თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ გთხოვთ დამეხმაროთ ამოცნობაში _ მაინტერესებს მცოდნეების აზრი, რა იარაღი შეიძლება იყოს ეს

პოსტის ავტორი: minchanin Dec 24 2013, 19:38

მოგესალმებით!
მაინტერესებს მცოდნეების აზრი, რა იარაღი შეიძლება იყოს ეს. მთელ იარაღზე მხოლოდ ერთი წარწერის გარჩევა შეიძლება ლულებზე: KRUP
http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: gia kikacheishvili Dec 25 2013, 00:47

ეს არის ზაუერ 30 ის მექანიზმი და ლულები (თუ გრავირებული იყო ზაუერ 31 ) იმ შემთხვევაშ თუ ზაუერი არ აწერია ეს არის მცირე მეწამის ან რომელიმე კუსტარის ნამუშევარი (ყიდულობდნენ ნაწილებს ან თეთრად მზა თოფს (ხის და გრავირების გარეშე) აწყობდნენ,აგრავირებდნენ, აწერდნენ ან არ აწერდნენ თავიანთ სახელს და ჰყიდდნენ.( აკლია გრინერის დამცა მექანიზმი ალბათ კონდახზე დარჩა)

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Dec 25 2013, 01:28

gia kikacheishvili
მაესტრო კეთილი იყო თქვენი მობრძანება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ძამა Dec 25 2013, 01:31

თუ რეალური ფასი იქნება ეს თოფი შეიძლება ავიღო მევასება ეგეთო პორნოგრაფია(გრავირება)

პოსტის ავტორი: BIGმიშა Dec 25 2013, 08:20

ბაზარი არაა ძაან მაგარი თოფია მაგრამ ძაან გაპრანჭული მეჩვენება, ნოხზე დასაკიდ თოფის შდაბეჭდილებას მიტოვებს. სანადიროდ შემენანებოდა მაგ თოფის წაღება

პოსტის ავტორი: ზახარა Dec 25 2013, 10:39

moderirebulia.gif .

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Dec 25 2013, 12:25

ძამა
მერე ნომერი ხომ არის მანდ. დაურეკე და დაელაპარაკე. რეალური ფასის დადგენა კი ეგეთი თოფების ექსპერტებთან ხდება. რამდგომარეობაშია..რა ღირდა გამოშვების დროს(სხვა თოფებთან შედარებით) რამდენად გაყიდულა ეგეთივე და როდის.(ანუ იმ პერიოდში რა კურსი იყო) რა ფასები აქვს ეგეთივეს საზღღვარგარეთულ აოქციონებზე და ა..შ.. მოკლედ..მთელი ეგ ინფორმაციები აქვთ მაგის მცოდნეებს. აი მაგის მიხედვით შეიძლება დასახელდეს რამე თანხა და დანარჩენს პატრონი გადაწყვეტს..უღირს თუ არა.

პოსტის ავტორი: შადი შამოდი Dec 25 2013, 13:09

მესამე ლულა გაჩარხულს გავს.

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Dec 25 2013, 13:15

ციტატა(shadimani @ 25th December 2013 - 15:09) *
მესამე ლულა გაჩარხულს გავს.

არა..ეგ "პატრონნიკია" და რათქმაუნდა მანდ არ აქვს "ნარეზი". ხრახნი სიღრმეშია და არ გამოჩნდება მაგ სურათში.

პოსტის ავტორი: minchanin Dec 25 2013, 19:30

მესამე ლულა ღარიანია. კალიბრი ზუსტად არ ვიცი, 8,2 მმ. თუ 8,6. 7.62 მმ. რომ არ არის ეს ნაღდია. ლულებში (გლუვებში) პირველ 1/3 რაკოვინები აქვს. ხრახნიან ლულაში რაკოვინები არ ჩანს. მაგრამ გარედან ლულებს საკმაოდ ღრმა რაკოვინები აქვს. მაგრამ მე მაკვირვებს თვითონ "კალოდკა". მიუხედავარ გარეგნობისა თითქმის არ აქვს რყევა მის მოძრავ ნაწილებს. დამცემები ყოველგვარი შატკის გარეშე მუშაობენ, ასევე პერდეს რამკა თავისი ღერძით და გრინერის ურდული. საერთოდ კოლოფის მთლიანი კონსტრუკცია, თავისი შემადგენელი ნაწილებით არის საკმაოდ მარტივი და არა ფაქიზი. კიდევ ერთი რამაც მიიქცია ჩემი ყურადღება , ეს არის გილზების ბალიშები (შეიძლება ტექნიკურად ქართულად სხვაგვარად ეწოდებოდეს), ე.ი. კოლოფის ის ადგილები, სადაც გილზები ებჯინებიან არის მთლად ახალივით. სირათზედაც კარგად ჩანს. შეუდარებლად ახალგაზრდა თოფები ხვდებიან ჩემ ხელში, რომლებსაც ეს ადგილები საშინლად ამოჭმული აქვს. ასევე ამ თოფს გააჩნია ლულაზე სამიზნის წამოდგომის მექანიზმი მესამე (ღარიანი ლულის) დამცემის ჩართვის დროს. მადლობა gia kikacheishvi.... თოფის მოდელის დადგენისთვის. დავძებნი ინფორმაციას ინტერნეტში.

პოსტის ავტორი: Bone Dec 25 2013, 19:41

არ იქნება ბევრი ნასროლი ალბათ, დიდი გასაკვირი არაფერია, ნიჟარები მოუვლელობისგან ექნება თორემ არცაა აუცილებელი ბევრი ნახმარი იყოს დაზიანებისთვის

"ტრაინიკებზე" მახსენდება ხოლმე ჩემი ყოფილი 30 -ე მოდელი. უბრალოდ ჩემი იყო ახალთან ახლოს მდგომარეობაში !
ასე 1946 იანი იქნებოდა

მოკლედ ამ თოფის გადარჩენაც მემგონი შეიძლება, ეს უკვე ოსტატის სათქმელია, მაღალი შესაძლებლობის და ცოდნის ოსტატმა უნდა თქვას ...ასეთი საბედნიეროდ გვყავს....

პოსტის ავტორი: minchanin Dec 25 2013, 20:00

ასაკი ზუსტად დაუდგენელია. ამბობენ ომიდან ჩამოტანილიაო. კოლოფის მექანიზმის ოთხი გატეხილობიდან სამი უკვე აღვედგინე. მეოთხესაც ხვალ აღვადგენ. დარჩება "შატკა" და მოძრავი სამიზნის აღდგენა. რომლებსაც უახლოეს დღეებში გავართმევ თავს. ისე კი ნამდვილად საიტერესო მოდელია. რა თქმა უნდა მას ვერ შევადარებთ ლებოს და ჰოლანდს, მაგრამ კონტრუკცია საკმაოდ საინტერესოა. ასევე საინტერესოა ოპტიკის სამაგრი პლანკა, რომელიც არც ვივერს და არც "ვერცხლის კუდს" არ გავს.

პოსტის ავტორი: jola Dec 25 2013, 20:22

minchanin

http://ochopintre.ge/forum/index.php?s=&showtopic=37&view=findpost&p=275524 რაღაც პარალელების გავლება შეიძლება, ქვედა ლულა 7 მმ-ია

პოსტის ავტორი: minchanin Dec 25 2013, 20:38

jola, გაიხარეთ. მადლობა. რაღაც მსგავსება ნამდვილად არის. მაგ. ლულები მაგავსი კონსტრუკციისაა. კოლოფი განსხვავდება. გადავქექე ინტერნეტი, დაზუსტი ინფო მაინც ვერ ვნახე. რაღაც მსგავსი მოდელები ვნახე, მაგრამ ზუსტად ეგეთი ჯერ ვერა.

პოსტის ავტორი: Bone Dec 25 2013, 23:11

ციტატა(minchanin @ 25th December 2013 - 21:00) *
ასევე საინტერესოა ოპტიკის სამაგრი პლანკა

ზულის კრონშტეინი გამიგია ერთი...თუ ეგაა არ ვიცი ფოტოს არ ხსნის ჯერ ჯერობით რაღაც

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Dec 26 2013, 00:12

ციტატა(niko @ 26th December 2013 - 01:11) *
ზულის კრონშტეინი გამიგია ერთი..

სწორედ ეგ ასრის.
ციტატა(minchanin @ 25th December 2013 - 22:00) *
ასევე საინტერესოა ოპტიკის სამაგრი პლანკა, რომელიც არც ვივერს და არც "ვერცხლის კუდს" არ გავს.

მაგას ზულის სამაგრს უწოდებენ. ეგეთ თოფებს..თითქმის ყველას ეგეთი აქვს(ჩემსასაც და სხვათაშორის მაგის ოპტიკას ვეძებ) და ეგ სისტემაც პრაქტიკულად ყველა ერთი სისტემაა(პატარა განსხვავებებით) საერთოდ სხვა სისტემა აქვს კოლატს. დანარჩენი რაც შემხვედრია ეგეთივეა. მოკლედ.."ტრაინიკია" რაა.. მაგისი მთავარი უბედურება ხრახნიანი ლულის კალიბრია. ზოგიერთი ისეთია.. ვაზნას ცხოვრებაში ვერ იშოვნი..მაგრამ ზოგი იშოვნება. მოკლედ კალიბრს გააჩნია. მე გამიმართლა მაგ ამბავში.. 7/57 R მაუზერია. მაგისი ვაზვების შოვნა შესაძლებელია შედარებით ოილად.

პოსტის ავტორი: gia kikacheishvili Dec 26 2013, 20:32

minchanin თუ შეიძლება ერთი სურათი გადაუღეთ ლულებს ქვემოდან (სადაც დამღებია იქ)


პოსტის ავტორი: gia kikacheishvili Dec 26 2013, 21:16

ზაუერი 30 მოდელი 41წლის სექტემბერი (ეს არის ლუფტვაფეს მფრინავების ე.წ. გადარჩენის იარაღი)

http://radikal.ru/fp/55dee2bf7e6c40dab3140ebef4f2e479

http://radikal.ru/fp/ff3417bec378429986988f5a79034ad5

პოსტის ავტორი: ზახარა Dec 27 2013, 17:21

ციტატა(gia kikacheishvili @ 26th December 2013 - 22:16) *
ეს არის ლუფტვაფეს მფრინავების ე.წ. გადარჩენის იარაღი

რაც ამ იარაღზე მსმენია დანიშნულებაში კი ეწერა ლუფტვაფეს მფრინავების გადარჩენის იარაღი , მაგრამ სინამდვილეში მფრინავისთვის მოუხერხებელი იყო ვიდრე ვერმახტის სხვა ალტერნატიული დავდაცვის მოდელები . ეს მოდელები გერინგის ახირება იყო როგორც ირემზე განთქმულ მონადირის newsmile05.gif უმეტესობა პილოტები(გერინგთან დაახლოებულები) ამ თოფებით ნადირობდნენ როცა დრო გამოუჩდებოდათ newsmile05.gif თვითონ გერინგი განმარტავდა : თუ პილოტი ჩამოვარდებოდა სადმე უკაცრიელ ადგილას , მას ქონდა გადარჩენისთვის საიმედო სანადირო იარაღი თავი რომ გაეტანა ნადირობით და თავიც დაეცვა ხიფათისგან newsmile05.gif მე ვფიქრობ უფრო სუვენირის დატვირთვა ქონდა ამ მოდელის შექმნას , ვიდრე თავდაცვის და გადარჩენის იარაღის სტატუსი პილოტის ჩამოგდების დროს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Dec 27 2013, 19:42

ციტატა(zaxara @ 27th December 2013 - 19:21) *
მე ვფიქრობ უფრო სუვენირის დატვირთვა ქონდა ამ მოდელის შექმნას

რა სუვენირი.. თოფი ბრდღვნის ყველაფერს. ერთი კი არის.. პილოტებს ისედაც პატარა კაბინაში ამხელა თოფი ცოტა მეუცნაურება. სანადიროდ და თავდაცვისტვის იცოცხლე გამოსადეგია. მაგისი პრობლემა ნამდვილად არ ქავს მაგ იარაღს.

პოსტის ავტორი: ზახარა Dec 27 2013, 20:22

ციტატა(levani @ 27th December 2013 - 20:42) *
თოფი ბრდღვნის ყველაფერს

მე დავბრაკე თუ რა მაფიაა ?? newsmile05.gif
ციტატა(zaxara @ 27th December 2013 - 18:21) *
უმეტესობა პილოტები(გერინგთან დაახლოებულები) ამ თოფებით ნადირობდნენ როცა დრო გამოუჩდებოდათ



საჩუქრად იყო ძირითადათ და იმიტომ ვიგულისხმე სუვენირი newsmile045.gif მე როგორც ვიცი თითქმის უმეტეს შემთხვევაში საბრძოლო გაფრენისას ეგ თოფები არ ქონიათ პილოტებს კაბინაში newsmile045.gif

პოსტის ავტორი: minchanin Dec 27 2013, 20:42

http://pix.ge/

http://pix.ge/

gia kikacheishvi...აი მისი ლულების სურათები ქვემოდან.

პოსტის ავტორი: minchanin Dec 27 2013, 21:17

ჰო, მეც ვფიქრობ, რომ "ზაუერ М30"-ია. მართლაც მფრინავებისთვის ყოფილა დამზადებული. რომელიც დაშლილ მდგომარეობაში სპეციალურ ალუმინის ყუთში ინახებოდა. ინტერნეტში ის დასახელებულია როგორც "ჩრეზვიჩაინო სოლიდნი" თოფი. მაგრამ არის ერთი მომენტი - ჩუქურთმა აქვს მცირეო. ჩემს შემთხვევაში კო მგონი მცირე არ არის. თუმცა ამაზე რესტავრატორები უკეთ იტყვიან. კალიბრი 8 მმ. თუმცა სარეგისტრაციო საბუთში ნახსენებია კალიბრი 7,8 მმ.

პოსტის ავტორი: minchanin Dec 27 2013, 21:29

დიდ ბოდიშს ვიხდი. გრავირება უნდა დამეწერა. მე ჩუქურთმა დავწერე.

პოსტის ავტორი: ზახარა Dec 27 2013, 21:37

ციტატა(levani @ 27th December 2013 - 20:42) *
ერთი კი არის.. პილოტებს ისედაც პატარა კაბინაში ამხელა თოფი ცოტა მეუცნაურება

უცნაურობა იქით იყოს და კატაპულტირებისას მაგ თოფით გაფრენა როგორ გხიბლავს თუნდაც დაშლილ დგომარეობაში ?? newsmile05.gif

ერთია გერინგის დაკვეთა იყო თავისი ლომებისთვის და ეგ თოფები მართლაც უნიკალური იქნებოდნენ თავის დროზე (არ იქნებოდნენ და მაგათი აჯობებდა ვინც დაამზადა xexe.gif)

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Dec 28 2013, 00:14

ციტატა(zaxara @ 27th December 2013 - 23:37) *
უცნაურობა იქით იყოს და კატაპულტირებისას მაგ თოფით გაფრენა როგორ გხიბლავს

რა უნდოდა კაცო იმ დროს კატაპულტირებას. ეგრევე ენარცხებოდნენ კვახებივით. ეგ ბომბარდიროვშიკებს ექნებოდათ ალბათ. რომ დააზიანებდნენ და ავარიულად დაეშვებოდნენ სადმე ტყე-ღრეში. თუ გადარჩებოდნენ კი გამოიყენებდნე და თუ ვერა..ჭირი მოგჭამა ზაუერმაც მათ შორის. newsmile035.gif ისე გერმანელები აფრიკის კონტინენტზეც იბრძოდნენ და არამგონია იშვიათი მოვლენა ყოფილიყო იქაურ ჯუნგლებში ან სავანაში ავარიული დაშვება. იქ..ნამდვილად გამოადგებოდათ.

პოსტის ავტორი: gia kikacheishvili Dec 28 2013, 00:19

minchanin თქვენი მექანიზმი მოდ.31 გრავირებს მიხედვით. გადარჩენის იარაღი კი ის არის რაც მე დავდე.უბრალოდ სხვა არ მქონდა. ის იდო ალუმინის კეისში პასპორტით 20 ხრახნიანი და 50 საფანტის ტყვიით. რაც მთავარია კალიბრი 12-12 ხრ 9,3-74. თქვენი კი 16-16 ხრახნი ჩანს რომ აწერია 7,8 და ქვემოდან 57 ე.ი. ყველაზე დიდი ალბათობით ან მაუზერი 8-57JR ან 8-57JRS( ეს სხვადასხვა ტყვიაა პირველი 8,08მმ მეორე 8,20მმ გილზა ერთია) ან 8-57-360 (ეს არის JR ის თავი და სპრინგფილდის გილზა).თქვენი თოფი დამზადებულია 30-32 წლამდე ლოყებზე ასეთი ტიპის ნიჟარებს ამ დრომდე აკეთებდნენ.კიდევ ერთი გერინგზე ის თვლიდა რომ ყველა მფრინავი გლუვლულიანით უნდა ყოფილიყო კარგი მსროლელი. მისი შეკვეთით ზაუერის ფირმამ 38წ დაამზადა ვერტიკალკა 12კ(თბილისში 2ც მინახავს საკმაოდ ტლანქი ჩაკეტვა მარტო კერსტენის ბოლტით) და ნაწილებში თეფშებზე სროლა აუცილებელი გახადა.მუდმივად აწყობდა ტურნირებს ნაწილიბში და გამარჯვებულებს ამ თოფებს ჩუქნიდნენ. ჩემი ნანახი თოფები ერთი 41ში მეორე 42ში იყო დამზადებული.

პოსტის ავტორი: gia kikacheishvili Dec 28 2013, 00:26

ლევან შენ მართალი ხარ პირველად ეს კეისები გენერალ რომელის აფრიკის ლეგიონის მფრინავებს დაურიგეს.ალბათ ამიტომაც იყო ასეთი მძლავრი ტყვია 9,3-74.

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Dec 28 2013, 00:32

ციტატა(gia kikacheishvili @ 28th December 2013 - 02:19) *
ჩაკეტვა მარტო კერსტენის ბოლტით

მარტო ზაუერი?.. მერკელებიც საკმაოდ მაქვს ნანახი მარტო კერსტენზე. ეტყობა საკმარისად მიიჩნევდნენ. თან თანხებს ზოგავდნენ. პერდეს ჩარჩოთი უფრო ძვირი დაჯდებოდა რათქმაუნდა და ამხელა შეკვეთა რამხელა სხვაობას მიცემდა..

პოსტის ავტორი: minchanin Feb 6 2014, 21:40

გამარჯობათ!
დღეს მქონდა შეხება ასეთ თოფთან. რა მარკაა არ აწერია. საკმაოდ ორიგინალური კონსტრუქციაა. თუ ვინმემ იცის რა თოფია, გთხოვთ გამომეხმაუროთ.
http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Feb 6 2014, 23:51

ციტატა(minchanin @ 6th February 2014 - 23:40) *
საკმაოდ ორიგინალური კონსტრუქციაა.

არაფერი განსაკუთრებული. საკმაოდ გავრცელებული სისტემაა. ჩვეულებრივი ჩახმახიანი თოფია. თან ყველაზე იაფიანი სისტემით "ზამკი ვ შეიკუ" უბრალოდ ძველი მოდელია და რაღაცნაირ კეთილ განწყობას ტოვებს. ისე კი დამღები თუ არ გადაგიღია გაგვიჭირდება ამოცნობა. სკობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ..სავარაუდოდ ავსტრიული ან ჩეხურია. მაგათ უყვარდათ ეგეთი ფორმის სკობა რქისგან დამზადებული.(მეც მაქვს 1 ეგეთი)

პოსტის ავტორი: Bone Feb 7 2014, 19:40

სურათს რათ არ მიხნის ?

პოსტის ავტორი: minchanin Feb 7 2014, 20:21

ციტატა(Bone @ Feb 7 2014, 20:40) *
სურათს რათ არ მიხნის ?

არ ვიცი სამწუხაროდ.
ლეონ-ბლექი, სრულიად მოსალოდნელია, რომ თოფი არ იყოს ძვირფასი მოდელი. მაგრამ კონსტრუკციაა არა ტრადიციული მსგ
ავსად დარნისა. ისე დამცემი მექანიზმის კალოდკა ძალიან წააგავს პიპერ ბაიარდის კალოდკას.

ჰო, კიდევ. სხვა ვერავითარი წარწერა ვერ აღმოვაჩინე. ხვალ კიდევ დავათვალიერებ უფრო ყურადღებით.

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Feb 7 2014, 23:58

ციტატა(minchanin @ 7th February 2014 - 22:21) *
მაგრამ კონსტრუკციაა არა ტრადიციული

ეგ სისტემა კეთებოდა სანამ ენსონი და დილი შექმნიდნენ დღევანდელ ტიბჟირებს. მაგ სისტემას იყენებდა თითქმის ყველა მეიარაღე. ეგ ნანახი მაქვს ბევი ფირმის თოფზე. მოკლედ.. იმ დროს მოდაში იყო ეგ სისტემა. არაფერი განსაკუთრებული არ არის. ბევრი მაქვს ეგეთი ნანახი.

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Feb 8 2014, 00:03

ციტატა(minchanin @ 7th February 2014 - 22:21) *
ისე დამცემი მექანიზმის კალოდკა ძალიან წააგავს პიპერ ბაიარდის კალოდკას.

ჩვეულებრივი ფისტონიანი..გარეჩახმახიანი სისტემაა. ყველა ეგეთია მაგ დროინდელი. ფრანგულებიც მაქვს ეგეთი ნანახი.. ეგ კი არადა ეგეთის ნაწილებს აქაც დებდა 1 კაცი გასაყიდად. არ ვიცი..შეიძლება შენ პირვლად შეგხვდა..მაგრამ კიდე ბევრი შეგხვდება ეგეთი. დამიჯერე.

პოსტის ავტორი: minchanin Feb 8 2014, 20:15

მადლობთ ლევან.
ასეთი სისტემების დაახლოებით ასაკს ხომ ვერ მეტყოდი?

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Feb 9 2014, 00:38

ციტატა(minchanin @ 8th February 2014 - 22:15) *
ასეთი სისტემების დაახლოებით ასაკს ხომ ვერ მეტყოდი?

ზუსტად არ მახსოვს..მაგრამ სადღაც 1880 წელი უნდა იყოს. მაგ პერიოდამდე კეთდებოდა ეგეთები.. სანამ ენსონი(ცალკე) და დილი(ცალკე) მოიგონებდნენ ცევიოს იმ მოდელს..რომელიც დღესაც გამოიყენება თანამედროვე თოფებზე.(ერთი წინიდან კნოპკით და მეორე ქვემოდან ჩამოსაქაჩი რიჩაგით) დანარჩენი იგივე სისტემაა მაგ თოფზე რაც თანამედროვე გარე ჩახმახინ თოფზეა. უბრალოდ ძველებური დიზაინით. ხოო.. გადასახსნელი ტოპლევერიც სხვანაირი აქვს მაგას. აღარ მახსოვს ეგ ვისი სისტემაა..მაგრამ ბევრი მეიარაღე იყენებდა მაგ სისტემასაც. მგონი პერდესი უნდა იყოს. პერდემ რომ გააკეთა თავისი ცნობილი ჩარჩო..ეგეთი გასახსნელი გაუკეთა. მერე სკოტმა დააკავშირა ეგ ჩარჩო ტოპლევერსაც და გრინერის ბოლტსაც.
ისე კი ისტორიულ თოფებზე ვწერთ სტატიას. პერდეს პირველ თოფზე. ოქროებით იყო გაფორმებული და თავისი ისტორია აქვს. იქ იქნება მაგ გახსნაზე.

პოსტის ავტორი: Bone Feb 9 2014, 10:35

გამიხსნა ფოტოები და ხომ არ იყიდება ეს თოფი ?

პოსტის ავტორი: minchanin Feb 9 2014, 20:24

ციტატა(Bone @ Feb 9 2014, 11:35) *
გამიხსნა ფოტოები და ხომ არ იყიდება ეს თოფი ?

არა, არ იყიდება.

პოსტის ავტორი: barona Jan 18 2015, 19:12

აუ დამეხმარეთ რა კაცურად. ვერ გავარკვიე რა თოფია რა და იქნებ ვინმემ იცოდეთ ან გამიგოთ მე ვერ გავიგე newsmile05.gif მოკლედ იარაღზე კალოდკაზე ქვემოდან აწერია hubertus suhl და რა ფირმააა და რა არის საერთოდ? 12/70 კალიბრია. წარწერა აქვს კიდევ imman meffert suhl გსმენიათ რამე?

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Jan 30 2015, 02:28

ციტატა(barona @ 18th January 2015 - 21:12) *
წარწერა აქვს კიდევ imman meffert suhl გსმენიათ რამე?

რათქმუნა გვსმენია მეფერტია. გერმანული თოფია რაა.. დაახლოებით ზაუერის მე-8 მედელის კლასის. ისე კი სისტემას გააცნია. შეიზლება უფრო ძვირფასიც აღმოჩნდეს.

პოსტის ავტორი: GELGURU May 3 2015, 14:14

მოგესალმებით, გთხოვთ დამეხმაროთ ამ იარაღის ამოცნობაში, რომელი იარაღია, რომელ წელშია გამოშვებულია, ლულების შევიწროება და ა. შ.


http://postimg.cc/image/99xzq2ukh/

http://postimg.cc/image/79aishy1r/

http://postimg.cc/image/4j9vsivin/


http://postimg.cc/image/eup4r9n95/

http://postimg.cc/image/dcrwvw1rv/

http://postimg.cc/image/63by4v9r1/

მე მხოლოდ გავარჩიე რომ არის გერმანული, ვიტნერის ფოლადის ლულებით (რომელიც გამოიყენებოდა ბელგიურ თოფებში, ასევე გერმანულ საშუალო კლასის იარაღში).......

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY May 3 2015, 17:28

აუ ვერ ვარჩევ ვერაფერს :( ცარცი გადაუსვი ნაწერებზე მერე ხელით გადაწმინდე და უკეთესად ამოიკითხება დამღები ეხლა ვერაფერი გავარჩიე!

პოსტის ავტორი: GELGURU May 3 2015, 18:50

ვცადე ეგ მარა ვერაფერი ხეირი, მაინც ვერ ამოვიკითხე. ლულის ზედა პლანკაზე წარწერა იწყება G. RICHTER და მერე ვეღარ ვარჩევ...

პოსტის ავტორი: GELGURU May 5 2015, 20:09

სადარიან ამ საქმის ლომები, ვერავინ დამეხმარებიით? ჰელპ მი f289947570463c1e91fa6db1b3f5472c.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი May 6 2015, 00:38

ციტატა(GELGURU @ 5th May 2015 - 22:09) *
სადარიან ამ საქმის ლომები,

ეხლავე..არ მინახავს ეს პპოსტი.

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი May 6 2015, 00:51

ვერც მე ვარჩევ ვერაფერს. ხვალ ჩავრევ მძიმე არტილერიას. უკეთესი სურათები რომ იყოს აჯობებდა. ლულაზე რომ ზემოდან წარერა აქვს..ის მანც რომ არ იყოს უკუღმა..შეიძლება რამე ამომეკითხა. თვალები ამერია უკუღმა კითხვაში. ჯერ ისედაც ძლივს იკითხება და ისიც უკუღმაა წარწერა. დამღები საერთოდ ვერ გავარჩიე სადაურია. თუმცა..მიუხედავად მაგისა... ზოგადი შეფასება მაინც შესაძლებელია. სისტემა ბოქსლოკი. შენახულიბა სადღაც 50%

პოსტის ავტორი: GELGURU May 6 2015, 18:48

მადლობა ბლექ გამოხმაურებისთვის, ფოტოს ხარისხისთვის ბოდიში მაგრამ უკეთ ვერ ვახერხებ...


http://postimg.cc/image/k11sb4781/

http://postimg.cc/image/cmfrlc5c5/

http://postimg.cc/image/j9a3r0uyj/

http://postimg.cc/image/mcof7igah/

პოსტის ავტორი: james Aug 14 2015, 16:34

შეგიძლიათ დამეხმაროთ ამ თოფის ამოცნობაში ?
http://postimg.cc/image/v8wg929u9/

http://postimg.cc/image/c3emqa2jx/

http://postimg.cc/image/x50qu03hh/
http://postimg.cc/image/viy1gh21b/

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Aug 14 2015, 16:59

დამღების ფოტო გადაიღე ხარისხიანად ეგრე ვერაფერს გაიოგებს ვერავინ !!! გერმანულს გავს

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Aug 14 2015, 19:42

უფრო ბელგიურია. არ გამოვრიცხავ ფრანგულიც აღმოჩნდეს. თუმცა მეეჭვება. უფრო ბელგიურია მაინც. აი დამღების და წარწერების გარეშე..ნამდვულად ვერ ამოვიცნობთ.

პოსტის ავტორი: varazi-2 Sep 11 2015, 21:29



ბატონო მინჩანინ ზუსტად ასეთი თოფი მეც მაქვს გამაგებინეთ რა თოფია

პოსტის ავტორი: varazi-2 Sep 11 2015, 22:21

გამარჯობათ მოგესალმებით სუყველას თუ შეიძლება მაგარკვიეთ ამ თოფის წარმოშობაში და მის ღირებულებაში ვაპირებ გაყიდვას
http://postimg.cc/image/c3v34p1wp/

http://postimg.cc/image/pnbxaefvt/

http://postimg.cc/image/ix01epi3t/

http://postimg.cc/image/6h3bkyort/

http://postimg.cc/image/5nm4eltd5/

http://postimg.cc/image/bfm8lr36x/

http://postimg.cc/image/vcs5upm21/

http://postimg.cc/image/yyxz7csfd/

http://postimg.cc/image/eqallmt49/

http://postimg.cc/image/cbiq17cvd/

http://postimg.cc/image/3uj7qa86h/

http://postimg.cc/image/86cet14h5/




და ასევე მაინტერესებს ამ თოფის წარმოშობაც და ღირებულებაც და ვაპირებ ამ თოფის გაყიდვას
http://postimg.cc/image/5julb4pf1/

http://postimg.cc/image/vtb2g6lyl/

http://postimg.cc/image/odge84nn1/

http://postimg.cc/image/dp81vjoa5/

http://postimg.cc/image/t8a36elyl/

http://postimg.cc/image/iqk1anl4d/

http://postimg.cc/image/7tiplvyct/

http://postimg.cc/image/p5egtl2gd/

http://postimg.cc/image/c57baw59p/

http://postimg.cc/image/ik6c7kbzh/

http://postimg.cc/image/q2phg73cd/

პოსტის ავტორი: ბლექ-ხასან Sep 11 2015, 23:46

პირველი გრაიფელტია. გერმანული თოფია. იყო ეგეთი ხელთოსანი გრაიფელტი..ხოდა იმისი თოფია. იგივრა რანნგის თოფია..რაც მერკელ 201. მაგისი სავარაუდო ფასია 1500$ თუ კარდ მდგომარეობასია.
რაცშეეხება მეორე თოფს..ვერ გავიგე რომელი ხელოსნის არის. არც დამღა აზის ამოსაცნობი და არც წარწერებია. სავარაუდოდ ავსტრიული თოფია. ,დგომარეობა არც ისე სახარბიელო.(საკმაოდ მოღეჭილ-მოცვეთილი აქვს ბოლტები) მაგისი ფასის თქმა რთულია. არ ვიცით რა თოფია და რა მდომარეობაშია.

პოსტის ავტორი: PREDATOR Mar 23 2016, 21:37

რა ლამაზი ფორმები აქვს რათოფია იქნებ იცოდეს ვინმემ.....


პოსტის ავტორი: ჯოლა Mar 23 2016, 21:50

ციტატა(PREDATOR @ Mar 23 2016, 22:37) *
რა ლამაზი ფორმები აქვს რათოფია იქნებ იცოდეს ვინმემ.....


დამღების გარეშე, არამგონია ვინმემ დაზუსტებით გითხრას რა თოფია.

პოსტის ავტორი: lifnareli Nov 16 2017, 21:24

გთხოვთ დამეხმაროთ. მაქვს ანტიკვარი კაჟიანი თოფი. მე 17 ე საუკუნის. გაყიდვას სად შევძლებ?
https://postimg.cc/image/rkhneo0mt/

https://postimg.cc/image/fim9kkwk5/

https://postimg.cc/image/6au13ws2t/

პოსტის ავტორი: lifnareli Nov 16 2017, 21:33

.სარესტავრაციოა... დაახლოებით რა ეღირება
https://postimg.cc/image/uvals6l1x/.

https://postimg.cc/image/itf7yeehx/

https://postimg.cc/image/5p9nlqwqt/

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 17 2017, 08:57

lifnareli
სერიოზული თოფია.სამწუხაროა რომ გატყდა. რესტავრაცია შეიძლება რა თქმა უნდა. ფასი როგორც ესეთი შენი დასადებია, ბლექი შემოვა და ისე უფრო კომპეტენტურია

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 17 2017, 09:01

მაჭახელა არ არის, ოსმალურს გავს მგონი

პოსტის ავტორი: ბლექ-ხასან Nov 17 2017, 21:33

მგონი ოსმალურია. არაბული წარწერები აქვს სავარაუდოდ. მაგისი ფასები ნამდვილად არ ვიცი. ეგ უფრო მუზეუმის თემაა. დამღებია სანახავი და შესასწავლი. მუზეუმში მუშაობს იარაღის საცავის გამგეა თუ არ ვცდები. მამუკა ქაფიანიძე. იმას უნდა აჩვენოთ. იქ იციან ეგეტი იარაღის ყველა ნიუანსი.

პოსტის ავტორი: lifnareli Nov 20 2017, 20:09

ეს თოფი ოჯახის რელიქვიასავითაა. ვფიქრობ 8000$ როგორც ანტიკვარი უნდა ღირდეს. მაჭახელას გავს, თუმცა ზუსტად ვერ დავრწმუნდი.


მადლობა ყურადღებისთვის.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)