თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ წინა წლების არქივი _ 25.10.2009 მასტერკლასი სპინინგში N1

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 25 2009, 13:55

დღეს დიდი დღე იყო !!! დიდი !!!! newsmile05.gif დღეს ჩატარდა პირველი სწავლება სპინინგში. ასეთი რამე, რამდენადაც მე ვიცი ჯერ არ ჩატარებულა საქართველოში newsmile05.gif

გავედით თბილისის ზღვაზე. დიდად თევზის დაჭერის ამბავში არ წავსულვართ. უბრალოდ გვინოდა გვენახა რა არის ეს "სპინინგი". ჩვენი გათვლების და მიუხედავათ - საკამაოდ ქარიანი ამინდი დაგვხვდა ზღვაზე. ამიტომ პატარა და დიდი ზღვის გამყოფ არხამდე აღარ მივედით და იქვე პატარა სარწყავი არხი ვნახეთ, შედარებით მოფარებულ ადგილას და მანდ გავჩერდით.

მონაწილეები საკმაო რაოდენობით იყვნენ:
Troutbiter
გიორგევიჩი
Davitus
Geojorjika
Der Rote Baron
ნიკაP&A
QOBALA
giga_bai
Hubert
გიორგი

მოგვიანებით ამოვიდნენ ტამპლიერი და დიტო

Troutbiter-მა საკამოდ საინტერესო სემინარი ჩაატარა. მოყვა ანკესებზე, კოჭებზე, ძუებზე. ისე უნდა ავღნიშნო, რომ სამაგალითო ანკესები მქონია newsmile035.gif newsmile035.gif სამაგალითო იმიტომ, რომ მაგალითისთვის ჩემი ანკესები იყო გამოყენებული newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

მერე ნელ ნელა გადავედით სატყუარებზე. ხოდა სატყუარების მერე დაიწყო ყველაზე საინტერესო ნაწილი: დავიწყეთ სატყუარების მოსინჯვა არხში. რავი მგონი ყველა ნასიამოვნები დარჩა და საფიქრალიც მიეცათ ბევრი.
ალბათ კიდე რამოდინმე მსგავს გასვლას მოვაწყობთ მომავალშიც, მაგრამ უკვე უფრო პრაქტიკულებს - თებზიც რომ იყოს.

QOBALA და giga_bai კამერებით იყვნენ მომარჯვებული. მე დიდად ვერ ვერკვევი ამგეებში, მაგრამ სერიოზული აპარატურა ჩანდა. მართალია ქარი იმათაც უშლიდა ხელს, მაგრამ იმედია ყველაფერი გამოუვიდათ. დაამონტაჟებენ ბიჭები ჩანაწრს და ვიდუებსაც დადებენ. ხო მართლა ამჯერად სურათები არ არის. მარტო ვიდეო ჩანაწერია. არავის ეცალა სურათების გადაღებისთვის newsmile05.gif newsmile05.gif

მოკლედ 3-4 მსგავსი სესია და გამოცდის ჩატარებაც შესაძლებელი იქნება newsmile05.gif

პატივისცემით,


გიორგი












პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Oct 25 2009, 14:05

მეც გავამზადე სპინინგი. გამოვიღე ჩემი შიმანოს კატუშკა. 30 ცალი ვობლერი და 12 საათამდე ტკბილად ვიძინე. რომ გავიღვიძე უკვე სახლებში იყავით. სიზმარში კი გნახეთ, მაგრამ ვერაფერი დავიმახსოვრე. იმედია ვიდეოებით მაინც გავიგებ რამეს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 25 2009, 14:09

ხო ვიდეოს იმედი მეც მაქვს newsmile05.gif ისეთი ქარი იყო, რომ newsmile038.gif

პოსტის ავტორი: გიორგევიჩ Oct 25 2009, 14:10

ფრიად ნასიამოვნები დღევანდელი გასვლით.შევისწავლედ ცოტა რამ სპინინგის შესახებ.უფრო სწორედ კი არ შევისწავლეთ,გავერკვიეთ რა არის სპინინგი და როგორ მუშაობს.საკმაოდ საჭირო ინფორმაცია მივიღეთ,იმისდამიუხედავათ რო ზოგ ჩვენგანს ხანდახან გვითევზავია კიდეც სპინინგით.გავიგეთ ბევრი ახალი რამ,ტროუტბაიტერმა და გიორგიმ გაგვანათლეს ზოგიერთ რამეში,მათ შორის პრაქტიკულადაც.მოკლეთ ყველაფერი კარგი იყო ქარის გარდა!!!ველოდებით პრაქტიკულ სწავლებას საბოლოო შედეგით!!! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: geojorjika Oct 25 2009, 18:17

ფრიად სასიამოვნო და საინტერესო გასვლა იყო , საფიქრალი მომეცა კარგი სპინინგის აწყობის , მაგრამ ერთი კი ნამდვილად ვიცი ჩემი სპინინგი ულტრალაითი იქნება , იმდენად მგრძნობიარე იყო რომ ლამის გავრეკე სატყუარას ყოველ მოძრაობას ვგრძნობდი newsmile05.gif , მოკლედ დიდი მადლობა ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო ამ გასვლაში newsmile05.gif

პოსტის ავტორი: salamandra Oct 25 2009, 18:20

ყოჩაღ თქვენ !!! ძალიან კარგია !!! სპინინგი უმაფრესი რამ არის !!

პოსტის ავტორი: ნოსო Oct 25 2009, 19:51

და ფოტო არაარის კაცო არაფერი? გიორგი?

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 25 2009, 19:53

ნოსო
არა ფოტო არ არის. მარტო ვიდეოა

პოსტის ავტორი: giga_bai Oct 25 2009, 19:56

გიორგი

დღეს ვნახეთ მასალა, მაგრამ ხმაში ცოტა პრობლემებია.. ისე მოველოდი ქარს, მაგრამ ეგ არაფერი... რაღაც ინფორმაციულ დონემდე მასალა გვაქვს და ხვალ დავამონტაჟებთ.

ისე დღევანდელი დღით კმაყოფილი ვარ... პირველი რიგში რომ გაგიცანით ფორუმელები და მეორე რიგში რომ ძაან საინტერესო და ნაყოფიერი სემინარი იყო... ბევრი რამ გავიგე და ძაან დავინტერესდი... Troutbaiter-ს დიდ მადლობას ვუხდი, რომ არ დაიზარა და თავის გამოცდილება და ცოდნა გაგვიზიარა.. newsmile090.gif

ვიდეო მასალა, შეიძლება ხვალ საღამოს დავდოთ თუ არადა ზეგ...

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 25 2009, 20:02

giga_bai
გაიხარე კაცური კაცი newsmile05.gif ესეთი და ბევრად უკეთესი გასვლები ბევრი გვექნება ჩვენ. ეხლა დღეს ბუნება მოიკოჭლებდა რა თქმა უნდა და პურმარილობაც არ იყო, მაგრამ ეს სპეციფიკური გასვლა იყო - და ყველაზე მეტად საინტერესო იყო ამის ჩაწერა კამერაზე - ინფორმაციულია. იმედია ხმას მოუხერხებთ რამეს.

მეც მოხარული ვარ თქვენი გაცნობით newsmile05.gif და იმედია აწი უფრო ხშირად და ხშირად შევხვდებით.

აბა ველოდებით ვიდეოუებს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: იკო1981 Oct 25 2009, 20:08

ჰა რეპორტი სადააnewsmile05.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: giga_bai Oct 25 2009, 20:34

გიორგი

ხმას მგონი რაღაც ეშველება, მარა რაღაც ნაწილს ვერა რადგან ცარიელი გუგუნია და არაფერი ისმის. მოკლედ როგორც იტყვიან ხოლმე "ეკრან პაკაჟიტ ვსიო" newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Der Rote Baron Oct 25 2009, 21:38

მართლაც ძალიან კარგი გასვლა იყო, ტროუტბაიტეი იმდენად კარგად ხსნიდა რომ რაც კი კითხვა გამაჩნდა არც დამისვია თითონ შეეხო იმ საკითხებს და ამომწურავად მოგვაწოდა ინფრომაცია, პრაქტიკულადაც წავივარჯიშეთ, ხოლო რაც შეეხება ულტრა ლაითს გასვლაზე ავღნიშნე და ეხლაც ვიტყვი ფართო საზოგადოებისთვის რომ იმდენად იმდენად მგრძნობიარეა რომ 2ჯერ ლამის დავიყვირე თევზი დავიჭირე მეთქი newsmile035.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Oct 25 2009, 21:41

მალადცი ბიჭებო, კარგია რომ ნასიამოვნები ხართ და თან მასალაც გვაქვს პირველი უკვე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგევიჩ Oct 25 2009, 21:42

giga_bai

ციტატა(giga baindurashvili @ 25th October 2009 - 09:34 PM) *
ხმას მგონი რაღაც ეშველება, მარა რაღაც ნაწილს ვერა რადგან ცარიელი გუგუნია და არაფერი ისმის. მოკლედ როგორც იტყვიან ხოლმე "ეკრან პაკაჟიტ ვსიო"


სამწუხარო იქნება თუ ტროუტბაიტერის ნალაპარაკები შუმით გავა.ჩვენ კი გავიგეთ ყველაფერი იქ ვინც ვიყავით მაგრამ.... მაგრამ რას იზავ,სხვა დროს იმედია კარგი ამინდი დაემთხვევა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 25 2009, 21:58

გიორგი

ციტატა(dubidubiduu @ 25th October 2009 - 02:55 PM) *
ხო მართლა ამჯერად სურათები არ არის

შეგირცხვეთ ულვაში newsmile05.gif
დავიჯერო ყველა ეგრე კარგად გაერკვიეთ რომ კთხვებიც არ გაგიჩნდათ? newsmile05.gif


პოსტის ავტორი: Der Rote Baron Oct 25 2009, 22:02

ვიტო
ვაახ კაცოოო newsmile035.gif მოგზავნილი ხარ? newsmile035.gif კითხვები იყო და კითხეს კიდევაც რაღაც რაღაცეები newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Davitus Oct 25 2009, 22:06

კაი ინფორმაციული გასვლა იყო და ნუ ატრაკებთ ახლა ბევრი... newsmile05.gif

დიდი მადლობა Troutbiter-ს

მეც ულტრალაითისკენ ვიხრები, აუცილებლად უნდა შევიძინო, ეგდოს მაინც... რაიცი რა ხდება newsmile035.gif

პოსტის ავტორი: giga_bai Oct 25 2009, 22:58

ციტატა(გიორგევიჩ @ Oct 25 2009, 10:42 PM) *
giga_bai


სამწუხარო იქნება თუ ტროუტბაიტერის ნალაპარაკები შუმით გავა.ჩვენ კი გავიგეთ ყველაფერი იქ ვინც ვიყავით მაგრამ.... მაგრამ რას იზავ,სხვა დროს იმედია კარგი ამინდი დაემთხვევა newsmile05.gif


მთავარია თბილისის ზღვა არ იყოს. რაც თავი მახსოვს სულ ქარია... ნე ეს დღე მაინც საცდელი დღე იყო გადაღების მხრივაც, შემდეგში უკვე პრაქტიკული გასვლები რომ იქნება და შედეგიანი თევზის ჭერის მხრივ მერე უფრო დავიხვეწებით. ნუ ეს დღე რაღაც პატარა არქივის სახით იქნება...

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 25 2009, 23:05

არაგვი დაგეგმეთ შემდეგი

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 25 2009, 23:11

ციტატა(ვიტო @ Oct 26 2009, 12:05 AM) *
არაგვი დაგეგმეთ შემდეგი


არ არის ცუდი აზრი

პოსტის ავტორი: Power_VANO Oct 25 2009, 23:26

geojorjika

ციტატა(geojorjika @ 25th October 2009 - 08:17 PM) *
ფრიად სასიამოვნო და საინტერესო გასვლა იყო , საფიქრალი მომეცა კარგი სპინინგის აწყობის , მაგრამ ერთი კი ნამდვილად ვიცი ჩემი სპინინგი ულტრალაითი იქნება , იმდენად მგრძნობიარე იყო რომ ლამის გავრეკე სატყუარას ყოველ მოძრაობას ვგრძნობდი , მოკლედ დიდი მადლობა ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო ამ გასვლაში

ორგაზმ ბილ? newsmile035.gif

მინდოდა დღეს მეც წამოსვლა, მაგრამ ვერ მოვახერხე, ეს სპინინგი მაინტერესებს მეც. ვიდეო რომ გადაგიღიათ გამიხარდა, ეგრე მაინც მივიღებ ინფოს newsmile05.gif


პოსტის ავტორი: troutbaiter Oct 25 2009, 23:33

საქმე იქეთ მიდის, რომ, ეტყობა გადაცემების ციკლი უნდა მოვამზადოთ. ამისათვის საჭიროა შეირჩეს რაიმე მყუდრო ადგილი და ყველაფერი გაკეთდეს წინასწარ დაწერილი სცენარის მიხედვით. გუშინდელი გასვლის კადრები დადგმულ გადაცემასთან ახლოსაც ვერ მივა. ამაზე ვიმუშავოთ!
ოპერატორებმაც უკეთ უნდა დაგეგმონ რომელი კადრი საიდან გადაიღონ.
აი ნახავთ - სულ მალე სულ სხვა დონე გამოვა!

პოსტის ავტორი: giga_bai Oct 26 2009, 01:38

troutbaiter

ოპერატორის ხელოვნება ეს ნაწილია ჩვენი პროფესიის. ჩვენ სარეჟისოროზე ვსწავლობთ, მე და QOBALA . უკვე ვამთავრებთ და ასე თუ ისე სცენარის და იდეის ჩამოყალიბებაში გაწაფულები ვართ. თუ ყველაფერი დაგეგმილი იქნება და დრამატურგიული ხაზი შეიკვრება მე მგონი არ უნდა გამოვიდეს ცუდი.


ჩვენი გვინდა უბრალოდ რომ წინასწარ ვიცოდეთ ყველა ინფორმაცია, რომ მზად ვიყოთ გადაღებისთვის. ანუ თბილისის ზღვაზე ჩვენ არ ვიცოდით რა თემას რა თემა მოყვებოდა, რაზე უნდა გაგვემახვილებინა ყურადღება და ა.შ. ეს თუ გვეცოდინება ჩვენ და თანმიმდევრობით დაიგეგმება, მაშინ ჩვენც შევძლებთ ამბის შეკვრას,გვეცოდინება რა რის მერე მოდის და უფრო მოვემზადებით, და უფრო სუფთად და ზუსტად გადმოვცემთ ყველა დეტალს რაც საჭიროა. თუნდაც გადაღების ადგილზე ნახევარი საათით ადრე უნდა იყოს გადამღები ჯგუფი, რადგან გადაიღოს ცარიელი ნატურა, აიღოს დეტალები და გადაიღოს ჯგუფის მოსვლა და ა.შ. თუ ჩამოვყალიბდებით, იმედი მაქვს ყველაფერი ჯიგრულად წავა. newsmile05.gif

მთავარია რომ ერთი 3-4 დღით ადრე ვიცოდეთ სად მივდივართ და რა გეგმები გვაქვს, რადგან დაიგეგმოს გადაღება.


პოსტის ავტორი: ბესო Oct 26 2009, 09:05

გილოცავთ ყველას ამ პირველ გასვლას. დიდი მადლობა არჩილს დახმარებისთვის...
იდეა: იქნებ ლექციების მსგავსი ვიდეოები გადაგვეღო და ჩვენი სახელით გვექნებოდა სერიოზული მასალა. კარგ საქმეს გავაკეთებდით...

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Oct 26 2009, 11:55

ძლაიან საინტერესო გასვლა გმოვიდა. მე პირადად ბევრი რამე გავიგე ახალი და ჩემთვის სრულიად ახალი სათევზაო მიმართულება აღმოვაჩინე. დიდი მადლობა troutbaiter ს გაწეული შრომისათვის. მოკლედ ერთი ულტრალაითს რომ შევიძენ უახლოეს მომავალში ეგ დანამდვილებით ვიცი, შემდეგი გასლვა როდის იგეგმება?

პოსტის ავტორი: Hubert Oct 26 2009, 13:37

მართლაც კარგი და საინტერესო დღე იყო!!! newsmile05.gif მადლობას უხდი არჩილს.

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 27 2009, 18:34

აბა რა ხდება ??? დამონტაჟდა ვიდეუები ??

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 27 2009, 19:31

გიორგი
რაცხა ზარმაცობენ სტუდენტები newsmile05.gif

პოსტის ავტორი: giga_bai Oct 27 2009, 21:33

ციტატა(გიორგი @ Oct 27 2009, 07:34 PM) *
აბა რა ხდება ??? დამონტაჟდა ვიდეუები ??



ჯერ ვერ დამონტაჟდა სამწუხაროდ. სამონტაჟოსთან პრობლემები გვქონდა. ხვალე განთავისუფლდება...

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 30 2009, 10:44

giga_bai

მოდი იქნებ როგორც არის ისე დადო, და როცა დამონტაჟდება - მერე ჩავანაცვლებთ

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Oct 30 2009, 21:00

ციტატა(გიორგი @ Oct 30 2009, 11:44 AM) *
giga_bai

მოდი იქნებ როგორც არის ისე დადო, და როცა დამონტაჟდება - მერე ჩავანაცვლებთ


მართალი ხარ თორემ დამაწყდა ნერვები

პოსტის ავტორი: giga_bai Oct 31 2009, 02:44

ბოდიშით მართლა დაგვიანებისთვის... ეს დღეები უბრალოდ პრობლემები შექვექმნა კამერის მხრივ და სამონტაჟოს მხრივაც. ფიზიკურად ვერ ვყრით მასალას კომპიუტერში, რადგან კამერაც დაკავებულია და სამონტაჟოც. ხვალ უნდა მოვაგვაროთ ეგ საკითხი და როგორც კი შეიყრება მასალა ეგრევე დაიდება... ჩვენც ერთი სული გვაქვს როდის ვნახავთ და ავაწყობთ და დავდებთ, უბრალოდ ესეთი სიტუაციაა...

პოსტის ავტორი: troutbaiter Oct 31 2009, 05:04

საბოდიშო ნამდვილად არაა! newsmile05.gif სიტუაცია სავსებით გასაგებია - ხდება ხოლმე! newsmile05.gif თქვენ არ ინერვ იულოთ და ჩვენ მშვიდად მოვითმენთ.

პოსტის ავტორი: levan Nov 1 2009, 20:50

ციტატა(troutbaiter @ Oct 31 2009, 06:04 AM) *
საბოდიშო ნამდვილად არაა! newsmile05.gif სიტუაცია სავსებით გასაგებია - ხდება ხოლმე! newsmile05.gif თქვენ არ ინერვ იულოთ და ჩვენ მშვიდად მოვითმენთ.

არჩილ ულტრა ლაითით კალმხზე ითევზავება?

პოსტის ავტორი: გიორგი Nov 1 2009, 21:12

levan

კალმახზე თევზაობა აკრძალულია და შეეშვით მაგის გარჩევას ფორუმზე

პოსტის ავტორი: ვიტო Nov 1 2009, 23:54

giga_bai
რით ვეღარ დაგვადგა საშველი? newsmile05.gif

დასახურია უკვე თემა და იქნებ გაუხანგრძლივო სიცოცხლე.........

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Nov 2 2009, 12:45

არა არ დახუროთ კაცო ეს თემა, დადებენ ბიჭები ვიდეოაბს, მაგ ვიდეოების იმედი მაქვს მე სპინინგის და სხვა აქსესუარების შეძენისას, ყველაფერი ზეპირად კი ვერ დავიმახსოვრე მასტერკლასზე

პოსტის ავტორი: giga_bai Nov 2 2009, 22:03

ეხლა ვამონტაჟებ და ან დღეს გვიან ღამე იქნება ან დილას დავაგდებ...

პოსტის ავტორი: გიორგი Nov 2 2009, 22:43

giga_bai
ჰე აბა თქვენ იცით.... გელოდებით

პოსტის ავტორი: levan Nov 3 2009, 10:10

ციტატა(გიორგი @ Nov 1 2009, 22:12) *
levan

კალმახზე თევზაობა აკრძალულია და შეეშვით მაგის გარჩევას ფორუმზე

მკიდია მე მაინც ვითევზავებ ოღონდ ანკესით. დარწმუნებული ვარ თქვენც თევზაობთ ოღონდ აქ არ ამბობთ.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 3 2009, 10:17

levan
ვინ რას თევზაობს ეს მისი საქმეა ,რო გითხრეს აქ არ დაწეროო ესეიგი ესეა საჭირო

პოსტის ავტორი: levan Nov 3 2009, 10:38

ციტატა(T A M P L I E R @ Nov 3 2009, 11:17) *
levan
ვინ რას თევზაობს ეს მისი საქმეა ,რო გითხრეს აქ არ დაწეროო ესეიგი ესეა საჭირო

მაგას მე ვწყვეტ რა როგორაა საჭირო.

პოსტის ავტორი: ნოსო Nov 3 2009, 10:44

levan
ლევან ეგ გასაგებია თქვენ რომ წყვეტთ,მაგრამ ეს ეწინააღმდეგება ჩვენს წესებს და ასე რომ თხოვნაა რომ გაითვალისწინოთ!!!

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 3 2009, 10:44

კაკრაზ რო არ წყვეტ .ამ ფურუმს თავისი მოდერები და უფროსობა ჰყავს და თავისი წესები აქვს და ამ წესებში წერია რომ აკრძალულია წითელ წიგნში შეტანილ ობიექტებზე ნადირობა და თევზაობა და მასზე საუბარი და პროპაგანდა,

პოსტის ავტორი: გიორგი Nov 3 2009, 10:46

ციტატა(levan @ 3rd November 2009 - 11:10) *
მკიდია მე მაინც ვითევზავებ ოღონდ ანკესით. დარწმუნებული ვარ თქვენც თევზაობთ ოღონდ აქ არ ამბობთ.


levan

შენ პირადად სად რას დაიჭერ და როგორ - ეგ შენი პირადი საქმეა, მაგრამ ფორუმზე არსებობს მისი წესები, რომელიც შეგიძლია იხილო აქ http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=697 და აქ http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=1004

შესაბამისად ფორუმზე აღნიშნული თემების განხილვა არ დაიშვება !!

პოსტის ავტორი: levan Nov 3 2009, 11:04

ძმებო რაზე ემდავებით/. ჩემზე მააგრი მეთევზეები ხართ და ჩემზე კარაგდ იცით, რომ ანკესით კალმახს ვერაფერს ვერ უზავს ადამიანი.

თანაც აპირებენ ამოღებას. მე წინასწარ ვგეგმავ რა ვიყიდო როგორ ვიყიდო და ასე შემდეგ. ამიტომ მინდა ვიცოდე რა დამჭირდება.
მანამდე ამოიღბენ კიდეც აკრძალვიდან.


პოსტის ავტორი: ნოსო Nov 3 2009, 11:10

levan
არავინ გედავება,ჩვენ თუ დავრღვიეთ ჩვენივე წესები რაგამოვიდა?ამიტომ შეგიძლია სკაიპით ,ან პმ ში მიცერო ვისაც იცნობ კარგად და დაგაკვალიანებს.


ანკესი არაფერ უშვება შეიძლება, მაგრამ რომ დავწერთ ადგილებსა თუ საშვალებებს აქ 9 არასი თვალი უყურებს და ბრაკონიერებისათვის ადვილი ხელმისაწვდომი იქნება!!! ასე რომ მმგონი საწყენი არც არაფერია მეგობარო

რომ ამოიღებენ ლევან მაგ კონკრეტულ სახეობას ,მერე დავუშვებთ და ეგ არის.!!!

პოსტის ავტორი: გიორგი Nov 3 2009, 11:11

levan

არ გედავებით არაფერს.... უბრალოდ ვიცავთ ამ ფორუმზე დადგენილ წესებს.... როცა ამოიღებენ წითელი წიგნიდან - მერე რამდენიც გინდა იმდენი ილაპარაკეთ ფორუმზე და მანამდე იქნებ ან PM-ით ისარგებლოდ ან ტელეფონზე შეეხმიანოთ ერთმანეთს.... PM ნახე

პოსტის ავტორი: ბესო Nov 3 2009, 11:46

levan

ეს ყველას ეხება.
სპინინგის ათვისება თუ გინდათ არიან მაგის სპეციალისტები და დაეხმარებიან, მაგრამ რაც აკრძალულია (თუნდაც უაზრობა იყოს) ჩვენ ვემორჩილებით ამ შეზღუდვებს. კალმახზე ზოგადად საუბარი არ იზღუდება, მაგრამ თევზაობის მეთოდებზე და ამ თევზის საცხოვრებელ ადგილებზე საუბარს აქ მკაცრად ვაკონტროლებთ და ამას ძირითადი მიზეზი აქვს ის, რომ ბრაკებამდე არ მივიტანოთ ის ინფო რაც შეიძლება რომ მათ არ ქონდეთ. მით უმეტეს, სპორტული თევზაობის მოყვარული და მიმდევარი მეთევზების ინტერესებშიც შედის ალბათ ამ თევზის ბრაკონიერებისგან დაცვა...

აკრძალვიდან რომ ამოიღებენ ამის იმედი ჩვენც გვაქვს. მანამდე კი ისეთი სპინის ყიდვას გირჩევ, რომელიც არა მარტო კალმახზე გათევზავებს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Nov 4 2009, 16:52

აი თემა დროებით იხურება. ბიჭებს ველაპარაკე და ვიდეოს რომ მომაწოდებენ - მერე გავხსნი ისევ

პოსტის ავტორი: გიორგი Nov 12 2009, 09:30

აი ჩვენი ნანატრი ვიდეოებიც..... newsmile05.gif newsmile05.gif მადლობა ბიჭებს

ვიდეოები დაიდო პირველ პოსტში

პოსტის ავტორი: ვიტო Nov 12 2009, 09:59

გიორგი
გიო ეს ვიდეოები პირველ პოსტშიც გადააგდე რა

ან კიდევ ახალი ტემა მიეცი ეს ვიდეობე შეაგდე და დახურე,
ძალიან კარგი საქმე გაკეთდა, ეს შეიზლება ვთქვათ რომ პირველი ქართული
შემსწავლელი ვიდეო რესურსია, დიდი მადლობა ყველას

პოსტის ავტორი: გიორგი Nov 12 2009, 10:00

აქაც იყოს და ცალკეც დავდებ.... სპინინგის განყოფილებაში

პოსტის ავტორი: ვიტო Nov 12 2009, 10:01

აი ეს არის საქმე და არა უხოურ საიტებზე ნანახი ვიდეობე......
იმედია მასალა ბევრი მოგროვდება დროთა განმავლობაში.

ერთი შენიშვნა ბიჭებს, პრომოში წერია ochopintre.ge მონადირეთა და მეთევზეთა
კლუბი, ჩვენ კლუბს ქვია "ოჩოპინტრე" მაგრამ ეგ არაფერი newsmile05.gif
დიდი მადლობა შრომისთვის

პოსტის ავტორი: გიორგი Nov 12 2009, 10:05

ვააა რა მაგრა გაუკეთებიათ ბიჭებს..... საღოლ... ნაღდად ღირდა ლოდინი......

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: გიორგევიჩ Nov 12 2009, 10:37

გაიხარეთ ბიჭებო small3d018.gif small3d018.gif მემგონი პირველი გასვლის კვალობაზე ცუდი არ გამოვიდა,ცოტა ბუნებამ შეგვიშალა ხელი,მაგრამ მომავლისთვის ამასაც გავითვალისწინებთ. მადლობა ყველას,მე კმაყოფილი ვარ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Pendragon Nov 12 2009, 12:11

რაც კარგია, კარგია!! ყოჩაღ ბიჭებს...

მესამე ნაწილში ხმა მარტო ჩემთან არ ისმის, თუ თქვენთანაც?

პოსტის ავტორი: გიორგევიჩ Nov 12 2009, 12:15

ციტატა(Pendragon @ 12th November 2009 - 13:11) *
მესამე ნაწილში ხმა მარტო ჩემთან არ ისმის, თუ თქვენთანაც?

ალბათ ძალიან დიდი შუმი ქონდა და ხმა გაუთიშეს.ჩემთანაც არ ისმის

პოსტის ავტორი: გიორგი Nov 12 2009, 12:19

ციტატა(Pendragon @ 12th November 2009 - 13:11) *
მესამე ნაწილში ხმა მარტო ჩემთან არ ისმის, თუ თქვენთანაც?


youtube-მა ამოაგდო აუდიო ტრეკი... ეტყობა რაღაც ისეთი მუსიკა ედოთ, რომ საავტორო უფლებები შეეხო... მივწერე უკვე და myvideo-ზე გადაიტანენ ალბათ

პოსტის ავტორი: ალაზნისპირელი Nov 12 2009, 15:29

სად ვუყურო?

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Nov 12 2009, 15:48

პირველ გვერდზეა გადატანილი

პოსტის ავტორი: troutbaiter Nov 12 2009, 19:39

გადამღებ ჯგუფს დიდი მადლობა შრომისათვის! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნიკაP&A Nov 12 2009, 20:57

ყოჩაღ ბიჭებო, კარგია!!! ქართულ ენაზე მსგავსი რამ პირველად ვნახე და მისასალმებელია ეს ყველაფერი. დიდი მადლობა ბიჭებს შრომისათვის.

პოსტის ავტორი: ვიტო Nov 13 2009, 00:51

ჭლოსედ
ისევ დიდი მადლობა გადამღებებს და სემინარის ჩამტარებელს,
ძალიან კარგი პრეცენდენტი მოხდა, იმედია შემდეგში უფრო დავწვრილმანდებით

პოსტის ავტორი: გიორგი Nov 13 2009, 11:32

ვიდეობი გადავიდა ქართულ სერვერზე და აწი ხმა ყველას აქვს !!!

ვიდეოები დევს პირველ პოსტში

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)