თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები _ ლეკვის დღიური

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 14 2011, 20:04

მოკლედ ვხსნი ახალ თემას და ვიწყებ... დღეს ავიყვანე პატარა მონადირე, ინგლისური პოინტერი სახელად "როქსი".. მე მეგონა სახლში გაუჭირდებოდა შეჩვევა მაგრამ პირიქით ძალიან კარგად გრძნობს თავს.. დარბის და თამაშობს ეტყობა რომ ძალიან ენერგიული ლეკვია..
თბილია და მოსიყვარულე, ადვილად შედის ადამიანებთან კონტაქტში... დღეს ვეთამაშებოდი და ალუჩა გავუგორე იატაკზე, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა - ნაბულზე დაუდგა.. newsmile035.gif ცოტახნის წინ მიირთვა და ახლა ტკბილად ძინავს..

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

ყოველდღე სიახლეებს მოგიყვებით.... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 14 2011, 20:26

ზაზა
ზაზა რაც შენ მითხარი ის გავაკეთე.. ლეკვის დედა რაზეც იწვა იმ ნაჭერს პატარა მოვაჭერი და წამოვიღე, ეხლა როქსი წევს და ძინავს ტკბილად... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზაზა Jun 14 2011, 20:43

ლეკი,
ხომ იცი,გგულშემატკივრობ და აბა შენ იცი.
რამდენი კილოა აწონე.შემდეგ ერთი კვირის თავზე და ვიანგარიშოთ რამდენს მოიმატებს.წესით 110 გრამამდე დღე-ღამეში ძაან კაია,მაგრამ მინიმუმ 70-80 გრამით უნდა მოიმატოს.

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 14 2011, 20:45

კვებას რაც შეეხება, დღეს ვიყავი ვეტექიმთან და გამოვკითხე ყველაფერი.. ვაჭმევ დღეში 6-ჯერ, მაწონი ცხიმმოხდილი, მოხარშული ბრინჯი და გერკულესის ფაფა.. ჯერ სანამ დამოუკიდებლად სწავლობს ჭამას სხვა არაფერი მისცეო.. 1 კვირის მერე დაფხვნილი პედიგრი შეურიეო...

პოსტის ავტორი: ზაზა Jun 14 2011, 20:48

რას აჭმევ,რამდენ გრამს დღეში და რამდენჯერ...სხვა საკვებს რას უმატებ და ასეთი რამეებიც.როდის დაამუშავებ ჭიაზე,წვეთებს მიცემ თუ აბს,რომელს?მკბენარებზე რას გირჩევს ვეტექიმი?თითოეული ასეთი და სხვა მრავალი საინტერესო იქნება იმათთვის,ვინც აპირებს გაზარდოს ლეკვი,ასევე თუ რამე არის უკეთესი საშუალება,აქვე გირჩევენ მცოდნეები.მოკლედ,რახან დაიწყე,გააგრძელე...

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 14 2011, 20:48

ხვალ ავწონი, თან ვეტექიმმა მითხრა ჩამოიყვანე ჭიის წამალიც მივცეთ უკვეო.. აუ ასეთი ენერგიული და ცოცხალი ლეკვი მე ჯერ არ მინახავს.. newsmile05.gif დამდევს და შარვალზე მეჭიდება newsmile035.gif cooldog.gif

პოსტის ავტორი: ზაზა Jun 14 2011, 20:52

სიტყვა პედიგრი არ იხმარო,ეს არის ყველაზე იაფიანი საკვები და როგორც ბავშვებზე პამპერსს ეძახიან ყველაფერს ,ეგრეა საკვებებშიც.ჰილსი,ეუკანუბა,რ

იალ კანინი

.ამათგან რომელიმე მიეცი რა

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 14 2011, 20:52

მკბენარებზე დამუშავებას რაც შეეხება ჯერ პატარაა და წვეთები არ შეიძლებაო, მითუმეტეს მონადირე ძაღლისთვისო და რაღაც ფხვნილი მომცა კანში შეაზილეო.. (სახელი არ ვიცი).. ხო დღეში ვაჭმევ 6 ჯერ, ყავის ჭიქაში რაც ჩავა იმდენს, დაახლოებით 50-70 გრამამდე ერთ ჭამაზე..

პოსტის ავტორი: ზაზა Jun 14 2011, 20:52

2 კილო ნახევარი იქნება

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 14 2011, 20:53

ხო პედიგრი ისე ვთქვი სიტყვაზე.. როიალ კანინს მივცემ ალბათ.. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზაზა Jun 14 2011, 20:57

პირველი შენიშვნა:რაღაც ფხვნილი არასწორია,სწორია თუ დაწერ სახელს wtfg.gif

ციტატა(ლეკი @ Jun 14 2011, 21:52) *
მკბენარებზე დამუშავებას რაც შეეხება ჯერ პატარაა და წვეთები არ შეიძლებაო, მითუმეტეს მონადირე ძაღლისთვისო და რაღაც ფხვნილი მომცა კანში შეაზილეო.. (სახელი არ ვიცი).. ხო დღეში ვაჭმევ 6 ჯერ, ყავის ჭიქაში რაც ჩავა იმდენს, დაახლოებით 50-70 გრამამდე ერთ ჭამაზე..


ეს არის როგორც მახსოვს პუდრას მაგვარი,სახელი არ ვიცი და დაწერე აბა რა ქვია,სხვებისთვისაც საინტერესოა

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 14 2011, 20:57

აუ რაღაც სახელი მითხრა და აღარ მახსოვს რა ერქვა, გავიგებ და დავწერ.. ხო მართლა ხუთშაბათს მივდივართ საბუთები უნდა ავიღოთ.. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზაზა Jun 14 2011, 20:58

ისე ,ფოტოსესია ჰყვარებია,ჰერცოგასი ისეთი გიჟია,ვერ გადაუღებ სურათებს.კრასავეც როქსი

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 14 2011, 21:06

ზაზა რა უნდა გკითხო.. 8-ის ნახევარზე წამოვიყვანე ლეკვი და კობამ მითხრა ეხლახანს ჭამესო.. წეღან დავუდგი მაწონი ცოტა შეჭამა მერე ითამაშა და ეხლა ძინავს.. რატო არ ჭამა კარგად? მეშინია მაინც რავი..

პოსტის ავტორი: AJLTA3AP Jun 14 2011, 21:10

ჰეჰეჰე მაგარი ტიპია ძაან newsmile029.gif


ისე ბატონო ზაზა , ლეკვი როდესაც პატარაა , ხელოვნური ძვლის ან რამე ამდაგვარი სათამაშოს მიცემა ხო შეიძლება , კბილების მოსახახუნებლად newsmile029.gif

ციტატა(ლეკი @ Jun 14 2011, 22:06) *
ზაზა რა უნდა გკითხო.. 8-ის ნახევარზე წამოვიყვანე ლეკვი და კობამ მითხრა ეხლახანს ჭამესო.. წეღან დავუდგი მაწონი ცოტა შეჭამა მერე ითამაშა და ეხლა ძინავს.. რატო არ ჭამა კარგად? მეშინია მაინც რავი..



წარმოიდგინე შენი თავი მის ადგილას newsmile035.gif გადაჭამა ეტყობა თავის დროზე 8 ის ნახევრამდე ყველაფერი და აღარ უნდა , ისიც შენი ხათრით შთანთქა მაწონი თორე ძაანაც არ უნდოდა ეტყობა newsmile05.gif ისე რა ხნისააა ? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 14 2011, 21:11

ციტატა(AJLTA3AP @ Jun 14 2011, 22:10) *
ისე რა ხნისააა ? newsmile05.gif

1 თვის და 1 კვირის newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზაზა Jun 14 2011, 21:11

ციტატა(ლეკი @ Jun 14 2011, 22:06) *
ზაზა რა უნდა გკითხო.. 8-ის ნახევარზე წამოვიყვანე ლეკვი და კობამ მითხრა ეხლახანს ჭამესო.. წეღან დავუდგი მაწონი ცოტა შეჭამა მერე ითამაშა და ეხლა ძინავს.. რატო არ ჭამა კარგად? მეშინია მაინც რავი..



კუჭის მოქმედება ჰქონდა?როგორი?
თუ ძინავს,ე.ი. არაფერი აწუხებს.
ყავის ჭიქით ვაჭმევო გეწერა,სანამ როიალ კანინს მისცემ,მანამდე აკონტროლე,მუცელი ძაან არ გაებეროს.მერე კი საკვებს აწერია ლეკვის წონის მიხედვით დღიური ნორმა,ეგ გაყავი 6-7-ზე და მიეცი.დიდი მცოდნესავით პასუხებს მე გიწერ,მარა სხვები ჯერ არ აქტიურობენ და მე ავიღე ინიციატივა newsmile05.gif
მე გირჩევ რაიმე ყუთში ჩასვა და მანდ ჩაუფინო ეგ ნაჭრები,ზემოდანაც ღია ჰქონდეს და შესასვლელიც ამოუჭერი.ხო ოთახში გყავს და ეგრევე მიეჩვევა მანდ შეძრომას.

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Jun 14 2011, 21:13

გიო მანდ მეტროსთან შენთან ახლოში "ბუნების"
ფილიალია და მანდ მიიყვანე ვეტ-ექიმთან ვალერი ქვია 893491772
კაი სპეციალისტია, თან კანინსაც მანდ იყიდი როგორც
ჭეშმარიტი ოჩოპინტრელი, თან თავის ფასში მოგცემენ
15 კილოიანი მეშოკი 100 ლარად, დანარჩენი შენ იცი წარმატებები....

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 14 2011, 21:13

კუჭში არ გასულა ჯერ.. მუცელი არ აქვს გაბერილი.. ძალიან მაგარ ხასიათზეა... და ტკბილად ძინავს.. კი ოთახში მყავს და ყუთში ვაპირებ მეც რო ჩავსვა.. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზაზა Jun 14 2011, 21:15

ციტატა(ლეკი @ Jun 14 2011, 22:11) *
1 თვის და 1 კვირის newsmile05.gif



ისევ მე უნდა გავცე სწორი პასუხი.ზუსტად ერთი თვისაა წიე,14 მაისს დაიბადნენ. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 14 2011, 21:17

ციტატა(ზაზა @ Jun 14 2011, 22:15) *
ზუსტად ერთი თვისაა წიე,14 მაისს დაიბადნენ.

newsmile040.gif

პოსტის ავტორი: ზაზა Jun 14 2011, 21:20

ციტატა(ლეკი @ Jun 14 2011, 21:48) *
ვეტექიმმა მითხრა ჩამოიყვანე ჭიის წამალიც მივცეთ უკვეო..


ამ ექიმსაც ალბათ თვის და კვირისააო უთხარი და დააზუსტე ყველაფერი

პოსტის ავტორი: gogita.m Jun 14 2011, 21:20

ლეკი ფოტოებზე დენის სადენები შევნიშნე, მაინც ფრთხილად იყავი კბილი არ გაჰკრას!

პოსტის ავტორი: irakli# maxi Jun 14 2011, 21:36

ციტატა(ლეკი @ Jun 14 2011, 22:11) *
1 თვის და 1 კვირის newsmile05.gif


მემგონი უპრო პატარაა ასე მახსოვს

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 14 2011, 21:41

ლეკი

კარგი ლეკვია როგორც ჩანს , გაიზარდოს სასახელო. ჩემი გამოცდილებიდან გეტყვი რაღაცეებს, შეიძლება იცი, მაგრამ რომ არ გამოგეპაროს რამე.

1. საჭმელი და წყალი, ყოველთვის ერთ ადგილას დაუდე. ჭამის დროს ჯამი ხელში დაუჭირე მაღალზე, რომ კისერი არ დაეძაბოს. აჭამე ერთი და იგივე დროს, ეგ უკვე შენ იცი რა დროები იქნება.
2. იქნება მოსაქმების პრობლემა. აფთიაქში იყიდება დასაფენი პამპერსი, გაუშალე და როგორმე მიაჩვიე იქ მოსაქმებას. გარეთ არავითარ შემთხვევაში არ გაიყვანო, გინდაც აივანზე, გინდაც სადარბაზოში თუ ეზოში. სანამ არ აცრი რა თქმა უნდა.
3. ხშირად უმეორე სახელი რომ მალევე მიეჩვიოს.
4. დაუჯერე ვეტექიმს, მაგრამ შენი ვერსია ყოველთვის გქონდეს და არასოდეს მოგერიდოს რამის კითხვა და თუნდაც ღამის 5 საათზე დარეკვა მოგიწიოს.
5. როგორმე გაიჭირვე და მიეცი ხარისხიანი საჭმელი 6 თვემდე მაინც. როიალ კანინი ან ჰილსი, მე ამას გირჩევდი.

დალშე თუ რამე გამახსენდა დავწერ.

პ.ს. ისე მგონი ეს რჩევები შენ მომეცი ჩელსი რომ მყავდა.... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 14 2011, 21:58

ჩელე
მადლობ ჩელე.. მე ყველა თქვენს რჩევას გავითვალისწინებ.. kiss.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Jun 14 2011, 22:15

ზაზა

ციტატა(zaza @ 14th June 2011 - 21:43) *
ლეკი,
ხომ იცი,გგულშემატკივრობ და აბა შენ იცი.
რამდენი კილოა აწონე.შემდეგ ერთი კვირის თავზე და ვიანგარიშოთ რამდენს მოიმატებს.წესით 110 გრამამდე დღე-ღამეში ძაან კაია,მაგრამ მინიმუმ 70-80 გრამით უნდა მოიმატოს.

ციტატა(zaza @ 14th June 2011 - 21:48) *
რას აჭმევ,რამდენ გრამს დღეში და რამდენჯერ...სხვა საკვებს რას უმატებ და ასეთი რამეებიც.როდის დაამუშავებ ჭიაზე,წვეთებს მიცემ თუ აბს,რომელს?მკბენარებზე რას გირჩევს ვეტექიმი?თითოეული ასეთი და სხვა მრავალი საინტერესო იქნება იმათთვის,ვინც აპირებს გაზარდოს ლეკვი,ასევე თუ რამე არის უკეთესი საშუალება,აქვე გირჩევენ მცოდნეები.მოკლედ,რახან დაიწყე,გააგრძელე...

ციტატა(zaza @ 14th June 2011 - 21:52) *
სიტყვა პედიგრი არ იხმარო,ეს არის ყველაზე იაფიანი საკვები და როგორც ბავშვებზე პამპერსს ეძახიან ყველაფერს ,ეგრეა საკვებებშიც.ჰილსი,ეუკანუბა,რ

იალ კანინი

.ამათგან რომელიმე მიეცი რა

ციტატა(zaza @ 14th June 2011 - 21:52) *
2 კილო ნახევარი იქნება

ციტატა(zaza @ 14th June 2011 - 21:57) *
პირველი შენიშვნა:რაღაც ფხვნილი არასწორია,სწორია თუ დაწერ სახელს

იმდენს იზამ რო გააშვებინებ შენ მაგ ძაღლს newsmile035.gif
newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif


ბოდიში, მეორე გვერდიც ქონია და ეგ ვეღარ ვნახე, თორე დავამატებდი
newsmile035.gif

ბოდიში, მეორე გვერდიც ქონია და ეგ ვეღარ ვნახე, თორე დავამატებდი
newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ჯეკო Jun 14 2011, 22:18

ლეკი აუუუ მაგარი შარშიხარ რააა newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Jun 14 2011, 22:18

აქ გიო 18 პოსტი

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 14 2011, 22:22

ციტატა(გიზოვიჩი @ Jun 14 2011, 22:13) *
გიო მანდ მეტროსთან შენთან ახლოში "ბუნების"
ფილიალია და მანდ მიიყვანე ვეტ-ექიმთან ვალერი ქვია 893491772
კაი სპეციალისტია, თან კანინსაც მანდ იყიდი როგორც
ჭეშმარიტი ოჩოპინტრელი, თან თავის ფასში მოგცემენ
15 კილოიანი მეშოკი 100 ლარად, დანარჩენი შენ იცი წარმატებები....

გაიხარე გიო.. ხუთშაბათს საბუთები უნდა ავიღოთ და მერე შევივლი ვაჩვენებ ლეკვს... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jun 14 2011, 23:58

ლეკი მაგარი ლეკვია მამას გავს
კაბელები მოარიდე პირველ რიგში
მად სადაც ეგ ლეკვი გყავს ლინელიუმი გიგია და ცოტა არ იყოს ლეკვს უჭირს მაგაზე სიარული და რამე ხალიჩა რომ დაგეგო უკეთესი იქნება მაგის ფეხებისთვის
ერთი და იგივე დროს აჭამე ძაღლს ყოველთვის და საათების მიხედვით
და რამე სათამაშო უყიდე რეზინის

პოსტის ავტორი: ბალა Jun 15 2011, 00:05

დედაჩემს არ მოუვლია ალბათ ჩემთვის ასე newsmile05.gif

ისე ლეკი მართლა მაგარ შარში ხარ, მაგრამ მერე გაგისწორდება მწყერს რომ მოგიტანს და იხვზე რაღაც ტოტებით რომ არ დაიწყებ ჩალიჩს ტბიდან გამოტანისას newsmile05.gif


P.S. ძალიან საჭირო თემა ვინც ძაღლის ყოლას აპირებს

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 16 2011, 13:06

ხო ვაგრძელებთ.. მოკლედ როქსი მიხვდა რომ უკვე საკუთარ ოჯახშია და გაგვიშინაურდა... დაიწყო თამაში და გართობა... ძალიან ძალიან ენერგიული ლეკვია... მთელი დღე დარბის და იკბინება და იღრინება.. კვების რაციონს შევმატეთ ხაჭო და ძალიან კარგად ჭამს სხვათაშორის...
აუ ისეთ რაღაცეებს აკეთებს მაგიჟებს უკვე ტოო... newsmile05.gif ბურთს სტოიკებს უკეთებს.. newsmile035.gif მთელი დღე სძინავს და ღამე დარბის... ორი დღეა არ მძინებია, გამაღვიძებს მიყეფს და მანიშნებს მეთამაშეო, ღამის 3-4 საათზე.. მეც რას ვიზამ უარს ვერ ვეუბნები და ვუზივარ გამოშტერებული და ვთამაშობთ.. newsmile035.gif

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/



ესეც ღამის 3 საათზე.. მე და ჩემი ვაჟკაცი ვერთობით.. newsmile035.gif


პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jun 16 2011, 13:18

ბოლო მემენტი იყი საუკეთესო მაგარი ჩაიკუნცხა
მაგარი ლეკვია მაგარ ჯანზეც არის კარგი კვება და ყვლაფერი უკეთესად იქნება
აცრები გააკონტროლი და ჭიაზე დაამუშავე აცრებამდე

პოსტის ავტორი: თენგო Jun 16 2011, 14:29

ბოდიშის მოხდით,ოფები წაიშალა!
ლეკი
გილოცავ ,მაგარი ლეკვია! დანარჩენი შენზეა!

პოსტის ავტორი: khmaltevza Jun 16 2011, 17:01

ლეკი თბილი ბოთლი ღამე არ გიცდია? კურცჰაარის შემთხვევაში გაამართლა! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: kupra Jun 16 2011, 17:05

ლეკი კაი ლეკვია ჩერეშურ ცოტა გაიჭირვე და ეგაა მომავალ ამ დროს ეგ დაგიპასებს შენ შრომას.

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 16 2011, 17:13

khmaltevza
ეგ იმ შემთხვევაში თუ სცივა ან დედას კითხულობს, მაგრამ ჩვენ ეგ პრობლემა არ გვაქვს.. newsmile045.gif თან არ მინდა სითბოს მოყვარული ძაღლი გამოვიდეს, მინდა დავანახოთ ზოგიერთებს რომ პოინტერს ყინვაშიც შეუძლია ნადირობა... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 18 2011, 17:58

ეხლა შევამჩნიე ცხვირზე პატარა თეთრი ლაქა აქვს, სურათებშიც ჩანს და გაუმუქდება ?? ან რამე პრობლემას წარმოადგენს??

პოსტის ავტორი: თენგო Jun 18 2011, 19:06

ლეკი
გაუმუქდება. თუ არა და არც ეგ არის დიდად საგანგაშო.

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 18 2011, 22:45

თენგო
ხო ჩემი ლეკვის დედმამიშვილებსაც მასე აქვთ, ჯერ პატარები არიან და ალბათ გაუმუქდებათ.. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 19 2011, 13:19

დღეს ვიყავით ვეტექიმთან ჭიის წამალზე.. ავწონე ლეკვი და 3.5 კგ–ია.. ისე 1 თვის ლეკვისთვის როგორი წონაა??
გვირჩია ეს წამალი - БРОВАНОЛ ПЛЮС 10კგ–1ტაბლეტი
ალბათ იცით მაგრამ მე მაინც დავწერ გამოყენების წესს (ახალბედებისთვის).. დილით უზმოზე ნახევარი ტაბლეტი
უნდა მივცეთ მცირე ულუფასთან ერთად და 2 საათის განმავლობაში არაფერი ვაჭამოთ.. იგივეს ვიმეორებთ 10 დღის შემდეგ..

ესეც წამალი..
http://pix.ge/

ესეც როქსი.. რას იტყვით გაზრდილია??

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

ეს კი საამაყო საგვარეულო ნუსხა, გუშინ ავუღე... newsmile05.gif

http://pix.ge/

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: khmaltevza Jun 19 2011, 15:39

საგვარეულოს small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

საგვარეულოს ღირსეული გამგრძელებელი ყოფილიყოს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გოგა Jun 19 2011, 17:04

ლეკი
კარგი ტიპია newsmile05.gif
გილოცავ

პოსტის ავტორი: შუკა Jun 19 2011, 17:39

ლეკი
მაგარი ლეკვია!! newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 19 2011, 19:33

გაიხარეთ... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 21 2011, 21:14

მოკლედ დღეს შევცვალეთ კვების რაციონი და გადავედით მაღალი კლასის საკვებზე..
1 - ეს არის "Dog Chow"

2 - "ფრისკარი"

ერთ ჭამაზე 50-70 გრამი უნდა მიიღოს..

ცოტახანს ამაზე მეყოლება და მერე მინდა რომ "როიალ ქანინი" ან "დაიმონდ პაპი" მივცე 1-2 თვე მაინც.. კარგად რო განვითარდეს და ჩამოყალიბდეს ლეკვი....

http://pix.ge/

ესეც დოგჩოუ... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: irakli# maxi Jun 21 2011, 21:28

ლეკი'

ერთ ჭამაზე 200-350 გრამი უნდა მიიღოს..


400 გრამს ძაღლს ვაჭმევ დღეში

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 21 2011, 21:35

უპს.. შემეშალა მაპატიეთ.. ჩავასწორე... newsmile040.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 22 2011, 21:48



გაიზარდა თუ ისევ იმხელაა?? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Zhorika Jun 22 2011, 21:56

ლეკი

მაგარი ლეკვი გყავს ძალიან!

პოსტის ავტორი: შუკა Jun 22 2011, 22:34

ლეკი
მოიზარდა newsmile05.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: khmaltevza Jun 23 2011, 17:02

ლეკი გაიზარდა რომელია. წინა ვიდეოსთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილია. თან როგორც ჩანს ლამაზად უყალიბდება ფორმები small3d018.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Jun 23 2011, 17:24

გაზრდილი აბა რაა? მაგარი ტიპია ძალიან.... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 23 2011, 18:18

ციტატა(khmaltevza @ Jun 23 2011, 18:02) *
თან როგორც ჩანს ლამაზად უყალიბდება ფორმები

ყველაზე მეტად ეს მახარებს, რაც იზრდება უფრო და უფრო ემსგავსება დედ-მამას.. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 26 2011, 13:19

ამჟამად როქსი არის 1 თვის და 10 დღის.. ძალიან გაცელქდა და გაცუღლუტდა... სულ დარბის თამაშობს... ორი შარვალი დამიხია უკვე... newsmile035.gif
როქსიმ უკვე კარგად ისწავლა თავისი სახელი... დავუძახებ თუ არა ეგრევე შემომხედავს.. newsmile05.gif ნელ-ნელა ყალიბდება და იხვეწება.. უვითარდება ნაკვთები
და პოინტერს დღითიდღე ემსგავსება... ძალიან მიხარია და დიდ იმედებს ვამყარებ ჩემს პატარა კაცზე.. newsmile05.gif

ესეც ახალი ფოტოები..

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 26 2011, 13:25


პოსტის ავტორი: ლეკი Jun 29 2011, 12:39

ისეთ რაღაცებს აკეთებს როქსი რო ვგიჟდები რაა. გუშინ სასტვენი ავიღე და ჩავსტვინე, რეაქცია მაინტერესებდა და ეგრევე ჩემთან გამოიქცა... როგორც კი სასტვენში ჩავსტვენ თავქუდმოგლეჯილი მორბის ჩემთან.. newsmile035.gif newsmile035.gif მეც სასუსნავით ვაჯილდოვებ და უხარია... ვიდეოს დავდებ მერე.. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Jul 7 2011, 19:55

როქსი 1 თვის და 22 დღის... წონა 6 კგ...

დღეს გავიკეთეთ პირველი აცრა... newsmile05.gif ვეტექიმმა მითხრა ნემსის შემდეგ ცოტა შეიძლება მოიწყინოს ლეკვმაო მაგრამ
მოიწყინოს არა ისა, ამას რა მოაწყენინებს.. უფრო გაგიჟდა.. newsmile035.gif newsmile035.gif

ხო რაც მთავარია, მეორე აცრა უწევს ორ კვირაში და მერე გარეთ შეიძლება გაყვანა... newsmile05.gif



http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: kupra Jul 7 2011, 20:56

ლეკი მაგარი ლეკვია დზაან newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Jul 7 2011, 21:02

kupra
გაიხარე.. newsmile041.gif

პოსტის ავტორი: khmaltevza Jul 7 2011, 22:06

მაგარი ბიჭი იზრდება!!!!


და ლეკი, 2 თვისაც არ არის ჯერ და 6 კილოა? what.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jul 7 2011, 22:10

კარგია ლეკი ეგრე გააგრძელე

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jul 7 2011, 22:16

ბალიშის მოტანაზე ავარჯიშე

პოსტის ავტორი: ლეკი Jul 7 2011, 22:23

ციტატა(khmaltevza @ Jul 7 2011, 23:06) *
და ლეკი, 2 თვისაც არ არის ჯერ და 6 კილოა? what.gif

კი 6 კილოა.. newsmile05.gif

ციტატა(ჰერცოგი997 @ Jul 7 2011, 23:16) *
ბალიშის მოტანაზე ავარჯიშე

რაღადროს ეგენია უკვე სასტვენზე ვავარჯიშებ.. newsmile035.gif newsmile035.gif აპორტირებაზე ვამუშავებ.. "დაუნ" ისწავლა.. და სასტვენში ჩავბერავ თუ არა თავქუდმოგლეჯილი მორბის ჩემსკენ და წინ მიჯდება... newsmile05.gif მოკლედ მაგრად მსიამოვნებს რა... xoshian.gif

პოსტის ავტორი: შუკა Jul 7 2011, 22:35

მაგარია ლეკი !! მაგარი ძაღლი დადგება!

პოსტის ავტორი: ლეკი Jul 7 2011, 22:39

შუკა
მომავალ წელს საველე უნდა დავლაშქროთ ჩვენ... თქვენი ლომებიც მაგრები იზრდებიან.... newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ჯეკო Jul 7 2011, 23:22

ლეკი საღოლ გიო საღოლ მე მჯერა შენი :* :*

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Jul 8 2011, 09:27

ყოჩაღ გიო, ლეკვის გაზრდის მოოტივაცია არ გაკლია
მაგრამ ერთი კარგი საჩუქარი მაქვს შენ დაქ როქსისთვის,
ჰო მართლა რომელ ვეტერინართან მიიყვანე, მე რომ გითხარი თუ
სხვაგან?

პოსტის ავტორი: Zhorika Jul 8 2011, 13:14

ლეკი

რა უცებ იცვლებიან ამ ასაკში. რაც მთავარია უფრო და უფრო კარგისკენ იცვლება და ყალიბდება.

მოკლედ მაგარია მაგარიიი

პოსტის ავტორი: ჩიქო Jul 8 2011, 13:57

მაგარი ლეკვია ძმაო, ღმერთმა სასახელო გაგიზარდოსnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Jul 16 2011, 20:38

ციტატა(გიზოვიჩი @ Jul 8 2011, 10:27) *
ყოჩაღ გიო, ლეკვის გაზრდის მოოტივაცია არ გაკლია
მაგრამ ერთი კარგი საჩუქარი მაქვს შენ დაქ როქსისთვის,
ჰო მართლა რომელ ვეტერინართან მიიყვანე, მე რომ გითხარი თუ
სხვაგან?

გაიხარე გიო.. ეხლა ვნახე შენი პოსტი... არა სხვასთან მიმყავს ხოლმე გიო ნაცნობია და თან კარგი ექიმია.. ვა რა საჩუქარი?? newsmile035.gif newsmile093.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Jul 16 2011, 22:39

დღეს 16 ივლისს როქსი გახდა 2 თვის... ძალიან, ძალიან ცელქია...
კვების რაციონს შევმატეთ სუპები და ძალიან მაგრად მოსწონს.. კარგად ჭამს.. დღეში ორჯერ სუპს ვაძლევ და
ორჯერ პრემიუმ კლასის საკვებს.. გავზარდეთ დოზაც... ვაძლევ ბოსტნეულსაც.. ვიტამინებს: A, D3, E
დღეს გავზომე სიმაღლეში და 34 სმ-ია.. რას იტყვიან მცოდნეები 2 თვის ლეკვისთვის როგორი სიმაღლეა??
ძალიან მორჩილი და დამჯერი ძაღლია.. ნუ ჩემთვის ყოველშემთხვევაში.. დანარჩენი კი თვითონ ნახეთ და შეაფასეთ.. newsmile05.gif

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/



აბა შეგვაფასეთ...

პოსტის ავტორი: Bonehill Jul 17 2011, 09:00

small3d018.gif

2 თვის ლეკვისთვის საკმაოდ კარგადაა განვითარებული, სიმაღლეც ნორმალური აქვს , მაგარი ხარ ლეკი

პოსტის ავტორი: ალთაზარ Jul 17 2011, 18:18

ლეკი მეგობარო , ძაან კარგ ფორმაშია და ვეთანხმები ჩვენს მეგობარ ფორუმელებს მაგარი მეგობარი გეზრდება !!



ასევე ერთმა რამ ძალიან დამაკვირვა შესაძლოა ვცდებოდე შესაძლოა არა , მიუხედავად იმისა რომ სახელი და გვარი შესაძლოა ზოგიერთებმა იცოდნენ მაგრამ აი შენი მისამართის გამოქვეყნება მემგონი არაა მიზანშეწონილი , თან პოინტერი გყავს კაი დედ-მამის შვილი .... ვიცი ეხლა რა პასუხსაც გამცემ და ვიცი რომ ნიავსაც არ გააკარებ ნეტოჩტო იმ ^^^^^^^ ბს newsmile035.gif

თეორიულად რომ ვიმსჯელოდ ესეთი ხალხი ვინც ძირითადად ძაღლების გადაწებაზეა ფორუმებზე დაძვრება გველივით ,რათა მეტი ინფო მიიღოს , შენ კი თავად აჩვენებ სადაც გყავს ძაღლი newsmile05.gif

მოკლედ ნეტა ვცდებოდე მაგრამ მაინც

ლეკი არ გამიბრაზდე ეხლა newsmile029.gif vava.gif

წარმატებები აღზრდა განვითარებაში და მომავალ ნადირობის სეზონზე პირველი ნანადირევით სურათზე ძაღლითურთ newsmile029.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Jul 17 2011, 18:44

ალთაზარ
გაიხარე.. სად წერია მისამართი იქნებ მანახო?? wtfg.gif

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 17 2011, 19:03

ციტატა(ლეკი @ Jul 17 2011, 19:44) *
ალთაზარ
გაიხარე.. სად წერია მისამართი იქნებ მანახო?? wtfg.gif



ალთაზარ,გაიხარე,დაკვირვებული კაცი ხარ.

ლეკი,როქსის ფანი ვარ,მომწონს ეს ლეკვი, შენ კი მონდომებული ხარ და დაგიფასდება.
რაც შეეხება იმას,რასაც ალთაზარი გეუბნება,დაკოპირებულს აქ ისევ არ დავდებ,შენი ლეკვის ე.წ. ,,ვეტერინარულ კნიჟკაში" წერია შენი მისამართი.ბინაში გყავს და ვერავინ მოგტაცებს,ვინც ეგ მოისურვოს მაგის...

პოსტის ავტორი: ლეკი Jul 17 2011, 19:18

ალთაზარ
გაიხარე სწორი შენიშვნაა.. და ჩავასწორე... მადლობ ყურადღებისთვის...

მაგრამ ჩემს ლეკვს ისეთი დაცვა ჰყავს, რო ახლოსაც არავის მიასუნინებს ამის 100%-იან გარანტიას ვიძლევი... და არც არავის ვუსურვებ ამის გაბედვას...

აი ესეც როქსის მეთვალყურე, არაჩვეულებრივი დაცვა და განუმეორებელი მეგობარი.. ეჭვი მეპარება რომ ამაზე მაგრად რომელიმე ადამიანმა შეძლოს დაცვა... newsmile05.gif

http://pix.ge/


ზაზა
მადლობ ზაზა.. მე ძალიან მონდომებული ვარ და მჯერა მიზანს მივაღწევ..

პოსტის ავტორი: შუკა Jul 17 2011, 21:26

ლეკი
მაგარი ხარ ლეკი!! და მაგარი ლეკვიც გეზრდება! newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Jul 17 2011, 21:59

ციტატა(შუკა @ Jul 17 2011, 22:26) *
ლეკი
მაგარი ხარ ლეკი!! და მაგარი ლეკვიც გეზრდება!

გაიხარე ნიკუშ!! მიხარია რომ მოგწონთ... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ალთაზარ Aug 7 2011, 23:26

ლეკი რაღაც ძაან მიგავიწყდა ეს თემა თუ რაშია საქმე ჰა რას შვება ჩვენი ცელქი ? newsmile05.gif გვიამბე რამე !

პოსტის ავტორი: ჯეკო Aug 7 2011, 23:34

ალთაზარ
სეზონისთვის ამზადებს და ვეღარ მოიცალაnewsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ალთაზარ Aug 7 2011, 23:40

ციტატა(ჯეკო @ Aug 8 2011, 00:34) *
ალთაზარ
სეზონისთვის ამზადებს და ვეღარ მოიცალაnewsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ხოო სეზონი კაი რამეა მაგრამ სამწუხაროდ რატომღააც მე ვერ შემოგიერთებით ნადირობაზე :(( ვერადა ვერ მოვუხერხე დროს სტენდზე მაინც რომ გავსულიყავი არადა კარადაში მიდევს უკვე გადაფორმებული ზიმსონის 12 კალიბრიანი :((

პოსტის ავტორი: ჯეკო Aug 7 2011, 23:48

ალთაზარ
მერე აუცილებელი არარის სტენდზე გახვიდე დანამ ინადირებ newsmile045.gif მე რო მაგდენი მევლო სტენდზე newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Aug 14 2011, 22:58

არ დამვიწყებია ეს თემა, უბრალოდ როქსი სოფელში ისვენებდა და სიახლეებს ვერ ვწერდი.. დღეს ჩამოვიყვანე რაიონიდან..
ისე მაგრად მენატრებოდა ვეღარ ვძლებდი.. ძალიან შეცვლილი დამხვდა.. გაზრდილი, უფრო გალამაზებული, დადინჯებული..
მაგრამ ცოტა გამხდარი მომეჩვენა, რაც ალბათ ამ ასაკში არც არის გასაკვირი.. გამაღლებულია ძალიან... კვებას რაც შეეხება ამჟამად ჰილსს
მიირთმევს, როიალ ქანინი ვერ ვიშოვე ჯერჯერობით..

ესეც როქსი.. დანარჩენ სურათებსაც დავყრი მოგვიანებით...

http://pix.ge/

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: გოგა Aug 15 2011, 10:37

ემსგავსება ძაღლს ნელნელა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ალთაზარ Aug 15 2011, 10:57

როიალ ქანინი

5 დღის წინ ვიყიდე ზოოპარკში რომ ვეტერინარიაა მანდ newsmile05.gif ჩემი მალამუტისთვის newsmile029.gif



მაგრად გამოიყურება როგორ ვატყობ სურათების გადაღება უყვარს ამას newsmile029.gif

პოსტის ავტორი: kupra Aug 15 2011, 19:00

მშვენიერი ტიპია. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Sep 20 2011, 13:19

როქსი 4 თვის და 4 დღის... ძალიან სწრაფად იზრდება და ყალიბდება... უკვე მინდორშიც დავდივართ და ეჩვევა ნელ-ნელა...
რაც უფრო იზრდება უფრო მეტად დამჯერი ხდება... მიჯერებს ჯერჯერობით...

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: ლეკი Sep 29 2011, 11:37

http://pix.ge/

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: ლეკი Oct 9 2011, 22:19

როქსი 4 თვის და 23 დღის.... დღეს მინდორში ვიწანწალეთ და სურათებიც გადავიღეთ...

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ლეკი Oct 9 2011, 22:57

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

მიყვარს პროფილში სურათების გადაღება.... newsmile05.gif

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ლეკი Oct 9 2011, 23:10

ფოტოსესიის შემდეგ ტკბილად ჩაგვეძინა.. newsmile05.gif

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: Davitus Oct 10 2011, 00:56

ლეკი

ეგრე ძაანაც ნუ გაანებივრებ მაგ ლეკვს ჩახუტებებით, თორემ "იზბალოვანი" ძაღლი გეყოლება და მწყერს, სანამ ტუჩებში არ აკოცებ და ყვერებს არ დაუზილავ არ მოგიტანს

პოსტის ავტორი: ჯეკო Oct 10 2011, 12:10

Davitus დაუზილოს მერე მეტი რასაქმეაქ D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Oct 11 2011, 10:03

Davitus

არა რა განებივრება, ძაან სტროგად ვზრდი... newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Davitus Oct 11 2011, 10:55

ლეკი

სპარტანულად?

პოსტის ავტორი: ლეკი Oct 11 2011, 10:59

არა მართლა მკაცრად ვზრდი... ეს შემთხვევითი ფოტოა..
პოინტერის განებივრება დაღუპვის ტოლფასია...

პოსტის ავტორი: ლეკი Nov 11 2011, 16:16

როქსი 5 თვის და 25 დღის...
გაიზარდა და დამშვენდა ჩემი ვაჟკაცი... newsmile05.gif

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: kupra Nov 11 2011, 16:26

ციტატა(ლეკი @ Nov 11 2011, 17:16) *
როქსი 5 თვის და 25 დღის...
გაიზარდა და დამშვენდა ჩემი ვაჟკაცი... newsmile05.gif

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

xoshian.gif

პოსტის ავტორი: Maverick Nov 11 2011, 16:55

როდის მოვა გაზაფხული, აპრილის ბოლოს შვებულებას ვიღებ და კარავს ვშლი ზღვაზე,
რამდენი საგეში ლეკვები იქნებაა, ართი ვნახოთ რას იზავენ newsmile05.gif D.gif
გაზაფხულის საველეები, აბანოსავით იქნება მათთვის, და იქ გამოჩნდება თეთრ კოპლებიანი და შავ კოპლებიანი D.gif

პოსტის ავტორი: Davitus Nov 11 2011, 17:27

მაგარი ექსტერიერი აქვს, შესაშური პირდაპირ, პატრონი რომ წვრთნას არ დაიშურებს ეჭვიცა არ მეპარება, წესით კაი რამე უნდა დადგეს

პოსტის ავტორი: ლეკი Nov 11 2011, 17:28

Maverick

D.gif D.gif მართლა დიდი ამბავი იქნება გაზაფხულზე.. ერთი სული მაქვს დავტკბე როქსის ნაბულების ყურებით....

პ.ს ისე რას იტყვით გამოცდილი ხალხი? როგორია ფიზიკური განვითარების მხრივ? ამ ასაკის ლეკვისთვის როგორ გამოიყურება? (ვიცი ძნელია სურათებით მსჯელობა მაგრამ მაინც) newsmile05.gif


Davitus

გაიხარე დავით.. ნამდვილად არ დავიშურებ ენერგიას რო სასურველ შედეგს მივაღწიო.. დანარჩენი კი სულ მალე გამოჩნდება... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 11 2011, 17:59

მაგარი კაცია ლეკი , სასახელო მონადირე და სპორცმენი დამდგარიყოს !
newsmile05.gif

პოსტის ავტორი: dato 85 Nov 11 2011, 19:14

კაი ლეკვა ძააან, მართალია მე შავხალება პოინტერებისკენ მიმდის გული მარა აშკარად ლამაზია...

ისე რა ცუდია რო საქრთველოში გნოლი აღარ არის იმ რაოდენობით, არადა ხო ანახებდა კაცი გნოლს ეხლა ამ ლეკვს... მწყერი აფიცხებს ლეკვებს D.gif

პოსტის ავტორი: Maverick Nov 11 2011, 19:35

QUOTE (dato 85 @ Nov 11 2011, 20:14) *
კაი ლეკვა ძააან, მართალია მე შავხალება პოინტერებისკენ მიმდის გული მარა აშკარად ლამაზია...

ისე რა ცუდია რო საქრთველოში გნოლი აღარ არის იმ რაოდენობით, არადა ხო ანახებდა კაცი გნოლს ეხლა ამ ლეკვს... მწყერი აფიცხებს ლეკვებს D.gif

ვინ თქვა რომ გნოლი აღარ არის? არის, როგორ არა, ეს ბოლო წლებია უფრო მეტია ვიდრე ადრე იყო
მაგრამ ადგილები საიდუმლოა newsmile045.gif

პოსტის ავტორი: dato 85 Nov 11 2011, 20:08

Maverick

"ვინ თქვა რომ გნოლი აღარ არის? არის, როგორ არა, ეს ბოლო წლებია უფრო მეტია ვიდრე ადრე იყო"

თუ მომრავლებულა მაგას რა ჯობია... არადა დასაგეშად და სანადიროდ ეგ არის კლასიკური ფრინველი. დებილივით ზის, ფეხს ამოკრავს კაცი. მესხეთში, ვარძიასთან მწყემსების ნაგაზმა დაიჭირა თავისით.
თან ისეთ გაშლილი ადგილებშია სადაც ლეკვი ბოლომდე გახსნის ძებნის დიაპაზონს და კარგად ისწავლის ქარის გამოყენებას...

ისე ხლოვნურადაც ამრავლებენ და მერე უშვებენ ხოლმე... აი მაგალითად

http://www.youtube.com/watch?v=-vq4mG9L2jY

მარა ეს მგონი კაკაბია...

"მაგრამ ადგილები საიდუმლოა"
D.gif მაშინ ხო... ჩვენც მოგვიყევით ხოლმე, მე რა, ბიჭებს... თორე მე კიდე კაი ხანი ვერ ვინადირებ მანდ D.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 11 2011, 22:58

გნოლს სუპერ რესპექტი ჩემგან........
newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: შუკა Nov 12 2011, 08:56

ეხ გნოლის საიდუმლო ადგილები კი ვიცი მარა... newsmile058.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Nov 28 2011, 16:32

როქსი 6 თვის გახდაა.. ამ კვირაში საბუთებსაც ავიღებთ და ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ გაზაფხულის მოსვლას.. newsmile05.gif

ესეც ფოტოსესია

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ლეკი Dec 6 2011, 12:10

გუშინ გავზომე როქსი სიმაღლეში და 61 სმ-ია..

პოსტის ავტორი: ლეკი Jan 19 2012, 16:40

როქსი 8 თვის...

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: darcho Jan 19 2012, 20:54

როგორ დაკაცებულა როქსი newsmile05.gif მაგარი როჟაა

პოსტის ავტორი: nik@a Feb 26 2012, 15:51

მაგარი ლეკვია... მე ძალიან მომეწონა...
ახლა რა ხნისაა?

პოსტის ავტორი: ლეკი Feb 26 2012, 18:30

nik@a
გაიხარე.. ეხლა 9 თვისაა..

პოსტის ავტორი: topiani dzia Feb 26 2012, 19:19


მომეწონა, მაგ ხაზის ლეკვების შეძენა შესაძლებელია newsmile027.gif newsmile093.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Feb 26 2012, 23:06



http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ლეკი Mar 21 2012, 14:45

როქსი და ჯილდა.. გასეირნება ბონეს სამფლობელოში.. 21.03.2012

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: Maverick Mar 21 2012, 15:09

ლეკი
ერთი სურათი ბონესთვისაც გადაგეღო შე კაცო

პოსტის ავტორი: ლეკი Mar 21 2012, 15:36

D.gif

პოსტის ავტორი: ზაზა Mar 21 2012, 16:36

ეს მაგარი სურათია
და-ძმა მაქსიევნა-მაქსივიჩი
http://pix.ge/

პოსტის ავტორი: darcho Mar 21 2012, 22:15

მაგარი ლამაზები არიან ორივე, წარმომიდგენია რა სიამოვნება იქნება ამათი მინდორში ყურება .

ორმაგად მიხარია იმიტომ რომ საქართველოში არიან ასეთი ძაღლები newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Mar 21 2012, 23:45

darcho

newsmile05.gif newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Mar 22 2012, 08:30

ლეკი

რამხელა კაცია უკვე ეგ მამაძაღლი ეგა. D.gif D.gif D.gif D.gif გაგიზარდოს და გაგიმრავლოს.....

პოსტის ავტორი: ლეკი Apr 12 2012, 17:29

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ლეკი May 23 2012, 13:43

1 წლის ვეშაპი.. D.gif დღეს ზღვაზე პირველი მწყერი ააფრინა.. კმაყოფილი ვარ, უაზროდ აღარ დარბის უკვე.. მგონი მიხვდა თავის დანიშნულებას.. newsmile05.gif

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი May 23 2012, 13:54

ლეკი
სულ სხვა ტიპია, მაგრად განვითარებული და დახვეწილია newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ლეკი May 23 2012, 14:26

გიზოვიჩი
გაიხარე გიო...

პოსტის ავტორი: ჯეკო May 23 2012, 14:54

ლეკი
ნაბულზე როდის ვიხილავთ ერთი ნაბულზე

პოსტის ავტორი: ლეკი May 23 2012, 15:17

ჯეკო

მეც მაგრად მაინტერესებს რაა... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 2 2012, 17:17

როქსი ვერ მყავს კარგად, რაღაც ვირუსი შეხვდა და ბრონხები ჩაითრია.. ახველებს.. ექიმთან დამყავს
სამი დღეა უკვე და ნემსებს ვუკეთებთ, ანტიბიოტიკებს... როგორც ვეტექიმმა მითხრა თბილისის ზღვის მინდვრებში
ვირუსია გავრცელებულიო, "ვოლიერის ხველას" ეძახიანო და შეიძლება ეგ არისო.. ნუ საგანგაშო არაფერია მთავარია
ყურადღებას არ ვაკლებ.. მალე გამოჯამრთელდება და კვლავ დავუბრუნდებით მშობლიურ მინდორს.. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jun 2 2012, 17:22

მალე გამოჯანმრთელდება და კარგად იქნება

პოსტის ავტორი: ფარეშა Jun 2 2012, 19:57

ლეკი
ჩემი ძაღლიც მასე იყო,ძალიან მაგრად ახველებდა და ბრონხების ანთებაც ქონდა,თაფლს და რძეს ურევდი ერთმანეთში და იმას ვასმევდი წამლებთან ერთად, ერთ კვირაში გაუარა.არ ინერვიულო ძამიკო მალე გაუვლის.

პოსტის ავტორი: darcho Jun 2 2012, 23:38

გიო გამოჯანმრთელებას ვუსურვებ შენ მეგობარს, ვიცი ყურადღებას არ მოაკლებ შენ მაგრამ მაინც ფრთხილად იყავი. მე ვერ უშველე ჩემსას ვერაფერი :( ilcry.gif

პოსტის ავტორი: ჯეკო Jun 3 2012, 08:54

darcho
დაიბრიდაა? vava.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 3 2012, 20:51

ლეკი
როგორაა "როქსი" ახალი არაფერია ?

პოსტის ავტორი: ლეკი Jul 7 2012, 19:03

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jul 7 2012, 19:23

ლეკი
კაი ტიპია, მაგრათ მომწონს შენი ძაღლი....

პოსტის ავტორი: ლეკი Jul 7 2012, 19:26

ნუკრიMax

გაიხარე ნუკრი.. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: samo Jul 8 2012, 17:41

ლეკი
გიო რას შვრება არ დაგყავს მინდორში???

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 9 2012, 12:52

ლეკი
ჰე ჰეე მაგარი სურათებია newsmile05.gif

როგორი ნიკორა აქვს !? D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Jul 9 2012, 14:05

ციტატა(samo @ Jul 8 2012, 18:41) *
ლეკი
გიო რას შვრება არ დაგყავს მინდორში???

მანქანა მყავს გაფუჭებული და ამ დღეებში გავალთ ისევ მინდორში... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Mar 17 2013, 14:30

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: gagrinski Mar 17 2013, 14:39

იტალიურ დახვეწილ ქანდაკებასავითაა small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif პატრონს ოვაციები small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: ჯეკო Mar 17 2013, 14:45

ციტატა(dato gagrinski @ 17th March 2013 - 15:39) *
იტალიურ დახვეწილ ქანდაკებასავითაა

ძაღლი კარგია პატრონი არუვარგა თორე D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Mar 17 2013, 14:45

gagrinski

გაიხარე დავით.. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Mar 17 2013, 14:52

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ლეკი Mar 17 2013, 15:02

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: nik@a Mar 17 2013, 15:35

მაგარი ტიპია.

პოსტის ავტორი: Bonehill Mar 17 2013, 16:35

ხოშიან newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Jul 6 2013, 15:03



newsmile05.gif ხმას ტაბუ დავადე +18-ია.. D.gif D.gif

პოსტის ავტორი: zesto Sep 5 2013, 19:41

ჩემო თანაფორუმელებო , მითხარით რამDენი გრამი და რამდენჯერ უნდა ვაჭამო პოინტერს სამი თვისას.

პოსტის ავტორი: merabi01 Sep 6 2013, 11:50

გამარჯობათ,მაინეტერესებს ლეკვს რამდენი თვიდან უნდა ასწავლო გარდიგარდმო სიარული და როგორ?

პოსტის ავტორი: gagrinski Sep 6 2013, 12:15

ციტატა(merabi01 @ 6th September 2013 - 12:50) *
გარდიგარდმო სიარული და როგორ?


ანუ ე.წ. ჩელნოკს გულისხმობ ხო? გააჩნია რა ჯიშის მეძებარი გყავს, შენთვის რამდენ მეტრზეა კომფორტული ძაღლის გასვლა, რას ანიჭებ პირველ რიგში მნიშვნელობას-ანუ-ძაღლის სტილს, მუშაობის მანერას თუ მხოლოდ მომპოვებლობას? ამის მერე უფრო მარტივი იქნება პასუხი.

ერთ რამეში კი დავრწმუნდი-თუ მეძებარი სუფთა სისხლისაა მას ე.წ. ჩელნოკის სწავლება არ სჭირდება, ეს მის გენეტიკაშია, შენ უბრალოდ კორექტირებას უკეთებ მის მოქმედებას და შენი ნადირობის სტილზე ირგებ. ასაკს რაც შეეხება 2 წლამდე ჩემთვის მეძებარი სულ იგეშება, ასე რომ წლამდე ხშირი ტარება მინდორში, მანამდე სახლში 5მდე ბრძანების სწავლა, რომელიც მინდორშიც უნდა გაამყარო, მერე კი დახვეწა დახვეწა და კიდევ დახვეწა.

პოსტის ავტორი: merabi01 Sep 6 2013, 12:52

gagrinski

დამწყები მონადირე ვარ და არ ვიცი ჯერჯერობით ბევრი რამე და მთელი დღე აქ ვზივარ და ვკითხულობ თემებს,ძაღლი ლავერაკი მყავს მაჩუქეს სეზონამდე 2 წლისაა და ოკტომბრის ბოლოს ველოდები ლეკვებს,მინდორში რო გამყავს ხანდახან აგარ მიჯერებს და ძაან შOრს გადის,მერე კიდე ნაბულზე რო დგება ხანდახან ეპარება,ან დაადგება კიდე სუნს და ბოლოს მაინც ამოაფრენს ხოლმე.სუფთა სისხლია თუ არა არ ვიცი,ვინც მაჩუქა იმას არ ქონია საბუთები,საიდანაც მოიყვანა იმას არ მოუყოლებია და ეხლა კიდე საერთოდ ვერ გავგებ მის წინაპრებს,შეიძლება სუფთა სისხლიცაა მე ვერ ვიგებ,მარა ეხლა მამალთან რო მყავდა ის კი ნამდვილად სუფთა სისხლია საბუთებით.ერთი ლეკვის დატოვება მინდა დედალის კიდე,რა სჯობია ორი სეტერი რო დგა ერთდროულად ნაბულზე ან ნადირობენ,ამასწინათ იმდენი მადევნინა კვალზე რო არ ვიცი რა ისე დავიღალე თან ნაბულზეც არ უჩერდებოდა,მარა ბოლოს მაინც წამოაგდო ღალღა და იმიტომაც ემსხვერპლა D.gif არვიცი ლეკვზე კიდე არაფერი რამდენი თვისას რა უნდა ვასწავლო და ასე შემდეგ ალბათ მაგაში თქვენც დამეხმარებით,შემდეგ გასვლისას გადავიგებ ჩემს ძაღლს და თვითონ შეაფასეთ,ერთი რამ კიდე ჩემ ძაღლზე დაკვირვებული ვარ,დღეში ვაჭმევ ორჯერ დილით და საგამოთი ორ ორ მუჭა პედიგრს,ეგეც კი არ ვიცი საკმარისია თუ არა,როცა გავდივართ მე და მამაჩემი სანადიროთ მამაჩემს საერთოდ არ უჯერებს,აი ჩემ დაძახაზე კი ახდენს რეაგირებას,არც კი ვიცი ჩემი თავი როგორ სჰევაყვარე ამ ლავერაკს D.gif მარა ეხლა უკვე ხანდახან მეც აგარ მიჯერებს,ეხლა ვატყობ რო აქამდე სანამ ვაჭმევდი ავუშვებდი მოისაქმებდა ირბენდა და მერე ვავარჯიშებდი ჩემით რაგაცეებს ხან ჯოხს გადაუგდებდი მომიტანდა,თან ამ ბოლო დროს ვასწავლე რო მომიტანს ჯოხს დაჯდება და ელოდება როდის ჩავიყოფ ჯიბეში ხელს და ამოვიღებ პედიგრს,მინდორშI კიდე რო გავიყვანდი მიჯერებდა მერე უკვე რო აგარ ვავსრჯიშებდი და წავიყვანდი სანადიროთ გადიოდა ძაან შორს მერე რამოდენიმეჯერ ვცემე და აგარ გადის რავიცი ძაან შორს და ახლოსაც გადადის და გადმოდის ახლოს,მარა დამერწმუნებით ძნელია სხვისი გაგეშილი ძაღლით ნადირობა ამიტომ ვაპირებ ის ლეკვი ჩემ გემოზე ავღზარდო,აბა ფორუმელებო თქვემი იმდე მაქვს სანამ დაყრის წინა დგეებში შეგეხმიანებით და რავიცი D.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Sep 6 2013, 13:14

ქართული ასოებით დაწერე

პოსტის ავტორი: merabi01 Sep 6 2013, 13:44

gagrinski
შევასწორე ნახე აბაა newsmile027.gif newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Sep 6 2013, 16:47

merabi01

ჯერ ერთი თხოვნა მექნება, ორი ერთნაირი ავატარი ერთმანეთში გვეშლება და იქნებ რამე დაგეყენებინა.

მეორე თხოვნა კი, ეს არის კერძო თემა: ლეკვის დღიური, ლეკვობიდან ზრდასრულობამდე... და ადამიანს გაუოფეთ მაგრად


მესამე ყველას ეხება: თემატურად წერეთ თორემ გულუხვად დავარიგებ ბანებს და ვორნებს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: merabi01 Sep 6 2013, 17:36

ჭალიმგელა
გასაგებია newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Sep 6 2013, 23:47

merabi01
newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Sep 12 2013, 10:55

http://radikal.ru/fp/68d8615d4bcf4794bd4fa46c5b89afd3

პოსტის ავტორი: ლეკი Sep 12 2013, 10:59

http://radikal.ru/fp/a283bbe7a3d34ae997cda1aa4be06512

პოსტის ავტორი: ლეკი Sep 24 2013, 20:52

http://radikal.ru/fp/bf18100f052245918d9109b98885e9d6

http://radikal.ru/fp/2227f7a7eece438591f32a3a3c4da066

D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ilara Sep 24 2013, 21:03

კარგი ბიჭი გყოლია.რა ხნისა?

პოსტის ავტორი: ლეკი Sep 24 2013, 21:10

2 წლინახევრის.. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Dec 8 2013, 15:12

http://radikal.ru/fp/765b33ab90a14ad298c16ca785249d40


http://radikal.ru/fp/d4574bd8f83f4eb0b25c06d817c80379

პოსტის ავტორი: marco-polo Dec 8 2013, 15:29

newsmile027.gif კარგი ბიჭია

პოსტის ავტორი: ზახარა Dec 8 2013, 15:43

ლეკი
xoshian.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Dec 8 2013, 15:54

ზახარა
marco-polo


გაიხარეთ ბიჭებო.. newsmile05.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)