თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ მეიარაღეები _ Auguste Francotte

პოსტის ავტორი: მონადირე Jun 24 2009, 10:49

სიტყვამ მოიტანა მეზობელ თემაში და მგონი არ მიწყენთ თუკი ამ ბრწყინვალე იარაღის დამამზადებელს და მის იარაღს მივუძღვნი ცალკე თემას.

აუგუსტ ფრანკოტი არის ერთ-ერთი გამონაკლისი სანადირო იარაღის წარმოების ისტორიაში, რომელმაც შეძლო ლონდონურ გიგანტებს შეჯიბრებოდა და ბოლომდე დაეცვა საკუთარი პრესტიჟი. ფრანკოტმა დადაამტკიცა, რომ ბელგიელებს და შესაბამისად კონტინენტური ევროპის შვილებს შეუძლიათ ამაყად იდგნენ ამ საქმეში ბრიტანელების გვერდით.

მსოფლიო აღიარება ფრანკოტმა XIX საუკუნის ბოლოს მოიპოვა. ამ პერიოდში, სახელოსნომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იარაღის წარმოების ხარისხზე. მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, იარაღი სერიული წარმოებისთვის იყო განკუთვნილი თუ ინდ.შეკვეთით მზადდებოდა. ფრანკოტის ოსტატები თანაბარი რუდუნებით ამზადებდნენ ყველა ტიპის იარაღს. ამან კი უდიდესი შედეგები გამოიღო ფირმისთვის - ჭრასა და მიტანაში ფრანკოტს მხოლოდ თითებზე ჩამოსათვლელი მეიარაღეები თუ უწევდნენ კონკურენციას!

ფრანკოტის სახლს ხანგრძლივი და საინტერესო ისტორია აქვს - იგი სათავეს ჯერ კიდევ XVIII საუკუნიდან, კერძოდ, 1799 წლიდან იღებს. 1799-1805 წლების პერიოდში ჟოზეფ ფრანკოტმა იარაღის წარმოებით განთქმულ ქალაქ ლიეჟში (ბელგია), წმ. მარტინის გორაკზე ააშენა "პორტატიული იარაღის ფაბრიკა". წარმოება დაიწყო 1805 წელს, ამიტომ ფირმის დაარსების ოფიციალურ თარიღადაც ეს წელია მიჩნეული. თავდაპირველად, არსებული ისტორიული რეალობიდან გამომდინარე (ნაპოლეონის ომები), ჟოზეფ ფრანკოტი სამხედრო იარაღს აწარმოებდა. მხოლოდ XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო გლუვლულიანი სანადირო თოფების დამზადება და სწორედ ამ პერიოდიდან მიიღო ფირმამ დღემდე არსებული სახელი - Auguste Francotte. სახელს - აუგუსტი ამ გვარის მრავალი წარმომადგენელი ატარებდა, შესაბამისად, როდესაც ახსენებენ აუგუსტ ფრანკოტს, თავისთავად გულისხმობენ არა რომელიმე მეიარაღეს, არამედ, თავად სახელოსნოს, ფირმას. უკანასკნელი აუგუსტი (1901-1984) ფრანკოტების საგვარეულოდან, რომელიც ფირმას სათავეში 1944 წელს ჩაუდგა და 1972 წლამდე ეკავა ეს პოზიცია. იგი იყო არა მარტო დიდი მეიარაღე, არამედ უაღრესად განათლებული ადამიანი და სწორედ მისი დიპლომატიური ძალისხმევის წყალობით გადაურჩა ფირმა "დიდი დეპრესიის" პერიოდში არსებულ კრიზისს.

ფრაკოტისთვის დამახასიათებელია ერთი მნიშვნელოვანი რამ: იგი არასოდეს იჩენს ნოვატორობას იარაღის წარმოების განვითარების სფეროში, მაგრამ მისი სტილია სხვათა გამოგონებების დახვეწა იმ დონემდე, რომ დაჩრდილოს თავად გამომგონებელთა სახელი!

XX საუკუნის დასაწყისში ფრანკოტმა დაიწყო შიდაჩახმახიანი სანადირო თოფების წარმოება. ამ წარმოებას I მსოფლიო ომამდე ჰქონდა სერიული სახე. ამ პერიოდში გამოშვებული ფრანკოტის თოფები იყო შემდეგი მახასიათებლებით:

ყალიბი: 12, 16 და 20

წონა: 2,5-დან 3,1 კგ-მდე

საკეტი: ენსონ დილეის+სამმაგი ჩამკეტი: პერდეს ჩარჩო გრინერის ჭანჭიკით.

აღნიშნულ თოფები აღჭურვილნი იყვნენ ეჟექტორებით ან ექსტრაქტორებით.


მაგრამ მთელი ხიბლი იყო ამ თოფების ლულებში, რომელთაც ჰქონდათ მეტად საინტერესო, ე.წ. "ორსაფეხურიანი ჩოკი", რაც ბალისტიკურად იძლეოდა ფანტასტიურ შედეგებს! თუმცა ასეთ გაბურღულობას ჰქონდა ის ნაკლი, რომ ეს თოფები საჭიროებდნენ ნორმალურზე ნაკლები დოზის დენთს და საფანტს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა საფანტის ძლიერ დეფორმაციას და ძლიერ უკუცემას, რაც უარყოფითად აისახებოდა ჭრასა და მიტანაზე. მიუხედავად ამ მცირე ხარვეზისა, სათანადო დოზების დადგენის პირობებში, ამ პერიოდის ფრანკოტს მიტანაში და სროლის სიშორეში, ფაქტიურად კონკურენტი არ ჰყავდა თუ არ ჩავთვლით "ლიეჟის მანუფაქტურა"-ს და შვედურ ფირმას "გუსკვარნა".

სერიული წარმოების თოფების პარარელურად, ამავე პერიოდში, ფრანკოტი აწარმოებდა თოფებს ინდ.შეკვეთით. ეს იყო ძირითადად 12 ყალიბის თოფები, წონით 3,1-3,3 კგ. ლულებისთვის გამოიყენებოდა ჯოზეფ ვიტვორტის განთქმული ინგლისური ფოლადი. (ეს ლევანს დააინტერესებს!)

უკვე XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისიდან ფირმამ შეცვალა პოლიტიკა, კერძოდ, შედარებით იაფფასიანი სერიული წარმოებიდან ძვირადღირებულ ინდივიდუალურ წარმოებაზე გადავიდა. ამ პოლიტიკას მიჰყვება ფრანკოტი დღევანდელობამდეც.
თანამდროვე პერიოდში ფრანკოტი ინდ. შეკვეთებით ამზადებს როგორც ხრახნილლულიან ისე გლუვლულიან სანადირო თოფებს, ასევე კარაბინებს.

გლუვლულიანი თოფები მზადდება შემდეგი მახასიათებლებით:

ყალიბი: 12, 16, 20 და 28

ლულის გაბურღულობა და სიგრძე: სხვადასხვანაირი შეკვეთის შესაბამისად

სასხლეტების რაოდენობა: ერთსასხლეტიანი ან ორსასხლეტიანი

ეჟექტორები: შემკვეთის სურვილის მიხედვით

დამცემი მექანიზმი: ძირითადად განლაგებულია დაფებზე

საკეტი: საკეტი დაფებზე ან ენსონ დილეის მოდიფიცირებული საკეტი


არსებობს ფრანკოტის ერთი უნიკალური მოდელი - ბოკფლინტი "სუპერბრიტი" (Superbritte). თოფს სახელწოდება მიენიჭა მისი გამომგონებლის თეოფილე ბრიტის (Theophile Britte) პატივსაცემად.
თოფი დაპატენტებულია 1931 წელს. თოფის თავისებურება იმაშია, რომ მას გააჩნია ვერტიკალური შარნირის ბოლტი, რომლის წყალობითაც თოფის გადახსნის დროს ლულების სავაზნეების გადაწევა ხდება გვერდით, მარჯვნივ.
მას გააჩნია ასევე ყველაზე დაბალი კოლოფი (კალაპოტი) მსოფლიოში ცნობილ ბოკფლინტებს შორის. თოფი აღჭურვილია გამორთვადი ეჟექტორით.
მისი ჩამკეტი მექანიზმი იმგვარადაა შექმნილი რომ უზრუნველყოფს როგორც აბსოლუტურ უსაფრთხოებას, აგრეთვე მექანიზმის ხანგრძლივ სიცოცხლისუნარიანობას.
12 ყალიბის სუპერბრიტი ითვლება ზემსუბუქ სანადირო თოფად.
იგი გამოირჩევა საუკეთესო ბალანსირებით და შემკვეთს თავად შეუძლია მისი დამზადების პროცესში მიიღოს მონაწილეობა, რათა ზედმიწევნით ზუსტად მოერგოს მომავალი რჩეული იარაღი...



"შინაარსი განსაზღვრავს ფორმას" - ასეთია ფრანკოტის დევიზი!


აჰა, თქვენ ფოტოებიც!

ფრანკოტი 20 ყალ.
http://www.radikal.ru

ფრანკოტი შტუცერი
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

ფრანკოტი 12 ყალ. "De Luxe"
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

ესეც ის სახელგანთქმული სუპერბრიტი "Superbritte"
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
დააკვირდით, რა უცნაურად იხსნება
http://www.radikal.ru


http://www.littlegun.be/
http://www.hunter.ru

ეს კი თავად თეოფილ ბრიტი! http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 25 2009, 16:51

უუუჰჰჰჰ.... მაგარია, დიდი მადლობა..ძალიან საინტერესოა(პირადად ჩემთვის) მალე მივამატებ ჩემი თოფის სურათებს...ისე ჩემი თოფი სწორედ.2-მაგი ჩოკებით+დახრით 13 კალობრისკენ..არის, მაგას მგონი"ტრიბლოტი" თუ რაღაც ეგეთი ქვია. თანაც სამტრედეა..(საკმაოდ მძიმეც)..მოკლედ მალე დავდებ სურათებს და თვითონ ნახავთ(როგორი ბიჭია) newsmile041.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Jun 25 2009, 18:31

კარგი სტატიაა ყოჩაღ მონადირე small3d018.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: hunter777 Jun 25 2009, 20:22

იდეალურად დამუშავებული სტატიაა გაიხარე მონადირე! მომეწონა ამომწურავადაა განხილული , მე ვერაფერს დავამატებ!! გაიხარე ბრატ! small3d018.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: მონადირე Jun 26 2009, 13:30

ფოტოებიც დადებულია.

ველოდები ლევანის "ცოცხალი" ფრანკოტის ფოტოებს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 27 2009, 00:14

ალბათ ხვალ(ან ზეგ) დავდებ.. სუპერბრიტი რა საინტერესოაა...ისე დელუქსიც ფანტასტიკაა..(თან "პოლნი ზამოკი") ეგეთი თოფი 80 დან...100 ათას ევრომდე ღირს..შტუცერიც...(ინტერნეტში წავიკითხე)

პოსტის ავტორი: ლევანი Jun 30 2009, 18:24

აი ჩემი თოფის სურათრბიც

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: მონადირე Jul 6 2009, 21:12

ლევანი
ლევან, ძალიან მომეწონა შენი ფრანკოტი. ბრწყინვალე თოფია!!! ღმერთმა ხელი მოგიმართოს და არასოდეს დაგჭირვებოდეს მის გასხვისებაზე ფიქრი!!!

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 6 2009, 22:37

დიდი მადლობა.... newsmile041.gif newsmile041.gif

პოსტის ავტორი: shuba Jul 9 2009, 18:38

ესეც ჩემი Francotte

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru
ცოტა ხელი აქვს შესავლები

პოსტის ავტორი: hunter777 Jul 9 2009, 19:51

მმმმმმმმმმაგარი კაი ტიპია!! საღოლ ბრატ!!!

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 9 2009, 22:59

ვაა. კიდევ გაიჩითა ფრანკოტი...კარგი თოფი ჩანს...(პატარა რესტავრაცია და ეგ არის) ლულები ვისი ფოლადია???

პოსტის ავტორი: shuba Jul 10 2009, 15:33


საღოლ, ჯიგრები ხართ.....



არ ვიცი ძმა ჯერ ვერ ვერკვევი ეგრე კარგად... იქნებ როგორმე შევხვდეთ თოფსაც წამოვიღებ და დამაკვალიანო რა და როგორ???????

პოსტის ავტორი: Bonehill Jul 10 2009, 15:54

shuba
მშვენიერი ფრანკოტია, პატარა რესტავრირება არ აწყენდა, ფრანკოტების ცვენაა ფორუმზე რა small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 11 2009, 01:20

Bonehill
მერე გიხაროდენ...(სასტავში ეგეთი იარაღი რო იჩითება)shuba
კი ბატონო..შევხვდეთ და რაც ვიცი ამ თოფებზე ყველაფერს აგიხსნი...ისე წინა თვის ჟურნალ ნადირობაში კარგი სტატიაა ფრანკოტიზე...ყველაფერში გაგარკვევს...

პოსტის ავტორი: gela_07 Nov 10 2009, 21:55

ჯერ კიდევ ახალი და გამოუცდელი წევრი ვარ, მაგრამ ამის მიუხედავად დაპირებული ფრანკოტის სურათები გადავიღე და უნდა გაჩვენოთ და თან თხოვნით უნდა მოგმართოთ, ამთოფის შეფასებაში გთხოვთ დახმარებას ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი მიუხედავად იმისა რომ მისი პატრონი სიცოცხლეს უფრო შეელევა ვიდრე ამ თოფს. თოფზე კი გეტყვით იმას, რომ შეცვლილი აქვს მშვილდი რომლის გამოჭედვასა და მორგებაში მეც მივიღე მონაწილეობა (ხელოსანმა თავიას თავზე ვერ აიღო) 5 ჩალი გავაკეთეთ და ვაწრთეთ სხვადასხვა მეთოდით საუკეთესო კი თოფზე აკენია, მართალია ორიგინალი არაა მაგრამ მუშაობაში არავითარი ხარვეზი არა აქვს დარრყმა არც ზედმეტი და არც ნაკლები ძალის არა აქვს მეორესთან შედარებით, მაგრამ მაინც შეცვლილი აქვს, თოფი საუკეთესო მდგომარეობაში არ არის მაგრამ მიტანა შეუდარებელი აქვს. ჩემი ინფორმაციით ეს თოფი რუსეთშია დამზადებული თვითონ ფრანკოტის მიერ რუსეთის შეკვეთით აშენებულ ქარხანაში. ვისაც გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ თოფზე გთხოვთ ფორუმზე დადეთ

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 11 2009, 22:05

gela_07
ნომერი, დამღები, ახლო ხედით ფოტო, სხვანაირად ვერაფერს გეტყვის ვერავინ.
რუსეთში დამზადებული ფრანკოტი აფსურდულია ფანტაზიაა.
რაც აქ ჩანს საშუალო კატეკორიის ფრანკოტია ძალზედ შელახულ; მდგომარეობაში. მაგრამ მაინც ფრანკოტია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Nov 12 2009, 01:07

კარგად ვერ ვარჩევ..მგონი სრული საკეტი არ უნდა იყოს...ალბათ ენსონი და დილია..იმიტაციით..ლულაზეც ვერ გავარჩიე..."ვარანენიე" აქვს გადაცლილი თუ რაიმე დამასკოს ფოლადის პონტშია??..იქნებ ისეთი სურათები დადო რაა..რო კარგად ჩანდეს გრავირება, დამღები, კონდახი და ა.შ....
რუსეთს რაც შეეხება...ფრანკოტის..რუსეთში ქონდა თავისი მაღაზია(და არა ქარხანა)...რუსეთში ძალიან პოპულარული თოფი იყო ყოველთვის(დღემდე)..და დიდი რაოდენობითაც არის გაყიდული მანდ...და საერთოდ...ეგ თოფები სოლიდური რაოდენობით არის გამოშვებული...იყოფოდა 3 კატეგორიად...
1.იაფიანი
2.საშუალო
3. უმაღლესი

უმაღლესი კატეგორია მზადდებოდა მხოლოდ ინდივიდუალური დაკვეთით..
კარგი იქნება ლულის ქვემოდან დამღების და წარწერების სურათებს დადებ..უფრო ზუსტად გეტყვი ყველაფერს...მეც ფრანკოტი მაქვს...

პოსტის ავტორი: gela_07 Nov 13 2009, 10:55

დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის. მაშინაც მინდოდა სხვა სურათების დადება მაგრამ ინტერნეტმა გამჭედა ეხლა ვამატებ დანარჩენებს

მე მგონი დამასკო უნდა იყოს, მაგრამ ვერ დავიჩემებ, ემალი თუ ქრომი არ ვიცი რა დავარქვა ასეთ მოპირკეთებას ის თითქოს გამჭირვალეა და სადაც კი აქვს შერჩენილი მოყავისფრო-შინდისფერი დაგაკრავს და მის ქვეშიდანაც კარგად ჩანს ფოლადის სტრუქტურა

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: hunter777 Nov 13 2009, 11:11

ლულები დამასკო ყოფილა! დამღას კიდე ერთს ვარჩევ ! მაგ დამღით იდამღებოდა ბელგიური სანადირო გლუვლულიანი თოფები 1853 წლიდან გამოცდილი ,,გატესტილი,, უკვე დასრულებული თოფი ეს დამღა შეიძლება ყოფილიყო ჩარტყმული როგორც ლულის ბალიშზე ისევე კალაპოტზე.

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 13 2009, 18:16

ავოეეეეეე დამასკა ყოფილა დამასკა....
ისვრით მაგ თოფიდან?

პოსტის ავტორი: gela_07 Nov 13 2009, 19:27

ციტატა(Bonehill @ Nov 13 2009, 19:16) *
ავოეეეეეე დამასკა ყოფილა დამასკა....
ისვრით მაგ თოფიდან?


რა თქმა უნდა ისვრის საკეტიც კარგი აქვს დამუშავებული არაა მექანიზმიც კარგად მუშაობს, უკვე იშვიათად რადგან პატრონი უკვე ასაკიანია და ძვლებურად ვეღარ ნადირობს უფრო სწორედ დაახლოებით 5 წელი იქნება არ უნადირია თვალის პრობლემა ქონდა ერთი კვირის უკან გაიკეთა ოპერაცია და ვნახოთ უკეთესობა კი აქვს. მეც მაქვს ბევრჯერ ნასროლი მაგარი სიამოვნებაა მიტანა და ჭრა აქვს საუკეთესო ყოველ შემთხვევაში მე უკეთესი მასროლი თოფი პირადად არც შემხვედრია თუ ზედმეტად არ ჩამითვლით ვერც ზაუერი, მერკელი, ზიმსონი, რუსულებზე რომ არაფერი ვთქვა რომლებიც კი გამისვრია ამ თოფთან ახლოსაც კი ვერ მივა მიუხედავად მისი გარეგნული იერისა და ასაკისა. წამალს მაქსიმუმ 1,7 - 1,8გ. აძლევს პატრონი ასე აქვს გამოცდილი მზას კი არ ისვრის, მასრის ზომა 60მმ აქვს 70მმ-იანი არ ჩადის, მეტალის მასრები გადაჭრილი აქვს და ისე ხმარობს

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 13 2009, 19:36

შემეცოდა თოფი, მძიმედ ყოფილა ნამუშევარი ! newsmile039.gif newsmile039.gif newsmile039.gif newsmile039.gif
დამასკი (თუ სქელკედლიანია) იტანს უბოლო დენთის გასროლას მაგრამ მის რესურსზე ეს კატასტროფულად მოქმედებს newsmile039.gif .
სავაზნეს რაც შეეხება 65მმ -ზეა საუბარი ალბათ. ჭრა და მიტანა კი რათქმაუნდა შეუდეარებელი ექნება , ეს ხომ ფრანკოტიაnewsmile05.gif
დასანანია რომ ამდენი "ნიტრო" გასროლის მონელება დასჭირდა ამ მშვენიერ ინსტრუმენტს, სანამ დროა : აღარ ისროლოთ ამ თოფიდან თანამედროვე ტყვია წამალი

პოსტის ავტორი: hunter777 Nov 13 2009, 19:53

ეუუ! დაუტანჯიათ ფრანკოტი ტო!!! ჯერ ნიტრო დენთით და მერე კიდე ლითონის მასრებით, newsmile038.gif newsmile038.gif newsmile039.gif პატივი ეცით მოხუცებს!!!

პოსტის ავტორი: gela_07 Nov 13 2009, 21:58

ციტატა(Bonehill @ Nov 13 2009, 20:36) *
შემეცოდა თოფი, მძიმედ ყოფილა ნამუშევარი ! newsmile039.gif newsmile039.gif newsmile039.gif newsmile039.gif
დამასკი (თუ სქელკედლიანია) იტანს უბოლო დენთის გასროლას მაგრამ მის რესურსზე ეს კატასტროფულად მოქმედებს newsmile039.gif .
სავაზნეს რაც შეეხება 65მმ -ზეა საუბარი ალბათ. ჭრა და მიტანა კი რათქმაუნდა შეუდეარებელი ექნება , ეს ხომ ფრანკოტიაnewsmile05.gif
დასანანია რომ ამდენი "ნიტრო" გასროლის მონელება დასჭირდა ამ მშვენიერ ინსტრუმენტს, სანამ დროა : აღარ ისროლოთ ამ თოფიდან თანამედროვე ტყვია წამალი



რომელი დენთი და რა დოზებით შეიძლება ამ თოფისთვის ხომ არ იცით?

პოსტის ავტორი: hunter777 Nov 13 2009, 23:08

შავი ბოლიანი დენთი უნდა ახმარო ეგეთი ლულიან თოფს

პოსტის ავტორი: ლევანი Nov 14 2009, 00:15

ადრე რო იყო...შავი დენთი..(ბოლიანი) მარტი იმ დენთით შეიძლება მანდედან სროლა....
სურათებზე ვერ გავარჩიე..ლულებზე რა აწერია ზემოდან???.. და იქნებ თვითონ კალაპოტის სურათი დადო გვერდხედში...გრავირება რო ჩანდეს..
ისე ეგ თოფი..კაი 100 წელზე მეტის არის....მაგას კარგი რესტავრაცია და კიდე იმუშავებს 100 წელი...მიტანას რაც შეეხება....ფრანკოტი ერთერთი საუკეთესოა მსოფლიოში მაგ მხრივ...ის, რაც შენ ჩამოთვალე...მაგისგან ძალიან ქვევით დგანან...

პოსტის ავტორი: gela_07 Nov 14 2009, 01:36

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 14 2009, 11:28

ციტატა(ვიტო @ Nov 14 2009, 01:20) *
მე გამიკვირდა ზაუერთან და ზიმსონთან შედარება

+100000
გერმანულ რიგით იარაღს არ უნდა შეადარო ფრანკოტი...
ფრანკოტი ფრანკოტია, თუმცა მანდაცაა გრადაციები

gela_07
მხოლოდ შავი დენთი ე.წ. ბოლიანი დენთი უნდა ისროლო, სანამ დროა დაივიწყეთ "სოკოლი" ! ! !
თუმცა შავ დენთებშიც არის სხვაობაა მარცვლების ზომის მიხედვით მაგრამ , მაგას მერე შეურჩევთ მთავარია თოფი დაუბრუნდეს მშობლიურ "საწვავს" .
შავი დენთის შოვნაზეც მოგახსენებთ: დღეს დღეობით საქართველოში არ შემოდის, ეს უეჭველად ვიცი. საზღვარგარეთიდან ვერ შემოიტან საბრძოლო მასალაა ბოლო ბოლო, ნუ რუსეთი ხომ სულ დაკეტილია, ან უკრაინიდან ან ძველ მონადირეებში უნდა გაიკითხოთ, მაგი მაინც არ ძველდება თუ სინესტე არ აიკიდა. მეც მჭირდებოდა ერთი პერიოდი ლევანს ქონდა საინტერესო ბელგიური თოფი და მაგისთვის, გახსოვს ლეუშ?

პოსტის ავტორი: gela_07 Nov 14 2009, 13:45

გერმანულ რიგით იარაღს არ უნდა შეადარო ფრანკოტი...
ფრანკოტი ფრანკოტია

გასაგებია რიგით გერმანულებს რომ ჯობია, მაგრამ სხვა უკეთესი ნაკლებადაა რომ შევადაროთ

პოსტის ავტორი: gela_07 Dec 10 2009, 01:16

ციტატა(ლევანი @ Dec 10 2009, 00:37) *
არა..ეგეთები მანდ არ ფასდება...მაგის შეფასება რამდენიმე კაცს შეუძლია...რო ჩამოეტანა..ბატონ ოთარს ვაჩვენებდით...მაგრამ რადგან ვერ მოაქვთ...ამ სურათებს ვანახებ ერთ კაცს...მართალია დაზუსტებით ვერ იტყვის..(მანდ ბევრი რამე არ ჩანს..მაგ.ლულების მდგომარეობა შიგნიდან) მაგრამ სავარაუდოთ გვეტყვის რამეს...და დავწერ აუცილებლად..

აუ ეხლა გადავხედე სურათებს...საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩანს....თან დამასკოს ლულებით ყოფილა...ეგ არ ეღირება მაინცდამაინც ძვირი...


წინასწარ დიდი მადლობა.
ლულებს რაც შეეხება დაზიანებები კი აქვს, რა მდგომარებაა გარედან მე მგონი სურათზეც ჩანს და შიგნიდანაც იგივე სჭირს დაახლოებით, ადრე დავწერე კიდეც, რომ ერთი მშვილდი აქვს გამოცლილი თავისი გატყდა ფეხზე შეყენებული გადმოვარდა სიმაღლიდან და მაშინ გატყდა, შეცვალა თავისით თვითონ გამოჭედა ახალი, თავიდან ბოლომდე მეც ვეხმარებოდი დამზადებაში მასალის შოვნიდან დაწყებული საბოლოო წრთობამდე 5 ცალი დაამზადა და გამოვცადეთ საუკეთესო ამ 5 დან თოფზე აყენია და უკვე დაახლოებით 15 წელზე მეტი იქნება მუშაობს და არავითარი სხვაობა არ შეიმჩნევა მეორესთან, მაგრამ მაინც თავისი არაა.

ფასს რაც შეეხება ვიცი რომ სურათით ზუსტად არ შეფასდება, მაგრამ მიახლოებით, ფორუმელთა აზრით რაც გამოვა რა.

ისე მე პირადად ასეთი ძთოფი რომ მქონდეს ნამდვილად არ გავყიდი, მაგრად მომეწონა ნადირობაში მწყერზეც ვნახე რა შეუძლია და იხვზეც. საკმაოდ მსუბუქი თოფია და რაღაცნაირი სასიამოვნო სანადიროა მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ ძველია.
ის რომ ნიტრო არ შეიძლებოდა ამ თოფისთვის ნამდვილად არ ვიცოდი აქ გავიგე ფორუმზე, პატრონსაც ვუთხარი მას კი ცოდნია, მაგრამ სხვა რა გხა მქონდაო ამბობს შავი წამლით ვერც მოკლულ ფრინველს და ვეღარც ძაღლს ვხედავო newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: mindauger Jan 2 2015, 21:52

ხალხოო აბა ამას გადახედეთ...რა გავაკეთო?ვინმე კარგი რესტავრატორი არ იცით??მიშველეთ რამე რა ვუშველო ამ თოფს...ან თუ ვინმე უშველის მივყიდი..ან რამდენად მივყიდო ეგ მაინც მირჩიეთ..
http://forum.ge/?f=49&showtopic=34718380

ეს ლინკი ნახეთ...

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Jan 2 2015, 22:15

ციტატა(mindauger @ Jan 2 2015, 22:52) *
ხალხოო აბა ამას გადახედეთ...რა გავაკეთო?ვინმე კარგი რესტავრატორი არ იცით??მიშველეთ რამე რა ვუშველო ამ თოფს...ან თუ ვინმე უშველის მივყიდი..ან რამდენად მივყიდო ეგ მაინც მირჩიეთ..
http://forum.ge/?f=49&showtopic=34718380

ეს ლინკი ნახეთ...


საკმაოდ რღული მდგომარეობააქ ლულები დამასკოა თუ გასხვიხებას აპირებთ მე მინდა რესტავრაცია აუცილებელია იმასაც გეტყვი რო განსაკუტრებული ფასეული არაა რარიტეტია მომწონს ფასი მოიფიქრე დააზუსტე და ტუ სევტანხმდებით ავიღებ


პოსტის ავტორი: mindauger Jan 2 2015, 22:31

საერთოდ აქ ვნახე ეს ორი ფრანკოტი...კიდევ აქვთ ნეტა საქართველოში?...საინტერესოა ისე...როგორც წავიკითხე კგბ-ს რევოლუციის მერე და 41-შიც გადაუდნია რაც კი ფრანკოტები ყოფილა ტერიტორიაზე...და არამარტო ეგენი...
რესტავრატორი მინდა ვინმე კარგი..ან სად შეილება გავიკითხო რო ვნახო ვინმე..მაინტერესებს რას დამიფასებს.თუ მიღირს მეც ძალიან მინდა რომ მქონდეს სახლში მსგავსი რამ...არ მიჭირს ეხლა ისე რომ ფულის გამო შეველიო მსგავს რამეს...ნუ ეხლა ეს რო 5000 არ ეღირება თუნდაც რესტავრირებული მეც ვხვდები მაგდენს.
ვაფშე ფრანკოტი როა ვერ ვნახე წარწერა...მაგარი გასაწმენდი კია,მარა მაინც ვერ ვნახე და შეილება რომ არ ეწეროს?ეგ ვაფშე ჩემი ვარაუდია რო ფრანკოტია..ნუ კლიმოებით და ა.შ. მივედი მაგ დასკვნამდე..

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Jan 2 2015, 23:11

ბელგიური თოფია ლიეჟიდან დამასკოს ფოლადის ლულებზე მაგრამ ფრანკოტია თქო არ მითქვამს უბრალოდ ძველი რარიტეტული გარე ჩახმახებიანი თოფია სავალალო მდგომარეობაში მაგ თოფის ხმარება თანამედროვე ვაზნებზე არც კი შეიძლება ეგ შავი დენტით დატენილ ვაზნებზე უნდა იხმაროდამასკოს ლულების გამო ტუ კიდე ვარგა ლულები ისიც სანახავია მე უბრალოდ გარეცახმახიანი ძველი თოფის ქონის სურვილი მაქ ეგ თოფი კი ეხლანდელი მდგომარეობით დიდი არაფერი ფასეულია თუ მუღამი გაქ დაიტოვე სანადიროდ მაინც ცოდოა ეგლა ეგ შავ დენთს ვიღა ხმარობს ან სად უნდა იშოვო თუ არგინდა და გაყიდვას აპირებ კიდე ფასი მითხარი შენ რას ფიქრობ მე ჩემსას გეტყვი თუ შევთანხმდებით შევთანხმდებით თუ არადა შენც კარაგდ იყავი და მეც newsmile05.gif

პოსტის ავტორი: mindauger Jan 2 2015, 23:27

მაიცა მასე უცებ ვერ გეტყვი ეხლა ვერაფერს. D.gif ცოტა აზრზე მოვალ,გავწმინდავ,ეს რაც ბაბუას აჩუქეს სულ რამდეჯერმე გავისროლე შვილების დაბადებაზეო,ალბათ 20 წელია არ უსვრია და ის კაცი 40 წლის წინ ისროდა თუ არა კაცმა არ იცის..მარა მაგარი მონადირე იყოვო ეგ კი მითხრა...
თუ იცით აუცილებლად სადმე უნდა ეწეროს მარკა ხო?იქნებ გამოჩნდეს რო გავწმენდ...

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Jan 3 2015, 11:35

ისე პერიოდუულად რო ეწმინდათ გაცილებით უკეთესი მდგომარეობა ექნებოდა :( თან 16 კალიბრია :( 12 რო იყოს უკეთესია სასხლეტების დამცავი ,,სკაბა,, ც დაკარგულია ეტყობა? მაგრამ მაინც ლამაზი თოფია ეტყობა newsmile05.gif პირადი დათვალიერებაც კარგი იქნებოდა მერე გაირკვეოდა რა ბიწიცა ეხა რაც შემიძლია ვთქვა ისაა რომ აშკარად ბელგიელია დალასკოს ლულებით

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)