თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები _ ჩემი პირველი ძაღლი

პოსტის ავტორი: გურგენა Feb 15 2010, 10:46

ეხლა რა ხდება, დღეს მომყავს ლეკვი (დედის პატრონის დაჟინებული თხოვნით, მეტს აღარ იტოვებს). გადავწყვიტე ამ თემის შექმნა.
დაბადებულია 8 იანვარს, დედალი პოინტერი.

პირველი კითხვები რაც გამიჩნდა:
1. ვეძებე და კვებაში ამ ასაკის ლეკვისთვის კვების საკითხები ვერ აღმოვაჩინე. რა საკვები უნდა მივცე? (და რა ასაკამდე)
2. ხვალვე მინდა გავაქანო ვეტერინართან. რამდენად სწორედ ვიქცევი?
3. მაქვს საშუალება მყავდეს ეზოშიც, ავტოფარეხშიც და სახლშიც. სად ჯობს რომ იყოს? (ტემპერატურულ რეჟიმს ვგულისხმობ.

მოკლედ მაინტერესებს ყველა სასარგებლო რჩევა, თუნდაც ელემენტარული, მაგრამ რომელიც სავარაუდოდ არ ვიცი.

პოსტის ავტორი: irakli# maxi Feb 15 2010, 11:23

ციტატა(გურგენა @ Feb 15 2010, 11:46) *
ეხლა რა ხდება, დღეს მომყავს ლეკვი (დედის პატრონის დაჟინებული თხოვნით, მეტს აღარ იტოვებს). გადავწყვიტე ამ თემის შექმნა.
დაბადებულია 8 იანვარს, დედალი პოინტერი.

პირველი კითხვები რაც გამიჩნდა:
1. ვეძებე და კვებაში ამ ასაკის ლეკვისთვის კვების საკითხები ვერ აღმოვაჩინე. რა საკვები უნდა მივცე? (და რა ასაკამდე)
2. ხვალვე მინდა გავაქანო ვეტერინართან. რამდენად სწორედ ვიქცევი?
3. მაქვს საშუალება მყავდეს ეზოშიც, ავტოფარეხშიც და სახლშიც. სად ჯობს რომ იყოს? (ტემპერატურულ რეჟიმს ვგულისხმობ.

მოკლედ მაინტერესებს ყველა სასარგებლო რჩევა, თუნდაც ელემენტარული, მაგრამ რომელიც სავარაუდოდ არ ვიცი.


პირველ რიგში უნდა მისცე ჭიის წამალი, მაგალითად დრონტალი მეოთხედი ტაბლეტი. ჯერ პატარაა და სანამ დათბება სახლში გააჩერო ჯობია და საერთოდ სანამ აცრებს არ გაუკეთებ გარეთ საერტოდ არ გაიყვანო. საკვებს რაც შეეხება ხაჭო მაწონი და ლეკვის როიალ კანინი ან ჰილსი. ვეტერინარს აჩვენე მაინც კარგი იქნება

სურათიც გვაჩვენე და დაწვრილებით გვითხარი საიდან აიყვანე აქვს თუ არა საგვარეულო

პოსტის ავტორი: ნოსო Feb 15 2010, 12:44

გურგენა
გურგენ , მერე საბუთები აქ?

ამას იმიტომ გეუბნები რომ თუ ძალის წაყვანას აპირებ საბუტიანი არჯობს?

ისე უფროსი კაცი ხარ მაინც მაინც რჩევად გეუბნები newsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: გურგენა Feb 15 2010, 13:51

ნოსო
ვიცი ნოსო რომ საბუთიანი ჯობია newsmile05.gif
ამ ლეკვს ახლობელი მჩუქნის, დაახლოებით 3 თვის წინ, ჯერ დაბადებულიც არ იყო, უკვე ჩემი ერქვა newsmile05.gif
სამწუხაროდ საბუთი არ აქვს newsmile038.gif

irakli# maxi
სურათს საღამოს დავდებ და ინფორმაციასაც

2 თვემდე დღეში 6 მიეციო საკვები ეგრე მითხრეს. ეგრე ვქნა?

პოსტის ავტორი: irakli# maxi Feb 15 2010, 14:15


irakli# maxi


2 თვემდე დღეში 6 მიეციო საკვები ეგრე მითხრეს. ეგრე ვქნა?
[/quote]

კი 5-6ჯერ ოღონდ ცოტ-ცოტა, შეატყობ მუცელი ძალიან არ გაებეროს

პოსტის ავტორი: Bonehill Feb 15 2010, 16:38

გურგენა
გილოცავ გურგენ !
ეს რა პოინტერების ცვენაა ფორუმზე ვაშაა
მე ვაძლევ თენგოს მოწოდებული რეცეპტით:
ნახევარი კილო ხაჭო ნახევარი ლიტრი მაწონი + 1 კვერცხი
ეს ყველაფერი კარგად აურიოთ
ლეკვის კვების წინ, ულუფას დაუმატოთ დაფხვნილი მშრალი საკვები

პოსტის ავტორი: გოგა Feb 15 2010, 17:29

ციტატა(niko @ 15th February 2010 - 17:38) *
მე ვაძლევ თენგოს მოწოდებული რეცეპტით:
ნახევარი კილო ხაჭო ნახევარი ლიტრი მაწონი + 1 კვერცხი
ეს ყველაფერი კარგად აურიოთ
ლეკვის კვების წინ, ულუფას დაუმატოთ დაფხვნილი მშრალი საკვები

newsmile027.gif პატარა ლეკვს ალბათ სხვა არც უნდა აჭამო

გურგენას კი მიულოცავთ ახალ მეგობარს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გურგენა Feb 15 2010, 22:31

Bonehill გოგა
თუ სწორედ გავიგე ეგ ერთი დღის დოზაა. მშრალი საკვები რამდენი გრამი უნდა დავუმატო?

მოვიყვანე უკვე, მაწონსა და ხაჭოს არ გაეკარა, სამაგიეროდ წყალში დალბობილ ჰილსს მიეძალა newsmile05.gif

და მადლობა მოლოცვისათვის newsmile05.gif

შეპირებისამებრ სურათებსაც დავყრი

http://www.radikal.ru










პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Feb 15 2010, 22:46

ვა მაგარია გურგენ მაგარი ჯერ პირველ რიგში გილოცავ ეეგრევე ვეტერინართან გააქანე ჯობია

პოსტის ავტორი: გურგენა Feb 15 2010, 22:54

ჰერცოგი997
მადლობა მოლოცვისათვის newsmile05.gif ვეტერინართან ხვალ მიმყავს, დღეს უკვე ველაპარაკე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჯეკო Feb 15 2010, 22:56

გურგენა newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif მაგარი კაცია ძაან გილოცავ გილოცავ

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Feb 15 2010, 22:58

მოკლედ პოინტერების ბუმია თან დედალი მაგარი მაგარი

პოსტის ავტორი: ზახარა Feb 15 2010, 23:04

გილოცავ გურგენ სასახელო მეძებარი გაგეზარდოს xoshian.gif

პოსტის ავტორი: გოგა Feb 15 2010, 23:13

ციტატა(ალეკო @ 15th February 2010 - 23:31) *
თუ სწორედ გავიგე ეგ ერთი დღის დოზაა. მშრალი საკვები რამდენი გრამი უნდა დავუმატო?

აი ხვალ რო მიხვალ ვეტერინართან,ის უფრო კარგათ აგიხსნის ყველაფერს.

მაგარი კლიენტია.ისე სანამ ლეკვები არიან კარგებია და რო იზრდებიან,ვირდებიან newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Feb 15 2010, 23:41

გურგენა
ნახევარი ლიტრი მაწონი და ნახევარი ლიტრი ხაჭო ყოფნის ერთ კვირამდე.
მარტო ხაჭო აჭამე აბა...ცოტა დაფხვნილი ჰილზი მოაყარე.
'გერკულესი' ჩემ ძაღლს აშკარად ბერავს რაღაც, ამძიმებს თითქოს, არ გირჩევ, შეიძლება ვცდები...
უფრო მცოდნე ხალხიცაა ფორუმზე და ისინი გაგვიზიარებენ ალბათ ცოდნას

პოსტის ავტორი: გოგა Feb 15 2010, 23:58

მე ჩემ ლეკვს 2 თვის რო იყო ხაჭოს არეულს მაწონში ვაჭმევდი და მშვენივრად მიირთმევდა

პოსტის ავტორი: გურგენა Feb 25 2010, 16:10

გუშინ მყავდა აცრებზე, კომპლექსური გაუკეთა ალეკომ (ზოოპარკში) და D ვიტამინი დაგვინიშნა დღეში 2 წვეთი (ზამთრის ლეკვი რომააო მზის სხივების ნაკლებობა აქვსო), ორი კვირის მერე გავამეორებო აცრას და რამდენიმე დღეში შეგიძლია გაასეირნ-გამოასეირნეო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Giorgi_M Feb 26 2010, 21:50

სურათში როგორც ჩანს რძეს აძლევ, არ გირჩევ ლეკვისთვის რძე არ არი მიზან შეწონილი. კუჭს აუშლის.

პოსტის ავტორი: გოგა Feb 26 2010, 22:12

ციტატა(Giorgi_M @ 26th February 2010 - 22:50) *
რძე არ არი მიზან შეწონილი

მიზანშეწონილი კი არა მე ვეტერინარმა კატეგორიულად ამიკრძალა რძის მიცემა.ერთხელ კი ვიწვნიე ეგ ამბავი,სახლში არ ვიყავი და დედაჩემმა დაალევინა 2 თვისას და მერე 3 საათი გამორეცხვებს უტარებდი,კინაღამ დაიბრიდა

პოსტის ავტორი: გურგენა Feb 27 2010, 09:06

ციტატა(Giorgi_M @ Feb 26 2010, 22:50) *
სურათში როგორც ჩანს რძეს აძლევ, არ გირჩევ ლეკვისთვის რძე არ არი მიზან შეწონილი. კუჭს აუშლის.


არაა რძე, კარგად ვურევ ხოლმე ხაჭოსა და მაწონს.
გუშინ კი რა დაემართა არ ვიცი, გიჟივით იყო საღამოს ჭამაზე, ერთი ამოსუნთქვით გადასანსლა და არ მეშვებოდა კიდევ მომეციო და დოზის გაზრდაც მომიწია ოდნავ. რამდენად დაშვებულია დოზის გაზრდა? ანუ იმაზე მეტის მიცემა, რაც მის ასაკსა და წონას შეეფერება

პოსტის ავტორი: ბალა Feb 27 2010, 09:26

ძაან მაგარია ძმაო გილოცავ

პოსტის ავტორი: თენგო Feb 27 2010, 10:52

გურგენა

ციტატა(ალეკო @ 27th February 2010 - 10:06) *
რამდენად დაშვებულია დოზის გაზრდა? ანუ იმაზე მეტის მიცემა, რაც მის ასაკსა და წონას შეეფერება

მე მგონი არ ეყო ულუფა და იმიტიმ მოითხოვა,ცადე ცოტას მომატება,დააკვირდი როგორ მოიქცევა. არ არის გამორიცხული უბრალოდ ღორმუცელა იყოს,ლეკვი გაძღომას ისედაც გვიან ხვდება,მერე ზედმეტს ამოიღებს ხოლმე.მთავარია არ წკმუტუნებდეს,იმ ჭურჭელს საიდანაც აჭმევ არ დაათრევდეს აქეთ იქით. წონაში ყოველდღე უნდა იმატებდეს,აწონე კვირაში ერთხელ.

პოსტის ავტორი: ლევანა90 Feb 28 2010, 01:54

ლეკვის აყვანის თანავე თუ არ ქონდა ჭიის წამალი მიცემული დილით უზმოზე მიგვყავს ვეტერინართან უჭმელი და ვაძლევთ წამალს 10 დღის შემდეგ ვუმეორებთ .. ლეკვი მიაღწევს თუ არა 55 დღეს აუცილებელია ჭირის აცრების გაკეთება , 1 წლამდე წირდება 3 აცრა... 6 თვის ასაკში ვცრიც ცოპზე .. ეს პირველი ეტაპისთვის რაც აუცილებელია ... ასევე ვეტერინარის რეკომენდაციიც ვამუსჰავებთ მკბენარებზე. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გურგენა Mar 11 2010, 19:34

გუშინ დილით მეორედ მყავდა ალიკასთან, ზოოპარკში. მეორე აცრის დღე იყო და იქ ავწონე კიდეც.

25 თებერვლის საღამოს რომ ავწონე 2.65 კილოგრამი იყო, გუშინ კი 3.8. ფაქტიურად დღეში 100 გრამს იმატებს.

რამდენად ნორმალურია ასეთი სწრაფი ზრდა?

რამდენიმე დღე ჩემი არყოფნის პერიოდში მშრალ საკვებზე იყო. 150 გრამი მქონდა დატოვებული დღიურ დოზად (120 აშკარად არ ყოფნიდა). ფაქტიურად ნახევარ წუთში მთლიანად ჭამს დოზას (5 ნაწილად ვუნაწილებ). მერე კი გიჟივით დარბის.
რამდენად მისაღებია კიდევ გავუზარდო დოზა? რატომღაც მგონია რომ არ ყოფნის ერთ წამაზე 30 გრამი. 1-2-ჯერ 40 გრამი ვცადე და ისიც იმავე სისწრაფით დაამუშავა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანა90 Mar 11 2010, 20:23

რავი ეგ ცოტა არ იყოს არარელურია დღეში 100 გრამი მატება newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ზაზა Mar 11 2010, 20:39

ლეკვი ასეთ ტემპში იზრდება,ყველაფერი კარგად მიდის.თუ გინდა ნახე google-ში რუსულად ჩაწერე ,,პიტანიე შჩენკა".ჯანმრთელია შენი ლეკვი

პოსტის ავტორი: გურგენა Mar 11 2010, 20:42

ლევამა90
ფაქტი ფაქტად რჩება, გადავამოწმე როდის დავწერე წონის შესახებ ჩემი პოსტი, "ოთხფეხა მეგობრების კვებაშია" ზუსტად ახალი აწონილი მყავდა. გუშინ კი ალიკასთან ავწონეთ და 3.8 გამოვიდა. ისე ალიკაც გადაირია, რამხელათიაო გაზრდილი, და კიდევ ერთხელ მიქო და მიდიდა ლეკვი newsmile05.gif

ციტატა(ზაზა @ Mar 11 2010, 21:39) *
ლეკვი ასეთ ტემპში იზრდება,ყველაფერი კარგად მიდის.თუ გინდა ნახე google-ში რუსულად ჩაწერე ,,პიტანიე შჩენკა".ჯანმრთელია შენი ლეკვი


ზაზა
მადლობა newsmile05.gif

ამ დღეებში ეზოში გაყვანის დღეც დგება და მერე ალბად მომცემს საშუალებას ახალი სურათები გადავუღო და ვიზუალურ მხარესაც შეგაფასებინებთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Mar 11 2010, 20:44

კაარგია კარგი დღეში რამდენჯერ აჭმევ და რას აჭმევ

პოსტის ავტორი: გურგენა Mar 11 2010, 20:53

ჰერცოგი997

ეხლახანს გადავიყვანე 5-ჯერ ჭამაზე, აქამდე 6-ჯერ ვაჭმევდი. ძირითადად მშრალ საკვებზეა. ვაჭმევ SPORTMIX Premium-ს, კვების თემაში რომ წერია იმ გოგას მოვატანინე 20კგ-იანი ტომრით

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Mar 11 2010, 20:56

და წყალს აძლევ ჯამები მაღალზე დაუდე ცოტა რომ წელში არ მოიხაროს

პოსტის ავტორი: თენგო Mar 11 2010, 22:52

გურგენა

ციტატა(ალეკო @ 11th March 2010 - 20:34) *
რამდენად ნორმალურია ასეთი სწრაფი ზრდა?

xoshian.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: გურგენა Apr 7 2010, 13:33

დღეს მეოთხე კომპლექსული აცრა და ცოფზე აცრა გაუკეთა ალიკამ, პატარა ფოტოსესიაც მოვუწყე, ხვალ 3 თვის ხდება newsmile05.gif წონაშიც გეომეტრიული პროგრესიით იმატებს. უკვე 8 კგ-ა, ბოლო ორ კვირაში 2.5 კგ მოიმატა newsmile05.gif





პოსტის ავტორი: შალვა Apr 7 2010, 14:39

კარგი რამეა!! newsmile027.gif მალადეც!!

პოსტის ავტორი: თენგო Apr 7 2010, 15:29

კარგად განვითარებული ლეკვია,ყოჩაღ!

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 7 2010, 15:37

საყელო ან მოხსენი ან მოუსლაბე თორე დაიხრჩო ძაღლი

პოსტის ავტორი: გურგენა Apr 7 2010, 17:11

TAMPLIER
ვერცხლისწყალივით არის newsmile05.gif ძლივს გადავუღე სურათები, საყელოც მაგიტომაა მოჭერილი რომ ერთ ადგილას გამეჩერებინა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Apr 7 2010, 18:00

ძაღლი არ დაახრჩო ცოდვა გურგენ მაგარი ტიპია

პოსტის ავტორი: გოგა Apr 7 2010, 18:38

Bonehill
გურგენა
ზაზა
არასდროს არ მიყვარდა პოინტერები,მაგრამ თქვენი ძაღლები შემიყვარდნენ,კარგი ტიპები არიან blashe.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Apr 7 2010, 19:30

გურგენა
ვაახ რამხელა გაზრდილა, მაგარი ტიპია ძაან. მგონი ჩემსაზე დიდია უკვე .
მგონი დიდი გოგო გაიზრდება, თავიც როგორი ლამაზი აქვს? ჩემ ლეკვს უფრო ვიწროა აქვს ცხვირი.

პოსტის ავტორი: ვიტო Apr 8 2010, 08:39

კაი ზომის გამხდარა გურგენ, დამჯერობის ამბავში როგორ არის?

პოსტის ავტორი: გურგენა Apr 8 2010, 10:16

ვერ ვიტყვი რომ კარგად მიჯერებს მეტქი, მაგრამ ლეკვის კვალობაზე მგონი არა უშავს newsmile05.gif მე ჩემსას ვცდილობ newsmile05.gif
ისე რომ იძახიან დედალი უფრო დამჯერეაო, წარმომიდგენია მაშინ მამალი რა იქნებოდა newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ჩიკო Apr 11 2010, 23:47

გამარჯობა ბიჭებო ... გუშინ მოვიყვანე ლაბრადორის ლეკვი. თვისა და ერთი კვირისაა. ვაჭმევ მაწონს, ხაჟოს და დაფხვნნილ პედიგრს ერთმანეთსი არეულს.. ძაან ღორმუცელაა, ჯამში რამდენი საჩმელიც არ უნდა ჩავუდო ბოლომდე ჭამს newsmile05.gif ერთ კოვზს ვაჭმევ ხოლმე დღეში 5 ჯერ და რამდენად სწორედ ვიქცევი ? .. მეზობელ თემაში წავიკითხე მზესუმზირის ზეთი კარგია ბეწვისთვისო და ეხლა რო ერთი ჩაის კოვზი გავურიო საკვებში რამეს ხო არ უზამს ? ჭიაზე მინდა დავამუშავო და ზოგი მეუბნება ადრეაო ჯერ და ზოგი კიდე მეუბნება შესაძლებელია ამ ასაკში ჭიაზე დამუშავებაო და ვერ გავიგე რა ვქნა თქვენ რას მირჩევთ ?

პოსტის ავტორი: თენგო Apr 12 2010, 09:45

ჩიკო

ციტატა(chiko0077 @ 12th April 2010 - 00:47) *
ჭიაზე მინდა დავამუშავო და ზოგი მეუბნება ადრეაო ჯერ და ზოგი კიდე მეუბნება შესაძლებელია ამ ასაკში ჭიაზე დამუშავებაო და ვერ გავიგე რა ვქნა თქვენ რას მირჩევთ ?

აუცილებლად დაამუშავე. მე 18-20 დღიდან ვამუშავებ. მკბენარებზეც დაამუშავე.მე პუდრს გირჩევ. აუცილებლად შეარჩიე ვეტერინარი.

პოსტის ავტორი: ჩიკო Apr 12 2010, 11:41

თენგო
ოკ . და საჩმელზე რა ვუყო სუ შია newsmile05.gif რამდენი ვაჩამაო ? ორი კოვზი მივეცი ერთხელ და მაგრა გაიბერა მძლივს დადიოდა მარა ბოლომდე შეჭამა მაინც. გაძღომას ვერ გებულობს მგონი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Apr 12 2010, 12:49

ჩიკო
გაძღომა ძალიან ცუდია ლეკვისთვის, უფრო სწორედ გადაძღომა. მაგ ასაკში ჯერ მაინც 6 ჯერ მიეცი დღეში 5 ცოტაა, ყოველთვის ერთსადა იმავე დროს.
წინა პოსტებში წერია კვებასთან დაკავშირებით, მაგრამ აქაც დავწერ. მე ვაძლევდი თენგოს მოცემული რეცეპტით დამზადებულ საკვებს.
1 წილი მაწონი.
1 წილი უცხიმო, დიეტუი ხაჭო.
1 ცალი კვერცხის გული.

ამასთან დაკავშირებითბევრგან წავიკითხე და მოკლედ საუკეთესოაა პატარა ლეკვებისთვის.
კარგად აურიე და მიიღებ არაჟანის კონსისტენსიის მასას, ესეთი საკვები ძაან მოხერხებულიცაა, ყოველ ჭამაზე არ დაგჭირდება მომზადება და რამე.

თუ მისცემ (ჩემი აზრით კი აუცილებლად უნდა მისცე) ხელოვნურ საკვებს, უნდა დაუფხვნა და ისე მოაყარო ზემოთ ნახსენებ საჭმელს.

პოსტის ავტორი: თენგო Apr 12 2010, 13:24

ჩიკო

ციტატა(chiko0077 @ 12th April 2010 - 12:41) *
ორი კოვზი მივეცი ერთხელ და მაგრა გაიბერა მძლივს დადიოდა

ეგ ჭიების ბრალია,სასწრაფოდ "დრონტალი" წონის მიხედვით.

საკვებს რაც შეეხება მე ბონეს რეცეპტი ოპტიმალურად მიმაჩნია!

პოსტის ავტორი: 919 Apr 12 2010, 15:51

ჩიკო

1. გილოცავ ლაბრადორის ლეკვს!
2. კშმ ლაბრადორით მონადირეების სასტავში (მე, იეგერმაისტერი და ჩვენი ძმები დ.საქართველოდან)!!!
3. ლაბრადორს მუდამ შია!!!!!!!!!!!
4. გირჩევ გადაიყვანო მშრალ საკვებზე, არა პედიგრიზე, არამედ იგლზე, დაიმონდზე პროპლანზე ან ჰილსზე (ჯუნიორი)
5. თუ აპირებ ნატურალურ საკვებზე გაზრდას არ დაგავიწყდეს კომპლექსური ვიტამინები და "ვიტრი"
6. არ მისცე დიდი დატვირთვა და არ გაასუქო.
7. აჯობებს ოდნავ მშიერი გყავდეს ვიდრე მუდამ მაძღარი.
8. ნუ აურევ მშრალ საკვებს ნატურალურთან თუ ეს მშრალზე გადაყვანის პროცესი არ არის!

გისურვებ წარმატებებს!
თუ რამე დაგაინტერესებს, მზად ვარ გაგცე პასუხი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჩიკო Apr 12 2010, 21:31

919
გაიხარე.. მართლა სუ შია newsmile05.gif
ერთი თვის არის და უკვე შეიძლება მთლიანად მშრალ საკვებზე რო გდავიყვანო ? ნატურალურ საკვებში რას გულისხმობ ხაჭოს და მაწონს ?

თენგო
ხო ჭიის წამლის მიცემას ხვალ ვაპირებ უზმოზე..

Bonehill
მაწონს და ხაჭოს ვაძლევდი და ეხლა კვერცხის გულსაც დავუმატებ.

პოსტის ავტორი: 919 Apr 13 2010, 08:42

ჩიკო

შეგიძლია გადაიყვანო მშრალ საკვებზე, მაგრამ ჯერ დალბობილ მდგომარეობაში.
საკვები უნდა იყოს სათანადო ხარისხის და კლასის, ანუ ჯუნიორის კლასი და სასურველია
პრემიუმ ხარისხი. აგრეთვე მშვენიერი იქნება ლეკვისთვის განკუთვნილი ნედლი საკვები
კონსერვების სახით.

ნატურალურ საკვებში იგულისხმება:
ხორცი, თევზი, ფრინველი, კვერცი, რძის პროდუქტები, მურღულეული, მწვანილი, ბოსტნეული, ხილი.
საკვები საკითხი სათანადო თემაშია. newsmile05.gif
http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=666&hl=

პოსტის ავტორი: გოგა Apr 13 2010, 22:10

ბიჭებო კარგია ეს რჩევები და ძალიან გამოადგებათ იმ ხალხს ვისაც პირველად ყავს ლეკვი.მაგრამ გთხოვთ ნუ დავიზარებთ და როდესაც რძის პროდუქტებს ვურჩევთ ის ავღნიშნოთ ხოლმე რომ რძე კატეგორიულად გამორიცხონ რაციონიდან რა.
თორე მე ჩემ თავზე ვიწვნიე რას ნიშნავს რძის მიღება თვეების ლეკვისთვის.კინაღამ მომიკვდა ძაღლი,შუაღამეს გამორეცხვებს უტარებდით.კიდევ კარგი ვეტერინარია დამხვდა ღია,თორე მე რას ვიზავდი არ ვიცი

პოსტის ავტორი: 919 Apr 13 2010, 23:36

გოგა

+100! მართალი ხარ!
არავითარი რძე და გარდა ამისა, სუფთა რძე ზრდასრული ადამიანისათვისაც მავნებელია
იმ სახით, როგოითაც ჩვეულებრივ ვღებულობთ!!!
გაგიკვირდებათ, მაგრმ ასეა, ეს განსაკუთრებით მამკაცებს გვეხება. ჩვენი კუჭები 3 წლის ასაკისათვის აღარ
გამოიმუშავებენ იმ ფერმენტს, რომელიც რძის ცილას შლის. რძეში (დამტკიცებულია 5-ოდე წლის წინ და
ნობელის პრემიაც არის მიღებული) ყველაზე კარგად მრავლდება კუჭის წყლულის გამომწვევი ბაქტერია
(ჰელიკობაქტერია პილორი). newsmile05.gif

მხოლოდ რძე-მჟავე პროდუქტებია მისაღები, როგორც ადამიანისათვის აგრეთვე ლეკვისათვის!

პოსტის ავტორი: ჩიკო Apr 22 2010, 12:11

ციტატა(919 @ Apr 14 2010, 00:36) *
გოგა

+100! მართალი ხარ!
არავითარი რძე და გარდა ამისა, სუფთა რძე ზრდასრული ადამიანისათვისაც მავნებელია
იმ სახით, როგოითაც ჩვეულებრივ ვღებულობთ!!!
გაგიკვირდებათ, მაგრმ ასეა, ეს განსაკუთრებით მამკაცებს გვეხება. ჩვენი კუჭები 3 წლის ასაკისათვის აღარ
გამოიმუშავებენ იმ ფერმენტს, რომელიც რძის ცილას შლის. რძეში (დამტკიცებულია 5-ოდე წლის წინ და
ნობელის პრემიაც არის მიღებული) ყველაზე კარგად მრავლდება კუჭის წყლულის გამომწვევი ბაქტერია
(ჰელიკობაქტერია პილორი). newsmile05.gif

მხოლოდ რძე-მჟავე პროდუქტებია მისაღები, როგორც ადამიანისათვის აგრეთვე ლეკვისათვის!

ანუ შენ გინდა თქვა რო რძე ადამიანისთვისაც მავნებელია და სასარგებლო თვისებები არ აქ ?

ჩემი ლეკვი თვისა და ორი კვირისაა და კიდე 6 ჯერ ვაჭმევ დღეში და როდიდან არის რეკომენდირებული რო ნელნელა შევამციორ და ჩამოვიყვანი 5 ზე მერე 4ზე და ა.შ. ?

პოსტის ავტორი: თენგო Apr 22 2010, 12:17

ჩიკო

ციტატა(chiko0077 @ 22nd April 2010 - 13:11) *
ანუ შენ გინდა თქვა რო რძე ადამიანისთვისაც მავნებელია და სასარგებლო თვისებები არ აქ ?

სასარგებლო თვისებები როგორ არ აქვს,მაგრამ ძაღლს ძაღლის ღძე რგებს და არა ფხვნილის.გაბერავს.
ციტატა(chiko0077 @ 22nd April 2010 - 13:11) *
ჩემი ლეკვი თვისა და ორი კვირისაა და კიდე 6 ჯერ ვაჭმევ დღეში და როდიდან არის რეკომენდირებული რო ნელნელა შევამციორ და ჩამოვიყვანი 5 ზე მერე 4ზე და ა.შ. ?

მე გირჩევდი ორ თვემდე 6ჯერადზე გყავდეს, მერე შეუმცირე. ოღონდ ულუფა კი არა,მიცემების რაოდენობა!

პოსტის ავტორი: ჩიკო Apr 22 2010, 15:56

თენგო
5 ჯერად კვებაზე რო გადავიყვან მერე შედარებით გავუზრდი ულუფას და ეგრე ვიზამ სანამ არ გაიზრდება და 2 ჯერად კვებამდე არ ჩამოვა..

პოსტის ავტორი: თენგო Apr 22 2010, 17:30

ჩიკო
შენ თვითონ შეატყობ ყოფნის მითითებული რაოდენობა თუ არა. ლეკვი ინტენსიურად უნდა იმატებდეს მაგრამ მსუქანის შტაბეჭდილებას არ უნდა ახდენდეს. ჭამის მერე უნდა დაიძინოს ან ითამაშოს. თუ ატყობ რომ წკმუტუნებს,ჯამს დაათრევს აქეთ იქით ,რაც მთავარია წონაში არ იმატებს, მოუმატე ულუფა.

რა თქმა უნდა ვეტერინარის მუდმივი მეთვალყურეობით!!!!!!!!!!!!!!!!!!

პოსტის ავტორი: გოგა Apr 22 2010, 18:46

აუ თქვენ გაიხარეთ გამოცდილო ხალხო!!!
ეხლა ამ ყველაფერს რო ვკითხულობ ძალიან მიხარია,ადამიანს ლეკვი რო ყავდეს გასაზრდელი ბევრ ცოდნას მიიღებს!!!
ცოტა რაღაც გამეგება ძაღლებში და მე მიხარია ეს საუბრები და ვისაც საერთოდ არ აქვს გამოცდილება ლეკვის გაზრდის იმისთვის ხო საერთოდ მისწრებაა ეს პოსტები!!!

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)