თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სხვა ჯიშები _ ბოქსიორი

პოსტის ავტორი: bobby Oct 11 2012, 19:20

სამშობლო -გერმანია
ჯიშის გაჩენის დრო -1850-იანი წლები
გამოყენება -ადრე მონადირე , ხარებთან ბრძოლა, დღეს კომპანიონი, დარაჯი
სიცოცხლის ხანგრძლივობა- 11 -12 წელი
წონა - 25 - 32 კგ
სიმაღლე - 53 - 63 სმ



http://postimage.org/image/ofe5dgqqh/


ბოქსიორების წინაპრებს, ბულენბეიზერებს, გერმანიაში და ნიდერლანდებში შველზე და ტახზე სანადიროდ იყენებდნენ . თანამედროვე ბოქსიორი მიიღეს დანცინგის და ბრაბანტის ბულენბეიზერების შეჯვარებით სხვა ბავარიულ და უცხოურ ჯიშებთან. ხმაურიანი, თავდაჯერებული ბოქსიორი 100 წლის წინ გერმანიაში გაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოქსიორების ზომები სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა, ყველა მათ ართნაირი ხასიათი აქვს. ეს არის აქტიური, ძლიერი და მხიარული ცხოველი. ბოქსიორი იდეალური ძაღლია ოჯახში ცხოვრებისთვის, მაგრამ თავისი , ლეკვისთვის დამახასიათებელი ყოფაქცევის ( რომელსაც იგი მთელი ცხოვრების მანძილზე ინარჩუნებს ) და შედარებით დიდი ზომების გამო ზოგჯერ არეულობა შეაქვს სახლში. ეს დაკუნთული, საშიში შესახედაობის ძაღლი სახლის არაჩვეულებრივი დამცველია და ამავე დროს ბავშვების მიმართ ალერსიანობით გამოირჩევა. ბოქსიორის შეფერილობა შეიძლება იყოს წითური ( თეთრით), ვეფხვისებრი შეფერილობის. ბალანი მოკლე, მბზინავი და გლუვია. დანაოჭებული წარბები დაძაბული ყურადღების შთაბეჭდილებას ტოვებს. ფეხები სწორია და ძლიერი. შავი ცხვირი ოდნავ ზევით არის აპრეხილი. ბოქსიორი კარგად ეგუება ქალაქში ცხოვრებას და ცხელ კლიმატს. მისი ბეწვი განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს, ადვილად იწვრთნება . ცუდად ეგუება ცივ კლიმატს.

ენციკლოპედიის შემდგენელი:
თინათინ არევაძე

პოსტის ავტორი: Fishman Dec 13 2012, 14:50



D.gif

პოსტის ავტორი: bobby Dec 13 2012, 15:26

http://www.youtube.com/watch?v=OMig5M-3pnQ

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)