დღეს დიდი დღე იყო !!! დიდი !!!! დღეს ჩატარდა პირველი სწავლება სპინინგში. ასეთი რამე, რამდენადაც მე ვიცი ჯერ არ ჩატარებულა საქართველოში
გავედით თბილისის ზღვაზე. დიდად თევზის დაჭერის ამბავში არ წავსულვართ. უბრალოდ გვინოდა გვენახა რა არის ეს "სპინინგი". ჩვენი გათვლების და მიუხედავათ - საკამაოდ ქარიანი ამინდი დაგვხვდა ზღვაზე. ამიტომ პატარა და დიდი ზღვის გამყოფ არხამდე აღარ მივედით და იქვე პატარა სარწყავი არხი ვნახეთ, შედარებით მოფარებულ ადგილას და მანდ გავჩერდით.
მონაწილეები საკმაო რაოდენობით იყვნენ:
Troutbiter
გიორგევიჩი
Davitus
Geojorjika
Der Rote Baron
ნიკაP&A
QOBALA
giga_bai
Hubert
გიორგი
მოგვიანებით ამოვიდნენ ტამპლიერი და დიტო
Troutbiter-მა საკამოდ საინტერესო სემინარი ჩაატარა. მოყვა ანკესებზე, კოჭებზე, ძუებზე. ისე უნდა ავღნიშნო, რომ სამაგალითო ანკესები მქონია სამაგალითო იმიტომ, რომ მაგალითისთვის ჩემი ანკესები იყო გამოყენებული
მერე ნელ ნელა გადავედით სატყუარებზე. ხოდა სატყუარების მერე დაიწყო ყველაზე საინტერესო ნაწილი: დავიწყეთ სატყუარების მოსინჯვა არხში. რავი მგონი ყველა ნასიამოვნები დარჩა და საფიქრალიც მიეცათ ბევრი.
ალბათ კიდე რამოდინმე მსგავს გასვლას მოვაწყობთ მომავალშიც, მაგრამ უკვე უფრო პრაქტიკულებს - თებზიც რომ იყოს.
QOBALA და giga_bai კამერებით იყვნენ მომარჯვებული. მე დიდად ვერ ვერკვევი ამგეებში, მაგრამ სერიოზული აპარატურა ჩანდა. მართალია ქარი იმათაც უშლიდა ხელს, მაგრამ იმედია ყველაფერი გამოუვიდათ. დაამონტაჟებენ ბიჭები ჩანაწრს და ვიდუებსაც დადებენ. ხო მართლა ამჯერად სურათები არ არის. მარტო ვიდეო ჩანაწერია. არავის ეცალა სურათების გადაღებისთვის
მოკლედ 3-4 მსგავსი სესია და გამოცდის ჩატარებაც შესაძლებელი იქნება
პატივისცემით,
გიორგი
მეც გავამზადე სპინინგი. გამოვიღე ჩემი შიმანოს კატუშკა. 30 ცალი ვობლერი და 12 საათამდე ტკბილად ვიძინე. რომ გავიღვიძე უკვე სახლებში იყავით. სიზმარში კი გნახეთ, მაგრამ ვერაფერი დავიმახსოვრე. იმედია ვიდეოებით მაინც გავიგებ რამეს
ხო ვიდეოს იმედი მეც მაქვს ისეთი ქარი იყო, რომ
ფრიად ნასიამოვნები დღევანდელი გასვლით.შევისწავლედ ცოტა რამ სპინინგის შესახებ.უფრო სწორედ კი არ შევისწავლეთ,გავერკვიეთ რა არის სპინინგი და როგორ მუშაობს.საკმაოდ საჭირო ინფორმაცია მივიღეთ,იმისდამიუხედავათ რო ზოგ ჩვენგანს ხანდახან გვითევზავია კიდეც სპინინგით.გავიგეთ ბევრი ახალი რამ,ტროუტბაიტერმა და გიორგიმ გაგვანათლეს ზოგიერთ რამეში,მათ შორის პრაქტიკულადაც.მოკლეთ ყველაფერი კარგი იყო ქარის გარდა!!!ველოდებით პრაქტიკულ სწავლებას საბოლოო შედეგით!!!
ფრიად სასიამოვნო და საინტერესო გასვლა იყო , საფიქრალი მომეცა კარგი სპინინგის აწყობის , მაგრამ ერთი კი ნამდვილად ვიცი ჩემი სპინინგი ულტრალაითი იქნება , იმდენად მგრძნობიარე იყო რომ ლამის გავრეკე სატყუარას ყოველ მოძრაობას ვგრძნობდი , მოკლედ დიდი მადლობა ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო ამ გასვლაში
ყოჩაღ თქვენ !!! ძალიან კარგია !!! სპინინგი უმაფრესი რამ არის !!
და ფოტო არაარის კაცო არაფერი? გიორგი?
ნოსო
არა ფოტო არ არის. მარტო ვიდეოა
გიორგი
დღეს ვნახეთ მასალა, მაგრამ ხმაში ცოტა პრობლემებია.. ისე მოველოდი ქარს, მაგრამ ეგ არაფერი... რაღაც ინფორმაციულ დონემდე მასალა გვაქვს და ხვალ დავამონტაჟებთ.
ისე დღევანდელი დღით კმაყოფილი ვარ... პირველი რიგში რომ გაგიცანით ფორუმელები და მეორე რიგში რომ ძაან საინტერესო და ნაყოფიერი სემინარი იყო... ბევრი რამ გავიგე და ძაან დავინტერესდი... Troutbaiter-ს დიდ მადლობას ვუხდი, რომ არ დაიზარა და თავის გამოცდილება და ცოდნა გაგვიზიარა..
ვიდეო მასალა, შეიძლება ხვალ საღამოს დავდოთ თუ არადა ზეგ...
giga_bai
გაიხარე კაცური კაცი ესეთი და ბევრად უკეთესი გასვლები ბევრი გვექნება ჩვენ. ეხლა დღეს ბუნება მოიკოჭლებდა რა თქმა უნდა და პურმარილობაც არ იყო, მაგრამ ეს სპეციფიკური გასვლა იყო - და ყველაზე მეტად საინტერესო იყო ამის ჩაწერა კამერაზე - ინფორმაციულია. იმედია ხმას მოუხერხებთ რამეს.
მეც მოხარული ვარ თქვენი გაცნობით და იმედია აწი უფრო ხშირად და ხშირად შევხვდებით.
აბა ველოდებით ვიდეოუებს
ჰა რეპორტი სადაა
გიორგი
ხმას მგონი რაღაც ეშველება, მარა რაღაც ნაწილს ვერა რადგან ცარიელი გუგუნია და არაფერი ისმის. მოკლედ როგორც იტყვიან ხოლმე "ეკრან პაკაჟიტ ვსიო"
მართლაც ძალიან კარგი გასვლა იყო, ტროუტბაიტეი იმდენად კარგად ხსნიდა რომ რაც კი კითხვა გამაჩნდა არც დამისვია თითონ შეეხო იმ საკითხებს და ამომწურავად მოგვაწოდა ინფრომაცია, პრაქტიკულადაც წავივარჯიშეთ, ხოლო რაც შეეხება ულტრა ლაითს გასვლაზე ავღნიშნე და ეხლაც ვიტყვი ფართო საზოგადოებისთვის რომ იმდენად იმდენად მგრძნობიარეა რომ 2ჯერ ლამის დავიყვირე თევზი დავიჭირე მეთქი
მალადცი ბიჭებო, კარგია რომ ნასიამოვნები ხართ და თან მასალაც გვაქვს პირველი უკვე
giga_bai
გიორგი
ვიტო
ვაახ კაცოოო მოგზავნილი ხარ? კითხვები იყო და კითხეს კიდევაც რაღაც რაღაცეები
კაი ინფორმაციული გასვლა იყო და ნუ ატრაკებთ ახლა ბევრი...
დიდი მადლობა Troutbiter-ს
მეც ულტრალაითისკენ ვიხრები, აუცილებლად უნდა შევიძინო, ეგდოს მაინც... რაიცი რა ხდება
არაგვი დაგეგმეთ შემდეგი
geojorjika
საქმე იქეთ მიდის, რომ, ეტყობა გადაცემების ციკლი უნდა მოვამზადოთ. ამისათვის საჭიროა შეირჩეს რაიმე მყუდრო ადგილი და ყველაფერი გაკეთდეს წინასწარ დაწერილი სცენარის მიხედვით. გუშინდელი გასვლის კადრები დადგმულ გადაცემასთან ახლოსაც ვერ მივა. ამაზე ვიმუშავოთ!
ოპერატორებმაც უკეთ უნდა დაგეგმონ რომელი კადრი საიდან გადაიღონ.
აი ნახავთ - სულ მალე სულ სხვა დონე გამოვა!
troutbaiter
ოპერატორის ხელოვნება ეს ნაწილია ჩვენი პროფესიის. ჩვენ სარეჟისოროზე ვსწავლობთ, მე და QOBALA . უკვე ვამთავრებთ და ასე თუ ისე სცენარის და იდეის ჩამოყალიბებაში გაწაფულები ვართ. თუ ყველაფერი დაგეგმილი იქნება და დრამატურგიული ხაზი შეიკვრება მე მგონი არ უნდა გამოვიდეს ცუდი.
ჩვენი გვინდა უბრალოდ რომ წინასწარ ვიცოდეთ ყველა ინფორმაცია, რომ მზად ვიყოთ გადაღებისთვის. ანუ თბილისის ზღვაზე ჩვენ არ ვიცოდით რა თემას რა თემა მოყვებოდა, რაზე უნდა გაგვემახვილებინა ყურადღება და ა.შ. ეს თუ გვეცოდინება ჩვენ და თანმიმდევრობით დაიგეგმება, მაშინ ჩვენც შევძლებთ ამბის შეკვრას,გვეცოდინება რა რის მერე მოდის და უფრო მოვემზადებით, და უფრო სუფთად და ზუსტად გადმოვცემთ ყველა დეტალს რაც საჭიროა. თუნდაც გადაღების ადგილზე ნახევარი საათით ადრე უნდა იყოს გადამღები ჯგუფი, რადგან გადაიღოს ცარიელი ნატურა, აიღოს დეტალები და გადაიღოს ჯგუფის მოსვლა და ა.შ. თუ ჩამოვყალიბდებით, იმედი მაქვს ყველაფერი ჯიგრულად წავა.
მთავარია რომ ერთი 3-4 დღით ადრე ვიცოდეთ სად მივდივართ და რა გეგმები გვაქვს, რადგან დაიგეგმოს გადაღება.
გილოცავთ ყველას ამ პირველ გასვლას. დიდი მადლობა არჩილს დახმარებისთვის...
იდეა: იქნებ ლექციების მსგავსი ვიდეოები გადაგვეღო და ჩვენი სახელით გვექნებოდა სერიოზული მასალა. კარგ საქმეს გავაკეთებდით...
ძლაიან საინტერესო გასვლა გმოვიდა. მე პირადად ბევრი რამე გავიგე ახალი და ჩემთვის სრულიად ახალი სათევზაო მიმართულება აღმოვაჩინე. დიდი მადლობა troutbaiter ს გაწეული შრომისათვის. მოკლედ ერთი ულტრალაითს რომ შევიძენ უახლოეს მომავალში ეგ დანამდვილებით ვიცი, შემდეგი გასლვა როდის იგეგმება?
მართლაც კარგი და საინტერესო დღე იყო!!! მადლობას უხდი არჩილს.
აბა რა ხდება ??? დამონტაჟდა ვიდეუები ??
გიორგი
რაცხა ზარმაცობენ სტუდენტები
giga_bai
მოდი იქნებ როგორც არის ისე დადო, და როცა დამონტაჟდება - მერე ჩავანაცვლებთ
ბოდიშით მართლა დაგვიანებისთვის... ეს დღეები უბრალოდ პრობლემები შექვექმნა კამერის მხრივ და სამონტაჟოს მხრივაც. ფიზიკურად ვერ ვყრით მასალას კომპიუტერში, რადგან კამერაც დაკავებულია და სამონტაჟოც. ხვალ უნდა მოვაგვაროთ ეგ საკითხი და როგორც კი შეიყრება მასალა ეგრევე დაიდება... ჩვენც ერთი სული გვაქვს როდის ვნახავთ და ავაწყობთ და დავდებთ, უბრალოდ ესეთი სიტუაციაა...
საბოდიშო ნამდვილად არაა! სიტუაცია სავსებით გასაგებია - ხდება ხოლმე! თქვენ არ ინერვ იულოთ და ჩვენ მშვიდად მოვითმენთ.
levan
კალმახზე თევზაობა აკრძალულია და შეეშვით მაგის გარჩევას ფორუმზე
giga_bai
რით ვეღარ დაგვადგა საშველი?
დასახურია უკვე თემა და იქნებ გაუხანგრძლივო სიცოცხლე.........
არა არ დახუროთ კაცო ეს თემა, დადებენ ბიჭები ვიდეოაბს, მაგ ვიდეოების იმედი მაქვს მე სპინინგის და სხვა აქსესუარების შეძენისას, ყველაფერი ზეპირად კი ვერ დავიმახსოვრე მასტერკლასზე
ეხლა ვამონტაჟებ და ან დღეს გვიან ღამე იქნება ან დილას დავაგდებ...
giga_bai
ჰე აბა თქვენ იცით.... გელოდებით
levan
ვინ რას თევზაობს ეს მისი საქმეა ,რო გითხრეს აქ არ დაწეროო ესეიგი ესეა საჭირო
levan
ლევან ეგ გასაგებია თქვენ რომ წყვეტთ,მაგრამ ეს ეწინააღმდეგება ჩვენს წესებს და ასე რომ თხოვნაა რომ გაითვალისწინოთ!!!
კაკრაზ რო არ წყვეტ .ამ ფურუმს თავისი მოდერები და უფროსობა ჰყავს და თავისი წესები აქვს და ამ წესებში წერია რომ აკრძალულია წითელ წიგნში შეტანილ ობიექტებზე ნადირობა და თევზაობა და მასზე საუბარი და პროპაგანდა,
ძმებო რაზე ემდავებით/. ჩემზე მააგრი მეთევზეები ხართ და ჩემზე კარაგდ იცით, რომ ანკესით კალმახს ვერაფერს ვერ უზავს ადამიანი.
თანაც აპირებენ ამოღებას. მე წინასწარ ვგეგმავ რა ვიყიდო როგორ ვიყიდო და ასე შემდეგ. ამიტომ მინდა ვიცოდე რა დამჭირდება.
მანამდე ამოიღბენ კიდეც აკრძალვიდან.
levan
არავინ გედავება,ჩვენ თუ დავრღვიეთ ჩვენივე წესები რაგამოვიდა?ამიტომ შეგიძლია სკაიპით ,ან პმ ში მიცერო ვისაც იცნობ კარგად და დაგაკვალიანებს.
ანკესი არაფერ უშვება შეიძლება, მაგრამ რომ დავწერთ ადგილებსა თუ საშვალებებს აქ 9 არასი თვალი უყურებს და ბრაკონიერებისათვის ადვილი ხელმისაწვდომი იქნება!!! ასე რომ მმგონი საწყენი არც არაფერია მეგობარო
რომ ამოიღებენ ლევან მაგ კონკრეტულ სახეობას ,მერე დავუშვებთ და ეგ არის.!!!
levan
არ გედავებით არაფერს.... უბრალოდ ვიცავთ ამ ფორუმზე დადგენილ წესებს.... როცა ამოიღებენ წითელი წიგნიდან - მერე რამდენიც გინდა იმდენი ილაპარაკეთ ფორუმზე და მანამდე იქნებ ან PM-ით ისარგებლოდ ან ტელეფონზე შეეხმიანოთ ერთმანეთს.... PM ნახე
levan
ეს ყველას ეხება.
სპინინგის ათვისება თუ გინდათ არიან მაგის სპეციალისტები და დაეხმარებიან, მაგრამ რაც აკრძალულია (თუნდაც უაზრობა იყოს) ჩვენ ვემორჩილებით ამ შეზღუდვებს. კალმახზე ზოგადად საუბარი არ იზღუდება, მაგრამ თევზაობის მეთოდებზე და ამ თევზის საცხოვრებელ ადგილებზე საუბარს აქ მკაცრად ვაკონტროლებთ და ამას ძირითადი მიზეზი აქვს ის, რომ ბრაკებამდე არ მივიტანოთ ის ინფო რაც შეიძლება რომ მათ არ ქონდეთ. მით უმეტეს, სპორტული თევზაობის მოყვარული და მიმდევარი მეთევზების ინტერესებშიც შედის ალბათ ამ თევზის ბრაკონიერებისგან დაცვა...
აკრძალვიდან რომ ამოიღებენ ამის იმედი ჩვენც გვაქვს. მანამდე კი ისეთი სპინის ყიდვას გირჩევ, რომელიც არა მარტო კალმახზე გათევზავებს
აი თემა დროებით იხურება. ბიჭებს ველაპარაკე და ვიდეოს რომ მომაწოდებენ - მერე გავხსნი ისევ
აი ჩვენი ნანატრი ვიდეოებიც..... მადლობა ბიჭებს
ვიდეოები დაიდო პირველ პოსტში
გიორგი
გიო ეს ვიდეოები პირველ პოსტშიც გადააგდე რა
ან კიდევ ახალი ტემა მიეცი ეს ვიდეობე შეაგდე და დახურე,
ძალიან კარგი საქმე გაკეთდა, ეს შეიზლება ვთქვათ რომ პირველი ქართული
შემსწავლელი ვიდეო რესურსია, დიდი მადლობა ყველას
აქაც იყოს და ცალკეც დავდებ.... სპინინგის განყოფილებაში
აი ეს არის საქმე და არა უხოურ საიტებზე ნანახი ვიდეობე......
იმედია მასალა ბევრი მოგროვდება დროთა განმავლობაში.
ერთი შენიშვნა ბიჭებს, პრომოში წერია ochopintre.ge მონადირეთა და მეთევზეთა
კლუბი, ჩვენ კლუბს ქვია "ოჩოპინტრე" მაგრამ ეგ არაფერი
დიდი მადლობა შრომისთვის
ვააა რა მაგრა გაუკეთებიათ ბიჭებს..... საღოლ... ნაღდად ღირდა ლოდინი......
გაიხარეთ ბიჭებო მემგონი პირველი გასვლის კვალობაზე ცუდი არ გამოვიდა,ცოტა ბუნებამ შეგვიშალა ხელი,მაგრამ მომავლისთვის ამასაც გავითვალისწინებთ. მადლობა ყველას,მე კმაყოფილი ვარ
რაც კარგია, კარგია!! ყოჩაღ ბიჭებს...
მესამე ნაწილში ხმა მარტო ჩემთან არ ისმის, თუ თქვენთანაც?
სად ვუყურო?
პირველ გვერდზეა გადატანილი
გადამღებ ჯგუფს დიდი მადლობა შრომისათვის!
ყოჩაღ ბიჭებო, კარგია!!! ქართულ ენაზე მსგავსი რამ პირველად ვნახე და მისასალმებელია ეს ყველაფერი. დიდი მადლობა ბიჭებს შრომისათვის.
ჭლოსედ
ისევ დიდი მადლობა გადამღებებს და სემინარის ჩამტარებელს,
ძალიან კარგი პრეცენდენტი მოხდა, იმედია შემდეგში უფრო დავწვრილმანდებით
ვიდეობი გადავიდა ქართულ სერვერზე და აწი ხმა ყველას აქვს !!!
ვიდეოები დევს პირველ პოსტში
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)