დაიჭირა ხელში,ეს მისთვის დაუვიწყარი იქნება,რისთვისაც მადლობას გიხდით ყველას,ორგანიზატორებს,მსაჯებ
ს,დამხმარეებს და თვით თევზაც,რომელმაც ბოლოს გაგვახარა და ასე უცებ წავართვი საპრიზო ადგილი ლევანის და გიორგის. ვიცი არ ეწყინებათ რადგანაც მათაც გაიხარეს დემეტრეს გახარებით. დიდი მადლობა ყვალას კოცნით გეხვევით თქვენი მონა მორჩილი კახა ( ჩავლე)

პოსტის ავტორი: ზახარა Jun 13 2016, 15:10

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/


http://postimage.org/

http://postimage.org/
http://postimage.org/

პოსტის ავტორი: baroni Jun 13 2016, 16:22

ჩემთვის კარგი დღე იყო. ვულოცავ კიდევ ერთხელ პრიზიორებს! ჩავლე და გენერალ ჯიგრები ხართ

პოსტის ავტორი: Fishman Jun 13 2016, 16:31

დღე იყო ფანტასტიური! კი, მართალია ამინდმა არ შეგვიწყო ხელი, მაგრამ სადღაც ეგეთი ამინდიც მაგრად ასწორებს!

ორგანიზატორებს მადლობები დიდები მუხლჩაუხრელი შრომისთვის, ნათევი ღამისთვის და თავგანწირვისთვის.

პრიზიორებს გილოცავთ გამარჯვებას და გისურვებთ შემდეგში ჩემთვის მოგელოცოთ kiss.gif kiss.gif kiss.gif

მიუხედავად იმისა, რომ დამამთავრებელი სიგნალის დროს დავიჭირე ზუსტად პირველი და უკანასკნელი კარასი(რომელიც არ ითვლება),
მიუხედავად იმისა, რომ მაგრად დავიღალეთ, მიუხედავად ნიკას მანქანის შლანგისა და მიუხედავად იმისა,
რომ კონდოლმა და მანქანის მატორმა ბავშვობა გაიხსენეს, დამალობანა ითამაშეს და მატორმა დაასტუკა,
მაინც მაგარი, დასამახსოვრებელი და კარგი დღე გამოვიდა!

გკოცნით, გეხვევით და გივარდებით წელში!

პოსტის ავტორი: ჯოლა Jun 13 2016, 18:30

მომიშალეთ ნერვები...

პოსტის ავტორი: ჩავლე Jun 13 2016, 18:35

newsmile041.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ოთო. Jun 14 2016, 07:17

მოკლედ გილოცავთ ყველას გამარჯვებულ პრიზიორებს, ორგანიზატორებს ასეთი კარგი ივენთის ჩატარებისთვის, გული მწყდება რო ვერ წამოვედი არადა მოვიგებდი მე xexe.gif მშვენიერი გამოსულა აწი სულ უკეთესები და უკეთესები გკოცნით გეხვევით.

პოსტის ავტორი: საბო Jun 14 2016, 09:11

სურათები არავის გაქვთ კიდევ კაცო? უკვე ეჭვი შემეპარა მეც ვიყავი თუ არა.

პოსტის ავტორი: gacho Jun 14 2016, 09:39

გილოცავთ გამარჯვებულებო წარმატებას.

პოსტის ავტორი: MORGAN Jun 14 2016, 12:03

გილოცავთ გამარჯვებულებს !

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 14 2016, 16:43

თაზოს აქვს და რა ვიცი აბა თუ ეღირსა კი დაყრის, თუ არა და....

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jun 14 2016, 17:26

აღარ გვინდა, შემდეგი ჩემპიონატისთვის შევინახოთ.....

პოსტის ავტორი: შოთა.03 Jun 14 2016, 20:22

კარგები ხართ ძმებო, ყველა გამარჯვებულები ხართ რადგან ყველა ნასიამოვნები ჩანხართ, თლა გამარჯვებულებს კი კიდევ ვულოცავ, მართლა დალოცვილი მხარეა და შესაბამისი ტბაცაა, 1 სიტყვით გამიხარდა ყველას კარგად ყოფნა და ფოტოებით თქვენი შეთვალიერება newsmile05.gif
პ.ს. ჭალო არაფრის D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: თაზო Jun 17 2016, 14:06

ცოტა არიყოს და დამიგვიანდა ფოტოების ატვირთვა, მაგრამ სჯობს გვიანო))) მაგარი დღე იყო, ემოციებით და სიხარულით დახუნძლული. წინა დღეს გამზადდა სექტორები. ისე კი მთელი კვირა მიდიოდა მზადება ამ დღისათვის. ბიჭებს მადლობა, ვისაც როგორ შეეძლო ისე გვედგა მხარში. თითქმის ყველაფერი დაიწერა, ამიტომ გავჩუმდები და ფოტოებით გადმოგცემთ იმ დღევანდელ სიტუაციას)
















































































პოსტის ავტორი: თაზო Jun 17 2016, 14:20










პოსტის ავტორი: თაზო Jun 17 2016, 14:24










პოსტის ავტორი: ზახარა Jun 17 2016, 14:39

ტიხარ

პოსტის ავტორი: თაზო Jun 17 2016, 14:41










პოსტის ავტორი: ზახარა Jun 17 2016, 14:44

ტიხარ

პოსტის ავტორი: თაზო Jun 17 2016, 15:08



































პოსტის ავტორი: ზახარა Jun 17 2016, 15:11

ტიხარ

პოსტის ავტორი: თაზო Jun 17 2016, 15:46
































პოსტის ავტორი: ზახარა Jun 17 2016, 15:47

ტიხარ

პოსტის ავტორი: თაზო Jun 17 2016, 16:48







































უზომოდ დიდი მადლობა ამ ძალიან მაგარ ადამიანებს ყველაფრისათვის! თან გადაგვყვნენ ორი დღის განმავლობაში. სიტყვითაც და საქმითაც ჩვენს გვერდით იდგნენ. კიდევ ერთხელ მადლობა!!






ესაც ლირიული გადახვევა)))) გგონიათ სძინავთ? ვერ გამოიცანით.. ჩასაფრებულები არიან და თევზები შეჰყავთ შეცდომაში D.gif D.gif D.gif D.gif D.gif











მოკლედ, მე ორი ხელით ვუწევ რეკომენდაციას ტყუპ ტბებს. ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და იმედია მალე გამოჩნდება ეს))) vot-tak.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 20 2016, 09:43

მე მგონი მარტო მე არ მძინებია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჩავლე Jun 20 2016, 16:13

არც მე

პოსტის ავტორი: general Jun 20 2016, 17:19

არა ჩვენ ძილშიიიი ..... newsmile027.gif D.gif

პოსტის ავტორი: nrg200 Jul 6 2016, 16:58

ძალიან მაგარი შეჯიბრი მოგიწყვიათ, რა კარგია ესეთი ჩამოყალიბებული და მიზანდასახული კლუბი რომ გაქვთ გაიხარეთ ხალხნო გისურვებთ საქართველოს ყველა სათევზაო ადგილას მოგეწყოთ შეჯიბრი, დიდი სურვილი მაქვს ერთხელ მეც ვიყო თქვენს გვერდით .

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 11 2016, 13:28

nrg200

დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის. იმედი მაქვს უკეთ გაგვეცნობი და შემდეგ უკვე ჩვენ გვერდითაც იქნები....

პოსტის ავტორი: achiko-l Jul 12 2016, 09:25

საბო გამაძღარი ფხიზელია ეტყობა D.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)