თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ჩვენი ოთხფეხა მეგობრები _ ჩემი პატარა პრინცესა

პოსტის ავტორი: marco-polo Nov 30 2013, 21:25

http://radikal.ru/fp/efc8f9272aab4dcea1fffc8d2624044c

პოსტის ავტორი: feroni Nov 30 2013, 21:37

marco-polo
ლამაზი ლეკვია newsmile027.gif
პრინცესის შესაფერისი ადგილი კი ამოურჩევია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Dec 1 2013, 02:45

აუ..რა სიცოცხლე ლეკვია. ეპანიოლია?...

პოსტის ავტორი: marco-polo Dec 1 2013, 06:46

კი ბრეტონია

პოსტის ავტორი: კუთხა Dec 1 2013, 07:37

ვა რა მაგარი ტიპია newsmile05.gif სასახელო მონადირე გაგეზარდოს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ალთაზარ Dec 1 2013, 08:50

marco-polo
კარგი ლეკვია , სასახელო გაგეზარდოს ....


უფრო მეტ ინფორმაციას თუ დადებ ლეკვის კარგი იქნება ,

რამოდენიმე სურათი , ნუსხა აცრები კვება მოკლედ ყველაფერი რაც ამ შენს პრინცესასთვის გაქვს გაკეთებული newsmile05.gif


პოსტის ავტორი: ams Dec 1 2013, 09:15

marco-polo
გილოცავ სახელოვანი პრინცესა გაგეზარდოს

პოსტის ავტორი: marco-polo Dec 1 2013, 11:02

http://radikal.ru/fp/cd06ed5116e14eca9c58b2070012ca02
http://radikal.ru/fp/cd06ed5116e14eca9c58b2070012ca02
http://radikal.ru/fp/ffef846001ef48da92c63bf1b687167e

პოსტის ავტორი: marco-polo Dec 1 2013, 11:14

ალთაზარ ალთაზარ აცრები ერთი დაგვრჩა.ჭირზე აცრილია.ასევე ლეპტოსპიროზზე.ჭიებზეც დამუშავებული.16 -ში მოვრჩებით აცრას და გავიყვან სასეირნოდ.ჭამით როიალ ქანინზე მყავს (მედიუმ ჯუნიორ).შიგადაშიგ,თითქმის ყოველ დგე ვაჭმევ ხაჭოს.გერკულესი ვაშლით.როიალ ქანინს მაწონში ვურევ ცოტა რომ დასველდეს.მულტივიტამინს ვაძლევ ყოველდღე 8-1ში.ამით შემოვიფარგლებით ჯერ-ჯერობით.დაჯდომა ეგრევე ისწავლა.გუშინ რამოდენიმე მცდელობით ბრძანება დაუნ ისწავლა.ცოტა ცეტია რა და ჯერ უჭირს ბრძაბებებზე კონცენტრირება.მეც ძაან არ ვტვირთავ.4 თვითან შევუდგებით სერიოზულ მუშაობას newsmile05.gif
http://radikal.ru/fp/4933d3f49bca4059b209eb8644029d52

პოსტის ავტორი: ლეკი Dec 1 2013, 11:18

ძალიან საყვარელი ლეკვია წარმატებები.. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ბაბუ Dec 1 2013, 11:28

marco-polo
კაი გოგო ჩანს,სასახელო გაგეზარდოს!

პოსტის ავტორი: megreli Dec 1 2013, 12:00

marco-polo

ცუნცულააა newsmile05.gif)
გილოცავ,გილოცავ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: marco-polo Dec 1 2013, 12:48

ყველას დიდი მადლობა,გაიხარეთ.

პოსტის ავტორი: kupra Dec 1 2013, 13:04

marco-polo მომილოცავს მეგობრის შეძენა.

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Dec 1 2013, 14:13

ციტატა(კაკო @ 1st December 2013 - 08:46) *
კი ბრეტონია

ახლობელს უნდა ეპანიოლის ლეკვის აყვანა და ვის ყავს ხომ არ იცი?..

პოსტის ავტორი: marco-polo Dec 1 2013, 15:28

ლეონ-ბლექი აქ არ ვიცი. ისე გამიგია რომ იყიდება.

პოსტის ავტორი: feroni Dec 1 2013, 16:42

marco-polo
ოღონდ ეგ ბოთლი მოარიდე მაგ ლეკვს ძალიან გთხოვ, ისე უცებ გაიუხეშებს პირს რომ აზრზე მოსვლასაც ვერ მოასწრებ, რო ჭრაჭუნებს ბოთლი ღეჭვის რეფლექსი უმუშავდება და მერე ნანადირევზეც იგივეს გააკეთებს და საერთოდ წრიპინა სათამაშოები მოარიდე.
მაგრად მომწონს, მართლა კარგი ლეკვია დიდი ხანია ამ ჯიშის აყვანა მინდა :((((

პოსტის ავტორი: nikoloz dvali Dec 1 2013, 18:46

მარკო პოლო\ ფერონს დაუჯერე ჩემმა ძაღლმა ღეჭვა დაიწყო მწყრის ბოთლით რო ვათამაშებდი ხოლმე .. უცოდინრობის გამო

პოსტის ავტორი: marco-polo Dec 1 2013, 19:13

სურათის გადაღების დროს მივუგორე.ისე არ ვაძლევ.აქვს თავისი სათამაშოები.რჩევისთვის მადლობთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი Dec 1 2013, 19:37

წარმატებები კარგი ლკევია

პოსტის ავტორი: marco-polo Dec 2 2013, 09:40

2 დღეა ბეწვი არ მომწონს.ხელის გადასმით მიხვდები რომ ცოტა ცვივა,თან არ პრიალებს ,გამომშრალივითააა,მუცელზეც კანი ზოგ ადგილზე გამომშრალივით მეჩვენება.საკვების ბრალი ხომარ არის?რას ფიქრობთ.ისე ერთხელ დავბანე პარასკევს რწყილების საწინააღმდეგო შამპუნით.მაგრამ რა ვიცი არა მგონია შამპუნის ბრალი იყოს,საკვები ხომარ შევუცვალო?

პოსტის ავტორი: გოგიტა Dec 2 2013, 10:58

marco-polo
შამპუნის ბრალი იქნება.

მეც შემპირდნენ ასეთ ლეკვს და ვნახოთ რა იქნება, დიდი სურვილი მაქვს.

ისე ამათ ბუნებრივად მოკლე კუდები აქვთ არაა?

პოსტის ავტორი: marco-polo Dec 2 2013, 11:30

იბადებიან კუდების გარესეც,ისე კი აჭრიან.სტანდარტით 4-10 სმ-მდე.
ნეტავ შამპუნის ბრალი იყოს.

პოსტის ავტორი: marco-polo Dec 2 2013, 12:50

ეხლა ჩავიყვანე ჩემ სახლთან ახლოს ვეტკლინიკაში.ალბათ სამპუნმა მისცა ალერგიაო.სუპრასტინი მივეცი.2-3 დღე დავაკვირდეთო.შევცდი არ ვუნდა დამებანა საერთოდ

პოსტის ავტორი: marco-polo Dec 8 2013, 11:10

http://youtu.be/COhVA4BYp68
რაღაც რაღაცაებს სწავლობს ნელნელა

პოსტის ავტორი: ilara Dec 8 2013, 12:16

გილოცავ მაგარია ძალიან.სასახელო გაგეზარდოს newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: marco-polo Feb 20 2014, 17:39

ჩენ პრინცესას ვუკეთებ სახლს აივანზე.დათბუნულს რომ ზამთარში არ გამეყინოს.დღეს მოვრჩი,დამრჩა სახურავი.

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ეს დასათბუნი მასალაა.მშენებლობაზე,სახლებს ათბუნებენ გარედან და მერე შპაკლავენ,მაგრად ინახავს სითბოს.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
საბოლოოდ დასრულებულ სურათსაც დავდებ.

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Feb 20 2014, 18:02

მაგარი სიცოცხლე პრინცესა გყავს. მაგარი ტიპია.

პოსტის ავტორი: ბაბუ Feb 20 2014, 18:29

marco-polo
მაგი კაკო სახლი კი არა სასახლეა! newsmile027.gif
ისე მაგ ზომის ძაღლისთვის ცოტა დიდი მეჩვენება,გათბობა გაუჭირდება!?

პოსტის ავტორი: marco-polo Feb 20 2014, 19:06

ციტატა(ბაბუ @ Feb 20 2014, 19:29) *
marco-polo
მაგი კაკო სახლი კი არა სასახლეა! newsmile027.gif
ისე მაგ ზომის ძაღლისთვის ცოტა დიდი მეჩვენება,გათბობა გაუჭირდება!?

თენგო,ეს კიდე უნდა გაიზარდოს.ეხლა რომ დგება თავი გადმოყოფილი აქვს მაგ სახლიდან. 80 სმ. აქვს სიმაღლე.ჩანს მასე თორემ,ნორმალური ზომაა.გათბობას რაც შეეხება,წინიდან რამეს ჩამოვუფარებ კარებს,სქელი ცელოფანივით შუაში გაჭრილს.სახურავსაც დათბუნულს ვუკეთებ,მაგ მასალით სახელი აღარ მახსოვს(დასათბუნი) ოფისი გვაქვს სამსახურში გაკეთებული.მაგარი რამეა.თან ძვირიანი,ეგ მორჩენილი წამოვიღე.ცოტა სიცივეს კიდე უნდა გაუძლოს.

პოსტის ავტორი: ilara Feb 20 2014, 19:38

კაი ოროთახიანი ბინა დაუთრევია პრინცესას თბო იზოლაციით და რამე.გადასარევად მოგიფიქრებია ნაღდად ძმაო xoshian.gif

პოსტის ავტორი: ბაბუ Feb 20 2014, 20:19

marco-polo
newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: marco-polo Feb 20 2014, 20:22

ბაბუ სახურავი და ბოლო ვიდი ვნახოთ D.gif

პოსტის ავტორი: პაატა. Feb 20 2014, 20:41

უკაცრავად,შეკვეთით ხომ არ ამზადებთ სახლს,სამი ცალი მჭირდება?

პოსტის ავტორი: feroni Feb 20 2014, 20:42

marco-polo
ორიგინარული დიზაინია small3d018.gif

პოსტის ავტორი: marco-polo Feb 20 2014, 21:27

ციტატა(პაატა. @ Feb 20 2014, 21:41) *
უკაცრავად,შეკვეთით ხომ არ ამზადებთ სახლს,სამი ცალი მჭირდება?

ბატონო პაატა,მასალა დაითრიე და მეგობრებისთვის დასახმარებლად მზად ვარ vot-tak.gif
სამი არა მაგრამ ერთს გაგიკეთებ სამ ოთახიანს,საერთო ლოჯიით

პოსტის ავტორი: marco-polo Mar 7 2014, 20:04

1-2 კვირაში დავიწყებთ მინდორში გასვლას და სწავლა-მეცადინეობას

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: feroni Mar 7 2014, 20:06

marco-polo
მაგარი ტიპია, წარმატებები.
ამბები გაგვაგებინე რას იზამს, ვიდეოსაც თუ გადაუღებ კარგი იქნება newsmile045.gif

პოსტის ავტორი: i.gor Mar 7 2014, 20:29

marco-polo

ძალიან მაინტერესებს მაგის პირველი ნაბიჯები მინდორში. დაგვიკავშირდი რომ დააპირებ გასვლვლებს და ეგება ერთიანად განვახორციელოდ.

პოსტის ავტორი: marco-polo Mar 7 2014, 23:07

feroni გაიხარე,მადლობ
i.gor ოკ.გაგაგებიებ

პოსტის ავტორი: Bone Mar 8 2014, 14:28

marco-polo
ძამა რა კაი რამე გყოლია, სასახელო გაგეზარდოს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: marco-polo Mar 8 2014, 15:58

Bone მთავარია ეხლა თავისი საქმე ისწავლოს კარგად. thinking.gif ბოლოს შევაქოთ თუ გაამართლებს

პოსტის ავტორი: marco-polo Apr 25 2014, 16:22

ველოდებით ამინდების გამოსვლას რომ მივხედოთ საქმეს

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Apr 25 2014, 18:00

marco-polo
რამხელა გაზრდილა! დამშვენებულა! წარმატებები ორივეს. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: marco-polo Apr 25 2014, 18:53

მაქსიმუსა მადლობ.

პოსტის ავტორი: dima71 Apr 25 2014, 20:57

ვააა რა კარგი ვინმეა!!!.. წარმატებებს გისურვებთ!!!!!!!

პოსტის ავტორი: Hubert Apr 25 2014, 21:07

marco-polo

newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ilara Apr 25 2014, 23:27

ვაა ულამაზესი გამხდარა პრინცესაnewsmile05.gif რა მაინტერესებს საგეშად რო მოუკლა და გაუსროლო სეზონამდე ლეკვს დამაჯარიმებენ?

პოსტის ავტორი: marco-polo Apr 26 2014, 07:00

ilara მინდორში რო მოუკლა კი.

newsmile05.gif
dima71 Hubert newsmile041.gif

პოსტის ავტორი: Hubert Apr 26 2014, 12:56

ციტატა(ilara @ Apr 26 2014, 00:27) *
ვაა ულამაზესი გამხდარა პრინცესაnewsmile05.gif რა მაინტერესებს საგეშად რო მოუკლა და გაუსროლო სეზონამდე ლეკვს დამაჯარიმებენ?



მოკვლა რაში სჭირდება? გასროლით კიდევ ,,სტარტოვკა,, იხმარე თუ გაქვს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Apr 26 2014, 16:41

ციტატა(ilara @ 26th April 2014 - 00:27) *
რა მაინტერესებს საგეშად რო მოუკლა და გაუსროლო სეზონამდე ლეკვს დამაჯარიმებენ?

ყველამ ეგ საბაბი რომ გამოიყენოს რა იქნება შენი აზრით ? newsmile05.gif)))
არ ჭირდება არაფერი მოკვლა და სისხლის წვეთები ნორმალურ მეძებარს დაგეშვისას newsmile045.gif

გასროლით შეგიძლია ფუჭი ვაზნა(უსაფანტო) წაიღო და ის გაუსროლო newsmile05.gif სხვა რიგ შემთხვევაში დიდ ჯარიმაა ცნობისთვის და ეგ ალიბი არ ჭრის ძაღლის გულისთვის ვისვრი ან რამე მაგდაგვარი newsmile045.gif

პოსტის ავტორი: marco-polo Apr 26 2014, 17:18

ჩემი თემა ნუ გამიოფეთ ეხლა thinking.gif

პოსტის ავტორი: ilara Apr 26 2014, 18:47

გასაგებია მაღლობა.მე ვიცოღი რო პრობლემა არიკო სეზონამღე ორი ვაზნით რო გაიკვანო გაუსროლო ღა ანახო ერთიცალი მწყერი.კიღევ მაღლობა რო გამარკვიეთ

პოსტის ავტორი: ზახარა May 8 2014, 22:28

marco-polo
რა შვება შენი პრინცესა დაგყავს მინდორში ??

პოსტის ავტორი: ზახარა May 8 2014, 22:28

marco-polo
რა შვება შენი პრინცესა დაგყავს მინდორში ??

პოსტის ავტორი: marco-polo May 8 2014, 23:32

ზახარა მყავდა 2 ჯერ,გიჟივით დარბოდა,მეორეჯერ იმდენი ირბინა მთელი დღე ფეხზე ვერ დგებოდა,შევცდი და არ გავაჩერე,უნდა ვატარო ხშირად რომ მოვიდეს აზრზე.

პოსტის ავტორი: ზახარა May 8 2014, 23:38

ციტატა(კაკო @ 9th May 2014 - 00:32) *
,მეორეჯერ იმდენი ირბინა მთელი დღე ფეხზე ვერ დგებოდა,

ეგრე ძალიან ნუ დატვირთავ ლეკვია ჯერ newsmile045.gif ნახევარ საათი სრულიად საკმარისია ხშირი ტარებით

პოსტის ავტორი: marco-polo Aug 27 2014, 17:31

დღეს ნორმა წაყვანილი მყავდა წალკაში.მაინტერესებდა რას იზამდა დიდ მინდვრებში,სანამდე გავიდოდა.ავუშვი თუ არა დააწვა როგორც ყოველთვის,100,200,500მეტრო და დავიწყე სასტვენით ძახილი,უშედეგოდ.700-800 მეტროზე უკვე დავკარგე მხედველობიდან.გაკიდებას კიდე აზრი არ ქონდა,იმხელა სივრცე და თან ისე სწრაფად გარბოდა.ჩავთვალე რომ დაიკარგა, 10 წუთის შემდეგ სულ სხვა მხრიდან მომადგა,მოვიყვანე და ჩავაბი 30 მეტრიანი კორდა,დავიწყეთ ასე სიარული,მაგრამ უშედეგოდ,მწყერი ფეხიდან მიფრინდებოდა.ჩმთან ერთად იყო ჩვენი კლუბელი პაატა,თავისი ვიჟლებით,გამოვართვი მოკლული მწყერი და ვაჩვენე,გაგიჟდა,წართმევას ცდილობდა,შემდეგ პაატას გავყევი უკან ერთი 20 მეტრი დაშორებით,ნორმა უყურებდა როგორ მუშაობდნენ ვიჟლები,და ვაი საოცრებავ,ნაბული,,,ბრძანება ეცი და ამოაფრინა მწყერი,მოვუკალი,მომიტანა,10 მეტროში მეორე ნაბული,იქაც იგივე,სროლა,მოტანა,მესამედაც ორ წუთში მესამე ნაბულით ამოაფრინა,იმ წუთას ჩემზე ბედნიერი ალბათ არავინ იყო.სამწუხაროდ გვაგვიანდებოდა,და წამოვედით,ეხლა უკვე იცის რასაც ველი მისგან.ძალიან კმაყოფილი დავბრუნდი.
P.s.ვიჟლებმა მაგრად იმუშავეს.პაატა თვითონ დადებს ალბათ რეპორტს

პოსტის ავტორი: feroni Aug 27 2014, 20:07

marco-polo
გილოცავ, აწი ხშირი ტარება და ეგ არის newsmile045.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)