გამარჯობათ მეგობრებო.
დავიწყებ იქიდან, რომ მყავდა ძუ დრათჰაარი, ჩემი პირველი მეძებარი იყო, ძალიან ბევრი სასიამოვნო მომენტი უჩუქებია ჩემთვის, (ტყის ქათამზე ნადირობას ვგულისხმობ) ცხრა წლის იყო რო რაღაც ვირუსი მოერია , ვეღარ მიუსწარი და დაიღუპა. ძალიან დამწყვიტა გული აი ძალიან რასაც ქვია, იმ მომენტებს რო ვიხსენებ ხოლმე და რო ვაცნობიერებ რომ აღარ არის, ცრემლებს ძლივს ვიკავებ.
ეს სეზონი თითქმის ჩამამთავრებინა ისე წავიდა.
მოკლეთ დავრჩი უძაღლოდ, რა უნდა მექნა, დავიწყე ძებნა ლეკვი უნდა ამეყვანა, მონადირე, ოთხფეხა მეგობრის გარეშე რა მონადირეა?!
სეტერის სტილი ყოველთვის მომწონდა, მარტო გრძელი ბეწვის გამო ვიკავებდი თავს, შევაფურთხე ეშმაკს და გადავწყვიტე მაინც არჩევანი ლავერაკზე გამეკეთებინა. (ვითომ ერთი პერიოდი გორდონიც განვიხილე)
ბევრს აღარ გავაგრძელებ, ვნახე ეს განცხადება http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=13453
დაურეკე და ჩავედი სანახავათ,(ხაშურიდან) დამხვდნენ ეს მურთხები
https://postimg.cc/image/853eesc43/
ვათვალიერე, აქედან შევხედე იქიდან შევხედე და ეს ავარჩიე, თითქოს ყველაზე აქტიური ჩანდა და რაღაცნაირათ მომეწონა
გაიცანით ინგლისური სეტერი გაბი
https://postimg.cc/image/sv00e42dj/
დაბადების მოწმობა და საგვარეულო ნუსხა
https://postimg.cc/image/aaf1splfv/
https://postimg.cc/image/dommdss33/
მამაზე უფრო მეტს ამ ბმულიდან გაიგებთ ვინც არ იცის
http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=10863
ეს დედაა, მეტი სურათი არ მაქ, ორივე მშობელი სამ ფერშია
https://postimg.cc/image/h0udjf0bb/
ერთი მომენტი არ მომეწონა ყველაზე მეტად, ძალიან მოუვლელი და დაჩაგრული ლეკვები იყვნენ.
სახლში რო მოვიყვანე 1.900 გრამი გამოვიდა რო ავწონე თვენახევრის ლეკვი.
დავამუშავე ჭიაზე (დამუშავებულები არიანო თითონ კი თქვა მარა მაინც)
ვაცადე ცოტა ხანი (სახლში მოყვანიდან 9 დღე) ადაპტაციისთვის და ავცერი ამერიკული ვაქცინით ვანგარდით. ორ კვირაში გაუმეორე იგივე ვაქცინა და ეხლა 23 -ში უწევს მესამე ვაქცინაცია, ამით მორჩება ყველაფერი და მერე გარეთ სეირნობაც შეიძლება თამამათ
დღეს (10.04.2017) ავწონე და 5.300 გრამია. თვე და სამი დღეა რაც ჩემთანაა, მემგონი არაუშავს იმას თუ გავითვალისწინებთ როგორი წამოვიყვანე.
https://postimg.cc/image/emw869xvb/
https://postimg.cc/image/p6c1a6mbx/
ძაან ცელქი და მოუსვენარი ვიღაცაა, სულ ჩასაფრებული უნდა იყო აპარატით რო ცოტა ნორმალური სურათი გადაუღო
შევეცდები შიგადაშიგ ავტვირთო ხოლმე სურათები, ზრდასთან ესთად.
კიდე მაინტერესებს ამ ბუდიდან ჩვენიანს ხომ არ ყავს ვინმეს აყვანილი ლეკვი?
საინტერესოა როგორ გამოიყურებიან
მადლობა ყურადღებისთვის!
კარგია! წარმატებები თქვენც და გაბისაც!
სასახელფასო გაგეზარდოს ზოგადად, კარგი მწარმოებელია ლარიჩე
გილოცავ სასახელო გაგეზარდოს კარგი ლეკვი ჩანს, კარგი დედ მამის შვილიო რო იტყვიან !..
აბა კაი კაი ნადირობებში.........
გილოცავ
კაი ნადირობებში
dima71
ოთო.
ნუკრიMax
bubusicha
დიდი მადლობა მეგობრებო ყველას ჩემი სიხარულის გაზიარებისთვის!
ლამაზ ფერებშია. კარგი მონადირე დამდგარიყოს. ამ ცოტა ხანში მეც შემოვუერთდები სეტერისტებს.
სულ კაი ნადირობებში მეგობარო! რაღაც ამ ბოლო დროს დრათჰაარისტების სეტერისტებში გადასვლის ტენდენცია ჩანს
სასახელო გაგეზარდოს, გილოცავ წარმატებები შენ და გაბის აღზრდის გზაზე
უიარაღო
apxazi
general
გაიხარეთ მეგობრებო, დიდი მადლობა!
ლეკვის დედის მშობლებზე მეპატრონეები არასწორადაა მითითებული, პირიქით უნდა იყოს. ელმარი არის შუვალოვასი, ტავი ტეილორი ლოკოტკოსი.
http://eng-setter.ru/%D1%89%D0%B5%D0%BD%D0%BA%D0%B8/%D0%BF%D0%BE%D0%BC%D0%B5%D1%82%D1%8B/category/248-%D1%8D%D0%BB%D1%8C%D0%BC%D0%B0%D1%80.html
gagrinski
ამ შემთხვევაში ჩემთვის მაგ მექანიკურ შეცდომას დიდი მნიშვნელობა აქვს?
ჩემი პირველი საბუთებიანი ძაღლია და ცოტა ჩამოუყალიბებელი ვარ მაგ სფეროში.
მაქსიმუსა
უნდა ჩაასწორებინო აუცილებლად, არასწორად ცაიწერება მერე გაბის ლეკვების საბუთებშიც. ამას გარდა რაც მე ვნახე პირადად დედის მხრიდან საველე დიპლომი ქონოდეს ეგეთი ვერ ვნახე. წარმატებებს გისურვებ
gagrinski
შენ თვალს რა გამოეპარება .
ისე ეგ დიდი პრობლემა არ არის როცა პასპორტის ასაღებად მიხვალ ჩაასწორებიე გვარები და ეგ არის.
https://postimg.cc/image/twq12ld0r/
კარგია, გახუჭულია თუ ამ ზომის ბეწვი აქ?
bubusicha
მადლობა
მაქსიმუსა ზოგს შვილი არ ჰყავს ასეთი დამჯერი, რას ერჩი? მაგარი ძაღლი დადგება . წარმატებები.
p.s. ჩემი სეტერიც დაიბადა უკვე.
უიარაღო
დიდი მადლობა!
მაქსიმუსა
ძალიან კარგი ჭკვიანი და გონიერი ლეკვი ჩანს ამაშია სეტერის მთელი მუღამი რო ჭკუით გამოირჩევიან ეცადე ეგ ვარჯიში როცა მინდორში გაიყვან იქ გაუმეორო, წარმატებები კიდევ ერთხელ.
ოთო.
გაიხარე ოთო, მადლობა რო მბალეშიკობ.
რა თქმა უნდა გაუმეორებ, ოთახში დავიწყეთ და ეზოში გამოვედით. 23- ში მესამე აცრა უწევს, რომ ავცრი მერე გავისეირნებთ ბუნებაში ნელნელა, ვერიდები მაინც სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
ზოგჯერ მეც გამიწევსხოლმე გული ინგლისურისკენ მაგრამ მაინც ირლანდიურის ერთგული ვრჩები .
წამოიზარდა გოგო
[/url]
[/url]
ლამაზდება დღითი-დღე. მოტანა ეცოდინება ხომ უკვე. რა ხნისაა?
მაქსიმუსა
შეცვლილა მაგრად წონაში რამდენია ? კაი ზორბა ჩანს.
უიარაღო
მოტანა არ იცის, ჯერ არ დაგვიწყია. ტყეში გამყავს, მინდორში ამ დროისთვის და ვამყარებთ იმას რასაც სახლში უპრობლემოდ აკეთებს, დისტანციაზე დაწოლას ვამუღამებთ ეხლა რთული ასათვისებელი ყოფილა მინდორში მითუმეტეს, ჯერ ბეცივითაა მაინც ხუთჯერ მაინც მყავდა უკვე და ყურადღება გაურბის აქეთ იქით სხვადასვა ხმებზე.
ოთო.
კიი გაიზარდა 17-ში გახდა 4 თვის და 9.600 კგ
მაქსიმუსა
ადრევე უნდა ასწავლო მოტანა. ბურთით ან რბილი სათამაშოთი უნდა ეთამაშო და თამაშ-თამაშით ასწავლო მოტანა. ჩემს პოინტერს ყველაზე პირველი მოტანა ვასწავლე. 2 თვის იყო ნანადირევი იხვი რომ დავუდე და მომიტანა. იატაკს ვერ აცილებდე ისეთი პატარა იყო, ფეხებში ედებოდა იხვი და მაინც მომიტანა. მაგარი სასაცილო სანახაობა იყო. მაგ ბრძანებებთან ერთად მე მგონი დროა მოტანაშიც ავარჯიშო თორემ ასაკში რომ შევა მერე ძნელია მოტანის სწავლება.
უიარაღო
რა ვიცი ვიფიქრე მეთქი ჯერ ესენი დაამუღამოს თქო უფრო კარგათ.
ისე რაც იზრდება ვატყობ რომ კონტროლს ვკარგავ, ძაან ცელქობს.
გამარჯობათ მეგობრებო!
ცუდი სიტუაციის წინ ვდგავარ ნამეტანი, იქნებ რჩევები არ დაიშუროთ და გამომასწორებინოთ ეს სიტუაცია, დროც მაქ საკმარისი და ნერვებსაც მოვთოკავ როგორმე თქვენ „ლიჟბი” რამე მირჩიეთ.
რაშია საქმე, ჩემი ლეკვი ხუთი თვის ხდება უკვე და ვეღარ ვიმორჩილებ, მინდორში, თორე სახლში არაა პრობლემა. დამყავს ისეთ ადგილას რომ მწყერის ყოფნის ალბათობა არის ნოლი, იმდენად შორს გარბის რომ იკარგება თვალიდან, გინდ უძახე გინდ უსტვინე, აზრი არ აქ რო გაეკიდება ჩიტებს, მერე დამეძებს რო მოიგულისჭირებს თავისას, მაგ მომენტში აღარ ვეძახი ვემალები, რო მიპოვის როცა იქნება, გაუშვებ ისევ იგივე ხდება. ცემა არ მინდა ალბათ აზრი არ აქ. სწორი ძებნა მინდა ვასწავლო, ძალიან ენერგიული და აზარტული ლეკვია, სწორი მიდგომით კარგი მონადირე დადგება, უბრალოდ როგორ მოვიქცე რო დავიოკო ეგ მასწავლეთ.
ხოო კორდა მოვსინჯე დღეს, მაგრამ უშედეგოთ, იხლართება, ხან რას ედება ხან რას, ვფიქრობ თოკით ვერ გავართმევ თავს. რა ვიცი რა ვიცი....
ცადე აბა ეს, ჩემსას ქონდა შედეგი,
პირველი პუნქტია ყველაზე მნიშვნელოვანი გრძელი ქორდით გყავდეს მინდორში და ავარჯიშე აუცილებლად იქონიე სასუსნავი.
მაქსიმუსა
მე ზუსტად ეგ მეთოდი ვცადე დამალვისდა კაი ხანიც ვაძებნინე ჭინა სეტერს თავი. გაჭრა კიდევაც.
მაგრამ აქ მეორე მომენტიცაა, ჩემი სეტერი "ატეჩესტვენნი" წარმოების იყო ხოდა რომ გინდათ ევროპელები იმასაც შეეგუეთ რომ შორს გავა. ეგ სისხლში აქვს და მაგის გადაჩვევა საკმაოდ რთული, ან შეუძლებელია
რაშვები ამეცადინებ?
ოთო.
გუშინწინ მყავდა და შედეგი ხომ დავწერე, დაშხუილობს რაკეტასავით, დღეს მორიგე ვარ და ხვალ მოვახერხებ მემგონი გაყვანას, ვნახოთ როგორ მომიშლის ნერვებს
მაქსიმუსა
სულ ტყუილად ნერვიულობ. მასე უნდა იყოს როგორც არის. ასაკთან და პრაქტიკასთან ერთად ყველაფერი ზუსტად ისე დალაგდება როგორც შენს ხასიათში ჯდება.
ოთო.
კიდე მყავდა გაყვანილი, კორდა აღარ მისინჯია, ვერ ვიხმარე ვერანაირად და შევეშვი.
ისევ იგივე სურათია.
ხო მართლა ისეთ ადგილებში ხომ არ გადავიყვანო სადაც, უკვე მწყერი შეიძლება შეხვდეს? რას მირჩევთ?
ძებნით ეძებს, რას თითონაც არ იცის მაგრამ სულ დვიჟენიაშია და მწყრის სუნი რო დაკრავს არ დადგება ნაბულზე ვითომ?
თუ ჯერ სამაგისოთ პატარაა? (5 თვისაა)
მაქსიმუსა
ადრეა ჯერ პატარაა.
ჯერ ეცადე ძაღლი დაიმორჩილო ასწავლო სწორად სირბილი და მერე ნადირობა.
წელს მე მაინც მოვარიდებდი ნადირობას მთელ ყურადღებას მაგის მინდორში დამორჩილებაზე გადავიტანდი , პარალელებზე სირბილს ვასწავლიდი დაძახებაზე მოსვლას. გაზაფხულიდან გადავიყვანდი გეშვაზე ჯობია წელს მოითბინო და მერე სანამ გეყოლება მაგის მუშაობით სიამოვნება მიიღო.
მაქსიმუსა
შვიდი თვისაა ახლა გაბი. როგორ გამოიყურება. რა მიღწევები გაქვთ?
უიარაღო
ბოდიში, გარკვეული მიზეზების გამო იშვიათად შემოვდიოდი ფორუმზე.
გაბი ეხლა 10 თვისაა და გამოიყურება ასე
https://postimages.org/
https://postimages.org/
https://postimages.org/
მიღწევებს რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად დამყავდა მწყერზე (კვირაში სამი—ოთხჯერ) ნაბულს არ აკეთებდა, ბოლოს უკვე სანთლით საძებარი რომ გახდა მწყერი, ბოლო ორ გაყვანაზე გააკეთა თითო თოთო ნაბული, მერე აღარ გამიყვანია მინდორში, პირდაპირ ქათამზე მივიტანეთ იერიში და გაბიმ დაიწყო და რა დაიწყო, ნაბულით ამოყავდა ქათმები სულ, წელს 7 ავიღე 6 ნაბულით, ერთი ფეხზე, აცელა და უსროლელად გაქცევა ალბათ ორი იმდენი. ნაბულზე ძირითადად ეგეც.
ერთი რაცაა და არ მომწონს მეკარგება ტყეში გარკვეული დროით, თუ დიდი სივრცეა ტყის მაგ შემთხვევაში, თუ ტერასებია სანადიროთ, სხვა გზა არ აქ და ნადირობს, ნაბულზე მელოდება, კვლავიდან ბიპერს გაუკეთებ და ეგაა, შორს გასვლას ვერ აუკრძალავ რა უყო, ხო მართლა კაკაბი ვანახე და ნაბულზე ბრძანებით ორი ცალი ამოაგდო, ძალიან გამისწორდა რასაც ქვია. მოკლეთ ნადირობის დიდი ჟინი აქვს და სწრაფი ძებნა, საშვალოზე დიდი ყნოსვა ჩემი შეფასებით. დანარჩენს ნელნელა დრო და გამოცდილება მიცემს.
ეს სურათები, იმის სუღათს შეგნებულად არ ავტვირთავ
https://postimages.org/
https://postimages.org/
https://postimages.org/
https://postimages.org/
მაქსიმუსა
მშვენიერი გოგო დამდგარა გილოცავ!.
ბიპერს თუ უყიდი მაგრად გაგიადვილდება ტყეში,
კარგია თუ ქათამს ალღო აუღო ბევრ გამოცდილ ძაღლს უჭირს მაგის პოვნა, მოკლედ კარგი ძაღლი გყავს გილოცავ.
ოთო.
მადლობა ოთო გაიხარე ძმაო, მსიამოვნებს იმედებს რო ამართლებს და თქვენც გისურვებთ ყველას კარგ მონადირე ოთხფეხა მეგობარს
წარმატებებს გისურვებთ. ძალიან საჭირო დროს დაპოსტე. ჩემი 8 თვის ხდება და ვყოყმანობდი, გამეყვანა თუ არა წელს ქათამზე. ამ პოსტის შემდეგ თამამად გავიყვან ქათამზე ზოროს. მწყერზე გაიხსსნა. ვნახოთ ქათამზე რას იზამს.
უიარაღო
მადლობა მეგობარო თქვენც გისურვებთ წარმატებებს.
მწყერზე თუ გაიხსნა მაშინ ქათამზეც იმუშავებს, მთავარია არ მოერიდოს ჯაგებში შესვლას, გაბი პირიქით იყო, დიდ ინტერესს იჩენდა ბუჩქების და ჯაგების მიმართ, როცა მინდორში ან სასეირნოთ გამყავდა , შეძვრებოდა არ ერიდებოდა არაფერს. რო შეხვდება გაშეშდება უეჭველათ.
ამას აბა კაკაბი სად ყავდა ნანახი, როგორც კი იყნოსა ეგრევე გაშეშდა
შენ შემთხვევაშიც იგივე მოხდება
აბა წარმატებები და ველოდებით მოვლენების განვითარებას
დღეს ჩემი ცუგო ერთი წლის გახდა
[/url]
სურათი ძველია ალბათ. რა ხნის იყო მაგ დროს? ფაქტიურად ძაღლია უკვე ისე ნადირობს. ინგლისური სეტერები მართლა ქათამზე სანადიროდ არის შექმნილი. ჩვენც გვაქვს რაღაც მიღწევები. ერთხელ მოვიცლი და გადავუღებ სურათებს.
https://postimages.org/
https://postimages.org/
2 წლის და 3 თვის
შედეგები არაფერი გვაქ, შარშანდელი წელი მთლიანად გაგვიცდა
კარგად გამოიყურება
ლეკვები ხოარ ყოლია ჯერ ?
ოთო.
ბევრს ნუ გააცდენინებ არ არის კარგი ყველაფერი უნდა გამოსცადოს, კარგ ხვადს შეგარჩევინებ თუ სურვილი გექნება.
კარგი ტიპია აშკარად. ვერ ანადირებ თუ რატომ გაგიცდათ წინა წელი?
ძალიან ცუდი, იმედია ახლა ყველაფერი კარგადაა გაფრთხილება უნდა ყველაფერს.
მაქსიმუსა
ჯანმრთელობას გისურვებ ჩემო კარგო. რაც შეეხება გაბის, ისწავლის ყველაფერს ისეთი ეშმაკი თვალები აქვს მაგას. ????
ოთო.
ჩელე
მადლობა კეთილი სურვილებისთვის მეგობრებო, გაიხარეთ
https://postimages.org/
გაბი ფორმაშია
მალადეც გაბის და შენ. ჩემსასაც გაბი ქვია)))
ერთი რა მაინტერესებს,პირველ გვერდზე გიწერია გრძელი ბეწვის გამო ვიკავებდი თავსო, მაინტერესებს ეხლა რა აზრის ხარ ? არის პრობლემა გრძელი ბეწვი? ღირს შეგუება? ზუსტად ეგ გარემოება მაფიქრებდა ყოველთვის და მაგიტომ გეკითხები. ვფიქრობ მეც ხომ არ მივაფურთხო ეშმაკს? ))))
გასაგებია. წარმატებებიი.
შეჯვარებას თუ დააპირებ დავფიქრდები...
ვფიქრობ ლეკვი ავიყანო თუ არა და მანამდე ჩამოვყალიბდები
https://postimages.org/https://postimages.org/
https://postimages.org/https://postimages.org/
https://postimages.org/
უხდება სეტერს ტყის ქათამი.
გამარჯობათ მეგობრები, ჩემი ცუგა ამძუნებულია, უკვე მერვე მეცხრე დღეა, ხოდა სასიძოს ვეძებ, დამეხმარეთ შერჩევაში, სასურველია სამფერში რომ იყოს, ერთი პრობლემაა ოღონდ ხაშურში ვართ
მაქსიმუსა
რაქენი დართე ?
გვიან ვნახე პოსტი თორე დაგეხმარებოდი :(
ვაახ ძალიან ცუდი ამბავია,
თუ რამე გამოჩნდა შეგეხმიანები .
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)