დაიკარგა 1 წლამდე ასაკის ძუ ბრეტონული ეპანიოლი სახელად მიმი,
დაიკარგა სადღაც გლდანის ხიდების მიდებარე ტერიტორიაზე , ყველას გთხოვთ თუ სადმე მოკრათ თვალი შემატყობინეთ, დიდი მადლობა წინასწარ
ეპანიოლი არც ისე ბევრია, უნდა გამოჩნდეს
Gugash
ერთ ერთი ვარიანტია ფეიქრებისკენ გახვიდე მანდ მაწანწალა ძაღლები მოძრაობენ და შეიძლება მაგათთან ერთად იყოს
ხვალ გავათ დიდი მადლობა....
Gugash კახას ბრეტონია?
მაქეთ მიწევს ხშირად სიარული,იქნებ მოვკრა სადმე თვალი,ისე ჭალიმგელა მართალია.ბრეტონი ცოტაა და უნდა გამოჩნდეს
marco-polo
ხო კახასია...
გავათ ახლა და ფეიქრებზე ვნახავთ..
ხო კაკო ჩემია. გუშინ მთელი ღამე ვეძებდით ...მაგრამ.
ფეიქრებზეც ვიყავით , მაგამ ჯერჯერობით არაფერი....ლამის გავგიჟდე რა....ამ ხნის კაცი ვარ და ესეთი საშინელი შეგრძნება....
ძაღლი რომ ბერდება , კიდევ ეჩვევი და იცი , რომ გარდაუვალია....ეს კიდე....არავის ვუსურვებ....
Babuka კახა დარწმუნებული ვარ გამოჩნდება.
ვაახ ღმერთმა გისმინოს, კაკო.....
Babuka
დარწმუნებული ვარ აუცილებლად გამოჩნდება!
ჩვენც ყურადღებით ვიქნებით.
გაიხარე ბაბუ, გაიხარე. მადლობელი ვარ გულისხმიერებისთვის....
Babuka
მაგ ტერიტორიაზე ვმუშაობ , გივის დუქანთან , ჯერ არაფერი გამოჩენილა მეც ყურადღებით ვიქნები
Babuka ჩემ დისტრიბუტორებსაც ვუთხარი,ნახული ყავთ ჩემი ბრეტონი და იციან როგორია.მთელ ქალაქში დაბოდიალობენ და თუ ნახავენ დაითრევენ
გაიხარეთ , მადლობა....აუ ეგ დამიბრუნდეს და......
დამაიმედებელი ფაქტი კიდევ ის არის რომ, ბრეტონს საქართველოში ბევრი არ იცნობს და "ჯიშიან მონადირე ძაღლად" არ მიიჩნევენ, რაც მოპარვა-მითვისების შანსს მინიმალურს ტოვებს. წარმატებები პოვნაში, მაქსიმალურად "გავაბაზრებ" მეც
ეხლა დავბრუნდით. მოვატყავეთ იქაურობა...სექტორებად დაინაწილეს ბიჭებმა მთელი უბანი. ზოგი სხვადასხვა ორგანიზაციების კამერებზე ეძებდა. . ჯერჯერობით ვერეფერი.
ყველას მადლობას გიხდით ყურადღებისა და გულისხმიერებისათვის.
Babuka
ელიზბარაშვილის თავშესაფარში თუ გაქვთ დარეკილი ?
თბილისის მერიასაც აქვს მგონი რაღაცაც?
იმედი მაქვს იპოვით !!
ყველგან ვიყავი და სადაც არ ვიყავი სურათები დავუგზავნე ....არაფერი
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)