თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები _ კურცჰაარი სახელად Max

პოსტის ავტორი: Che Nov 17 2013, 14:37

ერთი სიტყვით გადავწყვიტე ჩემს ახლად შეძენილ პატარა მეგობარს ჰქონდეს თავისი თემა.

არის 1 თვის. წონა ზუსტად 2კგ. იმედია კარგი მონადირე დადგება.

http://postimage.org/
http://postimage.org/app.php

http://postimage.org/
http://postimage.org/

http://postimage.org/
http://postimage.org/app.php

http://postimage.org/
http://postimage.org/app.php

სიამოვნებით მოვისმენდი თქვენგან ყველა სახის რჩევა-დარიგებას კვებასთან და აზრდასთან დაკავშირებით newsmile05.gif

პოსტის ავტორი: longi Nov 17 2013, 14:39

წარმატებებიი small3d018.gif ისეთი გაგეზარდოს , როგორიც გაგეხარდება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Che Nov 17 2013, 14:47

longi
იცოცხლე, მადლობა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ams Nov 17 2013, 16:27

Che
გილოცავ სახელოვანი გაგეზარდოს

ციტატა
იმედია კარგი მონადირე დადგება.
როგორ მონადირესაც გაზდი ისეთი დადგება ყველაფერი პატრონზეა დამოკიდებული თან შენ ლეკვს კაი საგვარეულო აქვს
მე თუ მკითხავ ყველაფერი პატრონზეა დამოკიდებული როდესაც ლეკვის გენებიც ხელს გიწყობს

პოსტის ავტორი: Che Nov 17 2013, 23:05

ციტატა(dilar @ 17th November 2013 - 17:27) *
მე თუ მკითხავ ყველაფერი პატრონზეა დამოკიდებული როდესაც ლეკვის გენებიც ხელს გიწყობს

ams
ჩემწილად გადაწყვეტილი მაქვს, რომ არაფერს დავაკლებ. ბევრი მაქვს სასწავლი, მაგრამ არ მეზარება.

პოსტის ავტორი: საბო Nov 17 2013, 23:26

Che
სასხელო გაგეზარდოს,თან ერთსაც გირჩევ. ჯერ ძაან პატარაა და სანამ აცრებს არ მორჩები, ნუ გაიყვან გარეთ.

პოსტის ავტორი: Che Nov 17 2013, 23:39

საბო
მადლობა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჭაღარა Nov 18 2013, 10:19

ვახ ვახ რა კაცი newsmile05.gif მაგარი "მასტია" newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გურია Nov 18 2013, 11:28

გილოცავ,მაგარი ტიპია.მომავალი ჩემპიონი გეზრდებააა.მანამდე კი სერიოზული ნერვები გამოცდა გელის newsmile045.gif მაგრამ თუარ დაიზარებ დაგიფასებს newsmile045.gif)))

პოსტის ავტორი: Fishman Nov 18 2013, 12:34

Che

გილოცავ და აბა შენ იცი! სასახელო მეძებარი დაგეყენებინოს!

პოსტის ავტორი: Che Nov 18 2013, 20:44

ციტატა(რობერტ @ 18th November 2013 - 12:28) *
სერიოზული ნერვები გამოცდა გელის


მართალია, წინ კარგი გვარიანი ნერვიულობა და გარჯა მელოდება, მამაჩემი მეხმარება გაზრდაში, თორემ 4-5 ჯერ ჭმევის შანსი არ მაქვს. დილიდან საღამომდე სამსახურში ვარ.

გურია
Fishman
მადლობა დიდი.

პოსტის ავტორი: ზახარა Nov 18 2013, 20:50

სასახელო მეძებარი გაზდილიყოს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Che Nov 18 2013, 22:27

ციტატა(zaxara @ 18th November 2013 - 21:50) *
სასახელო მეძებარი გაზდილიყოს

ზახარა
დიდი მადლობა.


ერთი კითხვა მაქვს, ერთ ჭამაზე როიალ კანინიც რომ ვაჭამო და მერე მაწონი-ხაჭოც დავაყოლებინო შეიძლება? ერთდროულად მთლიან ულუფას არ ჭამს და ნახევარ-ნახევრებს ჭამს ხოლმე.

პოსტის ავტორი: jola Nov 18 2013, 23:40

მე მაწონში დარბილებულ როიალ კანინს ვაჭმევდი , ძალიან მოსწონდა.
პ.ს. წარმატებები ორივეს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: საბო Nov 18 2013, 23:45

ციტატა(Che @ Nov 18 2013, 23:27) *
ერთი კითხვა მაქვს, ერთ ჭამაზე როიალ კანინიც რომ ვაჭამო და მერე მაწონი-ხაჭოც დავაყოლებინო შეიძლება?


ა კომპოტ? newsmile01.gif

რასაც დატოვებს ეგერევე ააცალე. მომდევნო ჭამამდე არაფერი მისცე. არეულიც შეიძლება მაწონი-ხაჭო-კანინი, მაგრამ ჭარბი რაოდენობით არასდროს მისცე საკვები, ჯერ პატარაა, ვერ ზომავს და შეიძლება ღორივით მიასკდეს.

პოსტის ავტორი: გურია Nov 19 2013, 00:06

ციტატა(საბო @ Nov 19 2013, 00:45) *
ა კომპოტ? newsmile01.gif

რასაც დატოვებს ეგერევე ააცალე. მომდევნო ჭამამდე არაფერი მისცე. არეულიც შეიძლება მაწონი-ხაჭო-კანინი, მაგრამ ჭარბი რაოდენობით არასდროს მისცე საკვები, ჯერ პატარაა, ვერ ზომავს და შეიძლება ღორივით მიასკდეს.


+1 ოღონდ თვითონ ვერ მიხვდება დატოვებას D.gif

პოსტის ავტორი: Che Nov 19 2013, 06:59

ჯერ-ჯერობოთ ისე არაა რომ ხელებიდან მაჭამდეს რამეს. სვენებ სვენებით და ცოტ ცოტას ჭამს. ჯერ მესამე დღეა და ალბათ ეგუება გარემოს....
როიალს კიდევ თუ მაგრად არ ჩაულბობ არ ეკარება.

პოსტის ავტორი: Che Dec 6 2013, 22:04

მეგობრებო, ვერანაირად ვასწავლე მაქსს წყლის დალევა. ცოცხალი თავით პირს არ აკარებს. ვინმემ ხომ არ იცით როგორ დავაჩვიო, ან რომ არ სვამს რამე ხომ არ დაუშავდება.

სულ მშრალად რომ ვაჭამო კანინი მაინც არ აკარებს პირს.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Dec 6 2013, 23:57

Che
იმედია ნუკრის კურცჰაარ მაქსის არ დაემსგავსება D.gif

პოსტის ავტორი: Che Dec 7 2013, 07:52

რატომ. იმან რა ჯადოქრობა ჩაიდინა :-D

პოსტის ავტორი: peggi Dec 7 2013, 23:17

აცრა უკვე შეგიძლია, მაგის და 2 დღის წინ ავცერი "Vanguard Plus"-ით. მეორე ლეკვიც გორში წამოვიდა. წარმატებებს გისურვებ.

პოსტის ავტორი: Che Dec 8 2013, 10:26

peggi
მადლობა. დღეს ვაპირებ ვეტერინართან მიყვანას და ალბათ ავცრი კიდეც.

პოსტის ავტორი: ilara Dec 8 2013, 12:14

გილოცავ მაგარია ძალიან და გისურვებ საუკეთესო მონადირე გაზრდილიყოს.დროდადრო ზრდასთან ერთათ ფოტოები დადე ხოლმე. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: Che Dec 8 2013, 12:25

ilara
მადლობა. სურათებს დავდებ ხოლმე დროდადრო.
დღეს ვეტერინარმა ჭიის წამალი დაალევინა კიდევ. წონას ცოტა ჩამორჩება და ათ დღეში ავცრათო.

პოსტის ავტორი: Che Dec 15 2013, 19:30

გორში იმხელა თოვლი მოვიდა გადავწყვიტე მაქის ქოხზე თბოიზოლაცია გამეკეთებინა. შედეკით კმაყოფილი დავრჩი

http://postimage.org/
http://postimage.org/app.php

http://postimage.org/
http://postimage.org/

მთავარია ახლა მაქსიც კმაყოფილი იყოს.

პოსტის ავტორი: feroni Dec 15 2013, 22:05

Che
თივა უკეთესად გაათბობს ძაღლს ვიდრე ნახერხი, ია ტაკ დუმაიუ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Che Dec 15 2013, 23:54

თივაში მკბენარები გაუჩნდებაო ვეტ ექიმმა და გამომაცვლევინა თორემ თივაში მყავდა.

პოსტის ავტორი: კუთხა Dec 16 2013, 07:19

Che
ხორბლის თივა არა ილო, ბზე-ს უძახიან, ისაა ძალიან კარგი, მეც ეგ მაქვს გაფენილი ჩემისთვის, ხორბლის თივაზე იაფიცაა, თბილიცაა და მეტ ხანსაც სძლებს

პოსტის ავტორი: achiko-l Dec 16 2013, 21:35

კარგი ლეკვია,მამა კარგი სისხლებიდან მოდის და თვითონაც მუშა ძაღლია,მაგ ლეკვის მამიდა მე მყავს.
დედაზე არ ვარ ინფორმირებული მარა იმედია გაამართლებს.
წარმატებები გაზრდა დაგეშვაში d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: Che Dec 16 2013, 21:57

ციტატა(archilich @ 16th December 2013 - 22:35) *
კარგი ლეკვია,მამა კარგი სისხლებიდან მოდის და თვითონაც მუშა ძაღლია,მაგ ლეკვის მამიდა მე მყავს.დედაზე არ ვარ ინფორმირებული მარა იმედია გაამართლებს.

achiko-l
მადლობა. გარჯა-შრომას არ ვიშურებ და ვნახოთ რა იქნება. დედაც ძალიან ნაქებია, ასე რომ აწი ვნახოთ რა იქნება newsmile05.gif

ციტატა(KTX-100 @ 16th December 2013 - 08:19) *
ხორბლის თივა არა ილო, ბზე-ს უძახიან, ისაა ძალიან კარგი, მეც ეგ მაქვს გაფენილი ჩემისთვის, ხორბლის თივაზე იაფიცაა, თბილიცაა და მეტ ხანსაც სძლებს

კუთხა
ვცდი მაგასაც კუთხაჯან, ვკითხავ აბა ჩვენს ვეტექიმს. ეგება თხა იყოს ტყუპი მაიგოს newsmile045.gif მადლობა

პოსტის ავტორი: ძამა Dec 17 2013, 14:05

Che

ერთი რა. ვიცი რობისთან ერთად ნანადირები მაქვს და ძალიან მაგარი ძაღლია კარგი ფაიკიკის და დიდი გამოცდილების მქონე

პოსტის ავტორი: კუთხა Dec 17 2013, 14:21

ისე ეგ ზღვის ქაფები საიდან მოიტანე? D.gif

პოსტის ავტორი: nikoloz dvali Dec 17 2013, 17:36

კაი ტიპია სასახელო გაგეზარდოს

პოსტის ავტორი: Che Dec 17 2013, 19:50

ციტატა(KTX-100 @ 17th December 2013 - 15:21) *
ისე ეგ ზღვის ქაფები საიდან მოიტანე?

კუთხა
სმაილი, გალაქსი და მეგატექნიკა მაქსის გვერდითაა D.gif

ციტატა(kokoloza @ 17th December 2013 - 18:36) *
კაი ტიპია სასახელო გაგეზარდოს

nikoloz dvali
მადლობა, იცოცხლეთ და გაიხარეთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Che Feb 8 2014, 14:14

3,75 თვის მაქსი newsmile05.gif




http://postimage.org/
http://postimage.org/app.php

პოსტის ავტორი: ilara Feb 8 2014, 14:21

კაი ტიპია შენ რო გაგიხარდება ისეთი გაზრდილიყოს newsmile027.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)