თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ გთხოვთ დამეხმაროთ ამოცნობაში _ მაინტერესებს მცოდნეების აზრი ამ თოფის შესახებ

პოსტის ავტორი: juxaridze Oct 22 2014, 17:32

http://postimg.cc/image/6asv8vyax/



ამდაგვარია თითქმის








ამ იარაღზე მაინტერესებს თქვენი აზრი რამდენად ღირებული და რამდენად კარგი თოფია? პაპაჩემის მამის ნაქონია D.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Oct 22 2014, 17:46

juxaridze
გიო მაგდაგვარი მეიარაღეობაში ცოტა არაზუსტი ტერმინია newsmile05.gif

მაგდაგვარი ტოხ ბმ იც არის და ზაუერიც newsmile045.gif

სურათი დადე და ლომები გვყავს მაგ დარგში newsmile05.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Oct 22 2014, 18:43

ტოზ ბმ-ი არ არის აშკარად

პოსტის ავტორი: rezident Oct 22 2014, 19:18

თუ მაგდაგვარია ე.ი. ბელგიის სუნი უდის.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Oct 22 2014, 19:41

კალიბრი?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Oct 22 2014, 21:20

gagrinski
ეს რომ არ არის მეც კი ვიცი, მაგრამ მსგავსი ძაან პირობითია

მსგავსი სეიძლება იყოს უბრალოდ ჰორიზონტალი ჩახმახებით. ხოდა ჯობია გიორგიმ დადოს კონკრეტული სურათი

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Oct 22 2014, 22:11

juxaridze
იქნებ სურათები დადო. პირველრიგში დამღების და წარწერების(გარკვევით) ისე კი ბელგიურს გავს. ეგეთი ფორმის ჩახმახები ბელგიელებს აქვთ ძირითადად.

პოსტის ავტორი: nika 1982 Dec 18 2017, 16:33

მეც ტულა მგონია ტოზ ბმ-ია


პოსტის ავტორი: ალექსანდრე Jan 14 2018, 12:09

https://www.mymarket.ge/ka/product/view/11397575/

პ.ს ჩემი თოფი არაა,უბრალოდ დამაინტერესა და დავდე

პოსტის ავტორი: ბლექ-ხასან Jan 15 2018, 00:03

არ წარმოადგენს რამე განსაკუთრეწბულს. ბელგიური თოფია. 20 ყალიბის. ჩვეულებრივი იაფფასიანი სისტემაა და რიგითი თოფი. საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში. ბედმა მარტო ეგ არ აკმარა და ზედმეტად მონდომებულ პატრონს, კერნერით მოუწერტილებია მთელი თოფი. შეიზლება ითქვას, საკონტროლო გასროლაც გაუკეთებია.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე Jan 15 2018, 08:56

ბლექ-ხასან

მადლობთ ბატონო ლევან. ჩვენთან ხომ იცით მთავარია ბელგიური ერქვას და დანარჩენს ვინ უყურებს. რო შეეკითხო და მაგ დაზიანებებზე მიუთითო გეტყვის, ეე ძმაო ბელგიურიაო.

სმსს მივწერ იქნებ ნახოს აქაურობა...

პოსტის ავტორი: ბლექ-ხასან Jan 15 2018, 16:49

ციტატა(Aleqsandre sidamonidze @ 15th January 2018 - 09:56) *
მთავარია ბელგიური ერქვას

ბელგია ისეთი რაოდენობის თოფებს ამზადებდა..ჯერ რომ ვერავინ გაუსწრო. ბელგია ამარაგებდა ევროპის 70%-ს. 3000-ზე მეტი მეიარაღე მუშაობდა. პლუს პატარა მანუფაქტურები. მგონი ჰერსტალის ყველა ოჯახში მზადდებოდა რთოფის რაღაც დეტალი. პლუს ისეთი მონსტრები, როგორიც არის ფაბრიკა ნაციონალე(ბრაუნინგი იყო ერთი პერიოდი მაგისი დირექტორი) ფრანკოტი და ლიეჟის მანუფაქტურა. მოკლედ...ბევრი იარარი მზადდებოდა ბელგიაში და ალბათ 80% იაფიანი და საშუალო იყო. ანუ.. რიგითი თოფები. ათამდე მეიარაღე მუშაობდა ძვირფას თოფებზე და მაგ თოფებს იმხელა დამღები აქვს წინა პლანზე. ვერ აარიდებ თვალს. ჯერ ეგენი ჩანს. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე Jan 15 2018, 19:46

რუსეთი რო ბლომად აკეთებდა ალბათ გასაგებია ყველგან მოდებულია,იტალიაც მგონი საკმაოდ ბევრს აწარმოებს,გერმანიაც,მაგრამ ბელგია თუ მაგ დონეზე იყო რაოდენობის მხრივ ნამდვილად არ მეგონა... newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ბლექ-ხასან Jan 16 2018, 23:08

ციტატა(Aleqsandre sidamonidze @ 15th January 2018 - 20:46) *
რუსეთი რო ბლომად აკეთებდა ალბათ გასაგებია

არაფერს განსაკუთრებულს. სამხედრო შეიარაღებას და განსაკუთრებით კალაშნიკოვს თუ არ ჩავთვლით. სანადირო უნდუსტრია მარტო თავისთვის ქონდათ. ძალიან მცირე რაოდენობით ექსპორტით. ვერ გაუწევდა კონკურენციას მსოფლიო ბაზარზე ვერც ბელგიას, ვერც გერმანიას და ვერც საფრანგეთს. ინგლისზე აღარაფერს ვამბობ.
ციტატა(Aleqsandre sidamonidze @ 15th January 2018 - 20:46) *
იტალიაც მგონი საკმაოდ ბევრს აწარმოებს,

კი, იტალიამ ბოლო ოციოდე წელში ყველას გადაასწრო. თუმცა საკმაოდ ჩამორჩება ხარისხით დანარჩენ ევროპას. ძალიან მანქანურ წარმოებაზე არიან გადასული. აწარმოებენ ბევს და იაფფასიანს. თუმცა ისეთი დონის მეიარაღეებიც ყავთ იტალიელებს მსოფლიოში ბევრი რომ ვერ დაუდგება გვერდიტ. ბოსისის ფირმა და ივო ფაბრი.. მართლა გრანდები არიან.
ციტატა(Aleqsandre sidamonidze @ 15th January 2018 - 20:46) *
ბელგია თუ მაგ დონეზე იყო რაოდენობის მხრივ ნამდვილად არ მეგონა.

ეგრეა. ბელგიაში უსერიოზულესად განვითარდა იარაღის წარმოება. მეორე მსოფლიო ომის დროსაც ბელგია ამარაგებდა იარაღიტ ნახევარ ევროპას. მაგიტომაც აიღეს პირველრიგსი. და ეგ არ მომხდარა პირვლად. ჰერსტალი, თავისი ისტორიის მანძილზე, რამდენჯერმეა დანგრეული მტრების მიერ, როგორც სტრატებიული მნიშვნელობის ქალაქი. მანდ იწარმოებოდა მთელი არსენალი.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე Jan 17 2018, 13:37


ციტატა(levani @ 17th January 2018 - 00:08) *
ძალიან მანქანურ წარმოებაზე არიან გადასული. აწარმოებენ ბევს და იაფფასიანს.


მეც რასაც ვაკვირდები უკვე ემჩნევათ ,მფლობელები ლაპარაკობენ,მაგალიტად ფაბარმის ან ბენელის იაფიან და სუსტ თოფებზე განსაკუტრებით ნახევრად-ავტომატურ ეგზემპლარებზე...


ისე ეს უცნაური ძველებური ევროპული თოფები საიდან,როგორ მოხვდა საქართველოში ? თან ჩვეულევრივი ხალხის ხელში და არა მარტო ვინმე ბიზნესმენის ან გავლენიანი ხალხის ხელში

აი კიდევ საინტერესო თოფი
https://www.mymarket.ge/ka/product/view/11355595/

პოსტის ავტორი: ბლექ-ხასან Jan 18 2018, 15:15

ციტატა(Aleqsandre sidamonidze @ 17th January 2018 - 14:37) *
ეს უცნაური ძველებური ევროპული თოფები საიდან,როგორ მოხვდა საქართველოში ?

მეორე მსოფლიო ომის და მჟავანაძის წყალობით. ჯერ საბჭოეთმა გამოზიდა მთელი ევროპა. ანტიკვარიატი და ძვირფასეულობა. მათ შორის თოფებიც. მოკლედ... ნადავლის სახით მოხვდა საბჭოეთში. მოგვიანებით, მთელი საბჭოეთიდან საკმაო რაოდენობით გადმოიზიდა სწორედ საქართველოში. მჟავანაძეს უყვარდა ნადირობა და მთელი ელიტა ნადირობდა პავლოვიჩის ხათრით. უყვარდა ნადირობა თუ არა. თოფებიც კარგი უნდა ქონიდათ რაღათქმაუნდა. ეგეთი დონის შეხვედრებზე მჟავანაძესთან ტულკით ხომ არ მივიდოდნენ. თან აქედან გადიოდა ჩაი, ციტრუსი და ღვინო. სანაცვლოდ ეზიდებოდნენ ძვირფას ნივთებს. კარგად საღდებოდა თოფები. მოდაში იყო. ბევრი ძვირფასი თოფი მოხვდა მაგის გამო ჩვენთან.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე Jan 19 2018, 19:27

ბლექ-ხასან

მადლობთ,კარგი ინფორმაციებია ... newsmile027.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)