თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები _ Friska Bretonique Style

პოსტის ავტორი: feroni Jul 13 2014, 11:57

გამარჯობა!
გადავწყვიტე მეც გავხსნა ჩემი ლექვისთვის თემა და ამ თემაში ავსახო მისი პირველი ნაბიჯები ცხოვრება და საერთოდ ყველაფერი რაც ნადირობასთან და მასთან იქნება დაკავშირებული!
მაშ ასე:
წარმოგიდგენთ, ფრისკას ბრეტონული ეპანიოლის ძუს, მართალია ფრისკა უკრაინელი გოგოა, მაგრამ უკრაინულ სისხლი არ აქვს.
მამა: GLOCK DU MAS D'YERAUD
დედა: Pola Epaton

ფრისკა 17 ივლისს 4 თვის შესრულდება ასე რომ როგორც ყველა ლეკვი ძალიან ბევრს ცელქობს და მოუსვენარია.

ესეც მისი პირველი საბუთი:
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

ერთი თვეში ჩამომივა მისი საგვარეულო საბუთები და სურათს დავდებ.


ესეც სურათები განწყობისთვის, მართლაც კარგი გოგოა და დიდ იმედებს ვამყარებ, მითუმეტეს რომ ძალიან მოსუვენარი ცხვანტი გოგოა D.gif

http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

ჯერჯერობით ბედნიერი ბავშობა აქვს, ყველაფრის უფლებას ვაძლევ, მინდა მაქსიმალურად სწრაფად შეეჩვიოს ახალ გარემოს და ოჯახს.

პოსტის ავტორი: marco-polo Jul 13 2014, 19:20

feroni მომილოცავს,კარგი გოგოა.სასახელო გაგეზარდოს newsmile027.gif

პოსტის ავტორი: Davitus Jul 13 2014, 20:09

feroni

გილოცავ! მგარი ტიპშაა ავთო, როგორიც შენ გაგიხარდება ისეთი გაგეზარდოს!

პოსტის ავტორი: საბო Jul 13 2014, 21:10

საახელო და დამჯერი მონადირე გაგეზარდოს ჯიმა. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 13 2014, 21:17

feroni
მომილოცავს. აბა შენ იცი როგორ დაგეშავ

პოსტის ავტორი: feroni Jul 13 2014, 22:15

გაიხარეთ ბიჭებო, ყველას უღრმესი მადლობა.
დაგეშვას რაც შეეხება, არ მოვაკლებ დროს და ენერგიას. ამ მცირე ხნის განმავლობაში რასაც ვატყობ ძალიან დამყოლი ლეკვია. ცოტა ღორმუცელაა და პრინციპში კარგიც არის, სასუსნავის გამო დარწმუნებული ვარ მთებს გადადგამს, ჯერჯერობით "უფასოდ" ღებულობს ყველაპერს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: kajuberi Jul 14 2014, 10:17

გილოცავ სასახელო გოგო გააზრდილიყოს small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Jul 14 2014, 11:27

feroni
ვახ ვახ!

გილოცავ!

სასახელო გაგეზარდოს, ძაან გამიხარდა, რომ მაინც მოახერხე ჩამოყვანა! წარმატებებს გისურვებთ ორივეს! newsmile027.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: feroni Jul 14 2014, 20:55

გაიხარეთ, მადლობა ბიჭებოnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: darcho Jul 14 2014, 22:48

ვააა რა კარგი ტიპია საღოლ ავთო გილოცავ და წარმატებას გისურვებთ ორივეს, სახელოვანი გაგეზარდოს !

პოსტის ავტორი: კალვერა Jul 15 2014, 03:38

აბა წარმატებები!!!

პოსტის ავტორი: ჯეკო Jul 15 2014, 07:23

მაგარი ტიპია ავთო, შენროგაგეხარდება ისეთი გაგეზარდოს.

პოსტის ავტორი: feroni Jul 15 2014, 11:09

darcho
კალვერა
ჯეკო
მადლობა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: assassin29 Jul 15 2014, 16:10

feroni
გილოცავ ძაან მაგარი გოგოა, სასახელო გაგეზარდოს

პოსტის ავტორი: hunter88 Jul 15 2014, 22:09

გილოცავ წარმატებები სასახელო გაგეზარდოს

პოსტის ავტორი: achiko-l Jul 16 2014, 06:50

გაგეზარდოს და გაემართლებინოს შენი იმედები newsmile05.gif

პოსტის ავტორი: feroni Jul 16 2014, 07:23

მადლობა კარგი სურვილებისთვის, მეც ძალიან მინდა რომ გაამართლოს და მინიმუმ შეჯვარების ღირსი გახდეს. კარგი იქნება თავისი სისხლის და გენის ღირსეული გამგრძელებელი თუ გახდება, მითუმეტეს რომ მასთან ერთად პელეგრინოტის სისხლის სასიძოც ჩამოვიყვანე და კარგი ინბრიდინგის მოწყობა შეიძლება, თუმცა ეს შორეული მომავალია newsmile045.gif

პოსტის ავტორი: feroni Jul 16 2014, 21:14

დღეს საღამოს ზღვაზე გავედით მაინტერესებდა როგორი რეაქცია ექნებოდა წყალზე, ცოტა ტალღები იყო და თავიდან ვერ გაბედა შესვლა ტალღებს დასდევდა ყეფით. მერე ჩემი საყვარელი მეთოდი ვიხმარე, შევედი დაუძახე და წარმოიდგინეთ წამითაც არ დაფიქრებულა ეგრევე გადმოეშვა და ცურვა დაიწყო, მერე ისე გაუსწორდა წყლიდან ამოსვლა არ უნდოდა, სამწუხაროდ ვიდეო ვერ ჩავწერე თვითონ წყალშI ვიყავი.ადე რომ დღეს ცურვა ვისწავლეთ

პოსტის ავტორი: Hubert Jul 16 2014, 21:34

გილოცავ !!!! მაგარია,წარმატებები newsmile045.gif

პოსტის ავტორი: feroni Jul 19 2014, 12:41

გამარჯობათ!
გუშინ ბათუმში ვიყავით და ჩავაკითხეთ ჩვენს ნახევარძმას, იქვე მცირე ვარჯიშიც მოეწყო, ფრისკასთვის პირველი იყო და ამიტომაც ძალიან ცეტობს, ნელ ნელა დაამუღამებს იმედია, რაც მთავარია ნაბულზე დადგა და ერთი ორი ლამაზადაც კი გამოუვიდა


დღეს პალიასტომზე გავიყვანე, მინდოდა წყლიდან მოტანა მოგვესინჯა ამისათვის გუშინ ჩოგბურთის ბურთები შევიძინე და ლეკვსაც ძალიან მოეწონა. პრინციპში ღია მინდორში პირველად მოაქვს, ისე სახლში დერეფანსი სხვა გზა, რომ არ აქვს ჩემთან მოდის მაგრამ არ მეგონა მინდორშიც იგივეს თუ იზამდა, თავიდან წყალს მოერიდა მაგრამ მცირეოდენი გაგულიანების შემდეგ თვითონ შედის რასაც ქვევით იხილავთ ვიდეოში.
ვიდეოს ხარისხზე ბოდიშს ვიხდი, ოპერატორი მწრთვნელი პატრონი და მოცურავეც მე ვარ ასე, რომ მიჭირს ნორმალური ვიდეოს გადაღება


P.S. ამ რუსულმა გამიხურა საქმე მაგრამ რა ვქნა სხვანაირად არ ესმის ჯერ ჯერობით, ნელ ნელა ვისწავლით ქართულსაც newsmile045.gif

პოსტის ავტორი: feroni Jul 22 2014, 13:58

გამარჯობათ!
ერთი ორი დღეა პროტესტს აცხადებს ჭამაზე, 12 საათის განმავლობაში ლუს რაღაც ასი გრამი შეჭამა, ვაძლევ როიალ კანინს მედიუმ ჯუნიორს, როგორც მითხრეს და სერთიფიკატს და შტრიხკოდებსაც განახებთ თუ გინდა სუფთა ფრანგულია და რუსული ნაგავი არ არისო, ასე რომ კორმს ვერ დავაბრალებ. შესაბამისად ცოტა წონაშიც დავიკელით, ისე სასარგებლოც არის, ჩემი აზრით ზედმეტი ცონა ქონდა, თავის ძმებთან შედარებით დიდი იყო, კენელში მითხრეს რომ ლიდერია გენაცვალე და ყველას ართმევს საჭმელსო, მაგიტომაც არის ასე მსუქნადო. მე ერთ რამეს ვაბრალებ ამ ყველაფერს, ვოლიერში და ძმებთან, რომ იყო კონკურენცია იყო და მაგიტომაც ჭამდა გადარეულივით, ეხლა აქ ნახა რომ არავინ ეცილება და ჩემს სისხლს წოვს ეს მაიმუნი. მერე რუსულ ფორუმებზე წავიკითხე ინფოები და შეიძლება კორმი მშრალი იყოს და ყელში ეჩხირებოდესო, ცოტა დავასველე და ჩასანსლა ლიწინით.
არ ვიცი საღამოს რას იზამს მაგრამ წონის დაკლება მეტი აღარ უნდა ეყოფა უკვე.

ასევე ვფიქრობ ჭიებზე დამუშავებას, ალბათ უფრო იქეთ კვირაში, 4.5 თვის რომ გახდება.

პ.ს. მინდორში მყავდა გაყვანილი და აიწყვიტა მაგრამ რა აიწყვიტა, თავქუდმოგლეჯილი გარბის დასდევს მერცხლებს და ლამის არი დაეწიოს, ისეთ აზარტში შევიდა არხებს ახტებოდა, დატბორილ ადგილებში დაშლიგინობდა, მერე დავიჭირე და პავადოკზე ავიყვანე, არ მინდა გადაიტვირთოს.

მემგონი მაგარ შარში ვარ!!! D.gif D.gif

პოსტის ავტორი: feroni Jul 22 2014, 14:16

ისე გამოფენა როდის იქნება ხომ არავინ იცით? მინდა მცოდნე ხალხს შევახედო, იქნებ მითხრან რა ცხოველია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: feroni Jul 22 2014, 14:54

ხოო სულ დამავიწყდა კიევში ვიზიტის დროს, ცოტა დრო მქონდა და გამოფრენამდე მე და ანდრეიმ ძაღლები გავიყვანეთ მინდორში, ზიპის ვიდეო წამეშალა თუ ვერ ჩავიწერე არ ვიცი, გლოკის ვიდეოს აგერ გთავაზობთ, მოყვარულებს დააინტერესებთ ალბათ, ისე კარგა ხანია არსად გამიყვანია და ცოტა ქონი მოიდოო და ისე ვეღარ დარბისო, ჩამოვა ვაშენკო და ჩააყენებს ფორმაშიო


ვიდეოს ხარისხზე რათქმაუნდა ფოდისით, ჯერ ტელეფონით არის გადაღებული და მერე მოძრაობაში.

თან დაბალი ბალახი ვერსად ვიპოვეთ და ძაღლი ეგერ აგერ ჩანს, მარტო ყურებს თუ შეამჩნევთ. ისე კი დარბის ცხენივით.

პოსტის ავტორი: marco-polo Jul 22 2014, 17:55

feroni 4-თვისა დღე ღამეში 230-250 გრამი ეკუთვნის როიალი.ასე რომ 100 გრ,ცუდი არაა,თუ გავითვალისწინებთ რა მაიმუნი Lეკვებია.ერთი სუფრის კოვზი მაწონი ამოურიე 200გრ როიალ-ქანინს და ნახავ როგორაც შესანსლავს.

პოსტის ავტორი: feroni Jul 22 2014, 18:30

marco-polo
ხო მეც ეგრე ვფიქრობდი ოღონდ მაწონი და ხაჭოს შერევას ვაპირებ.

პოსტის ავტორი: marco-polo Jul 22 2014, 18:40

feroni ჩათლახი ძაღლებია,მშიერი დარჩება და პირს არ დააკარებს,საკმარისია სულ პაწაწინა ნახევარი კჩაის კოვზი ხაჭო ამოურიო საჭმელში,ეგრევე შესანსლავს.ისე ყურადღებას თუ არ მიაქცევ,მეორე დღეს საღამოს მაგრად რომ მოშივდება,მშვენივრად მიირთმევს

პოსტის ავტორი: feroni Jul 22 2014, 22:32

ამათ ფსიქოლოგიას მე არ ვიცნობ. ისე კი მითხრა მომშენებელმა არ ინერვიულო უცებ გაგრწრთვნისო newsmile05.gif ჯერ ჯერობით მედგრად ვარ და პროვოკაციას არ ვყვები. საკუჭნაოში გამზადებული ულუფა მედო საღამოსთვის და ჩემებს ღია დარჩენიათ კარები, სულ მოუსუფთავებია ჯამი, ე.ი. აფერისტობს ეს მაიმუნი.
ისე დღეს ბევრი ენერგია დახარჯა, ჯერ თოლიებს ზდია პლიაჟზე მერე კულიკები შეამჩნია და იმათ დასდევდა, სიცხემ რო შეაწუხა ზღვაში შევიდა და კარგა ხანს ბანაობდა, ჰოდა მოშივდა ეტყობა და აგარ ქონდა აფერისტობის თავი. იმედია ნელ ნელა დაურეგულირდება კვების პროცესი, რაც გაწრთვნაში შემიწყობს ხელს.

პ.ს. შენი გოგო რას შვება? რუსულ ფორუმზე ვნახე ტემა მაგრამ კარგა ხანია არ დაგიაბდეითებია და იკნებ სურათი დააგდო? newsmile045.gif

პოსტის ავტორი: megreli Jul 23 2014, 12:37

barem-mec-gilocav.gif მოგვიანებით მაგრამ მაინც newsmile05.gif)) წარმატებულ კარიერას გისურვებთ !!!

პოსტის ავტორი: feroni Jul 23 2014, 21:02

megreli
გაიხარე დავით newsmile045.gif

პოსტის ავტორი: feroni Jul 24 2014, 21:11

გამარჯობათ!
მოკლედ დღეს მაგრად გამაოცა ამ პატარა მაიმუნმა, შებინდებისას ზღვაზე მყავდა გაყვანილი, დღეს ძალიან ცხელოდა და ამიტომ საღამო ხანი ვარჩიე. საერთოდ ზღვის და კაპარჭის შესართავში დამყავს ხოლმე ზღვა თუ ღელავს კაპარჭინაზე ვაბანავებ. პრინციპში მანდ სულ მეორედ მყავდა მიყვანი, კულიკებს და თოლიებს, რომ დასდევს ზევითაც დავწერე მაგრამ დღეს სულ სხვა რამ მოხდა. ცოტა ჩამობნელდა და კულიკები ძალიან ახლოს უშვებდნენ და შემდეგ წყლის მიმართულებით მეორე ნაპირისკენ მიფრინავდნენ, მეორე ნაპირი დაახლოებით 150-200 მეტრშია. ერთი ორჯერ გადაყვა წყალში, მიხვდა რა რომ ვერ დაიჭერდა უკანვე მობრუნდა, მაგრამ ეტყობა სისხლი უყივის და მაინც ვერ შეეშვა. უკვე წამოსვლას ვაპირებდი და ისეთი რამ გააკეთა თვალებს არ ვუჯერებდი, შეიძლება ჩემთვის არის ეს გასაკვირი და სხავა ძაღლებს გაუკეთებიათ, მაგრამ 4 თვის ლეკვისგან ნამდვილად არ მოველოდი. მოკლედ გადახტა წყალში და წავიდა ბრმა ძებნაში, კაპარჭინა თითქმის ნახევრამდე გადაცურა და წყალში ფრინველს ეძებდა, გამოსვლას არც აპირებდა კარგა ხნის ძახილის შემდეგ მომაქცია ყურადღება და როგორც იქნა წამოვიდა ჩემსკენ. დაახლოებით 15-20 წუთი ტრიალებდა წყალში, არც დავუძახებდი მაგრამ ჯერ ასაკი არ უწყობს ხელდ და რაღა დაგიმალოთ ცოტა შემეშინდა კიდევაც, გამოყვანით კი შევცურავდი და გამოვიყვანდი მაგრამ არ მინდოდა მას გასჩენოდა წყლის შიში.
არ გეგონოთ ამას რეკლამისთვის ან ჯიშის პოპულარიზაციისთვის ვწერდე, უბრალოდ რასაც ვხედავ იმას გიყვებით. ეს ლეკვი ყველა თეთრს იმსახურებს რაც მასში გადავიხადე, ჯერ ჯერობით სიამოვნების მეტი არაფერი მოუტანია და იმედია ასე გააგრძელებს.

პოსტის ავტორი: feroni Jul 28 2014, 20:41

გამარჯობათ!
კვირას დილით 6 საათზე მე და ალიკა გავედით მინდორში, წინა დღით დამირეკა და მითხრა, რომ დილით ძაღლები ჩამოყავდა სავარჯიშოდ და თუ სურვილი მექნებოდა შემეძლო ფრისკასთან ერთად მივსულიყავი. მინდა გითხრათ, რომ ძალიან შთამბეჭდავი სანახაობა მოეწყო, პოინტერები გარბიან, მაგრამ რას გარბიან, ამას სიტყვებით და ვერც ვიდეოთი ვერ გადმოსცემ უნდა ნახო. მართალია ჯერ მუშაობა ჭირდებათ და დარწმუნებული ვარ ალიკა დააყენებს ყველა ძაღლს რადგან ძალიან დიდ ენერგიას, სახსრებს და დროს ახმარს ამ ძაღლებს. ახალგაზრდა ძუც ძალიან პერსპექტიული მეჩვენა და დარწმუნებული ვარ სულ ცოტა ხანში შთამბეჭდავი ძაღლი დადგება, უფროს თაობაზე ხომ საერთოდ არაფერს ვამბობ, როგორც ზევით დავწერე ეს უნდა ნახოთ newsmile045.gif
ასევე მოეწყო პატარების ვარჯიშიც, ამათმაც ნახეს, რომ აქ სირბილია საჭიროო და დიდი ძაღლებივით დარბოდნენ, თუმცა ჯერ ჩიტებს დასდევენ მაგრამ მთელი ძალით და გამწარებულები. მართალია ფრინველი არ იჯდა მინდორში, მაგრამ სამაგიეროდ გავიცანით ძროხები, ღორები newsmile05.gif ასევე ავიკიდეთ N რაოდენობით მკბენარები.
ლეკვები ორჯერ გაუშვით 15-15 წუთით, ასევე შევაჩვიეთ გასროლას, რეაქცია ნორმალური ქონდათ თავიდან ინტერესით მოტრიალდნენ და ათვალიერებდნენ საიდან იყო ხმა, ხოლო მეორე და მესამე გასროლა არც კი შეუმჩნევიათ და როგორც გარბოდნენ ისე გააგრძელეს სირბილი, რამაც ძალიან გამახარა და რაღა დაგიმალოტ კმაყოფილი დავრჩი დილის ვარჯიშით.

შემდეგ გადმოვინაცვლეთ ფოთში, ზღვის და კაპარჭის შესართავში, ძაღლების გაგრილების მიზნით. ასევე ენდის, ფრისკას ნახევარძმას ესაჭიროებოდა მცირე გაკვეთილი წყალთან, ცურვასთან და წყლიდან აპორტირებასთან დაკავშირებით. როგროც კი დაინახა, რომ დაიკო სიამოვნებით შერბის წყალში და გამოაგვს გადაგდებული საგნები ძალიან გათამამდა და უკვე ჯოხის წართმევაც დაუწყო, ამის შემდეგ ორივეს ცალცალკე ბურთს ვუგდებით, მაგრამ მაინც ერთზე იკლავდნენ თავს newsmile045.gif
აგერ სურათებიც.
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

პოსტის ავტორი: უიარაღო Jul 29 2014, 08:51

მაგარი კადრებია და რაღა თქმა უნდა საუკეთესო ძაღლები. წარმატებებს გისურვებთ. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: kardinal84 Jul 29 2014, 18:43

feroni
კარგები არიან წარმატებები!.. მე მაგრად მომწონს ამ ძაღლის ნადირობის სტილი.

პოსტის ავტორი: feroni Jul 30 2014, 17:07

მადლობა ბიჭებო, ვნახოტ როგორები გაიზრდებიან და დადგებიან, მონაცემები და სისხლი ნამდვილად კარგი აქვს ორივეს დანარჩენი პატრონებზეა დამოკიდებული.

პოსტის ავტორი: feroni Aug 11 2014, 22:03

პატარა ტერმინატორი, ასე მხვდება ყოველ დილით მინდორში გასვლის წინ newsmile05.gif
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

პოსტის ავტორი: feroni Aug 12 2014, 15:54

მოკლედ ამ ძაღლის ხელში მალე ფოტოგრაფობას, ოპერატორობას და ვიდეო მონტაჟსაც დავამუღამებ.
რაღაც პროგრამა ვნახე ინეტში და მივჭერ მოვჭერი რაღაცეები. ვიდეო საშინელი გამოვიდა მაგრამ პირველია და ამიტომ ძალიან კრიტიკულადაც არ ვუდგები საკუთარ თავს, მომავალში გაცილებით უკეთესებს გავაკეთებ, პროგრამას უნდა დამუღამება newsmile045.gif


პოსტის ავტორი: marco-polo Aug 12 2014, 18:08

feroni მშვენიერი ფილმი გამოგსვლია small3d018.gif

პოსტის ავტორი: feroni Aug 12 2014, 22:50

marco-polo
გაიხარე, ჯერ ჩაინიკი ვარ გადაღება-მონტაჟში, იმედია ნელ-ნელა დავამუღამებ, ეხლა ციფრულის ყიდვა მინდა თორე ამ ტელეფონმა შემიკლა ხელში, თანაც სადაც არის სეზონი მოვა და იმედი მაქვს ბევრ საინტერესო ვიდეოს გადავიღებ, განსაკუთრებით "ნადირობის" კადრები იქნება საინტერესო, სამწუხაროა დამხმარე არ მყავს არავინ (8 თვის შვილის მეტი, ჩემსავით გიჟდება ძაღლებზე newsmile05.gif ) თორე ბევრი კარგი მოგონების შენახვა შეიძლება.
დღეს ისევ ზღვის პირას მყავდა და პირველი კრონშნეპებიც გამოჩდნენ, სამი ცალი ვნახე შეშინებულიები არ არიან და 30-40 მეტრზე გვიშვებდნენ,ტელეფონით კი გადაუღე ვიდეო მაგრამ არ ჩანს არაფერი, აიფონის ზუმი ვერ ქაჩავს. ფრისკა 50 მეტრიდან უკეთებდა პატიაშკებს, მაგარი ვიხალისე D.gif ბრეტონისთვის დამახასიათებელი სვლა ქონდა სწრაფად გაიქცეოდა გაჩერდებოდა მერე ისევ და ასე სდევდა სანამ არ ააფრენდა. ჯერ პატარაა და სრული თავისუფლება აქვს, არაფერს ვუკრძალავ ეჩვევა ახალ ადგილებს, ახალ სუნებს, ფრინველებს და ასე შემდეგ, როგორც კი გავირდება ეგრევე მოვიყვან აზრზე.
უკრაინაში რომ ვიყავი კი მითხრეს თვითონ გასწავლის ყველაფერს და თავუკუღმა დააყენებს შენს გამოცდილებას და პრაქტიკასო, არ მეჯერა მაგრამ ამ პატარა გადარეულს, რომ ვუყურებ მართლა მასწავლის ახალ ახალ რაღაცეებს. ბევრი რამეს სხვანაირად შევხედე და იმედია ეს ოხერიც გაამართლებს, პრინციპში სხვა გზა არ აქვს newsmile05.gif

პ.ს. ადრეც მოგწერე, შენც გყავს ბრეტონი და კარაგ ხანია არც სურათი დაგიდია და არც ვიდეო, ხო მშვიდობაა, როგორ არის?

პოსტის ავტორი: marco-polo Aug 13 2014, 06:42

feroni ჩემი ვერ მოვთოკე ვერაფრით,მინდორში რომ გავუშვებ დააწვება და უაზროდ შორს გადის,თვალით ძლივს ვხედავ.ორი დღის წინ კახეთში მყავდა,რგორც კი ავუშვი,დააწვა უკან მოუხედავად,ვეღარ დავინახე,არც სვისტოკზე რეაგირებდა,ძახილით ხმა ჩავიწყვიტე,გავეკიდე და ძლივს მოვაბრუნე. ელექტრო საყელური გამოვიწერე სხვა გზა არ დამიტოვა.

პოსტის ავტორი: feroni Aug 13 2014, 08:00

marco-polo
ხო ასეთ შემთხვევაზე სხვა გზა არ არის, ჯერ ვიბრო სცადე იქნებ დენი საერთოდაც არ დასჭირდეს, ჩემიც ეგრეა შორს გადის მაგრამ უფრო ფლანგებზე, წინ რომ გავა მიყურებს, დაუსტვენ და ჯერ ჯერ ჯერობით ბრუნდება და რავი აწი თუ აიწყვიტა ალბათ მერე მეც მომიწევს სისტემაში აყვანა, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ არ დამჭირდება.

პოსტის ავტორი: feroni Aug 13 2014, 08:11

დამავიწყდა მეთქვა, რომ ამას ზღვაზე აკეთებს მხოლოდ, მინდორში ასე შორს არ დადის ალბათ იმიტომ, რომ აქ ყველგან მაღალი ბალახია და რახან ლეკვია არ უნდა რომ დამკარგოს, ერთხელ დავემალე და მას შემდეგ მაკონტროლებს სად ვარ, აი ზღვაზე 500 და მეტი მეტრიდანაც მხედავს და უბერავს და უბერავს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: feroni Aug 13 2014, 14:04

მოდერატორთან მაქვს თხოვნა, თემის სათაურში არის შეცდომა სიტყვა Britonique-ს ნაცვლად უნდა იყოს Bretonique და თუ არ დაგეზარებათ შეცვალეთ.
მადლობა წინასწარ!

პოსტის ავტორი: feroni Aug 20 2014, 22:03

მეზობლის ეზოში შეუშვი მაინტერესებდა ქათმებზე რა რეაქცია ეგნებოდა და აი შედეგიც, მიდი და გაუწყერი ეხლა არ შეიძლება და ეგ არ არის სანადირო ობიექტითქო newsmile05.gif
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

პოსტის ავტორი: feroni Aug 21 2014, 09:38

დღეს შავარდენიც გავიცანით, ჩემს და გასაკვირად ძალიან მშვიდი და კარგი რექცია ჰქონდა. მხოლოდ დასუნა და მექობრულად უქიცინებდა "კუდს", რაც ძალიან მახარებს.
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

პოსტის ავტორი: feroni Aug 26 2014, 16:07

როგორც იქნა დღეს წავაწყდით მწყერს, ეტყობა ზემო რაჭიდან დაიწყო გადმოფრენები, თავიდან სირბილის დროს უფრინდებოდა და მისდევდა უაზროდ, შემდეგ იყო პერველი ნაბულიც და ლეკვი ისე შეიცვალა გეგონებოდათ შეცვალესო, დაიჭირა ქარი და დაიწყო ალურზე სირბილი, ორივე მხარეს ქარის მიმართულებით ტრიალდებოდა, მართალია ფრთები არასიმეტრიული იყო მაგრამ მაგას მოუვლი, ალურიც არ იყო მაიცდა მაინც ფართე, თუმცა გვქონდა გამონათებებიც, მოკლედ მასალა კარგია და სამუშაოც ბლომად არის. ფიზიკურობას არ ვუჩივი არანაირად, მე ამ ლეკვს დაღლას ვერ ვატყობ, ტემპი სტაბილური აქვს. გვერდით მინდორში დარბოდა პოინტერიც და ჩემი დრათჰაარიც, ვერ შევადარებ ვერც ერთს, ამას ტემპი არ დაუგდია ისინი კიდევ ნახევარ საათში ძუნძულზე გადავიდნენ, პრინციპში ჩემი დრატის ამბავი ვიცოდი.
ხო მთავარი არ მითქვამს გვქონდა 7 ნაბული, 3 ცალი მოუკალი, ვეგარ მოვითმინე, მაინტერესებდა თანდაყოლილი აპორტი თუ ქონდა, ჩამოგდებული 3 ვე მონახა და ჩემთან მოირბინა, ახლოს დარბოდა მწყერით მაგრამ მოცემით ჯერ არ მომცა და არც არაფერს ვთხოვ, რო მობეზრდა მაინც ფეხთან დამიგდო, კბილს არ ურტყამს, კატასავით ეთამაშებოდა დაჭრილს, გაუშვებდა დაიჭერდა.
მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით.

პოსტის ავტორი: ახალციხელი Aug 26 2014, 16:50

კარგი გოგო გეზრდება, წარმატებები!

პოსტის ავტორი: marco-polo Aug 26 2014, 19:05

feroni გილოცავ წარმატებებს

პოსტის ავტორი: feroni Aug 26 2014, 20:01

გაიხარეთ ბიჭებო! კარგა ხანია ასეთი კმაყოფილი და გახარებული არ ვყოფილვარ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Aug 26 2014, 21:45

feroni

გილოცავ მეგობარო, შენ საიდანაც ლეკვი წამოიყვანე იმ საშენმა პირველი ადგილი დაიკავა მწყერზე უკრაინის საველე ჩემპიონატზე. საუკეთესო საშენად დასახელდა. წარმატებები

პოსტის ავტორი: feroni Aug 27 2014, 09:23

gagrinski
გაიხარე დიდი მადლობა.
დღეს დილითაც ვიყავით გასული, ყოველ დღე უმატებს და უმატებს, ფრინველს უპრობლემოდ კეტავს, სურათიც მაქვს გადაღებული, უბრალოდ ტელეფონით ვერ ვტვირთავ, მწყერი წინ უზის და გაყინულია ორივე. ერთი კურიოზიც შეგვემტხვა, ტყიბულელი მონადირეები შეგვხვდნენ მინდორში 4 ძაღლით იყვნენ ისინი ორით ჩვენ, შევჩერდით სალაპარაკოდ, ძაღლები იქვე დარბოდნენ, ეცნობოდნენ ერთმანეთს და ამ ტრიალში და აურზაურში თუ გამოიცნობთ ვინ დადგა ნაბულზე? newsmile05.gif ეს პატარა მაიმუნი ნაბულზე დგას ლავერაკი უკნიდან ერთ ადგილას სუნავს, მივიდი მიდითქო დაუძახე მწყერი არ ამოიყვანა D.gif სიამაყით ამევსო გული!

პოსტის ავტორი: feroni Aug 28 2014, 08:46

ხარისხი არ ვარგა მაგრამ მწყერი კი ჩანს მემგონი
http://postimage.org/
http://postimage.org/

http://postimage.org/
http://postimage.org/

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Aug 30 2014, 09:41

feroni

რა დაგიჯდა ეპანიოლის აქამდე ცჰამოყვანა და აქ თუ შეიძლება ლეკვის ყიდვა ის მაინტერესებს კაი ხანია ვფიქრობ ამ ჯისზე გადაწყვეტილება მივიღე უეწველი უნდა გავზარდო

პოსტის ავტორი: feroni Aug 31 2014, 01:03

HUNTER FREDY
ბუდობას გააჩნია, არის ლეკვები 500 ევრო ღირს და არის 1000 ჯდება ჩამოყვანით. ადგილზე რაც არის არ ვიცი რა ლეკვებია, ამიტომაც ჩამოვიყვანე.

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Aug 31 2014, 09:00

მადლობა ფერონი გასაგებია newsmile045.gif

პოსტის ავტორი: feroni Oct 5 2014, 09:46

რამოდენიმე დღის უკან ვიყავით სანადიროთ, დიდი წვიმების შემდეგ მწყერი კარგად იყო და ფრისკამაც წაიმუშავა. თავიდან ცოტა გაუჭირდა ფერხულში ჩაბმა და პირველივე ნაბულის შემდეგ გაახსენდა რატომ იყო მინდორში და დაიწყო მუშაობა. 10 მწყერი დავამუშავეთ, ავაფრინეთ და მოვიპოვეთ, მოტანასთან დაკავშირებით ისევ პრობლემები გვაქვს, ნადავლის გაყოფა არავისთან არ გვინდა ამიტომავ ხელში მოცემა მწყერგამოშვებით ხდება ხოლმე newsmile05.gif პრინციპში მოტანაზე საერთოდ არ ვნერვიულობ, ჯერ არც დამიწყია სწავლება ასე, რომ რასაც აკეთებს იმისთვისაც დიდი მადლობა. ცოტა სურათების გადაღებაც მოვახერხეთ და ჩემს მეგობარს ნაბულის და მწყერის მონადირების ვიდეოც აქვს სადღაც, შემდგომში მაგასაც დავაგდებ თუ მაღირსა რათქმაუნდა.

Friska 6 თვის!
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

პოსტის ავტორი: marco-polo Oct 5 2014, 15:26

feroni გაზრდილა გოგო.დამშვენებულა xoshian.gif

პოსტის ავტორი: OQRO444 Oct 5 2014, 16:15

feroni მართლაც კარგები ხართ ........ მეც უნდა შემოგიერთდეთ მალე ბრეტონების ლიგას საქრთველიში ......feroni ძალინ კარგი დამდგარა თქვები ბრეტონი .......... გეშვაზე არ ინერვიულო ბრეტონი 2 წელი ცოტას გაგაწვალებს, მაგრამ მერე დიდი ბედნიერება გელისსსსსსსს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: feroni Oct 5 2014, 19:54

მადლობთ, გაიხარეთ! newsmile05.gif
წვალებით არც ეხლა მაწვალებს, დარბის თავისთვის ჯერ ლეკვია.

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Oct 5 2014, 21:25

მაგარი კარგი ტიპშაა newsmile05.gif (Y) წარმატებები და წარმატებები newsmile045.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Oct 6 2014, 08:37

მოტანის სწავლებაში გემრიელი ლუკმით (სულგინის ან კალბასის პატარა ნაჭერით) დაჯილდოვება ძალიან დაგეხმარება. როდესაც ნუგბარს ელის სიხარულით დაგითმობს ნანადირევს.

პოსტის ავტორი: ნოსო Oct 6 2014, 11:05

მე ლაივში ნანახი მაქ newsmile045.gif მაგარი ტიპია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: feroni Oct 20 2014, 17:05

ორი ამბავი მაქვს დღეისთვის კარგი და ცუდი.
დავიწყოთ კარგით, ფორუმზე სურათების შემხედვარემ ვერ მოვითმინე და ვიფიქრე მინდვრის მაგივრად ტყეში შევალ სასეირნოდ მეთქი და ასეც მოვიქეცი. წლის ამ პერიოდში ფოთში ნაკლებად არის ქათამი და დიდი იმედები არ მქონია მაგრამ ფრისკას გარემოს შეცვლა ნამდვილად არ აწყენდა.
ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ დღეს გვქონდა პირველი მუშაობა ქათამზე, ფრინველი ეგრევე დააფიქსირა ყოველგვარი მიტანების გარეშე, ამოაფრინა 4-5 მეტრით წინ, ზუსტად ვერ ვიტყვი ფრისკამ ამოაფრინა თუ ჩემი მოგობარი დაინახა ქათამმა მისკენ მიმავალი და აფრინდა, მაგრამ ეს ორივე ერთდროულად მოხდა, ბრძანება მიდის მერე დაიძრა და ქათამიც აფრინდა.
ასე რომ მოსალოცი ამბავი გვაქვს დღეს პირველად ვნახეთ რა არის ტყის ქათამი.
მერე მინდორში იყო მწყერზე ნაბულიც თუმცა ეს უკვე ნაკლებად საინტერესოა.
ეხლა რაც შეეხება ცუდ ამბავს, ქათამი ვერ მოვიპოვეთ, ოთხი ვაზნა გაიყოლა და კიდევ ბევრი წყევლა კრულვა. არამგონია ეგ სახლში ცოცხალი მიფრენილიყო newsmile045.gif\

უი ასაკი რომ არ დამავიწყდეს არქივისთვის ფრისკა 7 თვის პირველი ქათამი, ენაცვალოს მამა D.gif

პოსტის ავტორი: ახალციხელი Oct 20 2014, 17:42

ვგულშემავტკივრობ ფრისკას, მაგარი გოგოა newsmile027.gif

პოსტის ავტორი: OQRO444 Oct 20 2014, 19:27

feroni - გთხოვ ამიხსენი რა სჭირდება და რა პროცედურების გავლაა საჭირო რომ მეც წამოვიყვანო ლეკვი უკრაინიდან? ხო ლეკვი ნანახია და როგორც ვიცი ყველა საბითი წესრიგშიაო, ისე ცნობისათვის ლეკვი კერძო მფლობელის ხელშია .....

წინასწარ დიდი მადლობააააააა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: OQRO444 Oct 20 2014, 19:27

feroni - გთხოვ ამიხსენი რა სჭირდება და რა პროცედურების გავლაა საჭირო რომ მეც წამოვიყვანო ლეკვი უკრაინიდან? ხო ლეკვი ნანახია და როგორც ვიცი ყველა საბითი წესრიგშიაო, ისე ცნობისათვის ლეკვი კერძო მფლობელის ხელშია .....

წინასწარ დიდი მადლობააააააა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: feroni Oct 20 2014, 19:55

ლეკვს უნდა ჰქონდეს სამედიცინო პასპორტი ყველა საჭირო აცრებით, ჩიპი, გალია+150 ევროს ექვივალენტი გრივნებში ავიაგადაყვანის საფასური. შენიაჩი და სამედიცინო პასპორტით აეროპორტის ვეტ ექიმი მოგცემთ საბუთს + 100~150 გრივნა

პოსტის ავტორი: OQRO444 Oct 20 2014, 21:30

ციტატა(feroni @ Oct 20 2014, 20:55) *
ლეკვს უნდა ჰქონდეს სამედიცინო პასპორტი ყველა საჭირო აცრებით, ჩიპი, გალია+150 ევროს ექვივალენტი გრივნებში ავიაგადაყვანის საფასური. შენიაჩი და სამედიცინო პასპორტით აეროპორტის ვეტ ექიმი მოგცემთ საბუთს + 100~150 გრივნა

გასაგებია ...... დიდი მადლობააააააა

პოსტის ავტორი: nugzar inaneishvili Oct 20 2014, 23:42

[quote name='OQRO444' date='Oct 20 2014, 22:30' post='316487']
გასაგებია ...... დიდი მადლობააააააა
უკაცრავად როდის მოგყავთ ლეკვი, თხოვნა მექნება ძაღლის რადასლოვია მაქვს წამოსაღები და თუ შეგიძლია წამოიღო.

პოსტის ავტორი: feroni Nov 7 2014, 10:24

გამარჯობა!
გუშინ ფრისკა ქათამზე მყავდა სანადიროდ და ვიფიქრე პატარა რეპორტს გავაკეთებთქო.
მოკლედ გუშინ დილით მირეკავს ალიკა და მეუბნება, რომ წინა დღით პოინტერით ვიყავი შესული ერთ ერთ გურიის ტყეში და ძაღლმა 8 ქათამი დაამუშავა და ორი ფეხიდან ამიფრინდაო, თუ სურვილი გაქვს შემომიერთდი ლიმას(სეტერი) და ფრისკას ნახევარძმას ენდისაც წამოვიყვანო. ესეთ შემოთავაზებაზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყოდი თანაც ძალიან მაინტერესებდა ლიმას მუშაობა ტყეში.
12 საათზე ვიყავი ქობულეთის რკინიგზის სადგურში და ცოტა ხანში მოვიდა ალიკაც თავის ორ აღსაზრდელთან ერთად და გავუდექით გზას მთებისკენ. მთებზე კარგად იყო ჩამოთოვილი რაც ქათმის პოვნის იმედს მაძლევდა.
ესეც ლიმა და ენდი
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

20 წუთის შემდეგ აღმოვჩნდით საკმაოდ გაშლილ და შერეულ ტყეში და გაუშვით ძაღლები, ლიმა ეგრევე წავიდა და დაიკარგა ტყეში, ყოველ 3-4 წუთში გამოჩნდებოდა ხოლმე და მერე ისევ იკარგებოდა ხან მარჯვნივ ხან მარცხნივ, მოკლედ ძაღლი არ გაჩერებულა ეძებდა გაგიჟიბული. მინდა გითხრათ რომ ძალიან შთამბეჭდავი სანახაობა გამოდგა, როგორ გვპოულობდა ასე შორს წასული ვერ გეტყვით თანაც ჩვენც ვმოძრაობდით ჩვეულებრივი ნაბიჯით.
ფრისკასთვის ტყე უცხო არ არის, შემორბენილია აქვს რაჭის ტყეები და იმანაც გაიჯეჯილა, მოკლედ ლიმასავიტ შორს ჯერ არ დადის მაგრამ ზარის ხმით ხვდებოდი რომ კარგა შორს ეძებდა, რახან ზოგჯერ ხმა იკარგებოდა და მერე ისევ შორიდან ვგებულობდი რომ გვიახლოვდებოდა, ეს პატარა მაიმუნიც საოცარ ორიენტაციას ავლენს და ყოველთვის მაკონტროლებს სად ვიმყოფები, ფრისკას შემხედვარე ენდიმაც გასქურა და ეგეც წავიდა ძებნაში. მოკლებ ბევრი, რომ არ ვილაპარაკო ძალიან კმაყოფილი დავრჩი ძაღლების მუშაობით მაგრამ სამწუხაროდ ქათამს ვერ მივაგენით, მე უფრო უეცარ დათბობას ვაბრალებ, ალბათ ისევ ზევით აიწია. როგორც კი ამინდები გაფუჭდება ისევ ვეწვევიტ იმ ტყეს და დარწმუნებული ვარ ქათამსაც ვიპოვით newsmile045.gif
ესეც სურათები განწყობისთვის
ამათი მოსვენება არ არის ერთი წამი, ან საიდან მოაქვთ ამდენი ენერგია ამ პატარა ძაღლებს ჩემამდე არ დადის
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

პოსტის ავტორი: ახალციხელი Nov 7 2014, 10:28

მაგარი ტიპებია ძაან newsmile027.gif

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Nov 7 2014, 10:30

აუუ რა კარგები არიან ბიჯოოოოოოო!!!!! newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile029.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: feroni Nov 7 2014, 10:49

მართლა მაგარი ტიპები არიან და უნდა ნახოთ რა სისწრაფით ეძებენ და რამდენს დარბიან newsmile05.gif

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Nov 7 2014, 11:07

ციტატა(feroni @ Nov 7 2014, 11:49) *
მართლა მაგარი ტიპები არიან და უნდა ნახოთ რა სისწრაფით ეძებენ და რამდენს დარბიან newsmile05.gif


ეგ ყველაფერი ვიცი, ხო გახსოვს რაზეც შევთანხმდით ავთო, დღეებს ვითვლი იცოდე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: feroni Nov 7 2014, 11:09

HUNTER FREDY
მივიდეთ ირა იქამდე და Pრობლემა არ არის newsmile045.gif

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Nov 7 2014, 11:19

ციტატა(feroni @ Nov 7 2014, 12:09) *
HUNTER FREDY
მივიდეთ ირა იქამდე და Pრობლემა არ არის newsmile045.gif


მივალთ და ტან კარგად მივალთ
ვიცი მე ეს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: feroni Nov 7 2014, 11:30

HUNTER FREDY
ღმერთმა გისმინოს, მეც ეგ მინდა ზუსტად

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)