თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ მეიარაღეები _ ვ.ვ. გრინერის "წმინდა გიორგი"

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Dec 5 2013, 12:20

ვ.ვ. გრინერის "წმინდა გიორგი"

ვილიამ ველინქტონ გრინერთან დაკავშირებით არსებობს ერთი საინტერესო ფაქტი, მე-19 საუკუნის ბოლოს მან გადაწყვიტა დაემზადებინა უნიკალური, საგამოფენო-სამუზეუმო ექსპონატი, რომელიც მის ფირმას კიდე უფრო გაუთქვამდა სახელს. თოფის დამზადების პროექტის ხელმძღვანელად დანიშნა თავისი შვილი, ჰარი. რომელიც უკვე რამდენიმე წელის მანძილზე მისი პარტნიორი იყო. ინგლისის საიარაღო წრეებში ჰარი გამოცდილ მეიარაღედ მიაჩნდათ, ამიტომ ამ დავალებას დიდი პასუხისმგებლობით და ენთუზიაზმით მოეკიდა. მაღალი კლასის თოფის დამზადებისას, გადასაწყვეტია რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი - შეირჩეს საკონდახე მასალა, შეთანხმდეს მექანიზმი და გრავირების ესკიზები, რომლითაც ის დამშვენდება. დანამდვილებითაა ცნობილი, რომ საკუთარ საწყობში ჰარიმ იპოვნა კავკასიური კაკლის საკონდახე მასალა. მასალი იყო უნიკალური სილამაზითა და სიმტკიცით, მაგრამ ჰქონდა საკმაოდ დიდი მინუსებიც, კორძებისა და სიცარიელების სახით, ამიტომ მასალა დაიწუნეს, მაგრამ ჰარიმ თავისდაგასაკვირად, უკეთეს მასალას ვერც თავისთან და ვერც სხვა მეიარაღეებთან ვერ მიაგნო. გადაწყდა, დაემზადებინათ კონდახი და ტიბჟირი ისევ იმ მასალისგან, მაგრამ ამ მასალის ხარვეზების გამო მას მოუწია ასზე მეტი ხარვეზის შევსება. კონდახის ფორმა შეიმუშავა მამა გრინერმა და მას რაციონალური უწოდეს ამ ტიპის კონდახის დამზადების შემდეგ. არც კონდახზე და არც ტიბჟირზე არ იყო ნაჭდევი. მავანნი ამბობდნენ, ისე ეჩქარებოდა დამთავრებული თოფის ნახვა, რომ დრო არ დახარჯა ნაჭდევის გაკეთებაზე. მაგრამ გაცილებით ლოგიკურია ვიფიქროთ, ნაჭდევი არ გააკეთა მხოლოდ იმიტომ, რომ არ დაეფარათ ხის ულამაზესი სტრუქტურა. თოფის მექანიზმი იყო ენსონისა და დილის სისტემის, რომელიც გრინერის მიერ იყო გადამუშავებული და დახვეწილი. თოფს ედგა გრინერის მიერ დაპატენტებული ერთსასხლეტიანი მექანიზმი და ეჟექტორის სისტემა. საინტერესოა, რომ თოფს არ ჰქონდა დამცავი მექანიზმი. არსებობს ცნობილი აზრი, რომ ვ.ვ. გინრერი მიიჩნევდა, ყველაზე უსაფრთხო თოფად იმ თოფს, რომელიც დატენილი არ იყო. დამცავ და ინტერსეპტორებიან მექანიზმებს ძალიან სკეპტიკურად უყურებდა. გრავირება თოფზე შეასრულა გრინერის ფირმის უხუცესმა ოსტატმა, ჰარი ტომლინსონმა, რომელმაც მთელი ცხოვრეის განმავლობაში ამ ფირმაში იმუშავა. თოფის სახელი, სწორედ გრავირების სიუჟეტამა გადაწყვიტა. მასზე გამოსახული იყო წმინდა გიორგი რომელიც ამარცხებს გველეშაპს. სასხლეტის დამცავზე კი უკვე გველეშაპზე მდგომი გამარჯვებული წმინდა გიორგია გამოსახული. დანარჩენი სივრცე კი დაფარულია მცენარეული ორნამენტით. გრავირება შესრულებულია ღრმა, რელიეფურ სტილში. თოფი დამზადებულია 12 ყალიბისა და დასრულა 1903 წლისათვის. იგი დასათვარიელებლად გაიტანეს უამრავ გამოფენაზე. „წმინდა გიორგი“ არასდროს შეფასებულა და არასდროს ყოფილა გაყიდვაში. 1913 წელს ერთ ძალიან შეძლებულ ირანელს, გაუჩნდა იდეა, შეეძინა ეს ან ანალოგიური თოფი. გრინერმა ეს კონკრეტული თოფი, რა თქმა უნდა, არ მიჰყიდა, მაგრამ ანალოგიური თოფი დაუმზადა. ახალ ”წმინდა გიორგის“ მცირე განსხვავებები ჰქონდა, კერძოდ: ნაჭდევები კონდახზე, ორ სასხლეტი და დამცავი მექანიზმი. ამ თოფში დამკვეთმა 300 ფუნტი გადაიხადა. ეს თანხა იმ დროისთვის წარმოუდგნელად ძვირი იყო. მაგალითისთვის, უმაღლესი შესრულების პერდე ღირდა 90-100 ფუნტი. ლეგენდის თანახმად თოფი გემზე დაიტვირდა და გაეგზავნა დამკვეთს ირანში, თუმცა სამგზავრო ლაინერი ხმელთაშუა ზღვაში ჩაიძირა. ამბობენ, რომ იქირავეს ცნობილი ფრანგი მყვინთავი, ჟაკ ივ კუსტო. მან იპოვნა ლაინერი, მაგრამ თოფი მასზე ვერ აღმოაჩინა. ამაზე შეიძლებოდა აქ დასრულებულიყო ისტორია „წმინდა გიორგის“ შესახებ, რომ არა ერთი ბოლო დროის აღმოჩენა, იმის შესახებ, რომ ოფიციალური მონაცემებით 1913 წელს ამ ტიპის ლაინერი ხმელთაშუა ზღვაში არ დაღუპულა. ასე რომ, დღემდე უცნობია, თოფმა მიაღწია თუ არა დამკვეთამდე (რადგან ფირმას არ მოსვლია დამკვეთის მიერ თოფის მიღების დამადასტურებელი ცნობა).
დღემდე დაუდგენელია, იმყოფება ზღვის ფსკერზე თუ რომელიმე კერძო კოლექციაში ინახება, არც ის არის გამორიცხული, რომ გაიარა ბევრი მონადირის ხელში და ახლა ერთ-ერთი რიგითი მონადირე ნადირობდეს ისე, რომ არც იცოდეს, ხელში რა თოფი უჭირავს.


http://postimg.cc/image/tdei94q2l/
http://postimage.org/

1) 1907
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

2)1909
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

3)1987-1992
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

4)2004
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian


ვ.ვ. გრინერი „წმინდა გიორგი“

პოსტის ავტორი: feroni Dec 10 2013, 22:18

რამდენ რამეს ვგებულობ ამ სტატიებით, ველოდები შემდეგს.
მაგარ საქმეს აკეთებთ!

ისე ლევან შენს ნამუშევარს, რომ შევხედე მიკროსკოპში და ამას, რომ ვუყურებ ვერ გეტყვი, რომ დიდი სახვაობაა newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Dec 11 2013, 00:08

ციტატა(feroni @ 11th December 2013 - 00:18) *
ისე ლევან შენს ნამუშევარს, რომ შევხედე მიკროსკოპში და ამას, რომ ვუყურებ ვერ გეტყვი, რომ დიდი სახვაობაა

მადლობა აღიარებისთვის. newsmile05.gif ვეცდები არ ჩამოვრჩე გრინერის უხუცეს გრავირების ოსტატს. სერ ჰარი ტომლინსონს. newsmile035.gif
კიდევ ვამზადებთ 2 სტატია. პარკერის თოფებზე და ბუხარინის ლეპაჟზე. ვეცდებით მალე იყოს.

პოსტის ავტორი: nik@a Dec 11 2013, 00:36

საინტერესოა და მადლობა რომ გვანათლებთ ახალგაზრდობას და არამხოლოდ...
ლევან ისე თუ დაგჭირდათ დახმარება აკრეფა ან რამე ისეთი რაც შემიძლია, მოგეხმარებოდით. კარგ საქმეს აკეთებ

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Dec 11 2013, 00:47

ციტატა(bendeksi @ 11th December 2013 - 02:36) *
ლევან ისე თუ დაგჭირდათ დახმარება აკრეფა ან რამე ისეთი რაც შემიძლია, მოგეხმარებოდით.

ძალიან მაგარი იქნება. ისეთი ზღვა მასალაა ასაკრეფი(ბევრი სათარგმნიც) დახმარება ნამდვილად არ გვაწყენს.

პოსტის ავტორი: nik@a Dec 11 2013, 00:55

აგერ ვარ ბატონო, ჩემ წვლილს შევიტან. როცა იტყვი ამოგირბენ და გამატანე მასალა და ავკრიფავ.

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Dec 11 2013, 01:02



ციტატა(bendeksi @ 11th December 2013 - 02:55) *
როცა იტყვი ამოგირბენ და გამატანე მასალა და ავკრიფავ.

კიბატონო. გადავხედავ რა გაგატანო.
ალთიკო..შენც გიმზადებ საბეჭდებს.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Dec 11 2013, 08:16

ციტატა(levani @ 11th December 2013 - 02:02) *
თემის მიბახებას არ ვიყოთ..

თემას რომ დაამთავრებ, მაინც წაიშლება ზედმეტი პოსტები.
რა მაინტერესებს ბლექ იცი, ქალაქის თოფთმეცნიერები თუ შემოვლენ ამ თემებში,
კარგი იქნება მაგათი დისკუსია, აქ თუ გამართავენ დიალოგებს.
მემგონი მაგარი საინტერესო იქნება, მოუხდება და ბევრ რამესაც ვისწავლით.

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Dec 11 2013, 10:50

ნუკრიMax
გია..არამარტო შემოდის.. სტატიებსაც წერს. ეხლა მენტონის გაგრძელებაზე მუშაობს. კარგი რაღაცეები ამოქექა(ჯერ რომ არსად დაწერილა სტატიის სახით) და სტატიას წერს. აქაც დაპოსტავს რათქმაუნდა რომ წავა დისკუსიები. ჯერ ნამეტანი დასაწყისში ვართ. იმდენი რამეა დასადები..გული მისკდება რომ ვუყურებ.

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Dec 11 2013, 11:20

ლეონ-ბლექი
ჩემი ამბავი კი ვიცი, ნამეტანი მოუცლელობა მჭირს, მაგრამ ერთ სტატიას მეც ავიღებ ჩემ თავზე,
და ვაბშეტა იმ პატარა წიგნს მე დავაპრინტერებ და გამოვაქვეყნებ აქ.

პოსტის ავტორი: ზახარა Dec 11 2013, 11:36

ციტატა(Nukry @ 11th December 2013 - 12:20) *
ვაბშეტა იმ პატარა წიგნს მე დავაპრინტერებ და გამოვაქვეყნებ აქ.

newsmile027.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Dec 11 2013, 12:03

ციტატა(Nukry @ 11th December 2013 - 13:20) *
იმ პატარა წიგნს მე დავაპრინტერებ და გამოვაქვეყნებ აქ.

კი კარგს იზავ..მაგრამ მაგაზე ცალკე მძიმე სამუშაოები მაქვს ჩასატარებელი. ეგ..განსაკუთრებული ისტორიაა. ახალი თემაც გაიხსნება ინტერვიუ იქნება ავტორთან. ექსკლუზიურად ოჩოსთვის.(საერთოდ რუბრიკასაც ვაპირებ ინტერვიუებზე..ღვაწლმოსილ მონადირეებთან. ასევე ვცდილობ ბატონ ალექსი არაბულთან ინტერვიუს აღებას) ჩარეული მყავს ჟურნალისტი და ვეძებ ფოტოგრაფს. ეგ ისტორია ბატონმა ოთარ ლომთაძემ გააცოცხლა. ისე..რომ აღარავინ იცოდა კალინოვსკის შესახებ. არც რუსეთში..არც საქართველოში და არც არსად.(კომუნისტებმა გააქრეს) ბატონმა ოთარმა შემთხვევით მიაგნო 1 წიგნს და იმდენი მოახერხა.. მის შთამომავლობას მიაკვლია რუსეთში. მოიძია სრული მასალები და სურათები ოჯახური ფოტოალბომიდან. მოკლედ..ბევრი იწვალა..მაგრამ ძალიან დიდი საქმე გააკეთა.

პოსტის ავტორი: ჩავლე Dec 11 2013, 12:06

ლეონ-ბლექი
საღოლ ლევან. კარგი თემაა,ბევრს ვისწავლით აქედან newsmile027.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Dec 11 2013, 12:29

ლეონ-ბლექი
მე ბაზას გაგიმზადებ და შენ როგორც გინდა ისე გამოაქვეყნე...... newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Dec 12 2013, 00:49

ციტატა(Nukry @ 11th December 2013 - 14:29) *
ე ბაზას გაგიმზადებ და შენ როგორც გინდა ისე გამოაქვეყნე.

გადასარევი იქნება რათქმაუნდა. ზახარასთან შევათანხმებ ხვალ რაღაცეებს და გავარკვევთ სად უნდა დაიდოს.

პოსტის ავტორი: ალთაზარ Dec 13 2013, 00:06

მოგესალმებით ბატონო დავით


დღესდღეობით ჩვენს მიერ არის შექმნილი 4 იარაღი რომლის გრავიურაზე დასახულია (სხვა სიტყვა არ ვიცი) წმინდა გიორგი და დრაკონი (გველეშაპი) . პირველი იყო კომპანიის "საჩვენებელი იარაღი" რომელიც იქნა გამოშვებული 1907 წელს . მეორე ძალიან გავდა პირველს რომელიც აგრეთვე გამოშვებული იყო 1909 წელს. გადათარგმნეთ და ჩაასწორეთ (Both of these were made with ‘unique’ ejectors in the front barrel lump and are of the ‘Facile Princeps’ type.) მესამე იყო დამზადებული 1987 -1992 წლებში was based on a side-lock action with Greener patented locks and the fourth was made in 2004 based on the original Facile Princeps type with unique ejectors. (თარგმნეთ ეგენი ვინმემ ) ტერმინებში ვერ ვერკვევი newsmile05.gif

ეს არის ვვ გრინერის (Graham Greener) პასუხი ჩემს წერილზე გაგზავნილი კლუბის სახელით ) ... დამატებითი ინფორმაციისთვისო ისტორია თუ გაინტერესებთო 2 წიგნი არისო , ხოდა ფასებიც წერია საიტზე 40+ ფუნტი newsmile05.gif

4 ვეს სურათს დავდებ newsmile05.gif

1) 1907
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

2)1909
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

3)1987-1992
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

4)2004
http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Dec 13 2013, 00:47

გადასარევია.. იქნებ ვინმემ თარგმნოთ რაა.. ამ მასალას გრინერზე რომ სტატიას ვწერთ იქაც გამოვიყენებთ. მაგის გარდა..კიდე უამრავი მაგარი თოფი აქვთ დამზადებული და ბოლობოლო მენტონთან მუშაობდა მამა გრინერი. ყველაფერი იქნება იმ სტატიაში.
მადლობა ალთაზარს..საინტერესო ინფორმაციის მოპოვებისტვის..თავად გრინერისგან.

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Dec 13 2013, 00:53

ალთაზარ
ბარელ ლულაა. ფასილე პრინცეს..იმ სისტემას ქვია..ენსონი და დილისგან რომ აიღო და გადააკეთა. ფრონტ..ალბათ იმას გულისხმობს..რომ გრინერის სისტემას..ეჟექტორი თვითინ კალაპოტში აქვს და არა ლულაზე(ფრონტ ბარელს) ალბათ მაგას ნიშნავს. ხოდა აბა ეხლა დანარჩენი მოთარგმნე და გამოვა რაღაც.

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Dec 17 2013, 00:39

სხვათაშორის ის მეორე თოფია დაკარგული სწორედ. რომელიც 1909 წელს დამზაადა. 2 სასხლეტიანი. ზუსტად მაგ თოფზეა სტატია. კარგია..რომ სურათი შემორჩენიათ.

პოსტის ავტორი: Bone Mar 13 2014, 17:31

შეიძლება ადრეც მინახია, მარა არ მახსოვს

მოკლედ საღოლ ბლაქ

პოსტის ავტორი: assassin29 Mar 13 2014, 19:35

ულამაზესი თოფია ამით მოპოვებული ტროფეი ხომ ორმაგ სიხარულს მიანიჭებს ადამიანს
ისე დამცველი რა უცნაურ ადგილზეა მოხსნა მთლად სწრაფად ვერ უნდა მოხდეს ხო? თუ ცაციისთვისაა?

პოსტის ავტორი: Bone Mar 13 2014, 19:43

არა ეგ გრინერის კონსტრუქციის მცველია, სხვა თოფებშიც გვხვდება

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)