თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ მდევრები, მყეფრები _ ჰარიერი

პოსტის ავტორი: aragveli Oct 3 2010, 15:16

http://pix.ge/
ჰარიერი მდევრების ერთ- ერთი უძველესი ჯიშია. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნეში ქსენოფონტე წერდა ამ ძაღლებზე და აღნიშნავდა, რომ ისინი განსაცვიფრებლად ნადირობდნენ კურდღელზე.თუმცა საეჭვოა იმ ძველ სახელგანთქმულ მეკურდღლე ძაღლს თანამედროვე ჰარიერთან რაიმე სახის კავშირი ჰქონდეს.
უფრო მისაღებია იმ კინოლოგთა ვარაუდი, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ჰარიერი ბიგლებისა და სამხრეთ ინგლისური მდევრების ბაზაზე გამოიყვანეს. თავიაანთ მოსაზრებას ისინი იმით ასაბუთებენ ,რომ აღნიშნული ორივე ჯიში ფრანგული წარმოშობისაა და დასავლური მდევრებიდან მოდის.
არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომელიც ალბათ ყველაზე ახლოს სდგას ჭეშმარიტებასთან. ინგლიში დარწმუნებულები არიან , რომ ჰარიერი ბიგლისა და ფოქსჰაუნდის შეჯვარებით არის გამოყვანილი.. მართლაც ეს სამი ჯიშის ძაღლი ფორმით ერთმანეთს ჰგავს, ბეწვის სტრუქტურა და ფერიც ერთნაირი აქვთ. განსხვავება მხოლოდ ზომებშია. ჰარიერი ბიგლზე დიდია მაგრამ ფოქსჰაუნდზე პატარა. მაქსიმალური სიმაღლე 55 სანტიმეტრია.
ამ ჯიშის სახელწოდება ნორმანდიულ ენაზე ძაღლს ნიშნავს . ამიტომ ძველად ინგლიში ჰარიერით მრავალი ჯიშის ძაღლს მოიხსენიებდნენ, მაგალითად ირმის ჰარიერი ,მელის ჰარიერი და ასე შემდეგ .დღეს კი მხოლოდ კურდღლის ძაღლს ჰქვია და ისინი სწორედ კურდღელზე ავლენენ თავიაანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს, ისინი მელასაც დასდევენ მარა ამ საქმეში ისინი ფოქსჰაუნდს ბევრად ჩამორჩებიან.
ეს ჯიში ძირითადად ინგლიშია გავცელებული ,სხვა ქვეყნებთან შედარებით მეტია საფრანგეთში. ძალიან ცოტაა ამერიკაშიც.იმიტომ რომ აქ კურდღელი თითქმის არ არის. ჰარიერის სტანდარტი უკანასკნელად 1974 წელს დაამტკიცეს.
საერთო იერი-მოხდენილი გარეგნობის ძაღლია, აგებულების სიმძლავრით ფოქსჰაუნდს ჩამორჩება,თუმცა მასთან შედარებით ჯიშიან შთაბეჭდილებას ტოვებს.
თავი-საშუალო ზომის, წაგრძელებული დრუნჩით,რომელიც უფრო წაწვეტებულია ვიდრე ოთკუთხედი.
თვალები-საშუალო ზომის თითქმის მრგვალი, ღრმად ჩამჯდარი და აუცილებლად მუქი.
ყურები-რომაული ციფრი V მსგავსი, ოდნავ ჩახვეული. მოკლე და მაღლა დამდგარი.
ცხვირი-შავი, კარგად განვითარებული
კისერი-გრძელი, ზედა ნაწილში ოდნავ მომრგვალებული
მხრები-ირიბად დამდგარი,კარგად დაკუნთული.
წინა კიდურები- სწორი ,პარალელური, თათები უფრო წაგრძელებული ფორმის,ვიდრე მგვალი წაგრძელებული ფორმის.
მკერდი-კარგად განვითარებული, გაშლილი ,მაგრამ უფრო დაშვებული, ვიდრე ფართო.
ზურგი-სწორი და დაკუნთული.
წელი-ძლიერი ოდნავ ამობურცული.
მუცელი-ნაკლებად კომპაქტური და ატაცული.
კუდი-საშუალო სიგრძის ოდნავ ზევით აპრეხილი.
უკანა კიდურები-კარგად გამოხატული შესახსრების კუთხეებით.
ბეწვი-საშუალო სიგრძის,სწორი,ბზინვარე.
ფერი-ძირითადად ,თეთრ-შავი. ნარინჯისფერი ფოთლებით.
სიმაღლე-ხვადები480-550მმ. ძუები-2სმ დაბლები.

ჟურნალი-ნადირობა.

პოსტის ავტორი: Aragvispireli Oct 3 2010, 17:51

რუსულ მდევარს გავს.

პოსტის ავტორი: aragveli Oct 3 2010, 18:13

რით მიამგვანე კაცურად მითხარი?

პოსტის ავტორი: Davitus Oct 3 2010, 18:49

aragveli

ალიკ, ეს თუ შენი დაწერილი არ არის პირველწყარო მიუთითე, თორემ ტეხავს ასე ნაგლად მისაკუთრება :(

პოსტის ავტორი: Aragvispireli Oct 3 2010, 18:59

ციტატა(aragveli @ Oct 3 2010, 19:13) *
რით მიამგვანე კაცურად მითხარი?


ექსტერიერით.

პოსტის ავტორი: aragveli Oct 3 2010, 19:46

ციტატა(Davitus @ Oct 3 2010, 19:49) *
aragveli

ალიკ, ეს თუ შენი დაწერილი არ არის პირველწყარო მიუთითე, თორემ ტეხავს ასე ნაგლად მისაკუთრება :(

მითითებულია. მართალი ხარ. newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Oct 3 2010, 19:50

ციტატა(Aragvispireli @ Oct 3 2010, 18:51) *
რუსულ მდევარს გავს.

ანგლო მაინც გეთქვა კაცო newsmile045.gif

პოსტის ავტორი: aragveli Oct 3 2010, 20:02

ციტატა(Aragvispireli @ Oct 3 2010, 19:59) *
ექსტერიერით.

რუსულ შავ-ჭრელს თუ გულისხმობ მარტო ტანით არიან ორი მაგ ძაღლის ტოლები, დანარჩენ ექსტერიერზე აღარაფერს ვამბობ. თან ორო სრულებით განსხვავებული ტიპია ჰარიერი დასავლური მდევრების ტიპს ეკუთვნის ,რუსული შავ-ჭრელი კი აღმოსავლურს.

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Oct 4 2010, 15:11

aragveli
ჩვენთან გავრცელებულია ეგ ჯიში?

პოსტის ავტორი: შუკა Oct 4 2010, 16:32

ვიდზე კაი ჩანს newsmile027.gif საქმეში როგორა ნეტა... thinking.gif

პოსტის ავტორი: Aragvispireli Oct 4 2010, 20:54

ციტატა(aragveli @ Oct 3 2010, 21:02) *
რუსულ შავ-ჭრელს თუ გულისხმობ მარტო ტანით არიან ორი მაგ ძაღლის ტოლები, დანარჩენ ექსტერიერზე აღარაფერს ვამბობ. თან ორო სრულებით განსხვავებული ტიპია ჰარიერი დასავლური მდევრების ტიპს ეკუთვნის ,რუსული შავ-ჭრელი კი აღმოსავლურს.


ეს ტანით რამხელაა მაგ სურათის მიხედვით ვერ გაგიგებ..

მე მივამგავნე და ვინც საერთო ნიშნებს ვერ ხედავს მისი პრობლემაა..

პოსტის ავტორი: aragveli Oct 5 2010, 09:23

ციტატა(Aragvispireli @ Oct 4 2010, 21:54) *
ეს ტანით რამხელაა მაგ სურათის მიხედვით ვერ გაგიგებ..

მე მივამგავნე და ვინც საერთო ნიშნებს ვერ ხედავს მისი პრობლემაა..

მარტო სურათით რომ მსჯელობ მაგიტომ გეუბნები, წაიკითხე ქვემოთ რაც წერია მითითებულია სიმაღლეც. newsmile041.gif მოიძიე სხვა სურათებიც ინტერნეტში და დაინახავ როგორც გვანან ერთმანეთს. მარტო ერთი სურათით ნუ იმსჯელებ.
გიზოვიჩ
ჩვენთან არასდროს მინახავს ეს ჯიში.

პოსტის ავტორი: kupra Apr 17 2011, 19:12

რაგაცა საინტერესო რამე უნდო იკოს ეს დზაგლი.

newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ako jangira3 Sep 26 2011, 16:24

ეს ჯიში წააგავს ანგლოს ამ ჯისჰებიტ ირემზე ნადირობენ როგორც ვიცი ორმოცდაატამდე დზაგლი დაჰყავტ ერტად დზაან პოზნები არიან

პოსტის ავტორი: STRELOK* Sep 26 2011, 16:26

თეორია იცი რა

პოსტის ავტორი: aragveli Sep 26 2011, 19:05

აკო შენ ეს ან ანგლო-ფრანგულებში გერევა, ან ფოქსჰაუნდში რასაც შენ ამბობ პარფორსული ნადირობა ძირითადად ამ ძაღლებით ხდება, ჰარიერებით ძირითადად კურდღელზე ნადირობენ.

პოსტის ავტორი: ako jangira3 Apr 28 2012, 23:53

ალიკ კაი ხმები აქვტ ამ ჯიშებს ხოარიცი კურდგელზე მაგრებიაა

პოსტის ავტორი: aragveli Apr 29 2012, 08:30

რას გაიგებ აკო ,საქართვილოში მაგ ძაღლებით არავის უნადირია და. ისე იმით თუ ვიმსჯელებთ რომ ბიგლის ბაზაზეა გამოყვანილი ეს ჯიში, არა მგონია მთლად სასიამოვნოდ მღეროდნენ.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)