თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სხვა ჯიშები _ გერმანული ნაგაზი

პოსტის ავტორი: ლეკი Dec 6 2009, 10:26

ხასიათი. გერმანული ნაგაზი – ყველაზე ძლიერი და, მრავალი მეძაღლის მოსაზრებით, ყველაზე ჭკვიანი ძაღლია. იგი მამაცი, გონებამახვილი, პატრონის ოჯახის მიმართ არაჩვეულებრივად ერთგული ძაღლია, მეგობრულია ბავშვებთან, ადვილად იწვრთნება, ეჭვიანია უცხოებისადმი, ფხიზელი და ყურადღებიანია, უყვარს მუშაობა, აქვს თვითსწავლების შესანიშნავი უნარი.
გამოყენება. გერმანული ნაგაზი არ არის მხოლოდ შესანიშნავი მწყემსი და დარაჯი საველე საქონლისათვის. ეს ძაღლები მამაცად იბრძოდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს. ისინი მსახურობენ პოლიციაში (მათ კვალის აღება რამდენიმე დღის გასვლის შემდეგაც კი შეუძლიათ), ჯარში, მუშაობენ წითელ ჯვარში, მათ იყენებენ ადამიანთა საძებნად მიწისძვრებისა და ჩამოზვავებების დროს, იყენებენ მაშველთა როლში წყალში, მთებში, ხანძრების დროს. არ არის არაფერი ისეთი, რასაც ისურვებთ ძაღლისაგან და ამას არ გააკეთებს გერმანული ნაგაზი. იგი უბადლო პირადი მცველია თავისი შესანიშნავი დაცვითი რეფლექსისა და ელვისებრი შეტაკებების წყალობით.

http://www.radikal.ru ეს ჩემი ჯესკაა

http://www.radikal.ru ესეც

ინფორმაცია აღებულია mydog.ge-დან

პოსტის ავტორი: ლევანა90 Dec 8 2009, 14:02

ისტორია: გერმანიაში ადრე არსებობდა ბევრი სახეობის ნაგაზი ისინი განსხვავდებოდნენ შეფერილობით , სიმაღლით ,და ასე შემდეგ : მაგრამ მათ აერთიანებდათ სისწრაფე მუშაობისადმი თავდადება და ადვილად სამართავები იყვნენ . ხშირად იყო მცდელობები მათგან გამოეყვანათ 1 სრულყოფილი ძაღლი მარგამ სულ კრახით მთავრდებოდა .

1890 წელს ახალგაზრდა მაკ ფონ შტეფანიცმა დაიწყო გერმანული ნაციონალური ნაგაზების გამრავლება.. პირველი გერმანული ნაგაზის დაბადების დღედ ითვლება 1899წლის 3 აპრილი http://www.radikal.ru ამავე წელს მან დაარეგისთრირა ძაღლი და ჩაატარა 1 გამოფენა ..




ესეც მისი პირველი ძაღლები

პოსტის ავტორი: გიორგი Dec 8 2009, 14:05

მეც მყავს ორი..

და საერთოდ მიყვარს ნაგაზები... გერმანულიც და კავკასიურიც (კავკასიურებიც მყვადა)

სურათებსაც დავდებ მერე....

პოსტის ავტორი: ლევანა90 Dec 8 2009, 14:27

1918 წლიდან 1926 წლამდე მათმა რაოდენობამ საკმაოდ იმატა რაც იმაზე მეტყველებს რომ ძაღლი ძალიან პოპულარული გახდა.. მაგრამ 1926 წლიდან მოთხოვნა ძაღლზე შემცირდა ხალხს აღარ მოწონდა ძაღლის ექსტერიერი და მისი ქცევები ... მაგრამ შტეფანიცმა დაიჭყო ამის გამოსწორება: ეს რაც ვიცოდი დავწერე ცოტა გლეხურად მაგრამ რაც ვიცი ის დავწერე newsmile05.gif

რამდენადაც ვიცი არსებობს გერმნული ნაგაზის მეორე სახეობა რომელიც შედარებით ახალგაზდაა იგი მხოლოდ და მხოლოდ გამოირჩევა ბეწვის საფარით მას აქვს ხშირი და გრზელი ბეწვი აი ისიც მე თუ მკითხავთ ეს ბევრად ლამაზია http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: mixailo Feb 12 2010, 00:23

მოგესალმებით ყველას.
მაინტერესებს რამდენად მიზანშეწონილია გერმანული ნაგაზის 3 ოთახიან ბინაში ყოლა? საჩუქარი მინდა გავუკეთო მეგობარს და ხომ არ დაიტანჯება ძაღლი ან პატრონი ბინის პირობებში?
წინასწარ მადლობა.
პ.ს. თუ სადმე გეგულებათ სუფთა ჯიშის გემანული ნაგაზის ლეკვი იქნებ შემატყობინოთ.


პოსტის ავტორი: ვიტო Feb 15 2010, 09:40

mixailo
და შენ მეგობარს ექნება მერე მოვლის თავი და ნერვები?


პოსტის ავტორი: mixailo Feb 15 2010, 21:02

ციტატა(vito @ 15th February 2010 - 10:40) *
mixailo
და შენ მეგობარს ექნება მერე მოვლის თავი და ნერვები?

უცოლშვილოა და სხვა რა საქმე აქვს? :-))
მოუვლის აბა რას იზამს, მაგრამ ვერსად ვიშოვნე სუფთა სისხლის გერმანული ნაგაზი და ვინმემ თუ იცით სად ვიშოვნი? რა ღირს დაახლოებით?

პოსტის ავტორი: თენგო Feb 15 2010, 21:09

mixailo

ციტატა(mixailo @ 15th February 2010 - 22:02) *
ვინმემ თუ იცით სად ვიშოვნი? რა ღირს დაახლოებით?

www.kinologia.ge. ამ კლუბში იკითხე მამუკა ჭაობაშვილი .დაგაკვალიანებს.

პოსტის ავტორი: mixailo Feb 15 2010, 21:31

ციტატა(qarqashadze @ 15th February 2010 - 22:09) *
www.kinologia.ge. ამ კლუბში იკითხე მამუკა ჭაობაშვილი .დაგაკვალიანებს.

დიდი მადლობა

პოსტის ავტორი: ლევანა90 Feb 21 2010, 00:48

ციტატა(თენგო @ Feb 15 2010, 11:51) *
ოოოო,ეს უკვე საინტერესოა!!!!!!!!!!!!! არ ვიცოდი გერმანული ნაგაზი მონადირე ძაღლი თუ იყო. გერმანულ ნაგაზებზე,სიამის კატებზე,ოქროს თევზებზე,იადონებზე თემებს რა გამოლევს.
აბა წავიდა წერაააააააააააააააააა


რაც შეხება გერმანული ნაგაზით ნადირობას ეს რეალურია ყნოსვა აქვს ეძებს აპორტირებაც სეუზლია მაგრამ მისი დანიშნულება ნადირობა არ არის მე ვიცნობ ფოთში კაცს ვინც ნადირობს გერმანული ნაგაზით ,, მე მებადება კითხვა რა საჭიროა ველოსიპედის თავიდან გამოგონება ? newsmile05.gif როდესაც არსებობს სეტერები პოინტერი და გერმანული მედზებრები newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Apr 15 2010, 19:23

ციტატა(ლევანა90 @ Feb 21 2010, 01:48) *
რაც შეხება გერმანული ნაგაზით ნადირობას ეს რეალურია ყნოსვა აქვს ეძებს აპორტირებაც სეუზლია მაგრამ მისი დანიშნულება ნადირობა არ არის მე ვიცნობ ფოთში კაცს ვინც ნადირობს გერმანული ნაგაზით ,, მე მებადება კითხვა რა საჭიროა ველოსიპედის თავიდან გამოგონება ? newsmile05.gif როდესაც არსებობს სეტერები პოინტერი და გერმანული მედზებრები newsmile05.gif

გეთანხმები. გერმანული ნაგაზის მოვალეობა ნადირობა არ არის. მართალია შეუძლია ყველაფრის ათვისება, მაგრამ რა საჭიროა როცა არსებობს პოინტერი, კურცჰაარი ან სხვა მონადირე ჯიში.

პოსტის ავტორი: SHAMSHE May 11 2010, 15:04



ესეც ჰუგოო 2 წლის თუ ვინმეს ყავს სუბთა დედალი შევაჯვარებ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: omariko Jul 19 2010, 16:22

http://pix.ge/
ჩემი რემბოო . ვისაც შეჯვარება უნდა აგერ ვარ newsmile041.gif

პოსტის ავტორი: jako Aug 31 2010, 08:20

მყავს სუფტა ჯიშის გერმანული ნაგაზი,არასდროს არმყოლია ძაღლი და მიჭირს გაზრდა,რადგან არვიცი.ვინმე ხო ვერ მიმასწავლით საიტს სადაც შევძლებ რო რაიმე იმფორმაცია წავიკიტხო გაზრდის შესახებ

პოსტის ავტორი: jakomo Aug 31 2010, 09:34

გტხოვტ გამომეხმაურეტ,მეც მყავს გერმანული ნაგაზი და არვიცი გაწბრტნა

პოსტის ავტორი: ლევანა90 Sep 1 2010, 14:52

პირველ რიგში მგონი იქ არ სვამ კიტხვას სადაც უნდა იყოს ... http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=3236 გადადი ამ ლინკზე და ნახავ თუ როგორ ჯობია სჰენი ძაღლის აღზრდა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: doji Sep 27 2010, 15:44

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: taso Sep 27 2011, 18:02

მე ვცხოვრობ კორპუსში. აქ მოვიდა სუფთა სისხლის გერმანული ნაგაზი. ძალიან ნაღვლიანია, ალბათ პატრონმა მიატოვა. ადრე ცოტა ხნით სხვა უვლიდა და ახლა მე ვუვლი. კორპუსში ცხოვრებისთვის მენანება იმიტომ, რომ აქ ბევრი ეზოს ძაღლი და კატა. მინდა სოფელში წავოყვანო მაგრამ მეშინია ისევ არ მოიწყინოს. რას მირჩევთ? newsmile040.gif

პოსტის ავტორი: aqlemi Jan 1 2012, 21:00

მამაჩემს დაეღუპა ლაიკა ნადირობის დროს მე ძალიან მინდა ჩემი მეგობარი ძაღლი გთხოვთ მაჩუქოთ ლეკვი ან ტაქსა გერმანული ნაგაზი ან ლაიკა



9 წლის ვარ ძალიან გვიყვარს ეს ჯიშები მე და მამიკოს დარეკეთ ამ ნომერზე (593-61-51-81)

პოსტის ავტორი: გოგა Jan 2 2012, 07:55

aqlemi
newsmile05.gif კარგი ბავშვი ხარ შენ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჯეკო Jan 2 2012, 09:06

გოგა
newsmile027.gif D.gif აშკატრად ეტყობა

პოსტის ავტორი: ams Apr 10 2012, 21:23

უმაგრესი ძაღლია რა მეც მყავს შავი და ზალიან ჭკვიანია როგორც ადამიანი ისე ველაპარაკები და ესმის ყველაფერი მაგარია რა

პოსტის ავტორი: Fishman Jan 21 2013, 02:03

აბა გერმანელების მოყვარულებო თქვენთან მაქვს ერთი შეკითხვა.

ესეიგი ჩემს ახლობელს ყავს გერმანული ნაგაზის ლეკვი. თვინახევრის არის მემგონი. ხოდა ბეწვი აქვს მონაცრისფრო. მაინტერესებს თუ გადაუვა მოყავისფროში და რა ასაკიდან?

პოსტის ავტორი: ლეკი Jan 21 2013, 17:18

სულ ნაცრისფერიაა? თუ სულ ნაცრისფერია არ გადაუვა... newsmile058.gif

ისე ჩემსას როგორც მახსოვს გულ-მკერდის არეში ჰქონდა შერეული რამდენიმე ღერი ნაცრისფერი ბეწვი, მაგრამ მასიურად არა.. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Fishman Jan 21 2013, 17:19

ლეკი

ძაან ცოტაზე მოყვიტალოსავით დაკრავს მემგონი...

პოსტის ავტორი: ლეკი Jan 21 2013, 17:20

მოყვითალო მოსულა, ეგ გაუმუქდება.. newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Fishman Jan 21 2013, 17:22

ლეკი

და ბიჯო კიდე რა მაინტერესებს. ლეკვობაში ვერ გაარკვევ ზაპადნაევრაპეისკია თუ გერმანული? D.gif

პოსტის ავტორი: ams Jan 25 2013, 22:31

Fishman სურათი დადე და ყველაფერს გეტყვი რა არის და რა გაიზდება ოგონდ ისეთი სურათი რო გავა დავინახო და გულმეკრდის ფერი

პოსტის ავტორი: Fishman Jan 26 2013, 22:19

ams

ჩემი ლეკვი არ არის და როგორცკი შევძლებ მაშინვე დავდებ სურათს.

პოსტის ავტორი: ams Jan 27 2013, 09:56

Fishman
დაითრიე სურათი და დადე ეგრე ზერელედ ვერაფერს იტყვი მაშინ მინიმუმ იმის საგვარეულო მაინც უნდა იცოდე

ციტატა
და ბიჯო კიდე რა მაინტერესებს. ლეკვობაში ვერ გაარკვევ ზაპადნაევრაპეისკია თუ გერმანული?

3 კვირის ასაკშივე ეტყობა რანაირი ლეკვია

პოსტის ავტორი: ლეკი Feb 17 2013, 13:21

ციტატა(Fishman @ Jan 21 2013, 18:22) *
ლეკი

და ბიჯო კიდე რა მაინტერესებს. ლეკვობაში ვერ გაარკვევ ზაპადნაევრაპეისკია თუ გერმანული? D.gif


კი კაცო ეტყობა ფერზე.. გერმანულები მუქები არიან, აღმოსავლეთ-ევროპულები ღია ფერის (ჩალის ფერს რო ვეძახით)...

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)