თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ მდევრები, მყეფრები _ დრევერი

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 17 2012, 11:02

http://postimage.org/

დრევერი ნაკლებადაა ცნობილი სკანდინავიური ქვეყნების ფარგლებს გარეთ. თუმცა ღა შვედეთში ის ერთი ყველაზე პოპულარული ძაღლის ჯიშია.
ეს ჯიში მიღებულია, შვედური მონადირე ძაღლების დართვით ქალაქ დრევერის მახლობლად გავრცელებულ ტაქსებზე. დრევერს ძალიან აქცს მსგავსებები ტაქსასთან და ბიგლთან ერთდორულად. XX საუკუნის დასაწყისში ჯიში იყო ცნობილი გერმანული სახელწოდებით ტაქსისმაგვარი ბრაკი. მაგრამ მას შემდეგ რაც შვედმა სელექციონერებმა მიზანმიმართულად დაიწყეს ჯიშის სრულყოფა და ექსტერიერული დახვეწა , მან მიიღო ახალი სახელწოდება - დრევერი. ამ სეხელით იქნა ეს ჯიში რეგისტრირებული შვედეთის მთავარ ძაღლსაშენ კლუბში 1949 წელს, ხოლო 1959 წელს საერთაშორისო კინოლოგიურ ფედერაციაში. მაგრამ ამ მშვენიერ მონადირე ძაღლის ჯიშს დღემდე არ აღიარებს ინგლისის და აშშ-ს მთავარი მეძაღლეობის კლუბები.

http://postimage.org/

დრევერი არც ისე ავია სხვა ცხოველების მიმართ, მაგრამ საოცრად ამტანი ძაღლია შესანიშნავი ყნოსვით. გამოიყენება ; მელიების გარეული ღორების და შვლების მოსაძებნად ტყეში, აგრეთვე მათ გამოსარეკად მონადირის სასროლზე. სკანდინავიის ქვეყნებში დრევერი ძალიან პოპულარული ასევე როგორც ოთახის ძაღლი. მისი მსგავსი ძაღლი სტრელლუფსსტოვარე გავრცელებულია დანიაში.
დრევერი არის მომცრო ტანის მაგრამ დაკუნთული მდევარი მიმსგავსებული ტაქსას. შეფერილობა წითური თეთრში, ოქროსფერი თეთრში და სამფერა. თეთრი ფერი არ უნდა იყოს დომინანტური მაგრამ უნდა ეტყობოდეს ვიზუალურად ნებისმიერი კუთხიდან.

http://postimage.org/

ჯოან პალმერი.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)