თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ მდევრები, მყეფრები _ ალპური ტაქსის მაგვარი ბრაკი

პოსტის ავტორი: Bonehill Feb 16 2013, 13:28

http://postimage.org/

ალპური ტაქსის მაგვარი ბრაკი, მდევრების ოჯახის წარმომადგენელია. ჯიში გამოყვანილია ავსტიაში, XIX საუკუნის შუა ხანებში, ირემზე მელაზე და ბოცვერზე სანადიროდ. სადევრად მაღალმთიან ტყე - ბუჩქნარ პირობებში. ეს მრვალპროფილიანი ჯიში, სხვა მრავალი მდევრის დართვებიდან მიიღეს, მათ შორის იყვნენ გრძელფეხება ბრაკებიც. თავისი მონადირული თვისებებით და კარგად განვითარებული ყნოსვის აპარატით, ძალიან პოპულარულია როგორც მონადირეებში ასევე ეგრებში.ალპიური ტაქსისმაგვარი ბრაკი ზედმეტად ფიცხი და აგრესიულია ცხოველების მიმართ. ზოგჯერ ზოგიერთი ადამიანის მიმართაც არა კეთლი განწყობითაა. მას უნდა მოვექცეთ უკიდურესად ყურადღებით აღზრდის დროს, თუმცა სწორი აღზრდა გაწაფვის პირობებში ეს ჯიში აგრესიას მოკლებულია ადამიანის მიმართ. ჯიშის გამორჩეული თვისებებია, გონცენტრირებული ყურადღება და პატრონის დაცვითი პრინციპი, ამასთან ძალიან საკმაოდ დამჯერ მდევრის ჯიშად გვევლინება.

http://postimage.org/

ალპიური ტაქსისმაგვარი ბრაკი - მკვრივი, ზომიერად დაკუნთული ძაღლია.

სიმაღლე 33-43 სმ-ი
წონა 15-18 კგ

http://postimage.org/

ბეწვის საფარველი , მოკლე უხეში და მჭიდროა. კისრის მიდამოებში და კუდზე შედარებით მოგრძო.
შეფერილობა წითური , ირმის შეფერილობის, წითური შავი გარდამავალი ტონებით კიდურებზე. ნებისმიერი თეთრი ლაქა არ დაიშვება. ასევე შოკოლადისფერი მოშავო მეტალის ფერი დამბრაკავი ნაკლებია.


ჯოან პალმერი

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)