თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები _ ედა

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 21 2015, 16:13

მოკლედ რომ ვთქვა, 2011 წლის მერე ქალბატონი ჩელსის გარდაცვალების შემდეგ, არც კი გამიხედავს ძაღლისკენ. ძალიან დიდი ტკივილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხანი მყავდა. აღარ ვაპირებდი ძაღლის აყვანას და გაზრდას. მაგრამ ისევ მეუღლის დიდი სურვილის და დაჟინებული ზუზუნის გათვალისწინებით, ავიყვანე ისევ ციმბირული ჰასკი და ისევ მეუღლის დაბადების დღეზე სიურპრიზად მივართვი. newsmile05.gif სიურპრიზმა აშკარად გაამართლა...

მაშ ასე, გაიცანით newsmile05.gif

http://postimage.org/

ლეკვის წარმოშობა:

საგვარეულო ნომერი: FCG-1000
სქესი- ძუ
სახელი- ედა
შეფერილობა: შავ-თეთრი
დაბადების თარიღი- 20.02.2015
დაბადების ადგილი- ბორჯომი
მამა- ბუფი FCG-0590
დედა- დეზი FCG-0617

მოყვანის დღიდან მოუსვენარი, ხანდახან თავხედი და მაიმუნი. ჭამს ყველაფერს რაც იღეჭება. არ აქვს მნიშვნელობა რა არის: ხილი, ბოსტნეული, თევზეული და ა.შ. ძირითადად კი მისი საჭმელი როიალ კანინის MEDIUM JUNIOR. დილაობით 0%-იანი ხაჭო. 2 დღეში ერთხელ მოხარშული თევზი- მოივა. ასევე 2 დღეში ერთხელ ქათმის ფილე მოხარშული. თევზს და ქათამს მონაცვლეობით ვაჭმევ. ვაპირებ დავუმატო საქონლის ხორცი რა თქმა უნდა მოხარშული.

დამუშავებულია ჭიებზე და აცრილია ცოფზე 23.06.2015
(ეს ისე, ჩემთვის newsmile05.gif )

მოკლედ რაღა დავამატო და შემოგთავაზებთ ფოტო-ვიდეო მასალას ქალბატონი ედას მოყვანის დღიდან კაცმა არ იცის როდამდე. newsmile05.gif სანამ მეყოლება განვაახლებ ხოლმე თემას.

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

ასეთი არეულობა ბევრჯერ დამხვედრია მისი წყალობით

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

პირველი ბანაობა newsmile05.gif

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

სტუმრად ვიტოს ცხოველებთან: დეგისთან და ტარასთან... newsmile05.gif ასევე ცხ**იებთან, კატებთან და კურდღლებთან... newsmile05.gif

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/


http://postimage.org/index.php?lang=russian



ისე კი დიდი გეგმები მაქვს ამ ძაღლთან დაკავშირებით. ბევრს გაგეცინებათ დარწმუნებული ვარ და იფიქრებთ ამას აკლია-ო. ნუ ამას ზრდილობიანად newsmile05.gif უზრდელურად კი ვიცი როგორც არის ეგ ამბავი newsmile05.gif მაგრამ ჩემი აზრით ცდას წინ არაფერი უდგას და თუ გამოვიდა რამე ხომ კარგი, თუ არა და იმას მაინც ვიტყვი, რომ ვცადე და არ გამოვიდა მეთქი. გეგმები კი ასეთი მაქვს. ნადირობა უნდა დავიწყო მეც და ამანაც.
ინსტიქტები აქვს ძალიან კარგად განვითარებული. რაც კი მოძრაობს ყველაფერს დასდევს. რამდენიმე კუ უკვე მომითრია სახლში მეხობლის ეზოდან. ასევე ზღარბები იპოვნა და არ მოეშვა სანამ მე არ მივედი და არ გამოვიყვანე. მფრინავ ხოჭოებს იჭერს, აი მარტორქასავით ხოჭოები რომ არის იმათ და ჭრიჭინებს კიდევ. ზოგიერთს გავახარებ და გეტყვით, რომ პეპლებსაც დასდევს newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif თან ძალიან სწრაფია ეს ოხერი. ამასწინად დიდი ბუზი იყო რაღაც. ეს იწვა ჩემს გვერდით. გამოიფრინა ამ ბუზმა და უცებ წამოხტომა და ამ ბუზის ედას პირში აღმოჩენა ერთი იყო. newsmile05.gif
მოკლედ ძალიან მინდა, რომ მწყერზე მაინც ქნას რამე, რომ მეც მომემატოს ჟინი და იქნებ მეც დავიწყო ნადირობა newsmile05.gif რა ვიცი, ვნახოთ. თქვენგან ველი რეკომენდაციებს. რითი და როგორ დავიწყო, რომ ედამ მასახელოს და საბოლოოდ დავანგრიოთ მითი იმის შესახებ, რომ ჰასკის არ შეუძლია ნადირობა. ჩემი ოპტიმისტური აზრით, ძაღლს აღზრდა უნდა თორე ყველა ძაღლი ნადირობს.... newsmile05.gif

http://postimage.org/

თავისი მოთრეული კუ მეზობლის ეზოდან newsmile05.gif

http://postimage.org/

ასე ძინავს ხოლმე newsmile05.gif

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/


http://postimage.org/index.php?lang=russian



პრობლემები:

ხასიათი- ძალიან ჯიუტი. თუ ხასიათზე არ არის, ზედაც არ შემოგხედავს. ისე პატრონმა მითხრა, დედამისიც მასე იყოო. იმედი მაქვს ასაკის მატებასთან ერთად გამოსწორდება.

1. პირველი და დიდი პრობლემა ის არის, რომ სულ მკბენს. რა თქმა უნდა ბოროტად არა, თამაშში. როგორ შეიძლება გადავაჩვიო კბენას.
2. სახლში მოსაქმებას ვერ გადავაჩვიე. ღამით კარი კი მაქვს ღია, რომ გავიდეს და მოისაქმოს, მაგრამ ზამთარში რა მეშველება არ ვიცი. ამიტომ რამენაირად უნდა გადავაჩვიო.
3. თუ ეზოს გაცდა, რაც არ უნდა ეძახო არ მაქცევს ყურადღებას. იქნებ აქაც მირჩიოთ რამე.
4. რას მირჩევთ, აპორტირება თოკით ვასწავლო?
5. მტრედი თუ ფერმის მწყერი?... თან მეშინია მერე ქათმებზე არ გაიწიოს და არ დამღუპოს newsmile05.gif
6. ჩემ გვერდით სიარული როგორ ვასწავლო. ესეც თოკით ალბათ newsmile05.gif

ზოგადად ახლა ვხვდები თუ რამხელა შრომაა ძაღლის აღზრდა. ძალიან რთულია და დიდი ნერვები გინდა, რომ კარგი ძაღლი გაზარდო. ასევე დრო, რომელიც სამწუხაროდ ბევრი არ გვაქვს სხვადასხვა მიზეზების გამო. მოკლედ, ყველას გისურვებთ საოცნებო ძაღლის აღზრდას...

ედამ ბოყაყი გაიცნო



ედა და ზღნარბი









ვიდეოებს ეტაპობრივად დავამატებ....


პოსტის ავტორი: Gcckoka Jul 21 2015, 20:09

ძაან მაგარი ტიპია newsmile045.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: kardinal84 Jul 21 2015, 22:32

კარგი გოგოა სასახელო გაგეზარდოს small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 21 2015, 22:48

გაიხარეთ. ვეცდები სასახელო გავზარდო.... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: darcho Jul 21 2015, 22:49

მაგარი ტიპია ძაან წარმატებები ჩელე შენც და ედასაც newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Davitus Jul 22 2015, 17:38

თუ ასწავლი ინადირებს, ლაბრადორი მყავს ნანახი პრაფესორა იყო, პუდელიც მყავს ნანახი, ცოტა თავისებურად უსტოიკებდა მაგრამ, ნადირობდა რა. ჰასკი არ მყავს ნანახი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შესაძლებელია სწავლა, ყნოსვა არა აქვს სეტერ-პოინტერ-კურცჰარივით, მაგრამ არც ნაკლები აქვს.
ერთი ეგაა რომ, როგორც კი მზე ამოვა, მაგრა გაჩერდება, მინდორში სიცხეს, ეგ კიარა, ბევრი მოკლე ბეწვიანი ვერ იტანს.

პოსტის ავტორი: Ellimyst Jul 23 2015, 09:05

ჩელე

ციტატა(chele @ 21st July 2015 - 17:13) *
ზოგადად ახლა ვხვდები თუ რამხელა შრომაა ძაღლის აღზრდა. ძალიან რთულია და დიდი ნერვები გინდა, რომ კარგი ძაღლი გაზარდო. ასევე დრო, რომელიც სამწუხაროდ ბევრი არ გვაქვს სხვადასხვა მიზეზების გამო. მოკლედ, ყველას გისურვებთ საოცნებო ძაღლის აღზრდას...

ზუსტად მაგიტომ ვერ მომყავს ჯერ ძაღლი..
მესამე შვილის დრო და ნერვები არ მაქვს ჯერ D.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 23 2015, 12:15

Davitus

ციტატა(Davitus @ 22nd July 2015 - 18:38) *
თუ ასწავლი ინადირებს, ლაბრადორი მყავს ნანახი პრაფესორა იყო, პუდელიც მყავს ნანახი, ცოტა თავისებურად უსტოიკებდა მაგრამ, ნადირობდა რა. ჰასკი არ მყავს ნანახი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შესაძლებელია სწავლა, ყნოსვა არა აქვს სეტერ-პოინტერ-კურცჰარივით, მაგრამ არც ნაკლები აქვს.
ერთი ეგაა რომ, როგორც კი მზე ამოვა, მაგრა გაჩერდება, მინდორში სიცხეს, ეგ კიარა, ბევრი მოკლე ბეწვიანი ვერ იტანს.


აი ჯიგარი ხარ ძია კაკო რააა.... აბა ოლეგას რომ ვუთხარი ეგ ამბავი, ზაგესში ესმოდათ მაგის კივილი.... newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif

არა ვიცი რომ პოინტერივით, კურცხაარივით და ა.შ ვერ ინადირებს, მაგრამ რაღაცას ხომ იზამს არა? არც მე ვარ მონადირე, მაგრამ ფრინველი რომ ფრინდება ვცდილობ ჩახმახს მაინც გამოვკრა newsmile05.gif უბრალოდ მინდა ვცადო, იქნებ რამე გამოვიდეს? მერე მეც უფრო მეტი საბაბი და მოტივაცია მექნება და იქნებ მომიბრუნდეს გული ნადირობისკენ? newsmile05.gif

Ellimyst

ხოოო, შენ ჩემზე რთულად გქონია საქმე. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Ellimyst Jul 23 2015, 15:30

ჩელე
თან მეექვსე სართულზე )

პოსტის ავტორი: lupus Aug 14 2015, 10:20

მაგარი ტიპიაა)) მეც მყავს ჰასკი. მამალი 1 წლის) საერთოდ ვფიქრობ რო ეს ჯიში არ არის საქართველოს კლიმატისთვის ზოგადად, მაგრამ ნუუ თუ შეუქმნი პირობებს შეიძლება რო კარგად იგრძნოს თავი. მადირობით ჩემიც პატარაობიდან სულ რაღაცას ეძებს და დასდევს)) მარა მე მგონია რო უფრო დიდ ცხოველებზე უფრო კარგად ინადირებს ანუ ლაიკას ნაირად რაა. ის რო იხვი გამოიტანოს ტბიდან დიდი ხალისით ეგ არამგონია) რაც შეეხება ხასიათს, უჯიუტესი ძაღლია! სისხლი გამიშრო მარა ჯერ ლეკვია და შევძელი უკვე რო გარეთ გაშვებული დამყავს და რო ვეძახი მორბის ჩემთან) ჯერ მაინც ცანცარაა მარა რო მოემატება ასაკი წესით უფრო დამჯერი უნდა გახდეს. ყველას ვურჩევ თუ დარწმუნებული არ ხართ რო დაუთმობთ დიდ დროს და ენერგიას, მაშინ ჰასკი არ აიყვანოთ, იმიტო რო ძაალიან რთული გასაწვრთნელია! მით უმეტეს პირველ ძაღლად ჰასკის არავის არ ვურჩევ! არ არის პატრონზე ზედმეტად დამოკიდებული ძაღლი. ძალიან უყვარს თავისუფლება, მარა მიუხედავად ყველაფრისა მაინც შეიძლება რო შენ ჭკუაზე მოიყვანო) უბრალოდ პატარაობიდან მაქსიმალურად ყოველდღე კონტროლის ქვეშ უნდა გყავდეს, ოღონდ ისე რო თან უხაროდეს და აინტერესებდეს შენთან კონტაქტი და ურთიერთობა, თორე ზედმეტად სიმკაცრემ და ვარჯიშებმა შეილება უკურეაქციაც გამოიწვიოს! უნდა აინტერესებდეს შენ რას გააკეთებ, საით წახვალ წამოხვალ რო დაგელოდოს და მერე მიიღოს თვითონ გადაწყვეტილება, ამის მიღწევა არ არის ადვილი ჰასკის შემთხვევაში, მაგრამ შეუძლებელიც არ არის))

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 14 2015, 11:47

lupus

ძალიან კარგია, რომ გამოჩნდა ადამიანი რომელსაც ჰასკი ყავს და თან ფორუმზეა newsmile05.gif კი ნამდვილად ასეა, ძალიან ჯიუტია. თუ არ უნდა არც კი შემოგხედავს. შენი კიდევ უფრო დამჯერი იქნება. ჩემი ეხლა 20 რიცხვში ხდება 6 თვის. იქნებ შენც გააკეთო მსგავსი თემა როგორიც ეს არის? არ იქნებოდა ცუდი. გავუზიარებდით ერთმანეთს გამოცდილებას newsmile05.gif

პოსტის ავტორი: MORGAN Aug 14 2015, 11:51

ისე კარგი ლეკვი რა ღირს დაახლოებით? საბუთებით და ამბებით...
mymarket-ზე რომ გადავხედე, ძალიან განსხვავებული ფასებია...

პოსტის ავტორი: MORGAN Aug 14 2015, 12:15

ისა და...
ჰასკისა და ლაიკას შორის რა სხვაობაა?

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 14 2015, 12:48

MORGAN

მე პირადად 350$ მივეცი. თუმცა მანამდე 400-450$ გაყიდა ამის დაძმები ამის ყოფილმა პატრონმა. ასევე ძალიან განსხვავებული ფასები აქვთ. ვერ გაიგებ. 1200-იც ღირს, 800-იც, 600-იც და 300-იც... არის ასევე 2 კლასის: მუშა და საგამოფენო. საგამოფენო უფრო ძვირი ღირს... მოკლედ დიდი ბალამუტია რა... newsmile05.gif))

პოსტის ავტორი: MORGAN Aug 14 2015, 12:57

იასნო

ციტატა(chele @ 14th August 2015 - 13:48) *
მუშა და საგამოფენო

მუშა რა პონტში ?
რა დანიშნულება აქვს ანუ... გარდა იმისა რომ მოდაშია და ვაკეში უნდა ასეირნო D.gif
და
ციტატა(Ellimyst @ 14th August 2015 - 13:15) *
ჰასკისა და ლაიკას შორის რა სხვაობაა?

ამაზე რა სიტყვი?

პოსტის ავტორი: შოთა.03 Aug 14 2015, 13:05

ციტატა(chele @ 21st July 2015 - 17:13) *
1. პირველი და დიდი პრობლემა ის არის, რომ სულ მკბენს. რა თქმა უნდა ბოროტად არა, თამაშში. როგორ შეიძლება გადავაჩვიო კბენას.
2. სახლში მოსაქმებას ვერ გადავაჩვიე. ღამით კარი კი მაქვს ღია, რომ გავიდეს და მოისაქმოს, მაგრამ ზამთარში რა მეშველება არ ვიცი. ამიტომ რამენაირად უნდა გადავაჩვიო.
3. თუ ეზოს გაცდა, რაც არ უნდა ეძახო არ მაქცევს ყურადღებას. იქნებ აქაც მირჩიოთ რამე.
4. რას მირჩევთ, აპორტირება თოკით ვასწავლო?
5. მტრედი თუ ფერმის მწყერი?... თან მეშინია მერე ქათმებზე არ გაიწიოს და არ დამღუპოს
6. ჩემ გვერდით სიარული როგორ ვასწავლო. ესეც თოკით ალბათ


1-გაიზრდება დაანებებს თავს.
2-ტილო დაასველე მოფსმულში და დადე ერთ ადგილას, რო ოუნდება მანდ მიიყვანე და მანდ მოაფხმევინე მუდმივად, მეე თავისით მივა მანდა, მერე კიდე აჩოჩე კარებისაკენ და ეგეც გაიჩოჩება კარებისკენ newsmile05.gif და საბოლოოდ გავა გარეთ...
3- სხვას შეაშინებინე, მერე ისწავლის ჭკუას და არც ეზოს გაცდება და დაძახილზეც მოვა, შეგიძლია დაემალო მაგ დროს რო მაგით შეშინდეს....
4- თოკით არა, საკვებით ფერებით და თამაშთამაშით.
5- გარეული მწყერი პადრანკები იქნება წელს და მოგიგროვებთ. ქათამზე არ გაიწევს, თავისას ცნობს სუნით.
6- ეგ მართლა თოკით და ტორმუზებით. გაქაჩავს მოქაჩე და ასე შემდეგ, თან ეძახე ფეხთანთქო რო მიხვდეს რას ითხოვ მისგან.



ეხლა წარმატებები და თუ რამე აქ ვართ!!!!!!

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 14 2015, 13:51

MORGAN

ციტატა(Ellimyst @ 14th August 2015 - 13:57) *
მუშა რა პონტში ?


მუშა- ანუ გამწევი ძალა. შეგიძლია შეაბა მარხილში და ათრევინო ბარგი. ზურგზე ხურჯინი მოჰკიდო და ათრევინო და ა.შ.

ეხლა კი სერიოზულად. საგამოფენო ძაღლები დაყოფილია ცალკე კატეგორიებად. როცა ყიდულობ, ვალდებულება გაქვს ყველა გამოფენაზე ატარო. მუშა კი შეგიძლია საერთოდ არც კი გაიყვანო თუ მოშენებას არ აპირებ. საგამოფენო ძუს მხოლოდ საგამოფენო ხვადთან აჯვარებენ. მუშას არ შეგიჯვარებენ მასთან. აი მუშა ძუს შეჯვარება საგამოფენო ხვადთან კი შესაძლებელია, მაგრამ მაქსიმუმ 10%. მუშა შეგიძლია გლდანშიც ასეირნო. საგამოფენოს სეირნობა კი ვაკეს გარდა არ შეიძლება, მაგრად ტეხავს newsmile05.gif

ციტატა(Ellimyst @ 14th August 2015 - 13:57) *
ჰასკისა და ლაიკას შორის რა სხვაობაა?


ჰასკი და ლაიკა ერთი ოჯახიდან არიან. ლაიკისებრთა ოჯახი. მაგრამ ჰასკი უფრო გამოყვანილი ჯიშია.
უძლებს უფრო მეტ ყინვას ვიდრე ლაიკა.
ათრევს უფრო მეტ ბარგს და დიდხანს ვიდრე ლაიკა.
ძლიერია ლაიკასთან შედარებით.
ჰასკის უმეტესობა ცისფერთვალებაა ლაიკასთან შედარებით.
ჰასკი მეტად რთული მოსათვინიერებელია ვიდრე ლაიკა თავისი ხასიათიდან გამომდინარე.
ზომებშიც არის განსხვავება. მცირე, მაგრამ მაინც.
როცა ჰასკის ასეირნებ ტვინი გაქვს შეჭმული კითხვებით. მაგ: ლაიკაა? რა ლაიკაა? ეს ის ლაიკა არ არის, ფილმიც რომ არის გადაღებული? და ა.შ.
როცა ჰასკის ასეირნებ, უფრო მეტად ჩერდები ვიდრე ლაიკის სეირნობისას. თითო მოფერება, 1-დან 3 წუთამდე გრძელდება.
ჰასკის ბეწვის ხარისხს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ვიდრე ლაიკის.
შესაბამისად რთული მოსავლელია.

აქ მოყვანილი ფაქტები შეიძლება სიმართლეს არ შეესაბამებოდეს, ასე რომ მთლად მენუ დამიჯერებთ....

newsmile05.gif

შოთა.03

ჯიგარი ხარ ძია კაკო...

პოსტის ავტორი: MORGAN Aug 14 2015, 13:59

ჩელე
გარეგნულად ძალიან გვანან ერთმანეთს...
რასაც დავაკვირდი...
მეგობარი მჩუქნის ლეკვს, ჰასკის...
საგამოფენო წარმომავლობისაა სავარაუდოდ, მაგრამ არ მახსოვს რომ ამას გაეყვანოს სადმე.
არც მე არ გავიყვან სავარაუდოდ... ( თუ წამოვიყვანე, რა თქმა უნდა )
ისე, მეგობრად მეყობა ალბათ )



პოსტის ავტორი: ჩელე Aug 14 2015, 14:18

MORGAN

რჩევის სახით: თუ ეზოიანი სახლი არ გაქვს, გაგიჭირდება შენც და მასაც....

პოსტის ავტორი: MORGAN Aug 14 2015, 14:30

მანდ ვიჭედები ზუსტად ....
თორემ ბავშვებს გაახარებდა კაცი )

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 14 2015, 15:06

ხოოო, აი ეგ ცოტა უხერხულობას შეგიქმნის. თუ დიდი სახლია 100კვ-ზე მეტი კიდევ გაძლებს, მაგრამ თუ პატარა სახლია ცოდოა. ლეკვობისას არაფერი, მერე რომ იზრდება მერეა ამბავი. არ იღლებიან ტიპები, სამაგიეროდ შენ იღლები. სულ თამაში უნდა, სულ მოძრაობს და ეს ცოტა არიყოს პატარა სახლში ძალიან დიდი დისკომფორტია.

პოსტის ავტორი: MORGAN Aug 14 2015, 15:12

120 კვადრატულამდეა სახლი.. დიდი აივანიც მაქვს...
მაგრამ სახლში მაინც...

პოსტის ავტორი: lupus Aug 18 2015, 10:22

რა განსხვავებაა და სხვა და სხვა ჯიშია. აიი როგორც დაახლოებით სტაფი და პიტბული რაა)) ლაიკა საერთოდ ბევრნაირი არსებობს. არის დასავლეთ ციმბირული ლაიკა, რომელიც არის იმენა მონადირე ჯიში. არის რუსულ-ევროპული ლაიკა, არის იაკუტიური ლაიკა, რომელიც ყველაზე მეტად გავს ჰასკის. არის კიდე კარელიური ლაიკა, ყველაზე პატარა ტანის ლაიკებში. ეს ყველა სხვა და სხვა ჯიშია და განსხვავდება თავის ზომით და აგებულებით. ჰასკი არის ლაიკისებრთა ოჯახიდან, ოღონდ ცალკე ჯიშია ესეც რაა.

პოსტის ავტორი: lupus Aug 18 2015, 10:32

ჩელე- 6თვის აღარ არის ძაან პატარა იმისთვის რო ყურადრებას არ გაქცევდეს. რაც უფრო მოემატება ასაკი უფრო გაგიჭირდება მორჯულება) თუ ეგრე გაიგნორებს არვითარ შემთხვევაში პავადოკის გარეშე არ გაუშვა გარეთ თორე დიდი ალბათობით გაგექცევა. საერთოდ ეგ კონტაქტი პატრონსა და ძაღლს შორის არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ გაიგნორებს ეს იმას ნიშნავს რო თავისი გააქვს და როგორც უფროსს არ გაღიარებს რაა)) თან შენი თუ დედალია უფრო ადვილი გასაწვრთნელია ვიდრე მამალი. ბრძანებები ასწავლე, დაჯექი დაწექი, მოდი ჩემთან და ა.შ. როცა არ დაგიჯერებს მაინც გააკეთებინე რო თავისი არ გაიტანოს. ეგ ძაან მნიშვნელოვანია) როცა გააკეტებს რასაც ეტყვი მაშინ დააჯილდოვე სასუსნავით ან მოეფერე. პროსტა ნერვები უნდა რაა))))

პოსტის ავტორი: lupus Aug 18 2015, 11:08


http://postimg.cc/image/7l0zgjrfb/

http://postimg.cc/image/vr52lnmrx/

http://postimg.cc/image/d895km7kh/

http://postimg.cc/image/gfku01nu1/

http://postimg.cc/image/q587wlkh5/


აიიი ეს არის ჩემი მგელი))))

პოსტის ავტორი: lupus Aug 18 2015, 11:12


http://postimg.cc/image/ake022e7r/

http://postimg.cc/image/5zyfy8d9d/
პატარაობაში ესეთი იყო)))

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 18 2015, 12:44

lupus

ბრძანებები იცის. ადექი, დაწექი, დაჯექი, 2 ფეხზე ჯდომა მაგრამ ცოტა უჭირს, დატრიალდი, ეხლა ფეხებში გაძრომას ვამუღამებთ და კიდევ ჟესტიკულაციით მოდის და ჯდება. უბრალოდ თუ ხასიათზე არ არის არ აკეთებს არაფერს. პავადოკის გარეშე არ ვუშვებ. თუ ვუშვებ, სულ ყურადღებით ვარ რომ არ გამეპაროს სადმე. მაგრამ რაც გაიზარდა, თითქოს უფრო დაჭკვიანდა და დაძეხებულზე მოდის. ასე რომ იმედი მაქვს დაჭკვიანდება.

შენი კაი ტიპია. ჩემსას ცხვირზე ზუსტად მსგავსი ლაქები აქვს, უბრალოდ ცოტა უფრო მეტად გამოკვეთილი აქვს ვიდრე შენსას. გამოფენაზე თუ გყავდა გაყვანილი?

პოსტის ავტორი: lupus Aug 18 2015, 13:20

ჰოო კაია ეეგ. მთავარია არ დაგაიგნოროს რაა. შენი უნდა ესმოდეს პირველივე დაძახებაზე. მაგას თუ მიაღწევ ჩათვალე რო არასოდეს არ გიღალატებს. შენ უნდა იყო მისთვის ყველაფერი. კიი მყავდა ერთხელ. ნოემბერში სპორტის სასახლეში. ჰასკებში პირველზე გავიდა და მერე ყველა ჯიშის best-show-ში მესამეზე) ლეკვებში რაა 5 თვის იყო მაშინ) ანუ კაი შედეგია საკმაოდ)) იმის მერე იგივე FCI გამოფენა ქუთაისში ჩაატარეს და ეხლა იქ ნაღდად ვერ წავიყვანდი)) ისე რაავი ტყუილა აწვალებენ ძაღლებს რაა. რო წამოვიყვანე ისე დაიYალა მანქანაში ეძინა)) პროსტა ის არი რო მერე გოგოებს უფრო ადვილად უშოვნი შესაჯვარებლად რაა როცა კაი ტიტულები აქვს))

პოსტის ავტორი: lupus Aug 18 2015, 13:34

ხოდა როცა ავარჯიშებ და თუ ხან გიჯერებს ხან არა, როცა არ დაგიჯერებს როგორც გინდა გაგიძალიანდეს იმ წამსვე იგივე ადგილას გააკეთებინე იგივე. არც ერთ შემთხვევაში თავისი არ გაატანინო. არ შეგეცოდოს მაგ დროს ეგ ეხა ჩაგვრას კი არ ნიშნავს, უბრალოდ მერე ჩათვლის რო როცა გაუსწორდება მარტო მაშინ დაგიჯეროს რაა)) ნებისმიერი ძაღლი ეგრე აზრონებს და ჰასკი კიდე განსაკუთრებით ჯიუტია მაგ შემთხვევაში)) გვერდით სიარული ასწავლე კარგად და დაძახილზე რო მოვიდეს. ყველაზე მთავარი ეგენია მისივე უსაფრთხოებისთვის)) მე სიმართლე გითხრა ფეხებში ძრომიალი და ცეკვა თამაში არც მიცდია, იმიტო რო რაავი ჩემი აზრით არაფერში არ ჭირდება)) ნუუ შენ თუ გისწორდება რა თქმა უნდა კი ბატონო)))

პოსტის ავტორი: ჩელე Aug 18 2015, 15:51

ხო მომშენებელს ყოველთვის აქვს უპირატესობა გამოფენაზე მიღებული დიპლომებით... კარგი შედეგი დაუდია შენ ძაღლს. ყოჩაღ. ვისი ''პაროდაა''?

პოსტის ავტორი: ჩელე May 17 2016, 23:16

გადავხედე თემას და კაი ხანია არაფერი დამიწერია ედას შესახებ.

მოკლედ, გავიზარდეთ, ცოტა დავჭკვიანდით, სინღერასაც ვცდილობთ ხანდახან newsmile05.gif მაგრამ ეს სიჯიუტე მაინც გვაქვს. ყველაფერ მოძრავს დასდევს ისევ. დღეს გველი მოკლა, ხოკერა.

http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

რაც შეეხება ხასიათებს. ძალიან სრაფად ეცვლება ხასიათი. თანდათან დამჯერი ხდება. ჯიუტია, მაგრამ რა შედარებაა? ჭამით აღარ ჭამს როიალს, არც ჩაპის, არც პედიგრს. თითქმის ყველანაირი ამ სახის საჭმელი ვცადე და ძალიან დიდი საგონებელში ვარ ჩავარდნილი. ხალისით მხოლოდ ქათამს და ძროხის მოხარშულ ხორცს მიირთმევს. ძვლებზე აღარ მაქვს ლაპარაკი. თონის პური უყვარს ძალიან კიდევ. რა გავაკეთო აღარ ვიცი. თევზსაც თუ ხასიათზე არ არის არ შეჭმს. მეზობლის ძაღლთან მიგვაქვს ხოლმე და იქ ჭამს, იმის შიშით, რომ იმას არ ვაჭამოთ.

2 თვის წინ დაახლოვებით, ყბაზე რაღაც გამოუვიდა. ანალიზი გავუკეთე და ინფექციაა ჩვეულებრივიო. ძალიან ნელა ურჩება. დაუნიშნეს ანტიბიოტიკები, მაზი, ზილიონკა, მაგრამ ნელა მიდის პროცესი.

დაახლოვებით 4 თვეში ''წეჩკა'' დაეწყება და შევაჯვარებ სავარაუდოდ. ასე რომ კარგ სასიძოს ვეძებ newsmile05.gif

ტყეში უკვე აღარ მშორდება. გავა 20 მეტრზე დაახლოვებით და მერე ისევ უკან მორბის რომ ვიპოვნო. აქამდე სულ მე დავდევდი newsmile05.gif ერთი რაზეც გული მწყდება, თოფის სროლის ეშინია და არ ვიცი რა ვქნა. რანაირად შეიძლება ამის გამოსწორება ხომ არ იცით? არა და, პატარაობისას ასაფეთქებლებს ვუფეთქებდი ხოლმე და რეაქცია არ ჰქონდა. ეხლა რატომ დაემართა ასე არ ვიცი.

მოკლედ კარგი გოგოა ჯერ-ჯერობით.

ესეც მცირე ფოტო-ვიდეო


პოსტის ავტორი: ოთო. May 18 2016, 06:57

დაჭკვიანებული კი არი წყალს ჭიქით სვავს მეტი რა გააკეთოს xexe.gif

პოსტის ავტორი: ჩელე May 18 2016, 17:40

ოთო.

არა ბრატ, სანამ ''მამი''-ს არ დამიძახებს, არ მოვეშვები.... newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Sep 26 2016, 17:51

კაი ხნაია ჩემ გოგოზე არეფრი დამიწერია. დასაწერი ბევრია. დიდი თავგადასავალი გადაგვხვდა ამ ზაფხულს. ზოგმა კი იცის, მაგრამ ბევრმა არა. newsmile05.gif

მოკლედ, 20 აგვისტოს ჩემი ედა გაქრა. აღიგავა მიწისაგან პირისა. 22-ში საბერძნეთში მივდიოდი და 20-ში მიმყავდა "ბალტო"-ში, უნდა მიმებარებინა დროებით და თან მინდოდა რაღაც ესწავლებინათ. რა თქმა უნდა შესაბამისის თანხის სანაცვლოდ newsmile05.gif . მოკლედ, რომ გამოვედი ეზოში და არ დამხვდა დავიწყე ძებნა. გადავაქოთე მთელი ჩემი არე-მარე, ქვედა დასახლება, ტყე-ღრე, მაგრამ რა დაგიკარგავს, რას ეძებ? 4 საათიანმა ძებნამ შედეგი არ გამოიღო. გავქანდი და დავბეჭდე განცხადებები და დავიწყე გამოკვრა. პოლიციაში განცხადება დავწერე, რომ ვაიდა საზღვარი გადააკვეთინეს, იქნებ იპოვნონ მეთქი. მოკლედ, ბევრი ვირბინე, ბევრი ვიჩალიჩე მაგრამ ვერაფერი სახეირო. წავედი 22-ში საბერძნეთში, დაბოღმილი, დაბღვერილი, სული და გული აქ მრჩებოდა. აჭრელდა მთელი ფაცე, ვინ აღარ მირეკავდა ფოტო აიტვირთა და ნახეთ თქვენი ხომ არ არისო და ა.შ. თურმე რამდენი კარგი ადამიანი ყოფილა კიდევ დარჩენილი ამ ქვეყანაზე. newsmile05.gif ცალკე მერიის თავშესაფარი, ცალკე ელიზბარაშვილი და მოკლედ მგონი მთელი საქართველო ეძებდა ამ მაიმუნს...

ვერაფერს ვაკეთებდი, შორს ვიყავი და არ შემეძლო იმაზე მეტის გაკეთება რასაც ვაკეთებდი. მაგრამ იმედი სულ მქონდა, რომ ვიპოვნიდი. ჩამოვედი საბერძნეთიდან და მეროე დილით, გოგო სახლში მყავდა. როგორც მითხრეს "იპოვნეს". აღარ დავიწყე ჩაძიება, რადგან ხალხი იყო ჩარეული და შევეშვი. რაც მთავარია, სახლში მყავდა უკვე. კარგი ის არის, რომ გამოაჩინეს და არ გადამალეს და რამე არ დაუშავეს. ამ მხრივ ნამდვილად გამიმართლა.

ახლა დავიწყე ფიქრი, როგორ შეიძლება დაკარგულის პოვნა. გამოვიწერე ტრეკერი, რომელსაც აქვს როგორც სიმ კარტა ასევე ჯი-პი-ეს მხარდაჭერა. ონლაინ ხედავ რუკაზე სად არის ესა თუ ის ნივთი ან არსება, რომლესაც უკეთია ეს ტრეკერი. ასევე აქვს ფუნქცია, რომლის დროსაც რუკაზე შემოუსაზღვრავ და საზღვრის გადაცდება თუ არა, მაშინვე მოგდის სმს ტელეფონზე, რომ გასცდა შემოსაზღვრულ ტერიტორიას. იდეაში კარგი რამეა და ვნახოთ თუ ივარგებს ჩვენ პირობებში. სავარაუდოდ იქით კვირას ჩამომივა და მაინტერესებს თუ იმუშავებს. იმედი მაქვს გაამართლებს.

ესეც 17 დღიანი გაუჩინარების შემდეგ შეხვედრა...

https://goo.gl/photos/ox8kJEY468gqTTm1A

ესეც სანამ დაიკარგებოდა რამდენიმე კვირით ადრე დავტოვეთ სახლში და რომ მოვედით იქაურობა ნაომარს გავდა... newsmile05.gif

https://goo.gl/photos/odkqNGt8zq3Vc8VPA

პოსტის ავტორი: გოგიტა Sep 27 2016, 10:39

ძაან გამოხარდა თქვენი ამბავი, გილოცავ.

ხოდა ეს ტრეკერი მეც მაინტერესებს იქნებ ლინკი დაგეგდო.

პოსტის ავტორი: ჩელე Sep 27 2016, 11:00

გოგიტა

ჯერ ჩამოვიდეს და გავტესტავ. თუ იმუშავა გეტყვით.... ან პრინციპში ნახეთ თქვენც. არჩევანი დიდია, უბრალოდ უნდა ეცადო, რომ ყოველთვე გადასახადი არ გქონდეს. ეს რაც გამოვწერე არ იხდი არაფერს გარდა იმისა, რომ ინტერნეტი სულ ჩართული უნდა გქონდეს იმ სიმ ბარათზე, რომელსაც ჩაუდგავ...

https://www.amazon.com/TKSTAR-Waterproof-Tracker-Tracking-System/dp/B00X5HGH7A/ref=sr_1_5?ie=UTF8&qid=1474279027&sr=8-5&keywords=gps+tracker+for+pets

პოსტის ავტორი: ჩელე Oct 22 2016, 00:08

საკმაოდ ბევრი ძაღლი იკარგება ბოლო დროს. ზოგს იპარავენ, ზოგი თავისით გადის და აღარ მოდის და ა.შ. ვისაც არ გამოუცდია ალბათ ვერ მიხვდება ეს რა ტანჯვა-წამებაა. ვისურვებ არავინ გამოსცადოს. მეც ამ ზაფხულს დავკარგე ჩემი გოგო და თითქმის 20 დღიანი ნერვიულობის და ძებნის შემდეგ მივაგენი. ახლა სახლში მყავს და იმის ალბათობა, რომ გაიპაროს და აღარ დაბრუნდეს, დასულია 10%-ზე.

მას შემდეგ რაც ვიპოვნე ჩემი გოგო, დავიწყე ფიქრი იმის შესახებ თუ რა შეიძლებოდა მემოქმედა რომ მსგავსი არ განმეორებულიყო. ოცდამეერთე საუკუნეა. პროგრესი დღითიდღე მატულობს ჩვენ ცხოვრებაში და რაღაც უნდა ყოფილიყო ისეთი რაც გამაკონტროლებინებდა ჩემ ლამაზ ედას. ძიების შემდეგ მივაგენი ჯი-პი-ეს ტრეკერს, რომლის საშუალებითაც:

1. ვაკონტროლებ ძაღლის ადგილმდებარეობას ''ლაივ'' რეჟიმში
2. ვაკონტროლებ როდესაც სცდება ზონას
3. ვისმენ ირგვლივ რა ხდება
4. ტრეკერს აქვს როგორც ვინდოუს ასევე ანდროიდ აპლიკაცია და შეგიძლიათ როგორც ლეპტოპში ან პერსონალურ კომპზე, ისე მობილურითაც აკონტროლოთ.
5. არის წყალგამძლე


მსგავსი ტრეკერები მრავალი სახის არის, მაგრამ ჩემი აზრით ოპტიმალური ეს ვერსიაა რადგან:


1. არ აქვს სააბონენტო გადასახადი პროვაიდერთან ( არის ტრეკერები, რომლებსაც აქვთ სააბონენტო გადასახადი ყველ წელს)
2. ერთი რაც ჭირდება ამ ტრეკერს არის, სიმ ბარათი, რომელზეც ჩართული იქნება მუდმივად ინტერნეტი და სმს მხარდაჭერა, რომ ზონის გაცელის შემთხვევაში, სმს მოგივიდეთ ტელეფონზე

მინუსები:

1. როდესაც ზონას სცდება, სმს მომდის ჩინურ ენაზე. თუმცაღა აპლიკაციით ჩვეულებრივ მიჩვენებს სად იმყოფება მოცემულ მომენტში.
2. ამ ტრეკერს გააჩნია ე.წ. ''სლიპ მოუდ'' ფუნქცია. ამას რომ ვააქტიურებ, მერე წესით მოძრაობაზე უნდა ჩაირთოს, მაგრამ არ ირთვება. ეს სისტემა განკუთვნილია ენერგიის ხარჯის შემცირებისთვის. იმის გამო, რომ რაღაც ვერ გავუგე, გათიშული მაქვს ეს ფუნქცია და შესაბამისად სულ ჩართულია რაც იწვევს ბატარიის მოკლე დროში დაჯდომას. ეს მოკლე დრო კი 9-10 საათია. ისე კი ინსტრუქციით 350 სააათი უწერია.

მოკლედ ჩემთვის მაინც კარგი რამეა და გირჩევთ შეიძინოთ, რათა დაიცვათ თქვენი ცუგა. შეიძლება ეს არ არის ყველაზე საუკეთესო ვარიანტი, მაგრამ გამოვიწერე და მუშაობს. რაღაც მინუსები აქვს. არის აპლიკაციაში რაღაც ნიუანსები, რომლის გამოსწორებასაც ვისურვებდი. ჩემთვის მთავარი იყო, ზონას რომ გაცდებოდა მცოდნოდა. ამ ტრეკერის საშუალებით ამას ვახერხებ უკვე. newsmile05.gif


წარმატებებს გისურვებთ


პ.ს. ვინმეს არ ეგონოს, რომ წილში ვარ ამ ტრეკერების. newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif


ესეც ლინკი, საიდანაც გამოვიწერე.


https://www.amazon.com/TKSTAR-Waterproof-Tracker-Tracking-System/dp/B00X5HGH7A/ref=sr_1_5?ie=UTF8&qid=1474279027&sr=8-5&keywords=gps+tracker+for+pets

პოსტის ავტორი: ოთო. Mar 21 2019, 21:35

ედს რო აქ დღიური ოლივერამ რა დაგიშავა ?

პოსტის ავტორი: ჩელე Mar 21 2019, 21:39

ოლივერი და მარგო აქ დაემატება და წარმოგიდგენთ ჩემს ზოოპარკს...

პოსტის ავტორი: ოთო. Mar 21 2019, 21:41

მარგო რომელი ლუჩკო ?

პოსტის ავტორი: ჩელე Mar 21 2019, 21:42

არა, დედოფალი...

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)