ჩაქირა .რაიცით ამ ძაღლის შესახებ? იქნებ მოვიძიოთ ეს გადაშენების გზაზე მდგომი ერთად ერთი ქართული მონადირე ჯიშის მეძებარი ჩაქირა (იგივე მეკვერნე)მე ეხლა გავიგე ამ ძაღლის შესახებ და ძალიან დავინტერესდი .პრინციპში ქათული ნაგაზის ქვეყანაში არც არის გასაკვირი რომ ასეთი ძლიერი და უნივერსალი ქართული მეძებარიც გვყოლოდა .ირკვევა რომ ეს ძაღლი ძირითადად გურიაში მაღალ მთიან აჭარასა და ტაოკლარჯეთში (ეხლა უკვე თურქეთის ტერიტორიაზე ) იყო გავრცელებული .და მას ძირითადად კვერნაზე და კატაზე სანადიროდ იყენებდნენ.ეს იმიტომ რომ ძალიან შეუპოვარი და ჟინიანი ყოფილან და ამის გამო დიდ ნადირზე არიდებდნენ ნადირობას იმიტომრომ ხშირად ნადირობა სიკვდილით მთავრდებოდა მას ამის გამო თვითმკვლელი ძაღლიც კი შეარქვეს . მაგრამ შესანიშნავად ნადირობდა მსხვილ ნადირზეც როგორიცაა; დათვი,ღორი,ირემი,და ა შ.....მოკლედ კურდღელზეც კარგად ნადირობდა და ფრინველზეც .მე ერთ -ერთ წიგნში მაქვს წაკითხული რომ გურიაში ძველ მონადირეებს უთქვამთ რომ ერთხელ პოინტერთან ერთად ვანადირეთო და როგორც ის უკეთებდა ფრინველს ნაბულსო (სტოიკას) ჩაქირამაც ისე დაუწყო ნაბულის კეთება ფრინველსო . და თანაც მოკლული ფრინველი მოიტანაო.ჩაქირას წყლის ფრინველებზე სანადიროდაც იყენებენ თურმე ,კიდე წერენ თუ როგორ ნადირობს სოროს ნადირზე ;მაჩვზე,ტურა მელაზე ,მოკლედ უნივერსალიაო , რომ წავიკითხე გავგიჟდი თუ რა ჯიში გვყოლია და გადაშენების გზაზეა .რაც შეეხება აღწერილობას მე სურათიც მაგვს ნანახი ის 45-50-სმ სიმაღლისაა; წაბლისფერია მოწითალო თვალებით, თავით ტურას წააგავს დაცკვეტილი ყურებით ,დაშვებული კუდი და ყველაზე მთავარი და გამორჩეული ნიშანი აქვს მას ყელზე (კისერზე )თეთრი რკალი დასდევს გეგონება თეთრი საყელო აქვსო გაკეთებული ,მოკლედ ;ყელი ,გულმკერდი, მუცელი,ფეხები სახსრებს დაბლა და კუდზე ნახევარს ქვევით სულ თეთრი აქვს და რაც მთავარია ააქვს ძლიერი ყნოსვა . ძალიან წააგავს მყეფარებს (ლაიკას) და არსებობს ვერსიებიც რომ ლაიკას სისხლში დიდი პროცენტი ჩაქირას სისხლი ურევიაო .ასერომ ეხლა თქვენ გაანალიზედ თუ რაოდენ ძლიერი და უნივერსალური ჯიში გვყოლია ქართველებს ჩაქირას სახით .ასერომ სელექციური თვალსაზრითითაც შეიძლებოდა ამ ჯშიდან მაგარი ჯიშებიც გამოგვეყვანა . ერთს კიდევ დავამატებ რომ არიან ძალიან ავები და თითქმის სულ დამბულები ყოლიათ იმიტომ რომ სულ სანადიროდ უნდათ წასვლა და თუარ დაამბავთ ან დაამწყვრევთ თვითონვე გარბის სანადიროდ .არ ეკარებს უცხოპირს და არიან ძალიან შეუპოვარი და ავები რის გამოც მას ღორზე აღარ ანადირებენ იმიტომ რომ სავალალოდ სიკვდილიდ მთავრდება მისი ტახზე ნადირობა იმდონის შეუპოვარია .რაც შეეხება ამ ჯიშის საქართველოში არსებობას როგორც ვიცი ძალიან ცოტა ყოფილა ისიც ნაჯვარები .მაგრამ გეტყვით რომ ჩვენს მეზობელ თურქეთის მთიან რაიონებში( ანუ ლაზეთში) ეს ჯიში დიდი პოპულარობით სარგებლობს და შეიძლება იქიდან მაგის შემოყვანა .დასაერთოდ იქნებ ვინმეს მეტი იმფორმაცია ქონდეს ამ მართლაც უნიკალურ და უნივერსალ ჯიშზე და იქნებ დავწეროთ რამე .
gia554
ჟურნალ ნადირობაში წერია ის რაც შენ ეხლა დაწერე ( და უფრო მეტიც ) სადაც ამდენი წერე შეგეძლო მთლიანად დაგედო ის სტატია და იქ მშვენივრად არის მოთხრობილი მაგ ჯიშის შესახებ , და თუ ვინმეს რაიმეს დამატება მოუნდა დაწერენ არ მოერიდებათ
ჩაქირა მეძებრებში არ გადის მყეფრებს უფრო მიეკუთვნება. ჩემი აზრით ძაღლი ერთ დროულად ნაბულსაც აკეთებდეს მყეფრის და მდევრის ფუნქციებსაც ითვისებდეს შეუძლებელია. მასე ვიღაცის ნათქვამით შეიძლება ნაგაზმაც გააკეთოს ნაბული
[1
საინტერესოა..პირვლად მესმის მაგის თაობაზე....თუ მართლა ეგეთი მაგარია ნამდვილად ღირს მაგის ლეკვის მოძიება....ეგ კი არა და მაგის პოპულარიზაციაც მაგარი იქნება...
ეხ ამ ქართველებს ყველაფერი კარგი და საუკეთესო გვაქვს მაგრამ მოვლა პატრონობაც რომ ვიცოდეთ უფრო კარგი იკნებოდაjava script:add_smilie(":no","smid_18")
ვეთანხმები aragvels, ჩაქირა მეძებარი არაა, მყეფრებს მიეკუთვნება. მეძებრები ფრინველზე სანადიროდ სპეციალიზირებული ჯიშთა ჯგუფია, რომელთა მუშაობის დამახასიათებელი თავისებურებაა - ნაბული.
ეგრე, ლაიკასაც ანადირებენ ყველაფერზე და ფრინველზეც მათ შორის, მაგრამ მეძებრებში არ გაუყვანიათ ჯერჯერობით და არც მიაკუთვნებენ არასდროს. იგივეა ჩაქირას შემთხვევაშიც.
ამიტომაც, ეს თემა სხვა განყოფილებაშია გადასატანი, მყეფრებთან.
AlekoN
ეგ ყველაფერი კარგია ,მაგრამ იქნებ გვითხრათ როგორ შეიძლება ამ ძაღლზე ინფოს მოძიება, ან ჯიშის აღორძინება ?
როგორც ჩანს საკმაოდ გესმით და იმიტომ გკითხეთ!!!
სურათი თუ მოგეპოვებათ ვინმეს.თუ შეგიძლიათ დადეთ
სიამოვნებით ვიყოლიებდი ამ ძაღლის წყვილს. ისე სურათს თუ დადებს ვინმე მართლა კარგი იქნება. და უფრო კონკრეტულად თუ იტყვით სად შეიძლება ამ ძაღლი შოვნა
ამონაწერი სტატიიდან ჯეორგიან თამსიდან პასუხობს იუზა ბერაძე კინოლოგიის ფედერაციიდან
_ საქართველოს რომელი ჯიშის ძაღლები ჰყავს?
_ კავკასიური ნაგაზი. ქართული მთის ძაღლი და იყო ასეთი ჯიში - ჩაქირა, ანუ მეკვერნე, მონადირე ძაღლი, რომელიც მხოლოდ რამოდენიმე ეგზემპლარია შემორჩენილი და რამდენად არის შესაძლებელი ამ ჯიშის აღდგენა, ეს ბევრი წლების და ექსპედიციის შედეგად შეიძლება ითქვას. ამის ხარჯები კი ჩვენს ფედერაციას არ გააჩნია.
ამათ ხო არაფერი შეუძლიათ დაჯე კავკასიური ნაგაზის დარეგისტრირებაბაც ვერ შევძელით თავის დროზე ქართველებმა აბა სად გვეცალა !! და დაგვახიეს რუსებმა ძაღლი მყეფარაზე იქნებ მართლა ვიპიკროთ სერიოზულად და ეს ჯიში არ დავკარგოდ.. სურატი რო ვიშოვოთ სადმე არ გამოვა ??
ლევანა90
გარეგნობით ლაიკას გავს მარა აქვს განმასხვავებელი ნიშნები. ძაღლის პსიქიკა ვერ გაწვდება იმდენს რომ ერთდროულად მეძებრის, მყეფრის და მდევარის ფუნქციები შეასრულოს. ასეთი უნივერსალური ჯიში მსოფლიოში არ არსებობს. თუ კი ნადირს ყეფით დასდევს აუცილებლად დაუწყებს ყეფას ამოფრენილ ფრინველსაც. ნაბულზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ჩემი აზრით ეს ჯიში იმიტომ მივიდა გადაშენების ზღვარზე რომ ჩვენთან მყეფარათი ნადირობა არც თუ ისე პოპულარულია.
ეგ ძაღლი რო მართლა ეგეთი სასწაული იყოს როგორც აქ ითქვა მაშინ ნამდვილად არ დაიკარგებოდაა რაა მე ესე ვფიქრობ
ჯიშზე მუშაობაა საჭირო და მისი დახვეწა რათქმაუნდა მიძIნებული ჯიში ბევრად ჩამოუვარდება თანამედროვე ძაღლებს მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რო არ ვარგა თუ ვინმეს შეუძლია უნდა იზრუნოს ქართული ჯიშების გადარჩენა განვითარებაზე რაც ნამდვილად საქმის კეთება იქნება.... მეც სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას
ვიტო ეგ რა ხარჯები უნდა კინოლოგიის ფედერაციას უნდა კითხო არამგონია მატ ამის რესურსი არ ქონდეს მაგრამ მიკვირ ესე რატო ლაპარაკობენ ..
არამგონია რომ ცუდი ძაღლი იყოს
aragveli
გეთანხმები ალბათ გადაშენების მიზეზი ის არის რომ ცხოველზე ნადირობის კულტურა დაიკარგა საქართველოში ..
თუ ვინმეს შეუძლია კინოლოგიის ფედერაციას დაუკავშირდეს და გავიგოთ სად შეიძლება ლეკვების შოვნა .. და ასევე იქნებ სურატი და სტანდარტი მოგვაწოდონ იქნებ კარგი ექსტერიერის ძაღლიც არის და კარგადაც მუშაობს მართალია იაგტერიერზე ძლიერი მონადირე არაა ალბათ მაგრამ ხალხნო ჩვენია და ქართული .. ისიც გავიკითხოთ ვინმეს თუ აქ გურულ ან აჭარელ მონადირეებტან შეხება და იქნებ ისინიც დაგვეხმარონ ..
ლევანა90 მე იმას კიარ ვამბობ რომ ეს ჯიში ცუდია უბრალოდ იმის თქმა მინდოდა რო ყველა მოთხოვნას ნამდვილად ვერ დააკმაყოფილებს როგორც აქ არის ხსენებული
ჯეკო
ხო მაგაში 100% იანი ხარ .. მყეფარა არის და თავის ფუნქციას ალბათ კარგად ასრულებს მე მჯერა ამის
ეეხ ნეტავ ქართველებს ამ ძაღლის მეტი არაფერი გვქონდეს დაკარგული ჯანდაბას აღარ დავეძებ . მაგრამ რაცგინდა იყოს ჯობია ჩვენი ჩვენთან იყოს .ერთს დავამატებ რომ ბევრმა აქ ეჭვი შეიტანა ამ ჯიშის უნივერსალობაში მაგრამ როგორც ირკვევა მართლაც ბევრი რამე შესძლებია ჩაქირას და ის შეგუებული ყოფილა ქართველი კაცის გუნება ხასიათს, კლიმატურ პირობებს,და ძალზე შეუპოვარი და ჟინიანები არიან .თავიანთზე ბევრჯერ დიდ ძაღლებს სიკვდილის ბოლომდენ ებრძვიანო და გადაშენების ერთეთი მიზეზიც ზუსტად ეგ ყოფილა . მის დაგეშვას რაც შეეხება მას წინასწარ სახლში ვარხიშები და გეშვა არ ჭირდება , პირველივე გაყვანაზე უკვე დაგეშილია .ირკვევა რომ მდევრებთან (ერთიერთზე )შეუჯვარებიათ და მათი ნაშიერი უკეთესად ნადირობდა ვიდრე მათი მშობლები ,და მეც ამ ფაქტორმა დამაინტერესა და ვფიქრობ მიზანს მივაღწევთ ერთმანეთის დახმარებით . და საერთოდ დროა დაგვეწყო პერსონალური ძებნა ;გურიაში ,მთიან აჭარაში .როგორც ირკვევა ტაოკლარჯეთში (ლაზეთში) ყოფილან ეს ძაღლები და რამდენად ადვილია შემოყვანა ესეც გასარკვევია .მოკლედ ავმოძრავდეთ და შედეგებიც ერთმანეთს შევატყობინოთ
სამწუხაროდ მე მარტო ეს სურათი მაქვს ესეც ენციკლოპედიიდან არის ამოღებული
http://s49.radikal.ru/i125/0912/bb/e7c0b423e807.jpg
აუცილებლად გავიკითხავ ჩემი წყაროებიდან და აუცილებლად ჩამოვიყვანდი მამალს და შევაჯვარებდი რუსულ მდევართან(მაინტერესებს რა გამოვა)
ჩიქო
მოიცა რას შეაჯვარებ გადაშენების პირასაა და მაგას კიდე სხვა ძაგლთან უნდა შეჯვარება
ჩიქო
შეაჯვარებ და ეგრევე დახვრეტას მოგისჯი.
თუ სადმე შეიძლება ლეკვების შოვნა, სიამოვნებით ავიყვან, გავამრავლებ და ლეკვებს კლუბის წევრებზე დავარიგებ.
იქნებ ვუშველოთ და არ გადაშენდეს, რას იტყვით?
არა მგონია ვინმემ კვერნაზე სანადიროდ ძაღლი გაზარდოს ჩვენთან. სხვა ნადირზე კი ყველა გონჩით ნადირობს. Fრინველზე კი მეძებარს ვერაფერი შეცვლის. ამიტომაცაა ეგ ჯიში გადაშენების პირას. ყრუალა და ცხენირემი ჩვენ არა გვყავს რაზეც შეიძლება კიდევ მაგ ძაღლით გასვლა და.
aragveli
ვიდზე მაგრა არ მომეწონა
aragveli
T A M P L I E R
თქვენი ვერაფერი გამიგია რა ხალხნო? რანახ ვერ იყენებ ამიტომ გადაშენდეს?
ხალხი წლობით ვერ ნახულობს ქალს მაგრამ კი არ იჭრიან
ნოსო
ნოსიკ
არაა მასე თქვენ რომ გგონიათ .. ბევრი ძაღლია რომელმაც ნადირობის ფუნქცია დაკარგა მაგრამ არ კარგავენ ჯიშს და უფრთხილდებიან .. უბრალოდ ხარხო ამხელა ისტორია გვაქ და სირცხვილია რაც გვაქ იმასაც ვკარგავთთთთთთთთთთთთთთთთთთ!!!!!! ელემენტარულად საქართველოში გვყავს სულ 3 ჯიშის ძაღლი კავკასიური ნაგაზი. ქართული მთის ძაღლი .. და ჩაქირა ... ეხლა ჩვენ თავს ვიტყუებთ კავკასიური ნაგაზი ოფიციალურად ქარტული ძაღლი არაა გაიგეთ ეს რუსებმა დაარეგისტრირეს მასჰინ როცა ზოგიერტები ერთ ადგილს იფხანდნენ .. ანუ გვყავს ქართული მთის ძაღლი და ჩაქირა მთის ძაღლსაც დიდი მომავალი არ უწერია ასე ტუ გაგრძელდა საქმე და ჩაქირას კიდე უარესი მომავალი აქ .. მე ლიჩნად ქართველი რომ ვარ რო მქონდეს არჩევანი რუსულ გონჩს და ჩაქირას შორის ჩაქირას ავირჩევ თან ჩანს რომ არ არის ცუდი ძაღლი ცხოველზე სანადიროდ !!!!!!!!!
http://www.fcg.ge/geo/index.php?option=com_content&view=article&id=17&Itemid=12 გადახედეთ ამას
და ნახეთ კავკასიური ნაგაზის წარმოშობა რა წერია ... და ჩვენ ოფიციალურად გვყავს 1 ძაღლი სირცხვილია ხალხნო .... უნდა უშველოთ ჩაქირას !!!!!!!!!!!
გუშინ მივწერე წერილი საქართველოს კინოლოგიის ფედერაციას თხოვნით მოეცად რაიმე ინფორმაცია ჩაქირაზე და ასევე ფოტო მასალა და ის ტუ სად შეიძლება ამ ძაღლის ლეკვების შოვნა დგეს მივიღე პასუხი ... Gamarjobat! informatsia gvakvs ,mobrdzandit klubshi da kvelapers agixsnit!... ანუ დამაიმედებელი პასუხია .. ჩემდა სამწუხაროდ მე ტბილისში აღარ ვარ თორემ აუცილებლად მივიდოდი ვინმეს თუ აქვს დრო რომ იქ მივიდეს ???
საქართველოს კინოლოგიური ფედერაცია
პეკინის გამზირი 39
0160 თბილისი
ტელ. + 995 32 37 02 59
ფაქსი + 995 32 37 02 59
E-mail: fcg-dog@caucasus.net
კავკასიური ნაგაზი რუსების ბრალია რომ გადაშენების პირას იყო ახლა რამდენადაც ვიცი საკმაოდ კარგი მდგომარეობაა. კავკასიის დაპყრობის პერიოდში ყველა კარგი ეგზემპლიარი მაგათ გაიყვანეს და თავიაანთ ძაღლებთან აჯვარებდნენ . ეგენი დაჟე გვედავებიან ჯიში ჩვენ გვეკუთნისო. ჩაქირას გადაშენებისა რა მოგახსენოთ
aragveli
გვედავებიან კიარა მაგათია ძმაო ძაღლი ოფიციალურად ... ლინკი რო დავწერე იქ შედი და ნახე კავკასიური ნაგაზის სამშობლოდ რუსეთი წერია .. ეგ ვიცი უკვე კაი 5 წელია .. და მაგიტომ ვამბობ 1 ძაღლი გვყავს ჩვენ ოფიციალურად ქართული მთის ძაღლი და იკნებ ჩაქირაც მივამატოდ მაგ სიას ...
თუ არ მეშლება ამ ჯიშზე წაკითხული მაქვს პაჭუ ჟორდანიას ძველ წიგნში რაღაცა ინფო შევეცდები მოვძებნო ეგ წიგნი
კაცო რა გახდა ეგეთი პრობლემა ვინმეს თუ გეცლებათ შეიარეთ ფედერაციაში და ინფოს მოგვცემენ არ ვარ ახლა თბილისში თორე 1 დღეში მოვაგვარებ ამ საქმეს თან ესაო ისაო ამის ლეკვი რო მომცა გავზრდიდიო ა ბატონო მივწერე ფედერაციას მეთქი ინფო მოგვეცით ლეკვის აყვანა გვინდა და ძაღლის ისტორიაც თუ გაქვთქო . კიო იმ კაცმა მოდითო და არავინ არ მიდის
ლევანა90
მე შევივლი დღეს
ვიყავი დღეს ფედერაციაში, ვესაუბრე იმ პიროვნებას ვისაც ყავს რამოდენიმე ქარტული მყეფარა ძაღლი, ჩაქირა. მოკლედ კონტაქტი გვექნება მაგ ადამიანთან რა და ინფორმაციასაც გამოვართმევ ახალი წლების მერე. სამწუხაროდ პირადა ვერ ვნახე და ტელეფონით ვესაუბრე მარტო. მთლად დაღუპული არ არი ეს ჯიში რა და საბედნიეროდ არსებობს ისეთი პიროვნება ბატონი ლაშას სახით რომელმაც აიღო საკუთარ თავზე ამ ჯიშის გადარჩენა შეიძლება ასეც ითქვას. დანარჩენი ახალი წლების მერე ვნახოთ რა როგორ განვითარდება მოვლენები.
კუდიგორელი
კარგი ქენი ავთო, იმედია ჩვენი კლუბიც ჩაებმება ამ საქმეში ცოტა ხანში
ვიტო
გახვალ დღეს კინოლოგიის ფედრაციაში?
კი გავალ, მაქეთ მოვხდები სარამოსკენ და შევივლი
გაიხარეთ ასე უნდა საქმის გაკეთებას.. ერტი ეგაა ფოტო რო ვნახოთ როგორი ეხსტერიერი აქ ძაღლს კარგი იკნება ფინიას თუ არ გავს
AlekoN
გავიგებ აუცილებლად, არ მცალია რამოდენიმე დღე და მოვიცლი თუ არა დავუკავშირდები
ვეღარ დავაყენე საშველი, იქნება ორშაბათს მოვახერხო და მივიდე
მაჩაბელზე ვისაც გაქვთ კონტაქტი იქნება გაიგოთ რა იციან ამ ჯიშის შესახებ, თუ ეგენი მარტო მეძებრებზე მუშაობენ?
ჩაქირა მგონი აღარ უნდა იყოს წმინდა სისხლის აღარსად, ყოველ შემთხვევაში დიდი ხანი გავიდა ბოლო წმინდა სისხლის ძაღლებიდან, შთამომავლები კი არ დარჩათ
betqil
არა შოთა საიდუმლო არ არის
უბრალოდ ძალიან დიდი ხნის წინ (1993წ) ვეძებე და არა მგონია რამე იყოს დარჩენილი, მითუმეტეს ის ვისაც აინტერესებდა გარდაიცვალა,
ბოლო შედარებით წმინდა სისხლის ძაღლიც მასთან სახლში მოკვდა პატრონის გარდაცვალებამდე, ძალიან ცუდ დღეში იყო მე რომ ვნახე.
ასე რომ........
ძალიან ბევრი თანხაა საჭირო, .... ისიც საკითხავია, ...შეიძლება ვეღარც კი აღადგინო
სამწუხაროდ ესეა
.....P.$. ... ცდა ბედის მონახევრეაოო..
ვერაპერს ვერ ვიტყვი მაგ დზაგლზე მე აკამდე სად იკო ტუ ეგეტი მაგარი რამეა ტოო
არაპერი არ გამოვა მაგ ამბიდან ტუ დამიჯერებტ
ჩაქირა არის ოღონ თურქეთში ისტორიული ტაო_კლარჯეთის ტერიტორიაზე
kupra
წინა პოსტები თუ წაიითხე იგივეს ვწერთ
G_I_O_R_G_1
საიდან იცი? ნახე თუ ჩვენსავით "გაგიგია"
ამ შემოდგომას ფორუმის წევრები აპირებდნენ გურიაში წასვლას და თოიძის ძაღლებით ნადირობას, როდის გეგმავთ?
სამწუხაროდ ჩაქირა არ არსებობს, კინოლოგებტან მქონდა ამაზე რამდენიმეჯერ საუბარი, რომ არსებობდეს არივი ამ ჯიშის რაიმენაირი სტანდარტების: მაშინ მისი გამოცოცხლება სავსებით რეალურია, ეს უკანასკნელი კი არსად არ მოიპოვება.
ძალიან სამწუხაროა მაგრამ რეალობა ასეთია :(
ჩაქირა არსებობს და ის ვიტოს ეზოში დანავარდობს, უბრალოდ მასკიროვკის მიზნით პასპორტში ლაბრადორი უწერია, წოუკითხია ეს ამდენი პოსტები და სისხლის ყივილისგან აღგზნებულმა მიატოვა დიდი გრეცია და დაუბრუნდა თავის ქვეყანას......
დამეთანხმებიან ალბათ ზოგ-ზოგიერთები....
რაჭულ მყეფარაზე თუ გსმენიათ რამე? ახლობელმა შემაღონა მიშოვე ერთი ლეკვიო, ცოცხალი თავით არც რუსული და არც ანგლო-რუსული არ მინდაო, მთიან ზონაში ნადირობს და ეგ ძაღლი ქაჩავს ყველაზე მეტადო. გთხოვთ თუ რაიმე ინფორმაცია გაქვთ მომწეროთ
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=gpbhq&seekTime=18-10-2011%2008:19
ის ფიტული გაფუჭებია აი
ყურები დაუჭრია და არა არ ვაჭრიო ასე ამოსდისო
ერტი სიტყვიტ მიტხარით...ჩAქირა გადასჰენდა ტუ არა ან არსებობს!!! არ გიფიქრიატ ხალხნო რომ საქაღთველოშI როგორც ქართული მდევარი არ არსებობს??? ვნახე რამოდენიმე პოსტი და საუბარია რაცჰული და იმერული გონცჰებიო ზოგი ამ აზრს ეტანხმება ზოგი კი არა?! არ გიფიქრიათ რომ ქარტული მდევარი შHექმნატ? ტუ ეს ბევრ ხაეჯებტანა დაკავშირებული????
გამარჯობა ფორუმელებო
გუგლიში ჩაქირაზე ვეძებდი ინფორმაციას და ამ თემას http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=2091&hl=%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90
თავიდან ძალიან გამიხარდა თქვენი მონდომება და შემართება. უბრალოდ ვერ გავიგე რატომ დახურეგ ის თემა?
მემგონი არც ისე უიმედო მდგომარეობაა ჩაქირასთან დაკავშირებით.
იმ კაცის ძაღლები ექსტერიერით ძალიან გავს ძველ ფოტოზე შემონახულ ეგზემპლარს. მითუმეტეს ეგ ძაღლები თუ ნადირობენ რაში ხედავთ პრობლემას? ფენოტიპური ნაკლებს რაც შეეხება მაგისი გამოსწორება და ჯანმრთელი გენების ,,ამოქაჩვა’’ შეიძლება დროთა განმავლობაში.
ჩემი აზრით ენთუზიასტები თუ მიაქცევენ ამ ჯიშს ყურადღებას სპეციალური სელექციის გარეშეც მივა კონკრეტული ერთი ტიპის სახეობამდე რაღაცა დროის განმავლობაში. მერე უკვე შეიძლება სტანდარტების ფიქსაციაზეც საუბარი....... რატომ უნდა დავკარგოთ ის რაც გვაქვს?! პირადად, ორმაგად მესიამოვნება, როცა ჩემ მონადირე ძაღლს ქართული წამომავლობა ექნება
მოკლედ რამდენადაც წინა თემა წავიკითხე - ასე ვხედავ მდგომარეობას
არსებობოს ადამიანი, რომელსაც ყავს მეტნაკლებად ჩაქირას მსგავსი ძაღლები, რომლებიც ნადირობენ
მე იმედს ვიტოვებ, რომ არსებობს ამ ჯიშის სხვა ხაზიც. თუ მართლა არსებობს რო მოვინდომოჳთ, შეუძლებელი არაფერია, როგორმე მივაგნებთ იმ პიროვნებას
მერე რაც უნდა გაკეთდეს.....
მივუდგეთ ამ კაცს ისე რო ერთი ლეკვი მაინც მოგვცეს (მე პირადად მზად ვარ რო დაველაპარაკო, ავუხსნა რო ვნადირობ, ვიყიდო ან ვიჩუქო და გავზარდო ერთი ლეკვი)
მეორე შტოდან რომელიმე სხვა ენთუზიასტმა აიყვანოს საპირისპირო სქესის ლეკვი, რომელსაც დაგეშავს დაგეშავს და ანადირებს
მერე ეს ძაღლები შევაჯვაროთ და მგონი არის იმდენი ენთუზიასტი რო მაგათი შთამომავლობა რამდენიმე ძაღლი გაზარდოს....
მოკლედ ასე თუ ისე ეს ჯიში თუ გამრავლდა შეგნებული მონადირეების ხელში, რომლებიც უვლიან ძაღლებს და თან ანადირებენ, ვინ იცის როგორი თვისებები გამოავლინოს ამ ჯიშმა...... თუ ძალიან დაბუნძურებული არაა ჯიში, ჩემი აზრით შთამომავლობაში არ უნდა იყოს ძალიან განსხვავებული ინდივიდები......
რავიცი.... იქნება ასეთ დონეზე მაინც გადავარჩინოთ ჯიში ჯერჯერობით და მერე თუ ვინმე უფრო სერიოზულად მოკიდებს ხელს სტანდარტებამდე და რეგისტრაციამდეც მივიდეს საქმე
გადაღლილი ვარ საკმაოდ, ცოტა გაუგებრად ვწერე ზემოთ მგონი, მარა იმედია მიხვდებით რისი თქმაც მინდოდა
ველოდები თქვენი, ფორუმელების პასუხს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ რო თუ ექსპერიმენტს გადაწყვეტთ მე მზად ვარ ერთი ლეკვი ავიყვანო და ვუზრუნველყო მისი კარგად გაზრდა და გაწვრთნა
პატივისცემით გიორგი....
ეხლა ვუყურებდი ფოტოებს.......
მესმის რო მარტო ექსტერიერი არაფერია, მაგრამ შეხედეთ
ძალიან გავს ძველი შემორჩენილი ფოტო ამ ძაღლების ფოტოს..... გაითვალისწინეთ რო სხვა რაკურსია, თორე დანარჩენი იგივეა ყველაფერი!.......
ფერიც ემთხვევა ზუსტად რაც აღწერაშია (მუქი წაბლისფერი)
http://imageshack.us/photo/my-images/190/244da05620ae.jpg/
http://imageshack.us/photo/my-images/100/244da05620ae.jpg/
Bonehill
1)ჯიში არ არსებობს რას ნიშნავს? დარგისტრირებული რომ არაა გასაგებიამ მაგრამ რაღაც სახით ხომ არის შემორჩენილი?!
2) მქსიმუმ ყკვერნას გეკიდოს რას ნიშნავს? ,,მეკვერნე'' რახან აქვს დამატებით სახელი იმას კი არა ნიშნავს რო კვერნის გარდა არაფერზე ინადირებს. უბრალოდ უფრო კვერნაზე სანადიროდ ხმარობდნენ ალბათ მაგ ჯიშს. მასე როდერიული რიჯბეკი მარტო ლომს გასდევს? )
3) ჯერ ერთი ის კაცი ანადირებს, რამდენად სუფთა ჩაქირაა ეგ სხვა საქმეა, მაგრამ ასე თუ ისე ,,მუშა'' ხაზია და დეკორატიულად არ ყავს ის ძაღლები. დავუშვად დეკორატიულიც რომ იყოს და მარტო სახლის დაცვის ფუნქციაც რო ქონდეს შერჩენილი რატომ არ უნდა გადავარჩინოთ ჯიში, რომელიც ქართულია, თუკი ამისი შესაძლებლობა ოდნავ მაინც არსებობს?!. ძალიან ბევრი ფუნქცია დაკარგული ჯიშია დღეს, მაგრამ არავის სპობს მათ (აქვე გავიმეორებ კიდე რო მითუმეტეს ამ შემხვევაში ფუნქცია დაკარგული არ აქვს)
ბესო
იმ კაცმა რამდენადაც სწორედ გავიგე თქვა რო სხვა ხაზიც იყო ხო? ანუ არ უღიარებია, რომ ისე ლეკვები ახლონათესავების დართვით იყო მიღებული ხო?
ცოტა ძნელი და უხერხულია ასე ,,ზეპირად'' ფორუმიდან ლაპრაკი, მარა იქნება დავაინტერესოთ ის გაცი რო გაგვანდოს სხვა კერა თუ არის სადმე.....
გურიაში მყავს ახლობლები და იქნება გავიკIთხო და შემთხვევით სადმე წავაწყდე ერთ ეგზემპლარს მაინც. დავიჯერო ყველამ ასე ერთბაშად დაწყვიტა?
wrangler
wrangler
კარგია, გული რომ შეგტკივათ და ინტერესდებით...
აქაც იგივე მუხტი იყო თავიდან, მაგრამ საბოლოოდ დავრწმუნდით რომ ძალიან რთულადაა საქმე
სელექციის და იმბრიდინგის საკითხებში ოდნავ მაინც თუ ერკვევით, მაშინ გეცოდინებათ რომ თითქმის "გადაშენების" პირას მისული ჯიშის აღსადგენად (ისევ რომ ის სუფთახაზიმივიღოთ) 2 სხვადასხვა ეგზემპლიარი არ არის საკმარისი
მითუმეტეს არავინ იცის რა ცვლილებების მატარებელია მათი გენოტიპი
ყველაზე კარგ ვარიანტში, 10 მდე ინდივიდი მაინც უნდა აღმოვაჩინოთ რომ შედარებით გამარტივებული, დროში არ გაწელილი, ნაკლები მუტაციები და მაქსიმალურად სრულყოფილი შედეგი მივიღოთ
გოგა
,,ფერი''შენარჩუნებული აქვს და + ნადირობს. მეც მგონია რომ შერეული აქვს სხვა სისხლი, მაგრამ გასუფთავება ალბათ შესაძლებელია..
Davitus
კი მესმის, რომ რთულადაა საქმე.
კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ მეტნაკლეებად წარმოდგენა მაქვს სელლექციაზე. კი, მესმის რასაც ამბობ...... რაც მეტი ეგზემპლარი იქნება დასართავად უკეთესია და მეტი შენსია, რომ ორიგინალ გენამდე მივიდეს, მაგრამ მე ის ვთქვი რო სულ არაფერს, კაი ვარიანტში ერთი სხვა კერაც რო გამოჩნდეს და 2 ინდივიდი შეჯვარდეს სულ არაფერს არ ჯობია? ანუ თვითმიზანი ამ ეტაპზე რათქმაუნდა ვერ იქნება სუფთა ჯიშამდე მისვლა. უბრალოდ სულ არაფრის ნაცვლად ,,რაღაც'' რომ მაინც იყოს..... მერე ვინ იცის მომავალში ვინ როგორ დაინტერესდეს ამ საქმით. იქნება დაფინანსდეს კიდეც ეგ საქმე და არსებული ბაზიდან ამ ჯიშის ახალი ვარიანტი შემუშავდეს (სხვა ჯიშების სისხლის შერევით)
იმ შემთხვევაში თუ მივაგენით სადმე სხვაგან ერთ ეგზემპლარს მაინც...... მე მზად ვარ, ერთ-ერთი ხაზიდან ავიყვანო ერთი ლეკვი, გავზარდო კარგად და დავგეშო. მეორე ხაზიდანაც ანალოგიურად გააკეთოს ვინმე ენთუზიაზისტმა და იქნება გამოვიდეს რამე......
ვის რათ უნდა ეს ძაღლი სულ რომ სუფთა სისხლის ნახოს კაცმა მე არ ვიცი.
kupra
შენ თუ არ გინდა იმას არ ნიშნავს რო სხვასაც არ უნდა......
1) ძალიან მომწონს ამ ძაღლის ექსტერიერი (იმ ბუნდოვან სურათზე რაცაა იმას ვგულისხმობ და გურიაში არსებულ კერას)
2) ქართული ჯიშია!!! ხალხს შიცუ და ათასი უკცრავად და ჩემთვის სირობა ჯიში ყავს დეკორატიულ ძაღლად. სულ რომ არ ნადირობდეს, მაინც ვიყოლიებდი ამ ჯიშს, იმიტომ რო ქართულია, ძაღლს გავს და არა ნაავარიებ ნიანგს ზოგი ჯიშივით
3) ამ ძაღლის სახელი ,,მეკვერნე'' არ ნიშნავს რო მარტო კვერნაზე უნდა ინადირო.....
wrangler წარმატებები ბრატ მაშინ.
ბატონო გიორგი.
გასაგებია თქვენი გულის ტკივი, მეც ზუსტად ასეთივე შემართებით ვიყავი თავის დროზე მეც მზად ვიყავი ამეყვანა ლეკვი , მოკლედ აქტიური მონაწილობა მიმეღო ამ საქმეში....
ჩვენი მონადირეთა საზოგადოების წარმომადგენლები ,(მგონი ოჩოპინტრეს გარდა არც არავინ დაინტერესებულა ამ საკითხით) ჩავიდნენ იმ მაღალმთიან რეგიონებში , რაც გამოვიდა თემის წინა გვერდებზეა გასაგებად....
wrangler
თუ მაგ საქმეს გააკეთებ, მაგაზე კარგი რა იქნება, წარმატებები მინდა გისურვო, მე პირადად არ მაქვს ძაღლის შენახვის უკანა ნალი, ამიტომ დახმარებას მაგ საკითხში ვერ შეგპირდები
თუ დადებ ეტაპობრივად შენს "ნამოქმედარს" ინფორმაციის სახით ძალიან კარგს იზამ
Bonehill
ჯიშის დეფინიცია როგორია მაშინ? თუ ლაიკოიდი იყო და რაღაცა კონკრეტული ნიშანთვისებები ქონდა ქვესახეობა მაინც გამოდის ყველა ვარიანტში
ბოლობოლო ყველა ჯიში პირობითად ნულიდანაა შექმნილი
Davitus
გაიხარე, მადლობა. თბილისის ფორუმზე გავხსენი თემა, რო ვეძებ ჩაქირას სხვა კერას თქო. იქ ერთ ერთმა იუზერმა დაპოსტა რო აჭარაში მყავს ნათესავი და მითხრა რო სოფლებში საკმაოდ ყავთ ჩაქირებიო. რამდენად მართალია არ ვიცი.... გადასამოწმებელია... ველოდები ზემოდზსენებული იუზერის ახლობლის კოორდინატებს. თუ რამე სიახლე იქნება დავწერ......
Bonehill
მაქსიმუმ ქართული ჯიში რატომ? რახან მეკვერნეა - იმას არ ნიშნავს რო უფუნქციოდ იქნება. გასაგებია ქართული სანადირო კანონმდებლობა, მაგრამ მასე ყველა ნადირის ძაღლი უფუნქციო გამოდის. მეკვერნეობა მარტო კვერნაზე ნადირობას არ ნიშნავს. ესაა მყეფარა ძაღლი. მყეფრებით ძალიან წარმატებით ნადირობენ საქართველოში დღესაც მაგალითად ლაიკებით
wrangler
წარმატებები ყველა კეთილ საქმეში
Bonehill
გაიხარე
ვიტო
წინა თემაში ძალიან აქტიურობდით....
დამაიმედეს. რომ აჭარაში არის ჩაქირას კერებიო......
დავუშვად თუ სიმართლე აღმოჩნდა თქვენ ან სხვა ენთუზიზაზისტი მზადაა ერთ-ერთი ხაზიდან აიყვანოს ძაღლი? (მომავალში სელექციის მიზნით)
მე ერთ ძაღლს ავიღებ ჩემ თავზე. მეტი ამ ეტაპზე არ შემიძლია სამწუხაროდ....
ამ წუთებში გურულმა ნაცნობის ნაცნობბა მითხრა, რომ ოზურგეთში ყავთ ბევრი ეგეთი ძაღლები და ჩაქირებს ეძახიანო!!!!!!
რამდენად სუფთებია ეგ სხვასაქმეა......
ამ წუთას ვცდილობ ამ ინფოს დაზუსტებას
wrangler დამიჯერე ტყვილა წვალობ ძმაო აზრი არააქ.
kupra
რატომ?
იმიტომ რომ არაა ეგ ძაღლი არც გურიაში და არც აჭარაში რაღაც დვარნიაშკები ყავთ და ეძახიან რასაც უნდა იმას.
kupra
რო არაა ეგ ჯიში მეც მაგას ვამბობ.......
აგერ ერთი კერაა შედარებით ნორმალური, რომელიც ნადირობს.
მეც მაგას ვამბობ რო იქნება მეორე ნორმალურ ბუდობასაც მივაგნოთ სადმე
და რა იცი რო ეგაა??
kupra
გავს და ნადირობს და მეტი რა უნდა ქნას? სტანდარტი და რეგისტრაცია მაინც არ არსებობს.....
ამ ეტაპზე რა მიზანიცაა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი ოჯახია
ნეტა ბევრი იყოს მასეთი.........
მაშინ აბა შენ იცი ღმერთმა ხელი მოგიმართოს მარა რაღაც არ მჯერა მე მაგ საქმიდან რამე გამოვიდეს.
kupra
თუ მეორე ოჯახი მაინც აღმოჩნდა სადმე დიდი შანსია რომ გამოვიდეს
აბა შენ იცი ძმაო.
აზრი არ აქვს ამ ჯიშის გამოყვანას თავიდან
როგორც ვიცით ეგ ძაღლები ძირითადად ნადირობენ კვერნაზე,ბეწვეულზე
ჩვენთან კი ბეწვეული არც არავის აინტერესებს
არის ბევრი მონადირე ჯიში მდევრებშიც და ფრინველის ძაღლებშიც
მაგრამ ჩვენთან პოპულარული არ არის
და ეს იმიტომ ხდება რო ინტერესი არ არის
მაგალითად გორდონი რო ავიღოთ,ძალიან შემცირდა კარგი სისხლები როგორც მე ვიცი
ხალხი გადართულია პოინტერებზე,სეტერებზე(გერმან
ელებზე აღარაფერს ვამბობ)
რომც გამოვიდეს ამ საქმიდან რამე,მაინც იგივე უწერია ბოლოს
თუ არ გადაჯიშდა ისევ,ძალიან შემცირდება მაინც!!!
ინტერესია მთავარი ინტერესი
და როდესაც მასიურად არ არის ხალხი დაინტერესებული,ამ შემთხვევაში აზრს ვერ ვხედავ ტყუილი შრომის გაწევისთვის
გოგა
არასწორი მიდგომაა ჩემი აზრით...... მეკვერნე მარტო კვერნაზე მონადირეს არ ნიშნავს. ეს ჯიში არის მყეფარა! და მყეფარები ძალიან ბევრი ყავთ საქართველოში ლაიკის ოჯახიდან.....
სულ რომ ნადირობას თავი დავანებოთ თუნდაც სახლისთვის ცუდი ძაღლია? რამდენი უდანიშნულებო ძაღლი არსებობს დღეს. ან თუნდაც დღეს რო უჯიშო ძაღლები ყავთ სოფელის ეზოებში იმათ არ ჯობია?
ფორუმ.გე ზე გავხსენი თემა ჩაქირაზე
გაჩნდა რეალური შანსი იმისა, რომ აღმოჩნდეს ჩაქირას კიდევ სხვა კერა ან კერები
არის რაღაც იმედები.......
ღმერთმა ქნას და თუ ასე მოხდა მერ ერთი ხაზიდან ერთი ძაღლის გაზრდა-დაგეშვას ჩემ თავზე ვიღებ
არიან ფორუმზე მოხალისეები ვინც სხვა ხაზიდან ერთ ლეკვის გაზრდა-დაგეშვას მაინც უზრუნველყობს?
ერთი მეგობარი მყავს, რომელმაც მითხრა რო სიამოვნებით მიიღებს ასეთ საქმეში მონაწილეობას, მაგრამ ის არ ნადირობს :( და მარტო გაზრდას აზრი არ აქვს თუ სანადირო ხაზი გაწყდა........
zknl
მადლობა გამოხმაურებითვის და ლეკვის გაზრდაზე წინადადებისთვის
რათქმაუნდა თავის დანიშნულებით უნდა იქნეს გამოყენებული ეს ძაღლი მხოლოდ
ინბრიდინგი მასე ადვილი არ არის. ენთუზიაზისტების დონეზე ვერ მოხდება სხვადასხვა ჯიშების სელექცია. სერიოზული სპონსორი და ძაღლსაშენი ჭირდება მაშინ ამ საქმეს.
ჩემი მიზანია უბრალოდ რომ მანამ ჯიშის გაწმენდამდე დახვეწამდე და სტანდარტებამდე მივა საქმე - რაც უფრო სერიოზული ეტაპია თავისთავად. რა სახითაცაა ამჟამად ეს ძაღლი ცოტა მოვამრავლოთ და პოპულარული გავხადოთ ასე ვთქვათ შეგნებულ მონადირეებში, რათა შემდგობში იგივე სელექციისთვის იყოს ძაღლების ბაზა. და არა 2-3 მშიერი ძაღლი რომელიღაც სოფელში
პირიქით, შეიძლება ის 2-3 მშიერი ძაღლი გენეტიკურად უფრო ფასიანი იყოს, ვიდრე ცოტა მომრავლების მიზნით მიღებული ძაღლები, რადგან ერთი არასწორი შეჯვარებით მიღებული შეცდომის გამოსწორებას 3-4 წელი სჭირდება, ისიც თუ ეყო.
მესმის რომ საჭიროა სპონსორი, ძაღლსაშენიც, ოღონდ არც ერთი ჯიში არ შექმნილა ენთუზიასტების გარეშე.
ასევე თავშივე მცდარია მოსაზრება, რომ ჯერ ძაღლები მოვამრავლოთ და მერე დავიწყოთ სტანდარტზე ფიქრი. ამ საქმის მესვეურებმა ჯერ უნდა გამოიმუშაონ მისაღები სტანდარტი, როგორც ექსტერიერში, ასევე მუშაობაში, ოღონდ ჩემი აზრით მუშაობა მაინც მთავარია და პირველ ადგილზე დასაყენებელი და შემდეგ უკვე სელექცია მიღებული სტანდარტის შესაბამისად.
zknl
კი, გეთანხმები ყველაფერში. წინა თემაში დადეს ლაზეთში ნანახი ჩაქირა, რომელიც იყო შავი- ალბათ სწორედ წაბლისფერის რეცესიულობის გამო
თოიძის ძაღლებს შეუიარაღებელი თვალით და გამოკვლევის გარეშეც ეტყობათ, რომ დიდი% ნამდვილი ჩაქირას სისხლი აქვთ და რაც მთავარია პატრონის აღწერილი ხასიათი ემთხვევა ძველ ლიტერატურაში არესბულ ჩაქირას აღწერას
wrangler
ძალიან კარგია ეს თემა რომ გააქტიურეთ. მართალია ჯერ უიმედოთ ვუყურებდი და ბოლოს საერთოდ აგდეულადაც... მაგრამ..მგონი რეალურად შეიძლება რამე გამოვიდეს. თუ შესაძლებელია მოძიება და რამის გაკეთება..რატომაც არ უნდა გაკეთდეს???... მართლა მარტო იმიტომ უნდა გაკეთდეს ეგ..რომ ქართულია. პირადად მე..სიამოვნებით ვიყოლიებდი და ტყეშიც ვამუშავებდი. ბოლობოლო სულაც არ მოვკლავ არც კვერნას და არც სხვა ცხოველს. ვისიამოვნებდი ძაღლის მუშაობით და ფოტოიარაღით გადავიღებდი.(თანაც იმ სურათით უფრო ვიამაყებდი..ვიდრე მისი გაფშიკინებული ტყავით) ისე კი ერთი ნაღდია... თუ ენთუზიაზმი იქნა....მართლა დიდი შანსია რამე გამოვიდეს... წინასწარ ხელის ჩაქნევით და ფეხებზე დაკიდებით კი ნამდვილად არაფერი არ გამოდის არასდროს. ასე რომ წარმატებები. თავის დროზე..შეიძლება მეც ჩავერიო ბარაქაში...ეხლა უბრალოდ ვერ გავქაჩავ.
ლევანი
კარგი პოსტია! განსაკუთრებით გეთანხმები ძაღლის მუშაობის სიამოვნებაზე და ფოტონადირობაზე. გამიკეთებია და ვისთვის როგორ არ ვიცი, მაგრამ მოკვლაზე დიდი თუ არა ნაკლები სიამოვნება ნამდვილად არაა
მადლობა გვერდში დგომისთვის!.....
wrangler
ენთუზიაზმი რომ გაქვს კარგია, მთავარია ტემპი არ დააგდო და ყველანაირად მხარში დაგიდგებით, იმიტომ რომ ჩვენ არაფერს არ ვკარგავთ დიდად და მცდელობად ნამდვილად ღირს
მთავარია, ერთი ადამიანი მაინც იყოს ტრიგერი, დანარჩენები კი აგყვებიან... სპეციალისტი სელექციონერიც იქნება საჭირო, თუ კარგად წავა საქმე, მერე დაფინანსების მოზიდვაზეც შეიძლება ფიქრი
Davitus
სამწუხაროდ ძალიან დაკავებული ვარ, მაგრამ ვეცდები არ შევეშვა და ბოლომდე მივაგნო ყველა კერას........
სელექციონერები და კინილოგები დაგვჭირდება რათქმაუნდა....
ხვალე ვაპირებ ფეისბუქსე გვერდის გაკეთებას
wrangler /მომისმინე თუ რამის გამკეთებელი ხარ გააკეთე და ჩვენც აქ ვართ და მოვრჩეთ ამ თემას მარა ერთს გეტყვი ესე არაა რა შენ როგოც გონია იცი რამდენი რამე უნდა მაგას ან საერთოდ წარმოდგენა გააქ რასთან გაქ საქმე?
ან რამხელა თანხებთანაა დაკავშირებული წარმოდგენა გააქ საერთოდ ეგ ყველაპერი?
გააქ მაგის თავი რო იძახი მაგ ყველაფერს?
იცი საერთოდ ან წარმოდგენა გააქ რასთან გაქ საქმე?
kupra
ჯიშის გაწმენდას და დახვეწას არ(ვერ) ვაპირებ მე! პერსპექტივაში შეიძლება, ფინანსების, სელექციონერების და კინოლოგების არსებობის შემთხვევაში
აქ საუბარია უბრალოდ ერთნაირი ინდივიდების მონახვაზე სხვადასხვა ხაზიდან და მერე მომავალში შეჯვარებაზე და მერე ამ ძაღლების ნორმალურ მონადირეების წრეში გავრცელებაზე, რო სულ არ გაქრეს ეს ჯიში!.....
ჩემ თავზე რასაც ვიღებ - ეგაა რო ვცდილობ სხვა კერასაც მივაგნო როგორმე და + ერთი ლეკვი გავზარდო და დავგეშო. მეტი არაფერი დამიწერია მე... შენ თუ სხვა რამე გგონია და შინაარსი ვერ გამოგაქვს პოსტებიდან შენი პრობლემაა ეგ
ადამიანი თუ მონდომებულია რამე საქმით და მით უმეტეს თუ ინტერნეტთან მიუწვდება ხელი მას გადატრიალებული ექნება მთელი ფორუმები
ეს თემაც არ იქნება მისთვის გამონაკლისი და დარწმუნებული ვარ მთელი თემა ექნება წაკითხული
ანუ ხვდება რასთან აქვს საქმე და ხვდება რა დამოკიდებულება გვაქვს (აქ მყოფთ) ამ საქმესთან
და მაინც ცდილობს რამე გააკეთოს და შეჰმატოს ამ იდეას(გადავარჩინოთ ჩაქირა)
მას ჩემი აზრით კი არ უნდა მოვუჭრათ ყველა გზა არამედ ხელი უნდა ვუკრათ და მივეშველოთ რითიც შეგვიძლია
T A M P L I E R
მადლობა მხარდაჭერისთვის!
კი ნამდვილად ასეა, ნეტში თუ სადმე იყო საუბარი ჩაქირაზე ყველა რესურსი ,,გადახარშული'' მაქვს
კაი წარმატებას გისურვებ მეგობარო... ისე თუ ეგეტი აზარტული ძაღლია როგორც აღწერილია, დიდი შანსია სხვა ობიექტებზეც ინადიროს. მგალითად ენოტებზე, ტურაბზე... არ წყალში შესვლაზე უნდა იყოს მწყრალდ მაიმცმდაიმც.
ისე არა მგონია, მარტო ერთ კაცს ყავდეს მთელს დასავლეთ საქრთველოში, უბრალოდ არა ლოგიკურია... დიდი შანსია დანარჩენ გურულბს და მთიელ აჭარლებს ყავდეს სხვა ეგზემპლარები, მითუმეტეს აჭარაში დღესაც ისე ნადირობენ როგორც 400 წლის წინ და კიდევ არის ხელ შეუხებელი ადგილები. (საბედნიეროდ)
გულახდილად რო გითხრათ მე ეგ თოიძის ძაღლები არ მომეწონა, თუმცა ეგ არაფერს ნიშანვს. ძაღლებს აშკარად ეტობათ რო კვება აკლიათ, აკლიათ კიარა საერთოდ არ აქვთ მგონი. კარგი კვების, ვიტამინების და ვარჯიშის შემთხვევაში სკამოდ კარგი გარეგნობა ექნებათ მაგ ლეკვებს.
პ.ს. ზუსტად ასეთი მიდგომებით (გულგრილობა) დაიკარგა და ლამის გადაშენების პირას არის მისული აბორიგენი კავკასიური ნაგაზები... საუკეთესო ეგზემპლარები ზოგი გაყიდეს, ზოგი რეზენის ჩექმებში გაცვალეს, ზოგიც ბუშლატაში, ზოგიც გააჩუქეს და შედეგიც სახეზეა... ძაღლი აღარ არსებობს და რაც არსებობს იმასაც კავკასიური ნაგაზი ქვია.
კაი გასაგებია ეს ყველაფერი მარა აქამდე რატო არავის არ დაებადა აზრი რომ არ გადაშენებულიყო ეგ ჯიში ან საერთოდ თუ ესეთი კაი მონადირე ძაღლი იყო რატო გადაშენდა მაინტერესებს?
kupra
ჯიშის ავკარგიანობაზე არ არის მარტო დამოკიდებული მისი მომავალი ბედი
ბევრი კარგი ჯიში გადაშენებულა და ბევრი უვარგისი ჯიშია მოდებული დედამიწას
ერთი უნდა გავზარდო რა რა არის ეს ჩვენი ნაქები ჩაქირა და ვნახო თუ არ ჩაიქიმა ბოლომდე საერთოდ ეგ ჯიში.
kupra
საიდან აპირებ ლეკვის აყვანას, ჩვენც გვითხარი
მე შენი იმედი მაქ და მე მეკითხები მაგას..
kupra
ღმერთმა ქნას და თუ აღმოვაჩინეთ კიდევ სხვა ხაზი, არიან ენთუზიასტები ვინც შენგან განსხვავებით ოპტიმისტურად არიან განწყობილები
ასე, რომ შეგიძლია არ შეიწუხო თავი......
wrangler კაი მაშინ ჯერ თქვენ გაზარდეთ და მერე მეც ვნახავ რა გამოვა მაგ საქმიდან.
kupra
ნახე ბატონო.......
მე არ ვამბობ რომ აუცილებლად გამოვა. თუმცა ძალიან მინდა, რომ გამოვიდეს
მარა ასე აგრესიულად რატო ხარ ამ თემის მიმართ განწყოფილი არ მესმის.......
წაგიშალეს მოდერებმა პოსტები, მარა არ იშლი შენსას......
მითუმეტეს ნიშნისმოგებით საუბარი არაა მგონი სწორი...
რატო გონია ცუდათ ვარ განწყობილი პირიქით მარა არარეალურად მიმაჩნია ეს ყველაფერი და რა გითხრა ძმა.
მარა ცდას არაფერი არ უდგას წინ უბრალოთ ისაა რომ არ მგონია მაგისგან რამე გამოვიდეს ჩემი აზრია ესეთი.
kupra
ეგ შენი აზრი მერამდენედ დაწერე ამ თემაში დაგითვლია?
100 სედ და მერე რა ბოლო ბოლო რა გინდა მე ჩემი აზრი მაქ და შენ ვერ შემაცვლევინებ და ერთი ვნახავ რა რა გამოგივა ძმობილო.
kupra
ლაშა შენი აზრი გასაგებია და ერთხელ რომ დააფიქსირებ მეორედ და მესამედ ნუ იმეორებ, თორემ თემის დაფლუდვა გამოდის და წესების თანახმად გაფრთხილება მოგეცემა
რამდენი ვშალო ეს პოსტები, ჩემს მდგომარეობაშიც შედი კაცო ვააა
პატივისცემით მე
kupra
რამე ამბიცია მაქვს გამომივა და 100% ვამბობ რამეს??????!! უბრალოდ გული შემტკივა ამ ჯიზე და მინდა თუ შევძლებ რამე გავაკეთო და სულ პატარა წვლილი მაინც შევიტანო ამ სამეში
მე ყველა აზრს მივესალმები, აბსოლუტურად რადიკალურსაც და კრიტიკულსაც, თუმცა შენ როგორი ტონითაც წერ საერთოდ უადგილოა და მიუღებელია ჩემთვის
რბილად რომ ვთქვათ ძალიან არასერიოზულად იქცევი .... არაა საჭირო ეს ნიშნისმოგებით ლაპარაკი ცარიელ ადგილზე თან 10 000 ჯერ ერთიდაიგივეს წერა. მითუმეტეს გეუბნები კიდე რო არაფერი ამბიცია მე არ მაქვს და 100% არაფერს ვამტკიცებ. უბრალოდ მინდა კეთილი ნება გამოვიჩინო და რამით თუ შემიძლია დავეხმარო ამ საქმეს.........
wrangler
ერთმანეთში "საქმის გარჩევა" PM-ებით მოაგვარეთ, გთოხვთ აქ ნუ გააოფებთ!
wrangler შენ მე როგორ ვიქცევი ნუ მასწავლი და დანარჩენს კიდე რაც გინდა ის გიქნია უბრალოდ მინდოდა გაგეგო ჩემი აზრიც და დანარჩენი შენ იცი ვსო მოვკალი თემა.
Davitus
კიბატონი, ნამდვილად არ მინდა ეს თემა გაოფდეს და ცარიელი ფლუდი იყოს.........
მე მაგ ამბავზე კომენტარს აღარ გავაკეთებ........
თუ ვიმეს რამე არ მოწონს შეულია დამიკავშირდეს
577 75 95 09 გიორგი ხუციშვილი...........
სხვათაშორის, 1986 წლიდან მოყოლებული, მონკავშირის სანადირო ძაღლების გამოფენები არ გამომიტოვებია. თანაც მაშინ თბილისის გამოფენა ცალკე ტარდებოდა და რესპუბლიკური - ცალკე, ერთმანეთისგან ორი კვირის ინტერვალით.
ნამდვილი ჩაქირებიც მახსოვს, ხნიერი კაცი ჩამოდიოდა ძაღლებით, ლეკვებით. ეს კაცი იყო ავთანდილ თოიძე, დღევანდელი თოიძის მამა თუ ბაბუა, არ ვიცი.
მისი ძაღლები ისეთები იყვნენ, ჟორდანიას წიგნში როა ფოტოზე - საშუალოზე დაბლები, კარგად განვითარებულთივთიკიანი ბეწვით, მოკლე, სწორად დაშვებული კუდით და აუცილებლად თეთრი "საყელოთი", მკერდით, ფეხებითა კუდის ბოლოთი. ჩემს მიერ ნანახი ეგზემპლიარები იყვნენ ერთი ტიპისანი(!) და სხვებისგან განსხვავდებული, ორიგინალური გარეგნობისანი.
და თუ ვინმე მათ ჯიშიანობაში "ეჭვს შეიტანს", ჯერ საკუთარ თავს დაეკითხოს, თუ რამდენადაა კინოლოგიურად განსწავლული, და მერე, თუ უნახია ცოცხალი ჩაქირა.
მაშინ არავინ დაინტერესდა ამ ჯიშით, არადა "მონკავშირიცა" და სახელმწიფოც ვალდებული იყვნენ, ყველანაირად
დადგომოდნენ გვერდში ამ ჯიშს, მაგრამ მოხდა ისე, როგორც მოხდა...
და ვინც დღეს გვიკიჟინებთ, ჩაქირას გადაშენების "კანონზომიერებასა" და "უსარგებლობაზე", იქნებ დაუფიქრდეთ იმას, რომ ქართული ენდემური ჯიში დავკარგეთ და ეს ტრაგედიაა, რადგან ეროვნულ სიმდიდრის შემადგენელი ნაწილი იყო!
მაშინ, რამდენიმე wrangler-ისნაირად დაინტერესებული კაცი რომ ყოფილიყო, შეიძლება დღესაც გვქონოდა ამ ნამდვილად უნიკალური ჯიშის ხილვის ბედნიერება.
საერთოდ რა საჭიროა ამ ჯიშის აღორძინება? დეკორაცისთვის ? თუ ენდემურობის გამო?
კარგი რომ ყოფილიყო არ დაგაშენდებოდა! (რუსებს ვერ დავაბრალებთ, რაც ფასეული იყო შემორჩა დღემდე და 1000 რეპრესიას გაუძლო)
ეხლანდელი კავკასიური ნაგაზი -სუფთა ქართული ნაგაზია, (გროშებში ნაყიდი ან ჩექმებში გაცვლილი , რუსების მიერ გაყვანილი 18 საუკუნეში) მაგრამ არ დაგაშენებულა !
იმიტომ რომ ფასეულია!
ჩაქირა - კარგი რომ ყოფილიყო რუსულ და ანგლო-რუსულმ მდევრებს არ აირჩევდნენ ძველი მონადირენი! (მაგას გაამრავლებდნენ და არ გადააშენებდნენ) ანუ აჯობეს ამ უკანასკნელებმა..
თუ პატრიოტული მოტივიზაციაა ეგ სხვა საქმეა.. (კიდე გასაგებია)
მაგრამ მაგას ჩემის აზრით (როგორც მინადირის) ჯობია კარგი სისხლების მდევრების შემოყვანა ...
ვიდრე გაუბედურებული და დაკნინებული (თუ საერთოდ არის)
ჩაქირას ძებნა ....
მისი აღორძინება... და რა გამოვა კიდე (ხ...ი ივო ზნაეტ )
AlekoN
პატივცემულო ალეკო, ასაკითაც ჩემზე უფროსი ბრძანდებით და ცხოვრებისეული გამოცდილებითაც...
მაგრამ ჩემთვის, როგორც რიგითი ქართველისთვის - ტრაგედია საქართველოს უდიდესი ტერიტორიების დაკარგვაა ...
და არა უსარგებლო ძაღლის ჯიშის, რომელიც კიდე ვიმეორებ ....
ჩემის აზრით-კარგი რომ ყოფილიყო , ანუ ის ღირებულებები და ფასეულობა ჰქონოდა რითაც ფასდება მონადირე ძაღლი, არ გადაშენდებოდა!
საინტერესოა აჭარაში თუ ვინმემ ეძება ეს ძაღლი?
შუკა
შუკა
არასწორი ლოგიკIთ მიდიხარ
დაგიწერეს უჯვე და მეც გავიმეორებ
ველური ვაზის ჯიში ,,იზაბელა'' ანუ ,,ადესა'' 250 უნიკალური ჯიშს ჯიობია, რომლებიც მარტო გურია სამეგრელოში იყო გავრცელებული?
ასე შეიძლება მილიონი მაგალითის მოყვანა........
ისე ქართველებს კი გვჭირს განსაკუთხრებულად ეგ სენი. ყველაფერი უცხოური კარგი გვგონია და ადგილობრივს არ ვაფასებთ და ბოლო ადგილზე ვაყენებთ. ილია ჭავჭავაძე წერდა ამაზე სიტყვასაც რო დაუკვირდე აქრთველები ყველაზე კარგს ,,საუცხოოს'' ვეძაცითო
შუკა... შემოყვნილი ჯიშები...ისედაც არ აკლიათ ქართველ მონადირეებს. არ გინდა..რომ ქართული ძაღლიც ერიოს მაგ ამბავში??... ეგრე მარტივად რომ არ არის საქმე..."ესეიგი უნდა გადაშენებულიყო". რატომ უნდა გადაშენებულიყო??.... არ აჯობებდა ჯიშის გამოყვანაზე და დახვეწაზე ეჩალიჩათ??... დღეს ხომ კკვე კარგი ქართული ჯიში იარსებებდა??.... თუ დღეს არსებობს რუსული სპანიელი...რომელიც ააწყვეს სხვადასხვა ჯიშებიდან და რუსული ეწოდება მთელ მსოფლიოში.... ქართული ჩაქირას მაღალ დონემდე აყვანა არ შეიძლებოდა??... საქმე იცი რაშია..მაშინაც დაიკიდეს ეგ ამბავი... და არც ეხლაა ცოტა ხელიც ჩამქნევი. მოკლედ.... ჩემი აზრით...კარგია..რომ არსებობენ ენთუზიაზისტები.... თუ მაგ ხალხს რამით დავუდგებით გვერდში....ხომ კარგი და თუ ვერა.....პესიმიზმი და ხასიათის გაფუჭება..უშველის ჩაქირას ვითომ??....
ამიტომ ჩემი წინადადება იქნება(თავისი ბოდიშის მოხდით) რომ ამ თემაში.... ჩაქირას გადარჩენაზე.... ახალ ინფორმაციებზე.... თუ რა შეიძლება გაკეთდეს და ა..შ.. ვიმსჯელოთ. არაფერი გამოგივათ და შეეშვით..უბრალოდ რა საჭიროა???....
გამოსავალს რას ხედავთ ლევანი,AlekoN, გამოვა მაგ საქმიდან რამე ან არის სადმე ნამდვილი ჩაქირა იმას არ ვიძახი მიმსგავსებულ ძაღლებზე არ მაქ საუბარი?
გურიაში ჩოხატაურის რაიონში მაქ სოფელი ამაღლება მთელი ბავშობა მანდ გავატარე ეხაც დავდივარ ხოლმე ზაფხულობით, ერთი წელს ზაფხულში რომ წავალ დავინტერესდები მაგ ჯიშით მარა საერთოდ არც შემხვედრია ესეთი ძაღლი და არც მსმენია არაფერი უნდა მოვიკითხო და გავიგო საერთოდ არის რამე შემორჩენილი ამ ძაღლის რამე.
გოგა
wrangler
შენ გეტყობა მაგარი პატრიოტი ხარ! ღმერთმა ხელი მოგიმართო!
მაგრამ არამგონია აქ წერის გარდა რაიმე იღონო ან შენ ან სხვამ..
აქ ილაპარაკებთ ილაპარაკებთ და გაჩუმდებით ადრე თუ გვიან..
AlekoN
კარგი რომ ყოფილიყო არ გადაშენდებოდა რაც ჩამოთვალე იქიდან არცერთი!
და კიდე გული თუ შეგტკიოდა აგეყვანა თოიძეებისგან მაშინ ლეკვი და გაგემრავლებინა!
მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ლაპარაკი უფრო გვიყვარს ვიდერე იმ დროს რამის შეცვლა..
ლევანი
არ მინდა ისეთი რამე დავწერო გეწყინოს.. მაგრად მიყვარხარ! მიხვდები ალბათ რაც ვიგულისხმე
პს
აქ მე მოვრჩი და ჩემი სათქმელი ვთქვი, თუ კომენტარს არ გააკეთებთ კარგი იქნება,
ღმერთმა ხელი მოგიმართოდ! მაგრამ ლაპარაკით გაკეთებული საქმის არ მჯერა ..
შუკა
kupra
შუკა
იმერული ცხვარი რას წარმოადგენს და რა თვისებები აქვს, იცი საერთოდ ?
კავკასიური ნაგაზს ქართულს რომ ეძახი, ნამდვილი აბორიგენი ქართული ცხვრის ძაღლი თითქმის გადაშენებულია, თუ სულ არა. თვითონ არ ამბობ ფასეულიაო? ჰოდა, მაინც გადაშენდა! რუსეთიდან დაიწყეს მერე ძაღლების შემოყვანა და გამრავლება.
რუსებიც იმიტომ დაინტერესდნენ, რომ ასეთი ტიპის ძაღლები, ასეთი საყარაულო ჯიში არ ყავდათ - ძალიან ავი, დიდი მოლოსი, პირველყოფილი ინსტიქტებით, თანაც ყინვების გადამტანი და ძალიან ადვილად მოსავლელი, ძლიერი იმუნიტეტით.
ჩაქირას კი ძლიერი კონკურენტი ყავდა ლაიკების უზარმაზარი კონტიგენტის სახით, რომლებიც ადგილობრივ კლიმატს, რა თქმაუნდა უკეთ იყვნენ შეგუებულნი. ჩაქირები ვედეენხაზეც დაყავდათ და გივი ცეცხლაძისგან ვიცი, რუსეთში საველე გამოცდაზე უკან როგორ ჩამოიტოვა ადგილობრივი მყეფარები! რუსებს ლაიკა რო არ ყოლოდათ, ჩაქირებსაც გაზიდავდნენ და ეჭვიც არ მეპარება, ამ ჯიშს ესეთი ტრაგიკული ბედი აღარ ექნებოდა. სამაგიეროდ, მერე "ფასეული" იქნებოდა ...
ამ ცხვრებზე და ვაზებზე რო ვლაპარაკობთ გასაგებია მარა მემგონი აქ ჩვენ ჩაქირაზე გვაქ საუბარი და ეგ გვაინტერესებს თორე ეგრე აფხაზეთიც და სამაჩაბლოც წაიღეს და რა.
ამით ეშველება ჩაქირას რამე?
შუკა
kupra
ვისაც ჯერავთ და აქვთ იმის იმედი რომ რამე გამოუვათ , რატომ უძაბავთ მდგომარეობას ????
ვისაც არ ჯერავს და გადაწურული აქვს იმედი , ან საერთოდ ბალაყანაზე კიდიათ ეს ჩაქირა საერთოდ ნუ დაპოსტავთ ამ თემაში!!
ადამიანთა იმ ჯგუფს ვინც ენთუზიაზმით უდგებიან ამ პრობლემას ხელს ნუ შევუშლით ჩემი თხოვნა იქნება და მოვრჩეთ დაფარულ კინკლაობებს!!!
პატივისცემით
მადლობა ყველას ვინც მხარს მიჭერს
მარტო ფორუმით არ შემოვიფარგლები..... მყავს მაგ მხარეში ახლობლები და როგორც შეუძლიათ მიგროვებენ ინფპრმაციებს. ამ დღეებში რამდენიმე ადგილიდან სურათებსაც ველოდები......
ვნახოთ რა იქნება..........
ვისაც სისულელედ მიჩნია ეს საქმე, გთხოვთ ამ თემაში პოსტვით თავს ნუ შეიწუხებთ
kupra
არც აფხაზეთი და არც სამაჩაბლო დაკარგული არ არის!.. ღმერთმა დაგვიფაროს მასე იყოს. უბრალოდ დროებით ვერ ვაკონტროლებთ..... დაკარგულია საინგილო, ტაო კლარჯეთი და ა.შ...
მოკლედ, საკმარისია უკვე!
ამ წამიდან, როგორც კი დაიწერება, არათემატური, სხვისი პოსტის საპასუხო პოსტი და ნებისმიერი რაც ირიბად მაინც ასოცირდება არათემატურობასთან და კამათთან,
ავტორი მიიღებს 1 კვირიან ბანს!
პრეტენზიები მიიღება ერთი კვირის მერე (როცა ჩაგერთვებათ) შესაბამის თემაში
ერთი თხოვნა მექნება მათთან... ვინც პროფესიონალურად ერკვევა ამ სფეროში. თუ დავუშვებთ..რომ გამოჩნდა სხვა კერაც. რა უნდა გაკეთდეს???.... ესეიგი რა არის საჭირო..რომ გასუფთავდეს და დაიხვეწოს ეგ ჯიში. რა არის საჭირო..რომ სუფთა სისხლამდე მივიდეს. იქნებ არ დაგვზარდეთ და გაგვარკვიოთ ჩვენც.
სამწუხაროდ არ მაქვს დრო, რომ ექსპედიციებში გამოგყვეთ, რასაც ძალიან ვნანობ, რადგან მათ, ვინც იყვნენ თოიძეებთან და გადაიღეს ვიდეო, ვერ შენიშნეს ერთი ძაღლი, რომელშიც ჩემი აზრით მართლაც დიდი პროცენტით ერია ჩაქირას სისხლი. ის რომელიც ცალკე ჰყავდა დაბმული თუ დამწყვდეული პატრონს, რომელიც არ მილაქუცებია სტუმრებს, ნუ როგორც ვიდეოდან ვნახე. საინტერესოა ამ ძაღლის ბედი თუ იცით, ვისაც კავშირი გაქვთ თოიძეებთან. თუ დაინტერესებული პირები ნახავთ მსგავს ძაღლებს, პირველ რიგში ხასიათით და სამუშაო თვისებებით, მე შემიძლია მათი შენახვა, დართვა და ბუდობის გაზრდა.
სავსებით ვეთანხმები AlekoN-ის მოსაზრებას კავკასიურ ნაგაზთან და ჩაქირასთან დაკავშირებით.
+1000
თვალყურს ვადევნებ ამ საუბარს
მე რა ინფორმაციაც მაქვს ტაოში, ლაზეთში არის ძაღლები, მონადირე ძაღლები რომლებსაც თურქები დღესაც გურჯის ქოფაკს (Gürcü köpek) ეძახიან
ეს საკითხი ინფორმაციულად მაინც რომ დადასტურდეს და ვაღიაროთ რომ თურქეთში მოყოლილი ძაღლები მართლა ცაქირას შთამომავლები არიან
ესეც დიდი საქმე იქნება, ამისათვის გასაკეთებელია პროექტი, რომ სპონსორები ვიშოვოთ, რათა მოხდეს ექსპედიციის დაფინანსება,
აი ვისაც აქვს პროექტების წერის გამოცდილება, დაწეროს პროექტი, მე ჩემი მხრიდან იმის გარანტიას ვიძლევი რომ მინიმუმ სპონსორების პოვნაში დაგეხმარებით
თან რატომრაც მგონია რომ ენთუზიაზმით ძალიან ძვირიც არ უნდა დაჯდეს ეს ექსპედიცია
მე ამაშივ ხედავ გამოსავალს, სხვა დანარცენი წყლის ნაყვაა, თუ თიძის ძაღლებში მართლა დარჩა ჩაქირას სისხლი და იმასაც დავამატებთ ლაზეთიდან გადმოყვანილ ეგზემპლიარებს
მაშინ შეიძლება მართლაც რაიმე გამოვიდეს
უი მგონი მე მყავს იქ ერთი კაცი
ეხლა დავუკავშირდი სიფათაზე მყავს და ვნახოთ აბა
აქამდე როგორ არ გამახსენდა
პირველ რიგში მოსაჩხრეკია ართვინის ოლქი, როგორც აჭარის ბუნებრივი გაგრძელება, გეოგრაფიული ზონაც იგივეა.
ეგ ძაღლები ტყიანი ზონის ენდემები არიან და ბუნებრივია სამუშაოც მანდ აქვთ. ამიტომ მათი არეალის განსაზღვრისთვის, თუნდაც მომავალი ექსპედიციის მარშრუტის დასადგენად, პირველ რიგში ტყიან ზონებს უნდა მიექცეს ყურადღება.
პროექტის დაწერის პრინციპს არ ვიცნობ, მაგრამ რამეთუ თემა კინოლოგიურია, შემიძლია კონსულტაცია გავუწიო სიამოვნებით.
AlekoN
Zustad artvinshi myavs kaci
სამეგრელოში დავაბარე და ჯერ ვერაფერი ნახეს ისეთი.......
ერთმა მითხრა ვიცი ეგეთიო, მარა საბოლოოდ სხვა ძაღლი აღმოჩნდა :(
გურიიდან მოწოდებული სურათები
ჩემი თვალით ძალიან გავს თოიძეების ძაღლს!!!
როგორც მითხრეს ჩაქირა არის ფოტოზე რომელიც პატრონმა მიატოვა.......
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ჩემი აზრით სამწუხაროდ ეს ძაღლი არის მატისი, რომელსაც ჩაქირას სისხლი ურვია... :(
მეტისია ნამდვილად.
იქნებ კიდევ გამოჩნდეს სხვა ძაღლების სურათები
wrangler
თუ შეიძლება დაკავშირება სურათის მომწოდებელთან? მაინტერესებს ამ ძაღლის ხასიათი, ასევე თუ უნახია ამ ძაღლის ნადირობა? აქვს თუ არა სიავე ცხოველის მიმართ? ან რატომ მიატოვა პატრონმა? ძუა თუ ხვადი?
თუ შეუძლია რომ გაგვიგოს, ჰყავთ თუ არა იმ სოფელში ირლანდიური სეტერები ან სულ ყავისფერი კურცჰაარი?
იმიტომ, რომ თქვენ რომ ეს ძაღლი წამოიყვანოთ და აჯვაროთ ნებისმიერ უჯიშო ძაღლთან, თუკი მას ესეთი მშობელი ერთი მაინც არ ჰყავდა, ან ჯიშინ ძაღლთან, გარდა ზემოთ ნათქვამი ორი ჯიშის მსგავსისა, თქვენ ესეთი შეფერილობის ლეკვებს ვერ მიიღებთ.
თავის ქალაც ფართე უჩანს და ყურები ხომ საერთოდ ჩამოყრილი აქვს.
მაგრამ, თოიძესთან რომაა ყურებჩამოყრილი, დაბალბეწვიანი, მოკურცჰაარო არსება, მასში ჩაქირას სისხლი კიდევ უფრო ნაკლები უნდა იყოს.
ყავისფერ ფერს შეინარჩუნებს ყავისფერცხვირიან სხვა ჯიშებთან შეჯვარებისასაც. მაგ. პოინტერთან ან ლაბრადორთან.
მე აზრს ვხედავ თუნდაც ასეთი მეტისების ერთმანეთთან დართვაშიც, თუ რათქმაუნდა, გადაგვარებულები არ არიან და რაღაც იერი მაინც აქვთ შენარჩუნებული. რადგან ამ შემთხვევაში შეიძლება დაჯდეს წარმატებული კომბინაცია და წინაპრის ტიპი ამოვარდეს, რომელიც გაცილებით ემგვანება ნამდვილ ჩაქირას და გენეტიკურადაც უფრო სუფთა იქნება, ვიდრე მისი მშობლები.
1# ცუდი სურათებია
2# საერთოდ არ ჰგავს ჩაქირას
3# ტოიძეს ძაღლები უფრო გვანან ამ ჯიშს
4# ყურები აქვს სულ სხვანაირად
კენჭი მაინც ესროლათ, ფეხზე რომ დამდგარიყო...
AlekoN
AlekoN
მეც მაგ აზრის ვარ და იმიტომ ვიკითხე ირლ. სეტერი და კურცჰაარი, ეგენი უფრო ჰყავთ გურიაში, ვიდრე ლაბრადორები.
კენჭის სროლაზე გამახსენდა, მისი გამოხედვა და თავდაჯერებულობა უცხოს მიმართ მომეწონა, ჩემი აზრით წუნკალა ძაღლი ასე ახლოდან ვინმეს რომ სურათი გადაეღო, წამოხტებოდა და გაიქცეოდა.
T A M P L I E R
თოიძის ძაღლები არა, მხოლოდ ერთი ძაღლი, რომელიც არ მილაქუცებია არავის, რომელიც შორიდან აჩვენა სტუმრებს და მერე სხვაგან წაიყვანა, დანარჩენები კი, რომლებიც სიხარულით ახტებოდნენ სტუმრებს და ელაქუცებოდნენ, რატომღაც უჯიშო ირლანდიურ სეტერებს მივამსგავსე, შეიძლება თოიძე ასეთ სეტერებს იყენებს, რომ ფერი შეინარჩუნოს, მაგრამ ჩემი აზრით სპობს სამუშაო თვისებებს და ხასიათს. რაც სტატიები წამიკითხია ჩაქირაზე ყველგან წერია, რომ გამოირჩევიან უცხოსადმი უნდობლობით, აგრესიით ნადირისა და სხვა ძაღლების მიმართ და ძლიერი მონადირული ჟინით (სიავით), რომელიც თვალებიდანაც გამოსჭვივის.
პ.ს. ჩემი აზრით ამ ძაღლისთვის ლეკვობაში ყურები რომ მოეჭრათ ისევე მრგვალად, როგორც იმ ძველ ფოტოსურათშია, მსგავსება იქნებოდა ძალიან დიდი, სხვათაშორის დაშვებული ყურები არ აქვს, უბრალოდ ჩამოყრილი აქვს ძლიერ ხრტილებზე.
AlekoN
თქვენ ახსენეთ, რომ ადრე გინახიათ რამდენიმე ჩაქირა გამოფენაზე, თუ გახსოვთ ყურები მათაც დაჭრილი ჰქონდათ, თუ ბოლომდე აცქვეტილი?
zknl
ყურები ყველას დაჭრილი ჰქონდა.
ბოდიშსვუხდი ყველას შეცდომაში შეყვანისთვის
გურიიდანაც ველოდებოდი ფოტოებს
ფორუმ.გე ზე ამ თემასთან დაკავშირებით ბავრი მწერს PM ში და იუზერბი ამერია ერთმანეთში......
ეს მეტისი თბილისშია ტერიტორიულად........ მისამართი დავაზუსტე და ხვალ ვაპირებ გასვლას ნორმალური სურათების გადასაღებად ყოველი შემთხვვისთვისმაინც.........
wrangler
zknl
საკითხავი არის რამდენიმე სისიხლი თუა მაგ ძაღლების დარჩენილი და საკმაოდ მარტილავ დავხვეწავდიტ გენს თუ მონათესავე ჯიშის "ძუნკლებია" დარჩენილი ამ საქმეს არაფერი ეშველება. ანდა გავარკვიოტ როგორ მიიღეს ეს ძაღლი და შეჯვარება გავაKEთოთ და თავიდნ გამოვიყვანოთ.
მაგრამ ნავარაუდევზე ვერ გამოვიყვანთ ჯიშს. გენეტიკური მასალები ჭირდება ძალიან ბევრი რეცესიული და დომინანტი გენების დადგენა, შემდეგ კი რამდენიმე თაობა გენის დასახვეწად რაც მთავარია რამდენიმე მეზობელი გენი რო არ მოხდეს ნათესაური კავშირით გენეტიკური დაავადებების დაფიქსირება.
მთლიანად წავიკითხე ეს თემა ჩაქირა 14 წლის წინ მყავს ნანახი კვარიათში ქორიძეებს ყავდათ ზუსტად ისეთი როგორიც ჟორდანიას წიგნშია და ძველ სურათებში მინახია ფერიც და აგებულებაც თან ანადირებდენ. არ მგონია ერთადერთი ეგზემპიარი ყოფილიყო მაგ სოფელში. თუ მართლა ვინმეს აინტერესებს მემგონი აჭარაში უნდა იყოს ჩაქირები შემორჩენილი, მთავარია კარგად მოიძიოთ.წარმატებები.საქმე ლაპარაკის ნაცვლად.
ჩაქირას ჯისები ვიცი ბათუმში
ჩაქირას ჯიში ვიცი ბათუმში დამიკავშირდით 574 56 03 56
ბატუმში არის ეგ ჯიში შემორჩენილი
levani8022
იქნებ ფოტოები დადო
levani8022
თუ შეძლებ რომ ერთი სურათი მაინც დადო აქ კარგი იქნება
ბატუმში არის ეგ ჯიში შემორჩენილი
იქნებ მართლა დადო სირათები რაა.. საინტერესოა.
ეხლა გავწმენდ ამ თემას და ერთი ღადაობა და აიკიდებთ ბანებს!
რაიყოთ რა გემართათ!იყოს რა თემა,რადგან მიზერული შანსია რომ ამ საქმიდან რამე გამოვიდეს ამიტომ უნდა დავხურო თემა??
იყოს ეს თემა და ნუ გააოფებთ თორემ მოგეთხოვებათ მთელი სიმკაცრით
თურკულ საიტებზე კაი ხნის ძრომიალის შემდეგ აი ამასა წავაწყდი და როგორც დაახლოებით აამოვიკითხე გუგლის თარგმანებით ესენი ტავის ძაღლდ მოიხსენიებენ და გადარჩენაზე ჩალიჩობენ და რავიცი თუ ეს არის ჩაქირა იკნებ მოვასჭროთ და გადავარჩინოთ რო როგორც ქართული ნაგაზი ისევე არ დავკარგოთ.......
http://postimage.org/image/572zosry9/
http://postimage.org/image/nvg12nc53/
http://postimage.org/image/keubr8wyp/
http://postimage.org/image/a21a0tfnl/
http://postimage.org/image/kdffbqvtv/
http://postimage.org/image/ot6rbd77r/
http://postimage.org/image/t27j59ash/
http://postimage.org/image/c93g9tlwp/
აი ესეც ასაიტის ლინკები კიდევ თუ ვიპოვე რამე გაგაგებინებთ
http://forum.petarkadas.com/kopek-irklari/trabzonun-me%C5%9Fhur-zerdava-k%C3%B6pe%C4%9Fi&baslangic=25
http://www.avlak.com/forum/index.php?topic=4043.100
რაღაც საინტერესოა ჩაქირაა ვითომ?
რავიცი პერით აგნაგობით გავს ჩაქირას .....და რავიცი.....უწერიათ რო შავი ზღვისპირეთში იყო უპრო გაავრცელებული და რაოდენოპბა დღესდღეობით ძალიან მცირეა ამ სახეობის სოფლებშია შემორჩენილიო და რავიცი რავიცი.....მცოდნე თუ არის ვინმე გადახედოს Trabzon Zerdava დ მოიხსენიებენ საიტებზე რას ნიშნავს გოგლმა ვერ გადათარგმნა და თურკული სამწუხაროდ არ ვიცი
ამას კი გავს ძაან და მეთი მე არ ვიცი......
http://postimage.org/image/n2rcx0zef/
giorguna
ფერი, აღნაგობა და შეხედულება აშკარად ემთხვევა ჩაქირას აღწერილობას.
თან ისისც მაპიკრებს რო გავრცელები არეალად შავიძგვისპირეთს მოიხსენიებენ როგორც ნაწყვეტ ნაწყვეტ ამოვიკითხე და.....არის საიტები სადაც ლეკვებსაც ყიდიან და თუ მართლა ჩაქირაა ბოლოს და ბოლოს ვიყიდოთ მაინც და გავამრავლოთ
ჩაქირა თურქებს გადაურჩენიათ უკვე და ჩვენ რაღა ვქნათ, ვსიო ნდავხუროთ ჯობია თემა
ბოლო ბოლო რა ხთება ჩაქირაა თუ რა ჯიშია ?
Davitus ჩაქირა თურქებს გადაურჩენიათ უკვე და ჩვენ რაღა ვქნათ, ვსიო ნდავხუროთ ჯობია თემა
რამე ისეთ ინპორმაციაზე დაყრდნობით იძახი ამს რაც ჩვენ არ ვიცით?იქნებ ჩვენც გაგვანდო?არაა ეს თემა ასე ადვილად დასახური და არც სასაცილო....ჩემი აზრით....ძალიან ბევრი რამე დავიკიდეთ და დავუთმეთ მემგონი უკვე სხვებს ჩვენი დაუდევრობით და აღარ არის ამის დრო და მემგონი როდესმე ჩვენივეს დაფასება უნდა ვისწავლოთ....და სხვა ქვეყნების მონადირეები თუ ტრაბახობენ ტავიანტივე მონადირე ჯიშებით ჩვენც ვართ მემგონი გირსები რამე გვყავდეს საქებარი...ჩვენივე და არა სხვა ქვეყნის.....
kupra ბოლოს და ბოლოს ის ხდება რო როგორც ჩანს ყველს ბოდიში და ჰკიდია.....თორე სადაც მე ორი დღის ტურქულ საიტებზე ძრომიალით რაღაც ხელჩასაჭიდს წავაწყდი ბოლოს და ბოლოს ვინმე მცოდნე იტყოდა მაინც არის თუ არა ეს ჩაქირა სხვა თუ არაფერი...მაგრამ არავის არ აღელვებს და მერე როცა დრო მოვა კავკასიური ნაგაზის არ იყოს დაიწყება ისევ ეს სინამდვილეში ქართული ნაგაზია უბრალოდ დაგვასწრეს სხვებმა დაარეგისტრირესო ქართველები ამაში მაგრები ვართ სამწუხაროდ..........თუმცა დიდი იმდი მაქვს რო ვცდები იმისისც მჯერა რო არიან ხალხი ვინც შეიძება ჩვენზე მეტს ცდილობს ამ ჯიშის გადასარცენად უბრალოდ ჩვენ არ ვიცით...ამის დიდი იმედი მაქვს.........
giorguna
კაი კაცი ხარ! მონდომებული ხარ, ეძებ, ცდილობ ყოველ შემთხვევაში. ... და გეთანხმები 1000%
მაგრამ დავიჯერო ეგ ჯიში რო "ჩვენი" იყოს და რამე საერთო ქონდეს ქართულთან , რამე ინფორმაცია მაინც გვექნებოდა დოკუმენტური, ლიტერატურული ან თინდაც ზეპირსიტყვიერი.
რავიცი .... შემოდიან ამ ფორუმზე ექსპერტები ( ამ სფეროში ) და დაველოდოთ მათ "განაჩენს" ...
giorguna
პაპაჩემს ყავდა კახეთში ჩაქირა, რამოდენიმე. მაშინ პატარა ბავშვი ვიყავი მე საკმაოდ და რაც მახსოვს ესეთი ძაღლები იყო ყველა. 5-6 წლის წინ მოკვდა ბოლო შთამომავალი ამ ძაღლების, მაგრამ უკვე საკმაოდ გათქვეფილი იყო უჯიშო ძაღლებში და ნაკლებად გავდა იმ ჩაქირას რომლის აღწერილობაც არის შემორჩენილი.
მე პირადად მზად ვარ ჩემი წვლილი შევიტანო ამ საქმეში, რაც შემეძლება არ დავიშურებ შესაძლებლობებს. უბრალოდ ითავოს ვინმემ, ამ ეტაპზე არ შემიძლია ჩემს თავზე ავიღო ამ ძაღლის მოძიება და ჩამოყვანა.
აქ მარტო ინფორმაციის დაყრდნობით არ შეიძლება ითქვას ადამიანს კიდია თუ არ კიდია ფეხებზე
საქმე იმაშია რომ ინფორმაცია ერთია და მეორე ფაქტი
1)შესაძლოა ეს ძაღლი იყოს გამოყვანილი , (რატომაც არა აბა ვინ შემედავება? არ არსებობს გამოყვანის ტექნნიკა თუ რა)
2) რით დავამტკიცებთ იმ ფაქტს რომ ეს ის ჩაქირაა რომელიც როდესღაც ბინადრობდა საქართველოში ???? (მარტო სურათებით და შედარებებით ვერ ვიზავთ ანუ გენეტიკური ანალიზები უნდა ჩატარდეს ხომ ასეა? და ეს გენეტიკური ანალიზები რას უნდა შევადაროთ ? გვააქვს ნიმუში??)
3) მართლაც შემოვლენ ამ საქმის ექსპერტები და დასწრენ თავიან სათქმელს თუმცა ეხლა შეხედე giorguna შენ 2 დღის მანძილზე ეს ინფორმაცია მოიპოვე , და როგორ ფიქრობ ფედერაციას გაუჭირდებოდა ამ ინფორმაციას მოძიება კონკრეტული სამუშაოების ჩატარება და ასე შემდეგ?
ეხლა იმასაც ნუ ვიტყვით რომ ფედერაციასაც ფეხებზე კიდიაო !!!
ია ტაკ დუმაიუ
ალთაზარ
გამოყვანილ ძაღლში რას გულისხმობ? სელექციის მიხედვით შექმნილ ჯიშს?
1) მე რამდენადაც ვიცი ეს ძაღლი აბორიგენია, და სელექციური სამუშაოები პროფესიონალურ დონეზე არასოდეს ჩატარებულა.
2) გენეტიკურ ანალიზს და დნმ-ის გამოკვლევას ნამდვილად ვერ ჩაატარებს, ერთადერთი რაზე დაყრდნობაც შეიძლება ის ჩანაწერები და მასალებია რაც ამ ჯიშზეა შემორჩენილი, პირველ რიგში გარეგნული მახასიათებლები, შეფერილობა და აღნაგობაა ალბათ მთავარი, რაც აშკარად ემთხვევა.
3) ექსპერტი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ მე და ლევანა 90 ერთერთი პირველები ვიყავით ვინც ინფორმაციის მოძიება დავიწყეთ ამ ჯიშზე, ფედერაციამ ტელეფონის ნომერი მომცა, "ვიღაცას ყავს მგონიო". მერე ბიჭებიც იყვნენ გურიაში ჩასულები და კია შესაბამისი თემა და ფოტო და ვიდეო მასალაც ფორუმზე. საკმაო ძიების და მიუხედავად დიდი ვერაფერი ინფორმაცია ვერ მოვიპოვეთ ჩვენ და ნამდვილად დასაფასებელია giorguna ამ კაცის მოწადინებაც და მოპოვებული ინფორმაციაც მგონი
თუმცა დიდი იმდი მაქვს რო ვცდები იმისისც მჯერა რო არიან ხალხი ვინც შეიძება ჩვენზე მეტს ცდილობს ამ ჯიშის გადასარცენად უბრალოდ ჩვენ არ ვიცით...ამის დიდი იმედი მაქვს.........ხოდა ეს ტექსტი ტყუილად არ დამიწერია მე როგორც ძალიან ბევრი მარტო აქ ვაქტიურობთ და არ ვიცით რა ხდება სხვაგან ვინ რას აკეთებს....არავინ არ გვეუბნება....მე იქიდან გამომდინარე ვმსჯელობ რომ ძალიან ბევრ წყაროში წამიკითხავს რომ თურქეთში უპრო მეტი ძაღლია შემორჩენილიო...ფედერაციაში არავის ვიცნობ და არაფერი ვიცი რას ცდილობენ,და არც არვინ არაფერს გვეუბნება ფაქტია...
ძალიან მაგარი იქნებოდა ჩემის აძრით ვინმეს ტუ მიუწვდება ხმა ფედერაციამდე რაიმე მაინც გაეგო და ეთქვა ჩვენთვისაც რას აკეთებენ და რას ცდილობენ სხვა საიტებიდან ვიცი რო 2013 რაგაც ქართულ უკრაინული ექსპედიცია იგეგმება მაგრამ დიდი და ბევრი არაფერი მეტი...
ალბათ ძალიან მაგარი იქნებოდა თვითონ ფედერაციას ქონდეს რამე საიტი სადაც გეგმები რას საქმიანობენ იკნებოდა აღწერილი(რავიცი შეიძლება არსებობს და უბრალოდ მე არ ვიცი,თუ ასეა დიდი ბოდიში)ძალიან ბევრს აინტერესებ ამის შესახებ,და ზალიან ბევღი კითხვაც არის მონადირეთა საზოგადოებაში თუ არ ვცდები....
კუდიგორელივიცი ეგ კაცი,მე და ჩემი დეიდაშვილიც დიდი ხანია ამ საკითხით ვართ დაინტერესებულები, მაგ კაცისაგან წამოყვანილი ძაღლიც კი ყავდა ჩემს დეიდაშვილს თუმცა ჩემი და არა მარტო ჩემი აზრით მათ გენებში მონადირული აღარაფერია და ყოველ შემთხვევაში იმ ძაღლს კურცხალის უფრო მეტი ქონდა ვიდრე იმ ძაღლის რასაც მასალები აღწერს და ისიც ვიცი რო ეგ კაცი უბრალოდ ეძებს მსგავს ძაღლებს რომლებიც ისე თუ ასე აღწერილობას შეესაბამებიან რაღაცით და აჯვარებს ერთმანეთზე რო როგორმე ჩაქირას მსგავსი გამოიყვანოს ამას ვიდეოშიც იძახის.....და ფედერაციამდეც თვითონ ეგ კაცი მივიდა და არა ფედერაცია ...ცდილობდა დარეგისტრირებას ძაღლის ჯიშის .....
ბოლო ორი წელია ჩვენც ჩავიკნიეთ ხელი მაგრამ ამ ფოტოებმა ცოტა გამომაცოცხლა და რამე სტრატეგია დავისახოთ რამეზე შევთახმდეთ ,არაფერია ცუდი იმაში რო ჩვენც ვიაქტიუროთ და თუ ფედერაციაც აქტიურობს შევეშველოთ ჩვენც...ზედმეტი არ იქნება ალბათ
giorguna
მეგობარო მესმის შენი გულისტკივილა განა არ მესმის , მაგრამ ნორმალურ ქვეყანაში არც ერთი ფედერაციის წარმოამდგენელი არ დაიწყებს იმის გარკვევას ებადებათ თუ არა ხალხს რაიმე კითხვა , გაგვაჩნია კითხვები ? ჩვენივე ინტერესებში შედის ? მაშინ ან წერილობით უნდა მივმართოთ ან თავზე დავადგეთ , არსებობს რათქმაუნდა ფედერაცია
რაც შეეხება "არავინ არ გვეუბნება" - აგერ კუდიგორელმა ც დაწერა
ხოდა ეგაა რატომღაც როგორც აზრი გამოვიტანე მაგ თემიდან აზრი იყო რო თუ რამოდენიმე ათეული ერთნაირი ძაღლი ეყოლებოდა შეძლებდა ჯიშის აღდგენას და დარეგისტრირებას ....
მე რაც გავარკვიე ამ ძაღლებს ყურებს აჩრიდნენ იმის გამო რო ეკლებში არ დახეოდათ...მაგრამ აჩრიდნენ ყურის წკვნიტებს თუ წვეროებს არ ვიცი სწორად როგორ არის და არსად არ წერია რო მდევრებივით ჩამოყრილი ყურები ჰქონდათ,მაგ კაციდან წამოყვანილ ჩაქირას კიდევ მდევრის ყურები ჰქონდა,რაც შეეხება კუდს არც კუდზეა ზუსტი მონაცემები იმის გარდზ რო მოკლე კუდები ჰქონდათ ერტ ერთის შედარებით ტურასავით მაგრამ არც ეს ნისშნავს რო კუდი სწორი ჰქონდატ და არა დახვეული...მე მყავს ლაიკა და იმის მიუხედავად რო დზალიან დახვეული კუდი აქვს ზოგჯერ ამასაც აქვს გაშლილი რამოდენიმე წამით თუ წუთით...აგერ კუდიგორელი იძახის რო ნანახი ყავს ჩაქირა და ასეთები იყვნენ და გვესაჭიროება ხალხი ვისაც ყოლია ან უნახავს თორე წერილობითი ცნობები კონკრეტული არაპერია..........
და თუ საჭიროა მივწეროთ,ან მივიდეთ მემგონი მარტო მე არ მაინთერესებს როგორ მიდის მუშაობა და რა ხდება ამ თემასთან დაკავშირებით...და ნებისმიერ ნორმალური ქვეყნაში ამა თუ იმ ფედერაციას უნდა ჰქონდეს ინტერნეტ საიტი და ისეთ ზოგად საკაცობრიო თემებზე...(ისეთივეზე როგორიცაა ჩაქირას მოძიება) ახალ ინფორმაციას უნდა ათავსებდეს...თორე ფედერაცია რო არსებობს საბედნიეროდ ვიცი.........
უკაცრავად დიდი ბოდიში კინოლოგთა ფედერაციას მართლაც ჰქონია საიტი და წერილიც მივწერე და რავიცი ახლა ვარ პასუხის მოლოდინის რეჟიმში ....იმედია უპასუხოდ არ დამტოვებენ...ვნახოტ
რათ გინდათ ან რაზე გაიგიჟეთ ამ მეკვერნე ძაღზე რომელიმე გატაცებული ხართ ესე ძაან კვერნაზე ნადირობით იმიას თავი გავანებოთ რომ ოდესღაც ყოფილა ეს ჯიში ქართული და გადაშენდა
რავიცი რაღაც არალეარულად მეჩვენება ეს ყველაფერი მეტს ვერაფერს ვიტყვი.
მართლაც საინტერესო სურათებია. აქამდე რაც სურათები იქნა მოძიებული(ძველი გაზეთიდანაც მათ შორის) ყველაზე მეტად გავს ეს ძაღლები. მემგონია უკვე მართლა ჩაქირასთან გვაქვს საქმე. ეგ კი არადა გურიაში რომ ყავს კაცს..ისინიც ახლოს უნდა იყვნენ მაგ ჯიშთან.
ისე თუ მართლა უწერიათ თურქებს "გავრცელებული იყო შავი ზღის პირეთში" ეგ ყოფილა და ეგ არის. მითუმეტეს თუ გავიხსენებთ, რომ მთელი ეგ ტერიტორიებიც საქართველო იყო არც თუ შორეულ წარსულში.
მე არათუ არა რეალურად მეჩვენება აზრს ვერ ვხედავ კაი ჩამოვიყვანეთ ჩაქირა ა დალშე შტო ? ეხლა არ მითხრათ უცებ ფედერაციაში დავარეგისტრირებთო მითუმეტეს გიორგუნას წყაროს დაყრდნობით თურქეთში უკვე მოიხსენიებენ მაგ ძაღლს სხვა სახელით და თუ ეს ნამდვილად ის ჩაქირაა ისინი უკვე თავიანთი სახელით დაარეგისტრირდებდნენ როგორც რუსებმა აგვახია ქართული ნაგაზი
თურქეთში უკვე მოიხსენიებენ მაგ ძაღლს სხვა სახელით და თუ ეს ნამდვილად ის ჩაქირაა ისინი უკვე თავიანთი სახელით დაარეგისტრირდებდნენ როგორც რუსებმა აგვახია ქართული ნაგაზი
მარტო მაგიტომ ღირს ჩამოყვნა და აღდგენა. ხომ არსებობს ძველი წყაროები..რომ ეგეთი ჯიში არსებობდა...ეგეთი აღწერილობით და ერქვა "ჩაქირა" იყო მონადირე- მეკვერნე და ალბათ ჩვენი წინაპრები მაგ ძაღლის დახმარებით ქურქებს უკერავდნენ ცოლებს. მერე დავიკიდეთ და გადავაშენეთ. "რაღა ფეხებად გვინდოდა.. რუსული ლაიკა ვიშოვნეთ დაა" მერე რამდენიმე ენთუზიასტს(ვინც ცდილობს რამეს მიაგნოს) დავცინეთ და ვაქილიკეთ. ხელიც ჩავიქნიეთ და მაგალითად ქართული ნაგაზიც მოვიყვანეთ. თუ ეგრე გავაგრძელეთ... მარტო ნაგაზს და ჩაქირას კი არ აგვახევენ..ქართვლის დედასაც წაიღებს ვინმე და თავიანთ შთამომავლებად გამოგვაცხადებს.
თურქეთში უკვე მოიხსენიებენ მაგ ძაღლს სხვა სახელით და თუ ეს ნამდვილად ის ჩაქირაა ისინი უკვე თავიანთი სახელით დაარეგისტრირდებდნენ როგორც რუსებმა აგვახია ქართული ნაგაზი
მარტო მაგიტომ ღირს ჩამოყვნა და აღდგენა. ხომ არსებობს ძველი წყაროები..რომ ეგეთი ჯიში არსებობდა...ეგეთი აღწერილობით და ერქვა "ჩაქირა" იყო მონადირე- მეკვერნე და ალბათ ჩვენი წინაპრები მაგ ძაღლის დახმარებით ქურქებს უკერავდნენ ცოლებს. მერე დავიკიდეთ და გადავაშენეთ. "რაღა ფეხებად გვინდოდა.. რუსული ლაიკა ვიშოვნეთ დაა" მერე რამდენიმე ენთუზიასტს(ვინც ცდილობს რამეს მიაგნოს) დავცინეთ და ვაქილიკეთ. ხელიც ჩავიქნიეთ და მაგალითად ქართული ნაგაზიც მოვიყვანეთ. თუ ეგრე გავაგრძელეთ... მარტო ნაგაზს და ჩაქირას კი არ აგვახევენ..ქართვლის დედასაც წაიღებს ვინმე და თავიანთ შთამომავლებად გამოგვაცხადებს.
ეს ძაღლი ბაქოში ვნახე რატომღაც მივამსგავსე ჩაქირას, ცხოვრობდა "21 მაისზე" მოტრის უკან ფეღბურთის სტადიონს დარაჯობდა
ჰერცოგი
ყურები რომ დააჭრა ნამდვილი ჩაქირაა !!! მანდ საიდან მოხვდა ნეტავ ეტყობა აზერებიც იჩემებენ რომ წმინდა აზერული მონადირე ჯიშია სახელად "ჩაბანა "
ამ ქუჩაზე ვხოვრობდი შარშან ამ დროს და ყოველდღე სამსახურში წასვლის წინ მიყეფდა და რავი მივამსგავსე ვიფიქრე ბიჭებს იქნება რამენაირად დავეხმარო ჩაქირას პოვნაში
ზახარა
რა გატირებს კაცო. ჩაქირაა სულიკო ხო არა.. ვიპოვნით სადმე..ვიპოვნით.
კავკასიური ნაგაზი რუსებმა არ აგვახიეს რადგან ჯიში კავკასიური ნაგაზი ქართული არასდროს ყოფილა. სახელი და ჯიშის რეგისტრაცია სწორედ რუსებმა გაკეთეს და სრულიად სამართლიანდ ქვია "კავკასიური ნაგაზი", განა იმიტომ რომ რუსებმა ასე მოინდომეს, იმიტომ რომ კავკასია მოიცავს საკმაოდ დიდ რეგიონს (მათშორის ტაოკლარჯეთის მთებს ანუ ცრუ კავკასიონის რეგიონს) და თითქმის ყველა კავკასიელი ხალხების ძაღლები გამოიიყენს სელექცისთვის; ყაბარდოული, ჩეჩნური, ლეკური, თათრული და კიდევ ბევრი. მაგრამ ყველა აღნიშნავდა რომ ქართული ქვეჯიშები იყო გამორჩეულად კარგი და ჯიშიანი. არც იმას უარყოფენ რომ ქართულმა მეცხვარე ძაღლებმა ლომის წილი შეიტანს კავკასიური ნაგაზის ფორმირებაში, მაგრამ ეს სრუალიად არ ნიშნავს კავკასიურის ქართულობას.
უფრო მეტიც, ქართველებმა გაყიდეს საუკეთესო წარმოადგენელები (ხვადები) ამ ძაღლების, თავისი ნებით და სურვილით, გაცვალეს უბრალო საყოფაცხოვრებო ნივთებში, და ეს მაშინ როცა ხალხს ეკონომიურად არ უჭირდა!!!
ქართველებს არანაირი მორალური უფლება არ აქვთ რუსებს დააბაროლონ ჯიშის წართმევა, რუსებს ის განავალიც ეყოფათ რაც 200 წლის მანძილზე ჭამეს და რაც დამართეს ქართველებს.
პირიქით ამ ჯიშის დახვეწა (და მერე დედის ტირება) სწორედ რუსების დამსახურებაა და არა ქართველების ან სხვა რომელიმე კავკასიელი ხალხის.
ჩაქრიას რაც შეეხება თურქებიც ისე იქცევიან როგორც რუსები ამ შემთხვევაში. ისტორიული გავრცელების არეალი (აჭარა, იმერეხევი, ლაზეთი) ზუსტად ემთხვევა იმ ადგილს სადაც ეგ ძაღლები ცხოვრობდენ, ეჭვი მაქვს მაგ ძაღლების პატრონები (სურათში რო ტიპები ჩანს) გათურქებული ქართველები არიან ან ლაზები. რახან ეგ ტერიტორია თურქეტის ნაწილია (სამწუხაროდ) და ეგ ხალხიც თავს თურქებად თვილიან (ესეც სამწუხაროდ) თავისუფლად შეიძლება ჩავთვალოდ ეგ ძაღლი თურქულ ძაღლად და ნუ გაგვიკვირდება ასე 20 წელიწადში ეს ჯიში FCI-ში როგოც თუქრული მყეფარა შევიდეს. თურქებმა ძაან დიდი ნახტომი გააკეთეს ძაღლების სელექციაში და კინოლოგიურ კულტურაში. მათ მონადირე ძაღლებს ჩვენსას არ შევდარებდი...
ისტორიული გავრცელების არეალი (აჭარა, იმერეხევი, ლაზეთი) ზუსტად ემთხვევა იმ ადგილს სადაც ეგ ძაღლები ცხოვრობდენ, ეჭვი მაქვს მაგ ძაღლების პატრონები (სურათში რო ტიპები ჩანს) გათურქებული ქართველები არიან ან ლაზები. რახან ეგ ტერიტორია თურქეტის ნაწილია (სამწუხაროდ) და ეგ ხალხიც თავს თურქებად თვილიან (ესეც სამწუხაროდ) თავისუფლად შეიძლება ჩავთვალოდ ეგ ძაღლი თურქულ ძაღლად
ეგ ხალხი შეიძლება თავს თვლის თურქებად.. მაგრამ რეალურად(ფაქტებზე დაყრდნობით) გათურქებული ქართველები არიან(მართღლაც სამწუხაროდ) ეგ ჯიშიც ქართველების ყოფილა ისტორიულად(თუ მაგ გავრცელების არეალს დავეყრდნობით) ამიტომ ძაღლიც თურქული კი არა..გათურქებული გამოდის (ანუ ქართული..მაგრამ ტექნიკურად მოქესტილი)
dato 85 აბსლიტურად ვეთანხმები. ქართველებს არ გვაქვს ძაღლის კულტურა,ნადირობის კულტურა, ვერ ვაფასებთ ჩვენ "საგანძურს". აგერ ცოტახნის წინგამოფენაზე რუსების იმხელა დელეგაცია იყო ჩამოსული კავკასიური ნაგაზეთ რომ შემშურდა მათი,ჩვენთან კიდ ვიღაცას საუკეთესო ძაღლი ყავს დაბმული ტყემალზე და თვეში ერთხელ თუ გაასეირნა ძაღლისთვის დიდი შვებააა ,რა გამოფენა რის გამოფენა ეზარებათ ორი ნაბიჯის გადადგმა და იმას იმიზეზებენ ამხელა ძაღლი როგორ ჩამომეყვანა გამოფენის გამო რეგიონიდანო ,შე კაი დედმამიშვილი რეგიონი უფრო ახლია თუ რუსეთი?მარა იმ ხალხს უყვარს ეს საქმე და მისდევენ კარგად, მეძებრებში კიდე ირომ იკითხავ ეს ამასთან რატომ დართეო გპასუხებენ ეგ ჩემ პადიეზდში ცხოვრობს და სხვაგან რისთვის მეტარებინაო,ამიტომაა რო ქართველები ვაფუჭებთ ყველაფერს,ჩაქირა თუ უნდოდა ქართველ ხალხს რატომ გადააშენეს ?იმიტომ რომ დაეზარათ მისი მოშენება და სხვა უფრო კარგით შეცვალეს,ასე ვკარგავთ ყველაფერს სამწუხაროთ
giga_megu
ბევრ რამეში გეთანხმები მაგრამ მთლად მასეც არარის, ხალხს პურის ფულის საშუალება არააქვს და ვის ცხელა შენი გამოფენისთვის? რუსებს კიდე ჩემი თვალით ვხედავ ყოველდღე ძათლებს როგორ უვლიან, შვილებივით ყავთ მაგრამ აქვთ კიდეც საშუალება და უვლიან.
giga_megu
ჯეკო
რამდენიმე კაცი ვიცი საშუალებაც აქვთ და ხიზილალის ბუტერბროდებსაც მიირთმევენ მაგრამ, ძაღლს არ უვლიან ან სხვასთან ყავთ მიბარებული. გამოფენაზე აღარაა ლაპარაკი, ისე ტრაბახით და დაბრალებით ხანდახან ჩვენს მეზობელს ვემგვანებით.
,ჩაქირა თუ უნდოდა ქართველ ხალხს რატომ გადააშენეს ?იმიტომ რომ დაეზარათ მისი მოშენება და სხვა უფრო კარგით შეცვალეს,
მართალია. ჩემი აზრით.. ძალიან მძიმე მიზეზი აქვს მაგას. მარტო ჩაქირა კი არ გადააშენეს...საერთოდ ჩაკვდა ყველანაირი განვითარება ყველა კუთხით. საქართველოს ისტორიაში დადგა პერიოდი... როგორც გოგი გეგეჩკორი ამბობს რესტორნის სცენაში..ფილმიდან "დათა თუთაშხია"... " " რუსეთთან დაახლოებამ მტერი მოგვაცილა, მაგრამ გამოიწვია ერის მოდუნება. ფუნქცია დავკარგეთ. ერი..საძოვარზე მიშვებულ ნახირს დაემსგავსა, ქეიფსა და დროსტარებაზე გადავიდა" მე ეგ მგონია ძირითადი მიზეზი. რაღად გვინდოდა ჩვენი ჩაქირა??... უფროს ძმას ლაიკა ყავდა. რატომ უნდა ეწაემოებინათ ჩვენთან იარაღი??.. ტულა აგერ არ იყო??.. მთავარია უფროსი ძმის კეთილგანწყობა არ დაგეკარგა და ყველაფერს მოგვაწვდიდნენ რა მოგვინდებოდა. სულ ეგ არის. მართალია ცოტა პოლიტიკაში გადავიჭერი(რისთვისაც ბოდიში მომითხოვია) მაგრამ მაგას თვით ბატონი ჭაბუა ბრძანებს და რეალობაზეა დაფუძნებული. განვითარების დიდი წილი შეეწირა მაგას და ჩაქირაც მაგასვე გადაყვა ჩემი ღრმა რწმენით. რომ არა ეგ... ჯიშებიც გვეყოლებოდა და ქართული იარაღიც.
ჩემი აზრით ჩაქირა კაი ძაღლი რო ყოფილიყო არ გადაშენდებოდა.
ჩემი აზრით კი ჩაქირა კარგი ძაღლი იქნებოდა... ქართველები რომ სწორად მოქცეულიყვნენ. არც პოინტერი იყო თავიდან მინდვრის დედოფალი.
ლეონ-ბლექი
ნამეტანი ხმამაღალი განცხადება ხო არაა ჩაქირასა და პოინტერის შედარება?
პოინტერი რა ჯიშებიდან გამოიყვანეს და მისცეს საბოლოო სახე?
დასავლეთში კერდზოდ აჭარაში იყო უფრო გავრცელებული,,ჩემი ბაუშვობის პერიოდში მინახია ეგ ჯიში ერთ მონადირეს ყავდა ეხლაც ცოხალია ეგ კაცი გონჩავიკია მთელი ცხოვრება დურსუნ აფაქიდზე,,დამაინტერესა და სჰეხვედრა მინდოდა ამ პიროვნებასტან ვერ მოახერხე დროის ფაქტორის გამო და ტელეფონიტ ვესაუბრე,,ვკიტხე აჭარაში სადმე ხოარ სჰემირჩენილი ტქო,,და მიპასუხა დიდი ხანია აღარაო,,უფრო თურქეთში გავრცელებულა,,ეხლა ველოდები ტურქეთსჰი დაურეკე ახლობელ მონადირეს და მოიკიტხავს ალბატ კარცჰხალის მხარეს უნდა იყვეს ერზრუმისკენ სოფლად,,,ჩემი აზრით თუ რაიმეს მოვიდზიებთ ელემნტარული ინფოც რაგაციმედის მომცემია იქნებ აგმოჩნდეს კიდეც,,სსრკ პერიოდში მეტი იყო როგორც ვიცი და რატო,,კვენის ტყვას უფრო მეტი ფასი ქონდა და იმიტომაც მონადირებს ყავდატ ეზოებში თითო ეგზემპლიარები,მერე დაისჰალა სსრკ და წავიდა ბეწვეულიც კვერნაც და საერთოდ მონადირეთა კვშირებიც,,აი ამსტან ერთად გაქრა და გაიფანტა ყურადღებაც დზმებო,,ისე ნებისმიერი ინფორმაცია ნამდვიოლად წაადგება ამ ჯიშის პოვნას,და ჩვენც ტუ რაიმეტი წამოვეხმარებით კიდე ხერიიო
ნამეტანი ხმამაღალი განცხადება ხო არაა ჩაქირასა და პოინტერის შედარება?
შედარება კი არა მაგალითია. პოინტერი ეხლაა პოინტერი....თორემ თავის საწყის სტადიაში რა კვერცხობაც იქნებოდა..არ უნდა იყოს რთული წარმოსადგენი(იგივე ეხება ნებისმიერ ჯიშს) 200 წლის წინ ჩვენ წინაპრებსაც რომ დაეწყოთ ჩაქირას გაკეთილშობილება... დღეს მაგარი ჯიში გვეყოლებოდა. სხვათაშორის სულაც არ მინდა იგივე დაწერონ 200 წლის მერე ჩვენმა შთამომავლობამ. ხოდა თუ სადმე რამეს მივაგნებთ... დავიწყოთ აწი. თუ არადა ნახავენ ამ პოსტებს 200 წლის მერეც და ნახე შენზე რა იფიქრონ....
ლეონ-ბლექი
ამ ადამიანმა გამცეს პასუხები და მერე მიხვდები შენც......
რა დავიწყოთ.სად დავიწყოთ. რითი დავიწყოთ. ? ? ?
პირველრიგში ცოტა უფრო სერიოზულად მიდგომა. მერე მოძიება შეძლებისდაგვარად. დანარჩენი მერე გამოჩნდება.
რითი დავიწყოთ??... რითი და არსებული მასალების მოძიებით(როგორი იყო და რა პარამეტრებით) ანუ იმისი დადგენა..რას ვეძებთ და როგორ გამოიყურება. მოსაქექი იქნება ძველი ლიტერატურა და ა..შ... მაგის პარალელურად იმ ინფოს მოძიება..სად ყავთ მსგავსი ძაღლები. მერე სპეცებიც ჩავრიოთ და ვნახოთ.. თუ ექნებათ რამე სიახლოვე მოძიებულ ცოცხალ ძაღლებს ძველ მასალებში სემორჩენილ ინფორმაციასთან რამე საერთო. პრინციპში ეგ ყველაფერი უკვე დაწყებულია. უბრალოდ კარგი იქნება ცოტას თუ გავაქტიურებთ საქმეს.
ლეონ-ბლექი
ეს ყველაფერი კაი, მე უბედნიერესი ვიქნები, როდესაც ქართული ჯიშის მონადირე ძაღლი იარსებებს !
რამდენადაც ვიცი ზუსტი პარამეტრები არ არსებობს ჩაქირასი
ანუ ჩვენ კლუბზე ამბობ მაგას ?
კინოლოგებზე. ვინც დონეზე ერკვევა ძაღლებში.
რამდენადაც ვიცი ზუსტი პარამეტრები არ არსებობს ჩაქირასი
რატომ კაცო. აგერ ჩვენთანაც კი დაიდო სურათი ძველი გაზეთიდან. კიდე რაღაც მონაცემი ხომ დევს ზველი ლიტერატურიდან. ესიგი ვიცით როგორ გამოიყურებოდა. რა ფერის იყო და როგორი ლაქები ქონდა. ანუ.. აღწერილობა გვაქვს. რაც შეეხება ნადირობას.. ჩემი აზრით..ნებისმიერი ძაღლი დაიწყებს ნადირობას.. რომელსაც სანადიროდ ატარებ. შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს ამაში..მაგრამ ძაღლები ნადირობას კი არა... წინა ფეხებზე სიარულს და ველოსიპედის ტარებას სწავლობენ ცირკში. მოკლედ..მონდომების ამბავია.
nik@a
მერე პაწია შევაჯვაროდ იქეთ აქეთ სანამ ჩაქირას სიფათს არ მიიღებს და ყველა გახარებული იქნება
მაშ ძალზედ მარტივად ყოფილა საქმე..
ყოფილა რაა..ეგრეა დაა. თუ კაცი მოინდომებს არც ეგ არის პრობლემა. უბრალოდ რადგან ჩაქირა არსებობდა და ფესვები არსებობს..მაგა პონტში თორემ ნებისმიერ დვარნიაგას რომ დააწყებინოს კაცმა ნადირობა...იმისი შთამომავლები თვითონ დაიწყებენ ნადირობას. ეგეთია ევოლუციის პროცესი. შეგუება ყველაფერს ცვლის. ძალიან რთული დასაჯერებელია..რომ ანჯელინა ჯოლის წინაპარი მაიმუნი იყო..მაგრამ ფაქტია რომ იყო. ეგრეა ესეც.
მართალია. ყველა ჯიში ეგრეა გამოყვანილი. ეგ კი არადა ეხლაც კი ამბობენ..რომ დრათჰაარი ჯერ კიდე ვერ არის ის..რაც გერმანელებს უნდოდათ. შეაჯვარ-შემოაჯვარებენ და მიიღებენ რაც უნდათ. ეგენი იზავენ. საქმეს გერმანულად უდგებიან და იმიტომ.
არ გამოვა მაგ საქმიდან არაფერი რატო არ გჯერათ თან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ვის რათ უნდა მეკვერნე ძაღლი თუ ძმა ხარ.
მაგას ჯობია რამე ახალი ჯიში გამოვიყვანოთ ისეთი კვერნის გარდა ეგებადა სხვა რამეზეც რომ ინადიროს.
და ლაიკა ვიღას რაღად უნდა??... მეკვერნე შეიძლება ერქვას..მაგრამ არამგონია სხვა დანარჩენს დააკლოს ყეფა. მყეფარაა რაა..
ვის რათ უნდა ინგლისში მგლის მახჩობელა როცა იქ მთელ კუნძულზე მგელი საერთოდ აღარ არის,არცერთი ეგზემპლიარი?
ცუდი იყო თუ კარგი ზუსტად მაგის გამო გადაშენდა ეგ ძაღლი რო ასევე პიქრობდნენ....სხვა ქვეყნებს ათეული წლები გამოყავთ ჯიშები...ქარტველებს არსებულის დახვეწაც არ უნდათ....არსებობს უკვე თურმე სხვებიც და რატო...
ეხლა არ დაიწყოთ სადაა კინოლოგია საქართველოში ასე განვითარებული ან სელექციაო.....ასე თუ გაგრძელდა ვერც ვერასდროს განვითარდება....
ვის რათ უნდა მეკვერნე ძაღლი თუ ძმა ხარ
მე მინდა...არა იმიტო რო მონადირეა...არა იმიტო რო ტახზეც და დათვზეც ნადირობს იმიტო რო მყეფარაა(კვერნის გარდა)...იმიტო რო ქართველი ვარ და მინდა მინდორში სანადიროდ არა გერმანული,არა ინგლისური,პრანგული ან რავიცი რამდენი მონადირე ძაღლის ჯიშია კიდევ რაც არ უნდა მაგარი იყოს...რაც არ უნდა უნივერსალი....ჩემი,ჩემივე მიწაზე დაბადებული... ქართული ჯიშის მონადირე ძაღლით გავიდე და ამაყი ვიყო იმით რო არა მარტყო ტრადიციები გვაქვს სანადირო ძაღლიც გვყავს და ძალიან ბევრია ვინც ჩემსავით ფიქრობს....
და დარწმუნებული ვარ ვინც ეხლა წერს ვის რათ უნდა კვერნაზე მონადირეო,გადაშენდა და გადასაშენებელი ყოფილაო,ან რაღა აზრი აქვს უკვე თურქების არისო...ღმერთმა ქნას და ეს ჯიში რო აღდგეს ერტი წამითაც აღა შეყოყმანდებიან ისე მოინდომებენ ერთი ლეკვის ყოლას....
და ერთი და უმთავრესი,აქ ჩვენ მსჯელობთ რა ვქნათ როგორ შეიძლება ინფორმაციის მოძიება,რითი შეიძლება დაწყება...რა ნაბიჯებია საჭირო და არა იმაზე ესაჭიროება თუ არა ვინმეს...რატო გადაშენდა რა მიზეზით და ა.შ.
ვისაც არ უნდა ნუ შემოვა და ნუ დაპოსტავს....და ჩაქირა რო არავის უნდოდეს არც ეს თემა შეიქმნებოდა და აღარც დისკუსიები იქნებოდა მის მოძიებასა და აღდგენაზე..........
giorguna
+1000
ისე სადღაც გეწერათ მგონი ლეკვების ყიდვა შესაძლებელიაო თუ სწორად მახსოვს და უფრო კარგად ხო ვერ მოვიძიებდით ინფორმაციას მაგ საკითხზე?
giorguna
ალთაზარ
ბუჯო რა ვერ გეიგე. კაცმა თქვა მარტო იმიტო კიარ მინდა რომ მონადირეაო, იმიტომ მინდა რომ ქართველი მონადირეაო. მე ყოლფერი სწორად გევგე!
ლეონ-ბლექი
kajuberi
რავა გეზარებათ ციტირება რა ვორნები არ აგცდებათ
ლევან , კაცმა ის დაწერა რომ მე არ მინდაო ეგ ძაღლიო იმიტომ რომ მონადირე არისო ხომ ასეა არამედო (მემე ბოლოში დაწერა ) რომ ქართული მონადირე ძაღლიაო , ანუ რა გამოდის რომ კაკ ნე კრუტი ვუბრუნდებით რომ ადამიანს უნდა იმიტომ რომ მონადირე ძაღლია მაგრამ როდესღაც ქართული .
მე რო მყავს მალამუტი იმიტომ მყავს რომ მევასება ეგეთი ძაღლები და სანადიროდ რათქმაუნდა სხვა ძაღლს ავიყვან ერთით ვინადირებ და მეორით ვისეირნებ ))
ჩაქირათი ვის გინადირიათ აი ძაან მაინტერესებს ?
ანუ კითხვა ჩნდება იმისგამო რომ თქვენ უბრალოდ გინდათ ძაღლის ჯიშის აღორძინება თუ გქონიათ სიამოვნება იმის რომ გენადირათ ასეთი ძაღლით? თუ უბრალოდ გაგონილი გაქვთ ან წაკითხული რომ ეს ძაღლი ნადირობდა
მე მაგალითად შარშან გავიგე ამ ძაღლის შესახებ ესლი ჩესტნო როდესაც ვათვალიერებდი ფორუმს გადავაწყდი იმ სტატიას ვიდეოებთან ერთად , ოჩოპინტრეს კლუბის წევრები სტუმრად რო იყვნენ ვიღაც უფროსს ადამიანთან რომელიც ამბობდა რომ ჩაქირა ჰყავდა ამ დროს ჩაქირასთან მიახლოებულიც არ იყო მემგონი ის ძაღლი )
Fishman
ალბათ გინდოდა გეთქვა სპეციალისტი ხომ ? )
ჩაქირათი ვის გინადირიათ აი ძაან მაინტერესებს ?
კაზო.. ჩაქირათი ნანადირევი რომ გვქონდეს ვინმეს... ასე ძებნას კი არ დავიწყებდით სულიკოსავით. რათქმაუნდა რომ გავიგეთ მაგისი არსებობის შესახებ..მოგვინდა მოგვეკვლია ეგ ამბავი...ანუ გარკვეული ინტერესი გაჩნდა. ხოდა ვეძებთ რაა... თქვენ გვეუბნებით რატომ ეძებთო. გვინდა და ვეძებთ. ეგ ძაღლი არ ვარგაო... ნუ ვარგა..მაინც ვეძებთ. რატომ??... იმიტომ რომ ქართული ყოფილა. ეხლა ამბობთ თურქულიაო. თუქრული კი არა... მითვისების პროცესში მყოფი ქართულია. ხოდა სანამ ბოლომდე მიუთვისებიათ..იქნებ გამოვღლიტოთ ხელიდან.
ლეონ-ბლექი
პატივს ვცემ შენ მოსაზრებას და სხვა მომხმარებლების მოსაზრებას !
რათქმაუნდა დანებება არ შეიძლება....
მაგრამ სადაა ის კოლოსალური ფინანსები და ენთუზიასტები - ამ საერო საქმისთვის ? ვინ გამოყოფს ?
მე მხოლოდ ამის თქმა მინდა და ამიტომაც ვუყურებ სკეპტიკურად, ურთულესია დღევანდელ პირობებში. რეალობა სამწუხაროა რას ვიზამთ...
ლეონ-ბლექი
კაცო მე იმას კი არ გეუბნებით რომ თავი დაანებეთ მეთქი ძებნას ეძებეთ კაცო თუ მიაღწევთ მწირე შედეგს მაინც მომავალი თაობა თქვენს ვალს ვერ გაისტუმრებს ..........
ქართული ყოფილაო რო ამბომ სადდაა დამამტკიცებელი საბუთი იმისა რომ ეს ძაღლის ჯიში ნამდვილად ქართული იყო ? იქნებადა რომელიმე ქვეყნიდან ჩამოსულმა სტუმარმა (უცხოელმა) ჩამოიყვანა გემით ძაღლი ჯიშიანი და აქ ქე იყო სიტუაციები დვარნიაშკებში დარბოდნენ ჯიშიანები ქე წარმოიშვა მერე ჩაქირა რომელიც დაზდევდა კვერნებს , მაგრამ საბუთი იმის რომ ჩაქირა არის ქართული ჯიშის ძაღლი ეგ არის საეჭვო , გიორგუნამ მოიყვანა "ინფორმაცია" რომ თურქეთში ამ ძაღლების არსებობა შავი ზღვის აუზის ქვეყნებში იყო პოპულარული/გავრცელებული (მემგონი ეგრე წერია) . მაშ ასე შავი ზღვის აუზის ქვეყნები მემგონი მოგეხსენებათ და მარტო საქართველო არ შედის )
ბულგარეთი. რუმინეთი. რუსეთი, უკრაინა. საქართველო, - აი თავსატეხიც გამოჩნდა თუ კი საქართველოში გადაშენდა სხვა ქვეყნებში ხომ უნდა შემორჩენილიყო მაინც ??? რუსეთი და უკრაინა არა ნაკლებ სამონადირეო პიტომნიკებით გადაჭედილი და ნადირობებით განთქმული ქვეყნები (რამდენადაც ვიცი) იქაც გადაშენდა?? ყველგან გადაშენდა ე.ი ეგ ძაღლი , და უცებ თურქეთში ამოყვეს თავი ? ნოეს კიდობანმა უშველა მაათ?
არ მინდა ამ ჩემი პოსტით იმედი გაგიცრუოთ ვინმეს მაგრამ რავქნა მეც სკეპტიკურად ვუყურებ ამ ყველაფერს
ლეონ-ბლექი
კარგი რა ლევან კარგი რა რაის გამარჯვება რის გამარჯვება მე ლიჩნად კითხვები გამიჩნდა და რავიცი ვფიქრობდი ვინმესგან მაინც მივიღებდი ინფორმაციას
რამდენჯერაც გაიხსნა ჩაქირას თემა ეგრევე გააშაკირეთ, ამიტომ დაიხურა
ადმინებო დაბანეთ ოფერისტები, ვერ ავუდივარ
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)