თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ წინა წლების არქივი _ davit.p- ს ვოიაჟი შაორზე

პოსტის ავტორი: davit.p Jul 11 2012, 12:01

გამარჯობა ყველას, ვიწყებ დაპირებული რეპორტის გამოქვეყნებას.
ეგრევე ტბიდან ვიწყებ, ანუ გადმობარგებით newsmile05.gif
http://postimage.org/

პოსტის ავტორი: davit.p Jul 11 2012, 12:19

ესეც კარავი. ჯერ მწოლიარე მდგომარეობაში
http://postimage.org/
ყურე სადაც დავბანაკდით.
http://postimage.org/


http://postimage.org/


ესეც ახლო ხედით

http://postimage.org/

უკვე ფეხზე წამომდგარი კარავი და მარჯვნივ თევზის დასაჭერად შემართული ბესიკი newsmile05.gif


http://postimage.org/

პოსტის ავტორი: davit.p Jul 11 2012, 12:26

ეხლა რა ხდება: კარავი დადგმულ-გამართულია. ვახშამიც მუცელშია და მიდის მზადება, დიდი ჯახისთვის, ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ერთ-ერთ "ყველაზე პოპულარულ" სპორტში newsmile05.gif

http://postimage.org/


http://postimage.org/

პოსტის ავტორი: davit.p Jul 11 2012, 12:32

თამაშის დასასრულს ყველამ თავის "სპალნას" შეაფარა თავი. ბესომ კი თევზაობა გააგრძელა. არ ეძინებოდა კაცს. წააგო დიდი ფინალი newsmile05.gif newsmile05.gif ჩვენზე გაბრაზებულმა მთელი ღამე კოღობთან ბრძოლაში გაატარა. და ამასობაში 2 თევზუკაც წამოეგო მის ანკესს. 1 კარპი, მეორე საზანი. 1 ტივტივაზე, მეორე ფსკერულზე. მარტო ზომების თქმა შემიძლია, იმ თევზულების ფოტო მაქვს და მალე განახებთ რა მდგომარეობასჰი არიან newsmile05.gif newsmile045.gif


ეს უკვე დილა, ჩაის მივირთმევთ და ვიწყებთ სხვადასხვა სამზადის.
http://postimage.org/

















პოსტის ავტორი: ჩელე Jul 11 2012, 12:33

რომელი მხრიდან იყავით ვერ მოვდივარ აზრზე......


პოსტის ავტორი: davit.p Jul 11 2012, 12:35

სოფ.თლუღის მხრიდან.

პოსტის ავტორი: გიგი Jul 11 2012, 12:38

davit.p
გააგრძელე საინტერესოა... უფრო მეტი ინფო დაწერე... სატყუარა რა გქონდა და ასე შემდეგ...

პოსტის ავტორი: davit.p Jul 11 2012, 12:48

აი ამ ფოტოზეა ადგილი სადაც ძირითადათ ვთევზაობდით.
http://postimage.org/


რაც შეეხება სატყუარას, ძირითადათ დაკონსერვებული სიმინდით ვითევზავეთ. ცოტა თეთრი ჭიაც, ცოტა წითელი ჭიაყელაც და აქედან წაღებული სიმინდი, კოპტონი და ცოცხალი ლიპსიტი.
ხო კიდე რაც მთავარია მჭადი, რომელის რეცეპტიც აქ მითხრეს.
ვაცხობ ვაცხობ და მაინც ვერაფერს ვიჭერ. ერთადერთხელ დამირტყა როდესაც დიდი ნაჭერი მეკეთა როგორც კოპტონი.
მოსაჩვევად კი ბევრი რამე მქონდა, ძალიან ბევრი, მაგრამ შარშანდელივით ვერ გაამართლა.
ძირითადათ ყვითელი სიმინდი. სახლიდანვე მოხარშული მიმაქვს ხოლმე. დიდი ვედრით და იქ ვურევ სხვადასხვა რამერუმეებს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: davit.p Jul 11 2012, 12:52

სიმინდის 2 ნაირი ფქვილი. თეთრი დაღერღილი და ყვითელი, კოპტონი , ქატო და ჩვეულებრივი ფქვილიც. კიდე სპეციალური სათევზაო საკვები, არომატიზატორებიც.
რაზეც ხელი მიმიწვდება იმას ვურევ ხოლმე. ბოლოს ადგილობრივ მიწას და გუნდებად ვყრი წყალში იმ მანძილზე სადაც ტივტივას ვაგდებთ.
ფსკერულისთვის კი ნავიდან ჩავყარეთ.



პოსტის ავტორი: CECEIRON Jul 11 2012, 13:06

თქვენ გენაცვალეთ კაი პაესტკა მოგირტყიათ მომცონს

პოსტის ავტორი: davit.p Jul 11 2012, 13:23

გაიხარე ბატონოCECEIRON
ვცდილობთ და რაც გამოდის აგერაა სახეზე. newsmile045.gif
შენ რო არა ამდენს არ ვიწვალებდი. სულ ფაქტებიო რო გაიძახი newsmile05.gif


პოსტის ავტორი: გიგი Jul 11 2012, 13:34

ის ადგილია მე სადაც ვიყავი... ალბათ კლდის იქით გადასვლა დაეზარათ... კარავი მეც მანდ მედგა ზუსტად... newsmile029.gif

პოსტის ავტორი: davit.p Jul 11 2012, 13:45

კაი. ვაგრძელებ მაშინ.


აი ადგილი ცოტა ფართო ხედით სადაც ძირითადათ ვართ.
მინდა ავღნიშნო, შარშან იგივე ადგილზე ვიყავით და წყალი ამასთან შედარებიდ საკმაოდ დაბალი იყო. 5-7 მეტრიტ იყო ამოსული წელს წყალი.

http://postimage.org/


ესეც მე. თევზაობის პროცესში

http://postimage.org/


ეს ფოტო კი მიგახვედრებთ მიახლოებით სადაც ვართ.
http://postimage.org/


http://postimage.org/


და დადგა "სანატრელი" ვახშმის დროც newsmile05.gif
აქედან 2 ცალი ღამე დაიჭირა ბესომ. (ბესოს იცნობთ ნარინჯის ფერი "ვალინკებით")
1 ცალი დაჯდა ლიპსიტზე, უკვე ყურის ყელთან თევზაობისას. 2 ცალი კი სიმინდზე.

http://postimage.org/

პოსტის ავტორი: davit.p Jul 11 2012, 13:52

ეხლა დავდებ 2 ფოტოს სადაც კარგად არა, მაგრამ მაინც ჩანს 2 შეხმატკბილებული ნავი.
რომლებიც ბადეებს აგებენ და თან ჩხრეკენ. ნაპირიდან კარგად ვარჩევდი.
გამახსენდა ამ თემაში წაკითხული პოსტი: "ყველა ყურე იკეტებაო" ვადასტურებ! ღამე ბადეებია ჩაგებული მგონი მთელ ტბაში. ორ ზოლად.
http://postimage.org/


http://postimage.org/

პოსტის ავტორი: davit.p Jul 11 2012, 14:17

შემდეგ ჩამოვიდნენ ძმაკაჩები, ის დღე დაეთმო ცოტა თევზაობას და ბევრ დალევას.
ხო და ღამე ჩვენი მეგობრების საპატივცემულოდ შეიწვა კარჩხანა newsmile05.gif ნუუ შეწვის რა გითხრათ, მაგრამ დაიწვა უფრო შეეფერება ამ ფოტოს
პ.ს. მზარეულის სახელს და გვარს არ ვასახელებ. ანონიმურობა დაცულია. newsmile05.gif
http://postimage.org/


ცოტა ხედითაც დავტკბეთ

http://postimage.org/




და კიდე რას ავღნიშნავ...სხვა ფოტო მასალაც არსებოობს, ფოტოაპარატში. იმ მასალას რომ გადმოვიწერ, მერე ახალი თემაც იქნება და იქ ჩავყრი.


და მესამე დილა, წამოსვლის დღე.
ვემზადებით სათევზაოთ

http://postimage.org/


ეს ერთადერთი კარპი რომელიც მე იმ დღეს დავიჭირე.
http://postimage.org/


http://postimage.org/


ძააან გახურდა თევზაობა და მიდის მსჯელობა, "პრიკორმი" შორს არის თუ არა ჩაყრილი.
http://postimage.org/


დაიღალა ეს კაცი ამხელა ზარბაზნების ჭერით დაა...
http://postimage.org/


ცოტა ზაგარზეც იზრუნა newsmile05.gif
http://postimage.org/


ძია ოჩო კიდე ერთი თევზუკა დამაჭერინე რაა blashe.gif
http://postimage.org/


და კიდე ერთმა თევზუკამ ამოყო ჩემს "სადოკში" თავი. ოღონდ ჩემს მაგივრად დაიჭირა ბესომ.
http://postimage.org/

პოსტის ავტორი: davit.p Jul 11 2012, 14:22

ხო მოკლედ ცოტა მოიღრუბლა, ბიჭებიც წასასვლელად მოემზადნენ და ჩვენი იმ დღევანდელი ნადავილიც აგერაა. (რომელიც შეჭმას გადაურჩნენ) newsmile05.gif
http://postimage.org/


http://postimage.org/

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 11 2012, 14:25

ხოშიაან....

პოსტის ავტორი: davit.p Jul 11 2012, 14:26

ამის შემდეგ მატყუარა ღრუბელმა გადაიარა, ჩვენ ავლაგდიით და წამოსვლის წინ კარგად ვიჭყუმპალავეთ. გზად კიდე რამოდენიმე სამახსოვრო ფოტო გადავიღეთ.

ეს არის ცნობილი წყარო. "ცივწყალა"
http://postimage.org/

პოსტის ავტორი: davit.p Jul 11 2012, 14:34

თავისი მიმდებარე ტერიტორიით და იქვე მოჩუხჩუხე მდინარით
http://postimage.org/


.
http://postimage.org/



და ყველაზე ცუდი მომენტი. წამოსვლა რო არ გინდა და სულ უკან იხედები newsmile05.gif
აი ეს შორეული ხედი, ერთ-ერთი ულამაზესი ადგილის საქართველოში.

http://postimage.org/

პოსტის ავტორი: გიგი Jul 11 2012, 14:37

დიდებული გასვლა გქონიათ!!!

პოსტის ავტორი: davit.p Jul 11 2012, 14:45

და ისევ ულამაზესი ხედები


http://postimage.org/


.
http://postimage.org/
.
http://postimage.org/


http://postimage.org/


ესეც ტყიბულის ხედი ნაქერალას უღელტეხილიდან
http://postimage.org/
.
http://postimage.org/


ასე დასრულდა 3 დღე-ღამიანი ვოიაჟი შაორზე. ყველაფრით კმაყოფილები დავბრუნდით.
გარდა ერთისა. დრო ძალიან სწრაფად გადის და 3 დღე არაფერია იმისთვის რომ იქაურობით ისიამოვნო. ის ჰაერი ისუნთქო და იმ სილამაზით დატკბე!

პოსტის ავტორი: davit.p Jul 11 2012, 14:51

და ბოლოს დავამატებ: კოღოა ძალიან ბევრი. შარშანდელთან შედარებით უამრავი, მაგრამ არც ისეთი აგრესიულები როგორიც ალაზანზე ან ფოთში.
რაც შეეხება თევზის რაოდენობას და ჩვენს ნადავლს, კაცის ხარბ თვალსა და გულს რა გააძღობს!!?
მაგრამ მაინც ვიტყვი რომ უკეთესი იქნებოდა წყლის დონე შარშანდელივით რო დაგვხვედროდა, ვფიქროობ წინა ვიზიტთან შედარებით ბევრად მომატებული იყო.
პ.ს. განმეორება იქნება და იმედია რაიმე დიიიდ თევზუკას ვიხილავთ.

პოსტის ავტორი: ilariona Jul 11 2012, 15:12

თქვენ გაიხარეთ რა newsmile05.gif გული სითბოთი ამევსო newsmile05.gif

პოსტის ავტორი: darcho Jul 11 2012, 22:57

კარგი რეპორტია, გილოცავთ მშვენიერი დრო გაგიტარებიათ.
davit.p
სადღაც წავიკითხე დამატებით საკვებზე გეწერა რომ ხან იმას ურევ ხან ამას მაგრამ არ მუშაობსო როგორც შევატყე ძალიან ბევრ რამეს ურევ ერთმანეთში და ჩემი აზრით ამიტომ არ აქვს შედეგი უნდა აიღო ჯერ ბაზა მოამზადო და მერე ერთი კონკრეტული არომატიზატორი დაუმატო შენ რაზეც ხელი მიგიწვდება ყველაფერი რომ ერთმანეთში შეურიო არაფერი გამოვა.
წარმატებები მომავალ გასვლებში newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Davitus Jul 12 2012, 02:32

davit.p

გაიხარე, კარგი რეპორტია, კარგად გარჯილხარ!


კარგი დრო გაგიტარებიათ, შემომაწვა უცებ ნოსტალგიები, ყველა სურათი ვიცანი და გამახსენდა ბევრი კარგი მოგონება.


ისეთ კარგი აურა დაატრიალე ამ რეპორტით, ყვლა გაფრთხილება ჩამოგაკლდა newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 12 2012, 09:57

მიყვარს ეგ ადგილი. ძალიან კარგი დრო მაქვს გატარებული ცივწყალაზეც და მაგ ადგილებ\სიც. გაიხარე. ისე მგონია მე ვიყავი.

პოსტის ავტორი: davit.p Jul 15 2012, 22:24

მეც მაგრად მიყვარს ეგ ადგილები და მანდ ყოფნა ერთი სიამოვნებაა. არჩევანის საშუალება თუ მაქვს მანდ მივდივარ ხოლმე.

მადლობა შეფასებისთვის newsmile05.gif newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Geoჟორჟიკა Jul 16 2012, 00:39

მშვენიერი რეპორტია, გაიხარე , კარგად გიტარებიათ დრო

პოსტის ავტორი: gogita.m Jul 16 2012, 08:51

მშვენიერი რეპორტია, ძაან ვისიამოვნე ყოჩაღ

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 4 2013, 18:21

daxurulia.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)