ეხლა რა ხდება, დღეს მომყავს ლეკვი (დედის პატრონის დაჟინებული თხოვნით, მეტს აღარ იტოვებს). გადავწყვიტე ამ თემის შექმნა.
დაბადებულია 8 იანვარს, დედალი პოინტერი.
პირველი კითხვები რაც გამიჩნდა:
1. ვეძებე და კვებაში ამ ასაკის ლეკვისთვის კვების საკითხები ვერ აღმოვაჩინე. რა საკვები უნდა მივცე? (და რა ასაკამდე)
2. ხვალვე მინდა გავაქანო ვეტერინართან. რამდენად სწორედ ვიქცევი?
3. მაქვს საშუალება მყავდეს ეზოშიც, ავტოფარეხშიც და სახლშიც. სად ჯობს რომ იყოს? (ტემპერატურულ რეჟიმს ვგულისხმობ.
მოკლედ მაინტერესებს ყველა სასარგებლო რჩევა, თუნდაც ელემენტარული, მაგრამ რომელიც სავარაუდოდ არ ვიცი.
გურგენა
გურგენ , მერე საბუთები აქ?
ამას იმიტომ გეუბნები რომ თუ ძალის წაყვანას აპირებ საბუტიანი არჯობს?
ისე უფროსი კაცი ხარ მაინც მაინც რჩევად გეუბნები
ნოსო
ვიცი ნოსო რომ საბუთიანი ჯობია
ამ ლეკვს ახლობელი მჩუქნის, დაახლოებით 3 თვის წინ, ჯერ დაბადებულიც არ იყო, უკვე ჩემი ერქვა
სამწუხაროდ საბუთი არ აქვს
irakli# maxi
სურათს საღამოს დავდებ და ინფორმაციასაც
2 თვემდე დღეში 6 მიეციო საკვები ეგრე მითხრეს. ეგრე ვქნა?
irakli# maxi
2 თვემდე დღეში 6 მიეციო საკვები ეგრე მითხრეს. ეგრე ვქნა?
[/quote]
კი 5-6ჯერ ოღონდ ცოტ-ცოტა, შეატყობ მუცელი ძალიან არ გაებეროს
გურგენა
გილოცავ გურგენ !
ეს რა პოინტერების ცვენაა ფორუმზე ვაშაა
მე ვაძლევ თენგოს მოწოდებული რეცეპტით:
ნახევარი კილო ხაჭო ნახევარი ლიტრი მაწონი + 1 კვერცხი
ეს ყველაფერი კარგად აურიოთ
ლეკვის კვების წინ, ულუფას დაუმატოთ დაფხვნილი მშრალი საკვები
Bonehill გოგა
თუ სწორედ გავიგე ეგ ერთი დღის დოზაა. მშრალი საკვები რამდენი გრამი უნდა დავუმატო?
მოვიყვანე უკვე, მაწონსა და ხაჭოს არ გაეკარა, სამაგიეროდ წყალში დალბობილ ჰილსს მიეძალა
და მადლობა მოლოცვისათვის
შეპირებისამებრ სურათებსაც დავყრი
http://www.radikal.ru
ვა მაგარია გურგენ მაგარი ჯერ პირველ რიგში გილოცავ ეეგრევე ვეტერინართან გააქანე ჯობია
ჰერცოგი997
მადლობა მოლოცვისათვის ვეტერინართან ხვალ მიმყავს, დღეს უკვე ველაპარაკე
გურგენა მაგარი კაცია ძაან გილოცავ გილოცავ
მოკლედ პოინტერების ბუმია თან დედალი მაგარი მაგარი
გილოცავ გურგენ სასახელო მეძებარი გაგეზარდოს
გურგენა
ნახევარი ლიტრი მაწონი და ნახევარი ლიტრი ხაჭო ყოფნის ერთ კვირამდე.
მარტო ხაჭო აჭამე აბა...ცოტა დაფხვნილი ჰილზი მოაყარე.
'გერკულესი' ჩემ ძაღლს აშკარად ბერავს რაღაც, ამძიმებს თითქოს, არ გირჩევ, შეიძლება ვცდები...
უფრო მცოდნე ხალხიცაა ფორუმზე და ისინი გაგვიზიარებენ ალბათ ცოდნას
მე ჩემ ლეკვს 2 თვის რო იყო ხაჭოს არეულს მაწონში ვაჭმევდი და მშვენივრად მიირთმევდა
გუშინ მყავდა აცრებზე, კომპლექსური გაუკეთა ალეკომ (ზოოპარკში) და D ვიტამინი დაგვინიშნა დღეში 2 წვეთი (ზამთრის ლეკვი რომააო მზის სხივების ნაკლებობა აქვსო), ორი კვირის მერე გავამეორებო აცრას და რამდენიმე დღეში შეგიძლია გაასეირნ-გამოასეირნეო
სურათში როგორც ჩანს რძეს აძლევ, არ გირჩევ ლეკვისთვის რძე არ არი მიზან შეწონილი. კუჭს აუშლის.
ძაან მაგარია ძმაო გილოცავ
გურგენა
ლეკვის აყვანის თანავე თუ არ ქონდა ჭიის წამალი მიცემული დილით უზმოზე მიგვყავს ვეტერინართან უჭმელი და ვაძლევთ წამალს 10 დღის შემდეგ ვუმეორებთ .. ლეკვი მიაღწევს თუ არა 55 დღეს აუცილებელია ჭირის აცრების გაკეთება , 1 წლამდე წირდება 3 აცრა... 6 თვის ასაკში ვცრიც ცოპზე .. ეს პირველი ეტაპისთვის რაც აუცილებელია ... ასევე ვეტერინარის რეკომენდაციიც ვამუსჰავებთ მკბენარებზე.
გუშინ დილით მეორედ მყავდა ალიკასთან, ზოოპარკში. მეორე აცრის დღე იყო და იქ ავწონე კიდეც.
25 თებერვლის საღამოს რომ ავწონე 2.65 კილოგრამი იყო, გუშინ კი 3.8. ფაქტიურად დღეში 100 გრამს იმატებს.
რამდენად ნორმალურია ასეთი სწრაფი ზრდა?
რამდენიმე დღე ჩემი არყოფნის პერიოდში მშრალ საკვებზე იყო. 150 გრამი მქონდა დატოვებული დღიურ დოზად (120 აშკარად არ ყოფნიდა). ფაქტიურად ნახევარ წუთში მთლიანად ჭამს დოზას (5 ნაწილად ვუნაწილებ). მერე კი გიჟივით დარბის.
რამდენად მისაღებია კიდევ გავუზარდო დოზა? რატომღაც მგონია რომ არ ყოფნის ერთ წამაზე 30 გრამი. 1-2-ჯერ 40 გრამი ვცადე და ისიც იმავე სისწრაფით დაამუშავა
რავი ეგ ცოტა არ იყოს არარელურია დღეში 100 გრამი მატება
ლეკვი ასეთ ტემპში იზრდება,ყველაფერი კარგად მიდის.თუ გინდა ნახე google-ში რუსულად ჩაწერე ,,პიტანიე შჩენკა".ჯანმრთელია შენი ლეკვი
ლევამა90
ფაქტი ფაქტად რჩება, გადავამოწმე როდის დავწერე წონის შესახებ ჩემი პოსტი, "ოთხფეხა მეგობრების კვებაშია" ზუსტად ახალი აწონილი მყავდა. გუშინ კი ალიკასთან ავწონეთ და 3.8 გამოვიდა. ისე ალიკაც გადაირია, რამხელათიაო გაზრდილი, და კიდევ ერთხელ მიქო და მიდიდა ლეკვი
კაარგია კარგი დღეში რამდენჯერ აჭმევ და რას აჭმევ
ჰერცოგი997
ეხლახანს გადავიყვანე 5-ჯერ ჭამაზე, აქამდე 6-ჯერ ვაჭმევდი. ძირითადად მშრალ საკვებზეა. ვაჭმევ SPORTMIX Premium-ს, კვების თემაში რომ წერია იმ გოგას მოვატანინე 20კგ-იანი ტომრით
და წყალს აძლევ ჯამები მაღალზე დაუდე ცოტა რომ წელში არ მოიხაროს
გურგენა
დღეს მეოთხე კომპლექსული აცრა და ცოფზე აცრა გაუკეთა ალიკამ, პატარა ფოტოსესიაც მოვუწყე, ხვალ 3 თვის ხდება წონაშიც გეომეტრიული პროგრესიით იმატებს. უკვე 8 კგ-ა, ბოლო ორ კვირაში 2.5 კგ მოიმატა
კარგი რამეა!! მალადეც!!
კარგად განვითარებული ლეკვია,ყოჩაღ!
საყელო ან მოხსენი ან მოუსლაბე თორე დაიხრჩო ძაღლი
TAMPLIER
ვერცხლისწყალივით არის ძლივს გადავუღე სურათები, საყელოც მაგიტომაა მოჭერილი რომ ერთ ადგილას გამეჩერებინა
ძაღლი არ დაახრჩო ცოდვა გურგენ მაგარი ტიპია
Bonehill
გურგენა
ზაზა
არასდროს არ მიყვარდა პოინტერები,მაგრამ თქვენი ძაღლები შემიყვარდნენ,კარგი ტიპები არიან
გურგენა
ვაახ რამხელა გაზრდილა, მაგარი ტიპია ძაან. მგონი ჩემსაზე დიდია უკვე .
მგონი დიდი გოგო გაიზრდება, თავიც როგორი ლამაზი აქვს? ჩემ ლეკვს უფრო ვიწროა აქვს ცხვირი.
კაი ზომის გამხდარა გურგენ, დამჯერობის ამბავში როგორ არის?
ვერ ვიტყვი რომ კარგად მიჯერებს მეტქი, მაგრამ ლეკვის კვალობაზე მგონი არა უშავს მე ჩემსას ვცდილობ
ისე რომ იძახიან დედალი უფრო დამჯერეაო, წარმომიდგენია მაშინ მამალი რა იქნებოდა
გამარჯობა ბიჭებო ... გუშინ მოვიყვანე ლაბრადორის ლეკვი. თვისა და ერთი კვირისაა. ვაჭმევ მაწონს, ხაჟოს და დაფხვნნილ პედიგრს ერთმანეთსი არეულს.. ძაან ღორმუცელაა, ჯამში რამდენი საჩმელიც არ უნდა ჩავუდო ბოლომდე ჭამს ერთ კოვზს ვაჭმევ ხოლმე დღეში 5 ჯერ და რამდენად სწორედ ვიქცევი ? .. მეზობელ თემაში წავიკითხე მზესუმზირის ზეთი კარგია ბეწვისთვისო და ეხლა რო ერთი ჩაის კოვზი გავურიო საკვებში რამეს ხო არ უზამს ? ჭიაზე მინდა დავამუშავო და ზოგი მეუბნება ადრეაო ჯერ და ზოგი კიდე მეუბნება შესაძლებელია ამ ასაკში ჭიაზე დამუშავებაო და ვერ გავიგე რა ვქნა თქვენ რას მირჩევთ ?
ჩიკო
თენგო
ოკ . და საჩმელზე რა ვუყო სუ შია რამდენი ვაჩამაო ? ორი კოვზი მივეცი ერთხელ და მაგრა გაიბერა მძლივს დადიოდა მარა ბოლომდე შეჭამა მაინც. გაძღომას ვერ გებულობს მგონი
ჩიკო
გაძღომა ძალიან ცუდია ლეკვისთვის, უფრო სწორედ გადაძღომა. მაგ ასაკში ჯერ მაინც 6 ჯერ მიეცი დღეში 5 ცოტაა, ყოველთვის ერთსადა იმავე დროს.
წინა პოსტებში წერია კვებასთან დაკავშირებით, მაგრამ აქაც დავწერ. მე ვაძლევდი თენგოს მოცემული რეცეპტით დამზადებულ საკვებს.
1 წილი მაწონი.
1 წილი უცხიმო, დიეტუი ხაჭო.
1 ცალი კვერცხის გული.
ამასთან დაკავშირებითბევრგან წავიკითხე და მოკლედ საუკეთესოაა პატარა ლეკვებისთვის.
კარგად აურიე და მიიღებ არაჟანის კონსისტენსიის მასას, ესეთი საკვები ძაან მოხერხებულიცაა, ყოველ ჭამაზე არ დაგჭირდება მომზადება და რამე.
თუ მისცემ (ჩემი აზრით კი აუცილებლად უნდა მისცე) ხელოვნურ საკვებს, უნდა დაუფხვნა და ისე მოაყარო ზემოთ ნახსენებ საჭმელს.
ჩიკო
ჩიკო
1. გილოცავ ლაბრადორის ლეკვს!
2. კშმ ლაბრადორით მონადირეების სასტავში (მე, იეგერმაისტერი და ჩვენი ძმები დ.საქართველოდან)!!!
3. ლაბრადორს მუდამ შია!!!!!!!!!!!
4. გირჩევ გადაიყვანო მშრალ საკვებზე, არა პედიგრიზე, არამედ იგლზე, დაიმონდზე პროპლანზე ან ჰილსზე (ჯუნიორი)
5. თუ აპირებ ნატურალურ საკვებზე გაზრდას არ დაგავიწყდეს კომპლექსური ვიტამინები და "ვიტრი"
6. არ მისცე დიდი დატვირთვა და არ გაასუქო.
7. აჯობებს ოდნავ მშიერი გყავდეს ვიდრე მუდამ მაძღარი.
8. ნუ აურევ მშრალ საკვებს ნატურალურთან თუ ეს მშრალზე გადაყვანის პროცესი არ არის!
გისურვებ წარმატებებს!
თუ რამე დაგაინტერესებს, მზად ვარ გაგცე პასუხი
919
გაიხარე.. მართლა სუ შია
ერთი თვის არის და უკვე შეიძლება მთლიანად მშრალ საკვებზე რო გდავიყვანო ? ნატურალურ საკვებში რას გულისხმობ ხაჭოს და მაწონს ?
თენგო
ხო ჭიის წამლის მიცემას ხვალ ვაპირებ უზმოზე..
Bonehill
მაწონს და ხაჭოს ვაძლევდი და ეხლა კვერცხის გულსაც დავუმატებ.
ჩიკო
შეგიძლია გადაიყვანო მშრალ საკვებზე, მაგრამ ჯერ დალბობილ მდგომარეობაში.
საკვები უნდა იყოს სათანადო ხარისხის და კლასის, ანუ ჯუნიორის კლასი და სასურველია
პრემიუმ ხარისხი. აგრეთვე მშვენიერი იქნება ლეკვისთვის განკუთვნილი ნედლი საკვები
კონსერვების სახით.
ნატურალურ საკვებში იგულისხმება:
ხორცი, თევზი, ფრინველი, კვერცი, რძის პროდუქტები, მურღულეული, მწვანილი, ბოსტნეული, ხილი.
საკვები საკითხი სათანადო თემაშია.
http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=666&hl=
ბიჭებო კარგია ეს რჩევები და ძალიან გამოადგებათ იმ ხალხს ვისაც პირველად ყავს ლეკვი.მაგრამ გთხოვთ ნუ დავიზარებთ და როდესაც რძის პროდუქტებს ვურჩევთ ის ავღნიშნოთ ხოლმე რომ რძე კატეგორიულად გამორიცხონ რაციონიდან რა.
თორე მე ჩემ თავზე ვიწვნიე რას ნიშნავს რძის მიღება თვეების ლეკვისთვის.კინაღამ მომიკვდა ძაღლი,შუაღამეს გამორეცხვებს უტარებდით.კიდევ კარგი ვეტერინარია დამხვდა ღია,თორე მე რას ვიზავდი არ ვიცი
გოგა
+100! მართალი ხარ!
არავითარი რძე და გარდა ამისა, სუფთა რძე ზრდასრული ადამიანისათვისაც მავნებელია
იმ სახით, როგოითაც ჩვეულებრივ ვღებულობთ!!!
გაგიკვირდებათ, მაგრმ ასეა, ეს განსაკუთრებით მამკაცებს გვეხება. ჩვენი კუჭები 3 წლის ასაკისათვის აღარ
გამოიმუშავებენ იმ ფერმენტს, რომელიც რძის ცილას შლის. რძეში (დამტკიცებულია 5-ოდე წლის წინ და
ნობელის პრემიაც არის მიღებული) ყველაზე კარგად მრავლდება კუჭის წყლულის გამომწვევი ბაქტერია
(ჰელიკობაქტერია პილორი).
მხოლოდ რძე-მჟავე პროდუქტებია მისაღები, როგორც ადამიანისათვის აგრეთვე ლეკვისათვის!
ჩიკო
თენგო
5 ჯერად კვებაზე რო გადავიყვან მერე შედარებით გავუზრდი ულუფას და ეგრე ვიზამ სანამ არ გაიზრდება და 2 ჯერად კვებამდე არ ჩამოვა..
ჩიკო
შენ თვითონ შეატყობ ყოფნის მითითებული რაოდენობა თუ არა. ლეკვი ინტენსიურად უნდა იმატებდეს მაგრამ მსუქანის შტაბეჭდილებას არ უნდა ახდენდეს. ჭამის მერე უნდა დაიძინოს ან ითამაშოს. თუ ატყობ რომ წკმუტუნებს,ჯამს დაათრევს აქეთ იქით ,რაც მთავარია წონაში არ იმატებს, მოუმატე ულუფა.
რა თქმა უნდა ვეტერინარის მუდმივი მეთვალყურეობით!!!!!!!!!!!!!!!!!!
აუ თქვენ გაიხარეთ გამოცდილო ხალხო!!!
ეხლა ამ ყველაფერს რო ვკითხულობ ძალიან მიხარია,ადამიანს ლეკვი რო ყავდეს გასაზრდელი ბევრ ცოდნას მიიღებს!!!
ცოტა რაღაც გამეგება ძაღლებში და მე მიხარია ეს საუბრები და ვისაც საერთოდ არ აქვს გამოცდილება ლეკვის გაზრდის იმისთვის ხო საერთოდ მისწრებაა ეს პოსტები!!!
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)