გადავხედე თემებს და ძალიან მომინდა რომ მეც გამეხსნა თემა ჩემ ლეკვზე, თუ რა თქმა უნდა მოდერები არ გამიჯავრდებიან
მაშ ასე ინგლისური სეტერი "ჯერი".
აქ არის თვის და 22 დღის
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
ვიდეოსაც თუ დაამატებ კარგი იქნება
აუცილებლად დავდებ თანდათან ყველაფერს
უბრალოდ ახლა ამწუთას ვერ ვიღებ რაღაც მიზეზის გამო, კერძოდ ოშიბკა კარტა პამიატო მიწერს რა ვქნა არ ვიცი.
აბა წარმატებები,შენ და ჯერის
მაგარი კარგი ტიპია !
გილოცავ.კაი მონადირე დამდგარიყოს.შენი ჯერი და ჩემი ბენი ძმები გამოდიან დედის მხრიდან.ჩემი ორი წლის ხდება აგვისტოში.მაგარი სისხლია.წარმატებები....
მაგარი ბიჭია
აბა ვნახოთ თუ დავდებ ვიდეოს
აჰააა ესეც ჯერიიიი
მაგარი ლეკვია გილოცავ სასახელო გაზრდილიყოს
ხოშიააან! აბა თქვენ იცით აწი
ვა რა კაცია ცოცხალი ლეკვია
რა მააგარი კაცია ვა ვა მაგარი უნდა გაიზარდოს
გმადლობთ "ჯერის" შექებისთვის. მეც არ მინდა რამე რომ მივაკლო და ამავდროულად ზედმეტიც არ მომივიდეს.
ხვალ 2 თვის სრულდება ჯერი და დღეს უკვე დავუწყე სწავლება დაჯდომაზე ჩემდა სასიხარულოდ პირველი გაკვეთილისთვის კარგად აითვისა.
ყოველი ბრძანების შესრულებისას დააჯილდოვე ხოლმე, უმარილო ყველის პატარა ნაჭერიტ ან უცხიმო სუხარიკით და პრობლემა არარ გექნება
ჭამის წინ დასვი ბრძანებაზე, ვიდრე არ უბრძანებ "მიირთვის" არ აჭამო
გასაგებია ჯერ დაჯდომას ვასწავლი კარგად რო არ დაავიწყდეს და მერე დანარჩენებს.
ისე რომელ თვემდე უნდა ვასწავლო ლეკვს აუცილებელი ბრძანებები?
დღეს ჩემ ჯერი 2 თვის გახდა. იუბილარიააა .
ვულოცავ ჯერის
აუუ მაგარი ცოცხალი ლეკვიაა... მართლაც რომ შესანიშნავი მეგობარი გყავს ბატონო დობერმან...
ბატონებო მაინტერესებს ინგლისური სეტერის ზრდასრულის წონა, რადგან როიალ კანინის საკვებზე გადამყავს და იქ წონის მიხედვით არის საკვები.
მირჩიეს რომ მედიუმი იყიდეო, მაგრამ მედიუმი მაქსიმუმ 25 კილოზეა გათვლილი და მე მგონი სეტერი მეტს იზრდება. აქედან გამომდინარე ხო არ ჯობია მაქსი ვიყიდო?
dobermen
ჩემი 5 წლის ხდება და 26-29 კგ ფარგლებშია, მაგაზე მეტი არა მგონია ხვადი სეტერი იწონიდეს.
შენი კიდე ორი თვისაა და მაგას ჯუნიორი მიეცი
ჰოდა 26 დან 29-ის ფარგლებში რომააა, ესეიგი ჯუნიორ მაქსი უნდა ვუყიდო.
მაქსი არის დიდი ზომის ძაღლების საკვები. მედიუმი აჭამე
გასაგებია ბატონებო დიდი მადლობა
აუჰ რა თემა გავხსენი ასეთი
კი ბატონო.როგორც თქვენ გადაწყვეტთ უფროსებო .
მანამდე კი ახალ სურათებს დავდებ.
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
ასე ჯდება ბრძანებაზე "დაჯე"
კაი ,,მაიმუნი" ჩანს წარმატებებს გისურვებთ!
კარგი ბეწვი აქვს ეტყობა "კარგად ჩაცმული" იქნება, სიცივეს მოარიდე.
გარეთ არ გამყავს ჯერ, აცრები არ გამიკეთებია. რა გააცივებს?
დერეფანში მყავს ღამე ცოტა კი ცივა, მაგრამ მე მგონი არ უჭირს და თან სიცივისადმი უფრო გამძლე გამოვა მომავალში
თემას აოფებთ, პირადში მიწერეთ ერთმანეთს.
levani100
შესაბამისი თემა გახსნილია ლევან
http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=10039
levani100
ეგ მეც შევამჩნიე, მაგრამ ვიფიქრე შეიძლება მომენტი დაფიქსირდა უბრალოდ ეგეთითქო და აღარ დავწერე არაფერი. განსაკუთრებით მარჯვენა ფეხი...
ეგ ფეხი მარჯვენა მეც არ მომწონს,მე რახიტს ვაბრალებ. თევზის ქონს ყოველ დილით ვაძლევ და კვერცხის ნაჭუჭს ვურევ მის ფაფაში.
აბა ახალი ვიდეო
dobermen
ყველის პატარა ნაჭრები დაუმალე შემაღლებულ ადგილას(თავის სიმაღლეზე) და ნახეს ძახილით აძებნინე , თავდახრილ ქექვას ნუ აჩვევ სეტერია
ვიყიდე "ვიგანტოლი". დღეს საღამოს დავუწყებ. გვიანი ხო არაა? სხვა ზომებში რას გულისხმობ?
dobermen
არა გვიანი არაა. მე ჩემსას უფრო გვიან დავუწყე და კია ეხლა წიწკვივით!
მომეშვა გულზე ცოტა. კი მყავდა კაი ძაღლები მაგრამ ასეთი ჯიშიანი არასოდეს არ მყოლია და მინდა კარგი გამოვიდეს.
დღეს ყველის ნაჭრები დავუმალე მისი თავის სიმაღლეზე და უფრო მაღლა.
კინაღამ გადაირია ისე მოეწონა ყველის ნაჭრები, ნახეს თქმაზე გამწარებული დარბოდა ოთახში
დღეს ვიყიდე როიალ კანინი. 8 ლარი ღირდა კილო და 15 კილოიანი მეშოკი 110 ლარად მომცა. ვიყიდე მედიუმ ჯუნიორი.
დღეში 4 ჯერ ვაჭმევ და 60 გრამი მოუწია ერთ ჭამაზე. ძალიან მოეწონა და რაც მთავარია ვეჭვობდი რომ მითითებული ნორმა არ ეყოფოდა, მაგრამ საკმაოდ მოზრდილი პორცია მოუწია და მე მგონი უნდა ეყოს.ჯერი ძალიან კმაყოფილი დარჩაააა
dobermen
4-ჯერ ჭამა ცოტა არ არის? მე არ მახსოვს მაგ ასაკში რამდნჯერ ვაჭმევდი...
მინ 5-ჯერ
დღიური ნორმა 250-300 გრ
მართლა მინიმუმ
გავიგე 5 ჯერ ჭამა, მაგრამ დღიური ნორმა 240 გრამი უწერია თვითონ როიალ კანინს და გადავაშორო? იქნებ დამეხმაროთ
dobermen სწორად მოქცეულხარ კარგი საკვები რომ შეიძინე, დაგიფასდება. მეც "როიალ კანინს" ვაჭმევ,
ძვირია მაგრამ რას ვიზავთ საჭიროა. "ვიგანტოლი" მიეცი 3-5 წვეთი პროფილაქტიკის მიზნით, რადგან როცა შეატყობ
რახიტის გამოკვეთილ ნიშნებს, გაცილებით რთულია გამოსწორება.
ხოდა დღეში აჭამე 5 ჯერ, თითო 50 გრ
ვიგანტოლს ვუწვეთებ დღეში 4 წვეთს და ჭამით გადამყავს 5 ჯერად კვებაზე. სამსახურის გამო მიჭირდა სახლში მირბენა და ჭმევა, მაგრამ ახლა პლასმასის ერთჯერად ჭიქაში გამოვრწყავი და ოჯახის წევრებსაც შეეძლებათ დახმარება.
ბატონებო ლეკვს კუჭი აეშალა უკვე მეორეჯერ. ერთი და იგივე საჭმელს ვაჭმევდი და პირველად ვიგანტოლი რო ჩავუწვეთე მართალია ბევრი წვეთი მაშინ აეშალა ახლა ვიგანტოლი შევურიე და კვლავ აეშალა კუჭი. არამგონია როიალ კანინის ბრალი იყოს მეტი არაფერი არ უჭამია
dobermen
ხაჭო და მაწონი ცოტა მიეცი ან ბრინნჯი კიდევ
დარწმუნებული ხარ საკვები ზუსტად რომ აწონე? მეტს ხომ არ აძლევ, მაგან იცის "აშლა".
მართლა? ეგ არ ვიცოდი ჩვეულებრივი პედიგრი მივეცი ბევრი დღეს.სანამ როიალზე გადავიყვანდი დარჩენილი მქონდა პედიგრი და მთლად მივეცი რაც დოზაზე მეტი იქნებოდა აუცილებლდ.იზამდა ვითომ ეგ?
dobermen
ჰოდა აი საკვების შეცვლამაც იცის კუჭის აშლა. თანდათან უნდა შეუცვალო. ერთმანეთში უნდა აურიო და თანდათან უნდა ჩაანაცვლო.
დღეს დავალევინე მეორე ჭიის წამალი, მაგრამ როგორც პირველზე ახლაც არ დაყარა ჭიები.თქვენი აზრით ეს ნორმალურია?
დედამისს რაც მოვაშორე მის მერე სულ სახლში მყავს, საჭმელი მაწონი,კვერცხის გული.სიმინდის ფაფა და ახლა როიალ კანინი.
თუ არ ყავს არ დაყრის, ნორმალურია მაგაზე არ ინერვიულო ფოტოებიც გამოშვი დროდადრო ბიჭის
dobermen
მომწონს შენი შემართება
აბა სურათებიიი
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
ესეც ასე
კოჭებში ეტყობა კარგი ბიჭი გაიზრდება თუ არ მოაკლებ შრომას და სწავლა-აღმზრდელობას. უკვე დიდი პლიუსი იმის გამო რომ ლავერაკისტი გახდი
გმადლობთ
,,ხვალიუ-ხვალიუ,,
მაგარი ტიპიაა შემიყვარდა
დახმარება მჭირდება. ლეკვი რაღაც ხასიათზე არ იყო. მივეცი საჭმელი თავის დროზე და ნახევარი შეჭამა, ადრე თავზე იმხობდა თეფშს. მერე წყალი მივეცი და იმდენი სვა რომ გაიბერა დალია ერთი თეფში კიდე დავუსხი იმასაც სვამდა, მაგრამ გამოვართვი. გაიბერა ტიკივით. როგორც მერე გავარკვიე წყალი რომელიც ედგა დაუქცევია და უწყლოდ ყოფილა. ახლაც წყალი უნდა მაგრამ არ ვასმევ. როგორ მოვიქცე? ცუდ ხასიათზე რომ იყო უწყლობის ბრალი იქნება ალბათ ხო?
გაუვლის არაფერია(თუ რამე არ მოუვიდა,ან რამე არ ჭამა)ეგ ადამიანივითაა ხან კაი ხასიათზე იკნება ხან ცუდ
გაბუტვას რომ დაგიწყებს შენ მერე ნახე
მე მაინც უწყლობას ვაბრალებ ალბათ ძალიან წყუროდა
წყალი ედგას მუდმივად და არც მისი დალევა არ შეუზღუდო, ეცადე სულ ქონდეს ახალი წყალი.
ყოველდღე ახალ ახალი წყალი დაუდგი და შეეცადე ყველაფერში სისუფთავე დაიცვა არ აჭამო ჭუჭყიანი ჯამიდან და ასე შემდეგ
ჯერი დღეს დილით ისევ ფორმაშია, აშკარად ძირითადში თამაშს ითხოვს
დილა მშვიდობის, ბატონებო როიალ კანინთან ერთად რას მირჩევთ, დროგამოშვებით რა ვაჭამო ლეკვს?
ხაჭო კვერცხის გულთან არეული
ხილსაც ვაჭმევდი გახეხელს ეტაპობრივად
ხაჭო უცხიმო მიეცი ოღონდ და ხილთან ერთად გახეხილი სტაფილოც.
გმადლობთ ბატონებო. ვიცი როიალ კანინი დაბალანსებული რომაა, მაგრამ მინდა გავუმრავალფევნო ჯერის საკვები.
ხორცი აჭამე უცხიმო, თუ გულით გინდა მრავალფეროვნება. მეტი არაფერია საჭირო
ხორცი მოვუხარშო თუ უმად ვაჭამო? ალბათ ძროხის ხორცი ხომ?
ქათმის ხორჩი მოხარშული უნდა მისცე
უმად აჯობებს მგონი, ძვალი არ მისცე მოხარშული არცერთ შემთხვევაში.
მოხარშული ხორცი კარგავს ყველა "სიკეთეს." უმად მიეცი საქონლის უცხიმო ნაჭერი, ან მდუღარე გადავლებული.
როგორც იქნა გადავიტანე 8 მარტის სინდრომი
ჯერის გუშინ გავუკეთე პირველი აცრა რუსული გეკსაკანივაკი. ვინც იცით როგორი წამალია? 2 ამპულა შეურიეს ერთმანეთში. 15 დღეში მეორე აცრაოო და მერე 7 დღეში შეიძლება პირველი გასეირნებაო. არადა რაკეტასავითაა რა მოარჯულებს ამას.
ვანგარდის ვაქცინა მე თუ მკითხავთ ცოტა ძვირია მარა ძალიან კარგად მუშაობსს.
aragveli
25 ლარი ღირს.
კანივაკს არ ენდო სუსტია. ვანგარდი კარგი ვაქცინაა, მემგონი დურამონსაც "მოუჯოკრა."
არ ვენდო გასაგებია, მაგრამ უკვე გავუკეთე და როგორ მოვიქცე ახლა? თან მეორე ეკუთვნისო 15 დღეშიო. მოკლედ ამ ოზურგეთში ნორმალური ვეტექიმი ვერ ვნახე რა.
აწი ვერ იზამ ვერაფერს, ეგ არაფერი. აბა ბათუმელ ბიჭებს კითხე იქ ყავთ რამდენადაც ვიცი ყავთ კარგი ვეტექიმი და წამლების უფრო დიდი არჩევანიცაა. აბა შენ იცი მიხედე ბავშვს
ახლა ვიყავი ვეტექიმთან და ასე მითხრა შEნთვის სპეციალურად ვანგარდის ვაქცინა მქონდა ჩამოტანილიო, უბრალოდ მისი მეუღლეც იქ მუშაობს და თურმე იმას შეშლია და ჩვეულებრივი ვაქცინა გაუკეთებია. ახლა მითხრა რომ 15 დღის მერეო ანუ როდესაც მეორე გაკეთება უწევდა აცრის გავუკეთოთო ეს ვანგარდი პრობლემა არ არიო. კომპეტენტურის აზრი მაინტერესებს ამ საკითხში თუ იცით ვინმემ ასე შეიძლება?
ასე ვასწავლი მოტანააააას
რომ მოგიტანს დასვი და ისე გამოართვი. ასევე უნდა გამომუმუშავო ე.წ. ,,ვიდერჟკა,, საჭმლის დრო რომ მოუვა საჭმლის ჯამთან დასვი და რამდენჯერაც წსაიღებს თავს იმდენჯერ აიძულე დაჯდეს-ეს ყველაფერი ზედმეტი სიმკაცრის გარეშე გააკეთე. თავიდან ნახევარწუთიან გამძლეობაზე ავარჯიშე, შემდეგ მოუმატე დრო ნელ-ნელა. ეს გაკვეთილი შენც და შენს ლეკვსაც დაგეშვის დროს დაგეხმარებათ. ვგულისხმობ ნაბულზე ,,ვიდერჟკას,,. როცა ზის ჯამთან რაღაც დროის შემდეგ უბრძანე წინ! გამოკვეთილი და ოდნავ მკვეთრი ტონით-არავიტარ შემთხვევაში არ ასწავლო ეცი.
ხო მოტანაზე ძაან ნუ მოაბეზრებ თავს 3-4 მოტანა საკმარისია მაგ ხნის ლეკვისთვის. რომ მოგიტანს და დასვამ ასწავლე რომ სანამ შენ არ მისცემ ბრძანებას ეკავოს პირში აპორტირების საგანი. თუ ხედავ რომ აგდებს ყოველ ჯერზე ქვედა ყბაზე რბილად წაავლე ხელი და იგივე ტონალობაში როგორც ზემოთ გითხარი უბრძანე გეჭიროს!
ეს რაც დაგიწერე ჩემი მოგონილი არ არის. ყველაფერი გამოცდილი მგეშავების წიგნებიდანაა. პრაკტიქაში ამჟამადაც ვიყენებ. აბა შენ იცი წარმატებები.
პ.ს. ხო მოიტას ნაცვლად სიტყვა აპორტ! თუ იხმარ კარგი იქნება და სანამ წავა აპორტზე ეცადე დასვა და მხოლოდ შენი ბრძანების შემდეგ გაუშვა მოსატანად.
ყველაფერს ვასწავლი მარა საჭმელთან რა გააჩერებს 1 წამითაც არ ვიცი მე
ნელ-ნელა დაიწყე და დამიჯერე იზამს, შენ ტვიტონაც გაგიკვირდება ისე სწრაფად აითვისებს.
dobermen
არ ჩანს თორემ საქონლის სასისკს მიირთმევს . და კიდევ ტკბილი არ შეიძლებაო და მაინც მივცე?
არ მისცე ტკბილი არავითარ შემთხვევაში. შეგიძლია უმარილო ყველის პატარა კვადრატები მისცე ან ხაჭოს ბურთულები, ოღონდ უცხიმო ხაჭოსი.
dobermen
რომ მოგიტანს აუცილებლად მიეცი ხოლმე რამე სასუსნავი. მე თავისი კორმით ვასწავლიდი(იქიდან გამომდინარე რო ღორია და არაფერზე არააქვს პრეტენზია ). მაგრამ ძალიან მაგარი შედეგი მივიღე ძაღლის სპეციალური შოკოლადებით. მაღაზიათა ქსელ "ბუნებაში" იყიდება...
ვარჯიშის ინტენსივობას რაც შეეხება დაძალებით და იძულებით არ ავარჯიშო ჯერ. პატარაა და შეიძლება შეაზიზღო. მასე რომ დაამუღამებს მერე უკვე დასვი და რომ გადაუგდებ ბრძანებამდე არ მიუშვა მოსატანად. თან ეცადე, რომ ხელში მოგაწოდოს და ღეჭვა და ძირს დაგდებას არ შეეჩვიოს. თუ დააგდებს აიღე და ჩაუდე პირში. ხელით მიეხმარე რომ დაიჭიროს და მალევე მიხვდება რას ითხოვ მისგან... მოკლედ წარმატებები
საჭმელზე შეყოვნებას რაც შეეხება, დაიჭირე ხელით რო დადგამ ჯამს. არ მიუშვა. შემდეგ უთხარი "ჭამე" ან რამე რაზეც გინდა რო შეჭამოს და მიუშვი. დროთა განმავლობაში დაამუღამებს...
gagrinski
ლეკი
ბიჯო ამ თითისტოლა ლეკვს რა "ფუ" უნდა ესმოდეს ისეთი რო საჭმელზე უარი თქვას?! შენ გერმანულ ნაგაზში ხომ არ გეშლება?
არ ვღადაობ გამოფენაზე რაც ვნახე მშვენიერ!!! ხომ არ მეშლება?
ლეკი
ნუ პრაფესორობ რა ძმაო იცის შენმა ჩაქირამ ეხლა ბრაძანება "ფუ"? მე ცოდნაში ვგულისხმობ 50 მეტრში რომ რაღაცის ჭამა დაიწყოს და რო გასკდე ფუ-ფუ-ს ძახილით ექნება ვითომ რამე რეაგირება?
ლეკი
ჩაქრი შენ რა!
კაი ნამეტანი გავაოფეთ აქაურობა. ბოდიში ადმინისტრაციას და თემის ავტორს.
მოგესალმებით მეგობრებო, ჩემ ვარინტსაც გაგიზიარებთ როგორ უნდა ასწავლო ბრძანება "ფუ". ასეთი რამე შეიძლება ცადო, დაუყარე კორმი იატაკზე რამოდენიმე ცალი, ისე რომ ფუ-ს რომ ეტყვი ხელით დაფარო. ანუ თუ თავს წაიღებს საჭმლისკენ უთხარი ფუ და კორმს ხელი დააფარე, ამავე დროს მეორე ხელით მიეცი კორმი, ერთი ცალი, ასე გაიმეორე რამოდენიმეჯერ და მიხვდება რომ არ უნდა ჭამოს. შემდეგში საჭმლის მიცემის დროსაც იგივე გაიმეორე. იმედია ჩემი რჩევა დაგეხმარებათ.
ისე პირველ რიგში დაჯდომის ბრძანებას უნდა აკეთებდეს კარგად, სანამ სხვა ბრძანებებზე გადახვალთ.
ახალი სურათები
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
საყელურით და ღვედით არ ათამაშო, მერე გაწვალდები
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
ახალი სურათები ჯერი არის 3 თვის და 5 დღის, წონა 9 კილო და 200.
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
კარგია-კარგი
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
http://postimage.org/
ძაან მაგარია "ჯერი" როგორ გაზრდილა. ერთი სული მაქვს როდის გახდება 6-7 თვის, კბილებს რომ შევხედოთ.
იმედია კარგად იქნება ყველაფერი.
მეც მაგ იმედით ვარ. ესეიგი როდის მეცოდინება მისი კბილთაყრის ამბავი 6 თვიდან?
dobermen
კარგი ლეკვი ჩანს!
ყბების განლაგება ისევ ისეთი აქვს? 4 თვიდან დაიწყებს კბილების გამოცვლას და მალევე შეეტყობა ყველაფერი
ჯერჯერობით კიდევ ისეა, ვნახოთ ჯერ 3 თვისაა.
გამარჯობათ. დღეს ჯერი 5 თვის გახდა და გადავწყვიტე სამახსოვრო სურათების გადაღება. რამოდენიმეს აქაც დავდებ.
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
dobermen
მაგარი ბიჭია კბილები როგორ აქვს გამოუსწორდა???
სამწუხაროდ არ გამოუსწორდა :(
ოჰოჰოჰ რა ბიჭია რა ბიჭი.
გამარჯობათ. ჯერი 2 დღეში გახდება 7 თვის. ეს არის მისი ახალი სურათები
http://postimg.cc/image/r45kdlp0v/full/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimg.cc/image/cxzeo52k1/full/
http://postimage.org/index.php?lang=russian
ვარჯიში უნდა ბავშვს, აკლია კუნთები და მყესების სიძლიერე რასაც სურათებით ვხედავ, იქნებ ვიდეო გადაიღო მისი მოძრაობის მინდორში. გყავდა მინდორში?
http://postimg.cc/image/qhpflbvap/full/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimg.cc/image/62wgaygc3/full/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimg.cc/image/mtxqfjmel/full/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimg.cc/image/l9r2o5dap/full/
http://postimage.org/index.php?lang=russian
ჯერი ვისი სისხლებისაა მაპატიე თუ გეწერა და გამომეპარა?
დოიჯაშვილის ჯიმის და ადიკაშვილის ლელის
http://postimg.cc/image/pj52sx2c5/full/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimg.cc/image/6a0dpwvg3/full/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimg.cc/image/xsnno09w9/full/
http://postimage.org/index.php?lang=russian
რაკარგ ფერებშია
დღეს 7 თვის აღსანიშნავად წავიყვანე მინდორში. დაახლოებით 2 საათი მყავდა ხან სწრაფად დარბოდა ხან დაძუნძულებდა, დაღლა ვერ შევატყვე საერთოდ. სახლში რომ მოვიყვანე მერეც არ დაუსვენია. ყანაში მოგვიწია შესვლა სადაც მტრედი იჯდა სანამ მივიდოდით მტრედამდე იგი აფრინდა შორიდან რაც ძაღლისთვის რა თქმა უნდა შეუმჩნეველი დარჩა, მაგრამ იმ ადგილას რომ გავატარე კინაღამ გადაირია, გამწარებული ეძებდა სად წავიდაო, რომ იტყვიან გადათელა ყანა. ორივე ძალიან ნასიამოვნები დავბრუნდით სახლში.
2 საატია ბევრია ლეკვისთვის მაქსიმუმ 45 წუთი მინდორში როცა ცდილობ რომ ამუშავო
ლეკვია, მაგრამ 60 სანტიმეტრია მინდაოში უკვე და 20 კილოა და ამიტომ მინდა ვავარჯიშო დიდხანს. შეიძლება ვცდები, მაგრამ ტანად დიდი მგონია ასაკისთვის კუნთები კი თავისთავად არ აქვს როგორი ტანიც აქვს
dobermen
მართალი ხარ მეტი დრო უნდა გამოვნახო ლეკვისთვის, თქვენი აზრით დღეში 2 ვარჯიში ეყოფა?
დღეში ერთი სწორი ვარჯიშიც ყოფნის, არ დაგავიწყდეს რომ ნებისმიერი ვარჯიში ლეკვისთვის არის თამაში-შესაბამისად ყველაფერს აკეთებს ხალისით, მაგრამ ეგ ხალისი არ უნდა მოუკლა. ცურვა ერთ-ერთი საუკეთსო ვარჯიშია, ასევე მთაგორიან ადგილებში სეირნობა, ნელ-ნელა შეაჩვიე რთულ რელიეფს და ბუჩქნარსაც. 7 თვის 60 სანტიმეტრი უკვე კარგია, ფრთხილად იყავი გადაზრდა არ მოუვიდეს, კარგი ლეკვია წარმატებები.
წყლიდან აპორტირება კარგია, მაგრამ მინდორში დაუგეშავ სეტერს ჯერ ნუ გადაუგდებ ნურაფერს ქექვას მიეჩვევა და ცხვირის დადებას.
გაიხარეთ მადლობა
რა უნდა მეწყინოს კაცო ჯანსაღ იუმორს რა ჯობია
ახლა ერთი რაგაც უნდა შეგეკითხოთ: ესეიგი ჯერიმ ასე ვთქვათ თვითონ ისწავლა ძებნა თუ რა ხდება ვერ გავიგე, კაი გამოცდილი ძაღლივით მიადგება ბუჩქებს გეგონება შიგ ტყის ქათამი ეგულებოდეს ისეთ ილეთებს აკეთებს ხან ერთი მხრიდან ხან მეორე მხრიდან. დღეს კიდევ მტრედი აფრინდა ყანაში მან ვერ დაინახა მაგრამ სერიოზული ძებნა გამოაცხადა მტრედზე დალეწა კინაღამ მთელი ყანა. რა ტიპია უნდა ნახოთ ნახეთქო რომ ვეუმნები თან მე გადმომხედავს რაღაცას რომ ეძებს
dobermen
მე გეტყვი იმას რასაც ჩემ ძაღლთან ვაკეთებდი როცა მაგ ასაკში იყო...
როცა გამყავდა მინდორში (ჩაბმული არასდროს წამიყვანია) საიდანაც ძებნა უნდა დაეწყო მანდ ვდგებოდი და ვეძახდი,როგორც კი მოვიდოდა დავსვამდი და დავამშვიდებდი,მერე ხელით ვაჩვენებდი მიმართულებას საით უნდა წასულიყო(რამდენად საჭირო იყო ამის გაკეთება არ ვიცი,ახლა რო ვუყურებ ვიდეოებს ზოგი არ აჩვენებს და ძაღლი (ამ შემთხვევაში ინგლისური სეტერი) ისე იწყებს პარალელებზე სირბილს) რომ გააეკეთებდა ერთ-ორ პარალელს მერე შემომხედავდა(არ ჩერდებოდა ამ მომენტში ისევ აგრძელებდა სირბილს (ძებნას)) მე მაინც ვაჩვენებდი მიმართულებას და უმატებდა უფრო სისწრაფეს (ალბათ სტიმულს ვმატებდი ) ასე ვვარჯიშობდით ჩვენ
თავიდან კარგია თუ მინდორში სწორ ძებნას მიაჩვევ,ბუჩქები რამდენად მისაღებია მაგ ასაკში არ ვიცი რო ინტერესდება ეგ კარგია არ დაუშალო მაგრამ ეცადე უჩხუბრად ხმადაბალი ტონით გამოიყვანო ეგეთი ადგილიდან
მე ასე გავზარდე ჩემი და უკმაყოფილო არ ვარ
ეს ჩემი აზრია რაც დავწერე კიდევ გეტყვი რაც ვიცი მაგრამ ჯერ სხვებსაც მოუსმინე ეგებ გაცდენ მე
საღამო მშვიდობის, დღეს მყავდა ჯერი კარგა დიდ ველზე და უნდა გენახათ როგორ პარალელებს ჭიმავდა მაგარი იყო ძაან მე ხომ ეს არ მისწავლებია, უბრალოდ ხელით ვანიშნებდი ხოლმე.
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
ნახეთ რა მაგარია
გვარიშვილობის ბრალი ხომ არ არის ნეტა პაარალელებს რომ აკეტებს? მომწონს კარგი გყავს
dobermen
longi
არა ნამდვილად კონტროლ ქვეშ მყავს ჯერი იშვიათად ძაან რომ ყურადღება არ მომაქციოს, ისიც იმ შემთხვევაში ხდება როდესაც თავისთვის ზესაინტერესო რამე აღმოაჩენს.
დახმარება მჭირდება
ჯერი ამ დილით არ მომეწონა ხასიათით არ აქტიურობდა, როგორც საჭირო იყო. მერე საჭმელიც არ შეჭამა არც კანინი და არც უბრალოდ ძველი პური. წავიყვანე სასწრაფოდ ექიმთან, იქ ჯერიმ სხვა ძაღლი დაინახა და დაცქვიტა ყურები, ამის შემხედვარე ექიმმა ამას რა ჭირს ავადმყოფისო მხეცივითააო, მე ვუთხარი ეს როცა ჯანმრთელადაა უფრო აქტიური და ენერგიულიათქო.ამის შემდეგ ექიმმა აიღო რაღაც საშუალო კლასისი მშრალი საკვები და მითხრა მიეცი ჯერისო მე მივეცი და ჯერიმაც გადაყლაპა ამაზე ექიმმა ხომ გითხარი კარგად არის უბრალოდ შეიძლება გასეირნება უნდოდაო. მეც რაღა დამრჩენოდა წამოვედი სახლში სადაც ისევ მივეცი საჭმელი,რომელიც შეჭამა მაგრამ არა ისე როგორც ჩვეოდა ცოტა მორიდებით. მერე წავიყვანე სასეირნოდ სადაც კუჭიც აეშალა და რაც შეჭამა ისიც აღაებინა დავურეკე ექიმს და სასწრაფოდ რეგიდრონი დაალევინე საათში 1 ლიტრიო. იქნებ რამე მირჩიოთ რა ხდება ჯერი მოწამლულია ალბათ, მაგრამ სხვანაირად არ შეიძლება კიდევ ,რომ დავეხმარო?
პ.ს. ეს რეგიდრონი ვიყიდე მაგრამ ცოტა დალევის პრობლემაა იქნებ რამე ხერხი იცით რომ მივაღებინო რეგიდრონი.
წინასწარ მადლობა
მისით რეგიდრონს არ დალევს ძაღლი. ნახე რაიმე დიდი შპრიცი ან ბოთლი და ნელნელა დაალევინე ძალით, სხვანაირად არ დაგილევს მეგობარო
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)