სიტყვამ მოიტანა მეზობელ თემაში და მგონი არ მიწყენთ თუკი ამ ბრწყინვალე იარაღის დამამზადებელს და მის იარაღს მივუძღვნი ცალკე თემას.
აუგუსტ ფრანკოტი არის ერთ-ერთი გამონაკლისი სანადირო იარაღის წარმოების ისტორიაში, რომელმაც შეძლო ლონდონურ გიგანტებს შეჯიბრებოდა და ბოლომდე დაეცვა საკუთარი პრესტიჟი. ფრანკოტმა დადაამტკიცა, რომ ბელგიელებს და შესაბამისად კონტინენტური ევროპის შვილებს შეუძლიათ ამაყად იდგნენ ამ საქმეში ბრიტანელების გვერდით.
მსოფლიო აღიარება ფრანკოტმა XIX საუკუნის ბოლოს მოიპოვა. ამ პერიოდში, სახელოსნომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იარაღის წარმოების ხარისხზე. მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, იარაღი სერიული წარმოებისთვის იყო განკუთვნილი თუ ინდ.შეკვეთით მზადდებოდა. ფრანკოტის ოსტატები თანაბარი რუდუნებით ამზადებდნენ ყველა ტიპის იარაღს. ამან კი უდიდესი შედეგები გამოიღო ფირმისთვის - ჭრასა და მიტანაში ფრანკოტს მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელი მეიარაღეები თუ უწევდნენ კონკურენციას!
ფრანკოტის სახლს ხანგრძლივი და საინტერესო ისტორია აქვს - იგი სათავეს ჯერ კიდევ XVIII საუკუნიდან, კერძოდ, 1799 წლიდან იღებს. 1799-1805 წლების პერიოდში ჟოზეფ ფრანკოტმა იარაღის წარმოებით განთქმულ ქალაქ ლიეჟში (ბელგია), წმ. მარტინის გორაკზე ააშენა "პორტატიული იარაღის ფაბრიკა". წარმოება დაიწყო 1805 წელს, ამიტომ ფირმის დაარსების ოფიციალურ თარიღადაც ეს წელია მიჩნეული. თავდაპირველად, არსებული ისტორიული რეალობიდან გამომდინარე (ნაპოლეონის ომები), ჟოზეფ ფრანკოტი სამხედრო იარაღს აწარმოებდა. მხოლოდ XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო გლუვლულიანი სანადირო თოფების დამზადება და სწორედ ამ პერიოდიდან მიიღო ფირმამ დღემდე არსებული სახელი - Auguste Francotte. სახელს - აუგუსტი ამ გვარის მრავალი წარმომადგენელი ატარებდა, შესაბამისად, როდესაც ახსენებენ აუგუსტ ფრანკოტს, თავისთავად გულისხმობენ არა რომელიმე მეიარაღეს, არამედ, თავად სახელოსნოს, ფირმას. უკანასკნელი აუგუსტი (1901-1984) ფრანკოტების საგვარეულოდან, რომელიც ფირმას სათავეში 1944 წელს ჩაუდგა და 1972 წლამდე ეკავა ეს პოზიცია. იგი იყო არა მარტო დიდი მეიარაღე, არამედ უაღრესად განათლებული ადამიანი და სწორედ მისი დიპლომატიური ძალისხმევის წყალობით გადაურჩა ფირმა "დიდი დეპრესიის" პერიოდში არსებულ კრიზისს.
ფრაკოტისთვის დამახასიათებელია ერთი მნიშვნელოვანი რამ: იგი არასოდეს იჩენს ნოვატორობას იარაღის წარმოების განვითარების სფეროში, მაგრამ მისი სტილია სხვათა გამოგონებების დახვეწა იმ დონემდე, რომ დაჩრდილოს თავად გამომგონებელთა სახელი!
XX საუკუნის დასაწყისში ფრანკოტმა დაიწყო შიდაჩახმახიანი სანადირო თოფების წარმოება. ამ წარმოებას I მსოფლიო ომამდე ჰქონდა სერიული სახე. ამ პერიოდში გამოშვებული ფრანკოტის თოფები იყო შემდეგი მახასიათებლებით:
ყალიბი: 12, 16 და 20
წონა: 2,5-დან 3,1 კგ-მდე
საკეტი: ენსონ დილეის+სამმაგი ჩამკეტი: პერდეს ჩარჩო გრინერის ჭანჭიკით.
აღნიშნულ თოფები აღჭურვილნი იყვნენ ეჟექტორებით ან ექსტრაქტორებით.
მაგრამ მთელი ხიბლი იყო ამ თოფების ლულებში, რომელთაც ჰქონდათ მეტად საინტერესო, ე.წ. "ორსაფეხურიანი ჩოკი", რაც ბალისტიკურად იძლეოდა ფანტასტიურ შედეგებს! თუმცა ასეთ გაბურღულობას ჰქონდა ის ნაკლი, რომ ეს თოფები საჭიროებდნენ ნორმალურზე ნაკლები დოზის დენთს და საფანტს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა საფანტის ძლიერ დეფორმაციას და ძლიერ უკუცემას, რაც უარყოფითად აისახებოდა ჭრასა და მიტანაზე. მიუხედავად ამ მცირე ხარვეზისა, სათანადო დოზების დადგენის პირობებში, ამ პერიოდის ფრანკოტს მიტანაში და სროლის სიშორეში, ფაქტიურად კონკურენტი არ ჰყავდა თუ არ ჩავთვლით "ლიეჟის მანუფაქტურა"-ს და შვედურ ფირმას "გუსკვარნა".
სერიული წარმოების თოფების პარარელურად, ამავე პერიოდში, ფრანკოტი აწარმოებდა თოფებს ინდ.შეკვეთით. ეს იყო ძირითადად 12 ყალიბის თოფები, წონით 3,1-3,3 კგ. ლულებისთვის გამოიყენებოდა ჯოზეფ ვიტვორტის განთქმული ინგლისური ფოლადი. (ეს ლევანს დააინტერესებს!)
უკვე XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისიდან ფირმამ შეცვალა პოლიტიკა, კერძოდ, შედარებით იაფფასიანი სერიული წარმოებიდან ძვირადღირებულ ინდივიდუალურ წარმოებაზე გადავიდა. ამ პოლიტიკას მიჰყვება ფრანკოტი დღევანდელობამდეც.
თანამდროვე პერიოდში ფრანკოტი ინდ. შეკვეთებით ამზადებს როგორც ხრახნილლულიან ისე გლუვლულიან სანადირო თოფებს, ასევე კარაბინებს.
გლუვლულიანი თოფები მზადდება შემდეგი მახასიათებლებით:
ყალიბი: 12, 16, 20 და 28
ლულის გაბურღულობა და სიგრძე: სხვადასხვანაირი შეკვეთის შესაბამისად
სასხლეტების რაოდენობა: ერთსასხლეტიანი ან ორსასხლეტიანი
ეჟექტორები: შემკვეთის სურვილის მიხედვით
დამცემი მექანიზმი: ძირითადად განლაგებულია დაფებზე
საკეტი: საკეტი დაფებზე ან ენსონ დილეის მოდიფიცირებული საკეტი
არსებობს ფრანკოტის ერთი უნიკალური მოდელი - ბოკფლინტი "სუპერბრიტი" (Superbritte). თოფს სახელწოდება მიენიჭა მისი გამომგონებლის თეოფილე ბრიტის (Theophile Britte) პატივსაცემად.
თოფი დაპატენტებულია 1931 წელს. თოფის თავისებურება იმაშია, რომ მას გააჩნია ვერტიკალური შარნირის ბოლტი, რომლის წყალობითაც თოფის გადახსნის დროს ლულების სავაზნეების გადაწევა ხდება გვერდით, მარჯვნივ.
მას გააჩნია ასევე ყველაზე დაბალი კოლოფი (კალაპოტი) მსოფლიოში ცნობილ ბოკფლინტებს შორის. თოფი აღჭურვილია გამორთვადი ეჟექტორით.
მისი ჩამკეტი მექანიზმი იმგვარადაა შექმნილი რომ უზრუნველყოფს როგორც აბსოლუტურ უსაფრთხოებას, აგრეთვე მექანიზმის ხანგრძლივ სიცოცხლისუნარიანობას.
12 ყალიბის სუპერბრიტი ითვლება ზემსუბუქ სანადირო თოფად.
იგი გამოირჩევა საუკეთესო ბალანსირებით და შემკვეთს თავად შეუძლია მისი დამზადების პროცესში მიიღოს მონაწილეობა, რათა ზედმიწევნით ზუსტად მოერგოს მომავალი რჩეული იარაღი...
"შინაარსი განსაზღვრავს ფორმას" - ასეთია ფრანკოტის დევიზი!
აჰა, თქვენ ფოტოებიც!
ფრანკოტი 20 ყალ.
http://www.radikal.ru
ფრანკოტი შტუცერი
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ფრანკოტი 12 ყალ. "De Luxe"
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ესეც ის სახელგანთქმული სუპერბრიტი "Superbritte"
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
დააკვირდით, რა უცნაურად იხსნება
http://www.radikal.ru
http://www.littlegun.be/
http://www.hunter.ru
ეს კი თავად თეოფილ ბრიტი! http://www.radikal.ru
უუუჰჰჰჰ.... მაგარია, დიდი მადლობა..ძალიან საინტერესოა(პირადად ჩემთვის) მალე მივამატებ ჩემი თოფის სურათებს...ისე ჩემი თოფი სწორედ.2-მაგი ჩოკებით+დახრით 13 კალობრისკენ..არის, მაგას მგონი"ტრიბლოტი" თუ რაღაც ეგეთი ქვია. თანაც სამტრედეა..(საკმაოდ მძიმეც)..მოკლედ მალე დავდებ სურათებს და თვითონ ნახავთ(როგორი ბიჭია)
კარგი სტატიაა ყოჩაღ მონადირე
იდეალურად დამუშავებული სტატიაა გაიხარე მონადირე! მომეწონა ამომწურავადაა განხილული , მე ვერაფერს დავამატებ!! გაიხარე ბრატ!
ფოტოებიც დადებულია.
ველოდები ლევანის "ცოცხალი" ფრანკოტის ფოტოებს
ალბათ ხვალ(ან ზეგ) დავდებ.. სუპერბრიტი რა საინტერესოაა...ისე დელუქსიც ფანტასტიკაა..(თან "პოლნი ზამოკი") ეგეთი თოფი 80 დან...100 ათას ევრომდე ღირს..შტუცერიც...(ინტერნეტში წავიკითხე)
აი ჩემი თოფის სურათრბიც
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ლევანი
ლევან, ძალიან მომეწონა შენი ფრანკოტი. ბრწყინვალე თოფია!!! ღმერთმა ხელი მოგიმართოს და არასოდეს დაგჭირვებოდეს მის გასხვისებაზე ფიქრი!!!
დიდი მადლობა....
ესეც ჩემი Francotte
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ცოტა ხელი აქვს შესავლები
მმმმმმმმმმაგარი კაი ტიპია!! საღოლ ბრატ!!!
ვაა. კიდევ გაიჩითა ფრანკოტი...კარგი თოფი ჩანს...(პატარა რესტავრაცია და ეგ არის) ლულები ვისი ფოლადია???
საღოლ, ჯიგრები ხართ.....
არ ვიცი ძმა ჯერ ვერ ვერკვევი ეგრე კარგად... იქნებ როგორმე შევხვდეთ თოფსაც წამოვიღებ და დამაკვალიანო რა და როგორ???????
shuba
მშვენიერი ფრანკოტია, პატარა რესტავრირება არ აწყენდა, ფრანკოტების ცვენაა ფორუმზე რა
Bonehill
მერე გიხაროდენ...(სასტავში ეგეთი იარაღი რო იჩითება)shuba
კი ბატონო..შევხვდეთ და რაც ვიცი ამ თოფებზე ყველაფერს აგიხსნი...ისე წინა თვის ჟურნალ ნადირობაში კარგი სტატიაა ფრანკოტიზე...ყველაფერში გაგარკვევს...
ჯერ კიდევ ახალი და გამოუცდელი წევრი ვარ, მაგრამ ამის მიუხედავად დაპირებული ფრანკოტის სურათები გადავიღე და უნდა გაჩვენოთ და თან თხოვნით უნდა მოგმართოთ, ამთოფის შეფასებაში გთხოვთ დახმარებას ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი მიუხედავად იმისა რომ მისი პატრონი სიცოცხლეს უფრო შეელევა ვიდრე ამ თოფს. თოფზე კი გეტყვით იმას, რომ შეცვლილი აქვს მშვილდი რომლის გამოჭედვასა და მორგებაში მეც მივიღე მონაწილეობა (ხელოსანმა თავიას თავზე ვერ აიღო) 5 ჩალი გავაკეთეთ და ვაწრთეთ სხვადასხვა მეთოდით საუკეთესო კი თოფზე აკენია, მართალია ორიგინალი არაა მაგრამ მუშაობაში არავითარი ხარვეზი არა აქვს დარრყმა არც ზედმეტი და არც ნაკლები ძალის არა აქვს მეორესთან შედარებით, მაგრამ მაინც შეცვლილი აქვს, თოფი საუკეთესო მდგომარეობაში არ არის მაგრამ მიტანა შეუდარებელი აქვს. ჩემი ინფორმაციით ეს თოფი რუსეთშია დამზადებული თვითონ ფრანკოტის მიერ რუსეთის შეკვეთით აშენებულ ქარხანაში. ვისაც გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ თოფზე გთხოვთ ფორუმზე დადეთ
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
gela_07
ნომერი, დამღები, ახლო ხედით ფოტო, სხვანაირად ვერაფერს გეტყვის ვერავინ.
რუსეთში დამზადებული ფრანკოტი აფსურდულია ფანტაზიაა.
რაც აქ ჩანს საშუალო კატეკორიის ფრანკოტია ძალზედ შელახულ; მდგომარეობაში. მაგრამ მაინც ფრანკოტია
კარგად ვერ ვარჩევ..მგონი სრული საკეტი არ უნდა იყოს...ალბათ ენსონი და დილია..იმიტაციით..ლულაზეც ვერ გავარჩიე..."ვარანენიე" აქვს გადაცლილი თუ რაიმე დამასკოს ფოლადის პონტშია??..იქნებ ისეთი სურათები დადო რაა..რო კარგად ჩანდეს გრავირება, დამღები, კონდახი და ა.შ....
რუსეთს რაც შეეხება...ფრანკოტის..რუსეთში ქონდა თავისი მაღაზია(და არა ქარხანა)...რუსეთში ძალიან პოპულარული თოფი იყო ყოველთვის(დღემდე)..და დიდი რაოდენობითაც არის გაყიდული მანდ...და საერთოდ...ეგ თოფები სოლიდური რაოდენობით არის გამოშვებული...იყოფოდა 3 კატეგორიად...
1.იაფიანი
2.საშუალო
3. უმაღლესი
უმაღლესი კატეგორია მზადდებოდა მხოლოდ ინდივიდუალური დაკვეთით..
კარგი იქნება ლულის ქვემოდან დამღების და წარწერების სურათებს დადებ..უფრო ზუსტად გეტყვი ყველაფერს...მეც ფრანკოტი მაქვს...
დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის. მაშინაც მინდოდა სხვა სურათების დადება მაგრამ ინტერნეტმა გამჭედა ეხლა ვამატებ დანარჩენებს
მე მგონი დამასკო უნდა იყოს, მაგრამ ვერ დავიჩემებ, ემალი თუ ქრომი არ ვიცი რა დავარქვა ასეთ მოპირკეთებას ის თითქოს გამჭირვალეა და სადაც კი აქვს შერჩენილი მოყავისფრო-შინდისფერი დაგაკრავს და მის ქვეშიდანაც კარგად ჩანს ფოლადის სტრუქტურა
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ლულები დამასკო ყოფილა! დამღას კიდე ერთს ვარჩევ ! მაგ დამღით იდამღებოდა ბელგიური სანადირო გლუვლულიანი თოფები 1853 წლიდან გამოცდილი ,,გატესტილი,, უკვე დასრულებული თოფი ეს დამღა შეიძლება ყოფილიყო ჩარტყმული როგორც ლულის ბალიშზე ისევე კალაპოტზე.
ავოეეეეეე დამასკა ყოფილა დამასკა....
ისვრით მაგ თოფიდან?
შემეცოდა თოფი, მძიმედ ყოფილა ნამუშევარი !
დამასკი (თუ სქელკედლიანია) იტანს უბოლო დენთის გასროლას მაგრამ მის რესურსზე ეს კატასტროფულად მოქმედებს .
სავაზნეს რაც შეეხება 65მმ -ზეა საუბარი ალბათ. ჭრა და მიტანა კი რათქმაუნდა შეუდეარებელი ექნება , ეს ხომ ფრანკოტია
დასანანია რომ ამდენი "ნიტრო" გასროლის მონელება დასჭირდა ამ მშვენიერ ინსტრუმენტს, სანამ დროა : აღარ ისროლოთ ამ თოფიდან თანამედროვე ტყვია წამალი
ეუუ! დაუტანჯიათ ფრანკოტი ტო!!! ჯერ ნიტრო დენთით და მერე კიდე ლითონის მასრებით, პატივი ეცით მოხუცებს!!!
შავი ბოლიანი დენთი უნდა ახმარო ეგეთი ლულიან თოფს
ადრე რო იყო...შავი დენთი..(ბოლიანი) მარტი იმ დენთით შეიძლება მანდედან სროლა....
სურათებზე ვერ გავარჩიე..ლულებზე რა აწერია ზემოდან???.. და იქნებ თვითონ კალაპოტის სურათი დადო გვერდხედში...გრავირება რო ჩანდეს..
ისე ეგ თოფი..კაი 100 წელზე მეტის არის....მაგას კარგი რესტავრაცია და კიდე იმუშავებს 100 წელი...მიტანას რაც შეეხება....ფრანკოტი ერთერთი საუკეთესოა მსოფლიოში მაგ მხრივ...ის, რაც შენ ჩამოთვალე...მაგისგან ძალიან ქვევით დგანან...
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
გერმანულ რიგით იარაღს არ უნდა შეადარო ფრანკოტი...
ფრანკოტი ფრანკოტია
გასაგებია რიგით გერმანულებს რომ ჯობია, მაგრამ სხვა უკეთესი ნაკლებადაა რომ შევადაროთ
ხალხოო აბა ამას გადახედეთ...რა გავაკეთო?ვინმე კარგი რესტავრატორი არ იცით??მიშველეთ რამე რა ვუშველო ამ თოფს...ან თუ ვინმე უშველის მივყიდი..ან რამდენად მივყიდო ეგ მაინც მირჩიეთ..
http://forum.ge/?f=49&showtopic=34718380
ეს ლინკი ნახეთ...
საერთოდ აქ ვნახე ეს ორი ფრანკოტი...კიდევ აქვთ ნეტა საქართველოში?...საინტერესოა ისე...როგორც წავიკითხე კგბ-ს რევოლუციის მერე და 41-შიც გადაუდნია რაც კი ფრანკოტები ყოფილა ტერიტორიაზე...და არამარტო ეგენი...
რესტავრატორი მინდა ვინმე კარგი..ან სად შეილება გავიკითხო რო ვნახო ვინმე..მაინტერესებს რას დამიფასებს.თუ მიღირს მეც ძალიან მინდა რომ მქონდეს სახლში მსგავსი რამ...არ მიჭირს ეხლა ისე რომ ფულის გამო შეველიო მსგავს რამეს...ნუ ეხლა ეს რო 5000 არ ეღირება თუნდაც რესტავრირებული მეც ვხვდები მაგდენს.
ვაფშე ფრანკოტი როა ვერ ვნახე წარწერა...მაგარი გასაწმენდი კია,მარა მაინც ვერ ვნახე და შეილება რომ არ ეწეროს?ეგ ვაფშე ჩემი ვარაუდია რო ფრანკოტია..ნუ კლიმოებით და ა.შ. მივედი მაგ დასკვნამდე..
ბელგიური თოფია ლიეჟიდან დამასკოს ფოლადის ლულებზე მაგრამ ფრანკოტია თქო არ მითქვამს უბრალოდ ძველი რარიტეტული გარე ჩახმახებიანი თოფია სავალალო მდგომარეობაში მაგ თოფის ხმარება თანამედროვე ვაზნებზე არც კი შეიძლება ეგ შავი დენტით დატენილ ვაზნებზე უნდა იხმაროდამასკოს ლულების გამო ტუ კიდე ვარგა ლულები ისიც სანახავია მე უბრალოდ გარეცახმახიანი ძველი თოფის ქონის სურვილი მაქ ეგ თოფი კი ეხლანდელი მდგომარეობით დიდი არაფერი ფასეულია თუ მუღამი გაქ დაიტოვე სანადიროდ მაინც ცოდოა ეგლა ეგ შავ დენთს ვიღა ხმარობს ან სად უნდა იშოვო თუ არგინდა და გაყიდვას აპირებ კიდე ფასი მითხარი შენ რას ფიქრობ მე ჩემსას გეტყვი თუ შევთანხმდებით შევთანხმდებით თუ არადა შენც კარაგდ იყავი და მეც
მაიცა მასე უცებ ვერ გეტყვი ეხლა ვერაფერს. ცოტა აზრზე მოვალ,გავწმინდავ,ეს რაც ბაბუას აჩუქეს სულ რამდეჯერმე გავისროლე შვილების დაბადებაზეო,ალბათ 20 წელია არ უსვრია და ის კაცი 40 წლის წინ ისროდა თუ არა კაცმა არ იცის..მარა მაგარი მონადირე იყოვო ეგ კი მითხრა...
თუ იცით აუცილებლად სადმე უნდა ეწეროს მარკა ხო?იქნებ გამოჩნდეს რო გავწმენდ...
ისე პერიოდუულად რო ეწმინდათ გაცილებით უკეთესი მდგომარეობა ექნებოდა :( თან 16 კალიბრია :( 12 რო იყოს უკეთესია სასხლეტების დამცავი ,,სკაბა,, ც დაკარგულია ეტყობა? მაგრამ მაინც ლამაზი თოფია ეტყობა პირადი დათვალიერებაც კარგი იქნებოდა მერე გაირკვეოდა რა ბიწიცა ეხა რაც შემიძლია ვთქვა ისაა რომ აშკარად ბელგიელია დალასკოს ლულებით
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)