თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სხვა ჯიშები _ დობერმანი

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Oct 21 2010, 20:40

რა აზრის ხართ ამ ძაგლზე???


http://pix.ge/

პოსტის ავტორი: ლეკი Oct 22 2010, 22:49

ციტატა(nikoloza_migina @ Oct 21 2010, 21:40) *
რა აზრის ხართ ამ ძაგლზე???

ნორმალური ძაღლები არიან.. ძირითადად ამ ჯიშის ორი ფერი არსებობს: შავი და ყავისფერი(კარიჩინი). ეს ჯიში არ გამოირჩევა აგრესიით(თუმცა ხშირად გამოვლენილა აგრესიის ნიშნებიც) და სიჯიუტით, თუმცა საჭიროების შემთხვევაში დაუნდობელია.. მე მაინცდამაინც არ მომწონს ეს ძაღლები.. რაიმე განსაკუთრებული ფუნქციაც არ აქვთ გამოყენების მხრივ, მაგრამ ვაღიარებ რომ ლამაზები არიან.. ამ ძაღლებს როგორც მახსოვს ტერორისტული ბანდების დაკავებისას გამოიყენებენ. ასევე არის შესანიშნავი დარაჯი და მცველი.. წრთვნას ადვილად ექვემდებარება..

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Oct 24 2010, 19:02

გააჩნია ძაღლს ჩემი დობრია მარა ხანდახან ძაან ავიააა... ჩემი ძაღლის მამა ძაან ავი იყოოო

პოსტის ავტორი: თენგო Oct 24 2010, 20:12

nikoloza_migina
მშვენიერი სამოსამსახურეო ძაღლია.
15-20 წლის წინ თბილისში ძალიან პოპულარული იყო.მიმაჩნია რომ დაუმსახურებულად მიივიწყეს.

პოსტის ავტორი: ლეკი Oct 24 2010, 21:53

ციტატა(თენგო @ Oct 24 2010, 21:12) *
nikoloza_migina

15-20 წლის წინ თბილისში ძალიან პოპულარული იყო.

dastur.gif

ციტატა(თენგო @ Oct 24 2010, 21:12) *
nikoloza_migina
.
მიმაჩნია რომ დაუმსახურებულად მიივიწყეს.

მაპატიე მაგრამ მე ასე არ მივიჩნევ.. შეიძლება ვცდები, მაგრამ მე ამ ძაღლის რაიმე განსაკუთრებულ დანიშნულებას ვერ ვხედავ და ჩვეულებრივი მოვლენაა მისი მოდიდან გადასვლა.. პ.ს თუ ვცდები მაპატიეთ... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: თენგო Oct 24 2010, 22:17

ლეკი

ციტატა(leki_gio @ 24th October 2010 - 22:53) *
და ჩვეულებრივი მოვლენაა მისი მოდიდან გადასვლა.. პ.ს თუ ვცდები მაპატიეთ...
გაზიარება

ზუსტად განმარტე,უბრალოდ მოდური აღარ არის.
ციტატა(leki_gio @ 24th October 2010 - 22:53) *
შეიძლება ვცდები, მაგრამ მე ამ ძაღლის რაიმე განსაკუთრებულ დანიშნულებას ვერ ვხედავ

განსაკუთრებული მართლაც არაფერი აქვს.კარგი,საიმედო საყარაულო,სამოსამსახურეო ძაღლია.
უბრალოდ მე მაკავშირებს ამ ძაღლებთან თბილი მოგონებები.

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 24 2010, 22:21

ლეკი

ციტატა(leki_gio @ 24th October 2010 - 22:53) *
მაგრამ მე ამ ძაღლის რაიმე განსაკუთრებულ დანიშნულებას ვერ ვხედავ

მასე კავკასიურ ნაგაზსაც არ აქვს რაიმე განსაკუთრებული დანიშნულება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შალვა Oct 24 2010, 22:24

ვერ ვენდობი, მიმაჩნია ზედმეტად აგრესიულად.(2 შემთხვევა ვიცი როდესაც ოჯახში ბავშვებს სერიოზული ტრამვები მიაყენეს)

პოსტის ავტორი: ლეკი Oct 24 2010, 22:35

ციტატა(ვიტო @ Oct 24 2010, 23:21) *
ლეკი

მასე კავკასიურ ნაგაზსაც არ აქვს რაიმე განსაკუთრებული დანიშნულება

კავკასიურ ნაგაზს როგორ არ აქვს ვიტო.. მაგ ჯიშს ოდითგანვე განსაკუთრებული დანიშნულება ჰქონდა ცხვრის მწყემსვა და დაცვა(და არა მარტო ცხვრის, ტერიტორიების დაცვაც).. newsmile05.gif ach.gif

ციტატა(შალვა @ Oct 24 2010, 23:24) *
ვერ ვენდობი, მიმაჩნია ზედმეტად აგრესიულად.

სრულიად გეთანხმები.. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 24 2010, 22:45

ლეკი
კაცო მე ვამბობ დღევანდელ დღეზე, ადრე რაც იყო მაგაზე არავინ არ საუბრობს.
მე თუ მკითხავს ადამიანი დობერმანი მირჩევნია ეზოს დასაცავადაც და მომსახურეობის სფეროშიც
კავკასიურს, უფრო პატარაც არის, უფრო ბევრ ბრძანებასაც ასწავლი, მოსავლელადაც ადვილია
და ბევრად ლამაზიცაა. უბრალოდ ქართველებმა ხშირად ვიცით მითების და ლეგენდების დაჯერება
და ამიტომ შეგვიძლია სრულიად უწყინარი საკითხი დრამა გავხადოთ. ევროპაში ამ ჯიშს
პოლიციის დავალებებისათვის იყენებენ და ზოგადად მსოფლიოში ცნობილია
როგორც ძალიან კარგი ეზოს მცველი. ელიტარულ ვილებზე ხშირად იყენებენ დაგვარი მიზნებისთვის.
განსაკუთრების თავისი ფიცხი და უცხოებისთვის არაკეთილიმსურნეობით გამოირჩევიან
და მაგიტომაც ფასდებიან.

შალვა
დარწმუნებული ვარ რომ აღზრდის ამბავი იქნებოდა ეგ შემთხვევები.

თუ მაინცდამაინც აგრესიაზე ვილაპარაკებთ ისიც ვთქვათ რომ მსოფლიოში
ყველაზე აგრესიულ ჯიშებად რაც არ უნდა გასაკვირი და პარადოქსული იყოს
ითვლებიან კოკერსპანიელები და პუდელები სტატისტიკის მიხედვით.
პიტბულებსაც იტოვებენ, იაგტერიერებსაც და ყველა დანარჩენ ჯიშებსაც.

ასე რომ მლთად ნუ გაწირავთ დობერმანს, კარგი ჯიშია, კარგი და დანიშნულებაც აქვს თავისი newsmile045.gif

პოსტის ავტორი: შალვა Oct 24 2010, 22:47

ციტატა(vito @ 24th October 2010 - 23:45) *
დარწმუნებული ვარ რომ აღზრდის ამბავი იქნებოდა ეგ შემთხვევები.

ალბათ ეგრეც იყო რადგან პატრონები ცხოვრებაში მაგარი კვერცხები არიან.

პოსტის ავტორი: ლეკი Oct 24 2010, 23:01

ციტატა(ვიტო @ Oct 24 2010, 23:45) *
ლეკი
მე თუ მკითხავს ადამიანი დობერმანი მირჩევნია ეზოს დასაცავადაც და მომსახურეობის სფეროშიც
კავკასიურს, უფრო პატარაც არის, უფრო ბევრ ბრძანებასაც ასწავლი, მოსავლელადაც ადვილია
და ბევრად ლამაზიცაა.

მაგაში გეთანხმები რათქმაუნდა დობერმანს კავკასიური ნაგაზისგან განსხვავებით ნაკლები მოვლა სჭირდება, ნაკლები ჭამა, ნაკლებ ბეწვის მოვლალაც საჭიროებს, მაგრამ რავქნა მე ნაგაზი უფრო საიმედო დაცვად მიმაჩნია.. რასაც ნაგაზი გააკეთებს და შეძლებს, იმას დობერმანი ვერც ინატრებს.. და ამაში მას ფიზიკური სიძლიერე და გარეგნობა უწყობს ხელს.. სულ რომ ფარჩაკი ძაღლი იყოს კაცს მის დანახვაზეც შეეშინდება.. newsmile035.gif ეგ უდავოა, რომ რასაც დობერმანს გააკეთებინებ იმას ნაგაზს ვერ უბრძანებ და ვერ გააკეთებინებ, მაგრამ ძალიან ძლიერი დაცვითი რეფლექსები აქვს ნაგაზს, გენეტიკურად მოსდევს დაცვის უნარი, ისევე როგორც პოინტერს (ან სხვა მონადირე ძაღლს) ნადირობა.. არ გეწყინოს ეს უბრალოდ ჩემი აზრია და გემოვნებაზე არ შეგედავები... თუმცა მე დობერმანის შესაძლებლობებს არ ვაკნინებ ნამდვილად.... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 24 2010, 23:09

ლეკი
კაცო ნაგაზი რა შუაშია და რა დაცვაზეა ლაპარაკი, ეზოს დაცვისთვის ფიზიკური სიძლიერე
საერთოდ არ ითვლება გადამწყვეტად, თორე მსოფლიოს ყველა კინოლოგი სემბერნარებისგან
გამოიყვანდა დამცველ ხაზს. დაცვისთვის მთავარია მობილურობა, აგრესია, ყეფა, სიჩქარე
სწრაფი რეაქცია და კიდევ გარკვეული ნიუანსები. რადგან კავკასიური ძლიერი და ყეფა იცის არ
ნიშნავს რომ დობერმანს ჯობია და იმასაც დავამატებ რომ დობერმანის შეტეულზე უფრო
გაგიჭირდება კლანჭებიდან დამოცლა ვიდრე კავკასიურისგან. და საქმესამქმეზე როდესაც
მიდგება და ეზოში ქურდი გამიზნულად შემოდის იმისთვის თუ გინდა ლომი ცხოვრობდეს
ეზოში მაინც არ არის პრობლემა. ხორციანი დარიშხანი და მისი ჯანი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Oct 25 2010, 00:07

ციტატა(ვიტო @ Oct 25 2010, 00:09) *
ლეკი
ხორციანი დარიშხანი და მისი ჯანი

newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif მაგას ვერც ერთი ძაღლი ვერ გადაურჩება... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile058.gif

პოსტის ავტორი: zviangi Oct 25 2010, 12:09

მე მყავდა ეგ ძაღლი მოდაში რომ იყო მაშინ ძალიან კარგი ძაღლია ეზოს დამცველი მაგრამ მარტო როცა იყო თუ შეუტევდი უკან იხევდა როგორც კი დამინახავდა მერე უკვე უცხო იხევდა უკან ისე უტევდა. ამიტომ იძახიან რომ დაცვისთვის წყვილია კარგიო. მაგ პერიოდში ორი პატარა ბავშვი იყო ეზოში ახლოსაც არ ეკარებოდა . თვითონ იცოდა გარიდება.

პოსტის ავტორი: Shooter Oct 25 2010, 12:11

ციტატა(nikoloza_migina @ Oct 21 2010, 21:40) *
რა აზრის ხართ ამ ძაგლზე???


http://pix.ge/



მე მყავდა. თუ არ მოუარე და ფრმა ცდაკარგა ძროხას ემზგავსება, სქელი ტანი წვრილ ფეხებზე.

ჩემი ერთ ერთი უსაყვარლესი ჯიშია.

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 25 2010, 12:30

zviangi
მეც მყავდა ადრე, ალბათ 10 წლის ვიქნებოდი, მერე რაჭაში მომპარეს, ლეკვი იყო, მაგრამ
აგრესია ეტყობოდა უცხოების მიმართ, უფრო სწორედ აგრესია კი არა რუსულად რომ
ვთქვათ "ნასტაროჟენნი" ხასიათი ქონდა ყველას მიმართ ოჯახის წევრების გარდა. ხასიათიც
მშვენიერი და დამჯერობაც, მეძებრებს საერთოდ არ შევადარებ ბრძანებების აღქმაში.

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Jan 13 2011, 12:06

ჩემმა მარლიმ ლეკვები დაყარა 7ლეკვი 4მამალი და 3 დედალი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Jun 20 2011, 09:45

ციტატა(შალვა @ Oct 24 2010, 23:24) *
ვერ ვენდობი, მიმაჩნია ზედმეტად აგრესიულად.(2 შემთხვევა ვიცი როდესაც ოჯახში ბავშვებს სერიოზული ტრამვები მიაყენეს)


პოსტის ავტორი: შალვა Jun 20 2011, 13:30

nikoloza_migina
კრგი ვიდეოა!
საინტერესოა დობერმანის საყვარელი სათამაშო ან საჭმელი რომ დევს მაშინ რას აკეთებს სხვა ძაღლის ან თუნდაც პატარა ბავშვის მიმართ!
ლეგენდები ასეთი ვიდეოებიდან იღებენ სათავეს.
მაგ ჯიშის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს (ექსტერიერით ალბათ ერთ ერთი ულამაზეზი ძაღლია)
უბრალოდ არ ვენდობი! (კავკასიურსაც! მაქვს მიზეზი newsmile05.gif )

პოსტის ავტორი: ams Apr 10 2012, 21:28

მე მაგრად მევასება დობერმანი ვეცემი მაგ ძაღლზე მყავს შავი ავჩAრკა და დობერმანიც მინდა ეს ორი ჯიში მევასება ძაან ვუვლი ძაან მაგრად მართლა შვილივით გავზარდე ჩემი ავჩარკა ვიჩუქებ დობერმანის ლეკვს თუ ვინმეს შეუძლია დიდად მადლობელი დავრჩები ძაან მაგრად გავზდი მაგრად მიყვარს ძაღლები ცემი ძაღლი ყველაფერს მირჩევნია

პოსტის ავტორი: ilara Sep 6 2013, 15:02

მე მყავს 13წლის გახდა უკვე ძალიან ერთგული და მშვიდია.ეს ძაღლი ითვლება მცველად და აგრესიულიცაა უცხოების მიმართ. სხვათაშორის თეთრ სახლს ესენი იცავენ პარებში არიან ძალიან მაგრები.დობერმანს ურევია ვეიმარანერისა და კურცჰარის სისლებიც.იშვიათად მაგრაბ ბადებს ნაცრისფერ ლეკვებს ცისპერი თვალებით,ჩემსას ყავდა ორი ცისპერი ლეკვი newsmile035.gifდარწმუნებულივარ რო დამეგეშა დაიგეშებოდა და სტოიკასაც გააკეთებდა,

პოსტის ავტორი: Fishman Sep 12 2013, 00:20

ციტატა
სხვათაშორის თეთრ სახლს ესენი იცავენ


აბაა, სულ მაგათ იმედზეა ობამა D.gif

ეს ხუმრობით და ისე მართლა დამცველი ძაღლია. ვიზუალურად მაგრად მომწონს!

პოსტის ავტორი: Iplay Jul 7 2015, 15:33

გამარჯობათ ძალიან მინდა დობერმანის ლეკვი ან მაჩუქოთ ან ვიყიდი 557208773

პოსტის ავტორი: vaxo vaxtangi Jul 7 2015, 22:40

ეს ჯიში გამოყვანილია გერმანიაში ლ.დობერმანის მიერ რომელსაც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს გამოყავდა ძალიან ავი ძაღლები,რომელიც თავისი მოცულობით გავდა მოკლე ბალნიან პინჩერს.ამ ძაღლებმა დაუდეს საფუძველი დობერმანის შემდგომ გამოყვანა განვითარებას.არანაირი ზუსტი მონაცემები მის წარმოშობასთან დაკავშირებით არ არსებობს,ვარაუდობენ რომ მიღებულია როტვეილერთან,ძველ ინგლისურ ტერიერთან,ინგლისურ მდევართან და შესაძლებელია სხვა ჯიშებთან ეჭვსგარეშეა რომ ამ ძაღლში თავმოყრილია ყველა ის თვისება რომელიც საჭიროა ძაღლის სამსახურებრივი გამოყენებისთვის.უშიშარია,ფლო
ბს მყარ ნერვულ სისტემას,წვრთნის დროს დამყოლია,მოხერხებული სწრაფი და ენერგიულია,მგრძნობიარე და ავია.ყველაზე ხშირად გამოიყენება სამძებრო სამუშაოებისთვის,გამოიყენება სადარაჯოდაც.ახალგაზრდა ასაკში ეს ჯიშისაჭიროებს მეთოდურ აღზრდას და კარგ მოპყრობას.ვკითხულობთ ძაღლების ჯიშების ატლასში რომელიც გამოცემულია 1983 წელს დიანა ნაიმანოვის დაზდენეკ გუმპალის მიერ.თარგმანზე ბოდიში.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)