თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ გამოფენები, საველეები, შეჯიბრები _ 06.05.2010 წ.-საველე გამოცდა

პოსტის ავტორი: ზაზა May 6 2010, 12:47

ნამდვილი მონადირისთვის ძაღლის გეშვა დიდი სიამოვნებაა,ამიტომ ველოდებით ასე მოუთმენლად გაზაფხულს.ბევრს სამწუხაროდ ეს პერიოდი სეზონის დასაწყისში ეშლება და თოფმომარჯვებული დაეხეტება-ხოლმე.წელსაც შემხვდა რამოდენიმე ,,ეგეთი"...
ახლა რაც შეეხება დღევანდელ საველე გამოცდას,სულ 3 ძაღლი იქნა გამოყვანილი და შეფასებული(ექსპერტები:დათო ცხვედიანი,შადიმან შამანაძე,გია ადიკაშვილი):ინგლისური სეტერი პერი(მფლობელი-ფორუმის და კლუბის წევრი maverick,იგივე ნიკო რიჟამაძე) - 1 წლის და 5 თვის;პოინტერი მაქსი (მფლობელი ფორუმის წევრი irakli#maxi,იგივე ირაკლი ნარსია) - 2 წლის და 2 თვის და ჩემი პოინტერი როკი - 2 წლის და 1 თვის.ამ ორ უკანასკნელს უკვე ჰქონდათ შარშან აღებული საველე დიპლომები,ამიტომ პირველი მინდორში პერი გავიდა და დაახლოებით 20 წუთში 73 ქულითა და მე-3 ხარისხის დიპლომით მკერდდამშვენებული დაბრუნდა.ამის შემდეგ, ჩემი აზრით, ამჟამად საუკეთესო მეძებარი პოინტერი მაქსი გავიდა მინდორში და 79 ქულას და მე-2 ხარისხის დიპლომს დაეპატრონა.რაც შეეხება როკის,76 ქულით ისევ გაიმეორა შარშანდელი მე-3 ხარისხის დიპლომის ე.წ. ნორმატივი.
ათასჯერ მაინც მექნება ნათქვამი,კიდევ გავიმეორებ,ყველას გთხოვთ შეიძინეთ ლეკვი მხოლოდ საგვარეულო ნუსხით,გამოიყვანეთ საველე გამოცდებსა და გამოფენებზე.

პოსტის ავტორი: ნოსო May 6 2010, 12:53

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif მისასალმებელია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 May 6 2010, 13:10

კარგი შედეგია

პოსტის ავტორი: ჯეკო May 6 2010, 13:25

კარგია ძალიან small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: gurika May 6 2010, 14:45

ყოჩაღ. ძალიან მაგარია

პოსტის ავტორი: ზაზა May 6 2010, 14:50

ექსპერტებიც ალბათ დაწერენ,მაგრამ მოკლედ მეც შევეხები იმას,რაც ვნახე:მე და ნიკოს ბევრჯერ გვინადირია,ძაღლებიც თითქმის ერთად დავგეშეთ.პერი ასაკთან შედარებით ბევრად კარგად მუშაობს,სულ ეძებს.დღესაც,გავიდა თუ არა მინდორში,თავი არ დაუწევია,ცხვირი სულ ,,ჩართული" აქვს,იმ პატარა მონაკვეთში რაც კი მწყერი შეხვდა,ყველა ,,ამოკრიფა",ამიტომ მოკლე დროშივე დაარწმუნა ექსპერტები თავის შესაძლებლობებში და შეფასებისთვის სავსებით საკმარისი მუშაობით დაამტკიცა,რომ იუნიორებში ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისური სეტერია.მაქსიც ძალიან ბევრჯერ მინახია საქმეში,ზოგჯერ მინატრია კიდეც,ნეტავი ასეთი მუშაობა საველეც აჩვენოს-მეთქი და მართლაც,შედეგი სახეზეა.მე გირჩევთ,თუ გაქვთ სურვილი და დრო,15-16 მაისს ციციშვილის მემორიალს დაესწარით და დატკბით ამ და სხვა ჯიშიანი ძაღლების მუშაობით.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 6 2010, 14:54

ზაზა
ეს რა გამოცდა იყო, ოფიციალური თუ ჩვენი კლუბის ხალხი იყო მარტო?

პოსტის ავტორი: ზაზა May 6 2010, 15:18

ჩვენი ფორუმელები დამთხვევა იყო.ეს არის ოფიციალური საველე გამოცდა და ტარდება ყოველ წელს ამ დროს სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოების მიერ,შესაბამისად ლიცენზირებული ექსპერტები აფასებენ ძაღლებს.ამ ფორუმზეც შემოდიან ხოლმე.

ძაღლისთვის საველე დიპლომის მინიჭების უფლება მხოლოდ მათ აქვთ და ივნისშიც გამოფენას ისინი ატარებენ

მე დიდი იმედი მაქვს ბონეს ჯილდასი,ხო ბონეს ვულოცავ მისი გოგოს მამის,ბატონი მაქსის, ამ წარმატებას.რა მშობლები ყავს:დედ-მამა ორივე მე-2 ხარისხის დიპლომიანი

პოსტის ავტორი: Maverick May 6 2010, 15:23

ჭალიმგელა
კი ეს ოფიციალური გამოცდა იყო,

სხვათაშორის მინდა ავღნიშნო ერთი ფრიად სასაიამოვნო ფაქტიც, ბატონი ზაზა კაკავა საუკეთესო მგეშავი გახდა

პოსტის ავტორი: ჯეკო May 6 2010, 15:26

ვააა მაშინ მოულოცოტ ზაზასსს ძაან მაიხარდაა მალადეც ზაზა

პოსტის ავტორი: თენგო May 6 2010, 15:36

Maverick
ზაზა
ირაკლი
გილოცავთ წარმატებას!!!!!!!!!

პოსტის ავტორი: Maverick May 6 2010, 15:39

თენგო
მადლობა თენგიზ ბატონო, შენ რას აპირებ?

როდის უნდა გამოსცადო?

პოსტის ავტორი: Bonehill May 6 2010, 16:40

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif გილოცავთ ლომებო, დაგიფასდათ შრომა !
ძალიან მიხარია რომ ჩვენ გარემოცვაში ასეთი ძაღლები გყავს, სიმართლე გითხრა მეგონა მავერიკი დაიმსახურებდა მგეშავის ჯილდოს, თუმცა მაგას რა მნიშვნელობა აქვს.
ირაკლი ნიკო და ზაზა კიდევ ერთხელ გილოცავთ სულით და გულით newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Davitus May 6 2010, 16:43

ძალიან კარგ ამბავია, მსგავსი სასიამოვნო ფაქტების სიმრავლე არ მოგკლებოდეს, რაც უფრო მეტი იქნება პროფესიონალი ძაღლები მით უფრო ამაღლდება ძაღლით ნადირობის კულტურა

გილოცავთ!

პოსტის ავტორი: Bonehill May 6 2010, 16:44

ციტატა(zaza @ 6th May 2010 - 16:18) *
მე დიდი იმედი მაქვს ბონეს ჯილდასი

ყოველ შემთხვევაში მგეშავის ჯილდოს იმედი არ მაქვს newsmile090.gif

პოსტის ავტორი: mgm May 6 2010, 17:00

ვუერთდები მილოცვებს! small3d018.gif

პოსტის ავტორი: ლეკი May 6 2010, 17:09

small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif საღოლ ბიჭებო კარგია small3d018.gif

პოსტის ავტორი: ზახარა May 6 2010, 18:14

Maverick
ზაზა
ირაკლი
გილოცავთ წარმატებას small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: ბალა May 6 2010, 18:29

აბა ფილოცავთ

პოსტის ავტორი: გოგა May 6 2010, 18:39

სასიხარულო ამბავია.
აბა ჩემი ძაღლი რო გავიყვანო ალბათ 40 ქულას თუ დააგროვებს,ერთი მწყერიც ვერ ვანახე რა

პოსტის ავტორი: aragveli May 6 2010, 19:37

ვა კარგი ამბავია დაგიფასდათ შრომა მომილოცავს small3d018.gif

პოსტის ავტორი: თენგო May 6 2010, 19:48

Maverick

ციტატა(Nikolo @ 6th May 2010 - 16:39) *
როდის უნდა გამოსცადო?

ამ შაბათ-კვირას მინდა.

პოსტის ავტორი: ზაზა May 7 2010, 08:53

მადლობა.

გოგა,სად დადიხარ და რა დროს.დილით ადრე უნდა ახვიდე,6-ზე იქ რო იყო და ნახავ,დამიჯერე.


პოსტის ავტორი: გურგენა May 7 2010, 11:00

გილოცავთ წარმატებებს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ბესო May 7 2010, 13:20

ციტატა(zaza @ 6th May 2010 - 13:47) *
სულ 3 ძაღლი იქნა გამოყვანილი და შეფასებული


ეს არის ძალზედ სავალალო!

თენგო. იქნებ ერთად რაიმე ერთობლივა მოვიფიქროთ რომ პოპულარიზაცია გავუკეთოთ საგვარეულო ნუსხიან ძაღლებს! - თორემ ეს არის დროის ფუჭად კარგვა 200 ათასი მონადირე და 3 ძაღლი? ეს ნიშნავს, რომ დაინტერესება არის 0!!!

ძაღლების პატრონებს კი (ძაღლებსაც) ვულოცავ დიპლომებს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R May 7 2010, 13:22

ბესო

ციტატა(Beso @ 7th May 2010 - 14:20) *
ეს არის ძალზედ სავალალო!

თენგო. იქნებ ერთად რაიმე ერთობლივა მოვიფიქროთ რომ პოპულარიზაცია გავუკეთოთ საგვარეულო ნუსხიან ძაღლებს! - თორემ ეს არის დროის ფუჭად კარგვა 200 ათასი მონადირე და 3 ძაღლი? ეს ნიშნავს, რომ დაინტერესება არის 0!!!

ძაღლების პატრონებს კი (ძაღლებსაც) ვულოცავ დიპლომებს

გეთანხმები რამე უნდა ვიღონოთ

პოსტის ავტორი: ზაზა May 7 2010, 13:42

ბესო,საგვარეულოიანი ძაღლები ბევრია,მაგრამ გამოყვანაზე თავს იკავებენ,ზოგს სურვილი არა აქვს,ზოგი მოუმზადებელია.ძაღლი თუ გინდა დაგეშო და თან საველეზეც გაიყვანო მინიმუმ კვირაში სამჯერ უნდა ატარო მინდორში და თან ძალიან ადრე,დილის 6 საათიდან.
2 კვირაა მე,ნიკო და ირაკლი ასე ვაკეთებთ და შედეგიც სახეზეა.დასამუშავებელი კიდევ ბევრია,განა მაგას ვამბობ,რომ რახან დიპლომები აიღეს,ამათ ძაღლი ვერ აჯობებს-მეთქი.საველე იმითაა კარგი,რომ გამოცდილი ექსპერტი მიგითითებს რაზე უნდა გაამახვილო ყურადღება და ა.შ.
მე როგორც ვიცი კიდევ რამოდენიმე ფორუმელი აპირებს და წარმატებებს ვუსურვებ ყველას,ამ დღეებში წამოვა ახალი დიპლომები...

პოსტის ავტორი: Maverick May 7 2010, 13:42

ეს პერის პირველი დიპლომი III ხარისხი
http://pix.ge/
ეს კიდევ ექსპერტების შეფასება
http://pix.ge/

პოსტის ავტორი: ზაზა May 7 2010, 13:50

ესეც როკის დიპლომი და შეფასებები,შარშანდელთან შედარებით ბევრად მოუმატა

http://pix.ge/

http://pix.ge/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)