თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები _ პოინტერი "მაქსი"

პოსტის ავტორი: Rey - Sep 22 2014, 12:54

მოგესალმებით ჩემო მეგობრებო,

მოკლედ ვუერთდები ჯიშიანი ძაღლების მეპატრონეებს,რადგან მხვდა ბედნიერება წილად და ავიყვანე სუფთა პოინტერი. newsmile027.gif

ესეც სურათები.აქ ვერ ავტვირთე და ლინკს ვდებ (ხარისხისთვის ბოდიშით,ტელეფონითაა გადაღებული)

https://www.facebook.com/profile.php?id=100006377146463&sk=photos&collection_token=100006377146463%3A2305272732%3A69&set=a.1446101322279092.1073741829.100006377146463&type=3

მოწყენილია რაც მოვიყვანე,გამებუტა,არადა დედასთან გიჟივით იქცეოდა. (საჭმელს რომ დავუდგამ,სანამ არ გამოვალ არ ჭამს D.gif )

გამოცდილებს გეცოდინებათ,რა ვქნა რომ ცოტა გამხიარულდეს?.

ლინკი არასწორია როგორ შევამოწმე,ურევს ჩემი კომპიუტერი,ვინც იცის სურათების დადება,სკაიპი ან მეილი მომწერეთ რა,გადმოგიგზავნით და დადეთ..

მადლობა წინასწარ.

პოსტის ავტორი: jaba_gugesha Sep 22 2014, 13:33

Rey -



http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=8975

ამ ლინკს გადახედე.

ხო აიყვანე შენ პოინტერი? ეს სხვაა?

პოსტის ავტორი: Rey - Sep 22 2014, 13:42


jaba_gugesha

როგორ ხარ?.
კი ავიყვანე და კაჩაგანაში გველმა უკბინა დაახლოებით თვენახევრის წინ,მომიკლა 1 წუთში,ვერაფერი ვუშველე :( არადა უკვე გახსნილი იყო,თოფის ხმას შეჩვეული,მინდორში მოძრაობდა კარგად,ეძებდა,აფრენდა და მოქონდა..სტოიკას არ აკეთებდა მარტო..ესე მოხდა რომ დავკარგე,ლამის გადავყევი ნერვიულობას.

ეხლა ავიყვანე კიდევ,მომავალი წლისთვის მინდა გავზარდო.

დადება ვიცი,უბრალოდ ვერ ვდებ,კომპიუტერი მიჭედავს,თუ გცალია გადმოგიგზავნი და დამიდე რა კაცურად.

პოსტის ავტორი: jaba_gugesha Sep 22 2014, 13:53

Rey -

კარგად. შენ როგორ ხარ?
ვა, ცუდი ამბავი მოგსვლია. დედამისიც დაიღუპა 2 კვირის წინ.


სიამოვნებით დაგეხმარებოდი, მაგრამ სამსახურიდან დაბლოკილი ვარ და სურათების დადებას ვერ ვახერხებ. ნახავს ვინმე და დაგეხმარება.


პოსტის ავტორი: Rey - Sep 22 2014, 14:03

jaba_gugesha

საწყალი.რა მოხდა,რითი მოკვდა?. newsmile039.gif . მე ლამის გადამიყოლა ნერვიულობამ,7 თვე ვზრდიდი და რევაზა რა დღეში იქნება წარმომიდგენია.

კაი ძმაო,მადლობა..

პოსტის ავტორი: ზახარა Sep 22 2014, 14:14

ციტატა(vip444 @ 22nd September 2014 - 14:42) *
კაჩაგანაში გველმა უკბინა დაახლოებით თვენახევრის წინ,

საგიურზეთში ყოფილხარ newsmile045.gif თანაც თვენახევრის უკან .....

ლინკს არ მიხსნის რაც დადე სურათებს ვერ ვნახულობ


პოსტის ავტორი: aragveli Sep 22 2014, 14:17

ჯერ ერთი თვეა სეზონი რაც გაიხსნა და თვე ნახევრის წინ მოგისწვრია უკვე 7 თვის ლეკვით ნადირობა.

პოსტის ავტორი: jaba_gugesha Sep 22 2014, 14:32

Rey -

ფაქტიურად ორსულობას გადაყვა რა.
მაგას ხო ერთი ლეკვი მუცელში ჩარჩა და რამდენიმე დღის შემდეგ გავიგეთ. უკვე ჩამპალი იყო შიგნით. გამოიღეს და იმის შემდეგ ყოჩაღად იყო.შემდეგი წეჩკა ძალიან დიდხანს გაუგრძელდა. ჭამას მოუკლო და საერთო აღარ იყო აქტიური. სეზონზე რო გავიყვანეთ, სულ ფეხებში დაგვსდევდა. არადა მაგ ძაღლით ვნადირობდით მტელი საძმაკაცო. მივიყვანეთ ექიმთან, გადაუღო ეხო და საშვილოსნო იყო გატენილი ჩირქით. გაუკეთეს ოპერაცია, ამოაჭრეს საშვილოსნო. დაახლოებით ორი ლიტრა ჩირქი ამოუღეს. ისევ მოყოჩარდა, მაგრამ საჭმელს არ ჭამდა, მარტო გადასხმებზე იყო ფაქტიურად. რაც შეჭამა, ორი დღის შემდეგ ამოიღო გადაუმუშავებელი. კუჭი ვეღარ უმუშავებდა საჭმელს. ერთ დილასაც ვოლიერში მკვრადი დაგვხვდა.

უკვე მერვე წელში იყო და შეიძლება მაგიტომაც ვეღარ დააძალა მშობიარობისას და ჩარჩა მუცელში.

მაგრად განვიცადეთ



პოსტის ავტორი: Rey - Sep 22 2014, 14:44

jaba_gugesha


ვა მაგარი ცუდია :(

aragveli

გახსნნის მესამე დღეს მოხდა ეს ამბავი ძმობილო,19 ში,3 დღე მოასწრო სრულყოფილი ნადირობა,მანამდე უთოფოდ დამყავდა ხოლმე,ვავარჯიშებდი,აფრენდა მწყერს,გახსნის შემდეგ მოკლულიც მომიტანა.

ზახარა

გაუმარჯოს ზახარ.როგორ ხარ?.კომპიუტერი მიჭედავს,ვერ დავდე სწორად,სურათებსაც ვერ ვტვირთავ.თუ გცალია მეილზე ან სკაიპში გამოგიგზავნი და დამიდე კაცურად.

პოსტის ავტორი: aragveli Sep 22 2014, 15:12

ფოტოებზე ათასჯერ მნიშვნელოვანი, ჯერ წარმომავლობაზე გვითხარი ორი სიტყვა ლეკვისა.

პოსტის ავტორი: Rey - Sep 22 2014, 15:16

ზუსტად საგვარეულო მინდა დავდო,ეხლა სამსახურში ვარ და ვერ ვდებ.
წარმომავლობა : მამა - ჯინო , ე.თაბაგარი ... დედა - ლედი , ნ.ოქიტაშვილი..

საღამოთი დავდებ რომ მივალ სახლში სურათებს და საგავარეულო ნუსხასაც.

პოსტის ავტორი: Rey - Sep 22 2014, 20:27

ესეც სურათები .

http://postimage.org/


ესე მიყურებს მტელი დღე newsmile05.gif

http://postimage.org/

ესეც საგვარეულო :

http://postimage.org/

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Sep 22 2014, 21:28

Rey -
გილოცავ, კაი მარდაშკაა, ოღონდ მოწყენილი... newsmile05.gif
სულ კაი-კაი ნადირობებში

პოსტის ავტორი: Rey - Sep 23 2014, 04:29

ნუკრიMax


მადლობა,გაიხარე.

ხო ესეა მოყენილი,გუშინ ცოტა გამხიარულდა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Sep 23 2014, 08:46

ლამაზი ლეკვია. გილოცავ. კარგი ვაჟკაცი დამდგარიყოს. small3d018.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Sep 23 2014, 08:46

Rey -
სასახელო მონადირე გაზდილიყოს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ბაბუ Sep 23 2014, 10:30

Rey -
newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: Rey - Sep 23 2014, 11:05

დიდი დიდი მადლობა ყველას..ვეცდები ყველანაირად კარგი ბიჭი დადგეს. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Rey - Nov 25 2014, 16:43

მოგესალმებით მეგობრებო.ესეც მაქსი , 4 დეკემბერს ხდება 5 თვის..არის აქტიური,მოუსვენარი.ძალიან არ ვტვირთავ,ვარჯიშობს და დარბის დილა-საღამოს 30-30 წუთი.ისწავლა დაჯდომა,მოაქვს ბურთი,არ მიდის საჭმელთან ბრძანების გარეშე.მოკლედ ჯერ-ჯერობით დამჯერი ბიჭია.newsmile05.gif

http://postimage.org/
http://postimage.org/

სურათების ხარისხისთვის ბოდიშით.

პოსტის ავტორი: Rey - Jan 25 2015, 13:41

გამარჯობათ მეგობრებო.სასწრაფოდ მჭირდება თქვენი დახმარება.

3-4 დღის წინ შევნიშნე ჩემ პოინტერს რომ გახდა,5 თვისაა,მეგონა სიცივის გამო და კიდევ უფრო ჩავუთბუნე ბუნაგი.დღეს შევედი და ქვედა ყბის ქვემოთ აქვს ღაბაბივით,ბალიშივით აქვს გამობერილი..
რუსთავში ვარ და დღეს არც ერთი კლინიკა არ მუშაობს რომ მივიყვანო..
იქნებ ვინმემ იცოდეთ რა იწვევს ამას,გქონიათ მსგავსი შემთხვევა და მირჩიოთ ხვალამდე რა შეიძლება გავუკეთო?

ჭამა-სმით ძველებურად ჭამს და სვამს,კუჭშიც ჩვეულებრივად გადის.
მადლობა წინასწარ.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)