თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ მდევრები, მყეფრები _ ბიგლი

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 17 2012, 09:33

http://postimage.org/

მხიარული და ენერგიული , პატრონის ერთგული მომცრო ზომის ძაღლი, ერთნაირად მოალერსეა როგორც ადამიანების მიმართ ასევე მეზობლად მცხოვრები სხვა ცხოველების მიმართებაში. ბიგლის მელოდიური ყეფა ყველაზე ხშირად ნადირობისას შეიძლება გაიგონოთ.
ბიგლი ერთ ერთი ყველაზე მომცრო ტანის მქონე მდევარია, მაგრამ ყველა ღირსებით დაჯილდოვებულია რაც , მის დიდ მონათესავე ჯიშებს ახასიათებს. უძველესი ჯიშია, საუკუნეების განმავლობაში მონადირის შრომისმოყვარე დამხმარეა. ბიგლის თაობაზე ცნობებს პირველად ვხდებით 1475 წელს. ბიგლების ხროვა, მხედარ ან ქვეით მონადირეებთან ერთად მიერეკებოდნენ კურდღლებს უხსოვარი დროიდან. ამ მიზნით იქნა კიდევაც შეყვანილი აშშ-ი ბიგლის ჯიშის ძაღლები.

http://postimage.org/

ბიგლი ფართოდაა გავრცელებული მთელ მსოფლიოში, როგორც მონადირე, უამრავი სახეობის გარეულ ცხოველზე: პოპულარულია ტურაზე სანადიროდ სუდანში და პალესტინაში, ტახზე შრილანკაში, აშშ-ი და კანადაში ხშირად იყენებენ კვალზე სამუშაოდ. იშვიათად მონადირებული ფრინველის აპორტირებისთვისაც კი გამოიყენება წარმატებით. ბიგლები ხშირად მონაწილეობენ მდევრების საველე სეჯიბრებში.

http://postimage.org/
ბიგლის ეს საოცარი და ერთი შეხედვით ალერსის ეტალონი ლეკვები, ერთ მშვენიერ დღეს თავიანთი წკრიალა ხმით და მთელი ენერგიით გამოედევნებიან გარეულ კურდღელს......

ჯოან პალმერი.

პოსტის ავტორი: hunter777 Oct 17 2012, 09:37

მაგრად მევასება ეს ჯიში

პოსტის ავტორი: Little Fisher Oct 17 2012, 14:15

ძალიან მაგარი ძაღლია თან გამიგია ბინის პირობებს კარგად ეგუებაო... მე მაგრად მიყვარს ეს ჯიში newsmile05.gif

პოსტის ავტორი: LeoTaso Oct 17 2012, 14:28

გოგონას ყავდა წელს გამოყვანილი გამოფენაზე, თუ არ ვცდები newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 17 2012, 14:34

LeoTaso
მეც ვნახე მაგრამ შორიდან.

პოსტის ავტორი: LeoTaso Oct 17 2012, 15:27


აი ამაზე ვამბობდი

http://www.radikal.ru

ჩემი აზრით ბიგლი დიდი რაოდენობით ( ანუ ხროვა) იქნება ეფექტური ნადირობისას

პოსტის ავტორი: aragveli Oct 29 2012, 10:55

ბეწვეულზე შეიძლება იმუშაოს ხროვამ კარგად, კურდღელზე ტყუილად ხელს შეუშლიან ერთმანეთს.

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 29 2012, 11:04

aragveli
აგვიხსენი რას ნიშნავს ხელს შეუშლიან

პოსტის ავტორი: aragveli Nov 4 2012, 11:27

იმას ნიშნავს რომ ხროვაში დაორკვალებულზე და მარყუჯზე, კვალის გატანა უჭირთ ძაღლებს ერთმანეთს არ აცლიან , კვალს ურევენ, ზოგი ზედმეტად ყეფავს, აქაც ყოველთვის გამოირჩევა 1 ან 2 ძაღლი რომელსაც ძირითადად გააქვს კვალი და დანარჩენები მზამზარეულზე ხმაზე მიჰყვებიან .

პოსტის ავტორი: game 91 Nov 5 2012, 10:25

არ არიან ჩემი აზრით ესენი საქართველოს პირობებში, გამოსადეგი ძაღლები, ბუჩქიდან თუ გამოაგდებენ კურდრელს თორე კვალზე გაყოლა ძალიან გაუჭირდებათ. აი ტურაზე შიძლება კარგად იმუშაოს ხროვამ, მაგრამ აქც ყავთ ძლიერი კონკურენტი იაგდ ტერიერის სახით 10 ბიგლიზე უკეთ 3-4 იაგდ ტერიერი იმუშავებს.

პოსტის ავტორი: kupra Nov 5 2012, 11:08

სანამ არ ნახავ საკუთარი თვალით რისი მაქნისია ეს ჯიში ჩვენ პირობებში ვერაფერს ვიტყვი.

პოსტის ავტორი: gio jangira Dec 28 2012, 20:36

http://pix.ge/x/b/v/7wt2h/[/img]

პოსტის ავტორი: gonchatniki Jan 10 2013, 19:37

ჩვენს პირობებში გაუჭირდებათ ესენი არიან ბოცვრის ზაღლები ფეხებში რო დაუძვრებათ ლილიპუტი კურდღელი, არამგონია ამან ჩვენებურ კურდღელს რამე მოუხერხოს

პოსტის ავტორი: giga_megu Jan 10 2013, 23:04

ჩემ სოფელში ყავს ერთს ბიგლი და საკმაოდ მპოვნელი ძაღლიაო ამბობენ მე არ მინადირია,ესტონკაზე შეაჯვარეს და ეხლა ლეკვებს ზრდიან.მოვხვდები მალე მაგ ძაღლთან სანადიროთ და მერე გეტყვით

პოსტის ავტორი: giga_megu Jan 10 2013, 23:04

ჩემ სოფელში ყავს ერთს ბიგლი და საკმაოდ მპოვნელი ძაღლიაო ამბობენ მე არ მინადირია,ესტონკაზე შეაჯვარეს და ეხლა ლეკვებს ზრდიან.მოვხვდები მალე მაგ ძაღლთან სანადიროთ და მერე გეტყვით

პოსტის ავტორი: iason Jan 10 2013, 23:56

ძალიან კარგია ჩვენთვის, მხოლოდ თეორიულად ნაცნობი ჯიშის ძაღლები,რომ შემოჰყავთ.კარგი შესაძლებლობაა ახლოდან გაეცნო,მოსინჯო მასთან ერთად ნადირობა,მისასალმებელია ეგ საქმეnewsmile05.gif)მაგრამ სელექციას გამოცდილი,მაგ საქმის კომპეტენტური ხალხის ჩარევა სჭირდება, ჯიში,ან ხაზი რომ არ გადაგვარდეს ან არ დაიკარგოს,როგორც ზემოთ ბრძანა მეგობარმა ბიგლი ესტონურ მდევარზე შეუჯვარებიათ,(ბიგლის სისხლი საკმარისი რომ არ ჰქონდეს ესტონურს თვითონ დაამატებდნენ,ალბად არ იყო საჭირო) ახალი ჯიში გამოჰყავთ?newsmile05.gif)სატირალია, სასაცილო რომ არ იყოს ასეთ მნიშვნელოვან საქმესთან,ასე დილეტანტურად მიდგომაnewsmile05.gif)სწავლა!სწავლა და სწავლა!მეტი აქტიურობა მართებს სანადირო მეძაღლეობის კლუბის წევრებს და მესვეურებს..რაც შეიძლება ბევრი მონადირის მოწვევა უნდა მოხდეს საველე გამოცდებსა თუ გამოფენებზე,წელიწადში 1-2საკლუბო გამოცდა ვფიქრობ საკმარისი არ არის,პიარიც მეტია საჭირო,ტელევიზია,ჟურნალები..კ

პოსტის ავტორი: giga_megu Jan 11 2013, 00:04

iason სოფელში ბიგლი რა არის არ იციან საერთოდ ამიტომ მიამსგავსეს და შეაჯვარეს ,ხალხს კულტურა უჭირს პირველ რიგში და მაგიტომ ხდება ესე,საწყენია მარა მწარე რეალობააა

პოსტის ავტორი: iason Jan 11 2013, 00:10

კლუბებს შორის შეჯიბრები,..და რაც მეტი ადამიანი შემოგვიერთდება,გაცნობიერდებ

პოსტის ავტორი: giuli Jan 11 2013, 13:46

ბიჭებო მინდა ბიგლების შესახებ ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ. ამ ოციოდე წლის წინად დიღომში ერთერთ კვლევით ინსტიტუტში ჩეხოსლოვაკიიდან ჩამოიყვანეს ოცამდე სუფთა სისხლის ძაღლი თითოში გაგახდილი იყო ხუთი ათასი დოლარი . სჭირდებოდათ სხვადასხვა კვლევებისთვის.აქედან ერთი მაკე ძუ ჩაგვივარდა ჩვენ ამ ძაღლმა ერთი ჩვენი უხუცესი მეკურდღლისანგია მხეიძის სახლში დაყარა ხუთი ულამაზესი ლეკვი. ხყთივე ანგიამ გაზარდა .კურდღელზე იყვენენ რასაც ქვია საუკეთესოები ოღონდ ხმები ჰქონდათ ოდნავ უხეში ყველაზე დიდი ნაკლი კი ის იყო რომ როგორც იტყვიან კომპასი არ უვარგოდათ და ეგრეც თითო თითო დაიკარგენ. ზოგი შველს გადაჰყვა ზოგიც მელას და ვეღარ დაბრუნდნენ.

პოსტის ავტორი: megreli Mar 18 2013, 17:17



ესეც 5 ძაღლიანი ხროვა newsmile05.gif
მესიმპათიურება ეს ჯიში newsmile027.gif

რაც შეეხება იმ გოგონას გამოფენაზე რომ ყავდა ბიგლი არავინ იცით საიდან? როგორ? მოხვდა მის ხელში ეგ ძაღლი? არ იცნობთ არავინ ? ehh.gif

პოსტის ავტორი: megreli Mar 18 2013, 17:29


პოსტის ავტორი: longi Mar 20 2013, 17:58

megreli
იმ გოგოს მანდ იპოდრომზე ხშირად ვხედავდი ხოლმე მან ასეირნებდა სულ როცა მანდ ვარჯიშობდი მე newsmile05.gif მანდ სადღაც ცხოვრობს მგონი

პოსტის ავტორი: beberi iagi Mar 20 2013, 20:53

გამოფენაზე, რომ გოგონა იყო ჩემი ნათესავია ძალიან ახლო,, და ის ძაღლი მამამისმა ჩამოუყვანა ევრიპიდან,, საბუთი მხოლოდ სამედიცინო მოწმობა აქვს,, არ არის ეგ მუშა ხაზი, თან არც აპირებს დართვას,, ეცოდება... შვილივით უყვარს ერთად ძინავთ.... ამიტომ მაგ ძაღლის იმედი არ გქონდეთ,, ჩვენი ამბისთვის არ გამოდგება.... newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif

პოსტის ავტორი: dato 85 Mar 20 2013, 21:31

ამერიკაშიც ბევრს ყავთ ეგ ძაღლები ქალაქის პირობებში. უმრავლესობა მე რაც ვნახე დეკორატციული იყო. მხოლოდ ერთხელ ვნახე მუშა ხაზებიდან ძაღლი.
ექსტერიერშიც განსხვავდება ეგ ხაზები. სანადირო ხაზს უფრო "ხმელი" და სადა გარექგნობა ქონდა...

პოსტის ავტორი: megreli Mar 20 2013, 21:57

beberi iagi
სისხლი მაინც თავისას იზამს newsmile05.gif

გასაგებია და ამ ერთი ძაღლის გარდა კიდე თუ ყავს ვინმე ბიგლი იცით ?

პოსტის ავტორი: beberi iagi Mar 20 2013, 23:07

კი ანის მეგობრებს ყავთ რამდენიმეს მაგრამ ყველა ერთნაირები არიან მუთაქებივით,, არამგონია კიარა დარწმუნებული ვარ მაგათგან რამე გამოვიდეს ნადირობის ამბავში,,, ეგრე ბევრი ქოფაკი მინახია ნადირს სხმით დასდევდეს მთავარია ხარისხი,, ეგენი უკვე დეკორატიულები არიან და მხოლოდ სახელი დარჩათ... ამიტომ მაგათგან სიკეთეს არ ელოდო მეგობარო... newsmile090.gif

პოსტის ავტორი: aragveli Mar 21 2013, 06:01

ციტატა(beberi iagi @ Mar 20 2013, 21:53) *
გამოფენაზე, რომ გოგონა იყო ჩემი ნათესავია ძალიან ახლო,, და ის ძაღლი მამამისმა ჩამოუყვანა ევრიპიდან,, საბუთი მხოლოდ სამედიცინო მოწმობა აქვს,, არ არის ეგ მუშა ხაზი, თან არც აპირებს დართვას,, ეცოდება... შვილივით უყვარს ერთად ძინავთ.... ამიტომ მაგ ძაღლის იმედი არ გქონდეთ,, ჩვენი ამბისთვის არ გამოდგება.... newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif

გამოფენაზე რომელიც იყო იმას ჰქონდა საგვარეულო და შეფასებაც მიიღო მგონი. რინგზე იდგა ყოველ შემთხვევაში. სხვაში გეშლება ალბათ.

პოსტის ავტორი: gonchatniki Mar 21 2013, 11:32

ქუთაისშია ერთი ბიგლი კიდე მგონი შარშან ჩამოიყვანეს გავაკვევ სადაურია და გეტყვით

პოსტის ავტორი: beberi iagi Mar 21 2013, 12:46

არ მეშლებე მეგობარო, ნამდვილად ვიცი იქ ვიყავი მე ვაჩვენე ბესო ტატიშვილს ეგ ძაღლი, თუ არ ვცდები რამაზმა შეაფასა,,, საგვარეულო აქვს უბრალოდ საიდანაც ჩამოიყვანეს იქ მომშენებელმა არ გამოატანა, 200 ევრო მოთხოვა საგვარეულოში და ფციას საბუთში ერთად, ამიტომ აღარ აიღეს.. რინგზე ნამდვილად იდგა უბრალოდ დაათვარიელეს და შეფასება მისცეს..

პოსტის ავტორი: რემბო Mar 22 2013, 12:08

ქუთაისში ნამდვილად არის ძუ ბიგლი, არის 1 წლამდე, საგვარეულო აქვს როგორც ვიცი, საბერძნეთიდანაა ჩამოყვანილი

პოსტის ავტორი: Davitus Mar 22 2013, 13:18

რემბო

თბილისში 3 პარკეტნიკი მყავს ნანახი, ნუ... ჩუსტებს კი დასდევენ სისხლიან კვალზე

რატომღაც ბიგლებიც ტენდენციურად დეკორაციაში გადადიან, არ ვიცი ეს მოდაა თუ რა, მაგრამ ფაქტია

პოსტის ავტორი: giuli Mar 22 2013, 17:30

მარტო ბიგლი არა თავის დროზე მდევრად გამოიყენებოდნენ ტაქსები,ბასეტები,დალმატინები
,ბლადჰაუნდები და სხვა . მაგალითისთვის გეტყვით მე მყავდა ტაქსა რომელსაც ვანადირებდი როგორც სოროში ასევე ფრინველზე ამასთანავე ჩემი მდევრების ჩაყეფებაზე იქვე ჩნდებოდა და ისიც ისევ ხმით დასდევდა ნადირს რა თქმა უნდა მოკლე დისტანციებზე ამასთანავე შეუდარებელი იყო დაჭრილზე ანუ სისხლიან კვალზე. მწყერიც და სხვა ფრინველიც ყეფით ამოჰყავდა.ერთ სეზონზე 14-მელა,ერთ კატა და ერთი კვერნა მომაკვლევინა.10-წელი ჩემი ''ჯუჯა'' პირნათლად მემსახურა ,მაგრამ დღესდღეობით უმეტესობა როგორც დეკორატიული ისე ჰყავთ.

პოსტის ავტორი: gonchatniki Mar 24 2013, 21:27

სამწუხარო ფაქტია მაგრამ ხშირია ტაქსა ხან ახალგაზრდა გოგოს დაყავს ხან მოხუც ბებოს ეზოს ფინიასავით, არადა ამ ძაღლის სასიკეთოდ გამოყენება შეიძლება როგორც მინახავს მელაზე შეუდარებელია, ბიგლებს რაც შეეხება მაქაც გვხვდება მგავსი შემთხვევები მგონი ამ ორ ჯიშს არასერიოზულად აღიქვამენ ტავიანთი პარამეტრების გამო

პოსტის ავტორი: ako jangira3 Mar 30 2013, 03:19


http://postimg.cc/image/oytrioydx/

პოსტის ავტორი: ako jangira3 Mar 30 2013, 17:06


http://postimg.cc/image/4ekkadfj1/

პოსტის ავტორი: megreli Jun 8 2013, 23:45

http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=&product_id=4299119

ეს ნახეთ თუ არ დაგეზარათ და რომელ ჩემპიონობაზეა საუბარი ეგებ გამარკვიოთ wtfg.gif

პოსტის ავტორი: longi Jun 9 2013, 09:12

ციტატა(dato1992 @ 9th June 2013 - 00:45) *
რომელ ჩემპიონობაზეა საუბარი ეგებ გამარკვიოთ

რას გულისხმობ?

პოსტის ავტორი: შადი შამოდი Jun 9 2013, 18:36

ციტატა(megreli @ Jun 9 2013, 00:45) *
http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=&product_id=4299119

ეს ნახეთ თუ არ დაგეზარათ და რომელ ჩემპიონობაზეა საუბარი ეგებ გამარკვიოთ wtfg.gif


თუ უბრალოდ სარეკლამო ტყუილი არ არის, "ჩემპიონობა" ნიშნავს საქართველოში ფცის შოუ გამოფენაზე ფრიადის დამსახურებას, რადგან დარწმუნებული ვარ თითო ბიგლის მეტი არ იქნებოდა და საუკეთესოს ავტომატურად ენიჭება ქვეყნის ჩემპიონობა. ამიტომ იყო, ადრე მოსკოველ მეძაღლეებს მაგრად უყვარდათ საქართველოში, მოლდავეთში და ბელორუსიაში ძაღლების ჩამოყვანა, უპრობლემოდ ხდებოდნენ ჩემპიონები (კონკურენტი არ ყავდათ ხოლმე). სამი ქვეყნის ჩემპიონი კიდე უკვე ინტერჩემპიონია, უმაღლესი ტიტულის მფლობელი.

პოსტის ავტორი: megreli Jun 9 2013, 19:23

ციტატა(shadimani @ 9th June 2013 - 19:36) *
თუ უბრალოდ სარეკლამო ტყუილი არ არის

მეც ეგ მგონია...
ციტატა(shadimani @ 9th June 2013 - 19:36) *
"ჩემპიონობა" ნიშნავს საქართველოში ფცის შოუ გამოფენაზე ფრიადის დამსახურებას, რადგან დარწმუნებული ვარ თითო ბიგლის მეტი არ იქნებოდა და საუკეთესოს ავტომატურად ენიჭება ქვეყნის ჩემპიონობა.

შეიძლება ჩატარდა მაგრამ მე არაფერი მსმენია ამის შესახებ და დავინტერესდი...

ციტატა(shadimani @ 9th June 2013 - 19:36) *
ამიტომ იყო, ადრე მოსკოველ მეძაღლეებს მაგრად უყვარდათ საქართველოში, მოლდავეთში და ბელორუსიაში ძაღლების ჩამოყვანა, უპრობლემოდ ხდებოდნენ ჩემპიონები (კონკურენტი არ ყავდათ ხოლმე). სამი ქვეყნის ჩემპიონი კიდე უკვე ინტერჩემპიონია, უმაღლესი ტიტულის მფლობელი.

შეიძლება ამგვარ რამეს ქონდეს ადგილი newsmile019.gif

მადლობა ინფორმაციისთვის newsmile045.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: megreli Aug 12 2013, 21:38



ონავარი მონადირეები newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ilara Sep 8 2013, 21:15

გამარჯობა ყველას.თუ ვინმეა დაინტერესებული ახლა ხანს ჩამოიყვანეს უკრაინიდან ლეკვია ყურზე შტამპიც აქვს პიტომნიკის.ჯერ ლეკვია მამალი.პატრონი არ ნადირობს დეკორატიულად გაზდიან მარა სისხლები მაგარიაქვს და შეჯვარების მიზნით შეილება რო გამოიყენოთ.

პოსტის ავტორი: oxotnik555 Oct 4 2013, 19:50

ინგლისიდან ჩამოვიყვანე ორფერა ძუ ბიგლი. უკვე რამდენი ხანია მაინტერესებს ეს ჯიში და ორი წლის ლოდინის შემდეგ ვეღირსე.... მონადირეთა მეთორმეტე თაობაა, როგორც ამიხსნეს. ჯერჯერობით მარათალი გითხრათ ვერ გავხსენი (სტრესი აქვს პრენის შემდეგ). ისე ძალიან უცნაური საქციელისაა... დამეხმარეთ ხვადის ძებნაში

პოსტის ავტორი: giuli Oct 4 2013, 20:10

ჩემი რჩევაა მეგობარო თუ სანადიროდ გინდა ჩვენ კლუბს უნდა მიაკითხო და გეტყვიან თუ ჰყავთ აღრიცხვაზე რაიმე ხვადი.დანახვით მეც მინახავს მრგვალ ბაღში ვიღაც მანდილოსანს ჰყავდა ორი ხვადი.რამდენად მართალია არ ვიცი იტალიაში ვიყიდე და თითოში აღარ მახსოვს რამოდენიმე ათასი ევრო გადავიხადეო.მე მგონი ბიგლების უმეტესობა დეკორატიულ ძაღლებად ჰყავთ და არა მგონია მათ საუკეთესო სანადირო თვისებები შენარჩუნებული ჰქონდეთ.წინა პოსტში რო დავწერე ჩეხოსლოვაკიიდან ჩამოყვანილი ბიგლების შესახებ ისინი ნადირობით კარგად ნადირობდნენ ოღონდ ხმები ჰქონდათ უხეში და ორიენტაციის უნარი საერთოდ არ ჰქონდათ.რა თქმა უნდა ერთეული ძაღლების მაგალითზე ზოგადად ჯიშზე საუბარი არასწორია მაგრამ მე რაც ვნახე იმას მოგახსენებთ.

პოსტის ავტორი: darcho Feb 25 2015, 21:16

ბიჭებო რა ხდება ეხლა, ხვადი ბიგლი ყავს ჩემს ძმაკაცს ჩამოყვანილი საფრანგეთიდან 2 თვე აქ იქნება მერე მიდიან ისევ უკან ხოდა სანამ აქააა მინდა დავრთო კარგ ძუზე, თან ისეთი პერიოდია მგონი უნდა დაემთხვეს. ხოდა ვინმეს ხომ არ გეგულებათ საახლობლოში გვეკითხა იქნებ დაინტერესებულიყო ამ ხვადით. 597 233334 ლაშა

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: sd74 Mar 30 2015, 20:31

ვეძებთ ბიგლის კარგ ძუს შესაჯვარებლად

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)