თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები _ ინგლისური სეტერი ზორო

პოსტის ავტორი: უიარაღო May 15 2017, 08:44


არაერთი ძაღლი მყოლია; კურცჰაარები, პოინტერი, დრათჰაარი. ყველა მყავს სულ პატარა ასაკიდან გაზრდილი. ამჯერადაც 27 დღის ლეკვი ავიყვანა. ინგლისური სეტერი. სეტერი აქამდე არ მყოლია, მაგრამ დიდი ხანია მომწონს მათი ძებნის სტილი. ამჟამად მყავს 4 წლის დრათჰაარი. პრაქტიკული ძაღლია. ნადირობის შედეგით ჩემ მეგობრების პოინტერებს ტოლს არ ვუდებთ, მაგრამ შედეგის გარდა სხვა მოთხოვნილებაც გამიჩნდა. მინდა სეტერის კატისებური ძებნის მანერითაც დავტკბე ნადირობისას. ამიტომ გადავწყვიტე მეორე ძაღლიც ამეყვანა.
ზორო დაიბადა 2017 წლის 17 აპრილს, ინტერნაციონალურ ოჯახში. დედა- ქართველი "ლედი" მფლობელი ოთარ ქორიძე. მამა-ნოლანი საბერძნეთიდან, მფლობელი ქოჩიაშვილი.
ჩემი ლეკვი გამოირჩეოდა თანამოძმეებისაგან შეფერილობით. თვალებზე უკეთია ზოროს ნიღაბი, ამიტომაც დავარქვი ეს სახელი. უკვე ორი დღეა სახლში მყავს, ცოტა შეეგუა დაობლებას. უკვე იყეფება კიდეც და აქვს კბენა-ღეჭვის მოთხოვნილება. ჯერჯერობით ვაძლევ მაწონში შერეულ სახლის კვერცხის გულს, საბავშვო კაშა ნესტლეს და ძროხის რძეს. ლეკვის საკვები ვუყიდე მაგრამ მაინც-და მაინც არ მოსწონს. დრო და დრო დავდებ სურათებს თუ როგორ იზრდება. მინდა ნამდვილ მეგობრად გავზარდო და კარგი მონადირე დავაყენო. ვნახოთ რა გამომივა.

პოსტის ავტორი: ოთო. May 15 2017, 08:55

უიარაღო

გილოცავ სასახელო გაგეზარდოს ერთი ორი ფოტოც დაურთე შეგვახედე როგორია.

პოსტის ავტორი: უიარაღო May 15 2017, 09:03

ოთო. მადლობა.
სურათები აუცილებლად. გადამაქვს კომპიუტერში და ჩავსვავ.

პოსტის ავტორი: უიარაღო May 15 2017, 09:56
















ჯერჯერობით სულ ეს სურათები მაქვს.

დრუნჩზე თითქოს მოყვითალო ელფერი დაჰკრავს. შეიძლება მეჩვენება. იქნებ სამფერიც გამოვიდეს. დედა არის თეთრი შავი ხალებით. მამა თეთრი წითელი ხალებით.

პოსტის ავტორი: samsoni777 May 15 2017, 09:57

კარგი მონადირე გაზრდილიყოს newsmile027.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო May 15 2017, 10:33

samsoni777
მადლობა. ცდას არ დავაკლებ რომ კარგი მონადირე გავზარდო. ისეთი კარგი რომ ჩემ ავატარზე შევცვალო წინა ძაღლის სურათი და ზოროს სურათი დავაყენო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა May 15 2017, 19:44

უიარაღო
გილოცავ მეგობარო ძაან მაგარია!
ლამაზი იქნება ძალიან რო დაიფერება ბოლომდო, მესამე ფერიც თუ გამოერია ხო ვაფშე.
წარმატებებს გისურვებთ ორივეს. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: და.კარ May 15 2017, 19:49

ციტატა(უიარაღო @ May 15 2017, 10:56) *















ჯერჯერობით სულ ეს სურათები მაქვს.

დრუნჩზე თითქოს მოყვითალო ელფერი დაჰკრავს. შეიძლება მეჩვენება. იქნებ სამფერიც გამოვიდეს. დედა არის თეთრი შავი ხალებით. მამა თეთრი წითელი ხალებით.

"ეგ არის "მაჩაბლის კლუბის" საგვარეულო , ე.წ დავით ცხვედიანის კლუბის საგვარეულო ნუსხა, ეს კლუბი არ არის გაწევრიანებული საქართვწლოს კინოლოგიურ ფედერაციაში(fci) და ამიტომაც არაღიარებს fci ცხვედიანის კლუბის საგვარეულოს. რაც შეეხება ამ საგვარეულოს 100%ით ნაღდია და ამაში ეჭვი არ შეიტანო. უბრალოდ ეს საგვარეულო ვერასდროს გახდება საერთაშორისო. ძაღლს გაიყვან გამოფენაზეც, შეჯიბრზეც მხოლოდ და მხოლოდ იმაზე რასაც დავით ცხვედიანი ჩაატარებს და არა fci. თუ აუცილებლად fci -ის საბუთი გინდა აიღებ მგ ლეკვის მამი საგვარეულოს რომელიც საბერძნეთიდანაა და აქვს საერთქშორისო საგვარეულო ნუსხა, მიხვალ fci-ში და გაგიკეთებენ საგვარეულოს რომელსაც მხოლოდ მამის მხარე ექნება , დედის მონაცემები არ ჩაიწერება რადგან დედაც და დედის წინაპრებიც მხოლოდ ცხვედიანია საგვარეულოს ფლობენ. მხოლოდ და მხოლოდ ამის გაკეთება შეგიძლია რაც 100% ით ვიცი "!!! ეს მითხრეს ამ საბუთებთან დაკავშირებით


პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 15 2017, 22:58

უიარაღო
მაგარ ნადირობებში

ალექსას ძაღლიც მაგარია და ოთარასიც

პოსტის ავტორი: უიარაღო May 16 2017, 08:30

ჭალიმგელა
მადლობა. ოთარის ძაღლთან მინადირია და ვიცი რომ კარგია. გენიოლოგია კარგი აქვს ჩემს ლეკვს. დანარჩენი უკვე ჩემზეა. საკუთარ შეცდომებზე ბევრი ვისწავლე. რაც არ ვიცი თქვენ გკითხავთ და იმედია გავზრდი ისეთს მე რომ მინდა. ვაპირებ გამოფენა-შეჯიბრებზე გამოყვანას შემდგომში. ვნახოთ რას შევძლებთ.

პოსტის ავტორი: ჩელე May 16 2017, 08:44

უიარაღო

გილოცავ. სასახელო გაგეზარდოს. სახელიც მაგარი აქვს. კაციშვილს ვერ დავარქმევინე ვერავის ეგ სახელი. არა და მაგარი სახელი.... newsmile05.gif მოკლედ წარმატებები შენც და შენ ზოროსაც....

პოსტის ავტორი: უიარაღო May 16 2017, 10:44

ჩელე მადლობა.
სახელს რაც შეეხება თავისით მოვიდა ფიქრის გარეშე. წამოსაყვანად რომ მივედი ჯერ ლეკვი არჩეული არ მყავდა. ხელში ვიყვანდი და ვამოწმებდი. ამის აყვანა რომ დავაპირე იქით გაიქცა და დავუძახე: ეი ზორო მოდი აქ. შემდეგ ეს ლეკვი ავირჩიე და ის სპონტანური წამოძახება დავარქვი სახელად. ვფიქრობ შესაფერისია ზოროს ნიღბიან ლეკვისათვის newsmile05.gif
აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობარ ოთარს ასეთი მშვენიერი საჩუქრისათვის.

პოსტის ავტორი: შადი შამოდი May 16 2017, 10:51

ცხვედიანის საგვარეულო კი არ არის და ცხვედიანი კი არ ატარებს შეჯიბრებებს და გამოფენებს, არამედ "სანადირო მეძაღლეობის საზოგადოება..", რომელიც "მონკავშირის" კინოლოგიური სექციის სამართალმემკვიდრეა და ასწლიანი უწყვეტი მოღვაწეობის ისტორია აქვს. რაც შეეხება ფცი-ს, დედის მხარე არ ჩაგიწეროს და მხოლოდ მამის მხარე ჩაგიწეროს, გამორიცხულია. ე.ი. არასრულყოფილ "ლიპა" საბუთში გახდევინებენ ფულს.

პოსტის ავტორი: apxazi May 16 2017, 13:23

უიარაღო
გილოცავ მეგობარო, სულ კაი ნადირობებში და სასხელო მონადირე გაგეზარდოს.
ძროხის რძეს მაინცდამაინც არ აქებენ ლეკვისთვის თუ არ ვცდები, ან 1-1ზე წყალში უნდა გაურიო

პოსტის ავტორი: უიარაღო May 16 2017, 13:38

apxazi
მადლობა მოლოცვისათვის. უფრო მაწონზე მყავს. რძეს პედიგრის დასალბობად ვიყენებ. მაგრამ ჯერ პატარაა ლეკვის პედიგრს ძნელად ჭამს.

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა May 16 2017, 19:23

ციტატა(uiaragho @ 16th May 2017 - 14:38) *
რძეს პედიგრის დასალბობად ვიყენებ.

აი ზუსტად რომ ეგ არ შეიძლება! რძის ნაწარმიდან ყველაზე უწყინარი ხაჭოა ლეკვისთვის, რძეს მოერიდე, კუჭს აუშლის, მითუმეტეს პედიგრში, დასალბობად გამოიყენე სასმელი წყალი, ერთი საათით ადრე დაასხი და შეიწოვს, დალბება, დოზას თითონ მიხვდები. კიდევ ერთხელ გილოცავ.

პოსტის ავტორი: და.კარ May 16 2017, 20:45

ზოროს მალე და გაუწევს კონკურენციას D.gif D.gif D.gif D.gif D.gif სახელი ჯერ არ მაქვს შერჩეული !!! და გაზრდას რაც შეეხება საერთოდ არ მაქვს გამოცდილება და აქტიურად ვეცნობი ლიტერატურებს

პოსტის ავტორი: უიარაღო May 17 2017, 08:47

და.კარ
რომ აიყვან გაუხსენი დღიური და დავაკვირდეთ როგორ იზრდება. თემას რომ გახსნი მაშინ მოგილოცავ, შენ თემაში newsmile05.gif


მაქსიმუსა
მადლობა რჩევისათვის. მოხარშულ კვერცხის გულს ვაძლევ მაწონში. იმედია ეს მაინც შეიძლება. კიდევ პედიგრის ფირმის ხორცის სოუსს ვაძლევ . ძალიან უყვარს, თუმცა თხიერ საკვებს უფრო ადვილად იღებს, მყარის აღება უჭირს რადგან ჯერ ისევ წოვის რეფლექსი აქვს. ჭიაზე რა ხნიდან დავამუშაო?

პოსტის ავტორი: ოთო. May 17 2017, 16:47

უიარაღო

საერთოდ ჭიაზე 1,5 თვიდან მუშავდება, კარგ ხარისხიან მშრალ საკვებს თუ მისცემ მაწონში დამბალს კარგი იქნება,იმდენ ხანს დაულბე რომ ხელით გასრესა შეძლო მერე მიეცი, მე კვირაში სამი დღე სკუმბრიას ვაძლევდი პატარა ნაჭერს მოვხარშავდი იმავე წვენში საკვებს ვულბობდი მერე ამ თევზს დაუქუცმაცებდი და მაგრად მიირთმევდა.

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა May 18 2017, 12:43

ციტატა(uiaragho @ 17th May 2017 - 09:47) *
ჭიაზე რა ხნიდან დავამუშაო?

ჭიაზე რაც მალე დაამუშავებ მით უკეთესი, სამ-ოთხ თვეში ერთხელ ამუშავებ მერე პროფილაქტიკის მიზნით.

პოსტის ავტორი: და.კარ May 19 2017, 07:41

ციტატა(უიარაღო @ May 17 2017, 09:47) *
და.კარ
რომ აიყვან გაუხსენი დღიური და დავაკვირდეთ როგორ იზრდება. თემას რომ გახსნი მაშინ მოგილოცავ, შენ თემაში newsmile05.gif


მაქსიმუსა
მადლობა რჩევისათვის. მოხარშულ კვერცხის გულს ვაძლევ მაწონში. იმედია ეს მაინც შეიძლება. კიდევ პედიგრის ფირმის ხორცის სოუსს ვაძლევ . ძალიან უყვარს, თუმცა თხიერ საკვებს უფრო ადვილად იღებს, მყარის აღება უჭირს რადგან ჯერ ისევ წოვის რეფლექსი აქვს. ჭიაზე რა ხნიდან დავამუშაო?

მე როგორც ვიცი , ჯერ არ შეიძლება მოხარშული კვერცხის გული , უმად უნდა მისცე , და სასურველია მაწონი და ხაჭO ნაკლებად ცხიმიანი

პოსტის ავტორი: უიარაღო May 19 2017, 08:59

1 თვის იწონიდა 1400 გრამს. ცოტა პატარა იყო თავის და-ძმებთან შედარებით.
გუშინ გავუკეთე ბოჩოლის ხორცის და ძვლების ბულიონი. ძალიან მოეწონა. ახალ ინფორმაციას დავდებ 2 თვის რომ გახდება. ვნახოთ რა წონას აკრეფს და როგორ შეიცვლება. წინა კიდურებზე უკვე დაეტყო შავი კოპლები.

პოსტის ავტორი: შადი შამოდი May 19 2017, 16:36

1 400გ 1 თვისთვის ძალიან ცოტაა, მინიმუმ ორჯერ მეტი უნდა ყოფილიყო. სავარაუდოდ, ჭია ეყოლება, თან მომეტებულად. ახლავე დაამუშავე, არ გადადო. 22- 24 დღისებს ვასმევდი ჭიის წამალს.

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა May 20 2017, 08:32

ციტატა(shadimani @ 19th May 2017 - 17:36) *
ახლავე დაამუშავე, არ გადადო. 22- 24 დღისებს ვასმევდი ჭიის წამალს.

+1
აუცილებლად

პოსტის ავტორი: უიარაღო May 20 2017, 11:24

დავამუშავე გუშინ. დილას რომ შევედი ლეკვის ოთახში სასწაული ვნახე. სამი დიდი გროვა ჭიები ეყარა. ამდენი როგორ ეტეოდა მუცელში გასაკვირია. ვეტაფთიაქში მითხრეს რომ 10 დღეში უნდა გამეორება. რას იტყვით 10 დღე ბევრი ხომ არაა?

პოსტის ავტორი: kobavar May 20 2017, 14:47

უიარაღო
არა ბევრი არ არის ამ ათი დღის განმავლობაში კუჭში ისევ ცვლილებები მიდის წამლისგან მიღებული,ადრე რომ მისცე შეიძლება დოზის გადახურებისგან მოკვდეს ასე რომ ნუ ჩქარობ

პოსტის ავტორი: apxazi May 20 2017, 18:39

უიარაღო
თან ჭიებმა შეიძება კვერცხები დატოვეს მუცელში დაა ამ 10 დღის განმავლობაში გამოიჩეკება ყველა...
შემდეგაც უნდა გაუმეორო ხოლმე პერიოდულად რამოდენიმე თვეში ერთხელ

პოსტის ავტორი: dima71 May 21 2017, 13:46

10 დღის შემდეგ თუ კიდევ ბლომად დაყარა,12-13 დღის შემდეგ დიდი ალბათობით დაუნიშნავენ კიდევ !!! ასე მოხდა ჩემ ჩემთხვევაში მესამედ დაჭირდა.. აგერ მყავს პატარა ტერორისტი!

პოსტის ავტორი: და.კარ May 29 2017, 10:20

მე ზოროს და ავიყვანე , აახალ პოსტს აღარ შევქმნი და ბარემ აქვე გკითხავთ , ვეტერინართან რომ მივიყვანე ნემსი გაუკეთა უფრო ეფექტრუიაო , ჩემმაც ბლომად დაყარა ჭია , 2 დღე "მშობიარობდა" , და რომ დავურეკე 3-4 თვე ჭიაზე დამუშავება აღარ უნდაო , ახლა თვენახევრისაა და უკვე პირველი აცრა უწევს . როგორ მოვიქცე ?

პოსტის ავტორი: ოთო. May 29 2017, 17:32

და.კარ

წამალს ორჯერ უნდა გამეორება ნემსზე არ ვიცი შეიძლება ერთიც კმარა, აცრას რაც შეეხება აცადე ერთი კვირა და აცერი მერე .

პოსტის ავტორი: ჯოლა May 29 2017, 18:37

ოთო.
დრონტალ+ აღარ უნდა ორჯერ

პოსტის ავტორი: უიარაღო May 31 2017, 08:48

10 დღეში 1300 გრამი მატება აქვს. თვე ნახევრის ხედება და 2 კილო 700 გრამია. აცრის დრო აქვს მგონი და ვიტამინებიც დასჭირდება ალბათ. აბა რას მირჩევთ . ადრე ხომ არაა.

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა May 31 2017, 11:41

უიარაღო
მატება კარგი აქვს, აცრით უნდა აიცრას უკვე, ჭიის წამალი თუ დაუმთავრე და 5 დღე მაინც არის გასული აცერი ნუღა დაუგვიანებ, ვიტამინების რა გითხრა აბა?, მე ჩემისთვის არაფერი მიმიცია დამატებით და კია შველივით, მთავარია რეჟიმი და სწორი კვება, ბოსტნეული მიეცი გახეხილი უმათ არაფერი ვიტამინები არ უნდა და მზის სხივი არ მოაკლო. სტაფილო, ჭარხალი კომბოსტო ბურგალური რავი კიდე რაც შედის უმათ გახეხილი მიეცი, აქედანვე შეაჩვიე ბოსტნეულს ძალიან სასარგებლოა, ხო კიდე ვაშლიც მოუჭერი ხოლმე ცოტა არ იტყვის უარს.

პოსტის ავტორი: უიარაღო May 31 2017, 14:31

29 მაიის მივეცი მეორედ ჭიაზე წამალი. ესე იგი ცოტა კიდევ უნდა დავილოდო.
მაქსიმუსა
მადლობა გამოხმაურებისათვის.

პოსტის ავტორი: და.კარ Jun 6 2017, 08:54

აცრას რაც შეეხება მარემ ამასაც გკითხავთ newsmile05.gif 1 ივნის ჩაუტარდა 1 აცრა ( ავცერი ამერიკული ვაქცინით ) ვეტერინარმა მეორე აცრა 21 დღეში დაუნიშნა , ხოლო სხვა ვეტერინარმა მითხრა წესით 14 დღეში უნდა მეორე აცრაო , თუ გადააცილებ 1 ვაქცინას აზრი ეკარგებაო , მირჩიეთ რამე როგორ მოვიქცე ? :(

პოსტის ავტორი: უიარაღო Jun 6 2017, 10:43

გუშინ, ანუ 5 ივნისს ჩავუტარე პირველი ვაქცინაცია ზოროს. ამერიკული ვაქცინით (თუ სწორედ მახსოვს ვირამაქსი) 21 დღეში , ანუ 26 ინვიის უწევს განმეორებით და შემდეგ 6 თვისას თუ ექვსი თვის შემდეგ, ამას დავადგენ. წონაში და ზომაში საკმაოდ გაიზარდა. ვაქცინაციის წინ დავბანე ინსექტიციდური შამპუნით. დავუწყე ვიტამინებიც. ზუსტად 2 თვისას ავწონი და ახალ სურათებსაც დავდებ. კოპლები უკვე გამოეკვეთა, თუმცა მესამე ფერი არსად არ ჩანს. ანუ ორფეროვანი იქნება.

და.კარ
დათუნა შენს ლეკვსაც გაუხსენი ცალკე თემა და დადე სურათები და ინფორმაცია თორემ ზოროს დღიური შერეული თემებით გამოდის.

პოსტის ავტორი: უიარაღო Jun 9 2017, 08:09

გუშინ გვქონდა პირველი გაკვეთილი მოტანაზე. პირველი ცდაზე მომიტანა, ანუ ყოველგვარი სწავლების გარეშე. პატარა რბილი სათამაშოთი ვეთამაშე. კბენის მოთხოვნილება აქვს, ყველაფერს კბენს. ამ სათამაშოსაც დაუწყო კბენა. შემდეგ გადავაგდე შორიახლოს , გაეკიდა, სტაცა პოირი და მომიტანა. შემდეკ კიდევ და კიდევ, თანდათან მანძილიც გავზარდე.
აქედან ვასკვნი რომ ინსტიქტში აქვს აპორტი.

პოსტის ავტორი: ოთო. Jun 9 2017, 19:30

ყოჩაღი ბიჭია ზორო წარმატებები.

პოსტის ავტორი: უიარაღო Jun 19 2017, 08:32

2 თვის გახდა . პირველი აცრა უკვე გაკეთებული აქვს. სურათის გადაღება საკმაოდ გართულდა. ერთ ადგილას არ ჩერდება. სულ დარბის. სულ იკბინება , სულ მოძრაობაშია. ვეღარ ვწონი ჯერჯერობით, სამზარეულოს სასწორი (რითაც ადრე ავწონე) აღარ გამოდგება. გაიზარდა საკმაოდ.
დავდებ ერთი-ორ სურათს დილის გასეირნების შემდეგ. ცვრიან ბალახში ცოტა დასველდა.

http://radikal.ru



http://radikal.ru



http://radikal.ru

პოსტის ავტორი: უიარაღო Jun 19 2017, 08:59

იზრდება ზორო და ეზრდება ნიღაბიც D.gif

პოსტის ავტორი: ოთო. Jun 19 2017, 12:10

მაგარ ვიდზე მოსულა.

პოსტის ავტორი: samsoni777 Jun 20 2017, 09:20

კაი ტიპია, როცა იქნება ალბათ მეც მანადირებ ზოროსთან ერთად D.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Jun 20 2017, 10:31

samsoni777

აბა რაა. მწყრის სეზონი რომ დადგება შევხმიანდეთ და დავგეგმოთ ერთობლივი ნადირობა. ვაჟა ფშაველას 54 ნომერში ვცხოვრობ.

პოსტის ავტორი: samsoni777 Jun 20 2017, 15:30

ციტატა(უიარაღო @ Jun 20 2017, 11:31) *
samsoni777

აბა რაა. მწყრის სეზონი რომ დადგება შევხმიანდეთ და დავგეგმოთ ერთობლივი ნადირობა. ვაჟა ფშაველას 54 ნომერში ვცხოვრობ.


newsmile027.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Jul 11 2017, 08:36

ერთ კვირაში სამი თვის გახდება. 2 აცრა გავუკეთე. მესამე აცრა როგორც ვეტაფთიაქში მითხრეს 6-7 თვისას სჭირდება. კბილების ცვლისასო. ცოტა ცოტა რაღაცეები ისწავლა. ისწავლა მოტანა, დაძახებაზე მოსვლა. რაღაც აკრძალვებსაც შეეჩვია. ესეც ამ დილის სურათები ჩემს მოდრატჰაარო ელემენტთან ერთად გადაღებული.

http://radikal.ru

http://radikal.ru

http://radikal.ru

http://radikal.ru

http://radikal.ru

http://radikal.ru

http://radikal.ru


ისეთი გაცელქებულია მეტი რომ არ შეიძლება. სისხლს გვიშრობს მე და ტერის.

პოსტის ავტორი: უიარაღო Jul 24 2017, 08:42

ზორო სამი თვის. იცის მოტანა. გუშინ პირველად გაეცნო წყლის სტიქიას. იცურავა. მე მგონი მოეწონა.

http://radikal.ru

http://radikal.ru

პოსტის ავტორი: ოთო. Jul 24 2017, 19:45

დიდი ბიჭია უკვე წარმატებები კიდევ ერთხელ.

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 12 2017, 10:33

მალე ოთხი თვის გაზდება ზორო. იცის აპორტი. გაიზარდა საგრძნიბლად, სათანადოდ ვერ ვუვლი სამსახურის გამო. თავიდანვე ორჯერად კვებაზე მყავს თუმცა საკვებს ბევრს ვუტოვებ რომ დილის 8 დან საღამოს ექვსამდე ჭამოს. 3 თვის და 25 დღის იწონის ზუსტად 10 კილოგრამს.


http://radikal.ru

http://radikal.ru

http://radikal.ru

http://radikal.ru

http://radikal.ru


პოსტის ავტორი: ჯოლა Aug 12 2017, 10:42

როგორც ვატყობ სეზონის ბოლოსკენ უკვე გამართულად ანადირებ small3d018.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 12 2017, 13:24

მწყერზე ვერ ვანადირებ თუმცა მცირე გასვლებს მოვუწყობ აზრზე რომ მოვიდეს ცოტა და გაიგოს მწყერი როგორია. რაც მაფიქრებს და ვერ გადამიწყვეტია არის ის რომ, ქათამზე გავიყვანო თუ არა. 7-8-9 თვის იქნება მაშინ. უმეტესობის აზრით ,რაც ინტერნეტში გადავხედე , სანამ მწყერზე არ ჩამოყალიბდება მანამდე ქათამზე არ უნდა დაიგეშოს. მცირე ნაწილი იძახის რომ ადრეულ ასაკში ქათამზე გაყვანით არ გაფუჭდება. არგუმენტებიც ისე მოჰყავთ რომ ორივე მხარე სიმართლესთან ახლოსაა. ამ ფორუმელების აზრიც მაინტერესებს როგორ მოვიქცე?
და კიდევ ერთი "შიში" მაქვს ასაკთან შედარებით პატარა წონის ხომ არაა. გამხდარი არ არის. ვაჭმებ პროპლანს და ადამიანების საკვებს (ბორში, მოივა თევზი, ყაურმა ღვიძლებს ვურჩევ....)

პოსტის ავტორი: ოთო. Aug 12 2017, 14:18

ქათამზე ნადირობა დიდ ძაღლებსაც უჭირთ მაგრად იმალება ეგ დალოცვილი შეიძლება ლეკვმა საერთოდ ვერ ნახოს და ვერ მიხვდეს რას ეძებს მერე გადაერთოს სხვა ფრინველზე მაგალითად შაშვზე და საერთოდ აურიოს.

მწყერით დააწყებიო ჯობია სექტემბერი ოქტომბერში უკვე კაი დიდი იქნება ეზოს პირობებშიც შეიძლება მეცადინეობა.

ტანი არ უჩანს პატარა გამხდარიც არ არის ყველაფერი რიგზე აქ ჩემი აზრით.


პოსტის ავტორი: უიარაღო Sep 29 2017, 08:30

5 თვის ზორო და მისი დაწყებითი კლასის პედაგოგი ტერი.

http://radikal.ru


პოსტის ავტორი: უიარაღო Jan 23 2018, 10:07

9 თვისაა უკვე ზორო. ნადირობს მწყერზე, 2 გასვლა გვქონდა ქათამზეც. ეს ბოლო სურათები ნადირობის მეორე დღესაა გადაღებული. ცოტა გაიჭუჭყა და ყურები დაებირკა, ვერაა მთლად "ვიდზე"

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru

https://radikal.ru


პოსტის ავტორი: უიარაღო Jan 23 2018, 12:46

მესამე სურათში ნახეთ 9 თვის ლეკვს რა მკერდი აქვს. მოძრაობის სტილი აქვს რამისაა გამაგიჟოს. თოფი და ნადირობა მავიწყდება ამის მოძრაობას რომ ვუყურებ. ფუი, ფუი თვალი არ ეცეს D.gif

პოსტის ავტორი: ოთო. Jan 23 2018, 12:51

კაი ტიპია !
ინადიროს როგორც წესია და ჭუჭყს და ბირკას აიტანს კაცი, ქათამი თუ შეახვედრე ?

პოსტის ავტორი: უიარაღო Jan 23 2018, 12:55

იმ დღეს პირველად რომ გავიყვანე 4 ქათამი ავიღეთ. მაგრად იმოძრავა. კი არ დარბოდა , ეძებდა. მოკლული ნახა. ახალ აფრენილზე ან გაპარულზე სასწაული ნაბული გაჭიმა. ბეკასზე გააკეთა კიდევ ნაბული. ქათამზე აი ია გავიარეთ.

პოსტის ავტორი: ოთო. Jan 23 2018, 13:02

უიარაღო

ამიტომ აქ სეტერით ნადირობას უფრო მეტი ხიბლი შეიძლება ერთი ნახო მაგრამ ათს ჯობდეს .

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Jan 23 2018, 15:31

ზორო გაზრდილა, დავაჟკაცებულა! newsmile027.gif

ციტატა(uiaragho @ 23rd January 2018 - 13:46) *
მოძრაობის სტილი აქვს რამისაა გამაგიჟოს. თოფი და ნადირობა მავიწყდება ამის მოძრაობას რომ ვუყურებ

ჩემ შემთხვევაშიც ზუსტათ მასეა, მე ჯიშიანი ძაღლი რასაც ქვია არ მყოლია აქამდე, ისეთ ნაბულს აკეთებს, ისეთი მანერები აქვს მართლა გაგიჟდები კაცი.
ციტატა(kardinal84 @ 23rd January 2018 - 14:02) *
ამიტომ აქ სეტერით ნადირობას უფრო მეტი ხიბლი შეიძლება ერთი ნახო მაგრამ ათს ჯობდეს .

რა თქმა უნდა მასეა, ლამის ფოტონადირობაზე გადავიდე.

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 13 2018, 08:53

შარშან 5 თვისას მოუწია მწყრის ნახვა. 3 ნაბული მოვასწარით სულ და კიდეც წავიდა მწყერი. წელს ცოტა მოუცლელად ვიყავი და ამ თვეში მოვახერხე 3 გაყვანა. პირველ 2 გაყვანაზე ნაბულზე დგებოდა და არ მიცდიდა, თვითონვე ეტანებოდა. ამ მესამე გაყვანაზე მგონი სწორედ იმუშავა. დავდებ ვიდეოს, ცოტა ემოციებში ვიყავი და ამიტომ რას ვამბობდი ვერ ვაკონტროლებდი. ამის გამო ნუ განმსჯით D.gif


პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 13 2018, 08:58

არ ვიცი რატომ არ ჩანს ვიდეო. ყველაფერი სწორად გავაკეთე.
https://www.youtube.com/watch?v=fw8Jpvu6svU

პოსტის ავტორი: ალექსანდრე Aug 13 2018, 14:42

კარგი მუშაობაა good.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 13 2018, 15:58




ყველაფერს სწორად ვაკეთებ. არ ვიცი ვიდეო თუ ჩაჯდება ნორმალურად, თუ არა და ადმინს ვთხოვ ჩაასწოროს.
ესეც ლინკი

https://www.youtube.com/watch?v=8QNsIJPARVM

რატომ არ ჩანს ვიდეო?

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 13 2018, 16:02

ეს მეორე მწყერი იყო იმ საღამოს. დიდხანს სდია პაწიაშკებით და ბოლოს , სულ ბოლოს პირდაპირ დაადგა და აუფრინდა, შეიძლება მეც ავაფრინე. არ ვიცი მეორედაც უნდა გაეკეთებინა ამ მწყერზე ნაბული?
დასაწყისისთვის მგონი კარგი იყო, თანდათან დახვეწავს.

პოსტის ავტორი: ოთო. Aug 15 2018, 17:12

უიარაღო

კარგი ბიჭი დამდგარა კარგი სტილი აქ ეპარება კატასავით ერთ ადგილას უკანა ფეხებზე ჯდება თუ დააკვირდი ეგ მიმწონს ინგლისურებში,
ერთხელ ხო დადგა მყარ ნაბულზე მერე უკვე პაწიაშკაზე გადავიდა სწორად აკეთებს ყველაფერს კარგი ბიჭია წარმატებული ნადირობები ერთად.

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 16 2018, 10:44

ოთო.
მადლობა. პირველ ვიდეოში ნაბულზე დაწვა. აფრენილს გაეკიდა . პირველ გასვლებზე არ დავუშალე მაგრამ ამ მოქმედებას ნელ-ნელა მოვაშლევინებ.

პოსტის ავტორი: ოთო. Aug 16 2018, 13:15

უიარაღო


აცადე ჯერ ნაბული გაიმყაროს ყველაფერს სწორად რო გააკეთებს მერე დაუწყე გადაჩვევა,
ახლა რომ დაშლა დაუწყო შეიძლება ვერ მიხვდეს რას უშლი და საერთოდ აიღოს ძებნაზე ხელი.

პოსტის ავტორი: უიარაღო Aug 16 2018, 14:03

ოთო.

მასე ვიზამ. წელს უნდა ჩამოვაყალიბო მონადირედ. ძებნის სტილი აქვს სასწაული. ასეთი სწრაფი ძაღლი ჯერ არ მყოლია.

პოსტის ავტორი: უიარაღო Sep 6 2018, 09:11

ასე მშვიდად ელოდება ზორო მგზავრობის დასრულებას . სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ ალბათ მგზავრობის დროს წინა ნადირობის მომენტებს იხსენებს.

https://radikal.ru

ესეც ნადირობის შემდეგ, სასიამოვნოდ დაღლილი დუეტი D.gif

https://radikal.ru

პოსტის ავტორი: samsoni777 Sep 6 2018, 15:43

მშვენივრად გინადირია small3d018.gif

პოსტის ავტორი: ოთო. Sep 7 2018, 06:38

ვახ არ ხსნის ჩემთან ფოტოებს ,
კარგია თუ სასიამოვნო ნადირობა გამოვიდა
კარგი ბიჭი დადგება ბატონი ზორო.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)