თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ გამოფენები, საველეები, შეჯიბრები _ პოინტერ კლუბის პირველი ოფიციალური შეჯიბრი საქართველოში

პოსტის ავტორი: giga_megu Sep 1 2014, 10:36

2014 წლის 19-20-21 სექტემბერს
„საქართველოს პოინტერ კლუბი“ ატარებს ბრიტანული ჯიშების სანადირო ძაღლების CACT რანგის საველე შეჯიბრს სანადირო ძებნაში მწყერზე და CACT რანგის ექსტერიერულ გამოფენას.
ჩატარების ადგილი: დმანისისა და წალკის რაიონები.

19 სექტემბერი
1. წყვილები CACT, ექსპ. მიროსლავ ნენკოვსკი (ბულგარეთი), სერგეი შაგინოვი (რუსეთი).
2. ექსტერიერული გამოფენა CACT, ექსპ. მიროსლავ ნენკოვსკი (ბულგარეთი).
3. სოლო CACT, ექსპ. მიროსლავ ნენკოვსკი (ბულგარეთი).

20 სექტემბერი
1. წყვილები CACT, ექსპ. მიროსლავ ნენკოვსკი(ბულგარეთი), სერგეი შაგინოვი (რუსეთი).
2. სოლო CACT, ექსპ. მიროსლავ ნენკოვსკი (ბულგარეთი).
21 სექტემბერი
1. წყვილები CACT, ექსპ. მიროსლავ ნენკოვსკი(ბულგარეთი), სერგეი შაგინოვი (რუსეთი).
2. სოლო CACT, ექსპ. მიროსლავ ნენკოვსკი (ბულგარეთი).

რეგისტრცია იწარმოებს 10 სექტემბრამდე.
ტელ:599070506 გიგა
593603040 გიგო

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Sep 1 2014, 10:43

giga_megu
აბა თქვენ იცით. ბევრი სურათები და კაი რეპორტი შენზეა

პოსტის ავტორი: giga_megu Sep 1 2014, 10:50

ციტატა(ჭალიმგელა @ Sep 1 2014, 11:43) *
giga_megu
აბა თქვენ იცით. ბევრი სურათები და კაი რეპორტი შენზეა

ვეცდები newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ბაბუ Sep 1 2014, 12:37

giga_megu

ციტატა(giga_megu @ 1st September 2014 - 11:36) *
CACT რანგის ექსტერიერულ გამოფენას.

გამოფენა მონოა თუ ყველა ჯიში ღებულობს მონაწილეობას?
"მაჩაბელის" საბუთის მქონე ძაღლს შეუძლია მონაწილეობის მიღება თუ მხოლოდ ს.კ.ფ. საბუთიანი ძაღლები გამოდიან?


პოსტის ავტორი: giga_megu Sep 1 2014, 16:57

ციტატა(ბაბუ @ Sep 1 2014, 13:37) *
giga_megu

გამოფენა მონოა თუ ყველა ჯიში ღებულობს მონაწილეობას?
"მაჩაბელის" საბუთის მქონე ძაღლს შეუძლია მონაწილეობის მიღება თუ მხოლოდ ს.კ.ფ. საბუთიანი ძაღლები გამოდიან?

მხოლოდ "FCI "საგვაარელოს მქონე ბრიტანული მეძებრები...

პოსტის ავტორი: gagrinski Sep 18 2014, 20:30

არავინ არ აპირებს წასვლას? ჩემი აზრით არაჩვეულებრივი შანსია დააკვირდეთ ევროპული სისხლის მეძებრებს, შეაფასოთ, გამოცდილ მომშენებლებსა და მსაჯებს გაესაუბროთ. განსაკუთრებით საინტერესო ინგლისური სეტერების მოყვარულებისთვის იქნება, ამ ჯიშის რამდენიმე წარმომადგენელია ჩამოყვანილი. რეპორტაჟი იქნება ორშაბათს რუსთავი 2-ის დილის გადაცემაში.

პოსტის ავტორი: Don. vano Sep 19 2014, 07:49

დღეს დაირწა აკვანი პირველად, ალბათ ცხონებული ლევან ციციშვილის ძვლებიც შეტოკდა.. ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას ჩაეყარა საფუძველი. ასე დაიწყო რუსეთშიც და უკრაინაშიც, ცოტა ოპტიმიზმი და ბევრიიი პესიმიზმი... დღეს იქ უკვე ნამდვილად აღარავინ ფიქრობს რომ ეს ძაღლები ნაბულს არ აკეთებენ. რუსეთის ნაკრებმა წელს ევროპაშიც მიაღწია წარმატებას და ტიტულები აიღო. ასე რომ ჩვენც ყველაფერი წინ გვაქვს. ყველას გილოცავთ იდევ ერთხელ ამ ლამაზ და მნიშვნელოვან დღეს!!!!

პოსტის ავტორი: ბაბუ Sep 19 2014, 08:41

ციტატა(vanodonjashvili @ 19th September 2014 - 08:49) *
დღეს დაირწა აკვანი პირველად, ალბათ ცხონებული ლევან ციციშვილის ძვლებიც შეტოკდა.

small3d018.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: marco-polo Sep 19 2014, 09:04

საინტერესო დასასწრები იქნება

პოსტის ავტორი: gagrinski Sep 19 2014, 09:54

მე იმათ ადგილას ვისაც ჩამოყვანი ძაღლები ყავს აუცილებლად დავესწრებოდი და ექსპერტებსაც ვაჩვენებდი ოთხფეხა მეგობრებს, ამის შანსი სამწუხაროდ იშვიათად გვაქ

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Sep 19 2014, 12:16

ვგულშემატკივრობ სულით და გულით. აბა წარმატებები. იმედია ამინდი ხელს არ შეუშლის

პოსტის ავტორი: marco-polo Sep 19 2014, 13:33

ციტატა(gagrinski @ Sep 19 2014, 10:54) *
მე იმათ ადგილას ვისაც ჩამოყვანი ძაღლები ყავს აუცილებლად დავესწრებოდი და ექსპერტებსაც ვაჩვენებდი ოთხფეხა მეგობრებს, ამის შანსი სამწუხაროდ იშვიათად გვაქ

ეს ვისავ პოინტერები ყავს არა?

პოსტის ავტორი: ლეკი Sep 19 2014, 14:34

მეც ვგულშემატკივრობ გულითა და სულით..

პოსტის ავტორი: gagrinski Sep 19 2014, 15:30

ბრიტანული იშები მონაწილეობენ, თუმცა არამგონია ექსპერტებმა უარი ტქვან ისე დათვალიერებაზე სხვა ჯიშების რომელსაც ევროპული სისხლი აქვს, მე იმიტომ დავწერე ეს ყველაფერი რომ ძალიან ბევრი გამოცდილი მომშენებელია ჩამოსული და საინტერესო იქნებოდა მათი გამოცდილების გაზიარება.

პოსტის ავტორი: ბაბუ Sep 19 2014, 15:59

gagrinski
დათო,შენ თუ მიდიხარ, გთხოვ არ დაიზარო და რეპორტი გააკეთე რა!!

ფოტოები რაც შეიძლება მეტი!!!!!!!

პოსტის ავტორი: gagrinski Sep 19 2014, 18:55

ბატონო თენგო მე მივდივარ, ორშაბათს დილის გადაცემაში რეპორტაჟი იქნება. სურათების გადაღებასაც ტელეფონით ვეცდები.

პოსტის ავტორი: ბაბუ Sep 19 2014, 20:01

gagrinski

ციტატა(dato gagrinski @ 19th September 2014 - 19:55) *
ბატონო თენგო მე მივდივარ, ორშაბათს დილის გადაცემაში რეპორტაჟი იქნება. სურათების გადაღებასაც ტელეფონით ვეცდები.
newsmile027.gif
ჯიგარი ხარ!

პოსტის ავტორი: giga_megu Sep 21 2014, 21:45

შეჯიბრი ჩატარდა ძალიან კარგად.
დღე პირველი გამარჯვებულები
სოლო :Aristanis kira(P) 1 Ecc გამომყვანი "გრიცაი" უკრაინა
წყვილები: Aristanis kira (P)1 Ecc გამომყვანი "გრიცაი" უკრაინა
დღე მეორე
სოლო :ganja (AS) 1 Ecc გამომყვანი "მაცოკინი"
წყვილები:Ikiladnas Grace (P) MB გამომყვანი "მეგუთნიშვილი გიგა"

პოსტის ავტორი: Rey - Sep 21 2014, 22:07

ფოტო რეპორტი სადაა>??. cooldog.gif cooldog.gif

პოსტის ავტორი: hunter88 Sep 21 2014, 22:15

თუ მოიპოვება ფოტო ან ვიდეო გაგვიზიარეთ მაგრათ მაინტერესებს! სამწუხაროთ ვერ შევძელი წამოსვლა!

პოსტის ავტორი: შადი შამოდი Sep 22 2014, 00:25

ფოტომდე და ვიდეომდე 1 Eсс და МВ რას ნიშნავს, იქნებ ეს გაგვაგებინოთ უბირებს? ashh.gif

პოსტის ავტორი: giga_megu Sep 22 2014, 06:30

ციტატა(შადი შამოდი @ Sep 22 2014, 01:25) *
ფოტომდე და ვიდეომდე 1 Eсс და МВ რას ნიშნავს, იქნებ ეს გაგვაგებინოთ უბირებს? ashh.gif

მეგოონა იცოდით D.gif
1 Eсс -ექსელენთ ანუ ფრიადი.
МВ-მოლტოონო ანუ ძლიერ კარგი

პოსტის ავტორი: ჩელე Sep 22 2014, 08:02

იქნებ ფოტოც შემოგვაშველოს ვინმემ....

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Sep 22 2014, 08:41

ციტატა(dato gagrinski @ 19th September 2014 - 19:55) *
ორშაბათს დილის გადაცემაში რეპორტაჟი იქნება

იქნებ ვიდეოს ლინკი დადოთ ვინმემ......

პოსტის ავტორი: achiko-l Sep 22 2014, 08:53

იყო გადაცემა?

პოსტის ავტორი: ბაბუ Sep 22 2014, 09:34

giga_megu

ციტატა(giga_megu @ 21st September 2014 - 22:45) *
წყვილები:Ikiladnas Grace (P) MB გამომყვანი "მეგუთნიშვილი გიგა"

შენ და გრეისის გილოცავთ წარმატებას! small3d018.gif
აწი უფრო მნიშვნელოვან შედეგებისთვის მიგეღწიოთ!

აუცილებლად გააკეთე სრულყოფილი რეპორტი ძაღლების მუშაობების დეტალური აღწერით და განმარტებებით.მოგვიყევი რომელმა ძაღლმა რა ქნა,რამდენი სრულყოფილი მუშაობა ქონდათ(ფრინველის პოვნითნ,ნაბულით და ამოყვანით),როგორი შეფასებები დაიმსახურეს ექსპერტებისგან.
ასევე დადე ვრცელი ფოტომასალა .განსაკუთრებით გვაინტერესებს ჩამოყვანილი ძაღლების ფოტოები!

პოსტის ავტორი: ზახარა Sep 22 2014, 09:45

giga_megu
small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

ყველას ვულოცავ მონაწილებს და გამარჯვებულებსაც newsmile027.gif

მივესალმები და იმედი მაქვს უფრო ფართო მაშტაბებს მიაღწევს ამ კლასის შეჯიბრებები .
ძალიან ბევრი მეძებრები ჩამოეყვანოთ(მაგ კლასის) და უფრო წინ წასულიყოს ჩვენი ქვეყნის სახელი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: giga_megu Sep 22 2014, 10:51

ციტატა(ბაბუ @ Sep 22 2014, 10:34) *
giga_megu
შენ და გრეისის გილოცავთ წარმატებას! small3d018.gif
აწი უფრო მნიშვნელოვან შედეგებისთვის მიგეღწიოთ!

აუცილებლად გააკეთე სრულყოფილი რეპორტი ძაღლების მუშაობების დეტალური აღწერით და განმარტებებით.მოგვიყევი რომელმა ძაღლმა რა ქნა,რამდენი სრულყოფილი მუშაობა ქონდათ(ფრინველის პოვნითნ,ნაბულით და ამოყვანით),როგორი შეფასებები დაიმსახურეს ექსპერტებისგან.
ასევე დადე ვრცელი ფოტომასალა .განსაკუთრებით გვაინტერესებს ჩამოყვანილი ძაღლების ფოტოები!


პირველ დღეს დაიწერა 4 შეფასება.
სოლო : aristanis Kira 1 Ecc გამომყვანი და მეპატრონე გრიცაი. Lino (ირლანდიური სეტერი) MB გამომყვანი ტარანენკო. მეპატრონე ჯიხარევი.kamhunting Lima CQN გამომყვანი და მეპატრონე ალი ჭიჭინაძე .
წყვილები :Oliver (ინგ სეტერი) 2ECC გამომყვანი მაცოკინ.მეპატრონე ნოსოვ.
მეორე დღეს დაიწერა 3 შეფასება.
სოლო: Ganja ( ინგ.სეტერი) 1 ECC გამომყვანი ანდრეი მაცოკინ. Kamhunting Lima CQN(ინგ სეტერი) გამომყვანი და მეპატრონე ალი ჭიჭინაძე.
წყვილები: Ikiladnas Grace MB ( pointer)(გამარჯვებული ნომინაცია შეჯიბრის საუკეთესო სტილიანი ძაღლი) გამომყვანი და მეპატრონე გიგა მეგუთნიშვილი.
მესამე დღეს შეფასება არ დაწერილა.მუშაობები საკმაოდ იყო სამივე დღეს თუ ძაღლი ეძებდა პოულობდა კიდეც მარა ზოგი გაეკიდა ზოგი სხვა შეცდომის გამო მოიხსნა.
განმარტებები:
ECC-ფრიადი
MB-ძლიერ კარგი
CQN-სერთფიკატი კარგი ბუნებრივი თვისებებისთვის ( მაგრამ არ არის დაყენებული და მისდევს )

პოსტის ავტორი: giga_megu Sep 22 2014, 11:00

http://www.radikal.ru
მსაჯი გორან ჯორჯევიჩი (სერბეთი) მეორე დღის გამარჯვებულთან ერთად newsmile05.gif

პოსტის ავტორი: უიარაღო Sep 22 2014, 11:05

კარგი ტენდენციაა. ნამდვილად სტიმულის მიმცემია სანადირო მეძაღლეობის განვითარებისათვის. small3d018.gif

პოსტის ავტორი: aragveli Sep 22 2014, 12:38

გილოცავ გიგა, გიფასდება რა გინდა შრომა.

პოსტის ავტორი: giga_megu Sep 22 2014, 13:06

ციტატა(aragveli @ Sep 22 2014, 13:38) *
გილოცავ გიგა, გიფასდება რა გინდა შრომა.

გაიხარე ალიკ.ჯერ სად ხარ ......ეხლა ევროპა ელის გრეისს

პოსტის ავტორი: ჩელე Sep 22 2014, 13:21

მართლაც მისასალმებელია ეს ყველაფერი... თან ახალი სისხლის შემოყვანის დიდი პერსპექტივა, თან საქართველოს სახელი.... მოკლედ კარგი ამბებია და გილოცავთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ორგანიზება გაუწიეთ ამ ყველაფერს....

პოსტის ავტორი: Fishman Sep 22 2014, 18:50

giga_megu

ვაა გიგა გილოცავ! ძალიან გამიხარდა!

პოსტის ავტორი: gagrinski Sep 22 2014, 20:56

ძალიან მაგარი დღესასწაული იყო, სამწუხაროდ ყველა ძაღლის მუშაობა ვერ ვნახე(ობიექტური მიზეზების გამო ირლანდიურებს ვაკვირდებოდი) მაგრა რაც ვნახე ნამდვილად კარგი იყო. რეპორტაჟი ამ დღეებში გავა, დილის ეთერის ბადე გაძეძგილია და სავარაუდოდ ოთხშაბათ უნდა გავიდეს ეთერში მასალა. ფოტომასალის გადაღება ტელეფონიტ რთული იყო, რადგან იმ გაშლილ მინდვრებში პროფესიონალური აპარატი იყო საჭირო თუმცა მომაწვდიან სურათებს და დავდებ.

რაც შეეხება გიგას, ვულოცავ და მართლა კარგი გამოსვლა გვაჩვენა, გიგამდე თუ არ ვცდები უკრაინელი სტუმრის ინგლისური სეტერი გამოდიოდა რომელიც კარგი ძაღლი იყო ჩემი აზრით მაგრამ ცოტა არ გაუმართლა. გიგას გოგონა ძალიან ლამაზი და ექსპრესიული იყო მინდორში, ბევრი რომ არ ვილაპარაკო ამ ბიჭს შრომა დაუფასა და თუ საშუალება იქნა ეს ძაღლი ევროპაშიც წავა შეჯიბრზე.

დიდი მადლობა სერგო შაგინოვს ასეთი მონდომებისთვის, ასევე სერბ მსაჯს რომელიც დაუზარებლად გადადიოდა მინდვრიდან მინდორში და უმაღლესი დონის პროფესიონალიზმით აფასებდა თითოეულ ძაღლს. ასევე დაუზარებლად პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს როგორც მინდორში ასევე სუფრაზე newsmile029.gif tema-wamoweulia.gif

მადლობა ყველა მონაწილეს, განსაკუთრებით სტუმრებს და იმ მეგობრებს რომლებმაც არ დაიზარეს და რამდენიმე ასული კილომეტრი გამოიარეს იმისთვის რომ ეს შეჯიბრი ჩატარებულიყო. ასევე განსაკუთრებული მადლობა ბიჭებს კლუბიდან, რომლებმაც საკუთარი სახსრებით ჩაატარეს ეს ლამაზი ღონისძიება.

მომავალ წელს საქართველოში კიდევ ჩატარდება მსგავსი შეჯიბრი.


პოსტის ავტორი: ნუკრიMax Sep 22 2014, 21:21

საკმაო ინტერესი გამოიწვია ამ ტურნირმა და კარგი იქნება თუ ყველანაირი ფოტო და ვიდეო მასალა დაიდება, განსაკუთრებით ირლანდიური სეტერის მუშაობა მაინტერესებს...
ნამეტანი მიივიწყეს ეს ჯიში და კარგ პოპულარიზაციასაც გაუწევს ირლანდიური სეტერების მოყვარულთა შორის

ყველას ვულოცავ პირველ რიგში ესეთი ტურნირის მოწყობას და მასში მონაწილეობას.
გამარჯვებულებს კი განსაკუთრებული აპლოდისმენტები!

პოსტის ავტორი: giga_megu Sep 22 2014, 22:25

გაიხარეთ ბიჭებო, დიდი მადლობა ყველას.გრეისს რაც შეეხება ნამდვილად "დიდი" ძაღლია ცოდოა ჩემს ხელში.დარწმუნებული ვარ დიდ შედეგს დადებს ევროპაში თუ მოვახერზე გაშვება......

პოსტის ავტორი: hunter88 Sep 22 2014, 22:31

giga_megu
გილოცავ წარმატებას ეს ერთი და სხვა მრავალი გვენახოს აქაც და ევროპაშიც....

პოსტის ავტორი: feroni Sep 22 2014, 22:50

ვულოცავ მონაწილეებს და პოინტერ კლუბს, იმედია მომავალშიც გაგრძელდება ასეთი ტიპის შეჯიბრები small3d018.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ბაბუ Sep 23 2014, 08:50

gagrinski

ციტატა(dato gagrinski @ 22nd September 2014 - 21:56) *
აფასებდა თითოეულ ძაღლს. ასევე დაუზარებლად პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს როგორც მინდორში ასევე სუფრაზე

სუფრის ფოტოები მაინც დაყარე!!!!!!!!!!!!! d778bc34f693c93907196ff195628213.gif D.gif

პოსტის ავტორი: jaba_gugesha Sep 23 2014, 10:52

გილოცავ გიგა! d778bc34f693c93907196ff195628213.gif ეს ყოფილიყოს ყველაზე მცირე მიღწევა შენთვის და შენი შეგირდისთვის. დარწმუნებული ვარ უფრო მეტს მიაღწევთ. small3d018.gif

პოსტის ავტორი: giga_megu Sep 25 2014, 09:03

ფოტომასალა.ნელნელა დავამატებ
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: უიარაღო Sep 25 2014, 09:24

კარგია, მაგრამ ნამეტანი ბრაზილიული სერიალივით ნუ გაგვიჭიანურებ newsmile05.gif . ძაღლებიც გვაინტერესებს.

პოსტის ავტორი: giga_megu Sep 25 2014, 09:32

ციტატა(უიარაღო @ Sep 25 2014, 10:24) *
კარგია, მაგრამ ნამეტანი ბრაზილიული სერიალივით ნუ გაგვიჭიანურებ newsmile05.gif . ძაღლებიც გვაინტერესებს.

ბათუმიდან მაწვდიან ფოტოებს ამიტომ ..........

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: giga_megu Sep 25 2014, 15:25

გრეისი
http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru


http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: giga_megu Sep 25 2014, 15:33

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: gagrinski Sep 25 2014, 19:22

ცოტახანში დავდებ კლიპს, სამწუხაროდ იმის გამო რომ მხოლოდ კვირას მოვახერხეთ გადაღებაზე ყოფნა მცირე ხნით სრულყოფილი მასალა არაა, სიუჯეტი კიდევ დრეს გავიდა დილის ეთერში მაგრამ სტაჟიორმა გააკეთა და არ მომეწონა.

პოსტის ავტორი: gagrinski Sep 25 2014, 19:42



ხარისხი გააფუჭა ცოტათი შეკუმშვამ

პოსტის ავტორი: უიარაღო Sep 26 2014, 08:51

რომელ ტელევიზიით გავიდა. იქნებ ლინკი დადოთ. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჩელე Sep 26 2014, 10:27

ხოშიან...

პოსტის ავტორი: Rey - Sep 26 2014, 14:09

კარგია ნამდვილად newsmile05.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Sep 26 2014, 14:40

რუსთავი 2 დილის გადაცემაში გუშინწინ 09-54

პოსტის ავტორი: iason Sep 27 2014, 08:40

გაგიმარჯოთ ყველა ფორუმელს,ძაღლით ნადირობის ყველა მოყვარულს და განსაკუთრებით იმ ენთუზიასტებს რომელთაც ჩაუყარეს საფუძველი საქართველოში მეძებარი ძაღლის მუშაობის შეფასების ევროპულ სტანდარტებს და ფილტრაილერის შეჯიბრების ჩატარებას,კარგად ვიცით,რომ რარიგ ძნელია და დიდ შრომას მოითხოვს ძაღლის სანადიროდ აღზრდა-დაყენება,მითუმეტეს ტურნირის ორგანიზება.ვაფასებ თქვენს შრომას,გულით და სულით გგულშემატკივრობთ!ღმერთი შეგეწიოთ! გისურვებთ წარმატებას!

პოსტის ავტორი: giga_megu Sep 29 2014, 10:54

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: giga_megu Sep 30 2014, 20:56

ნაწყვეტი გრეისის გამოსვლიდან .

პოსტის ავტორი: ბაბუ Sep 30 2014, 21:03

giga_megu
არ ხსნის ვიდეოს.

პოსტის ავტორი: giga_megu Sep 30 2014, 21:11

ციტატა(ბაბუ @ Sep 30 2014, 22:03) *
giga_megu
არ ხსნის ვიდეოს.

ჩემთან ხსნის

პოსტის ავტორი: ზახარა Sep 30 2014, 21:15

giga_megu
შენთან გახსნის აბა რას იზავს newsmile05.gif)))))

საჯარო ხედვაზე გადაიყვანე newsmile045.gif

პოსტის ავტორი: giga_megu Sep 30 2014, 21:17

ციტატა(ზახარა @ Sep 30 2014, 22:15) *
giga_megu
შენთან გახსნის აბა რას იზავს newsmile05.gif)))))

საჯარო ხედვაზე გადაიყვანე newsmile045.gif

გამოსწორდა???

პოსტის ავტორი: aragveli Sep 30 2014, 21:18

მაგდენი ინგლისური რომ იცოდეს D.gif თავზე დაიმხობდა ევროპას D.gif საიდან გადაიყვანოს აუხსენით.

პოსტის ავტორი: ზახარა Sep 30 2014, 21:19

ციტატა(giga_megu @ 30th September 2014 - 22:17) *
გამოსწორდა???

კი newsmile027.gif

პოსტის ავტორი: giga_megu Sep 30 2014, 21:21

ციტატა(aragveli @ Sep 30 2014, 22:18) *
მაგდენი ინგლისური რომ იცოდეს D.gif თავზე დაიმხობდა ევროპას D.gif საიდან გადაიყვანოს აუხსენით.

ყველა შენნაირი ჩუგუნი ნუ გგონია D.gif







პოსტის ავტორი: aragveli Sep 30 2014, 21:21

ფრინველთან შეხვედრა არ გაქვს გადაღებული?

პოსტის ავტორი: giga_megu Sep 30 2014, 21:23

ციტატა(aragveli @ Sep 30 2014, 22:21) *
ფრინველთან შეხვედრა არ გაქვს გადაღებული?

სამწუხაროდ მე გამოვდიოდი და ვერ ვიღებდი newsmile05.gif)))

პოსტის ავტორი: Fishman Sep 30 2014, 21:55

gagrinski

დავით, რუსთავი 2-ის რეპორტაჟის ლინკი დადე რა. ვერ მოვძებნე.

პოსტის ავტორი: ძამა Oct 1 2014, 13:28

ციტატა(aragveli @ Sep 30 2014, 22:18) *
მაგდენი ინგლისური რომ იცოდეს D.gif თავზე დაიმხობდა ევროპას D.gif საიდან გადაიყვანოს აუხსენით.


D.gif

პოსტის ავტორი: dato 85 Oct 1 2014, 23:34

გილოცავთ გამარჯვებულებს და ზოგადად ყველას.

პ.ს. რა გემრიელი ხოდი აქვს პოინტერს იმ ვიდეოში!

პოსტის ავტორი: gagrinski Jan 5 2015, 22:02



მეორე ნაწილი შეჯიბრს ეძღვნება, მადლობა ყველა იმ ადამიანს ვისაც ესმის და ყველაფერს აკეთებს რომ მეძებრები უკეთესები სტილიანები და სწრაფები გახდნენ

პოსტის ავტორი: giga_megu Jan 8 2015, 17:49

ძალიან კარგი ვიდეო მაგრამ ცუდია რომ ბატონმა ოლეგმა პირველი დღის მერე დაგტოვა და საკმაოდ საინტერესო მეორე დღე ვერ გადაიღო...ისე ძალიან დაგვჩაგრა მე და გრეისი ჩვენი გამოსვლა არაა გადაღებული.ალბათ იმიტომ რომ საშინელ წვიმაში მომიწია გამოსვლა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: megreli Jan 8 2015, 22:29

შემდეგისთვის ეცადეთ რომ თქვენი ოპერატორიც გყავდეთ,მართლაც ცუდია რომ ვიდეო მასალა არ დარჩა,მე ლიმას გამოსვლები მაინტერესებდა ძალიან... newsmile058.gif

პოსტის ავტორი: G_cicqa28 Jan 9 2015, 18:29

გამარჯობათ, ამ საიტზე არც ისეთი ახალი ვარ, დაახლოებით ერთი წალია რაც დარეგისტრირდი, მაგრამ ძირითადად დაპოსტვას, თვალყურის დევნებადა სწავლა მირჩევნია ხოლმე და მართლაც ბვრი რამე გავიგე თქვენგან. newsmile027.gif ახალა რაც შეეხება თემას რის გამოც გადავწყვიტე რომ დამეპოსტა. აზრი ალბათ უკვე არსებობს, რომ გადაღებული იქნას თითოეული ძაღლის გამოსვლა, შეფასება და მცოდნე ადამიანების აზრი ევროპული წესებით შეჯიბრის დროს, სწორედ ისე როგორც ამას მეზობლ ქვეყანაში ყველასთვის ცნობილი მიხაილ ფომინი აკეთებს. როგორც ჩანს თავისი ვიდეოებისთვის მას არ გამოუყენებია რაიმე მნიშვნელოვანი აპარატურა და აღჭურვილობა. ამ საქმის ძირითადი სირთულე ალბათ ვიდეო მონტაჟია(მაგრამ არც ეს წარმოადგენს დიდ სირთულეს, რადგან დიდი მონტაჟი ამ ვიდეოებს არ დასჭირდება). სურვილი მაქვს გადავიღო როცა ამის დრო მოვა!!! თუ რათქმაუნდა იმ ადამიანების სურვილი იქნება, ვინც ამ ღონისძიებებს ორგანიზებას უკეთებენ და ამ მნიშვნელოვანი საქმით არიან დაინტერესებულნი... დავამატრბ რომ ამ ჟამად არანაირი გამოცდილება ამ საქმეში არ გამაჩნია... კიდევ ვიმეორებ ჯერ დიდი დროა და თუ მოვინდომებთ ყველაფერი გამოვა... ჩემი აზრით ძალიან კარგი იქნება თუ ეს მოხდება, იქნება ვიდეო მასალა ყველა იმ ძაღლზე რომელიც შემოყვანილია და დარწმუნებული ვარ მომავალშიც შემოვიყვანთ... ეს საქმე ვფიქრობ კინოლოგიას სასიკეთოდ წაადგება. კაგი იქნება თუ ეს მარტო მხოლოდ აქ დაწერილი მორიგი პოსტი არ იქნება. newsmile041.gif

პოსტის ავტორი: megreli Jan 9 2015, 18:53

G_cicqa28
გაგიმარჯოს

ციტატა(giorgi tsitsqishvili @ 9th January 2015 - 19:29) *
როგორც ჩანს თავისი ვიდეოებისთვის მას არ გამოუყენებია რაიმე მნიშვნელოვანი აპარატურა და აღჭურვილობა. ამ საქმის ძირითადი სირთულე ალბათ ვიდეო მონტაჟია(მაგრამ არც ეს წარმოადგენს დიდ სირთულეს, რადგან დიდი მონტაჟი ამ ვიდეოებს არ დასჭირდება).

საიდან ჩანს რომ არ გამოუყენებია რაიმე მნიშვნელოვანი აპარატურა და აღჭურვილობა ? და სულაც არ არის ამ საქმის ძირითადი სირთულე ვიდეო მონტაჟი,როცა კარგი ხარისხის ვიდეო მასალები გაქვს და რაღაც დონეზე უკვე ერკვევი ამ საქმეში,მონტაჟი ადვილი გასაკეთებელია,რადგან უკვე გონებაში იცი თუ სად და როდის,რომელ კადრს ჩასვამ,ასე რომ თუ ვიდეო მასალა,უხარისხო და არაფრის მომცემია რაც არ უნდა ამონტაჟო არაფერი გამოგივა... ამ საკითზე აქ საუბარი არათემატურია,ძალიან შორს წაგვიყვანს... ისე კი მისასალმებელია შენი მონდომება,თუ მართლა გინდა ისწავლო გადაღება და შემდგომში შეჯიბრებები გადაიღო,ნელნელა დაიწყე კითხვა რა როგორ ხდება,უყურე ვიდეო ლექციებს,მოიშველიე კამერა და პრაქტიკაშიც გამოცადე შენი თავი newsmile045.gif
შეჯიბრებები და თითოეული ძაღლის გამოსვლა არაა ადვილი გადასაღები,ჩვენ რომ ვუყურებთ ინტერნეტში და "კაია" ეგ დიდი წვალების და შედეგია... ცადე გადაუღე ერთი ორი ვიდეო მეგობრის ძაღლებს მინდორში,მეძებრები თუ ყავთ კიდე უკეთესი და შენც ნახავ რომ არც ისე ადვილია newsmile05.gif


აქ გაგრძელებას აჯობებს პმ_ში მომწერო თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდა,ან საჭორაოში გავაგრძელოთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: G_cicqa28 Jan 9 2015, 21:10

megreli newsmile041.gif
ვიცი, რომ სონის კამერით და მონოგრაფით აქვს გადაღებული (კერძოდ კი სურათებიდან ჩანს). რაც შეეხება ვიდეოს ხარისხს გადავამოწმე და მემგონი არც ერთი ვიდეო არაა HD ხარისხის და მაინც ჩანს და ვიგებთ რა ხდება ვიდეოში, მონტაჟს და გადაღებას რაც შეეხება ვიცი, რომ რთულია და პრაკტიკა ჭირდება. და მაინც ყველაფერს კრიტიკულად თუ შევხედავთ და ვიტყვით რომ რთულია და არ გამოვა, ასე მართლაც არაფერი გამოვა, ცდა შეიძლება და დამერწმუნებით ღირს კიდეც, თავიდან შეიძლება ისეთი ვერ გამოვიდეს, მაგრამ ყველაფერი ოდესღაც პირველად ხდება newsmile041.gif თუ შეგიძლია ლინკი რომ დადო სადაც ამ თემის გაგრძელება შეიძლება. მადლობა წინასწარ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: megreli Jan 9 2015, 22:11

http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=92&st=11430&start=11430 welcome newsmile05.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)