თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ გამოფენები, საველეები, შეჯიბრები _ ინგლისური მეძებრების საველე შეჯიბრი

პოსტის ავტორი: Bonehill May 24 2012, 20:31

ინგლისურების შეჯიბრი შეიძლება ჩატარდეს newsmile05.gif
აბა გამოჩნდით ინგლისური მეძებრის პატრონები


პოსტის ავტორი: Davitus May 24 2012, 20:39

Bonehill

შეჯიბრი და გამოცდა გაქვს გაიგივებული თუ როგორ არის მანდ საქმე, თუ არა მაშინ ამ თემაში შეჯიბრის პოსტს რა უნდა?


აბნევ არა პატივცემულ სასოგადოებას ბაბუ!

პოსტის ავტორი: Bonehill May 25 2012, 07:06

სად დამეწერა ვამიჩქუდ

პოსტის ავტორი: aragveli May 25 2012, 10:02

ახალი თემის გახსნაა საჭირო იქნებ მოვაბათ თავი

პოსტის ავტორი: Bonehill May 25 2012, 10:19

მიდი გახსენი ალიკ

პოსტის ავტორი: aragveli May 25 2012, 11:54

მოგეხსენებათ რომ მონაწილეების სიმცირის გამო და ოთხშაბათს კლუბში გამოუცხადებლობის გამო, ვერ მოება თავი ამ შეჯიბრის ჩატარებას, არის შანსი რომ თუ ვიაქტიურებთ და სურვილს გამოვთქვამთ მონაწილეობის, შეჯიბრი ჩატარდეს, ასე რომ ვიაქტიუროთ ,ცატა გადავდოთ საქმეები და ნუ ჩავშლით ამ ლამაზ შეჯიბრს.

პოსტის ავტორი: LeoTaso May 25 2012, 12:02

aragveli
ორივე ხელით გეთანხმები, მაგრამ ჩემსას დიპლომი არ აქვს ჯერ. ვნახოთ სამშაბათს რას იზავს ...

პოსტის ავტორი: Bonehill May 25 2012, 17:16

გელოდებით , მე და ჯილდა მივიღებთ მონაწილეობას !


1.ბონე
2.არაგველი
3.
4.

პოსტის ავტორი: ზაზა May 25 2012, 17:18

ახლა ველაპარაკე ვანოს. მასთან საუბრიდან გამომდინარე ვწერ ამ განცხადებას:
მომავალ ხუთშაბათს 31 მაისს,16:00 საათზე სამთო ქიმიაში, კლუბში იქნება შეხვედრა და თუ მონაწილეთა საკმაო რაოდენობა შეგროვდა, იქვე გაიმართება კენჭისყრა. სავარაუდოდ შეჯიბრი ჩატარდება ბაზალეთზე შაბათს და კვირას - 2-3 ივნისს.
გთხოვთ, ამავე თემაში დაწეროთ მონაწილეებმა ძაღლის ჯიში, სქესი, სახელი, ასაკი და მფლობელის სახელი და გვარი.

1) ინგლისური პოინტერი, ძუ, ჯილდა, 2 წლის (ნიკა ელერჯია)
2) ინგლისური პოინტერი, ძუ, მოლი, 1 წლის (ალეკო მიშელაშვილი)
3) ინგლისური პოინტერი, ხვადი, როკი, 4 წლის (ზაზა კაკავა)
4)

პოსტის ავტორი: samo May 25 2012, 18:22

მარტო პოინტერები არ კმარა.. უნდა იყოს თანაბარი რაოდენობით სეტერიც და პოინტერიც რომ ჩატარდეს გუნდური შეჯიბრი. ჩვენ თუ ავიღეტ დიპლომი მე და მაქსიმუსი შევუერთდებით სეტერებს.

პოსტის ავტორი: Bonehill May 25 2012, 20:26

newsmile05.gif

ერთ კვირაში თუ გადაწყდება შეჯიბრი მგონი არ აწყობს ჩემ ძაღლს, 1 თვის მაკედაა, 24 მაისს შეუსრულდა 1 თვე.

პოსტის ავტორი: ჯეკო May 25 2012, 20:47

Bonehill
პრობლემა არექნება

პოსტის ავტორი: nik@a May 25 2012, 20:48

რა საწყენია რა... დავიჯერო 8 სეტერუ და 8 პოინტერი არ მოიძებნება კაცო თბილიში? ძაღლი აყავთ მარა საველესთვის არ ამზადებენ და არ გაყავთ შეჯიბრზე... საწყენია ძალიან.

პოსტის ავტორი: ლეკი May 25 2012, 21:10

ციტატა(ჯეკო @ May 25 2012, 21:47) *
Bonehill
პრობლემა არექნება

წესით აღარ უნდა ირბინოს ეხლა მაგ ძაღლმა ბევრი... არაა რეკომენდირებული... ach.gif

ციტატა(nik@a @ May 25 2012, 21:48) *
რა საწყენია რა... დავიჯერო 8 სეტერუ და 8 პოინტერი არ მოიძებნება კაცო თბილიში?

ცოტაც და შემოგიერთდებით.. newsmile045.gif

პოსტის ავტორი: aragveli May 25 2012, 21:17

ბონე არაფერი არ უჭირს ჩვეულებრივად იმუშავებს, მე ვარ ცუდ დღეში ეხლა მოუნდა ამძუნება newsmile042.gif

პოსტის ავტორი: Fishman May 25 2012, 22:43

ციტატა(ლეკი @ May 25 2012, 22:10) *
ცოტაც და შემოგიერთდებით.. newsmile045.gif


+1

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)