თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სხვა ჯიშები _ ჰასკი

პოსტის ავტორი: Gcckoka Oct 31 2013, 20:54

გამარჯობა , მოვიყვანე სუფთა სისხლის ჰასკი ეხლა არის 1 თვის და 2კვირის , ვინმეს თუ გყოლიათ და თუ მომცემთ სასარგებლო რჩევებს მადლობელი დავრჩები . ძაღლს რაც შეეხება არის ძალიან აქტიური , არ ისვენებს ერთ ადგილას , სულ უნდა თამაში და კბენა . პირველ ორი სურათი გადაღებულია ორი კვირის წინ უკვე ეტყობა რომ გაიზარდა .



http://radikal.ru/fp/3651448450f5439f92151b1917740c76

http://radikal.ru/fp/e7e13335d7d043b29bb95834d4d1b33f

http://radikal.ru/fp/912b89484c7c417a934605b9769011e6

პოსტის ავტორი: ალთაზარ Oct 31 2013, 21:11

Gcckoka
გაგიმარჯოს newsmile05.gif კონკრეტულად რა რჩევებს გულისხმობ ? newsmile05.gif კარგი ლეკვია newsmile045.gif აბა წარმატებები newsmile05.gif

ჭამა სმის განრიგი ?
აცრები?
გარეთ სეირნობა?
აღზრდა?

ნადირობით მაინც და მიანც ეგ არ ნადირობს ეს ისე newsmile05.gif თუ ხვადია ფრთხილად იყავი , ჯიუტები არიან , დასამორჩილებლად ვერ დაიმორჩილებ newsmile05.gif , წვრთნას რაც შეეხება ყოველი ბრძანების სწავლის მერე ნუგბარი არ დაგავიწყდეს newsmile05.gif ტვინში ჩაუჯდება რომ საჩუქარს მიიღებს როდესაც ყველაფერს იზავს , ოღონდ 4-5 თვემდე ლეკვს არ შეეხო გაიზარდოს ცოტა ჯერ ადრეა წვრთნა newsmile05.gif

თუ გინდა რომ ფიზიკურად ძლიერი იყოს , არბენინე ბევრი , "შლეიკა" უყიდე და 7 თვიდან პაკრიშკა გამოაბი რომ ათრიოს რათა გულ მკერდი ჩამოუყალიბდეს ... newsmile05.gif

თავისებური ხასიათის არიან ასე რომ აუშვი და გაუშვი ცოტა არ იყოს და პრობლემას შეგიქმნის აგრესიულები არიან კატების მიმართ newsmile05.gif თუ დაინახა და გაეკიდა მერე სხვა გზა არ გექნება უნდა ეძებო newsmile05.gif

რაციონს რაც შეეხება , ხილი ბოსტნეული (ტკბილეული და შოკოლადები არ მისცე) კორმს ვეტ-ექიმი შეგირჩევს newsmile05.gif აცრები არ დაუგვიანო newsmile05.gif ჭიაზე დამუშAვებულიც გეყოლება ხომ ? newsmile05.gif

პ.ს ალიასკის მალამუტი მყავს ეგეც ლაიკების ოჯახის წევრია ისევე როგორც შენი ჰასკი newsmile05.gif


თუ რამე კიდე კითხვა გაგიჩნდეს თქვი newsmile05.gif წარმატებები აღზრდაში newsmile05.gif

Gcckoka
უფრო მეტ ინფორმაციას წვრთნაში მართალია მონადირე ძაღლი არაა მაგრამ აქ ყველაფერი წერია რაღაც რაღაცეები ემთხვევა კიდეც newsmile05.gif


http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=10962&st=0&p=275894&#entry275894

პოსტის ავტორი: Gcckoka Oct 31 2013, 21:15

ალთაზარ

კი ჭიაზე დამუშავებულია რაციონი მითხრა ვეტერინარმა აცრებიც დავუწყე .
რაიმე განსაკუთრებული მოვლა ხომ არ ჭირდება ეგ მაინტერესებს არასდროს მყოლია მონადირე ძაღლის გარდა სხვა და მაგიტომ ვიძახი .
მითხრეს რო შეიძლება სახსრების პრობლემები ქონდესო თოვლში რომ არ ივლისო და მართალია თუ არა ? ამ პირობებში ჩემი აზრით ცოდოა მაინც არაა ისეთი კლიმატი როგორიც უნდა და ამიტომ ვაპირებ ბაკურიანში წაყვანას newsmile05.gif
ის მაშინებს რო ძალიან ჯიუტია დღეს აი დავჯექი კარებთან და არ ვუშვებდი შიგნით ბოლოს იმით დამთავრდა რომ მე დავიღალე დაჭერით და ის მაინც შემოვიდა მაგრა ვიღადავე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: kupra Oct 31 2013, 23:16

http://pix.ge/

ესეც იყოს ჩემი ძმაკაცის გოგო. D.gif

პოსტის ავტორი: Gcckoka Oct 31 2013, 23:35

newsmile027.gif newsmile027.gif kupra

პოსტის ავტორი: Gcckoka Dec 8 2013, 15:01


წავიყვანე ჩემი მგელი ბაკურიანში და არ ასვენებს მაქსის სულ ესეთ დღეშია newsmile05.gif



პოსტის ავტორი: ჩელე Dec 8 2013, 15:03

Gcckoka

ეხლა გავრბივარ და რომ მოვალ გეტყვი რაღაცეებს....

პოსტის ავტორი: ალთაზარ Dec 8 2013, 15:50

ციტატა
მითხრეს რო შეიძლება სახსრების პრობლემები ქონდესო თოვლში რომ არ ივლისო და მართალია თუ არა ?


ეგ ვინ გითხრა ძაან მაინტერესებს xexe.gif

არამც და არამც newsmile05.gif სახსრების პრობლემა ნემისმიერ ძაღლს შეიძლება დაეწყოს თუ არ მიხედე ლეკვობიდანვე newsmile05.gif ესე თბილისში ათასში ერთხელ მოვა თოვლი მარა ჩემ ს ძაღლს არაფერი პრობლემა არ შეჰქმნია newsmile05.gif

წარმატებები გაზრდაში , ერთადერთი 6 თვიდან შეეცადე პაკრიჟკები ჩააბა და მაგით ატარო , გულ მკერდის განსავითარებლად , და ასევე ყურადღება მიაქციე უკანა თათებსnewsmile05.gif ამ ჯიშის ძაღლებს აქვთ ხოლმე მაგის პრობლემა , სიარულის დროს დააკვირდი როგორ დადის თუ ფეხები განზე გააქვს ხრეშიან გზაზე და აღმართზე ატარე newsmile05.gif
ვიტამინები არ დაგავიწყდეს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Gcckoka Dec 8 2013, 16:28

ალთაზარ
კი ვიტამინებს და ყველაფერს ვაძლევ ეგ
ეგ თქვეს გადაცემაში ძაღლებზე და რავიცი რამდენად მართალია
უკანა ფეხები არ გააქვს განზე სწორად დადის newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Gcckoka Feb 4 2014, 21:52


აი ჩემი მაქსი და ლაქი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Gcckoka Mar 20 2014, 19:56


ლაქი

პოსტის ავტორი: Gcckoka Jul 23 2014, 19:43

ბიჭებო რაღაც პრობლემებს წავაწყდი და იქნებ მირჩიოთ რამე . ესეიგი ჩემი ლაქი ძაან ცუდად ჭამს მე თუ არ დავუჯექი და ასჯერ არ ვუთხარი ჭამეთქო არ ჭამს თითქმის , მერე ზოგჯერ აღებინებდა ხოლმე (ნუ ერთი კვირაა აღარ უქნია) სეირნობისას, ვაჭმევდი კარგ საჭმელს და არ ჭამდა ეხლა უკეთესი ვუყიდე ეუკანუბა რაც მირჩია ვეტერინარმა , მაინც ცუდად ჭამს და პახოდუ თმები ცვივა და რავიცი ვფიქრობ სეზონურია ზაფხულში არ ჭამს ბევრსო ბა ბეწვს იცვლისო და რავი მირჩიეთ აბა რამე ან მითხარით იქნებ მართკა ეგრეა ))

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 23 2014, 19:57

ეხლა რა ხდება. მაგას ცხელა ძალიან ამ მომენტში. უხასიათობა და უჭმელობაც მაგიტომ აქვს.
ბეწვი იდეაში სეზონურია, აგვისტოს ჩათვლით წესით უნდა გასცვივდეს მთლიანად.
ღებინება რატომ ჰქონდა ვერ გეტყვი. შეიძლება მაგ პერიოდში რამე შეჭამა ისეთი რაც ვერ შემჩნიე. ისე კი ჯობია ალიკასთან მიიყვანო თბილისში თუ მოახერხებ რა თქმა უნდა, ზოოპარკში.
კარგ საჭმელში რას გულისხმობ, რომელი ფირმის საჭმელს აჭმევდი?
კაცია თუ ქალი?
ლეკვები რომ გეყოლება შემეხმიანე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: achiko-l Jul 23 2014, 19:57

ზაფხულში დასაშვებია მოუკლოს ჭამას,მარა ბეწვი აქმდე უნდა გასცვენოდა,სასურველია ვეტექიმს ანახო.

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 23 2014, 19:59

მაგარი ტიპია ძალიან.... newsmile05.gif))

achiko-l

მე რამდენადაც ვიცი, აგვისტომდე აქვთ ამ ჯიშს ბეწვის გამოცვლის დრო. მაგ პერიოდში უნდა გამოიცვალოს ყველა ვარიანტში.

პოსტის ავტორი: achiko-l Jul 23 2014, 20:10

შეიდზლება მარა მე მყავს და არ ცვივა. მარა ჩემი ჯერ პატარაა ჯერ 3 თვისაა,ისე მაგარი აუტანელი კია D.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 23 2014, 20:17

achiko-l

ციტატა(archilich @ 23rd July 2014 - 21:10) *
ისე მაგარი აუტანელი კია


თუ ვერ იტან მე ავიტან, გამოუშვი.....

newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: achiko-l Jul 23 2014, 20:24

ჩემი ძმისაა თორე ნაგდად გამოვუშვებდი D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: achiko-l Jul 23 2014, 20:34

http://postimg.cc/image/5oxib0nnj/
ესეც ბერტა

პოსტის ავტორი: Gcckoka Jul 23 2014, 20:35

ჩელე
აუ არ მახსოვს სახელი გაათავა და შეფუთვაც გადავაგდე , ერთი ორი დგეა ეუკანუბას ვაჭმევ მარა ისევ ისეა , რამის ჭამას რაც შეეხება შანში არაა აშეინიკით დამყავს და სულ მხედველობაშია , რამოდენიმეჯრ რომ აღებინა ეს ჩემი პოინტერი ხო ღორია და ამან ჭამა რამის მეც ვაღებინე D.gif D.gif
კაცია ლეკვებს ალბათ ერთ ნახევარ წელიწადში ვგეგმავ

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 23 2014, 22:14

achiko-l

newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif

Gcckoka

როიალ კანინი არ გიცდია? შეიძლება ეზოში შეჭამა რამე, შანსი არ არის 24 საათი უყურებდე ძაღლს რამე არ შეჭამოს. სუპები გაუკეთე აბა და ცივი შესთავაზე. სტაფილო ჩაუყოლე სუფში....

ციტატა(Gcckoka @ 23rd July 2014 - 21:35) *
ლეკვებს ალბათ ერთ ნახევარ წელიწადში ვგეგმავ


წელიწადნახევარში თუ ნახევარ წელში? თუ ვინმეს არ ხარ შეპირებული, რიგში ჩამაყენე, ფასზე მერე დავილაპარაკოთ როცა ლევი იქნება. ვისი შვილია?

პოსტის ავტორი: Gcckoka Jul 23 2014, 22:20

ჩელე
თუ არავინ არ იქნა რიგში რა ფასი newsmile05.gif ძაღლი როგორ გავყიდო ისე მოგცემ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Gcckoka Jul 23 2014, 22:33

ნახევარ წელიწადში
ეხლა არა ლეკვი რო იყო პატარა მაშინ ვაჭმევდი ერთი სამი თვე .

პოსტის ავტორი: ჩელე Jul 23 2014, 22:34

Gcckoka

კარგი, მაგაზე მერე ვილაპარაკოთ და მოვრიგდებით რაღაცნაირდ.... newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif ის მითხარი ვისი შვილია. აქ იყიდე თუ ჩამოაყვანინე?

პოსტის ავტორი: Gcckoka Jul 23 2014, 22:40

ჩელე
აქ ვიყიდე მშობლები მანახეს ადგილზე სურათები ბავშვისთვის გვინდოდა და არ მინახია საგვარეულო და რამე მარა კლუბში დარეგისტრირებულია ორივე და მითხრა რო დაარეგისტრირებ მოგცემთ საგვარეულოსო და რავიცი ვერ მივედი იქამდე რაnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: nik@a Jul 24 2014, 02:50

Gcckoka
რამე კონსერვში რო აურიო მშრალი საკვები ? ზაფხულში ჯერ ხო უკლებე ჭამას და პლიუს მშრალი საჭმელი უჭირთ. ისეთი მაგარი კონსერვები ჩითავს რამიც მეც ვჭამო D.gif ცადე რომელიმე

პოსტის ავტორი: Gcckoka Aug 14 2014, 22:41


პოსტის ავტორი: ჩელე Aug 15 2014, 10:13

შენ გენაცვალე მორდაში რააა.....

პოსტის ავტორი: Gcckoka Oct 27 2014, 18:31

ეჰ ძალიან ცუდი ამბავი დამატყდა თავს newsmile039.gif newsmile019.gif ეხლა ჩავედი ბაკურიანშI ორი დღით და თურმე სამი კვირის ცინ მოხდა და არ მეუბნეოდა მამაჩემი ჩემს ჰასკის ტკიპამ უკბინა და სამ დღეში მომკვდარა კი გავუგზავნე წამალი რო მითხრა რო არ ჭამდა საჭმელს და გაუკეთა მაგრამ ვერ უშველა:((((((((((

პოსტის ავტორი: ჩელე Oct 28 2014, 09:06

ვააახ.... არც კი ვიცი რა გითხრა. ძალიან მეწყინა....

პოსტის ავტორი: Gcckoka Oct 28 2014, 16:52

ჩელე
გამოვშტერდი რო გავიგე პროსტა ვერც კი წარმოვიდგენდი მაგას

პოსტის ავტორი: Fishman Oct 29 2014, 23:50

Gcckoka

სავარაუდოდ პიროპლაზმოზი დაემართა ხო?

პოსტის ავტორი: Gcckoka Oct 30 2014, 08:08

Fishman
არ ვიცი ორი დღე იყო უხასიათოთ არ ჭამდა 2 წლის წინ პოინტერსაც ჭირდა ეგეთი რამე და შარშან ამასაც მაგრამ წამალი რო გავუკეთეთ კველაფერი კარგად იყო და ეხლა მეორე დღეს გავუკეთეთ წამალი მარა უშედეგოგ მესამე დღემდე გაძლო

პოსტის ავტორი: Rey - Oct 30 2014, 11:12

აუ მაგრად მეწყინა.. :( ჩემ ძმაკაცს მოუკვდა 1 კვირის წინ პოინტერი,რაღაც ვისრუსი შეხვდა,10 ნემსი და 5 გადასხმა გაუკეთა და მაინც არ უშველა.

სამწუხაროა.

პოსტის ავტორი: PREDATOR Feb 14 2015, 06:12

რა მაინტერესებს ჰასკის ძაან ჯიშიანი ლეკვის აყვანა სად შეიძლება ? საბუთებით და საგვარეულოთი. ამ ჯიშსაც კლუბი ან რამე მსგავსი ორგანიზაცია აქვს ალბათ იქნებ მისამართიც იცოდეს ვინმემ....... thinking.gif

პოსტის ავტორი: achiko-l Feb 14 2015, 10:07

PREDATOR
სამსახურში რო იქნები მნახე და გეტყვი

პოსტის ავტორი: Gcckoka May 17 2016, 22:20

ლუსი



ლოკი

კამერას ნუ ლოკავ შე არასწორო !



ბალტო





პოსტის ავტორი: ჩელე May 17 2016, 22:30

ესენი ახლებია?

პოსტის ავტორი: Gcckoka May 17 2016, 22:32

ჩელე

დიახ ! კიდე ორი აკლია ჩამონათვალს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ჩელე May 17 2016, 22:33

ესეც ჩემი ედა...newsmile05.gif



მოიცა კაცო, ეგ სამივე შენია?

პოსტის ავტორი: Gcckoka May 17 2016, 22:39

ჩელე

ვნახე ეგ ვიდეო , მომეწონა ძალიან newsmile05.gif
კი სამივე ჩემია და კიდე 2

ეს აიტა თავი ვერ გავაჩერებინე სხვა სურათი არ მაქ newsmile05.gif


პოსტის ავტორი: ჩელე May 17 2016, 22:41

აბა მოყევი ერთი საიდან, როგორ, რა ხნისები არიან და ა.შ. იმ ძაღლის მერე, გეტყობა მუღამში მოხვედი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Gcckoka May 17 2016, 22:48

ჩელე

საიდან და ოცნებებს ვისრულებთ მე და მამაჩემი რასაცქვია სამოთხეში ვარ როცა მაგათ გარემოცვაში ვარ ! newsmile05.gif
ვიყიდეთ 4 , 2 დედალი ორი მამალი , სამწუხაროდ ავად გახდნენ რადაემართათ წესიერად ვერც გამაგებინა ვეტერინარმა , გადასხმების შედეგად ლუსი და ლოკი გამოკეთდნენ მაგრამ სამწუხაროდ ორმა ვერ გაუძლო... მოვიყვანეთ მერე კიდე ორი აიტა და ბალტო და ასევე გვაჩუქეს კიდე ერთი რომელიც ელოდება ეხა აცრების დამთავრებას და შეუერთდება ბანდას newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჩელე May 17 2016, 23:18

ყოჩაღ ძმაო. ღმერთმა კარგად გიმყოფოს ყველა ერთად და თქვენ კიდევ გაძლება მოგცეთ. ბაკურიანში გყავს ყველა? რა ხნისები არიან?

პოსტის ავტორი: Gcckoka May 17 2016, 23:33

ჩელე

მადლობა !

ლოკი და ლუსი 4 თვეზე ცოტა მეტის , აიტა 2.5 თვის და ბალტო 2 თვის :)
კი ბაკურიანში მყავს სახლის წინ ეზო მაქვს კარგა დიდი, შემოვღობე , არმატურისგან ვოლიერი გავაკეთებინე , სახლი ავაწყობინე 4ივესთვის ცალცალკე და კამერები დავაყენე :)

პოსტის ავტორი: ჩელე Sep 26 2016, 17:16

Gcckoka

რამე სიახლე არ არის შენკენ? როგორ არიან გოგო-ბიჭები?

პოსტის ავტორი: Gcckoka Sep 26 2016, 21:41

ჩელე
სიახლე ის არის , რომ ერთი გოგო გავაჩუქეთ და ერთი ბიჭი გვაჩუქეს კიდევ ორი გოგო უნდა მოვიყვანო და ერთი გამოცდილი ჰასკი ჩამოვიყვანო ჩრდილოეთიდან newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Sep 27 2016, 09:28

ვააა, მაგარ ამბებში ყოფილხარ შენ. გინახულებთ ზამთარში მე და ჩემი ქალბატონი... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: apxazi Sep 27 2016, 09:37

სამარხილედ ამზადებ? :დ

პოსტის ავტორი: ჩელე Sep 27 2016, 10:58

სავარაუდოდ... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Gcckoka Sep 27 2016, 21:05

დიახ newsmile05.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)