თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ მდევრები, მყეფრები _ შიბა ინუ

პოსტის ავტორი: Vepkhishvili Sep 30 2014, 07:02

http://postimg.cc/image/h76sz613n/

შიბა ინუ (იაპონ. 柴犬) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია იაპონიაში უძველეს ხანაში.
შიბა ინუ ყველაზე მცირე ზომისაა ადგილობრივ იაპონურ ჯიშებს შორის, ის ასწლეულებია სანინის მხარეში არსებობს. გათხრებისას არქეოლოგებმა აღმოაჩინეს შიბა ინუს ძვლები, რომლებიც 2500 წლის წინანდელი აღმოჩნდა. იაპონიაში ყველაზე მეტად გავრცელებულმა ადგილობრივმა შიბა, პოპულარობა ავსტრალიაში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაშიც მოიპოვა. ოდესღაც ამ ჯიშის ძაღლებს ცუდი კბილები ჰქონდათ, მაგრამ სელექციის შედეგად ეს ნაკლი აღმოიფხ**ა.
შიბა იშვიათად ყეფს, უპირატესობას უცნაური ხმით წკავწკავს ანიჭებს. ძლიერ და საკმაოდ დამოუკიდებელ შიბა ინუს შეუძლია ბევრი სიხარული მიანიჭოს გამოცდილ და მომთმენ პატრონს. შიბა ინუს ბალნის შეფერილობა მრავალნაირია, აქვს პატარა, საკმუთხა თვალები, წინა თათები სწორია, კარგად განვითარებული უკანა თათები ძალიან ძლიერია. მკერდი განიერია, სქელი კუდი ზურგისკენაა დახვეული.

პოსტის ავტორი: jola Sep 30 2014, 09:11

Vepkhishvili
მონადირეა?

პოსტის ავტორი: Vepkhishvili Sep 30 2014, 12:30

jola
კი მდევარია

თანაც ძალიან აქტიური, მაგრამ მას ბევრმა ფუნქცია დაუკარგა.

პოსტის ავტორი: Vepkhishvili Sep 30 2014, 12:40

აი დამამტკიცებელი ვიდეოც


პოსტის ავტორი: aragveli Sep 30 2014, 18:25

ეს არის მყეფარა და არა მდევარი.

პოსტის ავტორი: jola Sep 30 2014, 19:03

ციტატა(Vepkhishvili @ Sep 30 2014, 13:40) *
აი დამამტკიცებელი ვიდეოც


ეს ვიდეო მგონი საღორეშია გადაღებული თან ძაღლიც ვერ გავარჩიე ვიზუალურად :(

პოსტის ავტორი: Vepkhishvili Sep 30 2014, 20:30

jola
ვეცდები სხვა ვიდეო ვნახო

პოსტის ავტორი: Vepkhishvili Sep 30 2014, 20:35


jola
ამაზე უკეთესი ვიდეო ვერ ვნახე

პოსტის ავტორი: jola Sep 30 2014, 20:45

მყეფარი კი არა ძიუდოისტი ყოფილა ეს

პოსტის ავტორი: ნოსო Oct 1 2014, 11:19

აკიტას გავს მაგრად

პოსტის ავტორი: feroni Oct 1 2014, 11:25

არ ვიცი რა ძაღლია მაგრამ, "კვერცხები" ნამდვილად აქვს რასაც ტვინზე ვერ ვიტყვი, რატომ?
პირველივე ნადირობაზე ტრუპია ეგ უბედური ასე თუ ეცა გარეულ ღორს. ასე არ მუშაობენ ძაღლები ღორზე ეს ხომ თვითმკვლელობაა! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Oct 1 2014, 11:34

სადაც ნადირობს რა ძაღლიც არის ეტყობა ღორებიც ისეთივე ჰყავთ. ძველი თქმულება რომ მოვიშველიოთ : რაც ტყეა ის ნადირიო . ვერაფერი მონადირის შთაბეჭდილებას ვერ ტოვებს ამ ვიდეოებიდან ეგ ძაღლუკა.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)