თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სხვა ჯიშები _ ბაკხმული(ავღანური მწევარი)

პოსტის ავტორი: ლეკი Dec 8 2009, 18:13

ღირსეულად დასმული თავი, შორს მისწრაფებული გამოხედვა და შეუდარებელი არისტოკრატიული გარეგნობა – სწორედ ესაა ეკზოტიკური და კეთილშობილი ავღანი. დიდებული, ხშირი, რბილი, აბრეშუმისებრი ბეწვი ფარავს ავღანის გრაციოზულ და ტანად ფიგურას. ამ ჯიშის თავი მოგრძოა, თათები დამალულია ხშირ ბეწვში („ჩუსტები“). კუდი დაფარულია საუცხოო ბეწვით, ბოლოში შემოხვეულია რგოლის ან ნახევრად რგოლის ფორმით. სიმაღლე მინდაოში – 61-71 სმ, წონა – 23-28 კგ. შეფერილობა: მრავალფეროვანი: ერთ-, ორ- ან სამფეროვანი.

ისტორია. არავინ იცის თუ საიდან მოვიდნენ ავღანური მწევარები, მაგრამ ისინი არსებობდნენ და იარსებებენ მუდამ. ითვლება, რომ სწორედ ავღანურ მწევარს მიანიჭა უპირატესობა ნოემ და ასეთი ძაღლების წყვილი კიდობანში წაიღო. ავღანის წარმომავლობა ფესვებით ძველ დროში მიდის. მისი წინაპრების გამოსახულებებს პოულობენ სოლებრივ ფირფიტებზე და სვეტებზე. სამშობლოში ავღანური მწევარები იმდენად ფასობდა, რომ პატრონები მათ სხვა მფლობელისათვის მიყიდვის შემდეგ პარავდნენ. ამ ჯიშს იყენებდნენ ცხვრებისა და პირუტყვის დასაცავად, ირმებზე და სხვა ნადირზე სანადიროდ, კომპანიონის სახით ან უბრალოდ როგორც ლამაზ ძაღლს. რაც შეეხება მათ უშიშრობას და სიმამაცეს, ცნობილია შემთხვევები, როდესაც ავღანი ლეოპარდთან ბრძოლაშიც კი გამარჯვებული გამოდიოდა.

ხასიათი. ავღანი – კეთილი და გულშემატკივარი ძაღლია. იგი ფლობს უდაბნოებში მცხოვრებ წინაპართა სიბრძნეს. ავღანი მიდრეკილია დამოუკიდებლობისადმი, იგი თავდაჭერილია, ასევე ალერსიანია ბავშვების მიმართ. ავღანური მწევარი საჭიროებს ხანგრძლივ სეირნობებსა და სივრცეს.
უკრაინელი მონადირე ალექსანდრე გარნიკი ამბობს: ორი ბაკხმული მყავს და ყოველი მათი ველზე გაყვანა საშუალოდ სამი-ოთხი კურდღლის დაჭერით მთავრდება. ძაღლები ანონსით მუშაობენ, ხშირად დაჭერილი ცხოველები მოაქვთ კიდეც. წარმატებით ვნადირობ ერთი ძაღლითაც. მახვილი თვალი აქვთ, მინდვრის ხედვა იდეალური.
ბაკხმული სწრაფი რბოლის დროს 78 კმ/სთ-ს ავითარებს. მისი მანევრირება აღტაცებას იწვევს, მას შეუძლია ერთ თათზე 180 გრადუსით შემობრუნდეს და 2.5 მეტრის სიმაღლეზე ახტეს. კარგად განვითარებული ზურგის კუნთების გამო იგი ზამბარასავით იკუმშება და იშლება.

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: AlekoN Dec 8 2009, 19:32

აბა, აბა, ჯიგარო, ტუფტას ნუ ტენი...

პოსტის ავტორი: Maverick Dec 8 2009, 20:16

AlekoN

ჩვენ არ ვიცით ალეკო ეს ტუფთაა თუ სიმართლე
ჩემი გადმოსახედიდან თუ არგუმენტებს არ მოიყვან შენი პოსტი არცთუ ლამაზად ჟღერს, მე ვიცი რომ კარგად ერკვევი ძაღლებში, ჩვენც დაგვეხმარე და შენი ცოდნა გადმოგვეცი

პოსტის ავტორი: AlekoN Dec 8 2009, 21:51

ჩემი პოსტი ადექვატურია, იმიტომ, რომ თუ ვერ ერკვევა, სხვას უნდა კითხოს კაცმა და არა ისე, "სასაცილო გაუგებრობა"
გამოუვიდეს - რუსულ მწევარი (русская псовая борзая) ავღანურად შემოგასაღოს.

პოსტის ავტორი: BEK_M Dec 8 2009, 22:42

ამ ძაღლის მოკლებეწვიანი ვარიანტიც არსებობს ხო?

პოსტის ავტორი: ვიტო Dec 8 2009, 22:57

თან ეს მდევრების განყოფილებაა და არა მწევრების

პოსტის ავტორი: mgm Dec 9 2009, 08:05

ეს რუსული მწევარია ხალხო. მართალია AlekoN .

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Dec 9 2009, 08:52

Maverick
სურათები რუსული მწევრისაა. ავღანურს გრძელი ბეწვი აქვს. ჩალისფერი ან შავში გარდამავალი ყავისფერი

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Dec 9 2009, 09:09

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: AlekoN Dec 9 2009, 15:46

არსებობს აბორიგენული (ანუ ნამდვილი) ავღანური მწევარი.
იგი იყოფა ტიპებად, ბალნის საფარის მიხედვით.
მათგან ყველაზე გრძელბეწვიანი, მთის ტიპია - ბაქხმული.
არსებობს დაბალბეწვიანი ტიპიც, ბალნის საფარით წააგავს ტაზის ან სალუკის. ეგეთი მეც მინახია თბილისში, ჩემს ქუჩაზე ასეირნებდნენ 80-იანების შუა წლებში.
არ მინახია, მაგრამ უნდა არსებობდეს, მათ შორის გარდამავალი ტიპებიც (ან ტიპი).
აბორიგენული ავღანურები ჩამოყავდათ საბჭოთა ჯარის ოფიცრებს.

კიდევ არსებობს ინგლისში მოშენებული, დეკორატიული ავღანური მწევარი, რომელსაც უკვე ინგლისურ ჯიშად მიიჩნევენ. სწორედ მათი ფოტოები აქვთ დადებული ჭალიმგელას და ლეკს. ინგლისელებმა, ბუნებრივია, რუსებზე უფრო ადრე გაიყვანეს ავღანეთიდან მწევრები და აწარმოეს დამოუკიდებელი სელექცია საგამოფენო განხრით. ხოლო გრძელ, ხშირ ბეწვზე ორიენტირებულმა გადარჩევამ შექმნა ორიგინალური იერის ძაღლი, რომელიც გარეგნულად დაშორდა თავის ავღანელ წინაპარს. დღეს იგი პრაქტიკულად სხვა ჯიშია.

პოსტის ავტორი: ლეკი Dec 9 2009, 16:47

სურათები შემეშალა იზვინი ბიჭებო. რავიცი თუ მაინც სისულელედ მიგაჩნიათ წაშალეთ. http://mydog.ge/index.php?option=com_content&task=view&id=135&Itemid=57


http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: Maverick Dec 9 2009, 17:43

წაშლით არ წაიშლება დაკორექტირდება პოსტები ჩემს მიერ და გაიხსნება მწევრები
ეს ჯიშები ნამდვილად ღირსია მონადირეების ყურადღების

პოსტის ავტორი: ლეკი Dec 9 2009, 17:48

კი კაი აზრია ნამდვილად. newsmile027.gif სურათებიც ჩავასწორე უკვე

პოსტის ავტორი: ჩიქო Dec 9 2009, 19:33

მწევარი მთაში არ გამოდგებაა, და არც ტყიან მასივებში სანადიროდ,. ის უფრო გამოიყენებააა გაშლილ ველებზეეე;ამიტო მე რეკომენდირებულად არ მივიჩნევ მწევრის საქართველოში შემოყვანას(უბრალოდ გაწამდება ძაღლი და ეგაა რაააააა) newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ლევანა90 Dec 9 2009, 20:44

თან იმდენად სწრაფათ დარბის რო რამეს წამოდოს ფეხი ისე დაილეწება ვერ ააწტობ newsmile035.gif

პოსტის ავტორი: AlekoN Dec 10 2009, 11:02

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ უნდა გავმიჯნოთ აბორიგენული ავღანური მწევარი, იგივე ბაქხმული და ინგლისური საგამოფენო ავღანი - ესენი უკვე ორი სხვადასხვა ჯიშია.
აქამდე, ამ თემაზე გამოქვეყნებული ფოტოებიდან არცერთი არაა ბაქხმული.

ბაქხმულები ესენია -





მგონი, განსხვავება თვალნათლივია.

პოსტის ავტორი: ლეკი Dec 10 2009, 15:02

მერე ესეც იგივე სურათებია. ეს მე არ მომიგონია ჯიგარო ჟურნალიდან მაქვს ამოღებული.

პოსტის ავტორი: BEK_M Dec 10 2009, 21:05

მე აბორიგენი უფრო მესიმპატიურება

პოსტის ავტორი: AlekoN Dec 11 2009, 18:36

QUOTE (ლეკი @ Dec 10 2009, 16:02) *
მერე ესეც იგივე სურათებია. ეს მე არ მომიგონია ჯიგარო ჟურნალიდან მაქვს ამოღებული.

ჟურნალიდან ბევრი რამის ამოღება შეიძლება...
დავიჯერო, განსხვავებას ვერ ამჩნევ?!
გეუბნები არაა თქო ეგენი ბაქხმულები და ...

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)