თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები _ კურცჰაარი გუფი

პოსტის ავტორი: jola Apr 22 2013, 20:20

მოკლედ დიდი ხნის სურვილის და ბევრი ლოდინის შემდეგ T A M P L I E R - ის დახმარებით ავიყვანე კურცჰაარი, ხვადი. ეს ჩემთვის პირველი ძაღლია და შეიძლება ითქვას სრულიად გამოუცდელი ვარ "მეცნიერების" ამ სფეროში newsmile05.gif , ჩემი თხოვნა იქნება ნუ დაიშურებთ სასარგებლო და აუცილებელ რჩევებს newsmile05.gif მადლობა წინასწარ, ფოტოებს მოგვიანებით დავდებ

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=24382k.jpg

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=65684k1.jpg

პოსტის ავტორი: Davitus Apr 22 2013, 20:37

ვაა, გამიხარდა! გილოცავ! შენ რომ გაგიხარდბა ისეთი ოთხფეხა მეგობარი დამდგარიყოს!

პოსტის ავტორი: levan81 Apr 22 2013, 20:47

მომილოცავს და წარმატებებს გისურვებთ newsmile027.gif

პოსტის ავტორი: jola Apr 22 2013, 20:55

Davitus
levan81
ზახარა
მადლობა newsmile05.gif

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=82181366652813465.jpg

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=996071366652912559.jpg


ძალიან მოწყენილია და წკმუტუნებს, ბუნებრივიცაა დგეს მოვაშორეთ დედას, ჭამითაც ძალიან ცოტას ჭამს , მაწონში ჩავულბე თავის საჭმელი და მარტო მაწონი ამოჭამა . რამდენი დღე გრძელდება ეს მოწყენილობა ?

პოსტის ავტორი: ზახარა Apr 22 2013, 20:55

გილოცავ სასახელო მეძებარი გაზრდილიყოს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Apr 22 2013, 21:18

ციტატა(jola @ 22nd April 2013 - 21:55) *
ძალიან მოწყენილია და წკმუტუნებს, ბუნებრივიცაა დგეს მოვაშორეთ დედას, ჭამითაც ძალიან ცოტას ჭამს , მაწონში ჩავულბე თავის საჭმელი და მარტო მაწონი ამოჭამა . რამდენი დღე გრძელდება ეს მოწყენილობა ?


ნუ დედას რომ აშორებ ეგ ჩვეულებრივი ამბავია მაგ დროს, სულ იწყენენ ხოლმე. ლეკვის აყვანის წინ საერთოდ სასურველია ხოლმე რამე რბილი სათამაშო ლეკვის წამოყვანამდე 3 დღით ადრე ლეკვის დედასთან და მის დაძმებთან დატოვო რომ სუნით გაიჟღინთოს. მაგ სათამაშოს რომ დაუდებ წყნარდება იმიტომ რომ თავისიანების სუნის სცემს. არსებობს კიდევ რუსების მეთოდი-ღამე გაფუჭებულ საათს უდებენ ცოტა დიდს და მისის წიკწიკიც აწყნარებს როგორც ამბობენ. აუცილებლად სჭირდება სითბო. გრელკა კარგი გამოსავალია. სითბო უყვართ მაგ მაიმუნებს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: jola Apr 22 2013, 21:31

gagrinski
სითბოში მყავს სახლში . სუნით გაჟღენთილი სათამაშოს ამბავი არ ვიცოდი სამწუხაროდ , ღამე ჭამა დაჭირდება თუ არა ? სულ დადის ყნოსვა ყნოსვით თითქოს რაღაცას ეძებს , ალბათ თავისებს

პოსტის ავტორი: darcho Apr 22 2013, 21:32

მაგარია, გილოცავ ჯანმრთელი და სასახელო მონადირე გაგეზარდოს! newsmile027.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Apr 22 2013, 21:38

ციტატა(jola @ 22nd April 2013 - 22:31) *
სუნით გაჟღენთილი სათამაშოს ამბავი არ ვიცოდი სამწუხაროდ


ახლაც არაა გვიან მეგობარო, ეგ არაფერი მალე მოგეჩვევა და შენთან ერთად დაიძინებს D.gif აწი მაგის მშობელი შენ ხარ, ღმერთმა ჯანმრთელი და სასახელო მეძებარი გაგიზარდოს. გამიხარდა

პოსტის ავტორი: jola Apr 22 2013, 22:09

gagrinski
darcho
გაიხარეთ newsmile05.gif მადლობა ბიჭებო

გრელკა ვერ ვნახე D.gif და ბნელი 90-იანებიდან კოკაკოლას ბოთლი გამახსენდა D.gif 2 ცალი თბილი წყლით გავავსე და აქეთ იქედან შემოვულაგე , მაგრა გაუსწორდა ხან ერთს ეხუტება ხან მეორეს newsmile05.gif და ცოტა დამშვიდდა თითქოს

პოსტის ავტორი: ზახარა Apr 22 2013, 22:12

jola
1-2 დღეში მიეჩვევა და აღარ იქნება მოწყენილი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Apr 22 2013, 22:15

ხომ გითხარი სითბოა მაგათი წამალი D.gif წინ გაქვს უბედნიერესი წუთები, ღმერთმა ნუ ქნას მაგრამ გამოუცდელობის გამო გეგონება რომ იმედი გაგიცრუვდა რაღაცეებზე წვრილმანებს ვგულისხმობ, მაგრამ არაფერზე გული არ გაიტეხო. ყველაფერს ასწავლი ეტაპობრივად და ისიც ძალიან ბევრ რამეს გასწავლის. თან ძალიან ჭკვიანები არიან გერმანული მეძებრები, ცოტა დამოუკიდებელი ხასიათის მაგრამ ძალიან კონტაქტურები ამავე დროს(მე რაც მყოლია ყოველშემთხვევაში) ახლა მაგას მარტო კარგი კვება უნდა და ნელ-ნელა სისუფთავის მიჩვევა. პირველ ეტაპზე ოქროს წესი დაიმახსოვრე. რომელი ხელითაც აჭმევ მაგ ხელით არასოდეს არ დატუქსო(დაარტყა).

წარმატებებს გისურვებ კიდევ ერთხელ

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 22 2013, 22:15

მე სახელზე ვიხალისე newsmile05.gif საიდან იდეა ?

პოსტის ავტორი: gagrinski Apr 22 2013, 22:17

ციტატა(Chalimgela @ 22nd April 2013 - 23:15) *
ციტირება


შენი დანდალას თავს რომ ნახავს კაცი და ხვადს აიყვანს მერე სხვა არჩევანი არარ რჩება ჩემო გიო. ყოველგვარი პირფერობის გარეშე მეც იგივეს დავარქმევდი newsmile05.gif ისე თემის სათაური რომ წავიკითხე დავიბენი თავიდან

პოსტის ავტორი: jola Apr 22 2013, 22:19

ჭალიმგელა

3 წლის გოგო მყავს და იმან დაარქვა D.gif ან პლუტო ან გუფიო და საბოლოოდ გუფი გადავწყვიტეთ ერთობლივად, თუმცა ხანდახან პლუტოსაც ეძახის D.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 22 2013, 22:24

ესე იგი 2 გუფი გვყავს უკვე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: LeoTaso Apr 22 2013, 22:24

ჭალიმგელა

ციტატა(Chalimgela @ 22nd April 2013 - 23:15) *
საიდან იდეა ?


უნდა დაგეპატენტებინა რაა D.gif

jola
ციტატა(jola @ 22nd April 2013 - 21:20) *
ბევრი ლოდინის შემდეგ T A M P L I E R - ის დახმარებით ავიყვანე კურცჰაარი, ხვადი.


გაგეზარდოს სასახელო და საამაყო .

გამოცდილებიდან გეტყვი , არაა ადვილი ლეკვის გაზრდა, მაგრამ ეს უკვე გათვიცნობიერებული გექნება.
...ასე რომ წარმატებები და გამძლეობა. შენი "კონტინენტურია" და შედეგებს შედარებით მალევე მიიღებ.

პოსტის ავტორი: jola Apr 22 2013, 22:37

ჭალიმგელა


არ ვიცოდი შენც თუ გუფი გყავდა newsmile05.gif

LeoTaso

მორალურად მზად ვარ D.gif რა გამოვა ვნახოთ

ერთი ესეთი კითხვა მაქვს : გამიგია რაღაც ასაკამდე ლეკვის დაბანა არ შეიძლებაო და როდემდე არაა სასურველი ?

პოსტის ავტორი: LeoTaso Apr 22 2013, 22:51

ციტატა(jola @ 22nd April 2013 - 23:37) *
გამიგია რაღაც ასაკამდე ლეკვის დაბანა არ შეიძლებაო და როდემდე არაა სასურველი ?


აცრების დროს მოარიდე , ინფექციის ვარიანტში თორე ასაკი არაფერ შუაშია, კარგათ გაამშრალე რო არ გაცივდეს და ეგარი.

პოსტის ავტორი: gagrinski Apr 22 2013, 23:03

მე გირჩევდი რომ გაწმინდო ჯერ, პირველ ეტაპზე. თბილ წყალში 1,5 ლიტრზე 50 გრამი ძმარი და 30 გრამი სპირტი გააზავე კარგად მოურიე. ღრუბელი დაალბე გაწურე და გაუწმინდე ბეწვი, თვალებს მოარიდე. ისე მე ჩემს სეტერს დაფნის ნახარშით ვწმენდდი ხოლმე. მე 3 თვემდე არ ვაბანავებდი.

პოსტის ავტორი: საბო Apr 22 2013, 23:11

jola

გაგახაროს ღმერთმა და სასახელო გაგიზარდოს.

ვმრავლდებით კურცჰაარისტები და მიხარია ნამეტნავად.

პოსტის ავტორი: Fishman Apr 23 2013, 01:38

jola

აბა მომილოცავს და წარმატებებს გისურვებთ შენ და შენს პატარა მეგობარს! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: jola Apr 23 2013, 02:49

საბო
Fishman
მადლობა newsmile05.gif
მაგარი ფეიერვერკი გვაქვს მთელი ღამე მეც და ჩემ მეზობლებსაცD.gif ისე ყველაფერი მოიგონეს ძაღლის პამპერსის გარდა D.gif

პოსტის ავტორი: temoo90 Apr 23 2013, 08:54

jola

ძალიან კარგი ტიპია, გილოცავ მეგობარო ამ ბედნიერებას, ღირსეული მონადირე და ოჯახის წევრი გაგეზარდოს!

პოსტის ავტორი: კუთხა Apr 23 2013, 08:59

მომილოცავს მეგობარო, სასახელო მეძებარი გაზრდილიყოს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: jola Apr 23 2013, 09:18

temoo90
კუთხა
მადლობა

დამატებითი საკვები მირჩიეთ რამე ბოსტნეული ან ხორცი მოხარშული არ მივცე?

პოსტის ავტორი: ზახარა Apr 23 2013, 09:23

jola
ჯერ არაფერი მაგდაგვარი
ხაჭო-მაწონი და ლეკვების საკვები ჰილსი ან როიალ-კანინი

პოსტის ავტორი: levani100 Apr 23 2013, 09:39

jola
გაგიზარდოს სასახელო მეძებარი. კარგი სისხლების ლეკვია, თუ შეძლებ, მიეცი "როიალ კანინი."
და არავითარი დანამატის მიცემა არ დაჭირდება. მარტო ხაჭო, შეგიძლია მიცე. გირჩევ თავიდანვე მიიყვანო
კარგ ვეტექიმთან და იყოს, მისი ზედამხედველობის ქვეშ.

პოსტის ავტორი: jola Apr 23 2013, 09:55

levani100
მადლობა

სად იყიდება ეს როიალ კანინი ? გუშინ დავაბარე და ვერ იშოვეს, ზოო პლაზაში რაღაც 6 ლარიანს რომ ეძახიან ეგ მომიტანეს . ვეტექიმს რაც შეეხება ცოტა დაწყნარდეს და ცხვედიანთან მივიყვან, იქ მიხედავენ

პოსტის ავტორი: ზახარა Apr 23 2013, 10:04

jola
მაღაზია ბუნებაში აქვთ როიალ-კანინი

პოსტის ავტორი: levani100 Apr 23 2013, 10:45

ციტატა(jola @ 23rd April 2013 - 10:55) *
ვეტექიმს რაც შეეხება ცოტა დაწყნარდეს და ცხვედიანთან მივიყვან, იქ მიხედავენ

ცხვედიანი ექიმი არაა. D.gif სანადირო მეძაღლეობის (მოკლედ დავწერ) ჩვენი კლუბის თავმჯდომარეა. ექსპ. კინოლოგია.
როიალ კანინი იყიდება ვეტ მაღაზიათა ქსელ "ბუნება"-ში. ბევრგანაა გააჩნია სად ცხოვრობ, ან სად გიხერხდება.
წერეთელზე (სტადიონის მხრიდან) პანთეონს რომ გაცდები, შუქნიშანს გადახვალ და ეგრევე მარჯვნივ არკასთან, დაინახავ
ზოომაღაზია & კლინიკა "ბუნება." მანდვეა კარგი ექიმი პაატა. მოკლედ ერთადაა, ექიმიც და საკვებიც. newsmile027.gif გულისხმიერი
ადამიანია. ჭიაზე დამუშავებით, აცრებით, მოკლედ ყველაფერს მიხედავს.

პოსტის ავტორი: ზაზა Apr 23 2013, 10:51

ციტატა(levani100 @ Apr 23 2013, 11:45) *
ცხვედიანი ექიმი არაა. D.gif სანადირო მეძაღლეობის (მოკლედ დავწერ) ჩვენი კლუბის თავმჯდომარეა. ექსპ. კინოლოგია.
როიალ კანინი იყიდება ვეტ მაღაზიათა ქსელ "ბუნება"-ში. ბევრგანაა გააჩნია სად ცხოვრობ, ან სად გიხერხდება.
წერეთელზე პანთეონს რომ გაცდები, შუქნიშანს გადახვალ და ეგრევე მარჯვნივ დაინახავ, ზოო მაღაზია და კლინიკაა. მანდვე
კარგი ექიმია პაატა. მოკლედ ერთადაა, ექიმიც და საკვებიც. newsmile027.gif



ვეთანხმები 100 %.

გაგეზარდოს ჯანმრთელი და ძლიერი მეძებარი

პოსტის ავტორი: jola Apr 23 2013, 15:15

levani100
ზაზა
ცხვედიანთან იმიტომ მიმყავდა, რომ ერჩია ვეტერინარი . რადგან თქვენ უკვე მირჩიეთ აღარ წავალ newsmile05.gif ვიყავით პაატა ჩხეიძესთან, ყველაფერი რიგზეა . როიალ კანინზე გადაირია ძაღლი D.gif იმ წინა საჭმელს თითქმის არ ჭამდა . მოკლედ უფასო რჩევები არ დაიშურა პაატამ , ძალიან კარგი ადამიანია.

პოსტის ავტორი: ბაბუ Apr 23 2013, 15:35

jola
გილოცავ,კარგი არჩევანია!
ღმერთმა სასახელო გაგიზარდოს!

პოსტის ავტორი: levani100 Apr 23 2013, 15:48

jola
ყოველთვის დაგეხმარებით მაქსიმალურად. აბა დამწყებ კურცჰაარისტს, ცუდ ექიმთან გაგიშვებთ? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: elisa Apr 23 2013, 17:46

ღმერმა გაგიმარჯოთ კარგია ასე რომ ზრუნავთ ოთფეხა მეგობრებზე.

პოსტის ავტორი: jola Apr 23 2013, 23:55

ბაბუ
levani100
elisa
მადლობა მეგობრებო

დღეს გუშინდელთან შედარებით სიმშვიდეა და მიხარია newsmile05.gif ალბათ დავიძინებ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: marshal Apr 24 2013, 00:04

jola გილოცავ სასხელო მონადირე გაგეზარდოს newsmile05.gif

ციტატა(jola @ 24th April 2013 - 00:55) *
დღეს გუშინდელთან შედარებით სიმშვიდეა და მიხარია ალბათ დავიძინებ

დაძინების რა გითხრა გაგაღვიძებს ჭამა მოუწევს ღამე ერთხელ მაინც D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: Fishman Apr 24 2013, 00:44

jola

ღამე არ აჭამო არცერთ ვარიანტში

პოსტის ავტორი: jola Apr 24 2013, 03:59

Fishman
ვეტექიმმა მითხრა თავიდან ყოველ 4 საათში აჭამეო და ესე უწევს: 12სთ 16სთ 20სთ 24სთ 04სთ 08სთ , მათ შორის ერთი ჭამა ღამის 4 საათზე. (ეს ყველაფერი ბუნებრივი კვების იმიტაციისთვის) ორი კვირის მერე ნელნელა ერთი ღამის ჭამა ამოაგდეო . რამეს არასწორად ვაკეთებ? 150 გრამს ჭამს დღეში, ნელნელა 225 მდე უნდა ავიდეთ ერთ თვეში . რიგი დამხმარე ხელსაწყოები უზრუნველყოფენ ზუსტ კვებას D.gif (მაღვიძარა, რომელიც ჯერჯერობით არ მჭირდება D.gif თავად ითავსებს ამ ფუნქციას და სასწორი)


პოსტის ავტორი: levani100 Apr 24 2013, 07:42

ციტატა(jola @ 24th April 2013 - 04:59) *
ვეტექიმმა მითხრა თავიდან ყოველ 4 საათში აჭამეო და ესე უწევს: 12სთ 16სთ 20სთ 24სთ 04სთ 08სთ , მათ შორის ერთი ჭამა ღამის 4 საათზე.

ღამის 4 საათიანი ჭამა ამოაგდე, მეტისმეტი წვალებაა. არასდროს ღამის 12 მერე არ მიჭმევია, და ქვეყანა არ დანგრეულა.

პოსტის ავტორი: jola Apr 24 2013, 07:45

levani100
Fishman

წკმუტუნს არ მივაქციო ყურადღება ?

პოსტის ავტორი: levani100 Apr 24 2013, 08:17

რას იზაავ ცოტაც გაიჭირვე. ეცადე მარტო ყოფნას მიეჩვიოს ნელნელა, თავის ტერიტორიაზე. არავითარ შემთხვევაში ლოგინში არ ჩაიწვინო. მემგონი დღეიდან გეშველება. newsmile05.gif


პოსტის ავტორი: Taras.K Apr 24 2013, 19:35

გილოცავ newsmile05.gif
რაც შეეხება ვეტ ექიმს მეც პაატას გირჩევ და მანდვე აქვთ როიალ კანინი.
თქვენი ლეკვის მამაც, პაატას პაციენტია:-)
წარმარტებებს გისურვებთ, და გგულშრმატკივრობთ, თუ გექნებათ სურვილი იქნებ მომავალ წცელს საველეზეც გაიყვანოთ

პოსტის ავტორი: შადი შამოდი Apr 24 2013, 19:50

ციტატა(levani100 @ Apr 24 2013, 08:42) *
ღამის 4 საათიანი ჭამა ამოაგდე, მეტისმეტი წვალებაა. არასდროს ღამის 12 მერე არ მიჭმევია, და ქვეყანა არ დანგრეულა.

1000%

პოსტის ავტორი: Fishman Apr 24 2013, 20:36

jola

6-ჯერ ჭამა ასე გაუნაწილე და ეგაა.

8სთ 11სთ 14სთ 17სთ 20სთ 23სთ



თუ წკმუტუნებს და არ ჩერდება ბოთლში ჩაასხი ცხელი წყალი, გადაახვიე ნაჭერში და დაუდე და სითბოსთან გაჩერდება. მე ეგ პრიომი ვიხმარე ჩემს ლეკვზე და გაამართლა მშვენივრად newsmile05.gif

პოსტის ავტორი: jola Apr 25 2013, 03:35

Taras.K
მადლობა newsmile05.gif დავდივდივართ უკვე პაატასთან


შადი შამოდი

მოკლედ არ მოისვენა სანამ არ ვაჭამე newsmile05.gif 4ზე დაიწყო და ჯერ საძინებლის კარებს მიმტვრევდა, ეჯახებოდა newsmile05.gif 20 წუთი არ მივაქციე ყურადღება, მაგრამ მერე "პადკოპის" გაკეთება დაიწყო და მაგას ვეღარ გავუძელი D.gif ეხლა კია მშვიდად კმაყოფილი

ვფიქრობ რამოდენიმე დგე ვაჭამო ამ გრაფიკით და ნელნელა ამოვაგდებინო ღამის ჭამა , თუ არაფერს დავაშავებ ამით

პოსტის ავტორი: ზახარა Apr 25 2013, 09:20

ციტატა(jola @ 25th April 2013 - 04:35) *
ვფიქრობ რამოდენიმე დგე ვაჭამო ამ გრაფიკით და ნელნელა ამოვაგდებინო ღამის ჭამა , თუ არაფერს დავაშავებ ამით

ეხლავე ჯობია გადაჩვიო მერე უფრო გაგიჭირდება newsmile045.gif

პოსტის ავტორი: jola Apr 25 2013, 18:51

დღეს რაღაც მოიწყინა დილით არც ჩამოსულა თავის ბალიშიდან , გული აერია :( კუჭნაწლავიც ვერ ქონდა დალაგებული. წავიყვანე ექიმთან და შრატი გავუკეთეთ, კვებაც შეუცვალა წიწიბურაზე და საქონლის ხორცზე გადავიყვანეთ ცოტა ხნით . ესე გულთან თუ მივითანდი არ მეგონა :(

პოსტის ავტორი: ზახარა Apr 25 2013, 19:54

jola
აცრებამდე ფრთხილად იყავი მაინც(სადარბაზო , ეზო , ბევრი მნახველი) newsmile045.gif მაგდაგვარ სიმპტომებზე ეგრევე ვეტექიმი შეაწუხე.

პოსტის ავტორი: marshal Apr 25 2013, 22:37

ერთი კითხვა მაქ იმედია თემის ავტორი არ მიწყენს, რატო არ შეიძლება ღამე ჭამა მაგ. 4 საათზე, შენ ანუ პატრონი რო არ შეწუხდე თუ ლეკვისთვისაა მავნებელი???
მე ვაჭმევდი ყოველ 4 საათში ერთხელ და ღამის 4-5 საათზეც უწევდა, თვენახევრის რო გახდა მერე აღარ მიჭმევია ( არც თვითონ მოუთხოვია ) ახლა ვაჭმევ დღეში 4- ჯერ წონა ნორმალური აქ 6,5 კილოა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Apr 25 2013, 23:13

ციტატა(marshal @ 25th April 2013 - 23:37) *
რატო არ შეიძლება ღამე ჭამა მაგ. 4 საათზე, შენ ანუ პატრონი რო არ შეწუხდე თუ ლეკვისთვისაა მავნებელი?


ლეკვისთვის სასარგებლოა, (მაგრამ არაფერი დაშავდება თუ არ აჭმევ) პატრონისთვის არც თუ ისე სასიამოვნო ღამე ადგომა! სხვა არაფერი!

პოსტის ავტორი: Fishman Apr 25 2013, 23:23

ციტატა(მაქსიმუსა @ Apr 26 2013, 00:13) *
ლეკვისთვის სასარგებლოა, (მაგრამ არაფერი დაშავდება თუ არ აჭმევ) პატრონისთვის არც თუ ისე სასიამოვნო ღამე ადგომა! სხვა არაფერი!


თან გადაჩვევაც ძნელია... ყველა ძაღლი ერთნაირად ადვილად ვერ ღებულობს სიახლეებს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: marshal Apr 25 2013, 23:34

Fishman
მაქსიმუსა
აგაშენათ ღმერთმა D.gif თორე ვინერვიულე ცოტა. ისე კაცმა კი უნდა გაიჭირვო ცოტა ამხელა პასუხისმგებლობას რომ იღებ და აგყავს ლეკვი D.gif D.gif


პ.ს მადლობთ პასუხი მიხებულია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Fishman Apr 25 2013, 23:38

marshal

ტყუილად რატომ უნდა გაიჭირვო, თორე რამეს რომ წყვეტდეს რა სალაპარაკოა მაშინ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Apr 25 2013, 23:44

ციტატა(khmaltevza @ 26th April 2013 - 00:38) *
ტყუილად რატომ უნდა გაიჭირვო, თორე

რა თქმა უნდა! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: jola Apr 30 2013, 23:47

დღეს ქუჩაში რაღაც ფეიერვერკივით გაუშვეს და წკმუტუნი დაიწყო ,შიშით თითქოს არ შეეშინდა მაგრამ ღრმა შეშფოთება გამოხატა , თავიდანვე ხო არ უნდა მივიღო რამე ზომები თოფის ხმის შესაგუებლად?

პოსტის ავტორი: levani100 May 1 2013, 07:49

ციტატა(jola @ May 1 2013, 00:47) *
დღეს ქუჩაში რაღაც ფეიერვერკივით გაუშვეს და წკმუტუნი დაიწყო ,შიშით თითქოს არ შეეშინდა მაგრამ ღრმა შეშფოთება გამოხატა , თავიდანვე ხო არ უნდა მივიღო რამე ზომები თოფის ხმის შესაგუებლად?

არაფერია თავი დაანებე. მაგრამ ეცადე, მოარიდო თუ იქნა მაგის საშუალება. "ასაფეთქებლებზე" შეშფოთებას ლეკვი კიარა
დიდი ძაღლები გამოხატავენ და ეშინიათ.

პოსტის ავტორი: jola May 14 2013, 16:40




პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 14 2013, 17:01

ძალიან ლამაზი ჩანს

პოსტის ავტორი: jola May 14 2013, 17:04

T A M P L I E R
ნამეტანი მსუნაგია არასდროს არაა კმაყოფილი თავის ულუფით D.gif ცოტა ზომაზე მეტადაც მოსუქდა მგონი , ძლივს დაათრევს გასიებულ უკანალს D.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 14 2013, 17:19

მე მიყვარს ეგეთი მოკვიტინებული ძაღლები xexe.gif

პოსტის ავტორი: შადი შამოდი May 14 2013, 17:51

newsmile027.gif მაგარია, ულაპარაკოდ!

პოსტის ავტორი: ზახარა May 14 2013, 18:27

ციტატა(jola @ 14th May 2013 - 18:04) *
ძლივს დაათრევს გასიებულ უკანალს

კარგად ჩაგიკუპატებია D.gif D.gif

მაგარი ლეკვია small3d018.gif xoshian.gif

პოსტის ავტორი: Fishman May 14 2013, 22:22

მსუქანი ისეთი უნდა ჩემი რიჩი რო იყო ლეკვების დათვალიერებაზე D.gif ბატონმა შადიმანმა მკითხა, ამ ძაღლს ძალით აჭმევთ თუ თვითონ ჭამს ამდენსო D.gif

პოსტის ავტორი: giorgig192021 May 17 2013, 08:52

მაგარია ძაან ღმერთმა ისეთი გახადოს შენ გულს რო ესიამოვნება.

პოსტის ავტორი: Gobrona May 17 2013, 16:58

გილოცავ, სასახელო გაზრდილიოს და ბევრისთვის მიეღწიოს.

აუცილებლად გზაზე დაყენება უნდა ყველა ლეკვს, რაც არ უნდა მაგარი სისხლები იყოს. ბევრი ვარჯიში

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 17 2013, 17:02

სურათები ვსტუძიუ ნუ ვსაჩკაობთ!

პოსტის ავტორი: ბ-ე-ქ-ა Jun 3 2013, 00:04

მაპატიეთ, არ დავაკვირდი კარგად სათაურს :(

პოსტის ავტორი: Fishman Jun 3 2013, 00:20

ბ-ე-ქ-ა

ეს პირადად გუფის თემაა და არა ზოგადად კურცჰაარების. თუ აქვს საბუთები შენს ლეკვს გაუხსენი ახალი თემა ან დაპოსტე კურცჰაარების თემაში. თუ არ აქვს საბუთები, შესაბამისად შესაბამის თემაში.

პოსტის ავტორი: jola Jun 19 2013, 21:03


პოსტის ავტორი: jola Jun 19 2013, 21:08

3 თვის ასაკში რამდეგ გრამს უნდა ჭამდეს დღეში ? როიალ კანინ მაქსი სტარტერს ვაჭმევ

პოსტის ავტორი: jola Jun 19 2013, 21:16

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=79091g.jpg

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=5977g1.jpg

პოსტის ავტორი: Davitus Jun 20 2013, 00:13

jola

კარგი ექსტერიერი აქვს ჯერჯერობით, მომწონს

პოსტის ავტორი: giorgig192021 Jun 26 2013, 19:57

jola ეს ლამაზი ლეკვი ტერიტორიულსდ სად იმყოფება ?მაგის და მყავს გლდანში და თუ ახლოს ხართ გავაცნოთ ერთმანეთს.

პოსტის ავტორი: jola Jun 26 2013, 22:39

giorgig192021
Saburtaloze mkavs . Gavikvanot sadme ertad

პოსტის ავტორი: სკვითია Jun 27 2013, 10:48

jola
ძალიან მომეწონა თქვენი ძაღლი, წარმატებული მონადირე აგეღზარდოს!
მეც ,,კურცხაარისტი,, ვარ newsmile027.gif

პოსტის ავტორი: jola Jun 27 2013, 11:30

სკვითია
მადლობა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: giorgig192021 Jun 27 2013, 19:58

jolaახლო მომავალში შეგეხმიანებით და ვთქვათ სად შევხვდეთ.

პოსტის ავტორი: giorgig192021 Jun 27 2013, 20:09

სიმაღლეში რამდენი სმ ია კაი მოზრდილი ჩანს.

პოსტის ავტორი: jola Jul 25 2013, 11:09

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=9363720130725_120008_1.jpg

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=8690120130725_120748_1.jpg

პოსტის ავტორი: D. E. N. T. I. S. T. Jul 25 2013, 12:00

მაგარი სარათია small3d018.gif

პოსტის ავტორი: jola Jul 25 2013, 16:55

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=14479image_1374760016759_V.jpg

ესე არ ეტყობა

პოსტის ავტორი: Assasin Jul 25 2013, 17:01

ციტატა(jola @ Jul 25 2013, 17:55) *
http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=14479image_1374760016759_V.jpg

ესე არ ეტყობა


მოგიწევს მეგობარო შენც ჩემსავით ძაღლზე კუდის დამოკლება მეორედ. ძალიან გრძლად აქვს მოჭრილი!!!

პოსტის ავტორი: jola Jul 25 2013, 17:16

Assasin
ვისგანაც ვიყიდე, ახალი სტანდარტით მოვაჭერითო მითხრა . გამოცდილი მომშენებელია როგორც ვიცი, თან მაჩაბლის კლუბთანაც ახლოსაა, თავიდანვე შევამჩნიე მეც მაგრამ მითხრეს ეგრე უნდა იყოსო. ეხლა ცოდო არაა მაგის დამოკლება?

პოსტის ავტორი: Assasin Jul 25 2013, 17:28

ციტატა(jola @ Jul 25 2013, 18:16) *
Assasin
ვისგანაც ვიყიდე, ახალი სტანდარტით მოვაჭერითო მითხრა . გამოცდილი მომშენებელია როგორც ვიცი, თან მაჩაბლის კლუბთანაც ახლოსაა, თავიდანვე შევამჩნიე მეც მაგრამ მითხრეს ეგრე უნდა იყოსო. ეხლა ცოდო არაა მაგის დამოკლება?


ზუსტად მაგ მდგომარეობაში ვიყავი მეგობარო მეც. კლასიკურად - ევროპულად კუდ მოჭრილი ლეკვი წამოვიყვანე, მაგრამ ლეკვის ზრდასთან ერთად შემრჩა კურცჰაარი პოინტერის კუდით, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემაა, რომ წაიტეხავს კუდს
(ჩემმა წაიტეხა) და ჯაგებში მიისისხლიანებს.

მოკლედ მე 7 თვის ასაკში მექნა ძაღლი საოპერაციო. კურცჰაარის თემაში დავდევი კიდევაც ინფორმაცია.

სანამ დროა დაუმოკლე გირჩევ.

პოსტის ავტორი: jola Jul 25 2013, 17:32

ეხლა გავზომე და 20 სმ-ია . რამდენი უნდა იყოს ? ანუ კიდევ გაეზრდებაა?

პოსტის ავტორი: Assasin Jul 25 2013, 17:49

რა თქმა უნდა გაეზრდება. ჩვენს ქართველ ვითომ "ზავოდჩიკებს" რომ გაუსწორდება ეგრე არ ყოფილა კუდის კუპირება.
აი ნახე ლინკი გერმანელების
http://www.eugen-belima.de/index.php?page=alles-ueber-ungaro

მე წერეთელზე პაატასთან გავუკეთე ორი თვის უკან ოპერაცია. ნარკოზი და მისი ჯანი. ეხლა საკაიფოდ ააქვს.
დაემსგავსა ძაღლს. უბრალოდ ნაკერებს რომ დაადებენ 7 დღე ყურადღება უნდა, კისერზე პლასტმასის შლეიფის
მაგვარ რაღაცას ვუკეთებდი (იყიდება ვეტ მაღაზიებში - "ბუნება"), რომ ძაფები არ მოეგლიჯა და ვასხურებდი
"ЧЕМИ СПРЕЙС" - ქლორ ტეტრაციკლინის ლურჯი სპრეი.

პოსტის ავტორი: dato 85 Jul 25 2013, 23:35

რაღაც მეცოდება საოპერაციოდ :(
არ ვიცი აბა რა გითხრა
აგერე ჩვენ კოლეგას პრობლემა ქონია. შეიძლება ამასაც ქონდეს, ან არ ქონდეს.
თან ეს 4 თვისაა.

საერთოდ ზრდასრულ კურცჰაარს კუდის სიგრძე იმხელა უნდა ქონდეს რომ დაჯდომისას სასქესო ორგანო დაფაროს, და არა მარტო დაჯდომისას, არამედ მოშვებულ მდგომარეობაშიც.
მოკლედ წაკვნეტილ კუდს ისევ ოდნავ გრძელი ჯობია.

ისე როგორი ლეკვია ქცევით?
თამამია?
ფიციხია?

დაწერე ერთი ორი სიტყვით.

პოსტის ავტორი: jola Jul 26 2013, 00:12

ძალიან მოუსვენარია. დაძახებაზე მოსვლა,ძებნა- მოტანა, დაჯდომა, დაწოლა ვისწავლეთ , ამ დღეებში ვაპირებ მწყერიც ვაჩვენო, გენი მაინც თავისას შვება ადვილად ითვისებს ყველაფერს , თან ვერიდები ძალიან არ გადავტვირთო და არ შევაძულო ბრძანებების შესრულება. ნელი ნაბიჯებით მივიწევთ წინ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: jola Jul 26 2013, 00:17

ეხლა დასავლეთში ვარ და აქ პოინტერი დახვდა 4 წლის რომელსაც სისხლს უშრობს D.gif გუშინ სახლიდანაც გამოაძევა newsmile05.gif არ ვუცი ჭკუით მოატყუა თუ დასავლური სტუმართმოყვარეობის შედეგია newsmile05.gif)

პოსტის ავტორი: jola Jul 27 2013, 11:42

დღეს ჩახტა წყალში პირველად აპორტირებაზე , ჯერ დამდგარ წყალში შევუშვი მერე მდინარეში. მოკლედ გაკვირვებული დავრჩი პირველივე ჩასვლაზე ასეთი შედეგით, წყალზე გადაირია ამოსვლა აღარ უნდოდა ხვალ გადავიღებ და დავდებ ვიდეოს

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 27 2013, 12:35

არ მოაჭრა კუდი!ეხლა ტანით პატარაა და იმიტომ გეუშნოება!გაიზრდება და კარგად გამოჩნდება

პოსტის ავტორი: dato 85 Aug 2 2013, 18:16

jola

ციტატა
დღეს ჩახტა წყალში პირველად აპორტირებაზე , ჯერ დამდგარ წყალში შევუშვი მერე მდინარეში. მოკლედ გაკვირვებული დავრჩი პირველივე ჩასვლაზე ასეთი შედეგით, წყალზე გადაირია ამოსვლა აღარ უნდოდა ხვალ გადავიღებ და დავდებ ვიდეოს


ეგ კარგია ძაან მაგრამ ერთ მგობრულ რჩევას მოგცემ თუ არ მიწყენ,

მდინარეს ძაან ნუ გაუთამამდები. რაც არ უნდა თამამი და წყლის მოყვარული ლეკვი გყავდეს.
მე მომივიდა ეგრე, ირლანდიური სეტერი მყავდა, ლეკვობაში კარგად შედიოდა წყალში და მაგრადაც უყავრდა, მაგრამ ერთხელ დინებამ წაიღო და მაგრად დაშინდა, კაი ხანი ერიდებოდა წაყლს მერე.
ლეკვი ჯობი ტბაში ან გუბურაში მიაჩვი წყალს სადაც ფსკერზე შეძლებს ფეხების შეხებას. ამით წყალს უფრო ეჩვევა და ცურვის ტექნიკასაც ამურამებს.
ზოგ ძაღლს წყალი უყვარს მაგრამ ვერ ცურავს კარგად და ფეხებს აჭაპუნებს ზემოთ.
არდა სწრაფი ცურვა შეიძლება დაჭირდეს ძაღლს იხვზე ნადირობისას, ამიტომ ისე ქენი რომ მდორე წყალში ავარჯიშო.

ისე ცურვა ლეკვისთვის ყევლაზე კარგი ვარჯიშია, სირბილსაც ჯობია რადგან ძველბს სახსრებს ძალა არ ადგება ხოლო კუნთებს და სუნთვას კიდე მაგრა ავარჯიშებს. ფილტვებიც ეზრდება და ზედმეტ, დონდლო ცხიმსაც წვავს.

თუ გეგულება სადმე წყნარი ადგილი სადაც მდორე წყლია, არც ხალხია და არც სხვა ძაღლები უნდა ატარო და ავარჯიშო ცურვაში სანამ ჯერ კიდევ ცხელა.
საერთოდ რაცუ ფრო მეტ დროს გაატრებთ მარტო, სხვა ძაღლების და ხალხის გარეშე მით უფრო კარგი იქნება მაგისთვის.

პოსტის ავტორი: jola Aug 2 2013, 19:02

გაიხარე dato 85 newsmile05.gif წყენა კი არა მარცვალ-მარცვალ ვაგროვებ რჩევებს , მალოვსაც ვკითხულობ ბევრი საინტერესო რამე გავიგე . ისე ძაღლისთვის ამდენს თუ მოვიცლიდი არ მეგონა , მაგრამ აზარტში შევედი D.gif არ ყოფილა იოლი D.gif

პოსტის ავტორი: dato 85 Aug 2 2013, 20:44

ეგრეა,
ლეკვის დაგეშვა და გაწრთვნა რთულია მაგრამ ამასთან ძაან სახალისოც.
იოლი ნამდვილად არ არის, მაგრამ არც მიუღწევადია. მთავარია ზუსტად გაიგო და გაოიმცნო ძაღლის ტიპი და ხასიათი, შემდგ კი მეთოდურად მიუდგე გაწვრთნას. თან ეგ კურცჰაარი (ამასთან ნახევრად გერმანული) და წესით არ უნდა გქონდეს პრობლემა.
მე მსიამოვნებდა ჩემი კურცჰაარის წრთვნა და საერტოდ მუშაობა. 4 თვის ასაკში უკვე ყველაფერი იცოდა (მაგ წიგნის დახმარებით სხვათაშორის) და 7-8 თვის ასაკში კიდევ იგივე ბრძანებეს უკვე სასტავნზე და ჟესტებზე აკეთებდა. ერთი ეგ იყო ცურვა არ იცოდა წესივრად, ვიჩქარე და ადრე მივიყვანე ტბაზე, ეგრევე შევარდა წაყლში და ფართხალი დაიწყო newsmile05.gif ვერა და და ვერ გადავაჩვიე ჭყაპუნით ცურვას.

დროსაც მეტს წაიღებს რადგნა მაგას უფრო მეტი რამის სწავლება დაჭირდება ვიდრე პოინტერს, ამიტომ ზუსად უნდა გაანალიზო რა და როგრ უნდა ასწავლო. ეგ წიგნიც მოგეხმარება მაგაში.
თავად წიგნს რაც შეეხება, მინდა ვთქვა რომ გერმანულებზე რაც წამიკითხავს რუსული ერთ ერთი საუკეტესოა, ახლა უკვე შეიძლება აღარ ვეთანხმებოდე ზოგ რამეში მაგრამ ადრე ძაან მომწონდა და ძაანაც დამეხმარა. საერთოდ მაგ წიგნის მერე მივხვდი ზოგადად გერმანული მეძებარი რა ყოფილა და საერთოდ კურცჰაარი რა არის.

ისე ძებნაში თუ ავარჯიშებ?

პოსტის ავტორი: jola Aug 2 2013, 22:34

დავაწყებინე ვარჯიში ძებნაში, მაგრამ დაწეული ცხვირით ეძებდა და ქექვას მიეჩვევაოnewsmile05.gif დავანებეთ დროებით. აპორტირებაზე ძირითადად ვიზუალურად ვავარჯიშებ. ფორუმი ზოგადად კარგი რამეა მაგრამ ძალიან განსხვავებულ მეთოდებს ვკითხულობ და მიჭირს გადაწყვეტილების მიღება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: dato 85 Aug 5 2013, 20:30

jola

ციტატა
დავაწყებინე ვარჯიში ძებნაში, მაგრამ დაწეული ცხვირით ეძებდა და ქექვას მიეჩვევაო


ყველა ლეკვი ან დიდი უმრავლესობა თავიდან მიწაზე ეძებს.
მეძებარს მაღალი ყნოსვა კი გენეტიკურად ააქვს მაგრამ, თუ სწორად გამოყენება არ ასწავლა მგეშავმა, დიდი ალბათობით თავისით ვერ ისწავლის.

ჩემ ლეკვს ასე ვაწავლე მაღლა ძებნა, თუმცა იმის თქმა გამიჭირდება რომ შენ ლეკვზეც გაამართლებს ეს მეთოდი. თან შენი ლკევი უკვე 4 თვის არის ჩემის კიდე 2.5 თვის დავუწყე სწავლება.

მოკლედ მეთოდი იყო ასეთი;

როცა გახდა 2 თვის შევატყვე რომ უკვე თავს წევდა ზემოთ საჭმლის საყნოსად როცა მაგიდაზე იდგა და ვერ ვწვდებოდა.

მოკლედ გამოვთალე რამოდენიმე ჯოხი ასე 4-5 ცალი, დიამეტრით 2-3 სმ და სიგრძით 20-25სმ,
ამ ჯოხებს ვარჭობდი მიწაში ისე რომ 15 სმ დარჩენილიყო მიწის ზემოთ. შემდეგ ამ ჯოხებზე ვდებდი ყველის ნაჭრებს. ბალახი ოდნავ ფარავდა, ისე რომ თვალით არ დაენახა.
ბოლოს კი ლეკვს ვუშვებიდ მის საძებნად მკაცრად ნიავის საწინააღმდეგოდ ისე რომ სუნი ქარს ლეკვისკენ წამოეღო.
ერთი ორი ცდის მერე ლეკვა უკვე ისაწვლა რომ თუ ზემოთ დაიწყებდა ძებნას უფრო ჩქარა იპოვიდა სასუნავს და საკმაოდ მალე აუღო ალღო.
ამასთან, მიწაზე თავს რო წევდა ვუშლიდი და მეც ნელნელა გადავადგილდებოდი ჯოხისკენ, შებამისად ლეკვი ხვდებოდა რომ თან ჩემს მიმართულებით უნდა ევლო თან ზემოთ ეძებნა.
2 კვირაში უკვე "ჩელნოკზე" დარბოდა, და საკმაოდ კარგად.
ამ ვარჯიშებს ვაკეთებდი სადღაც კვირაში 3 ჯერ, მკაცრად მყუდრო ადგილას და თანაც მარტო (მე და ჩემი ძმა ძირითადად) ისე რომ სხვა არც კაცი შემხვდებოდა და არც ძაღლი. და რაც მთავარია ნიავიან ამინდებში.

ჯოხებს ვალაგებდი, ზიგზაგებად. თავიდან ახლო ახლო ასე 10-15 მეტრის დაშორებით ერთამენთისგან, შემდგომ უკვე 30-40.
მოკლედ, ლეკვმა ისწავლა ყნოსვის გამოყენება და ხელით მიმართულების დანახვა. და სიმართლე უნდა ვთქვა რომ ამ ვარჯიშების დროს არ მახსოვს როდისმე გაჩერებულიყო და მიწაზე ეჩიჩქნა, მიუხედავდ იმისა რომ საშუალო ყნოსვის ძაღლი იყო.
როცა უკვე 6 თვის გადა იმედანდ კარგად ქონდა დამუღამებული რომ ქარის საწინააღმდეგოდ გადაგდებულ კურდღილს ბალიშსაცკი მაღალი ეძებდა.

ეს მეთოდი, შეიძლება ბევრისთვის სასაცილო და ბავშური ჩანდეს მაგრამ ჩემ შემთხვევაში გაამართლა და კარგად იმუშავა.
როცა პინტერი მაყვდა უკვე იმასაც იგივე მეთოდით ვასწავლე, უბრალოდ მიშ შემთხვევაში კიდევ უფრო ადვილად ეწყო საქმე რადგან, ჩელნოკით ძებნა თანდაყოლილი ქონდა.
მე ვერ გეტყვი შენ ლეკვზე იგივე თუ გაამრთლებს, მე უბდარლოდ ვწერ რაც მე გამოვცადე.


სხვის რჩევებს რაც შეეხება, რჩევას ყველა მოგცემს აი რამდენად სასრგებლოს ეგ უკვე საკიტხავია, რადგან ძაღლის პატრონი შენ ხარ და შენ ყველაზე კარგად უნდა იცოდე შენი ლეკვის ხასიათი, ფსიქიკია და ყველა ნიუანსები. უნდაა განალიზო და ლოგიკურად მიიღო გადაწყვეტილება რა და როგორ ასწავლო.
ეგრე იმასაც მირჩევდნენ, სალის ნაჭერი გაატარე ბალახზე და იმის კვალს გააყოლე ძაღლიო. საბედნიეროდ ასეთ "რჩევებზე" მე თავი არ შემიწუხებია.
შენ თუ ხვდები რომ რაღაცა შენი ლეკვისთვის არ "წავა" ის არ უნდა გააკეთო და სხვა უნდა ცადო.

ისე ერთ რამეს გეტყვი, არავინ დაიჯეროს რომ გერმანული ძაღლისთვი მიწაზე ძებნა ნორმაა და ჩვეულებრივი მოვლენა. ეს საკმაოდ არას წორის აზრია.
კურცჰარი მიწაზე ანუ კვალზე უნდა ეძებდეს მაქსიმალურად იშვიათად და ძაან კონკრეტულ პირობებში.
ეს საკითხი გერმანლებს სულ დეტალურად ააქვთ აღწერილი.

პოსტის ავტორი: jola Aug 16 2013, 22:36

მოკლედ ბევრი ვიჭოჭმანე და გადავწყვიტე ხვალ წავიყვანო სანადიროთ, მანქანას რო ვალაგებდი გადაირია თითქოს იგრძნო რაც ხდებოდა

პოსტის ავტორი: jola Sep 24 2013, 14:20

დღეს გააკეთა პირველი ნაბული და ამოიყვანა კიდეც, პირველს მეორე მოაყოლა, მერე დაჭრილ მწყერს გაუშეშდა და ბრძანებაზე აიღო. ამის მერე მობეზრდა და აღარც მივეძალე. მოკლედ კმაყოფილ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Sep 24 2013, 14:54

გილოცავ და რამე

პოსტის ავტორი: lashalomadze Sep 24 2013, 15:26

6უ6ჰნყ6ჰნყ

პოსტის ავტორი: lashalomadze Sep 24 2013, 16:24

მომილოცავს სასახელო მეგობარი გაგეზარდოს.

მომილოცავს სასახელო მეგობარი გაგეზარდოს

პოსტის ავტორი: lashalomadze Sep 25 2013, 15:43

მოგესალმებით, იქნებ მიტხრათ ძუ უპრო ამტანია სიცივის თუ ხვადი?

პოსტის ავტორი: Hubert Sep 25 2013, 15:48

ციტატა(lashalomadze @ Sep 25 2013, 16:43) *
მოგესალმებით, იქნებ მიტხრათ ძუ უპრო ამტანია სიცივის თუ ხვადი?


ძუ ყოველთვის სჯობია ყინვაში,წყალში მითუმეტეს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: lashalomadze Sep 25 2013, 15:50

მადლობა, გაიხარე

პოსტის ავტორი: jola Jan 26 2015, 19:05


http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=4202110949700_1015301649596.jpg

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=619510949832_1015301641185.jpg

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=44439_4309_.jpg

პოსტის ავტორი: jola Feb 25 2015, 23:21

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=7855photo.php1.jpg

http://vardzelashvili.com/imghost/view.php?filename=80073_4306_4323_4324_1.jpg

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)