თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ კლუბის ერთობლივი ღონისძიებები _ ნადირობის სეზონის გახსნა 2016-2017

პოსტის ავტორი: თაზო Aug 23 2016, 12:30

პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ ყველა პატიოსან და წესიერ მონადირეს სეზონის გახსნა. ყოფილიყოს ხვავრიელი და ყოველგვარი ექსცესების გარესე ჩაევლოს. როგორც იქნა დადგა აგვისტოს ბოლო შაბათი, რომელსაც ყველა ასე ველოდით. ზოგი დღეებს, ზოგიც საათებს ითვლიდა, გახსნამდე დარჩენილს. ჩვენ როგორც ყოველთვის, ადრე დავიწყეთ მზადება იმ ლამაზი ტრადიციის ლამაზად ჩატარებისათვის, რასაც წლებია ჩაეყარა საფუძველი. ადგილი ტრადიციულად შეირჩა წალკაში, დაშბაშის კანიონის სასწაული ხედით. წალკის გამგეობამ შესანიშნავი საჩუქარი გაგვიკეთა, ჩვენი მაგიდა კოხტად გადაუხურავთ და შეუღებავთ. დამატებით რამოდენიმე მსგავსი ფაცხა არის გაკეთებული მიმდებარედ. იმის გამო, რომ სავსეა იქაურობა ტურისტებით და ადგილობრივებით, შეიძლებოდა საერთოდ მაგიდის გარეშე დავრჩენილიყავით ამდენი ხალხი. ამიტომ მე და დავითუსამ წინა დღით დავიჭირეტ თადარიგი, გავძეძგეთ ჩემი მანქანა და გავსქურეთ წალკაში. ნელა ნელა სუნთქვა გაადვილდა და ტემპერატურამაც კლება იწყო ყოველ კილომეტრზე)) ავედით საღამოს 11 საათისთვის. გავაკეთეთ განათება, ავანთეთ ცეცხლი, გავშალეთ კარავი. კარგი სიგრილე დაგვხვდა, რამაც გადაგვაწყვეტინა ცოოტა გავმთბარიყავით, რაშიც თბილისიდან "შემთხვევით" წაყოლებული წიწაკის ნემიროვი გადასარევად გამოდგა. მართალია დავითუსამ 200 გრამიანზე მეტი რად გვინდაო, მაგრამ ჩემმა დაჟინებამ და გამოცდილებამ გადაწონა, რამაც გაამართლა და ცოტა ხნის მერე ყელგამომშრალი ბოთლი მიესვენა მაგიდაზე))) 15-15 კილო სამწვადე და სახაშლამე ხორცი გვქონდა წაღებული. ვიფიქრეთ მწვადის დეგუსტაცია ჩაგვეტარებინა და ხორცი წინასწარ დაგვეტესტა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შამფური არც ერთს არა გვქონდა. აქ გამოჩნდა ის, რომ ადამიანს თუ შია ან რამე ძალიან სურს, ყველაფერს მოახერხებს. დავითუსამ გაიხსენა, თუკი რამე ჰქონდა ნანახი და და წაკითხული მსგავსი სიტუაციების შესახებ და თეორიიდან ეგრევე პრაქტიკაზე გადავედით)) ამოვაცალეთ ზურგჩანთას ალუმინის სამაგრი, ნაჯავით გავუკეთეთ წვეტი, იქვე ნაპოვნი მავთულით დავახვიეთ დანაზე და გადასარევი მივიღეთ "სუპერ შამფური 2016". მოკლედ. ამ ყველაფრის შემდეგ წავუძინეთ სიგრილეში გემრიელად. დილით ათისკენ დაიწყეს ბიჭებმა ნელანელა ამოსვლა. თორმეტისკენ თითქმის ყველა ადგილზე ვიყავით. წავიდა მოყოლა თუ ვინ სად იყო, როგორ ინადირა, რამდენი აიყვანა და ძაღლებმა როგორ იმუშავეს)) ცოტა ხანში აწრიალებულმა კუჭმა თავისი გაიტანა და დავიწყეთ მზადება სუფრის გასასლელად. შეიწვა მწვადი, მოიხარშა ხაშლამა, დაიჭრა სალათი, ყველი, ძეხვი, ჩამოისხა ოჩოს ღვინო და წავიდა გუგუნი))) შილაკამ ისეთი დელიკატესი გაგვიმზადა, ისე გამოიყურებოდა, ჭამა დაგვენანა. მაგრამ ისეთი სასწაული გემოსი აღმოჩნდა, ცოტა ხანში პატარა ნაჭერიც არ დარჩა. შორიახლო მდგომი ფაცხიდან, სადაც აზერბაიჯანელი ჯიგრები ქეიფობდნენ ოჯახებით, სამი თეფში აზერბაიჯანული ხინკალი მოგვაწოდეს. სხვათაშორის ძალიან გემრიელი. იმავე თეფშებით აქედან ხაშლამა გავუგზავნეთ და ასეე გავუმაგრეთ საძირკველი ორი ერის მეგობრობას))))) რამოდენიმე სადღეგრძელოს შემდეგ დადგა დრო ახალი წევრის მიღებისა, რაც ტრადიციულად სკამებზე ასვლით და ბატონი რეზოს სადღეგრძელოს შესმით დაგვირგვინდა. კიდევ ერთი კარგი ადამიანი, ბუნების მოყვარული და ქომაგი შეგვემატა კლუბში რეზოს სახით. საღამოსკენ, ვინც თბილისში დაბრუნებას აპირებდა, ნელა ნელა დაიწყეს ბანაკის დატოვება. დარჩენილებმა განვაახლეთ სუფრა, აინთო შუქი და ქეიფი ახალი ძალით განახლდა. უმაგრესი საღამო გამოვიდა, კოცონით, სიმღერებით, მეგობრების წრეში დროსტარებით და იუმორით. მერე არ მახსოვს.. მერე მახსოვს რომ გავიღვიძე დილით 7 საათზე და დავითუსას კარვის მეტი ტყეში არცერთი კარავი არ იდგა და სულიერი არ ჭაჭანებდა. სიგარეტი გამთავებია და ზოგოერთებს, სახელს და გვარს არ დავასახელებ, ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარე რომაა, დავიწყებია დატოვება და დავრჩი ასე. ერთადერთი კოლოფი ეგდო მაგიდაზე, ვოგის მენთოლიანი))) გადავხსენი სასწაულის მოლოდინში და ჰოი საოცრებავ, ერთი ღერი არ მიყურებს მორცხვად? newsmile045.gif თან ხარბად ვეწეოდი, თან ვლოცავდი დამტოვებელს, რომელიც ახლაც არ ვიცი ვინ იყო. კიდევ მადლობა მას, იმედია გამოჩნდება))) მოკლედ, ავალაგეთ და მივალაგეთ წინა დღის ნაომარი მე და დავითუსამ, ჩავბარგდით და ის იყო წამოსვლას ვაპირებდით დარეკა ჩავლემ, ფეხი არ გაადგათ მოვდივართ და სიგარეტსაც ამოგიტანთო. ამოვიდნენ მართლაც და არა მარტო სიგარეტი, ნახევარი მაღაზია წამოუყოლებიათ. ვიღაცის მადლი რომ მოისხეს მადლია, იმდენ რამეს ერთ თვეში ვერ გაყიდდა ის მაღაზია))) გაიშალა სუფრა კიდევ ერთხელ, კიდევ ერთხელ მოვეფერეთ ერთმანეთს, კიდევ ერთხელ დაიცალა ჭიქები. ამასობაში რეზომ დარეკა გამგეობაში ნაცნობთან და ნახევარი საათი არ იყო გასული და ამოვიდა დასუფთავების სამსახური. რაც წლების განმავლობაში კანიონში ნაგავი იყრებოდა, მოაგროვეს და გაიტანეს. ჯიგრები.. მოგვიანებით მე და დავითუსა დავემშვიდობეთ ბიჭებს და რადგანაც ისინი კიდევ აპირებდნენ ნადირობას, ჩვენ თბილისისკენ დავეშვით. გზაზე ისეთი ამბავი გავიგეთ, ისეთი რომ მაგარი)))) ჩვენ ძმას, გიორგი ნინოშვილს პატარა ლუკა შეძენია, პატარა ვაჟკაცი. დავრეკეთ დარჩენილებთან და ვახარეთ ეს ამბავი. იქ ღრიანცელი ატყდა... მოკლედ, ჩამოვედით ადუღებულ თბილისში მე და დავითუსა და დავიშალეთ ბიტლზებივით)) ჭირი იქა, ლხინი აქა))) სულ რამოდენიმე ფოტო მაქვს და იმედია ბიჭებიც დაამატებენ ფოტომასალას. გილოცავთ კიდევ ერთხელ!!! vot-tak.gif

პოსტის ავტორი: თაზო Aug 23 2016, 12:35












პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 23 2016, 13:31

დიდებული დღე გამოვიდა, დიდებული საზოგადოება და განწყობა.

იმის მიუხედავათ რომ მწყერი არც ისე გვანებივრებდა მაინც მაგარი ვისიამოვნე. 2 დღე აბსოლიტური განტვირთვა.

ყოველივე ამისთვის დიიიიიიიიიიიიდი მადლობა თაზოს და დავითუსას და რა თქმა უნდა ყველა მონაწილეს



https://postimg.cc/image/5qru50ff3/

https://postimg.cc/image/4d079pg5r/

https://postimg.cc/image/9069bh3in/

https://postimg.cc/image/dakx728lr/

https://postimg.cc/image/ylihbbqq7/

https://postimg.cc/image/x7qug0rgv/

https://postimg.cc/image/7q8fwf9qn/

https://postimg.cc/image/npr3fz5sf/

https://postimg.cc/image/6dvc8a1ov/

https://postimg.cc/image/dv4jnhr7z/

https://postimg.cc/image/vz7k84owf/

https://postimg.cc/image/9bsb1z9cf/

https://postimg.cc/image/suwwbc83z/

https://postimg.cc/image/67hn56sjz/

https://postimg.cc/image/68rkyludr/

https://postimg.cc/image/l601zm7m7/

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 23 2016, 13:41

https://postimg.cc/image/ybfk5q1hr/

https://postimg.cc/image/t1alefh8v/

https://postimg.cc/image/9832zgt8v/

https://postimg.cc/image/dv9518glr/

https://postimg.cc/image/ntu3npq1b/

https://postimg.cc/image/yhxumk00f/

https://postimg.cc/image/umugjzgun/

https://postimg.cc/image/5uuucqznz/

https://postimg.cc/image/bx2h38o3z/

https://postimg.cc/image/d0mlf78r3/

https://postimg.cc/image/8390u36rz/

https://postimg.cc/image/p51uw6ln3/

https://postimg.cc/image/5olqnefwv/

https://postimg.cc/image/be1z7pm33/

https://postimg.cc/image/lcmxu6vin/

https://postimg.cc/image/7wzx4qn0v/

https://postimg.cc/image/b54ehs9an/

https://postimg.cc/image/p02p093pr/

https://postimg.cc/image/56ql7jqbz/

https://postimg.cc/image/w5ug2pcsv/


https://postimage.org/app.php

პოსტის ავტორი: ზახარა Aug 23 2016, 13:44

ტიხარ

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 23 2016, 13:46

https://postimg.cc/image/n0m38u9e7/

https://postimg.cc/image/e6zs5hbtb/

https://postimg.cc/image/diqxmjd3j/

https://postimg.cc/image/ti9l6395b/

https://postimg.cc/image/tjjiziaz3/

https://postimg.cc/image/sijaadtzj/

https://postimg.cc/image/za9pd8iz3/

https://postimg.cc/image/xwi2hxjpr/

https://postimg.cc/image/x897yzkzz/

https://postimg.cc/image/4wno1y13j/

https://postimg.cc/image/48etj02dr/


https://postimage.org/

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 23 2016, 13:50

https://postimg.cc/image/ewn5vl1qn/

https://postimg.cc/image/9z9lagzrj/

https://postimg.cc/image/y4aas6k27/

https://postimg.cc/image/yv30xymfj/

https://postimg.cc/image/g413nsrv3/

https://postimg.cc/image/9rlydyosv/

https://postimg.cc/image/5jr657ndb/

https://postimg.cc/image/8rvni99n3/

https://postimg.cc/image/xz6jiicr3/

https://postimg.cc/image/dgbndfytr/


https://postimage.org/


პოსტის ავტორი: ზახარა Aug 23 2016, 14:46

ტიხარ

პოსტის ავტორი: ზახარა Aug 23 2016, 16:07

http://postimg.cc/

http://postimg.cc/

http://postimg.cc/

http://postimg.cc/

http://postimg.cc/

http://postimg.cc/

http://postimg.cc/

http://postimg.cc/

http://postimg.cc/

http://postimg.cc/

http://postimg.cc/

http://postimg.cc/

http://postimg.cc/

http://postimg.cc/

http://postimg.cc/

http://postimg.cc/

http://postimg.cc/

http://postimg.cc/

http://postimg.cc/

http://postimg.cc/

http://postimg.cc/

http://postimg.cc/

http://postimg.cc/

http://postimg.cc/

http://postimg.cc/


http://postimage.org/

პოსტის ავტორი: ზახარა Aug 23 2016, 16:14

http://postimg.cc/

http://postimg.cc/

http://postimg.cc/

http://postimg.cc/

http://postimg.cc/

http://postimg.cc/

http://postimg.cc/

http://postimg.cc/

http://postimg.cc/

http://postimg.cc/

http://postimg.cc/

http://postimg.cc/

http://postimg.cc/

http://postimg.cc/

http://postimg.cc/

http://postimg.cc/


http://postimage.org/

პოსტის ავტორი: ჩავლე Aug 23 2016, 22:29

თაზოზ და დავითუსას ყველაზე დიდი მადლობა,გაწირეს თავიც და ნადირობაც კლუბის საკეთილდღეოთ რომ ლამაზათ ჩატარებულიყო ჩვენი შეკრებაც და ქეიფიც. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 23 2016, 23:44

მშვენიერი რეპორტია. სამწუხაროდ წელსაც გამოგაკლდით რიგი მიზეზების გამო. გილოცავთ სეზონის გახსნას და აბა თქვენ იცით. წარმატებული სეზონი გქონოდეთ....

პოსტის ავტორი: assassin29 Aug 24 2016, 13:16

კარგია კარგი გუდ ჯობ small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: gacho Aug 24 2016, 15:50

საღოლ მაგარი სეზონის გახსნა გამოგვლიათ.

პოსტის ავტორი: general Aug 24 2016, 18:26

მოვიცალე ცოტა აქაურობისთვისაც newsmile045.gif ვა თქვენ შემოგევლეთ კარგი რამე რუმეები ხდებოდა მანდ როგორც ყოველთვის ხო .. ის მოწყობილობები მომეწონა ნამეტნავად სახაშლამე და რამე ვისი კრეაწივია ? D.gif

გილოცავთ ყველას სეზონის გახსნას d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: archil111 Aug 24 2016, 22:03

გილოცავთ სეზონის გახსნას, ამ ნადირობიდან ვინმეს ტელეფონი მჭირდება, ჩემი ნომერია 593100111


პოსტის ავტორი: MISHAE77 Aug 25 2016, 15:35

მადლობა ყველას მაგარი დღე იყო!!!

პოსტის ავტორი: hunter88 Aug 25 2016, 22:43

გაიხარეთ ყველაფერი კარგი იყო სეზონის გახსნა ქეიფი რეპორტი და ასე შემდეგ მადლობა ორგანიზატორებს.

სურათის დადება ვცადე და რატო არ გამოვიდა არ ვიცი პოსიმაგეზე ვერსია შეცვლილია თითქოს და რომ ატვირთავ მერამდენე ლინკი უნდა დავაკოპირო სწორად რომ დაიდოს??

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Aug 26 2016, 11:42

hunter88
პოსტიმიგზე თუ ახალი ვერსია არ მოგწონს დაბლა აწერია და ძველ ვერსიაზე დაბრუნდი

პოსტის ავტორი: ოთო. Aug 26 2016, 11:50

დავამატებ ცოტას მეც მართლა მაგარი დრე იყო და ჩაიწერა ოჩოს ისტორიაში!..
https://postimg.cc/image/9npviw9xv/https://postimage.org/index.php?lang=russian


https://postimg.cc/image/w61pocf0v/https://postimage.org/index.php?lang=russian


https://postimg.cc/image/9emdz1fyn/https://postimage.org/index.php?lang=russian


https://postimg.cc/image/6m84etqcp/https://postimage.org/index.php?lang=russian


https://postimg.cc/image/xrktiytj7/https://postimage.org/index.php?lang=russian


https://postimg.cc/image/lhlt96mkl/https://postimage.org/index.php?lang=russian


https://postimg.cc/image/xrkl9i89l/https://postimage.org/index.php?lang=russian


https://postimg.cc/image/ihnghcfsz/https://postimage.org/index.php?lang=russian


https://postimg.cc/image/ibcv1bto9/https://postimage.org/index.php?lang=russian


https://postimg.cc/image/mtfe7xtz7/https://postimage.org/index.php?lang=russian


https://postimg.cc/image/ibsw0zqz1/https://postimage.org/index.php?lang=russian



https://postimg.cc/image/t3buozd3x/https://postimage.org/index.php?lang=russian


https://postimg.cc/image/8gurgzvxp/https://postimage.org/index.php?lang=russian


https://postimg.cc/image/rrp10lq45/https://postimage.org/index.php?lang=russian


https://postimg.cc/image/6jxy7ca9l/https://postimage.org/index.php?lang=russian


https://postimg.cc/image/3s7gt3eq5/https://postimage.org/index.php?lang=russian


https://postimg.cc/image/i7osa9h71/https://postimage.org/index.php?lang=russian


https://postimg.cc/image/t11h88ozn/https://postimage.org/index.php?lang=russian


https://postimg.cc/image/ek698tisj/https://postimage.org/index.php?lang=russian


https://postimg.cc/image/nyy4b5zmn/https://postimage.org/index.php?lang=russian

პოსტის ავტორი: ოთო. Aug 26 2016, 11:54

https://postimg.cc/image/c694q1i9b/https://postimage.org/index.php?lang=russian



https://postimg.cc/image/dvd18g4u5/https://postimage.org/index.php?lang=russian


https://postimg.cc/image/t3z8hnxw1/https://postimage.org/index.php?lang=russian


https://postimg.cc/image/t6iyug1q1/https://postimage.org/index.php?lang=russian


https://postimg.cc/image/6vlfdpjgf/https://postimage.org/index.php?lang=russian



ეუფ გამითავდა ლენტი მე დაამატეტ ვისაც გაქვთ, მოკლედ ძალიან კარგი დღე იყო მადლობა ყველას!..

პოსტის ავტორი: kobavar Aug 26 2016, 12:31

უშვალოდ ნადირობის კადრები არ გაქვთ თქვე დალოცვილებო?! რომ გვადინეთ ამ მწვადებით ნერწყვი newsmile027.gif newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე Aug 26 2016, 14:18

ყველას მოგილოცავთ სეზონის გახსნას...

რეპორტი კარგი იყო. სურათებიც... applause.gif

პოსტის ავტორი: Fishman Aug 27 2016, 15:54

საბო

სადაა შეპირებული სურათები? D.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 31 2017, 12:46

აბა შეხურდით სანამ ახალი მოვა. სულ 20 დღე დარჩა newsmile05.gif

გაიხსენეთ შარშანდელი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Jul 31 2017, 13:44

უკვე 19 დარჩა

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)