თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ წინა წლების არქივი _ კუმისი 28.09.2011

პოსტის ავტორი: გოგა Sep 29 2011, 22:47

მოკლედ დავიწყებ თითო თითო სურათით,გვტანჯავს ეს პიქსი.

ჭალო გაიჩითა იმ დღეს ჩემთან,კომპიუტერი ჰქონდა ჩემთან დასატოვებელი და.....
ხოდა გამომკითხა როგორ ხარ,რას შვებიო.
მეც ვუთხარი რომ სახლში ვზივარ უსაქმურადთქო.
კუმისი ხო არ მოვცხოთ,ისე,სასხვათაშორისოდო
....
მე ეხლა რას ვეტყოდი თანხმობის მეტს newsmile05.gif

ხოდა ერთი საღამოც არის და დამირეკა ჭალომ,იმ დღის შემოთავაზება ძალაშია და ექპრომტად ხო არ მოვხიოთო
მეთქი მოვხიოთ,მაგრამ მარტო მე და შენ ხო არ წავალთ მეთქი
ყველა მუშაობს შუა კვირაში და ვის დავურეკო არ ვიციო
ხოდა ფორუმზე დავწერ და ვინც მოცლილია კი შემოგვეხმიანებაო
ძალიან კარგი მეთქი ვუთხარი და იმის მერე რაც არავის გამოუთქვავს სურვილი წამოსვლის
შევიკრიბეთ ღამის 2 საათზე ჩემს სახლთან...
არა ტამპლიერის სახლი იყო ის,იმიტომ რომ როგორც დავასკვენით ბოლო დროს,ლურჯათ ყოფილა შეღებილი newsmile05.gif

ხოდა კი მოვიდა გიორგა და მეც უკვე გამზადებული ვიდექი გზის პირას სანატრელი თევზაობის მოლოდინში newsmile05.gif
გასვლის და ჩაბარგების სურათები არ გადაგვიღია იმის გამო რომ ორნი ვიყავით მარტო

მოკლეთ რო ვთქვა მივედით ადგილზე,გავშალეთ ანკესები და დავიწყეთ კოპტონის დასველება

გზად შეგვეჩეხა პატარა მეგობარი ძღარბი newsmile05.gif

http://pix.ge/

http://pix.ge/

ზოგი კოპტონს ასველებდა,ზოგი სიმინდს და ვიყავით ერთ ნეტარებაში,სიჩუმის თანხლებით

http://pix.ge/


http://www.radikal.ru




გიორგა ძღარბს ეძებდა სად არისო,მაგრამ რატომღაც ვერ პოულობდა newsmile05.gif


http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Sep 29 2011, 22:50

არ დაგჭირდება
გააგრძელე

ისე როგორ ახერხებ ატვირთვას

პოსტის ავტორი: გოგა Sep 29 2011, 22:52

ხოდა ეს პოსტის წაშლა რო აკრძალეთ,უყურეთ ეხლა ამ უაზრო პოსტებს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Sep 29 2011, 22:54

მე არ ვაღიარებ რადიკალს

პოსტის ავტორი: გოგა Sep 29 2011, 22:59

თან ვფიქრობდი რომელი ტივტივა დავაყენო,ვაგლერი თუ უბრალო მეთქი,მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე,მე პატარა თევზზე მოჩალიჩე არ ვარ და ჯობია დონკაზე ავაწყობ ორივე ანკესს მეთქი newsmile05.gif

http://www.radikal.ru

გიორგამ გავალ,იქნებ კალია მაინც დავიჭირო,ამურმა იცის დაჯდომაო newsmile045.gif

http://www.radikal.ru

მე ვუთხარი რა დროს ამურია,მოდი ერთი უფალი ვახსენოთ და ოჩო ვადღეგრძელოთთქო
ხოდა რა თქმა უნდა გიორგამ,დიდმა მონადირემ,მეთევზემ და გვერდში მდგომმა-ც არ დააყოვნა


http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru


პოსტის ავტორი: გოგა Sep 29 2011, 23:07

მოკლედ ცოტა არეულად დავდებ სურათებს
ბევრი არც არაფერი გვაქვს დასადები
ხან ტელეფონზე ვლაპარაკობდით უსაქმურობისგან,ხან პეიზაჟებს ვიღებდით


http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

იყო სურათებიც ნაგვის თანხლებით

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: Davitus Sep 29 2011, 23:15

უაარაბეიი, მალადეც და ბოლომდე დალოდებად თუ ღირს, მიგვანიშნე მაინც D.gif



თქვენა და კუმისზე იყავით და არ უნდა გებანავნათ აბსოლიტურათა? D.gif

პოსტის ავტორი: გოგა Sep 29 2011, 23:42

ხოდა ბევრი რო არ ვწერო უაზროთ,სურათები მაინც არ მაქვს საკმარისი...
დილის 6 საათია და ჩემი ზარი რეკააავს...

ნუ რეკავს ისე რა,როგორც სტანდარტულად იცის ხოლმე კუმისის ნახევარ კილოიანმა საზანმა...
გამიხარდა რათქმა უნდა და მივედი ახლოს ჯოხთან
მივედი და ველოდები მეორედ როდის დარეკავს...

როგორც კი დარეკა მეორედ,ვეცი და დავუპადსეჩკე!!!
კაცო კი დავუპადსეჩკე მაგრამ ეს ჯოხის წვერი კი დარჩა ადგილზე,ანუ არც კი განძრეულა!!!
აუ მეთქი ზაცეპია...
მაგრამ რას ვიზავდი,დავიწყე დატრიალება...
ვატრიალებ მაგრამ არ მოდის ლესკა,მხოლოდ ანკესის წვერი ჩადის წყლისკენ!!!

მეთქი დავიღუპეე,კარგი კოპტონის მონტაჟიც მივაყოლე თააან...
მაგრამ ამ ტრიალის დროს,თითქოს ის ზაცეპი დავძარი და მოზრდილ ჯოხს რო წამოიღებ,ისე წამოვიდა ჩემი ლესკაც!!!

ხოდა წამოსვლა იყო და რო დამცხო ხელში რაღაცააამ!!!!!!
აი მაშინ ვიფიქრე რო დავიღუპე!!! newsmile05.gif

და ეგრევე ვთქვი: გიო დიდია

ხოდა გიორგას მეტი რა უნდოდა,იქვე გაჩნდა თავისი საჩოკით newsmile05.gif

კაცო მომყავს ეს თევზი,მაგრამ ისე იქნევს თავს ეს ჯოხი რო რამის წყალზე ურტყავს წვერი!!!

მოკლედ ამჭიდაობაში ვარ და მთელ ამბავში რო ეს ჩემი იაფფასიანი კატუშკის ტორმუზიც ამუშავდა!!!
აი მაშინ კი ნამდვილად ვიფიქრე რო მართლა დამენძრა!!! newsmile05.gif

რაღას ვიზავდი,საქმე ბოლომდე უნდა მიმეყვანა!!!
ხოდა გავაგრძელე ტრიალი...
ვატრიალე ვატრიალე და უკვე ნაპირთან მოყვანილი რო დავინახე,მივხვდი რო დიდი იყო newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif

გიორგამ თქვა ამურიაო,მაგრამ მაგას ვუყურებდი ეხლა მეე?! newsmile05.gif

კაცო,მოვიყვან ამ ნაპირთაან,უცბათ დასცხებს და გავარდება ნაპირის გასწვრივ!!!
ოღონდ განა თევზივით გავარდება,მიქრის აკულასავით newsmile05.gif

მოვიყვან ისევ გავარდება...

თან იმის ფიქრში ვარ: ჯოხი მაქვს 18 ლარიანი,კატუშკა 15 ლარიანი,ლესკა ხო საერთოდ არ მახსოვს რა მიყენია,ალბათ 3 ლარიანი newsmile090.gif
მოდი და ენდე....


ამ დროს გიორგა ცდილობს ჩასვას საჩოკში
მეორე მცდელობაზე კი დაუხვედრა წინ საჩოკი და კი შეხტა ეს თევზი შიგნით...
შეხტა და გიორგამაც დაიყვირა,გატეხაო
მეთქი რა გატეხა
საჩოკიო

ხოდა გატეხაოო და კი დაახტა გიორგა ზემოდან ამ თევზს და მაგას კი ეგონა მშრალზე ვახტებიო,მაგრამ აღმოჩნდა რო წყალში ჩამხტარა newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif

მაგრამ მაგას ვინ უყურებდა,დაახტა და ვეცი მეც!!!

ხოდა გიორგა ყვირის ნელაო...
მეთქი რა ნელა...
რა ნელა და კრუჩოკი შემერჭოო
მეთქი სად...
სად და რო დავხედე,ვენაში ჰქონდა ერთი კრუჩოკი შერჭობილი!!!

ეხლა ცალი ხელით ამ თევზს ებღაუჭება,ცალი ხელით საჩოკი უჭირავს და ცალი ხელით ცდილობს ლესკა მოუშვას რო კრუჩოკმა ძალიან არ დაქაჩოს newsmile090.gif

ეხლა მე ვეცი,მაგრამ გიორგა მეუბნება გაწყვეტილი აქვს ლესკაო(ანუ საჩოკში შეხტომის დროს კი გაუწყვეტია უკვე პავადოკი!!!) მოვასწარით ფაქტიურად!!!

თევზი მომცა ხელში და მეთქი გავიყვან ამ თევზს სამშვიდობოს...
ხოდა როგორც ჩემს ხელში აღმოჩნდა თევზი კი დაიწყო ფართხალი,ეს მეორედ დამიჭერსო.... newsmile090.gif ხოდა დავახტი ზემოდან და მემგონი შეყვარებული არ ჩამიხუტებია ეგრე ძლიერად ეგ რო ჩავიხუტე newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif

მოკლედ რო ვთქვა მაგარი სანახავები ვიყავით ეს ორი ბებერი როგორ დავსდევდით თევზს D.gif D.gif D.gif

თევზი გავიყვანე სამშვიდობოს და მეთქი გიორგას მივხედავ,კრუჩოკს გამოვაძრობთქო და რო მივედი კი გამოუძრია უკვე(ძველ მონადირის ზაკალკა მაინც სხვაა newsmile045.gif )

აი ეს არის ის თევზიც,რომლის გამოც კარგათ ვიხტუნავეთ მე და დიდმა ჭალიმგელამ D.gif D.gif D.gif


http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ციტატა(Davitus @ 30th September 2011 - 00:15) *
უაარაბეიი, მალადეც და ბოლომდე დალოდებად თუ ღირს, მიგვანიშნე მაინც

ღირს დავით ღირს newsmile05.gif

ციტატა(Davitus @ 30th September 2011 - 00:15) *
თქვენა და კუმისზე იყავით და არ უნდა გებანავნათ აბსოლიტურათა?

ვიბანავეთ კი არადა კი გაგვატუტუცა ამ თევზმა მართლა აბსოლიტურადა D.gif D.gif D.gif

ისე სახეზეც კი მეტყობა გამოშტერებული ვარ ზომისგან
newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Davitus Sep 29 2011, 23:47

უიიმადაფაქააააა... ფაქტიურად რეკორდია ტო... აი მალადეეეს



7 კგ?

პოსტის ავტორი: იაშკა Sep 29 2011, 23:47

small3d018.gif საღოლ ბიჭებოnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: ალთაზარ Sep 29 2011, 23:49

საააააღოლ აი მესმის რიბაა D.gif კაია კაია ) მომილოცამს newsmile029.gif

პოსტის ავტორი: გოგა Sep 29 2011, 23:50

ცუდათ ვიყავი,იმ საღამოს ნამთვრალები და უძილარი ძლივს ვიდექი ფეხზე და კი გამომაფხიზლა მაგ დალოცვილმა newsmile05.gif

ამის მერე კი გათენდა და მარტო პატარა კარასები ხვრიტავდნენ ტვინს კოპტონზე


http://www.radikal.ru

სხვა იმ დღეს სერიოზული მაინც არაფერი ყოფილა

ეს მაგარი იყო,3 კარასი დავიჭირე კოპტონზე
მაგრამ მაქედან ერთს ჰქონდა ჩარტყმული,მეორეს გარედან ჰქონდა კრუჩოკი და მესამეს შიგ ტუტუაში ჰქონდა კრუჩოკი გამოდებული
newsmile090.gif

გიორგა მეც მეკაიფებოდა ამ ულოვით და თავის თავსაც,იმის მერე ამის დაჭერა კი სირცხვილიაო,მაგრამ რას ვიზავთო newsmile05.gif

http://www.radikal.ru

მერე დღისით ცოტა წავიპოზიორეთ
დაბმული გვყავდა თევზი,აბა სადოკში არ ეტეოდა და შუკის ჩამოსაკიდებელი ჰქონდა გიორგას,იმით მივაბით ძროხასავით newsmile05.gif

http://www.radikal.ru

მოკლეთ გაიხაროს გიორგამ,ისე დამეხმარა და იშრომა თითქოს თავის ანკესზე იყო დამჯდარი თევზი!!!
ეგ რო არ ყოფილიყო,მე მარტო მაგას ვერ გამოვიყვანდი,მითუმეტეს იმ აბმუნდიროვანიით რაც მე მქონდა!!!

პოსტის ავტორი: ზახარა Sep 29 2011, 23:50

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif აი ძმაოო თებზიი D.gif D.gif

პოსტის ავტორი: გოგა Sep 29 2011, 23:50

ციტატა(Davitus @ 30th September 2011 - 00:47) *
7 კგ?

ხო 7 კილო გამოვდა

პოსტის ავტორი: Davitus Sep 30 2011, 00:07

გოგა

მგონი ჩვენთან რეკორდია ხო?

პოსტის ავტორი: გოგა Sep 30 2011, 00:21

ციტატა(Davitus @ 30th September 2011 - 01:07) *
მგონი ჩვენთან რეკორდია ხო?

არა რა რეკორდია,სოსო გვიშრობს ხოლმე სისხლს თავისი ულოვებით D.gif

მე არც მეგონა კუმისზე თუ იყო ამხელა თევზი
სულ იმ აზრით მივდივარ ხოლმე რო 1-2 კილოიან საზანს დავიჭერ მაქსიმუმ
მაგრამ ამხელა სიამოვნება მივიღე...
ნუ ცოტა ძნელია სათქმელად newsmile05.gif

მადლობა ბუნებას რო ამხელა თევზი მაჩუქა
და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჭალიმგელას რო დამეხმარა სერიოზულად და თევზი არ გამაშვებინა დაჟე თავისი ვენის გახვრეტის ფასად!!! newsmile05.gif


ერთი კიდე ის გამისწორდა რო ბარდაგი არ იყო და სიწყნარეში მე და გიორგამ ლამაზად დავილოცეთ კიდეც,ვითევზავეთ კიდეც და დავისვენეთ კიდეც newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Sep 30 2011, 07:51

მალადეც მალადეც. ესეიგი ამ ბოლო დღეებში ძმებს საუცხოო გასვლა ქონდათ, ღმერთმა გიმრავლოთ მსგავსი გასვლები, Davitus

ციტატა(Davitus @ 30th September 2011 - 01:07) *
მგონი ჩვენთან რეკორდია ხო?

მეც მყავს 7 კილოიანი ამური დანაჭერი, საცხა უნდა მედოს აქ მაგის სურათი... D.gif
აი მართლა მაგარი კაიფი აქვსმაგხელა ამურს, დაკა დოლი გაწი გარმონია ეგ მომენტი D.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Sep 30 2011, 09:29

სასწორსაც გადავუღეთ, 7 კილო და 150 გრამი იყო მე მგონი

პოსტის ავტორი: sabo73 Sep 30 2011, 09:48

ყოჩაღ დამალადეც. ღმერთმა ბევრი მასეთი დაგაჭერინოთ.
ისე მაგ თევზის წონის მე მე-7 კლაში ვიყავი მგონი. D.gif

პოსტის ავტორი: Sos049 Sep 30 2011, 10:10

აუფ,მაგარია!
გილოცავთ,მშვენიერი ნადავლია.კარგი ბრძოლა იქნებოდა დარწმუნებული ვარ და დიდ სიამოვნებასაც მიიღებდით.
ღმერთმა უფრო მოზრდილები აგაყვანინოთ...
გიოს კი გადარჩენას ვულოცავ newsmile045.gif ისე,მართლი ძაან საშიშია დიდ თევზზე მეორე ნემსკავი...
აგარ,ერთი თვის წინ,თბილისის ზღვაზე,დიდი საზნის ხელით ამოყვანა მოინდომა ერთმა.წყალში შევიდა და...ფეხებს შუა გაუძვრა საზანი,მეორე ნემსკავი კოჭთან გამოედი და ...იმის ღრიალს მიქონდა იქაურობა.
0.5 სადავე გაუწყვიტა თევზმა და დატოვა ეს დაკოჭლებული...
ცუდი იქით იყოს... newsmile045.gif და კიდევ ერთხელ გილოცავთ! newsmile027.gif

პოსტის ავტორი: FISHERMAN Sep 30 2011, 10:29

ჭალიმგელა
გოგა
საღოლ ბიჭებო, small3d018.gif small3d018.gif ღმერთმა სულ უფრო მეტი და მეტი დაგაჭერინოთ, დარწმუნებული ვარ მაგარი ჭიდაობა გექნებოდათ D.gif D.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Sep 30 2011, 10:51

ცოტა სურათებს მეც მივამატებ

პატარა წავიპოზიორეთ newsmile05.gif
http://imageshack.us/photo/my-images/820/dsc05895s.jpg/

http://imageshack.us/photo/my-images/838/dsc05896h.jpg/

http://imageshack.us/photo/my-images/14/dsc07803qc.jpg/

http://imageshack.us/photo/my-images/713/dsc07807ww.jpg/

http://imageshack.us/photo/my-images/832/dsc07808a.jpg/

http://imageshack.us/photo/my-images/695/dsc07809o.jpg/

პოსტის ავტორი: შოთა.03 Sep 30 2011, 10:56

ეგ სასწორი იტყუება სავარაუდოდ, მეტი უნდა ყოფილიყო ეგ თევზი D.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Sep 30 2011, 10:58

შოთა.03
7 კილო და 75 ია ზუსტად. კარგად ჩანს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Sep 30 2011, 10:58

დამიფასდა თქვენზე სწავლება რაD.gif D.gif

პოსტის ავტორი: შოთა.03 Sep 30 2011, 11:10

ჭალიმგელა

ციტატა(Chalimgela @ 30th September 2011 - 11:58) *
7 კილო და 75 ია ზუსტად. კარგად ჩანს

სხვარამეს ვგულისმობ, კერძოდ იმას, რომ მაღაზიებშI მაგნაირ სასწორებს, ისე აყენებენ, რომ წონაშI მოიტყუოს, შესაბამისადაც ეგ თევზი უფრო მეტი იქნებათქო!!! D.gif

პოსტის ავტორი: GAJET Sep 30 2011, 18:21

მალადიეეეც.... კარგია, კარგიი.

როგორც გამოჩენილი ქართველი საზოდაგო მოღვაწე (სახელს და გვარს ვერ დავასახელებ)იტყოდა : შედეგი გაქვს უზააააარმააზააარიი. და ყველას გსურვებთ წარმატებულ თევზჭერას..

პოსტის ავტორი: MARLIN Sep 30 2011, 18:53

პირველ რიგში მოგილოცავთ კარგ შედეგს.... 7კგ ამურის მანევრის და რივოკის გაჩერებას დიდი ოსტატობა და შესაბამისი აღჭურვილობა უნდა...
მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი- კოპტონზე ანუ ფსკერზე დაწებებული სატყუარით ამურის დასმა მარტო ოსტატებს შეუზლიათ...
ამური+კოპტონი thinking.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Sep 30 2011, 21:01

უააარაააააბეეეიიიიიიი....... მაგრები ხართ რაააა, გეხუტუნეთ სათითაოდ...... ეგ ერთი და სხვა მრავალი......

პოსტის ავტორი: Fishing Club Sep 30 2011, 23:23

გაიხარეთ ლომები! მაგარია ძაან!

პოსტის ავტორი: Fishman Sep 30 2011, 23:54

ვააა რააა მაგარიააა!!!! თევზაობაც ამას ქვიააა newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: BIGმიშა Oct 1 2011, 08:44

ძაან მაგარია საღოლ ბიჭებოო

პოსტის ავტორი: ჩელე Oct 1 2011, 13:34

ნეტა ქინძ-ძმარზე არ დამპატიჟებეეენ???......

პოსტის ავტორი: Davitus Oct 1 2011, 13:36

ჩელე

ციტატა(chele @ 1st October 2011 - 14:34) *
ქინძ-ძმარზე
არამგონია და გინძმარზე შეიძლება D.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Oct 1 2011, 13:38

Davitus

ვააააა...... არა და, რა დიდი იმედი მქონდაააა???......

პოსტის ავტორი: Davitus Oct 1 2011, 13:56

ჩელე

ვიკენდის იმედი გქონდა, ქინძის, ძმრის, გოგასი თუ ნიკასი D.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Oct 1 2011, 14:02

Davitus

ციტატა(Davitus @ 1st October 2011 - 14:56) *
ქინძის, ძმრის, გოგასი


ამ 3-ის იმედი მქონდა, რად უნდა ამას უიქენდი? დაჭრა თევზი, ჩადო ქინძ-ძმარში, დაუქოლა ჩელეს და ეგ არის რააა...... D.gif D.gif D.gif: D D.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Oct 1 2011, 19:35

მარტო ჩელეს? D.gif

პოსტის ავტორი: გოგა Oct 1 2011, 19:36

არა რა,ვატყობ ცოტა მეტი წონის თევზი უნდა დამეჭირა D.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Oct 1 2011, 19:42

გოგა
გვეყოფა.....

D.gif

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Oct 1 2011, 20:01

ძალიან მაგარი ნადავლია.. !

პოსტის ავტორი: giga_bai Oct 2 2011, 00:14

გოგა გილოცავ. რეპორტს რო ვკითხულობდი ფეხებს ვაბაკუნებდი ისე შევყევი და წარმომიდგენია რა იქნებოდა სინამდვილეში. ისე მგონი კოპტონზე იშვიათად მოდის ამური როგორც ვიცი. უფრო წყლის შუა ზოლში უყვარს ყოფნა.

P.S.

სროლის დისტანცია რამხელა იყო თუ საიდუმლო არ არის ? newsmile05.gif





პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Oct 2 2011, 08:46

giga_bai
70 მეტრამდე +/-

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 2 2011, 15:16

ყოჩაღ გოგა ფანტასტიური შედეგია გილოცავ ! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Oct 2 2011, 18:48

მალადეც გოგა , ძალია მაგარი შედეგია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: (dila)adriano Oct 4 2011, 22:18

small3d018.gif small3d018.gif
დარწმუნებული ხარ რომ ეგ გოჭი არაა? newsmile015.gif

პოსტის ავტორი: kaxa_m Apr 3 2012, 10:41

მაგრები ხარტ გილოცავტ მარტლა კარგი ნადავლია .მეც დავიჟირე კუმიცზე მხოლოდ 4 კილო იკო ამური . დურაჩკაზე

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Apr 3 2012, 11:42

დაიხურა

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)