თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ მდევრები, მყეფრები _ ევროპული მდევრები

პოსტის ავტორი: AlekoN Jan 21 2010, 15:37

ევროპაში არსებობს ძალიან ბევრი, ჩვენთვის უცნობი მდევრის ჯიში. მათ შორის ზოგი საქვეყნოდაა განთქმული, ზოგიც ორიგინალური გარეგნობის ან სამუშაო ღირსებების მქონეა.

წარმოშობისა და ტერიტორიული პრინციპის მიხედვით, ევროპული მდევრები შეიძლება დავყოთ დასავლეთევროპულ (საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი), ცენტრალურევროპულ (გერმანია-ავსტრია), აღმოსავლეთევროპულ (პოლონეთი, ბალტიისპირეთი, სლოვაკეთი,უნგრეთი), სკანდინავიურ (შვედეთი, ნორვეგია, ფინეთი) და ხმელთაშუაზღვისპირულ-ბალკანურ (იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი) ჯგუფებად.

ექსტერიერის მიხედვით იყოფიან: მოკლებეწვიანებად და უხეშბეწვიანებად, ზომით - მინიატურულიდან მსხვილის ჩათვლით , პროპორციულებად და დაბალფეხიანებად, მსხვილ ან წვრილ ნადირზე სპეციალიზებულებად, ნამდვილ მდევრებად და სისხლიან კვალზე მდევრებად.

პოსტის ავტორი: ვიტო Jan 23 2010, 10:07

მოკლედ ამხელა ფორუმია არაფერი არ წერია მდევრებზე

პოსტის ავტორი: ლეკი Feb 7 2010, 22:13

ცუდი ძაღლი არ უნდა იყოს წესით. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: AlekoN Feb 28 2010, 22:43

საფრანგეთი ცნობილია, როგორც მდევრების ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯიშების სამშობლო.

წარმოგიდგენთ - პორსელენს.




პორსელენები გამოფენაზე -












პოსტის ავტორი: AlekoN Mar 3 2010, 22:02

პორსელენი გამოფენაზე (გაგრძელება) -










პოსტის ავტორი: aragveli Mar 3 2010, 22:18

ანგლო_ ფრანგული გონჩები მომწონს მაგრად.

პოსტის ავტორი: AlekoN Mar 4 2010, 00:04

QUOTE (aragveli @ Mar 3 2010, 23:18) *
ანგლო_ ფრანგული გონჩები მომწონს მაგრად.

მათგან, ერთის გარდა, ყველას დიდ ნადირზე იყენებენ (ირემი, ღორი).
მაგათ ხროვებად ინახავენ და ანადირებენ სანადირო კლუბები. მონადირეები ამხედრებულები არიან, აცვიათ სპეციალური სამოსი, დასდევენ ასე და არიან ერთ ამბავში...

პოსტის ავტორი: aragveli Mar 4 2010, 07:22

კი ვიცი ექსტერიერით მაგარი ლამაზი ძაღლებია

პოსტის ავტორი: gurika Mar 4 2010, 07:28

ბიჭებო მე მყავდა ,,ბასეტი" ძალიან მაგარი მდევარი იყო საწყალი, newsmile038.gif ესენი ალბად ბასეტ-ლათხაუნს გვანან, მაგრებიაო გამიგონია newsmile093.gif newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: aragveli Mar 4 2010, 08:51

რა იყო მაგარი ბასეტი ,? ნადირობაში მაგარი სუსტებია ეგენი რამდენადაც ვიცი

პოსტის ავტორი: aragveli Mar 4 2010, 10:55

http://www.radikal.ru
ეს სურათი მოვიძიე მარტო ანგლო-ფრანგული გონჩის

პოსტის ავტორი: gurika Mar 4 2010, 11:05

კი ბასეთი მართლაც უშიშარი ძაღლი იყო და ყველანაირ ცხოველძე მიდიოდა, ნუ ბევრი ახსნა არ უნდა ალბად, ესეგი ნადირობისას თუ კი სადმე რამე ბუჩქი ან ჯაგი იყო ან კამიშები ყველაფერს თავდაყირა ატრიალებდა აი ასეთი იყო და ეხლა მიდოდა ყიდვა სანამ რუსული ვიყიდე და ძალიან ძვირი ღირდა, ჩავამატებ იმასაც რო იყო ძალიან მორჩილი და წუწკი საჭმელზე newsmile035.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: aragveli Mar 4 2010, 14:26

კურდღელზე მუშაობდა კარგად?

პოსტის ავტორი: gurika Mar 4 2010, 16:32

კი საკმაოდ კარგად მუშაობდა. მე რომელიც მყავდა ისეთი იყო რო რავი, ჩემი აზრით ყველა მონადირე ინატრებდა, ნებისმიერ ნადირობაზე, უბრალოდ პრინველზე უჭირდა თორე დანარჩენი xoshian.gif იყო

პოსტის ავტორი: aragveli Mar 4 2010, 16:40

ფრინველზე არც მოეთხოვება ბასეტს. და რამდენადაც მე ვიცი მაგ ძაღლებს ძირითადად მარტო სისხლიან კვალზე სამუშაოდ იყენებენ

პოსტის ავტორი: kupra Mar 5 2010, 02:36

ბასეტი ტოო საგოლ ეგ დზაგლი ნადირობს ვაბშე?

პოსტის ავტორი: gurika Mar 5 2010, 06:35

კი შეილება ეგრეც იყოს. ძაღლი ნადაირობისას სოროსაც არ ტოვებდა და თუკი სადმე შეილება ცხოველი დაიმალოს ეგეთ ადგილებს ყველაფერს თავდაყირა აყენებდა რაა მაგარი იოყო აწ გარაცვლილი ბობი

პოსტის ავტორი: AlekoN Mar 5 2010, 21:04

QUOTE (gurika @ Mar 4 2010, 08:28) *
ესენი ალბად ბასეტ-ლათხაუნს გვანან,

?????

პოსტის ავტორი: AlekoN Mar 5 2010, 21:32

პორსელენები სავარგულებში, გაშვების წინ -







სიმპათიური გოგონა პირენეული ბერეტით, მდევრების გამოფენაზე

------------------------------------------------------------------------------------------


გრაციოზული პორსელენები -
ჩემი აზრით, ფრანგულ მდევრებს შორის, ულამაზესი ჯიში -












პოსტის ავტორი: mgm Mar 10 2010, 21:41

და არა მარტო ფრანგულებს შორის. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: AlekoN Mar 11 2010, 23:07

ახლა, რაც შეეხება მდევრების ანგლო-ფრანგული ჯიშების ჯგუფს.

არსებობს საკუთრივ ანგლო-ფრანგული მდევრის ოთხი ჯიში , ამათგან - ერთი მცირე ზომისა (სამფეროვანი) და სამიც დიდი, რომლებიც შეფერილობის მიხედვით განსხვავდებიან. ესენია:
1. დიდი სამფეროვანი ანგლო-ფრანგული;
2. დიდი შავფოთლიანი ანგლო-ფრანგული;
3. დიდი ჟღალფოთლიანი ანგლო-ფრანგული.
დიდი ანგლო-ფრანგულები გამოყვანილია 19 საუკუნეში, სხვადასხვა ფრანგულ ჯიშებთან ინგლისური ფოქსჰაუნდის დართვით. ამით უნდოდათ, ერთ ჯიშში გაეერთიანებინათ ფრანგული მდევრების მძაფრი ყნოსვა და ძლიერი ხმები, ფოქსჰაუნდის სისწრაფესა და ამტანობასთან.

20 საუკუნის შუა წლებში, უკვე არსებული დიდი ანგლო-ფრანგულების, საკუთრივ ფრანგულ ჯიშებთან დართვებით გამოიყვანეს ე.წ. ფრანგული მდევრის სამი ჯიში, რომლებიც ერთმანეთისგან ისევე განსხვავდებოდნენ შეფერილობის მიხედვით, როგორც ანგლო-ფრანგულები, ანუ:
1. სამფეროვანი ფრანგული;
2. შავფოთლიანი ფრანგული;
3. ჟღალფოთლიანი ფრანგული.
რათქმაუნდა, მიუხედავად სახელისა, ესენიც წარმოშობით ანგლო-ფრანგულ ჯგუფს მიეკუთვნებიან, თუმცა ფოქსჰაუნდის სისხლი უფრო ნაკლები დოზით აქვთ.

აქვე ვახსენებ კიდევ ერთ ფრანგულ ჯიშს, თუმცა უფრო ძველს - პუატვენს, რომელიც ზემოთაღნიშნული სამფეროვანი ჯიშების ერთერთი წინაპარია და ძალიან გავს მათ ექსტერიერით. ბუნებრივია, მათ ყველას, სანადირო სპეციალიზაცია ერთი აქვთ.

ერთიდაიგივე შეფერილობის დიდი ანგლო-ფრანგული და ფრანგული მდევრები ისე გვანან ერთმანეთს, რომ ძალიან ხშირად მათი გარჩევა ჭირს.
ტანად კაი მაღლები არიან (62-72სმ), განსაკუთრებით ხვადები, თავი წაგრძელებული აქვთ, ყური - ნამდვილ ფრანგულ ჯიშებთან შედარებით, მოკლე; მოხდენილი აღნაგობისანი, მკერდი საკმაოდ თხელი აქვთ, მაღალ ფეხზე დგანან.

ინახავენ და ნადირობენ ხროვებით, მსხვილ ჩლიქოსანზე - ირემსა და ღორზე, ცეცხლსასროლო იარაღის გარეშე, ცხენზე ამხედრებული მონადირეები, რომლებიც გაერთიანებულნი არიან საგანგებოდ ამგვარი ნადირობისთვის შექმნილ კლუბებში.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------







პოსტის ავტორი: AlekoN Mar 15 2010, 21:23

გაგრძელება -










პოსტის ავტორი: ჯეკო Mar 15 2010, 21:42

AlekoN ძაან მაგრებია რაა. ამათი წყვილი მომცა რა მაგარი იქნეოდააა

პოსტის ავტორი: aragveli Mar 15 2010, 22:21

მაგარი სურათებია გაიხარე newsmile027.gif

პოსტის ავტორი: AlekoN Mar 18 2010, 10:28

გაგრძელება -






აი, მანდილოსნებიც -




პოსტის ავტორი: kupra Mar 20 2010, 11:03

საგოლ დზმაო მაგარი პოტოებია მარა ეს პოკსგაუნდი რო არ კოპილიკო რა ეშველებოდატ ამ ხალხს

newsmile035.gif

ისე რა მაგარი გონჩებია კვეკანაზე და ჩვენ მივაკვდიტ ამ ანგლო რუსული ესტონკა მეტი არც არის აკ სხვა გონჩები და არ შეილება ვინმემ ჩამოიკვანოს?

პოსტის ავტორი: AlekoN Mar 20 2010, 14:08

kupra
მაგის დარდი ნუ გექნება newsmile05.gif , სუფთა ფრანგული ჯიშებიც ბლომად ყავთ.

პოსტის ავტორი: AlekoN Mar 20 2010, 14:34

გაგრძელება იუმორით -





პოსტის ავტორი: ზაზა Mar 20 2010, 15:56

კარგი სურათებია.
მართალია kupra.
მეც არ შემხვედრია ალეკო ასეთი ძაღლები ჩვენთან.გამოფენაზე მხოლოდ რუსული,ესტონური და ე.წ. ანგლო-რუსულები ,,იჩითებიან".
მაინტერესებს მათი დევნის მანერა,სტილი...

პოსტის ავტორი: შადი შამოდი Mar 20 2010, 22:49

სურათები ნამდვილად არ დაიწუნება, მაგრამ ეგ ძაღლები ჩვენ პირობებში რამდენად გამოგავდგებიან, კიდე საკითხავია. მითუმეტეს, ცალად და წყვილად. იქ სულ სხვა სპეციფიკაა. მდევრები არც ქვიათ მაგათ (ჩვენი გაგებით), მყეფარ-მწევრები უფრო ეთქმით. საქართველოში კი ეგეთი სარიტუალო და დადგმული ნადირობების დამკვიდრება ისევე წარმოუდგენლად მეჩვენება, როგორც ბაგრატიონთა სამეფო კარის აღდგენა.

პოსტის ავტორი: AlekoN Mar 20 2010, 23:51

ცხენებითა და სპეციალურად გამოყვანილი ჯიშის მდევრების (და არა მყეფარ-მწევრების (?!)) ხროვით მსხვილ ჩლიქოსანზე ნადირობის ამსახველი ფოტოების დადების მიზანია, გავეცნოთ საფრანგეთში არსებულ, ნადირობის ორიგინალურ სახეობას როგორც ასეთს, და აგრეთვე, როგორც ძველისძველი ტრადიციის შენარჩუნების შესანიშნავ მაგალითს.

პოსტის ავტორი: შადი შამოდი Mar 21 2010, 10:17

ალეკო, ძალიან კარგი ქენი, ეგ სურათები რომ დადე. ისიც გასაგებია, ვიზუალურად რომ მოეწონა და ნეტა, ჩამომაყვანინაო - ინატრა კაცმა. მე, უბრალოდ, შენმშობლიურ-კახური კითხვა დავსვი: გამაგვადგება რო? ისიც ვთქვი, ჩვენი გაგებით მდევრები არ არიან-მეთქი და ტერმინიც გამოვუგონე: "მყეფარ-მწევრები". უკეთესს გეტყვი: "მწეწავები" დავარქვათ, სწრაფ სირბილსაც გულისხმობს და დაჭერილ ნადავლს ბოლოს რასაც უშვებიან, იმასაც. newsmile05.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: AlekoN Mar 21 2010, 11:44

შადი შამოდი

ციტატა(შადი შამოდი @ Mar 21 2010, 11:17) *
ნეტა, ჩამომაყვანინაო - ინატრა კაცმა. მე, უბრალოდ, შენმშობლიურ-კახური კითხვა დავსვი: გამაგვადგება რო?

რა თქმაუნდა არა! ეს ისედაც ნათელია!
ძალიან გაბედული ფანტაზიითაც რო წარმოიდგინო, ჩვენ მთაგორიან ადგილებში ცხენით როგორ იჭენავებ?
ფრანგები კი დაბლობში ნადირობენ ამ ხერხით.
რაც გვქონდა და გვაქვს, იმასაც ვკარგავთ და სხვისი ტრადიციის - რთულის და კარგის, გადამღებები ვართ??
მარტივი და ცუდი რომ იყოს, იცოცხლე... ვერავინ დაგვასწრებდა.newsmile090.gif

ციტატა(შადი შამოდი @ Mar 21 2010, 11:17) *
ისიც ვთქვი, ჩვენი გაგებით მდევრები არ არიან-მეთქი და ტერმინიც გამოვუგონე: "მყეფარ-მწევრები". უკეთესს გეტყვი: "მწეწავები" დავარქვათ, სწრაფ სირბილსაც გულისხმობს და დაჭერილ ნადავლს ბოლოს რასაც უშვებიან, იმასაც. newsmile05.gif newsmile035.gif

მყეფარი + მწევარი + მწეწავი = მდევარს. newsmile027.gif newsmile035.gif newsmile01.gif newsmile035.gif newsmile01.gif newsmile041.gif

პოსტის ავტორი: ჯეკო Mar 25 2010, 19:17

მე პირადად ვერ ვხვდები ასეთნადირობას რა მუღამი და ხიბლი აქვს?



პოსტის ავტორი: AlekoN Mar 26 2010, 19:31

დიდი სამფეროვანი ანგლო-ფრანგულები -





-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
დიდი ჟღალფოთლიანი ანგლო-ფრანგულები -


(წინა პლანზე)

პოსტის ავტორი: AlekoN Mar 26 2010, 19:57

სამფეროვანი ფრანგულების ხროვა -


----------------------------------------------------------------------------------------------------------

შავფოთლიანი ფრანგული -





პოსტის ავტორი: AlekoN Mar 26 2010, 20:49

შავფოთლიან ფრანგულ და ანგლო-ფრანგულ მდევრებს ახლოდან თუ შევხედავთ, რუჯიც აქვთ, თუმცაღა - ბაცი.




----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------






პოსტის ავტორი: GIZOVICHI Mar 27 2010, 12:14

ალეკო, გადავირიე კაცი ეს რა მაგარი ფოტოებიაააააააააა, ჩემი დიდი სურვილია
მოვაშენო მდევრები (რუსული, ანგლო-რუსული) უკვე დქწყებულიც გვაქვს ეგ საქმე
და ალბათ რაღაც შედეგს მივაღწევთ

პოსტის ავტორი: თენგო Mar 27 2010, 12:54

AlekoN
პარფორსულ ნადირობას ძაღლების გარდა არისტოკრატია ჭირდება,წარმოშობით თუ არა მენტალობით მაინც,
სამწუხაროდ მე არ მჯერა რომ საქართველოში 10 -ოდე არისტოკრატი მაინც მოიიძებნოს. 10 რა ამბავია, 5 ვერ მოიძებნება. newsmile051.gif newsmile055.gif bliadzl.gif

ხალხი რომელიც გიმტკიცებს რომ ჯიშიან,სუფთა სისხლის ძაღლზე უკეთესად მათი აჯაფსანდალები ნადირობენ,პარფორსული ნადირობის სილამაზეს ვერ მიხვდება.

აკი დაწერილ არს "ნუ მოაბნევ მარგალიტს................" vot-tak.gif newsmile019.gif

პოსტის ავტორი: AlekoN Mar 27 2010, 18:18

თენგო
იმის ილუზია არ მაქვს, აქ ამ სახეობის დანერგვის იმედი მქონდეს.
ზემოთ უკვე ვთქვი რატომაც ვდებ ამ ფოტოებს.
მდევრით მონადირე არ ვარ, მაგრამ ამ ფოტოების ნახვამ აღმაფრთოვანა; ჰოდა მინდა სხვებსაც ვანახო.

პ.ს. არისტოკრატიას რაც შეეხება, ორიოდე კაცს ვიცნობ (შენც იცნობ), რომლებიც თავიანთ გვარს ამართლებენ...

პოსტის ავტორი: თენგო Mar 27 2010, 18:54

AlekoN

ციტატა(AlekoN @ 27th March 2010 - 19:18) *
პ.ს. არისტოკრატიას რაც შეეხება, ორიოდე კაცს ვიცნობ (შენც იცნობ), რომლებიც თავიანთ გვარს ამართლებენ...

vetanxmebi.gif

პოსტის ავტორი: kupra Mar 30 2010, 14:13

ეს დზაგლები ჩემი აზრიტ კველა ფოკსგაუნდიდან არის გამოკვანილი და საერტოდ ეგ ჯიში ერტადაერტი უდზველესი მდევარია და რუსებმაც რა კნეს გამოიკვანეს ორი სახეობა მაგ დზაგლიდან რუსული და რუსული ჩრელი

კი რუსული გონჩი იკო მარა როგორც ჯიში არ იკო და ამ დარვის მერე ჩამოკალიბდა როგორც სტანდარტული დზაგლი

პოსტის ავტორი: AlekoN Apr 1 2010, 23:30

მდევრების ანგლო-ფრანგულ ჯგუფს (მცირე ანგლო-ფრანგულის გამოკლებით) რომ ფოქსჰაუნდის სისხლი აქვთ, ოფიციალურადაა ცნობილი და ეს თემა საკამათო არასდროს ყოფილა.
ინგლისური ფოქსჰაუნდი სულაც არაა უძველესი და მითუმეტეს, ერთადერთი უძველესი ჯიში; სხვათაშორის, არც ყნოსვით და არც ხმით არ ბრწყინავს...
იმის მტკიცებაც დიდი შეცდომაა - ვითომ რუსული მდევარი ფოქსჰაუნდისგან იყოს გამოყვანილი (?!).

პოსტის ავტორი: aragveli Apr 2 2010, 06:59

ნამდვილად ასეა ფოქსჰაუნდი ინგლისში ირემზე ნადირობის აკრძალვის შემდეგ მიიღეს რადგან ნადირობის ახალი პოპურალური ობიექტი მელა გახდა . ფოქსტერიერის მიგებისას მოთხოვნა ერთი იყო ძააღლს მხოლოდ მელაზე უნდა ემუშავა. მელასადმი ინტერესის გასაძლიერებლად ტერიერების სისხლიც კი შეურიეს

პოსტის ავტორი: kupra Apr 7 2010, 21:27

და საიდან იცი რომ კნოსვა და არც ხმა არ უვარგა და ისე რუსები მოპარვაში ოსტატები არიან

newsmile035.gif

რახან დიდი ნადირზე ანადირებენ?

პოსტის ავტორი: kupra Apr 16 2010, 20:20

რუსული როგორც სტანდარტული ჯიში როდიდან გვკავს ცარმოდგენილი მაშინ მაგაზე მიპასუხეტ

პოსტის ავტორი: AlekoN Apr 17 2010, 17:51

kupra

ციტატა(kupra @ Apr 7 2010, 22:27) *
და საიდან იცი რომ კნოსვა და არც ხმა არ უვარგა და ისე რუსები მოპარვაში ოსტატები არიან

არ უვარგაო, არ მითქვამს...
ფოქსჰაუნდის საველე ღირსებებზე და ნაკლებზე საკმაო მონაცემებია ძველ რუსულ სანადირო ლიტერატურაში.
ბეწვეულზე მუშაობა დიდ ყნოსვას არ მოითხოვს და ხანგრძლივი დროის განმავლობაში კონკრეტულ ობიექტზე (ა.შ. მელაზე)სანადიროდ მიმართული სელექცია არ განავითარებს იმ თვისებას, რაც არ სჭირდებათ მოცემულ შემთხვევაში. ამიტომაც არ გაგიკვირდეს, თუ მაინცადამაინც კარგი ყნოსვით არ გამოირჩევა ეს ჯიში.

ციტატა(kupra @ Apr 7 2010, 22:27) *
რახან დიდი ნადირზე ანადირებენ?

რაო, მელაკუდა დიდი ნადირია??

ციტატა(kupra @ Apr 16 2010, 21:20) *
რუსული როგორც სტანდარტული ჯიში როდიდან გვკავს ცარმოდგენილი მაშინ მაგაზე მიპასუხეტ

მაგაზე, შესაბამის თემაში...

პოსტის ავტორი: AlekoN Apr 18 2010, 20:02






პოსტის ავტორი: AlekoN Apr 18 2010, 20:50


პოსტის ავტორი: შადი შამოდი Apr 18 2010, 21:33

მწეწავები არიან, მა რა ქვია ამას?

პოსტის ავტორი: AlekoN Apr 18 2010, 23:33

რაც ვნახე ვიდეოებში, ფრანგული ძაღლები საღსალამათ ირემზე არ იწევენ ანუ კონტაქტში არ შედიან...
საინტერესოა, ასეთ შემთხვევაში, რუსული და ანგლო-რუსული რას იზამდნენ?
და საერთოდ, მდევარმა ნადირს რომ კბილი გაკრას, ნაკლად უნდა ჩავუთვალოდ?? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: aragveli Apr 19 2010, 10:26

არა მგონია კბილით შეხება დიდ ნადირზე ნაკლი იყოს პირიქით ეს ძაღლის გულადობაზე მეტყველებს.

პოსტის ავტორი: ლევანა90 Apr 19 2010, 14:13

მე საერტოდ არ მომწონს ესეთი ნადირობა რაარი 200 ძაღლია და 1 ტახი არ არის საინტერესო ..

პოსტის ავტორი: AlekoN Apr 19 2010, 22:52

ნუგეში! მაგათ კლუბში ძალად არავინ გაგაწევრიანებს. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: kaxa108 Apr 21 2010, 16:39

აბა ძმებო ერთი ჩემი ბასეტი ნახეთ 24 ში ხდება 4 თვის. დღეს მომიყვანეს. მაგარი ტიპიაძალიან. ეგ ძაღლები თუ ეგეთი ცოცხალი ტიპები იყვნენ ნამდვილად არ მეგონაhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://"http://%5bURL=http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: Maverick Apr 21 2010, 17:04

ვაა რა მაგარია, გილოცავ, ცოტა მეტი დაწერე, წარმომავლობა , საბუტიანი თუ არა, ძუ თუ ხვადი და ა.შ.

მშობლები ნადირობენ? სიმართლე გითხრა არასოდეს მინახავს ბასეტით მონადირე საქართველოში

პოსტის ავტორი: კუდიგორელი Apr 21 2010, 17:07

კაი ტიპია, გილოცავ. საინტერესო იქნება ამის ნადირობის ნახვა რო წამოიზრდება

პოსტის ავტორი: kaxa108 Apr 21 2010, 17:25

კი საბუთებიც ააქვს ხვალ მომიტანენ ალბათ. აუცილებლად დავდებ .

ხო დამავიწყდა მეთქვა ხვადია

პოსტის ავტორი: kaxa108 Apr 21 2010, 18:01

სპეციალისტებს ვეკითხები ერთი თვალი სხვა ფერი არქვს და მეორე სხვა ფერი არლეკინივით და ნორმალურია?

პოსტის ავტორი: შადი შამოდი Apr 21 2010, 18:26

თუ დარჩა ეგრე ნაკლია, რა თქმა უნდა. ღია ფერის თვალიც უკვე ნაკლია.

პოსტის ავტორი: ლეკი Apr 21 2010, 20:46

ციტატა(kaxa108 @ Apr 21 2010, 17:39) *
აბა ძმებო ერთი ჩემი ბასეტი ნახეთ 24 ში ხდება 4 თვის. დღეს მომიყვანეს. მაგარი ტიპიაძალიან. ეგ ძაღლები თუ ეგეთი ცოცხალი ტიპები იყვნენ ნამდვილად არ მეგონაhttp://www.radikal.ruhttp://www.radikal.ruhttp://"http://%5bURL=http://www.radikal.ru

გილოცავ ძმაო კარგი ძაღლია, ბევრი გენადიროს!!! newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: dato01 Apr 21 2010, 20:58

ამას გვიმალავდი კახა ბატონო ? მაგარი ტიპია ძალიან.სპეციალურად გამოვალ და ვნახავ.რას შვება ჩემი პოინტერის შვილი?გლეჯს ალბათ ყველაფერს.დათო ვარ ძმაო .მიხვდი ალბათ რომელიც. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: თენგო Apr 21 2010, 21:53

შადი შამოდი
სურათს თუ გაადიდებ ჩანს რომ ერთი თვალის ლამის თეთრი აქვს,ეგ მემგონი ხინჯია,ეგეთი ძაღლები თუ არ ვცდები იბრაკებიან.

პოსტის ავტორი: შადი შამოდი Apr 22 2010, 00:24

კი. მარა, მთლად გულსაც ნუ გავუტეხავთ ashh.gif

პოსტის ავტორი: kaxa108 Apr 22 2010, 00:46

ციტატა(dato01 @ Apr 21 2010, 21:58) *
ამას გვიმალავდი კახა ბატონო ? მაგარი ტიპია ძალიან.სპეციალურად გამოვალ და ვნახავ.რას შვება ჩემი პოინტერის შვილი?გლეჯს ალბათ ყველაფერს.დათო ვარ ძმაო .მიხვდი ალბათ რომელიც. newsmile027.gif

დავიტს გაუმარჯოს. გენაცვალე ძმაო. გლეჯს აბა რას შვება. ახლა დავიწყებ მინდორში სიარულს და იმედია ერთ დიპლომს უეჭველი ავიღებთ. ამასობაში სეზონიც მოვ და ვინადიროთ და ვიყოთ newsmile041.gif

ციტატა(თენგო @ Apr 21 2010, 22:53) *
შადი შამოდი
სურათს თუ გაადიდებ ჩანს რომ ერთი თვალის ლამის თეთრი აქვს,ეგ მემგონი ხინჯია,ეგეთი ძაღლები თუ არ ვცდები იბრაკებიან.

თენგო როგორ ხარ გენაცვალე, არაუშავს ეგრეც რომ იყოს მაინც იშვიატი ჯიშია და ღირს მემგონი მაგისთვის თავის შეწუხება თან ეგეთი შუსტრები თუ იყვნენ მართლა არ მეგონა. თან მაგარი საკაიფო ტიპაჟია. თუ ნადირობაშიც ივარგა ხომ მთლად უკეთესი. მე ესტონკა მყავს ძუ კაჭრეთში მეგობართან და მინდა იმას შევუწყვილო იქნებ და გაქაჩოს.

პოსტის ავტორი: თენგო Apr 22 2010, 12:08

kaxa108
კახას გაუმარჯოს!!!!!!!!!!!!! სისწრაფეში თუ შეეწყო ნამდვილად ცუდი არ იქნება!

24 გამოყვანაზე იქნებ გვანახო.

პოსტის ავტორი: kaxa108 Apr 23 2010, 01:40

ციტატა(თენგო @ Apr 22 2010, 13:08) *
kaxa108
კახას გაუმარჯოს!!!!!!!!!!!!! სისწრაფეში თუ შეეწყო ნამდვილად ცუდი არ იქნება!

24 გამოყვანაზე იქნებ გვანახო.

ძალიან მინდოდა მოსვლა მაგრამ გურიაში უნდა წავიდე და ვერ ვიქნები სამწუხაროდ. სისწრაფეს რაც შეეხება მეც ვიფიქრე ეგ რომ სხვაობა იქნება ალბათ.

პოსტის ავტორი: samo Apr 24 2010, 11:30

http://www.radikal.ru ესეც ჩემი "ღარიბა" ინგლისური ჰარიერი...

http://www.radikal.ru ესეც მე და ჩემი ღარიბა

პოსტის ავტორი: aragveli Apr 24 2010, 19:32

ვაა ჰარიერზე რაც მსმენია კურდღელზე მაგრად მუშაობს. გაგვანათლე აბა ძმაო ?სუფთა სისხლის არის?

პოსტის ავტორი: AlekoN Apr 24 2010, 21:10

ხვალ დავდებ ჰარიერების სურათებს და შევადაროთ... newsmile035.gif newsmile041.gif

პოსტის ავტორი: samo Apr 24 2010, 22:05

არა ეს სუფთა არაა რუსული გონჩი ურევია მარა მოყვანილობით ჰარიერია პროსტა ჰარიერს უფრო მეტი ლაქა უნდა ქონდეს ამას კიდე სუ ერთი აქვს მკერძე.. ნადირობის რა გითხრათ.. ცოტა ხნის მოყვანილი მყავდა როცა რუსულები დავკარგე და იმათზე გაბრაზებულა მეათქი აგარასოდეს ავიყვან ნადირის ძაღლსთქო და გავაჩუქე newsmile05.gif ისე ერთი კაი რაც ამ ძაღლებს გააჩნიათ ისაა რო ძაან მაგარი ყნოსვა და ძაან დამჯერეები არიან.. ხოლო ხმა ძაან დაბალი აქვთ თითქმის იაგივით წივიან რააა... newsmile045.gifnewsmile045.gifnewsmile045.gif მეტი არაფერი ვიცი ამ ძაღლების შესახებ და მეტს ვერაფერს გეტყვით newsmile045.gifnewsmile045.gifnewsmile045.gif

პოსტის ავტორი: თენგო Apr 24 2010, 22:10

AlekoN
ისე მე მგონი უფრო ჰამილტონს გავს newsmile045.gif

samo
ამაზე ჰარიერია არისო ვინ გითხრა? შენ არ იფიქრო რომ საწყენად გეუბნები,უბრალოდ გთხოვ,სანამ რამეს დაპოსტავ სტანდარტები ნახე,იქ სურათებიც არის.
მონდომებული ახალგაზრდა ჩანხარ და გულწრფელად მინდა რომ კარგად გაერკვე სამონადირეო მეძაღლეობაში. თუ რამეში გამოგადგებით მზად ვართ დაგეხმაროთ

პოსტის ავტორი: samo Apr 24 2010, 22:16

ვინც მქაჩუქა იმან მითხრა ინგლისური ჰარიერის და რუსულის ნაჯვარიაო newsmile035.gif:D:D და რუსულის არეფრი არ უგავს და ჰარიერის მოყვანილობა კი აქვს.. მართალია ჰარიერი ლაივში არ მინახია მარა სურათებში კი მინახავ და თAნ ბევრი და რაგც სტატიებიც მაქ წაკითხული ნეტში newsmile045.gif.....თენგო შენ თუ რამე იცი ინგლისური ჰარიერის შესახებ დაწერე რა newsmile045.gif

პოსტის ავტორი: თენგო Apr 24 2010, 22:21

samo

ციტატა(samo @ 24th April 2010 - 23:16) *
.....თენგო შენ თუ რამე იცი ინგლისური ჰარიერის შესახებ დაწერე რა

შენ რაც წაკითხული გქონია იმაზე მეტი ნამდვილად არ ვიცი,სიმართლე გითხრა არც მაინტერესებს.
ერთს კი გეტყვი-ეგ ჰარიერი არ არის და თუ გინდა მესროლე)newsmile05.gifnewsmile05.gif:

პოსტის ავტორი: AlekoN Apr 25 2010, 21:22

ის ძაღლი ჰარიერს კიდევ უფრო ნაკლებად ჰგავს, ვიდრე რუსულს.
--------------------------------------------------------------------------------------------------

აი ჰარიერი -



--------------------------------------------------------------------------------------------------


მარცხნივ - ბიგლი, მარჯვნივ - ჰარიერი, შუაში კი - ბიგლ-ჰარიერი.

პოსტის ავტორი: AlekoN Apr 26 2010, 11:20

აი, როგორ ზრდიან და "გეშავენ" თავიანთ ბავშვებს ფრანგები -
















მემგონი, ბევრისთვის ჭკუისსასწავლებელია ...

პოსტის ავტორი: mgm Apr 26 2010, 13:06

საღოლ, მაგარია! small3d018.gif

პოსტის ავტორი: kupra Apr 26 2010, 20:46

კაი სურატებია newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Apr 26 2010, 23:09

ყველა ეს ბავშვი ეჭვი არ მეპარება ნამდვილი პროფესიონალი გაიზრდება(შეიძლება არიან კიდეც)

პოსტის ავტორი: შადი შამოდი Apr 28 2010, 10:02

ადამიანებად გაიზრდებიან, სილამაზის დამფასებლებად, ბუნება ეყვარებათ, ცელოფნებით არ მორთავენ ხოლმე ნაძვის ხეებს..


პოსტის ავტორი: kupra Apr 29 2010, 00:15

შადი შამოდი მარტალი ბრდზანდებით

dastur.gif

პოსტის ავტორი: samo Sep 24 2010, 02:58

kaxa108
საწყენად არ მიმიგო შენ გყავს ბასეტ ჰაუნდი და მაგიტო გეუბნები.. საქართველოს რელიეფზე დარწმუნებული ვარ სუ რო 100 ბასეტით ერთ დროულად ინადირო მაგ 100დან ერთიც ვერ მოკრავს ტვალს კურდღელს... ძალიან ნელები და მოუქნელი ძაღლებია...... ამ ზაფხულს რკონშI ვიყავით კარვით წასულები ბიჭები და ერთ ჩემ ძმაკაცს ყავს და წამოიყვანა ხო ძაღლზე სწრაფად მე დავდიოდი და აღმართებშI ველოდებოდი დროზე ამოდითქო..... ძაღლი რო მხედავდა ცუდად ხდებოდა რა ინდა გამანებე თავი ჩEმთVის წყნარად ხან მძინავს და ხან ვჭამო ხანაც 2 ნაბიჯზე ვიძინებო 10 დგეზე მეტი ვატრიე ეს ძაღლი ხან სად ხან სად მარა ხო შეიძლება ძაღლმა 1 ნაბიჯით მაინც გაგასწროს და წინ გავიდეს... მარა ისიც არ მომიკვდეს სუ უკან დამყვებოდა ყურზე ფეხს იდგამდა და იქცეოდა ხანდახან.. და ვინ იცის გულში რამდენი მაგინა რა გინდოდა სამო სად წამომიყვანე ჩEმთვის პატიოსნად მეძინაო newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif ხო და ჩვენი ბასას შემხედვარე ამ ჯიშის ძაღლებზე სუ მთლად დამეკარგა შთაბეჭდილება არაფრის მაქნისები არიან ჩვენ ტყეებშI ეგენი

პოსტის ავტორი: ako jangira3 Sep 26 2011, 16:41

რა მაგარი დზაგლები არიან პრანგულები ვიზუალურატ მაგრატ მომეწონა სიამოვნებიტ ვიყოლიებდი

პოსტის ავტორი: aragveli Sep 26 2011, 19:07

აკო ეგ ფრანგულები ძირითადად პარფორსული ნადირობისთვის არის შენ ნაკლებად გამოგადგება

პოსტის ავტორი: ako jangira3 Oct 2 2011, 02:18

არა ალიკ ვიზუალურათ მომწონს მარტოnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: kupra Jan 19 2012, 15:50

როგორ მაინტერესებს ისე ეს ძაღლები რამდენად გაამართლებს ჩვენსკენ? thinking.gif

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Jan 19 2012, 17:07

ჩემი აზრით არანაირი მნიშვნელობა არ ექნება! როგორც იქ ისე აქ!

პოსტის ავტორი: aragveli Jan 19 2012, 17:29

მთავარიც ეგ არის რომ ,როგორც იქ ხდება, ეგრე ჩვენთან არ ხდება.

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Jan 19 2012, 17:42

მაგას რა თქმა უნდა, რომ ჩვენთან ეგრე არ ხდება!

აქ გამართლებაზეა საუბარი და რატო ვერ გაამართლებს?

პოსტის ავტორი: aragveli Jan 19 2012, 18:03

ციტატა(მაქსიმუსა @ Jan 19 2012, 18:42) *
მაგას რა თქმა უნდა, რომ ჩვენთან ეგრე არ ხდება!

აქ გამართლებაზეა საუბარი და რატო ვერ გაამართლებს?

ევროპული ძალიან ბევრი ჯიშია და გააჩნია რომლის გამართლებას იძახი

პოსტის ავტორი: kupra Jan 23 2012, 01:26

http://www.radikal.ru

განწყობისთვის გონჩავიკებო. newsmile041.gif

პოსტის ავტორი: kupra Jan 23 2012, 02:30

http://www.radikal.ru

ალბათ ესეც ევროპელი უნდა იყოს ბიჭებო არა? wtfg.gif

პოსტის ავტორი: aragveli Jan 23 2012, 08:50

პირველ სურათზე ხარიერებია და ეს მეორე ნაგდად არ ვიცი D.gif

პოსტის ავტორი: dato 85 Feb 23 2012, 23:10

ვინმეს თუ ჰყავს საქრთველოში ევროპული მდევერი?

ეჭვი მაქვს რუსულებს თუ არ ჯობია არც რამით ჩამორჩება D.gif

პოსტის ავტორი: kupra Feb 23 2012, 23:16

კაკრას ჩამორჩებიან იმიტომ ჯერესერთიც არაა და მერე კიდე არც არავინ იცის რას იზამენ ჩვენსკენ, ამიტომ რუსული კაი ძაღლია და რავიცი ამართლებს კიდევაც ჩვენ პირობებში და ართმევს იმ გამოცდებს რას საჭიროა ია ტაკ დუმაიუ ყოველი შემთხვევისთვის. newsmile045.gif

პოსტის ავტორი: aragveli Feb 23 2012, 23:33

ციტატა(dato 85 @ Feb 24 2012, 00:10) *
ვინმეს თუ ჰყავს საქრთველოში ევროპული მდევერი?

ეჭვი მაქვს რუსულებს თუ არ ჯობია არც რამით ჩამორჩება D.gif

რა გაძლევს მაგ ეჭვის საშუალებას?

პოსტის ავტორი: dato 85 Feb 23 2012, 23:34

მე რატო დავწერე იცი, აი მაგალიტად იტალია, საფრანგეთი და აღმ. ევროპა თავისი გეოგრაფით, კლიმატით და რაც მთვრია რელიეფით უფრო ახლო დგას საქართველოსთან ვიდე რუსული გაშლილი, უკიდეგანო ტყეები...
კონტინეტაური ევროპა დასერილია ხევხუვებით, გორებით, მთებით, ჭალებით...
ჰოდა უფრო ლოგიკური არ აის რომ ასეთ პრობებისთვის გაოყვანილი ძაღლი უკეთესად მოერგება საქრთველოს ვიდრე რუსეთის პირობებისთვის?

მეკი ბევრი არა მესმის რა მარა, რატომღაც ესე მგონია... D.gif

პოსტის ავტორი: kupra Feb 23 2012, 23:50

ლოგიკურია ეგ ყველაფერი რასაც თქვენ ბრძანებთ მარა აქამდე ალბათ ნანახი ეყოლებოდათ ჩვენ პრედკებს და ამ ძაღლებზე გააკეტეს არჩევანი თორე იქეთაც რო ყავთ კურდღლის ძაღლები რაზეა ბაზარი მარა ჩვენ რაც გვყავს იმას ვერ უვლით ზოგს ყავს სუფთა სისხლის გინდა რუსულები გინდა ანგლოები მარა ძაღლად ვერ აყენებენ და რაზეა საერთოდ ლაპარაკი dato 85

thinking.gif

პოსტის ავტორი: aragveli Feb 23 2012, 23:55

ციტატა(dato 85 @ Feb 24 2012, 00:34) *
მე რატო დავწერე იცი, აი მაგალიტად იტალია, საფრანგეთი და აღმ. ევროპა თავისი გეოგრაფით, კლიმატით და რაც მთვრია რელიეფით უფრო ახლო დგას საქართველოსთან ვიდე რუსული გაშლილი, უკიდეგანო ტყეები...
კონტინეტაური ევროპა დასერილია ხევხუვებით, გორებით, მთებით, ჭალებით...
ჰოდა უფრო ლოგიკური არ აის რომ ასეთ პრობებისთვის გაოყვანილი ძაღლი უკეთესად მოერგება საქრთველოს ვიდრე რუსეთის პირობებისთვის?

მეკი ბევრი არა მესმის რა მარა, რატომღაც ესე მგონია... D.gif

მე არ გამაჩნია ევროპულ მდევრებით ნადირობის გამოცდილება და ესეთი გამოცდილი კაცი საქართველოში არც მეგულება, მაგრამ გამაჩნია ჩემი მოსაზრება ამ მდევრებზე, შესაძლოა ვცდები. დათო მაგ ევროპის ქვეყნებში იმდენად მდიდარი სავარგულები და ისეთი ნადირობის წესი აქვთ, გადამკიდე გრძელი დევნის ძაღლები სულაც არ სჭირდებათ პირიქით ხელის შემშლელია თან ძაღლებს ხროვებათ ანადირებენ და პარფორსულ ნადირობას ეწევიან. მე რამოდენიმე ევროპული ჯიში მომწონს და შესაძლოა ჩვენთან გაამართლონ კიდევაც მარა რუსულებთან მათი კონკურენცია მაინც მეეჭვება, ამ ეჭვის უფლებას კი, ის გარემოებაც მაძლევს რომ ჩვენამდე ძალიან ბევრმა "გონჩატნიკების "თაობამ გამოიარა, მათ შორის საკმაოთ გამოცდილმა და მცოდნეებმაც, სადაც რუსულმა და ესტონურებმა მოიპოვეს პოპულარობა არც მათ უნდა გასჭირვებოდათ, თვითონ რუსებსაც არ გაუჭირდებოდათ ამ მდევრების შემოყვანა, ალბათ სცადეს კიდევაც ,მაგრამ არ გამართლა .

პოსტის ავტორი: dato 85 Feb 24 2012, 00:02

kupra
aragveli

მართლები ბრძანდებით ბატონებო, მე თქვენ ვერაფერს გასწავლით იმიტომ რომ არ ვიცი ეს საკითხი, უბრალოდ რაღაც საიტებზე დავრბოდი ეს დღეები და ბევრი უცნობი (ჩემთვის ყოველ შემთხვევაში) მდევრები ვნახე, რომელიც საქართველოს მსგავს პირობეში ნადირობდენ კურდღელზე. ჰოდა მეც დავევჭვდი და დავინტერესედი რატომ არ შეიძლება მათ საქრთველოში ინდარირონ თქო...
თუმცა როგორც არაგველმა ბრძანა მათი სავარგულები ბევრად მდიდარია ვიდრე ჩვენი, ამიტომ ნათელია თუ რატო იყენებენ რუსულ და ესტონურ მდევრებს...


პოსტის ავტორი: monadire batumeli Feb 26 2012, 12:11

გადავხედე ფოსტებს და ბევრი აზრი იყო დაფიქსირებული ტან სხვად სხვა მოსაზრებები,,ერტი ეგ მაინტერესებს, ,ინგლისური ფოქსხაჰუნდი ტუნდაც ფრანგული ტუნდაც ამერიკული,,რატო ვერ იმუშავებს საიდან აკეტებტ ამ დასკვნებს,,ვინმეს გამოგიცდიატ საქრტველოს ტყეებში?რომ ვტქვატ სიმარტლე ყველა მდევარს ტიტქმის ფოქსხაჰუნდი უზის და უმეტესობაც მაგრად მუშაობს,მტავარი ისა ტუროგორ დაგეშავ ეგენი ხომ ნადირის დზაგლებია არა? ხოდა არ გაუჯირდებატ ტყეში ტუ ღრეში ზდიოს ნადირს ტუნდაც ხროვიტ ტუნდაც წყვილსში.

პოსტის ავტორი: aragveli Feb 26 2012, 14:28

ციტატა(monadire batumeli @ Feb 26 2012, 13:11) *
გადავხედე ფოსტებს და ბევრი აზრი იყო დაფიქსირებული ტან სხვად სხვა მოსაზრებები,,ერტი ეგ მაინტერესებს, ,ინგლისური ფოქსხაჰუნდი ტუნდაც ფრანგული ტუნდაც ამერიკული,,რატო ვერ იმუშავებს საიდან აკეტებტ ამ დასკვნებს,,ვინმეს გამოგიცდიატ საქრტველოს ტყეებში?რომ ვტქვატ სიმარტლე ყველა მდევარს ტიტქმის ფოქსხაჰუნდი უზის და უმეტესობაც მაგრად მუშაობს,მტავარი ისა ტუროგორ დაგეშავ ეგენი ხომ ნადირის დზაგლებია არა? ხოდა არ გაუჯირდებატ ტყეში ტუ ღრეში ზდიოს ნადირს ტუნდაც ხროვიტ ტუნდაც წყვილსში.

აქ არავინ არაფერს ამტკიცებს და ყველას თავისი აზრი გაჩნია, დასკვნები სად წაიკითხე ? მე ჩემი აზრი დავწერე და დავასაბუთე კიდევაც რატომ ვფიქრობ მასე, თქვენ როგორც იძახით, მასე ბლოდჰაუნდები ერთ-ერთი უძველესი ჯიშია და ძალიან ბევრი მდევრის ჩამოყალიბებაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ ყველას სჯობია.

პოსტის ავტორი: monadire batumeli Feb 27 2012, 14:46

ციტატა(aragveli @ Feb 26 2012, 15:28) *
აქ არავინ არაფერს ამტკიცებს და ყველას თავისი აზრი გაჩნია, დასკვნები სად წაიკითხე ? მე ჩემი აზრი დავწერე და დავასაბუთე კიდევაც რატომ ვფიქრობ მასე, თქვენ როგორც იძახით, მასე ბლოდჰაუნდები ერთ-ერთი უძველესი ჯიშია და ძალიან ბევრი მდევრის ჩამოყალიბებაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ ყველას სჯობია.

მე იმაზე გავამახვილე ყურადგება ტუ რამდენად გამოდგებიანო,,და მეც დავწერე რატოამაც არ გამოდგებიან ტქო newsmile045.gif

პოსტის ავტორი: AlekoN Feb 27 2012, 17:43

მგელთან ესაა გადაღებული Bayrischer Gebirgsschweisshund (217) (Bavarian Mountain Scenthound)
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ესტონური მდევარი ხომ ევროპული ჯიშების კონგლომერატია: ადგილობრივი + ბიგლი + შვეიცარული მდევარი + ფოქსჰაუნდი.
ყველა ჯიშს არ ამუშავებენ ხროვებად. მაგ. სკანდინავიაში, ბალკანეთში. კურდღლის ძაღლებს ეხება ეს.
ბლადჰაუნდი მიჩნეულია ერთერთ საუკეთესო (თუ საუკეთესოდ არა) ყნოსვის მქონე ჯიშად. იყენებდნენ ძალიან ძველ კვალზე სამუშაოდაც.

პოსტის ავტორი: kupra Feb 27 2012, 18:39

ევროპელებსაც ყავთ და შანსი არაა არ ყავდეთ კაი გონჩები უბრალოდ ჩვენ კიდე არ ვიცით ბევრი რამე იქეთ რა ძაღლები ყავთ და რა ხთება საერთოდ მე ესე ვფიქრობ უბრალოთ ჩვენთან რუსულები ანგლოები და ესტონკებია პოპულარული და მოდი ამ ძაღლებს მივხედოთ ყველაფერს ის აჯობებს ჩემი რჩევა იქნება.

პოსტის ავტორი: aragveli Feb 27 2012, 20:48

ეჰ როდის ვეღირსებით ჩვენს გამოფენებზე ამ ევროპულ ჯიშებს D.gif არა და ეს ალბათ აუცილებლად მოხდება.

პოსტის ავტორი: kupra Feb 27 2012, 22:44

D.gif D.gif მოხდება აბა რა იქნება

პოსტის ავტორი: AlekoN Mar 4 2012, 13:05

სერბული მდევარი

სიმაღლე 44-54 სმ, წონა 20 კგ-მდე.

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: kupra Mar 4 2012, 22:42

სუფთა კურდღლის ძაღლის ტანზეა ბატონო ალეკო ხო არ იცით რაზე ანადირებენ ამ მდევრებს?

პოსტის ავტორი: AlekoN Mar 6 2012, 10:52

ყველაფერ იმაზე, რაზეც ამუშავებენ მდევარს: კურდღელზე, ბეწვეულზე, დიდ ნადირზე.

პოსტის ავტორი: თენგო Mar 6 2012, 12:25

[b][b]aragveli
ეჰ როდის ვეღირსებით ჩვენს გამოფენებზე ამ ევროპულ ჯიშებს არა და ეს ალბათ აუცილებლად მოხდება[/b][/b]

ზაზა ხუციშვილს ყავდა მოყვანილი შარშანდელ გამოფენაზე "ჰამილტონი"-შვედური ჯიშია,თუ არ ვცდები.

პოსტის ავტორი: aragveli Mar 6 2012, 17:25

ციტატა(თენგო @ Mar 6 2012, 13:25) *
[b][b]aragveli
ეჰ როდის ვეღირსებით ჩვენს გამოფენებზე ამ ევროპულ ჯიშებს არა და ეს ალბათ აუცილებლად მოხდება[/b][/b]

ზაზა ხუციშვილს ყავდა მოყვანილი შარშანდელ გამოფენაზე "ჰამილტონი"-შვედური ჯიშია,თუ არ ვცდები.

კი თენგო ვნახე, ისე მაგრად მაინტერესებს რა შედეგები აქვს მაგ ძაღლს, მაშინ ჯერ დასაგეში იყო.

პოსტის ავტორი: kupra Mar 6 2012, 21:09

ისე მეც ვნახე ეგ ძაღლი და ნეტავი რას შვება გაიხსნა მუშაობს რა ქნა ნადირობს რა საინტერესოა ხო არ ააქ ვინმეს რამე ინფორმაცია მაგ ძაღლზე?

პოსტის ავტორი: შადი შამოდი Mar 6 2012, 23:37

სამწუხაროდ ვერ გაიხსნა ჯერჯერობით

პოსტის ავტორი: kupra Mar 9 2012, 00:20

ციტატა(შადი შამოდი @ Mar 7 2012, 00:37) *
სამწუხაროდ ვერ გაიხსნა ჯერჯერობით

ცუდია ძაან მაგი ამბავი თუ ვერ გაიხსნა.

პოსტის ავტორი: axotnik adjari Jun 8 2012, 16:37

სერბული მდევარი არის საქართველოშჰი?

პოსტის ავტორი: ako jangira3 Sep 25 2012, 19:43

ბერძნული მდევრის შესახებ თუ გსმენიათ რამე წავიკიტხეე კურდგლის ჯიშია ძაან მომეწონაა დახასიატება

პოსტის ავტორი: kunela Sep 30 2012, 10:47


http://postimage.org/image/4xnhti5yn/
ვინმე თუ მეტყვით ეს რომელი ჯიშის გონჩია

პოსტის ავტორი: aragveli Sep 30 2012, 14:10

ფრანგული გასკონია, მგონი.

პოსტის ავტორი: kunela Sep 30 2012, 15:24

Арьежская гончая... ესეე ქვია ამ ჯიშს მაგრად დამევასაა და თან რაც წავიკითხე კარგი მონადირეა ,, ანგლოს შევადარე და მონაცემებით ბევრად აჯობა,,
http://postimage.org/image/p2gx6h2qt/

პოსტის ავტორი: aragveli Sep 30 2012, 16:48

მაინც რა მონაცემებით აჯობა?

პოსტის ავტორი: kupra Oct 1 2012, 14:00

ან ვინ შეადარა საერთოდ მაინცდამაინც ანგლოს. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: kunela Oct 1 2012, 21:12

დაგუგლეე ესს ჯიში და შენთვიითონ ცაიიკითხე რიტიი რა პლიუსები აქ

პოსტის ავტორი: aragveli Oct 2 2012, 13:32

ინტერნეტში წაკითხულს საქმეში ნახვა მირჩევნია მარა ,არა მგონია ეგ ბედნიერება როდისმე მეღირსოს, ამიტომ არ ვინტერესდები.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)