თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ გამოფენები, საველეები, შეჯიბრები _ ინგლისური სეტტერების საველე შეჯიბრი .

პოსტის ავტორი: თენგო May 26 2011, 21:27

დღეს,26 მაისს,თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს "სეტტერ კლუბმა" ჩაატარა ინგლისური სეტერების საველე შეჯიბრი.
მონაწილეობდნენ სხვა და სხვა კლუბების წევრთა ოთხფეხა მეგობრები. სულ 9 ძაღლი.
შეჯიბრს მსაჯობდნენ,ბ-ნ შადიმან შამანაძე,ბ-ნ ბესო ტატიშვილი,ბ-ნ გიორგი კუხალეიშვილი.

რეპორტს შედეგების შესახებ მოგვაწვდის ბ-ნ შადიმანი. გთხოვთ დროებით ნურაფერს დაპოსტავთ!

პოსტის ავტორი: შადი შამოდი May 27 2011, 09:25

როგორც თენგომ უკვე გაუწყათ, შეჯიბრი "სეტტერ კლუბის" მიერ იყო ორგანიზებული (ეს ორი "ტ" უნდა თუ არა, არ ვიცი) და მასში ამჯერად მხოლოდ ინგლისური სეტერები მონაწილეობდნენ. 9 ძაღლიდან 6-მა აიღო საველე დიპლომი, რაც უდავოდ კარგი შედეგია. თუმცა ყველა დიპლომი მე-3 ხარისხისა იყო, უფრო ალბათ არეული ამინდი გახლდათ ამისი მიზეზი,ხან წვიმდა, ხან ქარმა აურია, მინდორში წყალი იდგა, ბალახი ძალიან სველი იყო და ა.შ. ძაღლები აშკარად ვერ ყნოსავდნენ ისე, როგორც უკეთეს პირობებში გამოსდით ხოლმე. მე-2 ხარისხის მანძილი ერთადერთმა ნ. როსტიაშვილის "პერიმ" აჩვენა, მაგრამ ყნოსვის სიზუსტეში დააკლდა გამსვლელი ქულა,(ბოლო შეხვედრისას გადამჯდარ ფრინველს მიეფეთა და უნაბულოდ ამოაფრინა) და ქულების საერთო რაოდენობით მხოლოდ IV ადგილი დაიკავა.

მაგრამ არა მგონია, ნოდარს ამით ძალიან დაწყვეტოდა გული,რადგან შეჯიბრის გამარჯვებული გახდა მისი მეორე სეტერი "ტომი", 77ქ. III ხ/დ. .
მე-2 ადგილი დაისაკუთრა თენგიზ ქარქაშაძის "კინგ ჩარზლმა" - 73ქ III ხ/დ
მე-3 ადგილი - გელა კომლაძის "ჯესი" 73ქ III ხ/დ
ეს ორი შედეგი ალბათ განმარტებას საჭიროებს. ორივემ მონაწილემ ქულათა ერთნაირი საერთო რაოდენობა დააგროვა, ძაღლებს თანაბარი შედეგი ქონდათ ყნოსვაშიც - 17ქ. (6, 7, 4) მაგრამ ქარქაშაძის სეტერმა მეტოქეს "სტილებით" აჯობა, ამ კომპონენტში ერთი ქულით მეტი მიიღო - 13ქ. (4,5,4)
გამარჯვებული და პრიზიორები სიგელებითა და ფასიანი პრიზებით დაჯილდოვდნენ.
პრიზი გადაეცა ყველაზე ახალგაზრდა ძაღლსაც, ლუკა კობალავას ინგ.სეტერს "ბიმის" 69ქ. IIIხ/დ.

პოსტის ავტორი: ზახარა May 27 2011, 10:13

გილოცავთ ყველა გამარჯვებულს და ყველა მონაწილეს. newsmile05.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)